შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე 5 ნაწილი (3)


21-04-2016, 01:22
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 886

ვფიქრობდი ვინ შეიძლება ყოფილიყო მისი მომავალი ცოლი,და ამის გაფიქრებაც კი აუტანელ ტკივილს მაყენებდა,მთელი სხეული მტკიოდა უკვე სულის ტკივილი სხეულზეც აისახა,თვალის უპეები ჩამიშავდა,მეგონა ამ ტკივილს შევეგუე,თუმცა ეს სრულიად ახალი ეტაპი იყო,მას ცოლი მოჰყავდა და ეს მკლავდა,ერთი გაფიქრება ისიც კი ვიფიქრე ასე უკეთესია უფრო მარტივად შევძლებ მის შეძულებას და დავიწყებასთქო,აბა ცოლიანი კაცი ხომ არ მეყვარებოდა. სულ დედაჩემის სიტყვები მახსენდებოდა და ეს რაღაცნაირად სიმხნევეს მმატებდა,მისი ტკივილით სავსე თვალებს რომ ვიხსენებდი გული ასმაგად მტკიოდა. ახლა დავაფასე ჩემი უწინდელი მდგომარება,ნიკაზე რომ ვდარდობდი ეს არაფერი ყოფილა ამასთან შედარებით. სახლში გაჩერება არ შემეძლო მენეჯერს დავურეკე და ვთხოვე სმენა გადაეცვალა,დილაადრიან ავდექი და ნათლიაჩემთან წავედი კოჯორში,თვითონ საზღვარგარეთ იყო წასული,ვიცოდი გასაღებს სადაც ინახავდა,ძალიან ციოდა კოჯორში,გათბობაც გამორთული იყო.კარები ძლივს გავაღე პატარა სახლი ჰქონდა,ძველი იყო თუმცა კომფორტული.აქ ზაფხულობით დავდიოდით ხოლმე.საოცარი ბუნება იყო ირგვლივ,სუფთა ჰაერმა ფილვებამდე ჩააღწია და გამეღიმა,აივანზე გავედი და თვალები დავხუჭე.სიო სახეზე მელამუნებოდა და ეს საოცრად მსიამოვნებდა. იმ წუთში საერთოდ ვერ ვგრნობდი იმას რომ ირგვლივ საშინლად ყინავდა და თოვლი იდო,მოაჯირს ორივე ხლით დავერდენი და სივრცეს მივაშტერდი.აზრზე ჩემმა მობილურმა მომიყვანა,გამიკვირდა რადგანაც აქ ტელეფონი ყოველთვის ცუდად იჭერდა
–გისმენ
–ნია სად ხარ?–ლადო იყო
–რა ხდება?
–ალეკო გალეწილი მთრალია,ყვირის ამტვრევს ყველაფერს შენს სახელს გაყვირის,მოდი რა ძალიან გთხოვ
–ვერ მოვალ
–ნია ვიცი და არც გამტყუნებ,მარა დაიჯერე ახლა თუ არ მოხვალ შეიძლება ისეთი რაღაც გააკეთოს ხო ხვდები,მოიცა აკოს დედას უნდა დალაპარაკება
–ნია შვილო,ძალიან გთხოვ მოდი,ჩემი ხათრით შვილო
–ქალბატონო ნინო,ახლა არ ვარ თბილისში
–არაუშავს სადაც ხარ,სულ დალეწა შვილო სახლში ყველაფერი ბიჭებს ახლოს არ იკარებს მეშინია თავს რამე არ დაუშაოს კარები ჩაკეტა ოთახის და არავის გვიშვებს,ტაქსიში ჩაჯექი და წამოდი ფულს აქ გადავიხდი შვილო
სხვა გზა არ მქონდა,დედამისი ძალიან შემეცოდა,ტაქსი გამოვიძახე,ლადომ და გიგამ ალბათ მილიონჯერ მაინც დამირეკეს ამდენ ხანს სადხარო. 20 წუთში უკვე ვერაზე ვიყავი.გარეთ ლადო დამხვდა ტაქს ფული გადაუხადა და სწრაფად შემიყვანა სახლში
–ვაიმე ნია იქნებ რამენაირად დაგვეხმარო შვილო–ტიროდა დედამისი და ხელებს იფშვნეტდა
–სადარის?
–თავის ოთახშია,კარები ჩაკეტა ხმასაც აღარ იღებს,გვეშინია რამე ხომ არ დაუშავა თავს
–დამშვიდდით ნინო დეიდა,ისე უყვარს მაგას თავისი თავი არაფერს დაუშავებს დამიჯერეთ
–ნია შეხვალ?–მკითხა ლადომ
–ბიჭო,ამასაც რამე არ გამოუქანოს სად უშვებთ გოგოს–ჩაერია თორნიკე–წეღან მე მივუკაკუნე და რაღაც ესროლა კარებს
–ნიას არაფერს დაუშავებს,ვერ გაიგონე წეღან ნიას რო გაიძახოდა?
–არ მეშინია შევალ,რაღა უნდა დამიშაოს მეტი
მისი ოთახის კარებთან მივედი და ფრთხილად დავაკაკუნე
–აკო,აკო გესმის ჩემი? ნია ვარ–ფრთხილად დავაკაკუნე ისევ
იქიდან საპასუხო ხმა არ ყოფილა,შემდეგ ისევ დავაკაკუნე რამდენჯერმე.ცოტახანში კარები გააღო.ნეტავ არ გაეღო,საშინლად გამოიყურებოდა,ისე საშინლად რომ რამდენიმე ნაბიჯით ინსტიქტურად უკან დავიხიე,თვალები გამიშტერდა და რაღაც ჩამწყდა ასეთს რომ შევხედე.ხელები გადასერილი ჰქონდა და სისხლი სდიოდა,თვალები ჩაწითლებული მძიმედ სუნთქავდა.ინსტიქტურად მივვარდი და მოვეხვიე
–ყველაფერი კარგად იქნება,ეს რა გიქნია სულ გაგიჟდი ხომ?–თავი ვერ შევიკავე და პატარა ბავშვივით ავქვითინდი–რამე მომიტანთ რო გადავუხვიო,სწრაფად გიგა!–გავძახე,მანაც მალევე მომიტანა წყალი და ბინტები.დედამისს ამის დანახვაზე გული წაუვიდა და გონება დაკარგა ბიჭები მას ასულიერებდნენ. ცრემლებს ვყალაპავდი და თან სისხლიას ხელეს ვბანდი.
–მაინც მოხვედი ნია,არადა არ ვიმსახურებ–ბლუყუნებდა,ძლივს ვარჩევდი მის სიტყვებს,მთვრალი იყო და ალბათ ვერაფერს აცნობიარებდა
ჭრილობა დავუმუშავე და გადავუხვიე,თუმცა ექიმის ჩარევა მაინც სჭირდებოდა. მოვეხვიე და ბიჭებს ვთხოვე ოთახიდან გასულიყვნენ. პატიებას მთხოვდა,ბოდიშებს მიხდიდა,ბლუყუნებდა.მძიედ სუნთქავდა.მგონი იმდენად იყო სასმლისგან გაბრუებული რომ ტკივილს ვერ გრძნობდა. იმ წუთში ძალიან შემეცოდა და დავრწმუნდი რომ მისი ყველა ქმედება სრულიად გაუცცნობიერებული იყო,ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებოდა,მთლად კარგ დღეში არ ჰქონდა ფსიქიკა,თუმცა იმას ვერ მივხვდი ეს როდის ან რატომ დაემართა.
–ჩუ,ვსიო მორჩა,ყველაფერი კარგად იქნება,გაპატიე აკო გაპატიე,წამოდი ახლა დაწექი
ძლივს მივათრიე საწოლამდე,ფეხსაცმელები გავხადე და პლედი გადავაფარე არ ჩერდებოდა თუმცა მე რომ მივუწექი გვერდით მაშინვე გაჩერდა,თავი გულზე დამადო და გაიტრუნა.გული სწრაფად უცმდა,თავზე რიტმულად ვუსმევდი ხელს და ვეფერებოდი სახეზე და ხელებზე.უფრო მაგრად ამეკრო და სუნთქვა და გულისცემაც დაურეგულირდა.ცოტხანში თორნიკე და გიგა შემოვიდნენ
–როგორაა? ძინავს?–ხმადაბლა მკითხა გიგამ
–მგონი ჩაეძინა,ნინო დეიდა როგორაა? მოვიდა გონს?
–წევს,უკეთაა,ეს ბედოვლათი როგორაა,ხელი როგორ აქვს?კაროჩე რა, რა ვუშველოთ აღარ ვიცით,ხვალე იმენა დავამტვრევ ძვლებში.
–კარგი ბიჭო ვერ ხედავ რა დღეშია? კიდე დამტვრევა და აგრესია უნდა ამას?
–ნახე როგორ აქვს ნიას ხელი ჩაბღუჯული?–გაეცინა თოკოს და გიგას გადახედა
–პ*ტალო ეს–გაეცინა გიგასაც
–არ გააღვიძოთ თორემ ნახავთ მერე–გამეცინა და დავხედე მძინარე დანელიას
ცოტახანში დედამისი შემოვიდა ოთახში
–მოუკვდეს ამას დედა! როგორ იუბედურებს თავს–ტირილი დაიწყო
–დამშვიდდით ნინო დეიდა,მოეგება გონს
–დიდი მადლობა შვილო,შენ რომ არა ალბათ დავიღუპებოდით ნია,რა მოხდა თქვენს შორის?
–ეგ გრძელი და დასრულებული ამბავია უკვე
–ძალიან კარგი გოგო ხარ ნია,ძალიან მომწონხარ შენ თუ უშველი ამას–გაეცინა და მძინარე შვილს დახედა
–უნდა წავიდე ნინო დეიდა,გვიანი უკვე მშობლები ინერვიულებენ–წამოვიწიე
–კი შვილო,დიდი მადლობა,ბიჭებს ვეტყვი და ისინი გაგიყვანენ
–რა ქენი მძინარე მზეთუნახავი დატოვე?–აღადავდა თორნიკე და მანქანა დაქოქა
–ეგ მძინარე მზეთუნახავი იყო სახეს რო გილამაზებდა შენ–ჩაერია სიცილით ლადო და გიგას გადახედა
–ისე მაგისი საცოლე არ დამინახავს რაღაც მანდ და რატო ნეტა?–დაეჭვებულმა გადავხედე გიგას
–ვინ?–ერთხმად წამოიძახეს ლადომ და თოკომ და გიგას გადახედეს
–რა ვინ ბიჭო ვითომ არ იცით რო ცოლი მოყავს მაგ ჩ*მისას–თავდაჯერებული ჩანდა გიგა
–რა მოწიე ძმობასგაფიცებ?
–თქვენთვის არ უთქვამს?
–კაი და ვინ მოყავს?–ორივეს გაეცინათ და გადმომხედეს
–ეგ მაგას კითხეთ
–აუ ვიცი ვინც
–უიი მეც ბიჭო–საივემ გადმომხედეს
–მე რას მიყურებთ?
–ნეტა რატო გიყურებთ ნია
–მაინც?
–მორჩით სისულელებს და გააგებინეთ იმ გოგოს ნერვიულობს ალბათ
–იმ გოგომ უკვე იცის–თვალი ჩამიკრა გიგამ
–მერე რატო არ მოვიდა? ან მე რას მირეკავდით პირდაპირ მაგისთვის დაგერეკათ საცოლეა ბოლოსდაბოლოს–ვითომ ვერ მივხვდი და გავაგრძელე თავის გამოშტერება
–აბა ბიჭო,ეგ როგორ ვერ მოვიფიქრეთ–თავი გააქნიეს და ერთმანეთს გადახდეს
–დაიცა ეხლავე დავურეკავ–ტელეფონი ყურთან მიიდო ლადომ,ამასობაში ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა ლადო იყო
ოთხივეს გაგვეცინა ამაზე.
–უფ,მიხვდა ბოლოსდაბოლოს!–თვალები გადაატრიალა გიგამ



დადასამ.რა კარგი იყო მმმმ
დანელია შემეცოდა მართლა რაღაცნაირად მომწონს ბერრი გაფაიტანეთ ორივემ ამ თავში ამ ყველაფერს მართლა არ მოველოდი იმედი მაქვს რაგაც კარგი დასასრული ექნება და ეჭვიც არ მეპარება ამაში.....



ხომ მართლა შენი ისტორია რომელიც ახალი დაწყებული გაქვს "აკრძალული"აღარ აპირებ გაგარძელებას?
--------------------
romantikosi mwerali

 


№2 სტუმარი ემი

აჰაა, ესეც ასე... შეხედე შენ გიგას, წინა თავში რა ჩაუტარა ნიას... მართლა იმდენი გადიტანეთ ერთად, თქვენი დაშორება საცოდაობა იქნებოდა.....

 


№3 სტუმარი ემი

ჰაჰა.. ეწვი მაქ გიგამ დანელიასაც იგივე ჩაუტარა....

 


№4  offline წევრი cancara

ვაუ რაკაი იყო ბოლოს მაგარი იყო მარა ვერვხდები ამ დანელიას რაუნდა ხან შორდება ხან ურიგდება გარკვიეტ ტავის თავში ბოლოს და ბოლოს

 


№5  offline მოდერი bibo

Vaimeee ess ra iyo ux vafren me tqven wyvilze ra dampali danelia es ramfra manerviula bavshvi qals ar vgavdi metqi mivakla.tqven xart chemi favoriti wyvili imedia ertad iqnebit uplis wyalobit.ise mixaria ar minda rame moxdes da chamwardes gelit kargi dasasrulit icodet marto tqven ar ubedurdebit am chxubit mec ganvicdi kaco gulis dzapi chamewveba xolmee vax ar shemidlia magdeni meee.ase ro tqven qorwilshi erti adgili chemia tamadis gverdit.gmertma shegaberot ertmanets vgijdebi tqvenze.imedia kargad iqneba amdeni davidarabis mere saqmeee upali gparavdet

 


№6  offline მოდერი Anye-Any

ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემო კაგებო ასეთი თბილი სიტყვებისთვის.არ გიცნობთ თუმცა ძალიან მიყვარხართ შორიდან,თქვენი ნია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent