შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი სოციოპათი 1


20-04-2016, 22:34
ავტორი ელენ.
ნანახია 1 659

ჰაი.
მოთხრობა, რომელიც ჩემი ნერვების ფასად იწერება.
მოთხრობა, რომელიც ვიცი, არ ერგება საიტის ფორმატს,
თუმცა იქნება რაღაც ისეთიც,
რითაც დაუახლოვდება მაინც...
შეიძლება ამ თავმა სათაურთან საერთოდ ვერ მიგიყვანოთ,
თუმცა იმედი მაავს ეცდებით ჩაუღრმავდეთ ყველა სიტყვას.
ისინი მინიშნებებით არიან სავსე.
ყველაფერი ხომ ასე იწყება.
ენდ, ისე, მე ელენიკო13 ვარ, თუმცა იმ ნიკის პაროლი დამავიწყდა, თან რაღაც მიზეზის გამო ვეღარ ვტვირთავ ვერაფერს.
ბევრი ვილაპარაკე, მოკლედ, ვიწყებ.
მიესალმეთ ლურჯ სოციოპათს.

“ სალამი, დღიურო.
ჯერ კიდევ მეცინება საკუთარ თავზე, კალამი ხელში რომ მიჭირავს. თვალებს ვატრიალებდი ხოლმე გოგონებზე, დღიურს რომ აწარმოებდნენ. ახლა კი თავად ვაკეთებ ამას და ეს უცნაურად მეჩვენება. რაღაცნაირი შეგრძნებაა, აი, ლიმონს რომ ჭამ და მჟავე გემო რომ აქვს, სახე რომ გემანჭება, მაგრამ მაინც უფრო რომ გიზიდავს და უფრო გინდება. იმიტომ რომ ასწორებს.
აქამდე არაფერი დამიწერია, სკოლის საშინაო დავალებების და თემების გარდა. თემებს კარგად ვწერდი, უფრო სწორედ, სხვებს ეგონათ რომ კარგად ვწერდი. მეტს და მეტს მთხოვდნენ, მეც ვცდილობდი. ვცდილობდი და... მერე დავიღალე, სულიერადაც და ფიზიკურადაც. და წერა შევწყვიტე. იმის მერე დიდი დრო გავიდა და დღეს პირველად ვცდილობ კვლავ ვწერო რაღაც. რაღაც, რაც შეინახავს ჩემს ყველა საიდუმლოს. მე აღარ მინდა ამდენი რამის დამალვა. მე მინდა ვიღაცას გავუზიარო, თუმცა გამზიარებელი არავინ მყავს. ამიტომ გადავწყვიტე ვწერო, გაგიკვირდებათ და ასე ვიცლები იმ ცუდი გრძნობებისგან, ხანდახან რომ დამიგროვდება ხოლმე და მერე დიდი ხანი ვცდილობ, განვიტვირთო. ამაოდ.

მე მეზიზღება ხალხი, რომლებიც დღიურის წარმოებისას მხოლოდ დღეებს აღწერენ და მერე ყველაფერი მდორედ მიედინება. “ძვირფასო დღიურო, დღეს გავიღვიძე, მერე ვჭამე, მერე იქ წავედი, მერე მოვედი, წყალი დავლიე, საპირფარეშოში მოვშარდე და დასაძინებლად წავედი“. განა გულისამრევი არ არის? მე მირჩევნია შენთან იმაზე ვილაპარაკო, რაც მაწუხებს, ან თუნდაც მსიამოვნებს, და არა იმაზე, როგორ გავატარე დღეები.

თუმცა კი ძალიან არ მინდა, მოვალე ვარ გაგეცნო. ამიტომ ჩემს ბიოგრაფიას დაგიწერ, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან მეხამუშება.
მე ნეკო მქვია, გვარად ნინიძე. ვიცი, საშინელი სახელი-გვარია, მაგრამ მე ვერაფერს შევცვლი, ეს ჩემი სახელი და გვარია. 19 წლის ვარ, ასე რომ, მომილოცეთ. სწორედ დღეს წამოვედი სახლიდან, კარები მივიხურე და იქაურობა სამუდამოდ დავტოვე. დამღალა დედაჩემის და მამაჩემის გაუთავებელმა ჩხუბმა, კონტროლმა, რომელიც სიგიჟეში გადასდით, ზიზღმა ჩემს მიმართ... ბევრჯერ მითხრეს, შენს მაგივრად სხვა უნდა გვეშვილებინაო. ხო, მე 6 წლამდე ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი. იქ არ ვიყავი კარგად, ამიტომ ახლა არ მინდა ამაზე წერა, სხვა დროს...

როგორც გითხარი, სახლიდან წამოვედი. აქამდე ნაგროვები ფული ჩანთის წინა ჯიბეებში ჩავტენე, ორი წყვილი საცვლები და სამი წყვილი წინდები ჩავდე, ასევე ჩემი ჯინსის შარვალი და ნაქსოვი ზედა. მეტი არაფერი იყო საჭირო, თანდათან შევიძენდი. ძნელი იყო ამის გაკეთება თუ არა? რათქმაუნდა, ძნელია იქიდან წამოსვლა, სადაც უზრუნველად ხარ. მაგრამ ისინი სულიერად მანადგურებდნენ, ყოველ დღე მკლავდნენ თავიანთი საქციელებით, მათთან თავს ცუდად ვგრძნობდი და მე მოვალე ვიყავი, შემემსუბუქებინა ყოფა როგორც ჩემთვის, ასევე მათთვის. ვფიქრობ, გაუხარდებათ როცა გაიგებენ, რომ მათთან ფულის სათხოვნელადაც კი არასდროს მივალ. სულ შიმშილით რომ ამომხდეს სული, მათ მაინც არ შევაწუხებ. უსამართლობაა მხოლოდ მატერიალურის გამო დავბრუნდე, ვინაიდან მე უკვე წამოვედი. და უსამართლობაა ისეთ სახლში ცხოვრებაც, სადაც არ უყვარხარ.

ნუ დაინტერესდები, სად ვარ ახლა და რას ვაკეთებ. ეს ჩემი პირადი საიდუმლოა, თანაც მრცხვენია ამის გამხელა... კარგი, უკვე უაზროდ ვიქცევი. დედის მხრიდან ბაბუა მყავს, რომელსაც ერთადერთ შვილიშვილად მივაჩნივარ და მართლა ვუყვარვარ. შარშან, დაბადების დღეზე, მითხრა რომ თუ ოდესმე გამიჭირდებოდა, მასთან მივსულიყავი. მართლა დამეხმარა, ორსართულიანი სახლის გასაღები რომ მომცა. თანაც, შუაგულ ტყეში, ავეჯითა და საჭირო ტექნიკით. არ ვთვლი, რომ ვალს არასდროს დავუბრუნებ. მე მჯერა, რომ თავს გავიტან და ესეც რომ არა, უკვე მერამდენე დღეა ელექტრონული ფოსტა აჭრელებული მაქვს სხვადასხვა წერილებით. გამარჯობა დღიურო, დიახ, მე ჰაკერი ვარ. ეს თავისთავად მოხდა, თუმცა როცა მივხვდი რომ ძალიან რთული იყო, გვიანი აღმოჩნდა. ამ საქმიანობით ბევრს ვშოულობ. სხვადასხვა კომპანიების ქსელებს ვტეხავ, არაკანონიერად რათქმაუნდა. ყველაზე მეტი, რაც ამ საქმიანობით ავიღე, ეს 2000 აშშ დოლარია. თუმცა ნელ-ნელა ფასს ვზრდი და ამ ყველაფერს ისე ვახერხებ, ვერ გამოიჭირონ. თორემ ალბათ ციხეს ვერ გადავურჩები.

სახლის გზა სწორედ ბაბუამ მასწავლა. მე ველოდი რაღაც უბრალო, პატარა სახლს. მაგრამ როცა მანქანა ორსართულიანი, მინებით ნაგები შენობის წინ გააჩერა, მივხვდი რომ ცხოვრებაში ამაში მაინც გამიმართლა. ბაბუა დადრდიანებული მეჩვენა, ამიტომ თავი ცუდად ვიგრძენი.
_ არა, არ მინდა _ სწრაფად ვუთხარი, რადგან უკვე რაღაც მჭამდა შიგნიდან. ასე მჭირს ხოლმე, როცა ვფიქრობ რომ ჩემს გამო ვინმე ცუდად ხდება.
_ აქაურობა შენია, ნუ გაჯიუტდები. თუ რამე დაგჭირდეს, მე შენთან ვარ _ მითხრა მან მტკიცედ, თან გასაღები ჩამიდო ხელებში და ალბათ ხუთი წუთი ჩუმად ვიჯექით. მე მის ხელებს ხელები მოვუჭირე და გავიღიმე.
_ გთხოვ, არ მომაკითხო ხოლმე _ თავი ჩავხარე და ვუთხარი ის, რისთვისაც მთელი გზა ვემზადებოდი. ხელები უფრო მეტად ჩამჭიდა და ამოიოხრა.
_ ვიცი ნეკო, გიცნობ. ზეპირად ვიცი, ახლა რას მეტყვი. თვალებს აატრიალებ და გაიცინებ, როცა გეტყვი რომ მაინც მოგაკიხავ. თუმცა იმას გპირდები, რომ აქაურობის შესახებ ვერასდროს ვერავინ გაიგებს. დღემდე ჩემს გარდა არავინ იცოდა
_ მით უკეთესი. გთხოვ ბაბუ, თუ რამეა, მე მოვალ შენთან. ნომერი ვიცი, დაგირეკავ ხოლმე და შეგეხმიანები, კარგი? გთხოვ _ ტუჩებს ვიკვნეტდი და ბოლოს, როგორც იქნა დავიყოლიე. სახლი იმაზე კარგი იყო, ვიდრე მეგონა. ემოციებს ვერ ვმალავდი, როცა თემომ მაჩვენა ბუხარი, რომელიც პატარა გადასატრიაბლის მეშვეობით იღებოდა და იქიდან საიდუმლო გასასვლით პირდაპირ ტყის დასალიერში აღმოჩნებოდი. თუმცა მითხრა, რომ ხშირად არ მესარგებლა, რადგან შეიძლებოდა დაკვარგულიყავი. ასევე მქონდა კაბინეტიც, უამრავი წიგნით და სასმლის კოლექციით. მისაღები არაჩვეულებრივი იყო, გრძელი დივანი და მთელს კედელზე დიდი ტელევიზორი. ვფიქრობ მოსაწყენი იქნება ამის აღწერა... ახლა ვზივარ ჩემს ოთახში, რომელიც ძალიან ჩვეულებრივია. ჩემდაუნებურად, მაინც მინდა მისი აღწერა. გრძელი საწოლი დგას, თანაც განიერი. მაგიდა და მასთან სკამი, ასევე პატარა თარო მინის კედელზე. არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მაგრამ არ მინდა ბაბუის ხარჯზე ცხოვრება. ჩემი მინდა, რაღაც სხვა, რაღაც უფრო სხვა...

ორი წუთის წინ ფოსტა გავხსენი. ათას ხუთასი დამერიცხა ჩემს ანგარიშზე, ასე რომ ჯამში უკვე 12 ათასი დოლარი მაქვს. არ ვიცი, ამდენი ფული რაში მჭირდება ამჟამად. არაფერი მაკლია და სიმართლე გითხრა, ძალიან მიკვირს. რაღაც ცუდს ველოდები, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ძალიან კარგად მიდის. და მე ჯერჯერობით არ ვგეგმავ არაფერს, რადგან მე არ მიყვარს დაგეგმილი არაფერი.

10/03/15
ნეკო. “



№1  offline მოდერი წითური გოგონა

ჯამში მომეწონა, თუმცა იყო
იყო
რაღაცეები რაც მერე არ მინდა გამეჩხროს
I.რა თქმა უნდა
II. ორი წყვილი საცვალი.


ბოლოს გაბანალურდა სიტუაცია.
ველოდები მეორეს
--------------------
მწვანე ლიმონი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent