შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიზოფრენია სულში მაქვს გამჯდარი


23-01-2016, 14:00
ავტორი Anna)))
ნანახია 2 568

კედლები თეთრია, ჭერია დაბალი,
ვეხები ტერფებით დალეწილ იატაკს,
კუთხეში სკამი დგას, ხის კუბოს მაგვარი,
მარცხნიდან სატანა სიკვდილზე მიამბობს.
მაცვია შილიფად ,თმები მაქვს გაშლილი,
თვალებით დავეძებ გასაქცევს საკნიდან,
ვიღიმი საეჭვოდ - ფიასკოგანცდილი,
დასრულდა! სიცოცხლე წამითაც არ მინდა.
ვენებზე მატყვია სტოფებად შრამები,
შრამები ძველი ცოდვების ბრალია,
ცოდვების, რომლებშიც ათასჯერ გავები
და დავიწყებაც ყველაფრის- მწარეა.
სისხლისფერს იფერებს თვალების გუგები,
წამწამებდახრილი ვტირი და ვყვირივარ,
ბოლოს კი დაღლილი უეცრად ვჩუმდები
და ისევ საკუთარ სისუსტეს ვჩივივარ.
კედლები თეთრია, ჭერია დაბალი,
ნერვები აღარ მაქვს დავწყო თავიდან ,
შიზოფრენია სულში მაქვს გამჯდარი
და მეტი ტკივილის მოთმენა არ მინდა.
დავკარგე მადა და ვერ მშველის არაყიც,
დავტოვე ყველა და დავრჩი სულ მარტო,
ამ დედამო**ნულ ცხოვრების დანაკლისს,
ვეღარ შევავსებ ვერაფრით, ვეტყობ .
კედლები თეთრია, ჭერია დაბალი,
მაცვია შილიფად ,თმები მაქვს გაშლილი,
მოუხდა ამ ჭერს მიბმული ბაწარი,
ვიღიმი საეჭვოდ -ფიასკოგანცდილი.
კუთხეში სკამი დგას ,შავ კუბოს მაგვარი,
ვდგები და სიჩუმემ სხეული მოიცვა,
ახლა ეს ყულფია ყველაფრის წამალი,
მსურს პოეტურად თავი რომ მოვიკლა.
კედლები თეთრია ,ჭერია დაბალი,
ვოცნებობ დასრულდეს მალე ეს დრამა,
რადგან სხვა საშველი ამ წუთას არ არის
და ბოლო ჩასუნთქვა... დასრულდა! კმარა!
ანა ზეიკიძე
დილის 6საათზე და-ჯღაბნილი



№1  offline მოდერი Eleniko13

შენი ჩანაჟღაბნები ,
სულში მაქვს გამჯდარი .
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline წევრი Anna)))

Eleniko13
შენი ჩანაჟღაბნები ,
სულში მაქვს გამჯდარი .

რამხელა კომპლიმენტია... love დიდი მადლობა
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline წევრი Deucex

ძალიან მაგარი ლექსია თითულმა სიტყვამ მიაღჭია წ....ბამდე და ამივსო დანაკლისი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent