ქაოსი. #6
შუადღემდე მეძინა. როგორც კი გავიღვიძე ლისას გადავურეკე.. -დათაზე ხომ არაფერი გაგიგია? -ვკითხე მოკითხვის შემდეგ. -ხვალ არის სასამართლო და მგონი გამოუშვებენ. ჯარიმა ექნება გადასახადი და სავარაუდოდ პირობითიც ერთი წელი. -რა ახვრები არიან.. რომელზეა სასამართლო? -10ზე. წავიდეთ ხომ? -აუცილებლად. შენ არ გამოხვალ ჩემთან? -კი ცოტახანში გამოვალ. გიო შენთან არის? -არა, ვიჩხუბეთ. -ვერ ხართ თქვენ რა. კარგი წავედი და შეგეხმიანები გამოსვლის წინ. ტელეფონი საწოლზე დავდე და აბაზანაში შევედი, ჯაკუზიში წყლის ასავსებად. მიყვარს წყალში საათობით ჩაწოლა და ფიქრებში მოგზაურობა. ჩემი ტელეფონის ხმა მომესმა და ისევ ოთახში გავბრუნდი. დაფარული ნომერია, ლაშა რეკავს? რა უნდა? -გისმენ. -ვუპასუხე ცოტა გაკვირვებული ხმით. -შენს მეგობარს ხვალ გამოუშვებენ. -მითხრა სასიამოვნო ხმამ. -ვიცი, უკვე მითხრეს. -ვუთხარი უხეშად. -შენ რამე ხომ არ გჭირდება? -ხმა დაუთბა ლაშას. გაოცებულმა დავხედე ტელეფონს, თითქოს იქედან დამინახავდა. -რ..რა? -ენა დამება. -ვიცი, რომ სამსახურს ვერ იწყებ და რამე ხომ არ გჭირდება? გავიგე გიოსთანაც გიჩხუბია. -გავმწარდი, ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი იცის. ცხვირს ყოფს და ერევა იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. -კი, მჭირდება. -არ შევიმჩნიე სიბრაზე და მშვიდად ვუთხარი. -აბა, გისმენ. რა გინდა? -მინდა, რომ აორთქლდე ჩემი ცხოვრებიდან! -კირა, მოდი ერთხელ ვცადოთ ადამიანურად ლაპარაკი, კარგი? ამოიგდე ეგ აზრი თავიდან და შეეგუე იმას, რომ შენ ჩემი ცოლი გახდები. ჯერ-ჯერობით გაცდი, მინდა, რომ შენით მიხვდე და მოხვიდე ჩემთან. თორემ, ალბათ მშვენივრად ხვდები, რომ იმხელა ძალაუფლება მაქვს წამში გაგაჩენდნენ აქ. -მე.. მე.. -ისევ დავიბენი. პირველი ადამიანია, ვის წინაშეც ხმას ვერ ვიღებ ხოლმე. -მე გიოს გავყვები ცოლად. -უცებ მომაფიქრდა და დაუფიქრებლად მივაყარე. -მერე ხომ მაინც გაქრები? -კი, დაახლოებით 15 წუთით. შემდეგ კი დაქვრივდები და ისევ გამოვჩნდები. -მითხრა ირონიულად. -შენ ამას არ იზამ. -გინდა ვცადოთ? -ისეთი ხმით მკითხა, მეგონა ეშმაკს ველაპარაკებოდი. ესეც კარგი ცვალებადი ტიპი ჩანს, ჩემი არ იყოს. -კიდევ ერთი რჩევა გაითვალისწინე, გიოს აღარ შეურიგდე. -მეზიზღები. -ჩავყვირე და ტელეფონი კედელს მივანარცხე, სულ ნატეხებად იქცა. ერთი ღრმად ჩავისუნთ-ამოვისუნთქე და აბაზანაში შევედი. ცხელი ქაფიანი წყლის რილექსაციის შემდეგ შედარებით მშვიდად მექნება ნერვები. კარებზე