შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემო დღიურო


1-11-2015, 00:01
ავტორი ერკე
ნანახია 2 727

გრძნობათა ბიურო
შენ, ჩემო დღიურო
რამდენი რამეა,
შენთვის ასატანი
გრძნობათა ბიურო,
შენ, ჩემო დღიურო
მუდამდღე ითვლები
ჩემთვისვე ფარულად.
სხეულო ციურო
შენ, ჩემო დღიურო,
გრძნობებისგან ზღვაში
ერთად ვიძირებით
ყველას რად ჰგონია,
რასაც შენში ვატევ
გრძნობები რომ არის,
მხოლოდ მიწიერი.
უბრალოდ ღვთიურო
შენ, ჩემო დღიურო,
ჩემი ანარეკლი მანდ ცხოვრობს, შენში
ბუნდოვნად მახსოვდა
რასაც მიყვებოდი
და ხელი გამკობდა
ჩემი, მიხვდებოდი.
წამივით ციმციმა
ვარსკვლავს შეედრები
რასაც შენ ხითხითებ
მუდამ გათენდები,
გრძნობების ბიურო
შენ, ჩემო დღიურო,
რაც მე ვთქვი სიტყვები
შენია საიდუმლოდ.
ტრფობაა კი ჩვენი
სულების სათავე
უსასრულობამდე,
უსასრულობიდან,
დავიწყეთ ერთად და
ვასრულებთ ბოლომდე
შენ გინდა მშვიდობა
მე უნდა ვომობდე?!
გრძნობების ბიურო
შენ, ჩემო დღიურო
სიყვარულს ვახლავარ
ღვთიურს და მიწიერს.



№1 სტუმარი ნუკრი

მაგარიაა მომეწონა ასე განაგრძე

 


№2  offline წევრი maridb

კარგია ძალიან<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline წევრი aleksandre

ამ "შენ ჩემო დღიუროში" ვის გულისხმობ? <3 კარგიაა

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

Salo me
Shen, chemo dgiuro,
Grdznobata biuro
Shen sityvebze chemi dgiurebi gamaxsenda. Yovel sagamos rom vuziarebdi purcels chem grdznobebs, sevda shemomepara da dzveli dro momenatra. Axla siamovnebit wavikitxavdi magram yvela matgani gavanadgure chemive xelit samwuxarod. Yochag dzalian kargad wer

რა დაგიშავეს რატომ გაანადგურე? :((( მე ადრე ვწერდი დღიურს მაგრამ ცირკი უფრო იყო ვიდრე დღიური :დ
ყოველ დღე რას ვაკეთებდი ყველაფერს დეტალურად ვწერდი, ეს მეგონა მე დღიურის დანიშნულება :დდ ამიტომ ამას არ ვთვლი დღიურად და ვიტყვი, რომ დღიური არასდროს მიწარმოებია.
მაგრამ ლექსი მთლად დღიურზე არ არის, თუმცა... რაღაც გრძნობები რომ აღგიძრა ძალიან მახარებს <3
მადლობა შენი შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent