Heaven's in your eyes! ( 3,4 თავი )
თავი3 გადიოდა დღეები, თვეები... ყოველ დღე ბავშვებთან ერთად ვღადაობდი, ღამე ვიბლიანს ვნახულობდი... ასე ვაგრძელებდი ცხოვრებას, მანამ სანამ მაისის მზიან დილას ქალდანი არ დამადგა თავზე... -გამრჯობა ანაბელ როგორ ხარ გოგო? რამდენი ხანია არ მინახავხარ! -კარგად ლაშა შენ? -რავიცი მეც... -აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო? -რაღაც საქმეები მაქ რა და თქვენთან დავრჩები რამდნეიმე ღამე სანამ არ მოვაგვარებ... რა იყო ხომ არ გამაგდებ? -არა რათქმაუნდა, პირიქით გამიხარდა შენი ნახვა...- „ჯანდაბააა!!!! ვიბლიანს ვეღარ ვნახავ ხოლმე! ჯანდაბა! ჯანდაბა!“ ვფიქრობდი გულში და საერთოდ არ მიხაროდა რამდენიმე თვის უნახავი, „კაი ბიჭი“ ბიძაშვილის დანახვა... და ის მოხდა იმ ღამით რასაც ველოდი... ფანჩატურში ვიბლიანი აღარ გამოჩენილა... შუა ღამეს ყვირილმა გამაღვიძა... მალევე ამოვიცანი ხმებში ქალდანის და ვიბლიანის ხმა... გაუცნობიერებლად ჩავირბინე კიბეები და მოვისმინე საუბარი: -მომისმინე ძმაო ეგ შენი კატუსა თუ კნუტი თუ ვინცაა ჩემი *ლე ფეხებზე ! მაგარი ბ**ი გოგო იყო ძმაო! მეკიდებოდა, შენი შეყვარებული რო იყო მაშინაც კი მწერდა და ხელებში მიხტებოდა! რო გავიგე შენი შეყვარებული იყო და როგორი აფერისტიც იყო ეგრევე დავადე... -გავიქეცი მათკენ და ქალდანის მოქნეულ ხელს ავეფარე წინ რომელიც ცოტაც და ვიბლიანს მოხდებოდა მაგრმა გაჩერდა ლაშა... -გაჩრდიიიიიით! გთხოვ ლაშა გაჩერდი! - ვიბლიანსაც და ქალდანსაც თვალები გაუფართოვდა ისევე როგორც ყველა გარშემო მყოფს... ქალდანის ხელს მაინც ვერ გადავურჩი და კაი სილა გამაწნა, რაზეც ვიბლიანი გაცხოველდა, გაგიჟდა, არაამქვეყნიური ხმით დაუწყო ღრიალი: -შე არაკაცო! შენი ბიძაშვილია მერე კიდე გოგოა ხელი როგორ დაარტყი შე...-მეტი უბრალოდ აღარ წვდებდა ჩემს ყურთასმენას.. გავვოცდი როცა ვიბლიანმა გვერდით გამიყვანა და მკითხა: -კარგად ხარ? -კი მადლობა... -მადლობა შენ.. შენ პროსტა მითხარი და ჩემი დედასშ****ი ახლავე აქვე მოვკლავ მაგ ნაბი***ს! -თორნიკე ჩემი ბიძაშვილია! -ვიცი მაგრამ მაინც არაკაცია!-უკნიდან მომვარდა ქალდანი მხარში ხელი დამავლო და სახლში ამათრია... -როგორ გაბედე გოგო შენ დებილი ხოა რ ხარ??? ეს რაგაააკეთე? ამ შუა ღამეს რა გინდოდა იქ? -კიდე მე ვარ ბიჭო დებილიი? შუაღამეს შენ მივარდი იმ ბიჭს და შენ აპირებდი ცემას, ეგეც კიარ მოითმინე და ხელი გამარტყი.. ვინ ხარ საერთოდ? არაფერი! ვერც ვერაფერი ვერ იქნები ვერასდროს! იმიტო რო ჩემთვის არაფერს წარმოადგენ! -აბა ვინ წარმოადგენს შენთვის ყველაფერს ვიბლიანი? -დიახაც მას შენგან განსხვავებით კაცობა გააჩნია და გოგოზე ხელს არასდროს აწევს! შენ კი არაკაცი ხარ და სულ იქნები!- კვლავ ვიგრძენი ლოოყაზე სიმწარე... ისევ დამეფერფლა გული... დედაჩემი გამოვიდა ხმაურზე და რომ დაინახა ჩემი აწითლებული ლოყა, გაცხოველებული ქალდანი მაშინათვე იყვირა: -ლაშა გაეთრიე აქედან! -ქეთინო შენი შვილი -არ მაინტერესებს! გაეთრიე აქედან! რაუფლებით აკარებ საერთოდ თითს მაშინ როცა მე და მამამისს ერთი სიტყვაც არგვითქვამს მისთვის ხმამაღლა! ვინ მიგდიხარ საერთოდ? გაეთრიე და ამ სახლში მეორედ არ დაგინახო!-ქალდანი სიტყვის ამოუღებლად გაიძურწა იქიდან... ანაბელი ტკივილისგან მოიკუნტა, ცრემლები წასკდა თვალებიდან... დედას გადაეხვია... მასთან ჩხუტებულს ეძინა... დილას თვალები საშინელ დღეში ქონდა... კიდევ კარგი შაბათი იყო. თავის ოთახში შევიდა ანაბელი და ფანჯრის რაფაზე წერილს მოკრა თვალი: „იმედი მაქვს კარგად ხარ. თავს გაუფრთხილდი. მიყვარხრ მწვანეთმიანო!“. რათქმაუნდა მიხვდა ვინც იყო წერილის ავტორი... მიყვარხარო? უყვარდა?? სრული შოკი იყო ეს ანაბელისთვის... მთელი სამყარო თავზე დაემხო მაგრამ მაინც დადგა სულელივით და გაიღიმა... როგორ არ უნდოდა რომ გაეღიმა მაგრამ ფაქტი ერთია, აშკარად იღიმოდა... რატომ იღიმოდა? ვის უღიმოდა? თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ იდგა და იღიმოდა! ბედნიერად გრძნობდა თავს... წამიერად წარმოიდგინა როგორ ეხუტებოდა თორნიკეს და მთელს სხეულში სითბო ჩაეღვარა... ერთიანად წამოხურდა, ლოყები აუწითლდა და თვალები ბედნიერად აუკაშკაშდა... აბაზანაში რაც კი კანის დამაწყნარებელი ჰქონდა ყველაფერი თვალებზე წაისვა და რამდენიმე საათში მაინც ჩაიცხრო დასიებული თვალები, ოდნავ ჰქონდა თვალის დაბლა ჩაშავებული უპეები მაგრამ ტონალურით დაფარა და სკოლის გზას დაადგა... გზაში ნინის შეხვდა ყველაფერი უამბო, ერთად გამოლანძღეს ქალდანი და გაკვეთილებიც გააცდინეს.. ნინიმ ამხელა სტრესი გადაიტანე და სკოლაში რა გვინდაო? სკოლას ათი ბავშვი დააკლდა და ყველამ კარგად იცოდა რომ არცერთი იყო გაციებული, არცერთი არ იყო სოფელში ან არცერთს არ გარდაცვლია ნათესავი, ყველამ იცოდა რომ სკოლას ერთად აცდენდნენ და სადღაც მაგრად ერთობოდნენ... ასეც იყო. ლუკასთან იყვნენ და მაგრად იცინოდნენ... ანაბელის ტელეფონი აზუზუნდა და მაშინათვე უპასუხა როცა ეკრანზე დედას ნომერი ამოიკითხა: -ხო დედუცი მშვიდობა გაქვს? -მე კი... -აბა ვის არ აქვს მშვიდობა? -მამაშენს უნდა შენი ნახვა. -დიდი ხანია ჩამოვიდა? -საკმაოდ, ქალდანიც უნახავს...-აი აქ კი მიხვდა ანაბელი რატომ უნდოდა მამამისს მისი ნახვა... -მოვდივარ! -ტელეფონი სწრაფად გათიშა, ბავშვებბს დაემშვიდობა და სახლში ავიდა... მამამისი თბილად შეხვდა, მოეხვია.. -მომენატრე ძალიან! -მეც მაა! აწი აღარ გაგიშვებ! -ხოო? და მერე ჰაერით ვიკვებოთ? -ოო კაი ხო წადი ხოლმე, მაგრამ უფრო ხშირად მაინც ჩამოდი რა! -მეც მაგას არ ვეუბნები დე? მაგრამ არ ესმის ამ ხისთავიანს არაფერი და?! სვანი მაინც იყოს ვიტყოდი სვანია და მიტო ვერ შევაგნებინე ვერაფერი მეთქი!ხანდახან მიკვირს მე ვარ სვანი თუ ეს? -კაით გეყოთ ახლა ჩემზე ჭორაობა აქ მაინც არ ვიყო! და მომიყევით ერთი რა მოხდა აქ? -რა მოხდა და ჩემი გადარეული ძმისშვილი ცემას უპირებდა ანაბელის შეყვარბეულს და ანაბელმა რომ გააჩერა იმ იდიოტმა ხელი დაარტყა! თანაც ორჯერ! ჩემს თვალწინ და არც კი მოერიდა! -ვინ კაცო შეყვარებულმა? -არააა! ლაშამ... -მოიცა მოიცა...-აქამდე ჩუმათ მდგარი ანაბელი ახლა ალაპარაკდა და გაკვირვებული თვალებით მიაჩრდა დედამისს... შეყვარბეულიო? როდის მერეა ვიბლიანი ანაბელის შეყვარებული?-რაის შეყვარბეული შექალო არ მიცნობდე მაინც! -გიცნობ მარა ფაქტია გიყვარს... -ოჰჰ ჩემი შვილი შეყვარბეულია ამას რას მოვესწარიი დიდება შენდა უფალო... -გისმენს ხო იცი... -გაჩუმდი გოგო შენ რო ათეისტი ხარ თუ რაღაცა ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ მეც უნდა ვიყოო... -კარგი ხო ჩუმად ვარ... არა რას არ მოიგონებს ხოლმე შენი ცოლი რა... შეყვარებულიო... არა შეყვარებულიო.. წარმოგიდგენიათ? - მიდიოდა თავის ოთახში და თან ბურტყუნებდა თავისთვის... ეს სიყვარული რაღაც უცხო ხილი იყო მისთვის...მაგრამ მართალი იყო დედამისი, თორნიკე იყო მასზე შეყვარებული მაგრამ თვითონ თუ უყვარდა? თავი4 ზაფხული დაიწყო. ოთხი გამოცდა ჩააბარა ანაბელმა მეთერთმეტე კლასის ბოლოს და გახდა აწ. უკვე მეთორმეტე კლასელი... ეჰ.. არადა კარგად ახსოვს პირველი დღე სკოლაში, პირველი კლასი, პირველი წელი ამ ჯოჯოხეთში მაგრამ მაინც როგორ ტკბილად ახსენდება თერთმეტივე წელი! მაგრამ კარგად იცის არაფერი იქნებოდა სკოლა რომ არა თავისი „ათეული“. რომ არა ისინი ესეც ერთ-ერთი ჩვეულებრივი სკოლა იქნებოდა, ჩვეულებრივი ბავშვებით, ჩვეულებრივ გარემოში, მაგრამ ისინი ხდიდნენ მას არაჩვეულებრივს! ისინი იყვნენ არა ჩვეულებრივები, რაღაც განსაკუთრებულნი იყვნენ და რაღაც განსაკუთრებულისათვის მიისწრაფვოდნენ... „ათეულში“ ყველანაირი ადამიანის პოვნა შეგეძლოთ, იყო წიგნებზე გაგიჟებული ელენე, ჭორიკანა, ყველაფრით და განსაკუთრებით ბიჭებით დაინტერესბული ნინი, მწვანე თმიანი, ათეისტი ანაბელი, ყველაზე მორწმუნე ადამიანი მარიამი და ყველაზე მასხარა ტყუპები ნიკა და ლიკა, ბიჭებიდან ლუკა ყველაზე აზიატი იყო, სანდრო ყველაზე „კაი ბიჭი“ ხო აზრზე ხართ რა, რეზი ათეისტი და ყველაზე თბილი ადამიანი იყო და ბოლოს რატი, რატი არ გამოირჩეოდა რაიმე განსაკუთრებულით რადგან ყველა ის თვისება ჰქონდა რაც დანარჩენებს, ეკლესიაში სიარულით თავს არ იწუხებდა, შავი სამყარო გაეგებოდა თუმცა კაი ბიჭობას არ აწვებოდა, ძლიან თბილი იყო და სიყვარული იცოდა გადაუყვარებლად! ქართულ ბევრ „წესს“ არ თანხმებოდა თუმცა ბევრ რაღაცაში მაინც აზიატი რჩებოდა.. საიდან გამონახა ამ ხალხმა საერთო ენა? არავინ იცის... უბრალოდ ერთმანეთი ყველაზე და ყველაფერზე წინ დააყენეს, ერთმანეთი შეავსეს, ერთმანეთის თვისებებით... რაც შეეხება ზაფხულს... ანაბელი მამამისთან და დედამისთან ერთად მიდიოდა ბათუმში, საკუთარ პატარა სახლში... იქ ჩასულებს მალევე „შეეტენნენ“ (უბრალოდ სხვა რა სიტყვა გამომეყენებინა არ ვიცოდი :დ ) ქეთოს ძმის ოჯახი, რათმქაუდა ლაშასთან ერთად... იცოდა ანაბელმა რომ მის ჩამოსვლას კარგი ამბები არ მოყვებოდა, მაგრამ შეეგუა მის იქ ყოფნას... რამდენიმე დღეში „ათულის“ დანარჩენი ნაწილიც აღმოჩნდა ბათუმში და შეიკრიბნენ ისევ... რეზის მესიჯი ყველას ტელეფონზე გამოჩნდა: „10 საათზე, ზღვაზე ყველანი, ფეხებზე აქ მივდივარ, იქ მივდივარ ყველანი მოდიხართ! მგონი ათეული კიარა თერთმეტეული უნდა გავხდეთ, ერთი ბიჭია რა, ბიჭებთან ყველასთან კარგი უერთიერთობა აქვს, ანაბელთან „ზე“ კარგი ურთიერთობა აქვს, ჰოდა დანარჩენებიც თუ გაუგებთ გავხდებით თერთემეტეული რა... ოღონდ წესები იცვლება, სამეგობროში შეუღლება და სიყვარულობები და ეგეთები მოსულა... ბელს წინასწარ არაფრის ;)“... წაიკითხა ანაბელმა და თვალები გაუფართოვდა... ჯერ მაგრად იცინა, შემდეგ კი რო მიხვდა არ ხუმრობდა რეზი მოიღუშა.. მზად იყო რომ მისი და ვიბლიანის ურთიერთობა უფრო სერიოზულ ეტაპზე გადასულიყო? 10 ზე რათმაუნდა სანაპიროზე იყო და მეგობრებს ელოდებოდა... თან შავ ზღვას უყურებდა, რომელიც იმ მომენტში მართლა შავი იყო... გონებაში უცბად გაიჟღერა ჩარკვიანის ხმამ რომელმაც კიდევ ერთხელ უკარნახა გოგონას რომ ის მოვიდოდა და სხვისთვის არ უნდა დაეჯერებინა.... მალე გამოჩნდა სანაპიროზე მისი სამეგობრო.. ყველას მიესალმა, მალევე შეხვდა მწვანე თვალებს, მასში თითქოს რაღაც ახალი ამოიკითხა მაგრამ რა იყო ეს ახალი ჯერ არ იცოდა... მოკლედ ბევრი ილაპარაკეს, იცინეს... ყველას ძალიან მოეწონა ახალი მეგობარი და გახდნენ თერთმეტეული... ანაბელი იჯდა და უყურებდა როგორ იცინოდნენ თორნიკე და მარიამი ერთად რაღაცაზე და იეჭვიანა... ცხოვრებაში პირველად ბიჭის გამო იეჭვიანა... პირველად დაფიქრდა როგორ მიეპყრო ბიჭის ყურადღება და მალევე მოუვიდა თავში იდეა... -წავედი მე... -საით? -გავცურავ ცოტას...-და დაელოდა პასუხს რომელიც მალე გაისმა... -დამელოდე რა მეც წამოვალ... ერთად შევიდნენ ზღვაში, ცოტა გაცურეს თუცა შემდეგ ისევ მოცურეს ნაპირთან... უხერხული სიჩუმე იყო... ვიბლიანი უფრო ახლოს მივიდა მწვანეთმიანთან... გული ორივეს აუმღერდა... ეშინოდათ კიდეც არ გაიგოს რო ასე ამიჩქარდა გულიო... ერთმანეთის ეშინოდათ...არა ერთმანეთის კი არა, ერთმანეთის გრძნობების ეშინოდათ... ორივე პირველად იყო შეყვარებული, ორივემ პირველად განიცადა როცა ვიღაცის დანახვისას გული ორმაგად იწყებს მუშაობას... ეს ყოველივე ორივესათვის უცხო იყო... ეშინოდათ რომ ეს "უცხო ხილი" მყარი არ იქნებოდა, ეშინოდათ რომ დამთავრდებოდა მათი ისტორია... ორივესთვის გასაკვირი იყო, მაგრამ ვიბლიანის მკლავებში აღმოჩნდა შავგულიძე, უმწეო, ნაზი არსებასავით მოდუნდა მის მკლავებში... მთლიანად მას მიენდო... კისერზე ხელები, წელზე ფეხები მოხვია და იდგნენ ასე, მხოლოდ მთვარე უყურებდათ მაღლიდან და მათი ბედნიერებისგან ალბათ თვითონაც იღიმოდა... -ანაბელ... -ოხ თორნიკე! დებილი ხარ რა! -რატომ? რა დავაშავე? -მთელი რომანტიკა გააფუჭე! რა გინდოდა... -მე უბრალოდ...- ბედნიერებისგან ორივეს თვალის ფერი გაღიავდა, ანაბელს ცისფერი ჰქონდა თვალები, თორნიკეს კი ღია, ხასხასა მწვანე, ასეთი ფერის თვალებიც პირველდ ჰქონდათ ორივეს... თორნიკემ თვალებიდან მზერა ანაბელის მსხვილ, ვარდისფერ ტუჩებზე გადაიტანა და მალევე შეეხო მას თავისი წითელი ტუჩებით... ორივე გათბა, იმდენად მოემატათ ტემპერატურა ალბათ ირგვლივ წყალიც ადუღდა...წყალს ვინღა გრძნობდა? იწვოდნენ, ერთმანეთის შეხებით, სიყვარულით იწვოდნენ... ცოტა ხანში მოშორდნენ ერთმანეთს, უსიტყვოდ მიაცილა ვიბლიანმა სახლში ანაბელი, უსიტყვოდ დაემშვიდობა და უსიტყვოდ წავიდა... დილას მუზა ეწვია ანაბელს... ადრე გავიდა „ბაზარში“ და რამდენიმე ფერის საღებავი იყიდა... მამამისის ავტოფარეხთან (გარაჟთან:დდ) მიაყუდა კიბე და ხატვა დაიწყო... ბოლოს რამდნეიმე საათში შორიდან შეავლო თვალი და თავადვე მოეწონა მისი ნამუშევარი, იმდენად იყო მისი დახატული ზღვით, ღრუბლებით და მზით მოხიბლული რომ არც კი შეიმჩნია ლაშას და მამამისის უაზრო რეპლიკები. სახლში შევიდა, მარწყვი მიირთვა და ძილი განაგრძო... რომ გაიღვიძა ოთხი საათი იყო... ნინი და ელენე ესტუმრნენ.. რათქმაუნდა პირველივე წამს უთხრა ანაბელმა თორნიკემ მაკოცაო! რათქმაუნდა ამას მოყვა ძაააალიან დიდი გარჩევა თუ როგორი საყვარლები იქნებიან ანაბელი და თორნიკე... -უი გოგო ძაან მომეწონა შენი ნახატი, ორიგინალურია, ყველაზე მეტად ის წარწერა მომეწონა ღრუბელზე რომ გაქვს დაწერილი... -რა წარწერა? -შენ არ დაწერე?? აუ მოიცა... აა ხო გამახსენდა „Heaven is a place on the earth with you”… -ეგ აარ და მიწერია მეეეე.... მე მარტო დავხატე -მეღადავები?- უცბად გაიქცა ანაბელი ავტოფარეხთან... მართლაც ძალიან ლამაზად იყო წარწერა შესრულებული... დაბლა კი პატარა შეუმჩნეველი წარწერა იყო „მწვანეთვალებასგან, მწვანეთმიანს“ ეს უკვე ბედნიერების პიკი იყო ანაბელისათვის... გვერდით ღრუბელზე პასუხი მიაწერა :“ Baby,heaven is in your eyes”. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.