შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

{ მხოლოდ დამთხვევაა } "4"


22-04-2016, 18:22
ავტორი buzgu))
ნანახია 1 327

სტივი :
ჩემი მოგონებებიდან მხოლოდ ამის გახსენება შემიძლია .. მას მერე არ ვიცი რა მოხდა . თითქოს ვიღაც ჩაძვრა ტვინში და ის ამოშალა რაც უნდოდა. არ ვიცი სად არის ახლა ის გოგო. მაგრამ ვიცი რომ მე, ნამდვილად უცხო ადგილზე ვარ. ხოო სწორად გაიგეთ . არ ვიცი სად ვიმყოფები. ალბათ ბევრი რამ დამალული იქნება კიდევ დიდხანს ან ცხოვრების ბოლომდე. ბედს უნდა შევეგუო ალბათ..
- ბატონო სტივ - ოთახშ შავებში ჩაცმული ახალგაზრდა მამკაცი შმოვიდა. რაღაც ფურცლები ეჭირა ხელში. იქ სადაც მე ვიმყოფებოდი დაცარიელებული სახლის შთაბეჭდილებას ტოვებდა. შუაში სკამი იდგა სადაც გამომეღვიძა და ჩემი წარსული გავიხსენე. ერთერთ კედელზე გრძელი ფანჯარა იყო საიდანაც მკვეთრი მზის შუქი აღწევდა. გგონიათ გაპარვა ან გადაძრომა არ ვცადეე? ცდებით! ფანჯარას გისოსები აქვს . კედლები და ჭერი თეთრია . ძალიან თეთრი. იატაკი ღია ყავისფერი . ოთახის კუთხეებში ნაპრალებია საიდანაც ულტრაიისფერი სხივები გამოსჭვივის. რა ადგილია ეს ? საგიჟეთი? მაგრამ არ მგონია . კარები შუშის იყო. მაგრამ არა გამჭვირვალე, ძალზედ დაბურული შუშის. იმ შავებში ჩაცმულმა კაცმაც სწორედ ეს კარები გააღო გასაღებით და შემოხსნა დაძახებისას.
- გისმენთ
- თქვენ ალბათ არ მიცნობთ - თქვა ღიმილით.
- რა მიხვედრილი ხართ - დამცინავად ჩავილაპარაკე.
- იციით ალბათ უკვე მეხუთე დღეა რაც ამას გეკითხებით.
- ვერ გავიგე?
- უკვე მეხუთეჯერ ხდება ერთი და იგივე სიტუაცია და ხუთჯერვე ერთი და იგივეს მპასუხობთ.
- მართლა? და ეს რამე ხუმრობაა? თუ გავგიჟდი და საგიჟეთში გამომკეტეთ? იქნებ დაკითხვაზე ვარ?
- არა , არაა სტიივ . შენ საავადმყოფოშიხარ.
- და ვერ გამარკვევთ რა მინდა აქ - ძალიან ვღიზიანდებოდი მაგრამ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი და არაფერს ვიმჩნევდი.
- დიახ რა თქმა უნდა. ოღონდ ჯერ გამომყევით. - ავდექი და უკან გავყევი. მაინც რას ნიშნავდა ეს? ნუთუ მართლა მეხუთეჯერ ვიყავი ამ სიტუაციაში? ეს მაძლევდა იმედს რომ მათგან თავს დავაღწევდი? მაინც უნდა ყოფილიყო რამე გამოსავალი. არ ჰქონდათ უფლებ...
- მოვედით - ფიქრი გამაწყვეტინა მისმა ხმამ. თავი მაღლა ავწიე და მივიხედ-მოვიხედე. სრულიად თეთრი სივრცე იყო, წყვდიადი , დასასრულს ვერ უპოვიდით. ცისფერი წერტილები ჩანდა დაბლა ალაგ-ალაგ. თავი რეალითი შოუში მეგონა. წინ წავიწიე და ცისფერ წერტილს შვეხე მაგრამ ის ზედაპირივით გლუვი აღმოჩნდა თითქოს იატაკი გამჭვირვალეა და შიგნით დევს რაღაცაო. მერე წინ გავიხედე და ჩემი თვალის გასწვრივაც დავინახე იგივე. გავიქეცი რომ მასთან მივსულიყავი. ვიფიქრე ალბათ იქ კედელია თქო. ნელნელა ახლოვდებოდა წერტილი. და მივედი კიდეც ახლოს . ხელი შევახე თუ არა უჩვეულოდ ცივი მეჩვენა. იქ არც კედელი იყო და არც არაფერი , მხოლოდ ჰაერში უძრავად მდგომი ცისფერი ბურთულა." წარმოუდგენელია - ვფიქრობდი - ეს როგორ შეიძლება , ყველანაირი ფიზიკის კანონი ირღვევა." ისე იყო ბურთულა ჰაერში უძრავად გაჩერებული , თითქოს თოვლი მოდიოდა და უეცრად ყველაფერი გაჩერდა , გაიყინა , ბურთულა კი ჰაერში დარჩაო. მაგრამ ეს მხოლოდ ფილმებში თმქონდა ნანახი.
- სტიივ! - მომესმა ქალის ხმა. - სტიივ , სტიივ გესმის ჩემი? - მინდოდა მეთქვა კიი მესმის მაგრამ პირს ვერ ვხსნიდი , ვერ ვლაპარაკობდი , თითქოს პირის გაღების უნარი დავკარგე. - სტივ მისმინე , ახლა მოვალ და უნდა წამომყვე. კარგი? სტიივ , მოვდივარ სტიივ ... - ისე მეუბნებოდა ვიღაც თითქოს რაღაც საშინელება დამმართვოდა და ჩემს გამოფხიზლებას ცდილობდა. უკუთვლა დაიწყო. - ათი , ცხრა , რვა - რაც უფრო დაბლა ჩამოდიოდა ხმა მით უფრო ძლიერდებოდა , თავი მტკივდებოდა და წინ ვიღაცის ლანდი მეჩვენებოდა. - შვიდი , ექვსი - ნელ-ნელა იკვეთებოდა ლანდი , ქალი იყო , მინდოდა მეთხოვა , მუხლის ჩოქებზე დავმდგარიყავი და მეთქვა რომ უკუთვლა შეეწყვიტა. საშინლად მტკივდებოდა თავი .. თითქოს ნერვები მეწიწკნებოდა და რაღაც შინაგანი ტკივილი მკლავდა - ხუთი , ოთხი - შინაგანად ვყვიროდი " ააააააააააააააააააააააააა ... გთხოოოვთ გეყოფაათ " - ვფიქრობდი და მინდოდა გამომეხატა იგივე მაგრამ არ შემეძლო , ვერ ვმოძრაობდი ჩემსნებაზე , ვერ ვლაპარაკობდი , მხოლოდ ფეხზე ვიდექი ისიც ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ. შინაგანად ვიკრუნჩხებოდი. ტირილი მინდოდა , ვბრაზდებოდი .. საშინლად მტკიოდა ყველაფერი .. სულს მაცლიდნენ თითქოს , თითქოს მაბრმავებდნენ და თვალის ჩინს მართმევდნენ - სამი - ნელი ნაბიჯით მოიწევდა წინ ქალი რომელსაც გაბადრულ სახეზე ღიმილი გადაჰკვროდა . ამ ქალის სახეზე ღიმილი იყო, თითქოს ჩემი ცუდად ყოფნა უხაროდა , ან საერთოდ არ იცოდა მე რას ვგრძნობდი , ერთი ნაბიჯიც გადმოდგა და მისი გაღიმებული სახე უკვე საშინლად დაღონებულ სახედ მეჩვენებოდა .. ორივე ერთად იყო . ნუთუ გავგიჟდიი? რას მიშვრებოდა ეს ქალი ჩემი ტანჯვა უხაროდაა? - ორი - ღმერთო არა .. ქალს სახეზე გაბრაზება გამოეხატა , თითქოს რაღაც ცუდი გამეკეთებინა მისთვის და მოსაკლავად მოდიოდა. "რა გინდაა??" მინდოდა მეყვირა მაგრამ ვერ ვახერხებდი . გაუნძრევლად ვიდექი და ველოდებოდი. - ერთი - და ბოლომდე მომიახლოვდა . ახლა სახე უემოციო ჰქონდა, თვალები ცისფერი , ღაწვები წითლებული , სისხლი უდუღდა. მეცნო ეს თვალები. მათში ჩავიკარგე. უამრავი ემოცია დამეუფლა . რას წარმოადგენდა ეს ქალი ჩემთვის? რას ნიშნავდა ეს გრძნობები? კითხვებზე პასუხს ვინ გამცემდა? უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში ,იმდენი რომ თავის ტკივილიც დამავიწყდა არადა ეს ტკივილი ყველაზემეტად მკლავდა. შიგნიდან რაღაც მღრღნიდა. უცბად ქალმა ხელები ასწია და ჩემს მკერდთან მოიტანა და ხელი მკრა. მეგონა ძვრას ვერ მიზამდა , რადგან ამდენი წვალების შემდეგ უბრალოდ სახის გამომეტყველება ვერშევცვალე ჩემს სხეულზე, მას რა შეეძლო? მაგრამ პირიქით მოხდა .. ძირს დავარდნის ნაცვლად შავ სამყაროში ცავიკარგე. გადავარდი , უსასრულობაში ჩავვარდი. თავი მოგონებებში მეგონა. ტკივილი მკლავდა და თან შიშმიპყრობდა. წყვდიადის მეშინოდა, იმ წყვდიადის რომლის ვერც ფერს გაარჩევ, ვერც იმას ბნელა თუ ნათელია , ვერც იმას ცივა თუ ცხელა. იქ სადაც არავინ არ არსებობს შენს გარდა. ეს ჩემი მოგონებები და ჩმი ფიქრებია, ჩემი ოცნებაა, ჩემი წარმოსახვა და ფანტაზიაა. უდიდეს ტკივილს მაყენებს ჩემი ეს შავბნელი მხარე. უეცრად გამომეღვიძა და პირველი რაც დავინახე დიდი სინათლე იყო. ბუნდოვნად ვხედავდი , მაგრამ მალევე გამისწორდა მხედველობა, თითქოს ფოტო-აპარატს ფოკუსი გაუსწორესო. დიდი , ძველი "ლუსტრა" დავინახე ჭერზე.. (როგორც მას ჯონი დაარქმევდა) "საიდან გამახსენდა ჯონი?" - ვეკითხებოდი ჩემს თავს და ვიღიმოდი , მეცინებოდა. ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი, ვერც შიშს, წყვდიადის შეგრძნებაც აღარ მქონდა. უკან გადაგდებული თავი წამოვწიე და ირგვლივ მიმოვიხედე. წინ ის ქალი მედგა ცოტა ხნის წინ რომ ხელი მკრა. გვერდზე სკამზე ჯონი იჯდა. ოთახში ვიჯექი. ძველ ყაიდაზე იყო მოწყობილი. ძველი შპალერი ეკრა ჭერზეც და კედლებზეც. წინ ძველებური ჩუქურთმებიანი ძველი მაგიდა მედგა . იქეთ სადაც ჯონი იჯდა ძველი დივანი და სავარძლებიც შეინიშნებოდა. მე ერთერთ რბილ სავარძელში ვიჯექი და ძალიან მსიამოვნებდა. კისერი ისე მტკიოდა თითქოს წლებია თავი არ ამიწევიაო.
- როგორ ხარ მოქცეულო - სიცილით მკითხა ქალმა და ჯონის დაუძახა - ჯოონ გაიღვიძე გონს მოვიდა..
სრულ გაურკვევლობაში ჩავვარდი რამაც ისევ გამახსენა წყვდიადი.
.........................................................................................................
მნამ.. მნამ.. მნამ.. :D



№1  offline წევრი maninjamiski

არ ველოდი belay კარგიაგააგრძელე love

 


№2  offline წევრი buzgu))

maninjamiski
არ ველოდი belay კარგიაგააგრძელე love

love საყვარელო wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent