შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე 4 ნაწილი (3)


20-04-2016, 15:04
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 907

თბილი დილა იყო,რატომღაც არაჩვეულებრივ ხასიათზე გავიღვიძე,ღიმილიანმა წამოვყავი თავი საწოლიდან და სარკეში საკუთარ თავს გავუღიმე,საკუთარი თავი დაკვირვებით შევათვალიერე,როგორ გამზრდია თმა, ფორმაც კი შეიცვალა გაზრდის შემდეგ,თმებს დავხედე და თავი უკმაყოფილოდ შევათვალიერე,ჩემი ლამაზი კულულები ჩამომშლია და ამისთვის საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება.რაღაცნაირად მომინდა სალონში გავქცეულიყავი და რაიმე სრულიად ახალი ექსპერიმენტი ჩამეტარებინა ჩემი თმბისთვის.ელდანაცემივით შევვარდი ვანაში და წყალი სწრაფად გადავივლე. სველი თმები კოსად გავიკეთე და სწრაფად ჩავიცვი.
–სად გარბიხარ ნია ამ დილაუთენია?–სამზარეულოდან ნინომ გამოყო თავი
–სალონში დე–კარებთან ვიყავი უკვე ისე გავძახე და მის პასუხს აღარ დავლოდებივარ
მეტროსთან მეგულებოდა ერთი კარგი სტილისტი,რომელტანაც დედაჩემი ხშირად დადიოდა,მეც მას მივვმართე,სველი თმებით და მაკიაჟის გარეშე მგონი პირველად გავედი ასე მოუწესრიგებელი ქუჩაში.ყველაფერში ბედი არ გინდა ადამიანს? დანელია იდგა თავისი სამსახურის წინ და სიგარეტს ეწეოდა.დავინახე თუ არა თავი დაბლა ჩავხარე იქნებ ვერ დამინახოსთქო და კაპიუშონი წამოვიმხე სწრაფად თავზე,თუმცა რა თქმა უნდა მიცნო
–ვა ნია–ღიმილით გამომხედა
–ვა აკო–გაკრეჭილმა გავხედე
–სად მიდიხარ ამ დილაუთენია?
–საქმე მაქვს
–მოიცა თმები სველი გაქ?
–ჰო
–გაცივდები გოგო–გაეცინა
–ნუ ნერვიულობ შენ,მივხედავ თავს რამეფრად–გავუღიმე
–სველი თმით სად მიდიხარ? ნუ პაეანზე იასნა არა,თან ესე სპორტულ ფორმაში–ისევ გაეცინა და ამათვალერა
–პაეანზე ნამდვილად არა–არც მე დავაკელი
–შენ ასედაც ლამაზი ხარ და ისედაც ასე რომ–თვალი ჩამიკრა
–კარგი,კარგი წავედი ახლა მე–ისევ წამოვიმხე კაპიუშონი
–მართლა სად მიდიხარ არ მეტყვი? გაცივდები ნია ოდნავ აინც შეგეშრო თმა,აი შეოდი აქ დადექი კონდიციონერის ქვეშ და გაგიშრება თმა,მართლა
–სალონში მივდივარ ალეკო–მობეზრებულმა გავხედე
–ვაა,მართლა? თმა უნდა შეიჭრა? რატო გოგო მაგარი თები გაქვს
–შენ ვინ გეკითხება ერთი? მიდი შედი და მიხედე შენს საქმეს–ხელით ვანიშნე რო შესულიყო შიგნით
–კაი რა რა გჭირს ტო სულ როგორ იკბინები,მანახე მერე როგორ შეიჭრი კარგი? აქ ვარ არსად მივდივარ და გელოდები–სიცილით მიჩქმიტა ლოყაზე და შიგნით შევიდა
თავი გავაქნიე და სალონში წავედი. თმები შევისწორე,ფორმა მივეცი და ქერა ომბრე გავიკეთე,მართლა ძალიან მომეწონა,ბუნებრივი ხვეულები გამიკეთა და კმაყოფილი ვუყურებდი საკუთარ თავს სარკეში,მთლიანი სახე მოვიწესრიგე,რაღაცნაირად ბედნიერება მომგვარა ა ყველაფერა,რამდენი ხანია სალონში არ ვყოფილვარ,საკუთარი თავის თითქმის აღარ მახსოვდა ამ ყველაფრის გადამკიდე.
–მოგწონს?–მკითხა სტილისტმა
–ძალიან–ვუპასუხე ბედიერმა და კიდევ ერთხელ შევათვალიერე საკუთარი თავი სარკეში
–ძალიან ლამაზი ხარ ნია,ნინოს ძალიან გავხარ
–მადლობა მარიამ–გავუღიმე,ფული გადავიხადე დავემშვიდობე და წამოვედი
ოღოდნ ამჯერად კაპიუშონი აღარ წამოვიფარე,თუმცა ჩემი სპორტული ტანსაცმელი და ჩემი ვარცხნილობა საერთოდ არ უხდებოდნენ ერთმანეთს. ტაქსი გავაჩერე და სახლამდე ისე მივედი,აღარ მინდოდა დანელიას კიდევ ერთხელ ნახვა. ნინოსაც და ნათიასაც ძალიან მოეწონათ ჩემი ახალი ვარცხნილობა,თუმცა ახალი სულაც არ ყოფილა,შარშანაც ასე მქონდა თები და ყველას ძალიან მოსწონდა,მახსოვს ერთხელ უნივერსიტეტში ვიყავით დერეფანში,ჩემი ჯგუფელის და მოვიდა მაშინვე თმებე მომკიდა ხელი და რალამაზი თმები გაქვსო მითხრა არადა საერთოდ არ ვიცნობდი ამ გოგოს. შაბათი იყო,უნივერსიტეტიდანაც და სამსახურიდანაც თავისუფალი ვიყავი. ტელევიზორს ვუყურებდით მე და ნათია ჩემმა ტელეფონმა რომ დარეკა,გიგა იყო
–გისმენ გიგა
–სად ხარ ნია?
–სახლში ვარ რა ხდება?
–მისმინე,არ გშია?
–რავი კი–გამეცინა–რა იყო?
–ხოდა ჩამო აქვე ახლოს ახალი კაფე გაიხსნა და ვჭამოთ
–კარგი
15 წუთში კაფეში ვისხედით მე და გიგა და ქათმის სალათს გემრიელად შევექცეოდი
–ნია
–ვიცი რაც უნდა მითხრა გიგა,გუშინ რაც გითხარით ბავშვებს იმაზე უდა ელაპარაკო ხომ?
–არა ნია,ეგ არავის დაუჯერებია,ყველამ კარგად ვიცით,რომ ძალიან გიყვარვართ და ეს გულიდან წამოსული სიტყვები არ ყოფილა–გაეცინა
–აბა რა ხდება?–მეც გამეცინა
–აკოს ცოლი მოყავს ნია–უცებ დასერიოზულდა
მე? რა ვიგრძენი იმ წუთში? ზუსტად ვიცოდი რომ გიგა ასეთ რამეს არ მომატყუებდა. ასე ეგონა გული გამიჩერდა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ჯერ ადუღებული წყალი გადამახსეს,შემდეგ კი გაყინული და ასე მონაცვლეობით. შინაგან ვხურდი მთელი სხეული დამეჭიმა,სრულიად დავიძაბე,ყურებში რაღაც საშინლად მიწუოდა, გონება ისე დამებინდა ჭამის რიტმს ვუმატე და მგონი ერთი თეფში სალათა მთლიანად შევიტენე პირში,სული მეტკინა,თან როგორ მეტკინა,თუმცა ცრემლებს მაინც არ მივეცი საშუალება წამოსულიყვნენ.
–ნია–შორიდან ჩამესმოდა გიგას ხმა–მე კი ისევ განვაგრძობდი სწრაფად ჭამას
–ნიამეთქი! გეყოფა
–გასინჯე,ძალიან გემრიელია–სალათზე მივუთითე და გავუღიმე
–ნია არაფერს იტყვი?–გაოცებულმა შემომხედა და თეფში ამაცალა
–რა გინდა რომ ვთქვა?–ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან
–დაუშვებ რომ მან ცოლი მოიყვანოს?
–ბედნიერებას ვუსურვებ,ახლა კი დამიბრუნე თეფში–ისევ ღიმილით მივუთითე რომ თეფში ადგილზე დაედო
–გაგიჟდი ხო?–გაკვირვება უფრო და უფრო მეტად ეტყობოდა სახეზე
–და რას ელოდები?–ხმამაღლა გამეცინა
–ანუ გკიდია რას იზამს?
–აჰამ–თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად
კიდევდ დიდხანს მელაპარაკა,თუმცა ისე ვიყავი გაბრუებული ყურები დახშული მქონდა და ნახევარზე მეტი არც მესმოდა რას ამბობდა. სახლამდე მიმაცილა,ესეც აბსტატულად მახსოვს,სრულ აბსტრაქცციაში მოვექეცი,არ იტირო ნია! არ გაბედო ი არარაობის გამო ტირილი! საკმარისია ის შენ არ გიმსახურებს! არა ნია! თუ ახლა იტირებ ყველაზე უთავმოყვარეო გოგო იქნები ნია! მართლაც რომ ცრემლები შიგნით დავიტოვე და გარეგანად არ გამომიხატია ემოცია,მაგრამ ეს სიძლიერე მხოლოდ სახლის კარამდე მიმყვა.კარები ნინო გამიღო,ვიგრძენი როგორ მომიდუნდა კუნთები და როგორ დაბნელდა ირგვლივ ყველაფერი.შემდეგ არაფერი მახსოვს,გონს რომ მოვედი თავზე თვალცრემლიანი ნინო მედგა,იმ წუთში გული უფრო მეტად მეტკინა ნინოს თვალებში ტკივილი რომ დავინახე,უფრო მეტად შემძულდა საკუთარი თავი,გავიღიმე მხოლოდ იიტომ რომ ის თვალებში ტკივილი გამექრო,მანაც გამიღიმა და ამან იმხელა ბედნიერება მომანიჭა რომ სულ დამავიწყდა გიგას სიტყვები.წამოვიწიე და მაგრად მოვეხვიე,ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს,იმ წუთას ისე დაცულად ვიგრძენი თავი,ხშირად უნდა ჩავეხუტოთ დედებს ამაზე უფრო დიდი ბედნიერება ხომ ბუნებაში არ არსებობს.ის ადამიანია რომელიც შენს თვალებში სიცოცხლეს ხედავს,შენ რომ გტკივა მას 1000–ჯერ მეტად სტკივა დ განიცდის.
–დე მშია–სიცილით ვუთხარი
–მართლა დე?–მასაც გაეღიმა
–კი დედა
სწრაფად გაიქცა სამზარეულოში ბედნიერი სახით.გვერდე გადავბრუნდი და საკუთარი თავი დავწყველე იმის გამო რომ მას ასე ვანერვიულებდი. გერიელი ვახშამი მომიმზადა ნინომ,მართალია ჭამის სურვილი საერთოდ არ მქონდა მაგრამ მისი ხათრით მაინც ვჭამე.
–ნია
–ხო დედა
–შენს ექიმს ველაპარაკე
–მერე?
–თუ ასე გააგრძელა ყველაფერზე ნერვიულობა მალე სრულიად დაუსუსტდება სხული,გამოიფიტება და მოუწევს რამდენიმე დღის საავადმყოფოში გატარებაო
–კარგი რა ანემიას ვინ მოუკლავს დედა?
–თუ თავს არ მიხედე ერთმა გაციებამაც კი შეიძლება მოგკლას ნია ასე ნუ მსჯელობ
–და რა გავაკეთო?
–სწორად იკვებე და ნუ ნერვიულობ ყველაფერზე თორემ გფიცები მივუარდები მაგ დანელიას და სახალხოდ შევარცხვენ
–რა? დანელია რა შუაშია?–პირი დავაღე
–შენ რა გგონია ვერაფერს ვხვდები? ღამღამობით რო ტირი ისიც კი ვიცი ნია,ცდილობ ხადაბლა იტირო თუმცა მე მაინც ყველაფერი მესმის და ვგრძნობ.
–კარგი რა დედა,რაღადროს დანელიაა?
–მიდი ჭამე და იცოდე დღეიდან კიდევ გაბედავ მაგაზე ნერვიულობას და ნახე რას გიზამ.შენს თავს შეხედე დედიკო,რა ლამაზი და კარგი ხარ,ვინ მიგდია ის დეგენერატი ასე რომ ნერვიულობ? თავი მაღლა ასწიე და წინ იყურე რამხელა მომავალი გელოდება,მისნაირებს კი არა ისეთ კარგ ადამიანებს შეხვდები,რომ ამ ყველაფერზე გაგეცინება დამიჯერე
დიდიხანს მესაუბრა დედა ამ ყველაფერზე,გვიანი იყო დასაძინებლად რომ შევედი ოთახში,გონება გავთიშე და არაფერზე აღარ მიფიქრია ისე ჩამეძინა.



№1 სტუმარი mtvaro svani

vaime gavgijdebi.aseti sazizgari rogor aris gmerto ra adamiania.tumca mag dampals adamianic ar etqmis.ver vxvdebi ra unda ucodo aset ugulos usulos da unamusos.yochag nia ase danelias jibrze ar daece gamagrdi da agrznobine rom is sheni girsi namdvilad ar aris.is shens ert cremladac ki ar girs.ecade bednieri iyo mis gareshe.carmatebebi

 


№2 სტუმარი ემი

დაუჯერე დედას.... ვიცი ძნელია გრძნობების მართვა, მაგრამ უნდა მოერიო... კარგია რომ ცოლი მოყავს, ეს შენ უფრო დაგეხმარება.... ადრე გვითხარი, ჰეპიენდით ვამთავრებო და მოუთმენლად ველოდები ... ნუ აგვიანებ რააა...... ისე, დანელიას ცოლის მოყვანის იმედი სადღაც გულის კუნწულში მაინც არ მაქვს. თუ არ მინდა , არ ვიცი... რა ვიცი რა ვიცი

 


№3  offline წევრი elegant

mtvaro svani
vaime gavgijdebi.aseti sazizgari rogor aris gmerto ra adamiania.tumca mag dampals adamianic ar etqmis.ver vxvdebi ra unda ucodo aset ugulos usulos da unamusos.yochag nia ase danelias jibrze ar daece gamagrdi da agrznobine rom is sheni girsi namdvilad ar aris.is shens ert cremladac ki ar girs.ecade bednieri iyo mis gareshe.carmatebebi


ვერ ვხვდები დანელიას რატო ლანძღავთ, პირიქით ნიასთან ნორმალურ ურთიერთობას ცდილობს . დავიჯერო მას ცოლის მოყვანის უფლება არ აქვს? თუ ნიათი დამთავრდა ცხოვრება. პირადად შენ ნუ გეწყინება ნია. თუ გიყვარს იბრძოლე, ამოხატე და აგრძნობინე. ყველაზე მეტად პატიება უნდა შეგვეძლოს. თუ გიყვარს ასეთი უშვერი სიტყვებით არ უნდა ლანძღავდე და არ უნდა ენაგლებოდე, უბრალოდ აჩვენე რომ არ ხარ ადამიანი რომელსაც როცა უნდა მიატოვებს დსა როცა უნდა შეურიგდება. შენთავში გაერკვიე რა გინდა.ტყუილად იკლავ თავს, თუ გიყვარს საქმე აქამდე არ უნდა მიგეტვანო. აკოს არ ვამართლებ, თუმცა ვფიქრობ დამნაშავე მარტო ის არ არის. წარმატებები, ბედნიერებას გისურვებთ. <3 :*

 


№4  offline წევრი kora

ძალიან დამაინტრიგე პირველ თავში დაპირებული "ჰეპი ენდით",ცუდად არ გამიგო, მაგრამ, ამ ისტორიაში ჩემთვის ჰეპი ენდათ ასოცირდება ნიას და აკოს ერთად ყოფნა და იმედია აკოს ცოლის სერთვა ნისთანაა კავშირში...
--------------------
kira.G

 


№5  offline მოდერი bibo

Ra akos coli ra gavafren chemtvis kai dasasruli tqven xart da ara akoda sxva da shen da sxva eg ara chemtvis kai dasasruli su gavgijdebi exa ux ra eeeee esa sixarulisgan davxtodi kai dasasrulio to tqviiu eee ar minda me aseti dasasruli ibrdzlole bolomde tu giyvars da misganac grdnob me tqvenken var da veliii karg dasasruls Ase ro ux damwyda exa guliii.anu eg cols moiyvans shen da gabro tu vinca ex amas velodi me :((((((((((((((

 


№6 სტუმარი Nia

მოვლებებს ნუ გავუსწრებთ ბავშვებო.

 


№7  offline წევრი kora

Nia
მოვლებებს ნუ გავუსწრებთ ბავშვებო.

12-ის მერე დადებ ახალ თავს?
--------------------
kira.G

 


№8  offline წევრი cancara

არვიცი რავტქვა ველოდები რამნოხდება კარგია

 


№9 სტუმარი ნია

კი დავდებ უკვე ვწერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent