შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმი დეტექტივი 3


21-04-2016, 22:43
ავტორი NA NO
ნანახია 2 209

კოლეჯი სადაც კევინ რენდალი სწავლობდა მოსაწყენი და საკმაოდ მოსაწყენ ადგილას იყო, მიკვირს მინისტრის შვილი ასეთ ადგილას რატომ სწავლობს და არა სხვა რომელიმე პრესტიჟულ სასწავლებელში, ქალაქის ცენტრში, სადაც სწავლასთან ერთად გართობასაც მოასწრებდა, რაში დასჭირდათ კევინის თავიდან მოშორება და ასე შორს გამწესება?
-გამარჯობათ, რამით შემიძლია თქვენი დახმარება?
-დიახ შეგიძლიათ კევინ რენდალს დაუძახოთ?
-სამწუხაროდ ვერ დავუძახებ, რადგან ოჯახთან წავიდა რამდენიმე დღით
-როგორც ჩანს თქვენ არაფერი იცით იმის შესახებ, რომ კევინი მოკლეს, მის უახლოეს მეგობარს ვერ დაუძახებთ, ცოტას გავესაუბრები
-რას ქვია მოკლეს? როდის ან როგორ?
-ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, რამე უცნაური ხომ არ შეგინიშნავთ როგორ იქცეოდა ბოლო პერიოდში
-არ ვიცი ვერაფერს გეტვით, სულ რამდენიმე ბავშვთან მეგობრობდა და სიტყვაძუნწობით გამოირჩეოდა, წავალ პიტერს დავუძახებ იქნებ მან იცის რამე
ბაღი არც თუ ისე ცუდი ჰქონდათ, ლამაზი ფერადი ტვავილებით იყო გადავსებული, ვარდის სრნელი საკმაოდ მათრობელად იგრძნობოდა ჰაერში, ამ ბაღთან კი სრულიად არ იყო თანხვედრაში ის ,,ტიპი“ რომელიც ჩემსკენ მოიწევდა, თუ არ ჩავთვლით ფერების სიჭრელეს... რატომღაც გული მიგრძნობდა, რომ კევინთან არასასიამოვნო საუბარი მომიწევდა. მძაბავდა მისი თეთრი სახე რომელიც შავ სამოსში ზედმეტადაც კი იკვეთებოდა, მისი მწვანე თმები კი აქა-იქ ეყრებოდა შავად შეღებილ თვალებზე, ტუჩებს კი, რომლებიჩ იასამისფერი ტუჩსაცხით შეეღება დროდადრო იკვნეტდა... საკმაოდ მაგიურად და არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა ჩემი გადმოსახედით, თუმცა პირველი უსიამოვნო შთაბეჭდილებით სულაც არ ვაპირებდი დიალოგის წარმართვას
-აი მისის ლილ ეს არის პიტერი, კევინის ოთახის მეზობელი
-შეგიძლიათ მარტო დაგვტოვოთ?
-პიტერ მე ლილი ვარ, დიდი დროს არ წაგართმევ, ხელი გავუწოდე , მაგრამ სახტად დავრჩი, ზიზღით დამხედა და კევის ღეჭვა განაგრძო
-რა გინდათ?
-კევინის შესახებ რაღაცეები მაინტერესებს და ვფიქრობ შენ კომპეტენტური პირი ხარ და შეძლებ ჩემი კითხვებისთვის პასუხების გაცემას, რას იტყვი?
-კევინი აქ არ არის ალბათ იცით
-შენ თუ იცის რომ მოკლეს?
-მოკლეს? არა ეს ნამდვილად არ ვიცოდი, ვინ მოკლა ან როდის? სახეზე გაკვირვება გამოესახა და კევი მოისროლა
-სწორედ მაგის გარკვევას ვცდილობ
-თქვენ დეტექტივი ხართ?
-ჰმ, არა, მაგრამ ვცდილობ ამ საქმით გავხდე, საქმე ისაა, რომ ჩემიმეგობარი უსამართლოდ ისჯება ამ დანაშაულისთვის, მე კი სიმართლის გარკვევას ვცდილობ
-იქნებ მოკლა?
-რა სისულელეა
-ასე გჯერათ? იქნებ ყველას ისეთ სახეს გიჩვენებთ, აი უცოდველი, წმინდა, გულუფყვილო ადამიანის?
-იქნებ შენ მოკალი?
-რა სისულელეა? გაოცდა - მე კევინის მოკვლა არასდროს მდომებია
-უთანხმოება გქონდათ?
-კი რამდენჯერმე, მაგრამ სერიოზული არაფერი ოთხის მეზობლები ვიყავით და მგონი გასაგებიც არის რაღაც დოზით უთანხმოება
-შეიძლება, სხვებთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდა, ვინე ხომ არ ემუქრებოდა? ან გოგოს გამო ხომ არ მოსვლია კონფლიქტი?
-დამუქრებით როგორც ვივი არავინ დამუქრებია, უბრალოდ გოგოს გამო კი იჩხუბა რამდენჯერმე ერთ ჯგუფთან ბარში უკრავენ
-მისი შეყვარებული იყო?
-ყოფილი შეყვარებული... მიატოვა კევინი, კევინი კი ჭკუაზე არ იყო ჩემი მიტოვება ასე ადვილი არ არის და ჭკუას ვასწავლიო და თავს არ ანებებდა მას, ხანდახან ისე ცოფდებოდა ყველაფერს ამტვრევდა, მამაჩემის ნაჩუქარი გიტარა სულ ნაკუწებად მიქცია პირველად მაგაზე ვიჩხუბეთ, სერიოზულადაც კი... ვერ ვიტანდი ჩემს ნივთებს რომ ეხებოდა, დამტვრევაზე და გაფუჭებაზე ხომ ზედმეია ლაპარაკი, მერე ვნახე რომ რაღაც აბებს სვავდა
-ხო ავად იყო და დანიშნული ჰქონდა რაღაც პრეპარატები
-ეგ აბები რომ უმთავრდებოდა ნარკოტიკს მთხოვდა
-რაა? როგორ აქ ...? ამ კოლეჯში შეგიძლიათ ნარკოტიკების მიღება?
-ხომ იცით ფული ჯოჯოხეთს ანათებსო? ხოდა არც ეს კოლეჯია გამონაკლისი, როგორ ფიქრობთ რატომ არის ასეთ გადაკარგულ ადგილას ბევრი უცნაური და თავსებური ახალგაზრდა? კევინსაც გაუცნაურება და დაზომბება უნდოდა, განა არ იცოდა აქ ნარკოტიკს რომ იშოვიდა? ეს რომ იმ გოგომ გაიგო მიატოვა
-რა ქვია მას? სად ცხოვრობს ?
-ქითი ჰქვია, აქედან ორი მილის სავალზეა მისი სახლი, იკითხეთ გზაზეც და მიგასწავლიან, ახლა უნდა წავიდე მის ლილ საქმე მაქვს იმედია დაგეხმარეთ

ეს ბიჭი კიდევ მიმალავს რაღაცას, ესეიგი კევინი ნარკომანი იყო, ვინ იცის დოზის მიღების დრო ჰქონდა, წამალი ვერ იშოვა და ვინმეს აუშარდა? ასეთ დროს ხომ თავს ვერ აკონტროლებენ და დაჟინებით ითხოვენ ნარკოტიკს, შესაძლოა ვინმემ დრო იხელთა და გაასაღა.... ვინ იცის .....

ესეც ქეითის სახლი, განმარტოებით მდგარი და მოსაწყენი, ბაღს მოუვლელობა ეტყიბა, გამხმარიი ყვავილებით და ბალახებით არის სავსე... სახლიც პატარაა და საკმაოდ ძველად გამოიყურება, ალბათ როგორი მომაბეზრებელია აქ ცხოვრება, ქეითი კი დროს ალბათ თაყვანისმცემლების დახმარებით კარგად ატარებს...


კარი მოხუცმა ქალმა გამიღო
-გამარჯობათ მის, ქეითი სახლშია?
-ახლავე დავუძახებ, შინ შემოდით
როგორც ჩანს ქეითი ბებიასთან ერთად ცხოვრობს, ქალი აშკარად მოხუცია, თუმცა მკაცრი სახლის ნაკვტები კარგად აქვს გამოკვეთილი, ყველაფერს მოუვლელობის კვალი ატყვია, ალბათ დალაგებას და სათანადო ყურადღების მიქცევას ვერ ახერხებს.
ქეთიც მალევე შემოვიდა ოთახში ეტყობოდა ახალი გაღვიძებული იყო, გაწეწილი თმებით და საღამურებით ჩამოვიდა, ცბიერი მზერა შემავლო მითხრა



№1 სტუმარი იაჩო

ოოოო..... საინტერესოა ძალიან, ველოდები შემდეგ თავს :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent