თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (7)
-ნინა- მთელი ღამე ვერ დავიძინე. რამდენი ვიწრიალე, რაზე არ გადავიტანე ყურადღება, მაგრამ უშედეგოდ. ლუკამ ჩემი სახელი გაიგო და ამაზე ფიქრისგან სიამოვნების ჟრუანტელმა არ მომასვენა. მისი ვნებიანი ხმით ნათქვამი ყოველი სიტყვა, მისი გამომწვევი გამოხედვა და...და თვითონ ლუკა. რაღაც საოცრება. საოცრად მიმზიდველი, ერთიანად მომნუსხველი და გამაგიჟებელი. ჩვეულებრივი ბიჭი, რომელმაც ჩემი ცხოვრება არაჩვეულებრივი გახადა. თითქოს არაფერი, მაგრამ ამ დროს ყველაფერს განვიცდი. უბრალოდ...მიყვარს? ხო, ალბათ მიყვარს და მგონი პირველად არ მძულს ამის აღიარება. მე მიყვარს ლუკა. ამაზე ფიქრისას მთელ სხეულში ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა, ერთიანად გავიყინე და მერე უცებ საოცრად გავხურდი. მთლიანად ავწითლდი და ბავშვური მორცხვი ღიმილით ვუყურებდი ჭერს. არ ვიცი სიყვარული რა არის, მაგრამ იმას, რასაც მე ვგრძნობ სხვა სახელს ვერ ვარქმევ. სულ რაღაც ერთი საათით ჩამეძინა დილის 9-ისთვის, მაგრამ დედაჩემი გიჟივით შემომივარდა ოთახში და გამაღვიძა. -ნინა! სასწრაფოდ ადექი! -რა ხდება?-წავიწუწუნე. -დღეს სტუმრები გვყავს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ამიტომ ადექი და რამე კაბა იყიდე.-დედაჩემმა გადასაფარებელი გადამხადა. -ხო, ხო, ვდგები, მაცადე.-ნერვებაშლილი ბუზღუნით წამოვდექი. -კაბაზე გადი, მალე, მალე.-დედაჩემი ვერ ისვენებდა. -დედა დაწყნარდი, უბრალოდ სტუმრები არიან. -მარტო ეგენი არა, აკაკიც მოდის თავის შეყვარებულთან ერთად.-მძიმედ ამოისუნთქა. -ანუ მაინც დაკერა ის გოგო?-გავიკვირვე. -იცი ვინაა? რას წარმოადგენს? საიდანაა? რამდენისაა? როგორია?-ტიპური მომავალი დედამთილი. -არა, არ ვიცნობ, ამიტომ ტყუილა მეკითხები. -კარგი, კარგი, ძალიან გთხოვ, მალე წადი და რამე ძალიან კარგი კაბა იყიდე. -ხო, გავიგე, დედა, გა-ვი-გე.-უკვე ცოტა ვღიზიანდებოდი. დედაჩემი ოთახიდან გავიდა. წყალი გადავივლე და ჩქარა გამოვიცვალე. მიკი გავასეირნე და კაბის საყიდლად წავედი. ჩემი "საყვარელი" საქმეა, ნამდვილად. სტადიონიდან გავედი, თუმცა ლუკა არ დამხვდა. ალბათ პირველი შემთხვევა იყო, როცა უზომოდ მინდოდა აქ ყოფილიყო, მივსულიყავი, მაგრად ჩავხუტებოდი და მეკოცა. როგორც იქნა კაბა შევარჩიე. ფერი-თეთრი, ოდნავ მოკრემისფრო, სიგრძე-მუხლებამდე, წინ მთლიანად ფარავდა მკერდს, უკან კი ღრმად იყო ჩაჭრილი. მთლიანად კავას ლამაზი ორნამენტები ჰქონდა. ისე მომეწონა...ცხოვრებაში პირველად მომინდა შავის გარდა რამე სხვა ფერის კაბა ამერჩია. საინტერესოა, ლუკა რას იტყოდა ასე გამოწყობილი რომ ვენახე? იგივე მოხდება, რაც რესტორანში? არა, რახე ვფიქრობ. არ მინდა...თუმცა ვის ვატყუებ. ყველაზე მეტად მინდა ახლა ლუკა გვერდით მედგეს და საყვარელი წყვილივით ერთად ვარჩევდეთ ტანსაცმელს. უზომოდ მინდა ახლა ჩავეხუტო, ისე მაგრად, რომ სული შეეხუთოს და მიხვდეს რომ მხოლოდ ჩემია. ისე მინდა რომ მე მხოლოდ მისი ვიყო. როდიდან გავხდი ასეთი? როგორ შემცვალა. მართლა დამერხა? ჰაჰა, არა, უბრალოდ ვერ ვიჯერებ, რომ ჩემნაირ უგულო ადამიანსაც კი გაუჩნდა გრძნობები, თან ისეთი, რომ ვერც ვიშორებ. უბრალოდ ვგრძნობ რომ მიყვარს და მორჩა. სახლისკენ წამოვედი. სტადიონი ისევ ცარიელი იყო. მძიმე ამოსუნთქვა, სევდიანი თვალები და უხალისო ნაბიჯები. სახლში ვარ. -ნინა, დამეხმარე.-დედაჩემმა საქმეში ჩამრთო.-დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. -აკაკის შეყვარებულზე ამბობ? -არა მარტო.-გამიღიმა. უყოყმანოდ შევასრულე დედაჩემის ყოველი მითითება და მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად ღრუბლებში დავფრინავდი, მაინც შევძელი თავის შეკავება. ოთახში ავედი, ვიბანავე და ლამაზად გამოვეწყვე. -როგორ მინდა ლუკამ ასეთი მნახოს...-უხალისოდ ჩავილაპარაკე. დღეს საერთოდ არ შემხვედრია. არ შემიძლია. ძალიან მინდა ნახვა. უზომოდ, ტკივილამდე. მგონი ვაფრენ. სერიოზულად ვაფრენ. გამაგიჟა. როგორც იქნა, სტუმრებიც მოვიდნენ. მართალია უზომოდ მეზარებოდა ეს ოფიციალური შეხვედრები, მაგრამ რას ვიზამ, ასეთი ოჯახი მყავს. ყველაზე სასიამოვნო, ალბათ აკაკის 21 წლის შეყვარებულის, სოფის გაცნობა იყო. უზომოდ საყვარელი და განათლებული გოგოა, თან ცხოვრებაში პირველად შევედი ადამიანთან ასე ადვილად კონტაქტში. მთლიანად შეცვლილი ვარ. ძველი უკარება ნინა გაქრა, ლუკამ გააქრო, ალბათ სამუდამოდ... ჩვენი სტუმრები ნამდვილად "მაღალი წრის" წარმომადგენლები იყვნენ. დედაჩემმა პირველ რიგში ახალგაზრდა გიორგი გამაცნო. -ამ გამოწკეპილ ხალთან უნდა გავატაროთ მთელი საღამო?-აკაკის უკმაყოფილოდ გავხედე. -ხო.-ჩაეცინა.-სახე გაასწორე. -ოო, კარგი, კარგი. სუფრასთან დავსხედით. საუბარი, რა თქმა უნდა, ბიზნესით დაიწყო. იმდენად არ მაინტერესებდა ეს ყველაფერი, რომ უსაქმურობისგან წინ გაშტერებული ვიყურებოდი. ძალიან კარგად ვგრძნობდი რომ გიორგი თვალს ერთი წამითაც არ მაშორებდა და ეს იმ დონემდე მაღიზიანებდა, მინდოდა მთელი მაგიდა ამეღო და მის თავზე გადამემტვრია. არც ვიცი რატომ, უბრალოდ საოცრად არ მომეწონა ეს ბიჭი, თუმცა ასაკით აკაკის ტოლია, ამიტომ მათ საერთო ენა რატომღაც ბევრად ადვილად გამონახეს. სამწუხაროდ, რამდენიმე სიტყვის თქმამ მეც მომიწია. უცებ გიორგის მამამ მე შემომხედა. -ჭკვიანი გოგო ხარ.-გამიღიმა.-ანუ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია?-ახლა მამაჩემს გადახედა. -კი, რა თქმა უნდა, ნინაც თანახმაა. -უკაცრავად და რაზე ვარ თანახმა?-საუბარში ჩავერიე. -გიორგის ცოლობაზე.-მამაჩემმა მომღიმარი სახით გამომხედა. -ცოლობა?-იმდენად გავმწარდი, ისტერიული სიცილი ამიტყდა. -ნინა, გაჩერდი.-დედაჩემმა ჩუმად, მაგრამ მკაცრად მომმართა. -გავჩუმდე?-უფრო ხმამაღლა გავიცინე, მაგრამ მალე დავსერიოზულდი.-ჩემთვის რომ გეკითხათ აზრი ზედმეტი არ იქნებოდა, რას ფიქრობთ?-აგდებულად გადავხედე მშობლებს.-დაგტოვებთ.-მაგიდიდან წამოვდექი. თავს ძლივს ვიკავებდი. მინდოდა ყველაფერი დამელეწა. -ნინა, ზრდილობა სად დაკარგე?-დედაჩემმა უკვე ძალიან მკაცრად მომმართა. -რა? აშკარად არ მიუზრდელია. -სტუმრების უპატივცემულობაა სუფრიდან ასე წასვლა. -აჰა, და ეგ უზრდელობაა? ჩემი აზრის უპატივცემულობა და საერთოდ არ გათვალისწინება მაშინ რად ჩავთვალო?-უკვე დავიძაბე. -ნუ თავხედობ!-დედაჩემმა მიყვირა. -ვთავხედობ? აბა რას ელოდებოდი, რომ მოვიდოდი, ჩაგეხუტებოდი და თბილი, გახარებული ღიმილით გეტყოდი მადლობა საქმრო რომ მიპოგე-მეთქი? ეგეთი გაჭირვებული არ ვარ, გმადლობ. -ნინა, ნუ მაბრაზებ. ბიზნსისთვის ასეა საჭირო. -ბიზნესისთვის? ანუ ფულზე გამცვალეთ, ხო? იმის გამო რომ ორჯერ მეტი შემოსავალი გქონდეთ, მე ვიღაც ფულით გამოტენილ იდიოტს უნდა გავყვე ცოლად? -ნინა!-დედაჩემმა მიყვირა. -არანაირი ნინა. მგონი საერთოდ არ გვიჭირს. ძალიან გინდათ ყველგან და ყოველთვის მაღალ წრეში ვტრიალებდე და მხოლოდ ფულიანს მაყოლებთ. ჰაჰა, სასაცილოა. შენ და მამა ეგეთები არ მეგონეთ. შევმცდარვარ. თქვენც ფულის ღორები ხართ.-ვთქვი თუ არა ეს, დედაჩემმა ძალიან მწარედ გამარტყა. -გმადლობ.-ნაძალადევად გავუღიმე.-ახლა კი, თუ შეიძლება, დაგტოვებთ.-ოთახიდან მშვიდი და ამაყი სახით გავედი. -ნინა!-გავიგე როგორ დამიძახა აკაკიმ, თუმცა არ გავჩერებულვარ. გარეთ გავედი. ძალიან მაგრად წვიმდა. ნერვებმოშლილი, გაღიზიანებული ახლა მხოლოდ ერთადერთ ვნატრობდი, გავქცეულიყავი სტადიონისკენ და იქ ლუკა დამხვედროდა. ყველაფერს დავიკიდებდი. უკვე გასვლას ვაპირებდი, მაგრამ ვიღაცამ გამაჩერა. -ნინა, შემოდი.-აკაკი იყო. -არა. -გეყოფა, როგორ იქცევი? -როგორ ვიქცევი? საინტერესოა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი? შენც გაგიცრუე იმედები? ბოდიში.-გაღიზიანებული ვუყურებდი. -კარგი რა. -არანაირი კარგი რა. მითხარი, შენც იცოდი?-აკაკიმ არ მიპასუხა.-იცოდი-მეთქი?-ვუყრვირე. -კი.-ჩაილაპარაკა ჩუმად. -საოცარია.-მწარედ გამეცინა.-ვინ მოგცათ ჩემი ცხოვრების დაგეგმვის უფლება? შენ კი, აკაკი, პირადად უღრმესი მადლობა. ნამდვილი ძმა ხარ. -დაიკო... -მე თქვენი ოჯახის წევრი აღარ ვარ.-სადარბაზოდან გავედი. უკან არ გამომყოლია. ნაბიჯებს ნელ-ნელა ვუმატებდი. მალე მაღალქუსლიანები გავიძრე და სტადიონისკენ გიჟივით მივრბოდი. "ძალიან გთხოვ, იქ იყავი, გთხოვ, გთხოვ, გთხოვ". სტადიონთან მივირბინე და ლუკა დავინახე თუ არა დაუფიქრებლად შევვარდი. ფეხსაცმელები იქვე ბალახზე მოვისროლე და მისკენ გავექანე. -ნინ... ვერაფრის თქმას ვეღარ ვაცლიდი. უბრალოდ მივვარდი და ძალიან მაგრად ვაკოცე. მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ <3 შევეცდები არ დავიგვიანო ხოლმე <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.