ბრახუნმა მომიყვანა გონს, ამოვძვერი ჯაკუზიდან, ხალათი მოვიცვი და კარები გავაღე. -ტელეფონი რატომ გაქვს გათიშული? -გიჟივით შემოვარდა ლისა. -რა არ ვიფიქრე.. ბოლოს ლამის მკვდრად შეგრაცხე. -აბაზანაში ვიყავი. -მშვიდად ვუპასუხე და კარები მივხურე. -რა წყნარი ნერვების პატრონი ხარ. -ირონიულად მითხრა და დივანზე მიესვენა. -არც ისე, ტელეფონი დავლეწე. -რატომ? -გაკვირვებისგან წამოჯდა ლისა. -ლაშამ მომიშალა ნერვები. -მაინც ჩემი გახდები, ფისოო? -გადაიხარხარა გიჟივით. -მგონი, არაადეკვატური ხარ. -გამეცინა მეც. -შენს ხელში კიდევ კარგად ვარ. -ხელი აიქნია და ჩანთაში ქექვა დაიწყო. -დამაბრალე ახლა მე. -დაქალს დავაკვირდი და რომ ვერ ამოძვრა იმ ჩანთიდან ნერვები მომეშალა. -რა ჯანდაბას ეძებ? -დამავიწყდა. -მხრები აიჩეჩა და ჩანთა მიაგდო. -ყველა ერთად ვგიჟდებით, გეუბნები. -გიკვირს რამე? -გაიღრიჯა და სიგარეტს მოუკიდა. -გუშინ კი გეჩხუბე ლირიკის გამო, მაგრამ მომე რა უმდა დავლიო. -ჰაჰ, ქალბატონო, მოგინდა? -წამოვდექი და წიგნების უკან დამალული კაფსულები ავიღე. -კი, მჭირდება აშკარად. -ერთი კაფსულა გამომართვა და გადაყლაპა, მეც დავლიე. -რა გჭირს დღეს? მართლა ვერ გცნობ. -ცუდად ვარ და როგორ გამოვხატო არ ვიცი. -იდაყვით ჩამოეყრდნო დივნის თავს და თვალებში ჩამხედა. -ცუდად რატომ ხარ? -ახლოს მივუჯექი და მუხლზე მოვეფერე. -მგონი, დათა მიყვარს. -თვალები დახარა და თითებით რვიანების ხაზვა დაიწყო. -არ გამაგიჟო. -თვალები გავაფართოვე და წამის მერე სიცილი ამიტყდა. -მაინცდამაინც უნდა დაეჭირათ, რომ მიმხვდარიყავი? -რას დამცინი, შენ ახლა დაქალი ხარ? -არ დაგცინი, უბრალოდ დიდი დრო დაგჭირდა გასაანალიზებლად. მაგრამ სჯობს გვიან ვიდრებარასდროს. -თითი ჰაერში ავიქნიე და ფეხზე წამოვხტი. -უნდა ავღნიშნოთ, სადღაც მექნება სასმელი შემორჩენილი. -ამაზე კიდე სასმელი დავაყოლოთ? -ცოტა მოვწრუპოთ რა, პირიქით უფრო მოგვხოდავს. -შენ გიოს არ ურიგდები? -ლისაც შემომყვა სამზარეულოში. -ის არის გაბრაზებული. სულ დაუნახავი და უმადური მეძახა და წავიდა. -მართალი უთქვამს, ვერ შეედავები. -ჩემი დაქალი ხარ, მაინც რომ იცოდე. -წამოვარტყი ლისას. -მართლა, როდის აპირებ შემორიგებას? -რავი, როცა მომინდება, მაგრამ ჯერ არ მინდა. -არაყი აღმოვაჩინე მაცივარში და სიხარულისგან ხელები შემოვარტყი. -ცოტაა, მაგრამ სამ-სამი ჭიქა გამოგვივა. -წვენი არ გაქვს? გავურიოთ. -კი, ფორთოხლის. -წვენიც გამოვიღე მაცივრიდან და ჭიქებთან ერთად მაგიდაზე დავდე. -აუ, კარებზეა ვიღაც, გააღე, გთხოვ. -კირა, ვიღაც ტყავის ქურთუკიანი ტიპია. -გამომძახა ლისამ შემოსასვლელიდან. -ოოჰ, ლაშიკოს ქუცა. -გამეღიმა ირონიულად, როდესაც ლისას გვერდით დავდექი. -რამ შეგაწუხათ? ხმა არ ამოუღია, ტელეფონის ყუთი მომაწოდა და წავიდა. -ლაშას მგონი ვიდეო თვალი აქვს ამ სახლში დამონტაჟებული. -გაკვირვებულმა ვუთხარი ლისას. -გიჟია ეგ ტიპი. - გაეცინა ლისას. ყუთი გავხსენი, ზუსტად ჩემნაირი იყო. როგორც კი ჩავრთე, ეგრევე შემოვიდა ლაშას ზადი, ამჯერად ნომერიც დაფიქსირდა. -დამშვიდდი? -ხმის ამოღება არ მაცადა ლაშამ. -ნერვებზე თამაშობ. -ვიცი. ეს ჩემი ნომერია ჩაიწერე, ხვალ დაგირეკავ. დროებით. -მითხრა და გამითიშა. -შოკშია. -ავხედე აფხუკუნებულ ლისას. -ყველა არანორმალური შენ რატომ უნდა აგეკიდოს? -მე რა ვიცი, წამო რა დავლიოთ. -სამზარეულოში შევედით და მაგიდასთან დავსხედით. -ისე, იქნებ კარგი ტიპია? -მითხრა ლისამ და სასმელი მოსვა. -სერიოზულად მეუბნები? -თვალები შუბლზე ამივიდა. -ხო, გაიცანი წესიერად, იქნებ მოგწონს შენც. -თვალი ჩამიკრა და სიგარეტს მოუკიდა. -და მერე გიოს რა ვუყო? -მეც ამოვაძვრე ერთი ღერი კოლოფიდან. -ვერ გავიგე გიყვარს გიო თუ გ*კიდია? -არც მიყვარს და არც , უბრალოდ შევეჩვიე. -დიდი არეული გოგო ხარ რა. -ხელი აიქნია ლისამ და თავიდან შეავსო ჭიქები. -ოდეამე ხომ უნდა ჩამოყალიბდე რა გინდა ამ ცხოვრებაში? -გთხოვ, ისევ არ დაიწყო 3 საათიანი ლექციები. -თვალები მობეზრებულად გადავატრიალე. -კარგი ხო, მაგრამ მაინც იცოდე, რომ მგონია ლაშასთან კარგად იქნები და დალაგდები. -კიდევ უარესად ნუ მირევ ტვინს, შევცვალოთ თემა. ყველაფერზე ვილაპარაკეთ, ბერი რამ განვიხილეთ. ვცდილობდით მხოლოდ პოზიტიურზე გვესაუბრა, ზოგადად მე მჩვევია პრობლემებზე თვალის დახუჭვა. როგორც კი წავიდა ლისა, ეგრევე დავწექი. 6 საათი სრულდებოდა, ლაპარაკის ისეთ ხოდზე ვიყავით, ვერ შევამჩნიეთ რანაირად დაგვათენდა. თვალები დავხუჭე და ის იყო უნდა დამეძინა, ვიგრძენი როგორ მომიწვა ვიღაც უკნიდან. გიოს სურნელი ვიცანი და ჩემთვის ჩამეღიმა. არ გადავტრიალებულვარ, დაველოდე მის მოქმედებას. ის კი.. ის კისერს მიკოცნიდა და ხერხემლის მალებს თითებით დაყვებოდა. ჟრუანტელი მივლის მისი შეხებისას... კნუტივით კრუტუნი ლამის დავიწყე. ერთი წამით ისიც ვიფიქრე, ხომ არ მეჩვენება მეთქი. მაგრამ არამგონია, მე მას მთელი სხეულით ვგრძნობ, შეუძლებელია მოჩვენება იყოს. ვეღარ მოვითმინე და მისკენ გადავტრიალდი, თუმცა არავინ დამხვდა. მგონი ვგიჟდები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.