შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმრის ვალი გავისტუმრე (1 თავი)


21-04-2016, 23:52
ავტორი zia-maria
ნანახია 6 473

ზამთრის სუსხიანი ღამეა. გარეთ ყინავს, ქარი ქრის და საშინლად ღმუის, თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე არ აქვს გარეთ ადამიანს, ისე შეუძლებელია ქუჩაში გავიდეს ასეთ ამინდში . გოგონა ფანჯარასთან დგას და ცრემლიანი თვალებით გაჰყურებს უკუნით ღამეს. გათენდება და ის უკვე 19 წლის გოგონაა. გოგონა რომელსაც წასასვლელი არსად არ აქვს. არც არავინი პატრონი არ ჰყავს, რომ შეიკედლოს. ის ამ სამყაროში, სულ მარტოდ-მარტოა, და ვინ არის ეს უთვისტომო გოგონა?
ნათია ბურჯანაძე. სრულწლოვანი 19 წლის. სადაურობა არ ვიცით. არც ის ვინ ყავს, ან თუ ყავს საერთოდ ვინმე, რადგან ის დღემდე მარტოა. ის არის მაღალი, ძალიან ლამაზი. მხრებამდე წაბლისფერი თმებით, ასეთივე თვალებით. გადაჭიმული სქელი წარბებით და ლამაზი ტუჩებით. მკერდი? ოოო.... მკერდიც თვალშისაცემი და მადის ამღძვრელი. ხორცშესხმული აღნაგობის. მხიარულიც და უფრო მეტი სევდიანიც.
დეკემბრის კიდევ ერთი სუსხიანი დილა დადგა. ფანჯრებზე ყინულად იყო ქცეული წვიმის წვეთები. ოთახის კარები გაიღო და პატარა ტორტით ხელში შემოვიდა ბავშვთა სახლის მოხუცი მზარეული.
----ჩემო ლამაზო, გილოცავ დღევანდელ დღეს, უკვე 19 წლის, დიდი გოგო ხარ. დღეიდან ახალი ცხოვრება იწყება შენც ცხოვრებაში, ძლიერი უნდა იყო შვილო.-თბილად, როგორც საკუთარი ბებო ისე მიყურებდა
---რა ან ვინ გამაძლიერებს დალი ბებო?-ისევ გამახსენდა ჩემი გასაჭირი და სევდა შემომაწვა.
---ფარ-ხმალს ნუ დაყრი. იცი ძველებიდან რა არის ნათქვამი?- თვალებში ჩამაჩერდა, პასუხს ელოდა, ვიცოდი, ეს ფრაზა უკვე უთვალავჯერ ჰქონდა ნათქვამი- ობლის კვერი ცხვა-ცხვა და გვიან გამოცხვაო. ნუ დაკარგავ იმედს ჩემო ლამაზო!
---დალიიიი! -მოისმა საშინლად ბოხი და ცივი ხმა, რომელიც დალი ბებოს ეძახდა.
---ოოო... მოვიდა. როგორ ვერ ვიტან ამ ადამიანს. ეს გამომართვი შვილო დაგჭირდება.- ტორტი იქვე ტუმბო სკამზე დადო, ჯიბეები მოიქექა, რაგაც კონვერტი გადმომცა და ფურცლის ნაგლეჯი- მე გნახავ ხოლმე არ მიგატოვებ. დღესაც გამოვალ. ესეც მისამართი შენი, სადაც მიხვალ და იცხოვრებ, ერთი ოთახია გეყოფა ამ ახალ ეტაპზე, მერე უფალი არ მიგატოვებს და გზას გიჩვენებს ბებო!- დალი როგორც საკუთარ შვილიშვილს ისე მექცეოდა, მის სიყვარულში წამითაც კი არ შემიტანია ეჭვი, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე მეტის-მეტი იყო.
---ეს რაა დალი ბებო?- გამიკვირდა და გამაოცა იმ ფაქტმა რომ, მისი ხელფასის უმეტესობა ახლა ამ კონვერტში იდო- მაქვს ფული ჩემი დანაზოგიდან. ეს არ არის საჭირო! -ცრემლიანი თვალებით ახედა ნათიამ და მის თბილ გულში ჩარგო თავი.
---აი სად ყოფილხარ?! რაო პატარავ მოვიდა შენი ქუჩაში წასვლის დრო? მოემზადე, მიდიხარ.- ოთახში შევამჩნიე რომ მხოლოდ შავი, მოელვარე და საშნლად საშშ თვალბი შემოვიდა, გაგიკვირდათ ხომ? მხოლოდ თვალები?
---მე აქედან წავალ,მაგრამ არ მინდა ისე წავიდე რომ არ გავიგო რა დაგიშავე ქ. ელენი. ასე რატომ გეზიზღებით, მე რაში მდებთ ბრალს, რომ ეს ბავშვობა გაწამებული გყავდით. არ გეშინიათ, რომ ეს ყველაფერი ცუდად შემოგიბრუნდეთ?! - მის წინ დავდექი, ამხელა ძალა საიდან მქონდა ვერ გეტყვით, მაგრამ მის წინ ვიდექი და წამითაც კი არ შემშნებია, ალბათ მიზეზი რომ მოეცა ხელსაც კი ავწევდი მასზე.
---ოოჰ, რაო 19 წლის გავხდით, უკვე აქედანაც მივდივარ და ენა ამოვიდგითო?- ირონიული, ზიზღნარევი ხმით დამიყვირა ბოლოს- დროზე წადი აქედან, ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს ამ ტერიტორიაზე!
ნათიამ მის მცირე ჩანთას მოკიდა ხელი, რომელიც უკვე ჩალაგებული ქონდა, კარისაკენ წავიდა და უთხრა:
---მე კი წავალ, მაგრამ ერთ დღესაც წარსული დაგიბრუნდებათ და პასუხს მოგთხოვთ. არ ვიცი რას მალავთ, მაგრამ ის კი ვიცი, რასაც მალავთ ის მე მეხება. მე ამას ვგრძნობ. მე ამას გავარკვევ და ეს დაიმახსოვრეთ, ჩემი გეშინოდეთ, თუ ოდესმე აქ დაბრუნებულს დამინახავ, იცოდე რომ სასიკეთოდ არ დავბრუნდები, დავბრუნდები იმისათვის რომ, რომ ე.ი. პასუხი მოგთხოვოთ ჩემი თითოეული მწარედ გატარებული დღისთვის! - თვალებში ვუყურებდი და ცხოვრებაშ პირველად მისი საერთოდ არ მეშნოდა, მივხვდი რომ ის ჩემთვის არავინ იყო, არც საშინელი და საშიშ, ღამის მოჩვენება.
კარები გამოიხურა და წამოვიდა. მიდის, ქუჩაში მიაბიჯებს თხელი შარვალი აცვია, თხელი სვიტერი და ასევე თხელი მოსამცმელი. ტაქსი გააჩერა და დალი ბებოს ქაღალდზე დაწერილი მისამართი უკარნახა მძღოლს. რამდენი რამე მაქვს სათქმელი დედა. ასე რატომ გამწირე და მიმატოვე, მე ხომ არ მითხოვია შენთვის გამაჩინეთქო, გამაჩინე და მიმატოვე უფლის ანაბარად, სულ არ შეგეცოდე? სულ არ იფიქრე ჩემზე? სად მტოვებდი და ვისთან? ვის იმედად? ნეტავ სად ხარ ეხლა? ნუთუ თუ გრძნობ ეხლა რომ ხვალ შენი შვილი 19 წლის ხდება და აქედანაც უშვებენ. სამადლოდ შემიკედლენ ერთი წლით. ეხლა კი უნდა წავიდე მაგრამ სად? წასასვლელი არსად არ მაქვს. მომხედე დე, ძალიან გთხოვ ნუ მიმატოვებ გზის გასაყართან, ბედისა და უფლის ანაბარად. მე ხომ 16 წელი ვიცხოვრე მარტო. არავინი არ მყავს. ჩემთან არავინი არ მოსულა, ღამით საბანი რომ გაესწორებინა. შუბლზე თბილი ამბორით რომ ესურვებინა ტკბილი ძილი. მე ხომ არავის არ გაუთბივარ ზამთარში, როგორც ღამე ყინავს, ისე ყინავს ჩემს სულშიც. თუ სადმე ხარ და თუ ცოცხალი ხარ, გთხოვ, დამიბრუნდი, ყველაფერს გაპატიებ მე მხოლოდ შენი თბილი მკერდი მინდა, მენატრები დე... მჭირდები.... უსაშველოდ მჭირდები.... მჭირდები დეეე.....

---მოვედით! -ფიქრებიდან მძღოლის ხმამ გამოიყვანა. ფული გადავუხადა და თბილად გავუღიმე.
---ძალიან სევდიანი თვალები გაქვს შვილო- თანხას როდესაც ვაძლევდი, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჯახა- ცხოვრება მართალია რთულია, მაგრამ შენ ჯერ ბავშვი ხარ. ასე მწარედ ნუ განიცდი, მშობლებს მიანდე პრობლემები და ისინი მოაგვარებენ.
---მე ობოლი ვარ. ეხლა ბავშვთა სახლიდან მოვდივარ. დღეს გამომიშვეს იქედანაც რადგან უკვე 19 წლის ვარ! -უთხრა თუ არა ნათიამ თვალები დახუჭა, თვალთან მომდარი ცრემლი რომ შეეჩერებინა. გული ეტკინა მძღოლს. ცრემლით აევსო თვალები შეხედა და უთხრა.
---კეთილი ადამიანებიც არსებობენ ჩემო გოგო. აი, ეს ჩემი ნომერი თუ ოდესმე გაგახსენდეს მოხუცი ტაქსის მძღოლი, მიხმე და შენთან გავჩნდები!- თავისი სავიზიტო ბარათი მიაწოდა. ფულიც უკან დაუბრუნა, ჩანთა ბინამდე მიატანინა. კურთუკის ჯიბიდან საფულე ამოიღო, არც დაუთვლია ფული ისე ამოიღო და ნათიას ხელში ჩაუდო.
---მე ხშირად მოგაკითხავ შვილო. არ შეუშინდე ცხოვრებას. მეც ნოლიდან დავიწყე, მეც ობოლი ვარ, მაგრამ აგერ 65 წლის ვარ და ოჯახიც მყავს!
----დიდი მადლობა, ეს არ არის საჭირო, მე მაქვს თანხა. ამ პატარა ხანს მეყოფა, ვმუშაობ კიდეც არ ვთაკილობ მუშაობას. მადლობა მაგრამ ვერ ავიღებ ამ ფულს ბატონო .....!
---ბონდო, ბონდო მქვია შვილო!
---ბონდო ძია, ძალიან გთხოვთ, უხერხულში მაყენებთ!
---შემოგივლი შვილო.-კაცმა თითქოს ვერ გაიგო ნათიას ნათქვამიო- ყველაფერი კარგად იქნება! შუბლზე თბილი კოცნა დაუტოვა, ბინაში შეიყვანა და წავიდა. თვალზე ცრემლი ქონდა. გაახსენდა წარსული, როგორ ეწამა, გაჭირვებამ როგორ ატირა მწარე ცრემლებით. მაგრამ დღეს ბედნიერია, ულამაზესი ოჯახი ჰყავს.
ნათიამ მოათვალიერა მისი საცხოვრებელი ადგილი. მყუდრო ბინა იყო. ერთი ოთახი სადაც ძველი საწოლი იდგა, მაგიდა, ორი სკამი, ძველებური კარადა ტანსაცმლის და ძველებური მდივანი.
- მე მეყოფა, მეტი არც მჭირდება. ბედნიერებას აქაც ვპოვებ, თუ გამოიმეტა ჩემთვის უფალმა. -თავისთვის ბუტბუტებდა.
საშინელი სიცივე იყო. ქარი აწყდებოდა ფანჯრებს და თითქოს სადაცაა შემოგლიჯავსო. მაგრამ ნათიას პირველად ამ 16 წლის მანძილზე პირველად დაეძინა თბილად და ტკბილად. უცნაურმა სიზმარმა გააღვიძა, სუსხიანი დილა იყო, გაყინულ ფანჯრებთან ბეღურები შეყუჟულან, ალბად იციან გარეთ ცივა, მაგრამ შიგ ოთახში სითბოა, გულიდან წამოსული სითბო, საათს დახედა და ციფერბლატი 07.00 აცნობს. ისევ მიდის და მის უჩვეულო წესს არ უხვევს. ფანჯრიდან იხედება, ფანჯრის წინ ასვეტილი ლამპიონი უყურებს. გახედა მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებს და ყველა ჩაბნელებულია, ჯერ ისევ სძინავს მშრომელ და მოსამსახურე ხალხს. შორს ციცინათელებივით ანათებენ ქალაქს ჩირაღდნები. უკვე შეეგუა იმ აზრსს რომ დილით აღარ დაადგება თავზე ქ.ელენი, არ მოაღებს გორილასავეთ პირს და არ დაუწყებს ყვირილს. ცოტა ხნის წინ რომ ეთქვა ვინმეს, სულ მალე შენთვის მშვიდად ადგები და არავინ არ შეგიშლის ხელსო არ დაუჯერებდა. მაგრამ ეხლა ფაქტი სახეზეა. ნელა-ნელა მოემზადა, სარკის წინ დადგა. ძველმოდური, ამინდთან შეუფერებელი პერანგი ჩაიცვა. თმა მონდომებით დაივარცხნა, სახლის კარი გამოიკეტა და გაუყვა ქუჩას. ირგვლივ სიწყნარეა ის კი ნელი ნაბიჯით მიუყვება ქუჩას და მაღაზიის ვიტრინებს ათვალიერებს. თანდათან მზეც ამოდის და რაც შეუძლია ათბობს მიდამოს. სუსხიანი ქარი კი სახეში ურტყამს და თმებზე ეთამაშება. აუწეწა-დაუწეწა დავარცხნილი თმები, ეღიმება გულწრფელად ქარის თამაშზე. დღე პოზიტიურად დაიწყო ნათიასთვის. დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ უკან დაბრუნდა და მარკეტში შევიდა, ცოტა-ცოტა ყველაფერი იყიდა და თბილ კერძის მოამზადებს. დღეს ხომ დალი ბებოს ელოდება, უნდა მოვიდეს. დაპირდა აუცილებლად მოვა. მარკეტიდან გამოვიდა ცელოფნებით დატვირთული მძიმედ მოაბიჯებდა გზაზე.ბინასთან ახლოს ბიჭებს ბირჟა ქონდათ. ყურადღება მიიქცია უცხო გოგონამ და თვალი გამოაყოლა ყველამ.
---მოხმარება ხომ არ გინდა გოგონა?
---არა მადლობთ-თავაზიანად დაუბრუნა პასუხი.
---გეტყობა აქ ახალი ხარ, არ დამინახიხარ ჯერ!
---კი ახალი ვარ, რამე პრობლემაა?
---არა, არა, რა პრობლემა. არც არაფერი!
---მაშინ ჩამომეცალე და გზა მომეცი, ნუ მეღობები გზად! -მრისხანედ შეხედა ბიჭს თვალებში. ნათია თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
---ოოო, ეს რა კერკეტი კაკალია!
---ჩამომეცალე შენი ლაყბობის მოსასმენად დრო არ მაქვს!
---რატო დედიკო გაგიჯავრდება?ცელოფნები ძირს დაუვარდა.
---არასოდეს,არასოდეს ჩემი დედა არ ახსენო ამ ბინძური პირიდან,იდიოტო! უთხრა და მწარედ აეწვა ბიჭს მარცხენა ლოყა.ამას არავინი არ ელოდა.ნათიას ცრემლებით ქონდა თვალები სავსე.კიდევ ერთხელ გადახედა ყველას მრისხანედ და მტკიცედ ყველას გასაგონად თქვა.---არასოდეს არ ვნანობ არაფერს. არც ბოდიშს უხდი ვინმეს,ნუ დაელოდები ამ სიტყვას ჩამგან ვერასდროს ვერ გაიგონებ, მაგრამ ჩემი დედის ხსენებას არავის ვაპატიებ, ეხლა კი ჩამომეცალე და გამატრე. უხმოდ დაუთმენ გზა და ყველამ სევდიანად გააყოლა თვალი ნათიას.
---მრისხანეა მაგრამ მისი თვალები დიდ ტკივილს გადმოსცემს საბა.არ გავს სხვებს ის სულ სხვანაირია.ვეცადოთ ახლოს გავიცნოთ,იქნებ რა უჭირს ბიჭებო!- უთხრა ნიკამ ბიჭებს.
---კარგია მეც მომწონს მაგ აზრი.იქნებ ობოლია და ამიტომ განრისხდა ესე ძალიან! თქვა ჯაბამ.
---ან შენ რამ გადაგრია ,არასოდეს არ დალაპარაკებიხარ უხეშად გოგოს!
---არ ვიცი კი დამარეტიანა რა მხია მერცხენა ხელით? შენსავეთ მემარცხენეა ნიკა!
---ნახე ბებო მოდის.აქ რა უნდა.მოდი ცოდოა ამ ჩანთებს ავატანინებ სადაც მიდის და მალე მოვალ! ჩქარი ნაბიჯით მივიდა მოხუც ბებოსთან ნიკა.
---ბებო აქ ვისთან მოხვედი მომეცი მოგეხმარო ეტყობა მძიმეა ჩანთები!
---გაგახარა ბებო ღმერთმა.ხო მძიმეა, ჩემი გოგო დაბინავდა გუშინ აქ და ჯერ ახალია.არ იცის აქ არაფერი.ვიფიქრე მოვინახულებთქო.! ნიკამ გამოართვა ყველა ცელოფანი და ნოეს გასძახა
.---ბებოს ხელი მოკიდე და წამოიყვანე აქ ცუდი გადმოსასვლელია!-ნიკამ ჩანთები წაიღო.ნოემ ბებოს მოკიდა ხელი ნელი ნაბიჯებით წავიდნენ კორპუსისკენ.
---ამ კარებზე ზარი მიეცით ბებო.ჩემი გოგოს გაგაცნობთ.აქ არავის არ იცნობს და ხანდახან მიმიქციეთ ყურადღება!
---ვინ არის?მოესმათ შიგნიდან გოგონას წკრიალა ხმა.
---დალი ბებო ვარ შვილო ნათია გამიღე კარი!
---უი უკვე მოხვედი? შემოდი, შემოდი სიცივეა არ გაცივდე კარში.-გააღო კარი და დაინახა ის უცხო ბიჭებიდან ორი და თვალები ისევ რისხვით აენთო.
---შემოდით შვილებო. იფ, იფ, იფ, რა სუნები დაგიყენებია ბებო?!- ბიჭებიც შემოვიდნენ სახლში. ირგვლივ მიმოიხედენ, მოათვალიერენ ოთახი და მიხვდნენ რომ გოგონა მართლაც მარტო ცხოვრობდა. დაუცველი და მიუსაფარი იყო.
---ბებო ბიჭები მომეხმარენ, გააწყვე მაგიდა, გაუმასპინძლდეთ მათ! -თბილად თქვა დალი ბებომ.
---ბე, ხომ იცი ჩვენ მარტო არ ვართ, გარეთ ძმაკაცები გველოდება და უხერხულია აქ რომ შევყოვნდდეთ!
---ბე, აქ ამ სიღარიბეში ვინ მოინდომებს დაჯდომას და პურის გატეხვას, მადლობა რომ ბებოს დაეხმარეთ!
---რას ქვია სიღარიბე! -გაბრაზდა დალი ბებო- სახლში თუ სიცივეა და მდიდრული მდივან კრესლოები არ დგას, ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენს სულშიც ცივა და სტუმართმოყვარეობა არ გვაქვს. ეს მეორედ არ თქვა გესმის? ეხლა დაუძახეთ იმათსაც და აქ მოვიდნენ აქხლავეს! ნათიას განრისხებული დალი ბებო არასოდეს ენახა. ენა ვეღარ შეუბრუნა და ბიჭებს გადახედა დაბღვერილი თვალით. ნოემ და ნიკამ ერთმანეთს გადახედენ და ჩაეცინათ ორივეს.
---ნიკა ბებო, საბა სად არის?-მოულოდნელად შემოუტრიალდა დალი ბებო ნიკას.ნათიამ თვალები დააჭყიტა და ენის ბორძიკით შეეკითხა დალი ბებოს.
---თქვენ იცნობთ ერთმანეთს?
---დაჯექი და მომისმინე.- დალი ბებომ მშვიდად უთხრა ნათიას და მის გვერდით სკამზე მოათავსა- ნიკა ჩემი შვილიშვილია. ნოე მისი მეგობარი. შენ რა გგონია, აქ შენთან უცხო ბიჭებს შემოვიყვანდი? 16 წელია მიცნობ და ჩემს ხელში გაიზარდე, ჩემო გოგო, მოდი ეხლა ეს გემრიელობები რაც მოამზადე ბიჭებსაც გავასინჯოთ და თანდათან ყველას გაგაცნობ!
---კარგი ბებო, მე არ ვიცოდი და მაპატიე!
---როგორ ხარ დალი ბებო! საუბარი ბიჭების შემოსვლამ შეაწყვეტინათ. მივიდნენ და გულში ჩაეხუტენ დალი ბებოს. გემრიელად ისადილა ყველამ. ნათია მორცხვად იჯდა ბებოსა და ნიკას შუა და ხმას არ იღებდა.
---ჩემო ბიჭებო, აბა თქვენ იცით, ამ ერთ, გალეულ ბავშვს თქვენ გაბარებთ და მოუფრთხილდით თვალის ჩინივით ხუთივემ!
---რატომ აწუხებ ბებო. მე ვმუშაობ, დილით გავდივარ და საღამოს შემოვდივარ. მაგათ თავიანთი საქმე აქვთ.
-ნათ, მე ნიკა ვარ გაბუნია. ჩვენ ერთი საძმო ვართ. გაიცანი ნოე პატარიძე, საბა მელაძე, ჯაბა სვანიძე, ხვიჩა როგავა. ბაღიდან ერთად მოვდივართ და ერთ უბანში ვცხოვრობთ ყველა.განსხვავება ისაა, სხვადასხვა ბინებში გვძინავს. შენ ნათია ბურჯანაძე, შენზე მანამდე ვიცოდით, სანამ აქ მოხვიდოდი. ბებომ მოგვიყვა შენზე. ვიცით ვინც ხარ და საიდან მოხვედი. ჩვენ დღეიდან შენი ძმები ვართ, რომლებიც არასოდეს არ გყოლია. სამსახური უკვე შენთვის ნაშოვნია. არ შეგეშინდეს ჩვენც შენს გვერდით ვართ. ჯაბა მუშაობს იქ ბარმენად. ხანდახან საბა ცვლის. ჩვენც შენსავეთ 19 წლისანები ვართ. როგორც ბებომ მითხრა კარგად სწავლობდი, ასე რომ სწავლას ხელს არ შეუშლი, იმეცადინებ, პერიოდულად მოვალთ, ასე რომ დღეიდან მარტო აღარ ხარ! ნათია იჯდა და სათითაოდ მისჩერებოდა ყველას.
---მე არასოდეს, მომქცევია არავინ ასე თბილად, დალი ბებოს გარდა. მშობლები არ ვიცი, არ მახსოვს. ჩემს მახსოვრობას მხოლოდ ის სახლი ახსოვს და მეტი არაფერი. ისიც არ ვიცი საერთოდ არსებობენ თუ აღარ არიან ამ ქვეყნად, იქნებ დები ან ძმებიც მყავს, ჩემი სულისა და ხორცის ნაწილები, არ ვიცი მაგრამ ის კი ვიცი ამ 16 წლის მანძილზე არავის მოუკითხია ჩემთვის. მადლობა გვერდში დგომისთვის, სამსახურზე არ არის საჭირო ძება და ვინმეს შეწუხება, ვმუშაობ, მაგრამ თუ უკეთესი პირობებია, თქვენს გვერდით მირჩევნია მეც, გპირდებით, ვიქნები მტკიცე და უდრეკელი და მხარს არასდროს არ ჩამოგიგდებთ!- ცრემლი მოიწმინდა და ამაყად გადახედა ყველას.
---მე მომწონს შენი ფიცხი ხასიათი ნათ, მაგრამ ხანდახან დათმობა გვიწევს რაღაცეების ადამიანებს და ეს გაითვალისწინე ძალიან გთხოვ!- უთხრა ჯაბამ.
ყველამ როგორც და ისე მიიღენ ნათია მათ სასტავში.
---ბოლო-ბოლო, ხუთი ბიჭი ვართ და ეს ერთი გოგო ვერ შეგვინახია? შუშა ოქროსავით გაგიფრთხილდებით ნათ! თქვა საბამ.
---ნათიას ღამე ეშინია და ეცადეთ გვიან არ შეაწუხოთ და გული არ გაუხეთქოთ თქვენი ველური საქციელით!-მკაცრად გააფრთხილა ხუთივე.-ეხლა ჩემი წასვლის დროა თქვენ ისაუბრეთ და კარგად გაიცანით ერთმანეთი, გოგო არ გამიბრაზოთ, აბა წავედი და ჭკუით!
---ჯერ ადრეა ჩვენც ხომ არ გავიდეთ! თქვა ნიკამ
.---მე ნომრის გამოცვლა მინდა, თუ დამეხმარებით კარგი იქნება!-გაუბედავად თქვა ნათიამ.
---რა ტელეფონი გაქვს მაჩვენე!
---უბრალოა, მის საქმეს კი აკეთებს ნიკა!
---მაჩვენეთქო!- გაუმეორა მკაცრად. ნათიამ უნებურად წარბი აწია, მაგრამ ზედმეტად არ უთქვამს არაფერი,გავიდა ტელეფონის მოსატანად.
---აი ეს არის ! -ძველებური ნოკიას აპარატი აჩვენა.
---მეტი ძველმოდური არ იყო არაფერი?
---მე კი მყოფნის.მის საქმეს აკეთებს რას დამცინი!
---რას ქვია დაგცინი. შენ ასე ადვილად ბრაზდები ყველაფერზე?
-მიდი მოიმცვი და გავედით!
---მაგიდას ავალაგებ, ასე ხომარ დავტოვებ!
---იქედან რომ მოხვალ მერე, დაიკეტება მაღაზიები ვაგვიანებთ!
---ნათ რაღაც გვინდა შეგეკითხოთ- გაუბედავად უთხრა ჯაბამ.
---რაა მკითხე, რატომ გერიდება!- გაკვირვებულმა შეხედა ნათიამ, დაიცა ვიცი მე გამოვიცნობ, სიგარეტს არ ვეწევი, არც არასდროს მომიწევია, არც ყავას ვსვამ და არც ლუდს, ნუ დამცინებთ, ალბად იტყვით, არ იცის რაა ყავაო. არა ვიცი მაგრამ არ მიყვარს. ასე რომ მაგეებზე ჩემთან პრობლემა არ გექნებათ!
---კარგი წავედით! კარები გამოიკეტენ და წავიდნენ.ისე ერთი იდეა მომივიდა.ბებომ ეს რატომ არ გააკეთა არ ვიცი.ალბად ჩემი მოერიდა.მოკლედ ჯერ ბებოს დაველაპარაკები და მერე გეტყვი კარგი?

ეხლა მაღაზიებში შევალთ მხოლოდ ერთ მაღაზიაში არ შემოგყვებით რადგან იქ შენ უნდა აარჩიო ყველაფერი, გარედან გიყურებ თუ შეგატყვე ჭოჭმანობ შემოვალ და რაც მომხვდება ხელში ყველაფერს მივიტან სალაროსთან. ამიტომ არ ღირს დიდხანს ფიქრი ხო?
--კარგი, -უთხრა ნათიამ, ნელა-ნელა შედიოდა კონტაქტში ბავშვებთან და მოსწონდა მათთან ყოფნა.
--საიდან დავიწყოთ ნიკა?
---ნიკ მე არამაქვს ამდენი ფული! -მორცხვად უთხრა მაგრამ ვინ აცალა სიტყვის დამთავრება.
---ხმა და შედი მაღაზიაში- ნიკა ყველაფერს ჯერ კარგად ათვალიერებდა მერე ნათიას გახედავდა ტანზე დააკვირდებოდა მოერგებოდა თუ არა და შემდეგ კონსულტატ გოგოს გადასცემდა ჩუმად.
---ნიკა ამდენი რამე სად დავატიო, ოთახი ამხელა არაა!- სიცილით თქვა ნათიამ.
---არაფერი არ ამოალაგო. მე ეხლა ერთ ადგილზე წავალ და მალე მოვალ.- უთხრა ღიმილით ნიკამ, შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა- თქვენ ნათია წაიყვანეთ მაგდასთან და დაგირეკავთ. მნიშვნელოვანი საკითხი უნდა მოვაგვარო, ერთ საათში დავბრუნდები!
---სად გავარდა, რა ეტაკა!- საბამ გაკვირვებულებმა გააყოლენ თვალი ნიკას რომელიც ხან ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა და ხან გარბოდ



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargiaaa gaagrdzelee
--------------------
G.ke

 


№2 სტუმარი მიკა

ჩემი დედა არ ახსენოზე ლამის სკამიდან ავყირავდი:დდ რა იყო ეგ? ან ის რა არის,მე ბოდიშს არავის უხდი? გრამატიკა ისწავლე ჯერ შვილო და ამ საიტზე ასჯერ დადებული ისტორიები ასმეერთედ მერე დადე ხოლმე რა.

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

მიკა
ჩემი დედა არ ახსენოზე ლამის სკამიდან ავყირავდი:დდ რა იყო ეგ? ან ის რა არის,მე ბოდიშს არავის უხდი? გრამატიკა ისწავლე ჯერ შვილო და ამ საიტზე ასჯერ დადებული ისტორიები ასმეერთედ მერე დადე ხოლმე რა.

Shvilo naklebad uwode zvirfaso... asaki mainc kitxe... wers da siamovnebs... ginda waikitxe, ar ginda nu kitxulob.. gaiare... rato წუხდებi komentaristvis?
და რა მაინტერესებს, სად ნახე ეს ისტორია დადებული ადრეე... მითხარი...

 


№4 სტუმარი shore shore

Kargi da sackisi a gaagrzele malmale dade ra zogi erti bis saubars gultan nu iitan

 


№5 სტუმარი I n a

Me momewona. Ganagrze. Yuradgeba ar miaqcio sxvebs. Yvelgan gamoxteba zalit kritikosi.... Ar daagviano

 


№6  offline მოდერი zia-maria

shore shore
Kargi da sackisi a gaagrzele malmale dade ra zogi erti bis saubars gultan nu iitan

არა საყვარელო ვის როგორ ესმის ისე წერს მოწონებასაც და კრიტიკასაც.დაიდება დღეს აუცილებლად მეორე თავი.

I n a
Me momewona. Ganagrze. Yuradgeba ar miaqcio sxvebs. Yvelgan gamoxteba zalit kritikosi.... Ar daagviano

ძალიან მახარებთ ასეთი თბილები რომ ხართ.მადლობა და გპირდები დიდი ხანი არ გალოდინებთ.

მიკა
ჩემი დედა არ ახსენოზე ლამის სკამიდან ავყირავდი:დდ რა იყო ეგ? ან ის რა არის,მე ბოდიშს არავის უხდი? გრამატიკა ისწავლე ჯერ შვილო და ამ საიტზე ასჯერ დადებული ისტორიები ასმეერთედ მერე დადე ხოლმე რა.

წუხელ არ გამოგყევი იმიტომ რომ საერთოდ არ მიყვარს გამოყოლა და ხმამაღალი კამათი.რა წაიკითხე ისეთი რომ სკამიდან ლამის გადაყირავდი და მეორეც სად ნახე ეს ისტორია დადებული რომ უკვე მეასედ კითხულობ ეს სრული სიცრუე რადგან სწორედ ცოტა ხნის წინ დავასრულე ამ ისტორიის წერა ჩემივე ხელებით და აზრით.მხოლოდ მწერალი.კომ-ზე იდებოდა.,,ჩემი დედა ცუდად არ ახსენოო''რას ხედავ ამ წინადადებაში სკამიდან გადასაყირავებელს.კიდე კარგი არ გადაყირავდი და თავი არ დაარტყი.თუ სხვისი სიხარული არ გახარებს ისე ნუ აკეთებ რომ გული მოუკლა სხვას.შენისანების გამო წერას ნამდვილად არ ვანებებ თავს და კიდევ შენი შვილო არავარ აი მე კი გიწოდებ შვილოს და გეტყვი რომ ნუ გიხარია სხვისი დაცინვა.მოვა დრო რომ შენ დაგცინებს სხვა.

 


№7 სტუმარი vera™

სასიამოვნო წასაკითხია და შემყოლი, კითხვა მეზარებოდა მაგრამ იმდენად მიმიზიდა ვერ მოვწყდი, მგრძნობიარე ადამიანს აატირებს... ტაქსიში რო ფიქრობდა იმ სიტყვებზე ამეტირა, მალე დადეთქო არ გთხოვ, იმიტო რო წავიკითხე კომენტარები და გამიხარდა:-) მოკლედ შენი იმედი მაქვს

 


№8  offline მოდერი zia-maria

vera™
სასიამოვნო წასაკითხია და შემყოლი, კითხვა მეზარებოდა მაგრამ იმდენად მიმიზიდა ვერ მოვწყდი, მგრძნობიარე ადამიანს აატირებს... ტაქსიში რო ფიქრობდა იმ სიტყვებზე ამეტირა, მალე დადეთქო არ გთხოვ, იმიტო რო წავიკითხე კომენტარები და გამიხარდა:-) მოკლედ შენი იმედი მაქვს

მახარებთ და ძალიან დიდ სტიმულს მაძლევთ.დღეს შეიძლება ვერ მოვახერხო მაგრამ გპირდებით ხვალ აუცილებლად დავდებ.

 


№9 სტუმარი vera™

არ დადებ შემდეგ თავს? მოვიწყინე და ამ ისტორიის წაკითხვა მინდა ძალიან:-(
zia-maria
vera™
სასიამოვნო წასაკითხია და შემყოლი, კითხვა მეზარებოდა მაგრამ იმდენად მიმიზიდა ვერ მოვწყდი, მგრძნობიარე ადამიანს აატირებს... ტაქსიში რო ფიქრობდა იმ სიტყვებზე ამეტირა, მალე დადეთქო არ გთხოვ, იმიტო რო წავიკითხე კომენტარები და გამიხარდა:-) მოკლედ შენი იმედი მაქვს

მახარებთ და ძალიან დიდ სტიმულს მაძლევთ.დღეს შეიძლება ვერ მოვახერხო მაგრამ გპირდებით ხვალ აუცილებლად დავდებ.

 


№10 სტუმარი Qeti

Sasiamovno wasakitxia miyvars aseti msrunveli bichebi ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent