შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (9)


22-04-2016, 15:31
ავტორი Supreme
ნანახია 4 741

-სად ეგდე მთელი ღამე?-უღრიალა.
-სადაც.-პირდაპირ კიბეებისკენ წავიდა.
  კარებში გაშტერებული ვიდექი და უკვე გაგიჟებულ დედამისს ვუყურებდი. ერთხელ შემომხედა ზიზღით სავსე თვალებით და კიბეებზე ჩქარა აირბინა.
-ნინა-
-შენ სულ გააფრინე? როგორ იქცევი?-დედაჩემი ოთახში შემომივარდა.
-მე გავაფრინე? დარწმუნებული ხარ?-ძალიან აგდებულად ვპასუხობდი.
-როგორ მელაპარაკები! სად იყავი?-ისევ მიყვიროდა.
-შეყვარებულთან.-ვცდილობდი ხმის მშვიდი ტონი არ შემეცვალა.
-შეყვარებულთან? რა შეყვარებულთან? ამ ბიჭზე ამბობ?-სახე აელეწა.
-ხო, რამე პრობლემა გაქვს?
-გიორგის უნდა გაყვე...-ხმა ჩაუწყდა.
-შეგიძლია ეგ მიზანი საბოლოოდ გააქრო შენი ცხოვრებიდან.-ჟაკეტი მოვიცვი და კარებისკენ წავედი.
  დედაჩემმა გამაჩერა.
-რა გინდა? რა? ჩემი ნერვები და ცხოვრება უნდა შეიწირო?-ცრემლები წამოუვიდა.
-მე გასაყიდი ნივთი არ ვარ და სანამ ამას არ მიხვდები, ჩათვალე რომ შვილი დაკარგული გყავს.-ოთახიდან გავედი.
  უცებ მეგონა რომ მიკი მყავდა გამოსაყვანი და შევბრუნდი, მაგრამ მაშინვე გამახსენდა რომ სოფის ვაჩუქე. ისე მოეწონა, უბრალოდ უარი ვერ ვუთხარი, თან პატარა ლეკვია, ამიტომ ახალ პატრონს მალევე შეეგუება. ჩქარა ჩავირბინე კიბეები.
-არ გინდა მომიყვე რა ხდება?-ლუკასაც აშლილი სახე ჰქონდა.
-კი, მოგიყვები, ოღონდ გარეთ.
  სახლიდან გამოვედით. ძალიან ჩქარა მივაბიჯებდი და ამას ვერც ვამჩნევდი. ლუკამ მაჯაში მომკიდა ხელი და გამაჩერა.
-ნინა...შემომხედე.-თავისკენ შემაბრუნა.
  თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. რატომ გავხდი ასეთი მტირალა, უბრალოდ ვერ ვხვდები. ლუკა მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა.
-დამშვიდდი.-თვალებზე მაკოცა და საოცრად თბილად გამიღიმა.
-ლუკა-
  ისევ ჩემთან ავედით. რამენაირად მინდოდა დამემშვიდებინა. უბრალოდ არ შემიძლია ვუყურო მის ცრემლებს. მის მაგივრად მტკივა. არ ვიცი, უბრალოდ მინდა სულ იღიმოდეს, მუდამ ბედნიერი იყოს. უბრალოდ მინდა.
  ცოტა დამშვიდდა და ყველაფერს მომიყვა. ისე მომეშალა ნერვები, მინდოდა იქაურობა დამელეწა.
-რა გარიგებით გათხოვება, ხო არ აფრენენ?-მომენტალურად ავიშალე.-არასდროს დავუშვებ მაგას, უბრალოდ არასდროს.
-არც მე...მაპატიე დღეს ამის ნახვა რომ მოგიწია.-თავი ჩახარა.
-რას მებოდიშები.-გამეცინა და ჩავეხუტე.
-ნინა-
  ლუკასთან ყოფნა უზომოდ მამშვიდებდა. ყველაფერი რაც მოხდა უბრალოდ ღამის კოშმარი მეგონა. გათხოვება? კიდე რა უნდათ. უბრალოდ არასდროს დავემორჩილები.
  მოსაღამოვდა.
-ლუკა, არ გინდა გავისეირნოთ?-ხელზე მოვეხვიე და ნიკაპით მხარზე დავეყრდენი.
-არ გეზარება?-ჩაიცინა და ნაზად ჩამეხუტა.
-შენ გეზარება?
-შენთან ერთად მინდა აქ ყოფნა.-კისერში მაკოცა.
-მე კი ვიცი შენ რაც გინდა.-ხმამაღლა გამეცინა.
-არ ვარ ეგეთი.-პირდაპირ თვალებში მიყურებდა, თან ცალყბად იღიმოდა.
-მე მაინც ნუ მატყუებ.-ლოყაზე ვაკოცე და წამოვდექი.-გავისეირნოთ, გთხოვ. თან მიკიც გასაყვანია.-მის ტუჩებს ნაზად შევეხე.
-ბოლოს მომიღებს შენი სიყვარული.-გაეცინა.
-მეც.-კისერში ვაკოცე და კარებისკენ წავედი.
  ჩქარა დამეწია, ზურგიდან მომეხუტა, ჩქარა დამატრიალა და ჰაერში ამიტაცა.
-მართლა ბოლოს მომიღებ, ჩემო უკარება.-მაგრად მაკოცა, მერე დამსვა.
-უკარება?-გაკვირვებულმა შევხედე.
-ხო, უკარება...შენ ჩემთვის ყოველთვის ის უკარება იქნები, რომელსაც მე მაშინ ბურთი მოვარტყი...-წელზე მომხვია ხელები და ჩემი ყურისკენ დაიხადა.-ახლა კიდე...წამოდი, გავისეირნოთ, თორემ მიკი უკვე ვეღარ გვიტანს.-გაეცინა.
  სახლიდან გავედით. უზომოდ სასიამოვნო საღამო იყო, აი ისეთი, საყვარელ ადამიანებთან ყოფნისას რომ არის ხოლმე. სტადიონზე, რა თქმა უნდა, ლუკას მთელი საძმაკაცო იყო.
-ჰეეეი, ახალბედებო, ქორწილი როდისაა?-ლაშამ დაგვიძახა და ხმამაღლა გაიცინა.
-მალე.-ლუკაც აყვა, ხელი გადამხვია და მერე ჩემკენ გადმოიხარა.-მართლა ძალიან მალე.-ლოყაზე მაკოცა.
-ნუ იდიოტობ.-მეც ვაკოცე და სეირნობა განვაგრძეთ.
-ლუკა-
  სტადიონიდან ნიკა გამოვარდა.
-ლუკა, საქმე მაქვს.-გვერდზე გამიყვანა.-ნინა, ბოდიში, ერთი წამით მჭირდება უბრალოდ.-მიაძახა.
-რა ხდება?-ცოტა გამიკვირდა.
-თამო არ გინახავს? 2 დღეა ვურეკავ და არ მპასუხობს. გუშინ თქმა არ მინდოდა, უბრალოდ დღეს უკვე აღარ ვიცი რა ვქნა, სახლშიც არაა.
-დასასვენებლად ხო არ წავიდა?
-შეიძლება, მაგრამ ტელეფონი სად უგდია?-ძალიან ნერვიულობდა.
-რა გჭირს?
-არაფერი ისეთი, უბრალოდ ცოტა ვნერვიულობ. ბოლო დროს სულ უხასიათოდ იყო ხოლმე.
-უხასიათოდ?-რაღაც ჩამწყდა გულში და ცოტა ავნერვიულდი.
-ხო და იმედია კარგადაა. ბოდიში რომ შეგაწუხე.
-ნიკა, ძაან იდიოტობებს ნუ მეუბნები ხოლმე, თორემ გაგინებ. თუ შევხვდები გეტყვი.
-კარგი, ძმაო, მადლობა.-გამიღიმა.-ახალი მიწის დაპყრობას გილოცავ.-გაიცინა.
-აუ, ნიკუშ, მოგკლავ.-მეც ავყევი.
-აბა შენ იცი ძმაო, აბა შენ იცი.-მხარზე დამარტყა ხელი და სტადიონისკენ წავიდა.
  სად გაქრა? ჩემ გამოა ასე? ყველაზე საშინელი შეცდომა დავუშვი მგონი..
-ლუკაა...რაზე ფიქრობ...აეე...-უკარება ხელებს მიქნევდა.
-არაფერზე, დაიკიდე.-გავუღიმე და ხელი გადავხვიე.-მიკის სად უნდა გასეირნება?
-ყველგან აწყობს სადაც ბალახია.-გაიცინა და ჩვენი ქუჩის მოპირდაპირე ეზოში გადავედით.
-მაშინაც აქ ვიყავით, როცა წვიმდა.-გამეცინა.
-ხო...-თავი ჩახარა და გაეცინა.-შენი სიტყვები მახსოვს.
-ეგეთ რაღაცას ვერც ვერასდროს დაივიწყებ.-მივიხუტე და ვაკოცე.
-სანდრო-
  ყველაზე უცნაურად ვგრძნობ თავს. უბრალოდ უცნაურად, იმიტომ რომ თავიდან ვერ ვიგდებ ნინას სახეს. როგორ გაიზარდა, როგორ შეიცვალა. სულ სხვანაირია. სხვანაირად ლამაზია და უბრალოდ...უბრალოდ გავგიჟდები ეგ რომ შემიყვარდეს. რატომ ვერ ვიგდებ თავიდან? მთელი ბავშვობა ჩემთან ერთად გაატარა და ახლა გამიჩნდა გრძნობები? საოცრება.
  აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე. არა, ნინა არ შემყვარებია...
  უცებ ვხედავ...კოცნის...არა...რატომ მაღელვებს? არ ვიცი...



№1  offline წევრი გაიღიმე

ძალიან კარგია .. უბრალოდ შენ თქვი რომ ნინამ მიკი გააჩუქა და სოფის აჩუქა . შემდეგ კი მიკიგაიყვანეს სასეირნოდ

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliannn kargiaaa magramm nuu agvianeb raa
--------------------
G.ke

 


№3  offline წევრი cancara

გაგრძელე კარგია

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვერ ვიგებ ვერაფერს ტავიდან გააცჰუქა დზაგლი მერე ისევ თვითონ ასეირნებ მერე სანდრ ოვიგაა გაგვარვიე ნორმალურად და არ დააგვიანო love

 


№5  offline წევრი Supreme

მიკიზე ბოდიშს ვიხდი თავიდან გაჩუქებას არ ვწერდი და ეგ დამრჩა შეცდომად:დდ მიხარია რომმოგწონთ და შევეცდები მალ-მალე დავდო ხოლმე. მადლობა რომ კითხულობთ❤

 


№6  offline წევრი lamazmani

Kargia momwons mara rame ubedureba ar damarto amat

 


№7  offline წევრი Supreme

aanamaria
ვერ ვიგებ ვერაფერს ტავიდან გააცჰუქა დზაგლი მერე ისევ თვითონ ასეირნებ მერე სანდრ ოვიგაა გაგვარვიე ნორმალურად და არ დააგვიანო love

მანდ ცხოვრობს დავწერე ერთ-ერთ თავში:დ მადლობა რომ კითხულობ❤

 


№8  offline წევრი Pepper

კარგი ისტორიაააა
იმედია ახლა თამო ორსულად არ იქნება და ამათ ურთიერთობას არ აურევს რაა.
ნინა ისედაც დიდხანს იყო უემოციოდ და უბედურად და არაა ღირსი ახლა ბიჭია გამო იყოს უბედური.
მინდა ამათი ბედნიერება მე <3
ველოდები ახალ თავს <3

 


№9 სტუმარი მარიკუნა ))

კარგია მაგრამ ვერ მივხვდი ხო მეგობარს აჩუქა მიკი და სასეირნოდ როგორ გაიყვანა ??

 


№10  offline წევრი Supreme

შევეცდები მალე გაგახაროთ ახალი თავით და მიკიზე კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს თავიდან სხვანაირად მეწერა და სიჩქარეში გასწორება ვეღარ მოვასწარი:დ <3 მადლობა რომ კითხულობთ <3

 


№11 სტუმარი მარიკუნა ))

არაუშავს მიკიზე უბრალოდ ვერ მივხვდი თავიდან ეხლა მივხვდი რომ დაწერე და გთხოვ მალე დადე შემდეგი თავი ❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი eto

miyvars es istoria. exla imedia tami orsulad ar iqneba da ar aireva es dawyobili urtiertoba ninastan tan codvaa aqet giorgis urigeben minda bednierebi iyven nina da luka velodebi axal tavs ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent