შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კარამელივით ტკბილი –1–


22-04-2016, 19:03
ავტორი sopiko
ნანახია 2 774

[თავი 1]
რა არის ტკბილი?
ის, რაც სასიამოვნო გემოს გვიტოვებს პირში ხომ? თავდაპირველად ენას რომ გისუსხავს, მერე ნაზად გელამუნება და ბოლოს გატკბობს?
ყველასთვის სხვადასხვა რამაა ტკბილი... ზოგისთვის მეგობარი, ზოგისთვის დედა, ზოგისთვის ტკივილი, ზოგისთვის კი უბრალოდ... კარამელი!
დიახ, სწორად გამოიცანით... მე ამ უკანასკნელ კატეგორიას მივეკუთვნები!
როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანს ყველასა და ყველაფერზე მეტად კარამელიო, გაგიჩნდებათ კითხვა, მაგრამ ეს ხომ სიყვარული არ არის! ეს სიტკბოა, ჰარმონიაა, უსასრულობაა... ეს სიყვარულზე მეტია! კარამელი ის წერტილია, რომელიც ერთი, შეუმჩნეველი ნაწილაკია ყოველი არსების... შეიძლება მას სულ სხვანაირი სახით ვხედავთ, მაგრამ სინამდვილეში კარამელი კარამელია! კარამელი კი ხელშეუხებელი, ფაქიზი, მოსაფრთხილებელი რაღაცაა! თქვენ არ იცით, როგორ მიჭირს, როცა კარამელს რაღაცათი მოვიხსენიებ... მისთვის ბოდიშიც კი მაქვს მოსახდელი ამ ღალატის გამო, მაგრამ ის, რაც სიტყვით არ ითქმის, როგორმე უნდა წარმოვთქვათ, ხომ ასეა?
კარამელისტი გოგო სად იმუშავებს, ალბათ მიხვდით, არა? სხვაგან სად, თუ არა იმ ქარხანაში, სადაც კარამელს აწარმოებენ... ოჰ, რა საოცარი შეგრძნებაა, როცა მილის თხელი პირიდან მოყავისფრო ფერის კარამელი გადმოედინება... იწელება... მოლეკულები დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით... და ბოლოს კარამელის სქელი ფენა უზარმაზარ რეზერვუარებში იტუმბება...
მეორე კაბინაში უკვე კარამელის კამფეტებს ამზადებენ... მესამეში შოკოლადში შიგთავსად ასხამენ... მეოთხეში სხვადასხვა მაღაზიათა ქსელებიდან და პროდუქციებიდან გვიკავშირდებიან... ოპერატორის ფუნქციას გოგონები ვინაწილებთ. გვიყვარს აქეთ–იქით პროწიალი და ტელეფონის ზარებისთვის პასუხი.
კარამელის ქარხანაში მართლა კარამელუშკა თანამშრომლები ვართ. ერთმანეთის მიმართ პატივისცემით და სიყვარულით განმსჭვალულები, თბილები, ღიმილებად წოდებულნი. კოლეგიალობა და მეგობრობა არ გვეშლება. მოკლედ იდეალური ჯგუფი ვართ! ჯგუფი იმიტომ, რომ ეს ქარხანა არც ისე დიდია, რადგან კიდევ რამდენიმე ფილიალი არსებობს.
დღესაც ძალიან ლამაზი და ტკბილი დღეა. სამსახურში ღიმილით შევდივარ და შემხვედრ თანამშრომლებს ვესალმები. როგორც ყოველთვის ქარხანაში ჟივილ–ხივილია. დასასრულს ყველა ჩავწყნარდებით ხოლმე, რადგან ენერგია გვეცლება და ვიღლებით, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ დროა...
–ოჰ, თამარ ჰანიმი მოსულა!–ხელს მიქნევს ჯეკო, რომელიც თავის ხელსაწყოს დასტრიალებს.
–ჯეკო ბეიც აქ ბრძანდება!–ხალისით ვწევ ხელს მაღლა მეც.
რატომ ჰანიმი და რატომ ბეი? ეს არც ისე ძნელი გამოსაცნობია! მეც და ჯეკოც მეტად მუქი კანის ვართ... ნუ, ახლა მთლად შავკანიანიც ნუ გეგონებით, მაგრამ გაფითქინებულ ლელისთან და ნინისთან შედარებით შეიძლება კიდეც ასე ჩავთვალოთ. ვინაიდან და რადგანაც თურქები გამორჩეულნი არიან მუქი ფერით, აქაც არ ვგულისხმობ შოკოლადისფერ კანს, ჩვენც მათგან გადმოვიღეთ ბატონის და ქალბატონის შესატყვისები. შოკოლადს არა, მაგრამ კარამელს ნამდვილად შევეფერებით... ჩვენ სამნი ერთად რომ დაგვაყენოთ, ვერ გაიგებთ რომელი რომელია...
–თამარა კვლავ ფორმაშია? აბა, როგორი ღამე გაატარა გუშინ?–თვალებს მიპაჭუნებს ლელი, თითქოს ჩემი გუშინდელი ღამე სხვებისგან რამით გამორჩეული იყოს.
–საოცარი ღამე იყო! განსაკუთრებული! და იცი რატომ? ბალიში კარადისკენ დავიდე და არა ტუმბოსკენ.–მოსწრებულად ვპასუხობ, ხელიდან ჩანთას ვართმევ და მილებისგან და ხელსაწყოებისგან შექმნილ ლაბირინთებში დავრბივარ.
ბოლოს ლელი მეცოდება და ვჩერდები. ის აქოშინებული მართმევს ჩანთას და ლოყას მიწელავს. არა, არავინ უნდა შეიცოდო ამ ქვეყანაზე, თორემ უმადურებს რა დალევს...
–როგორი მუხტით ხართ დამუხტულნი, ქვეყნის მხსნელებო?–ტაშის დაკვრით შემოდის მთავარ დარბაზში, თუ ჰქვია საერთოდ დარბაზი, ჩვენი უფროსი, გივი. ისიც კარამელუკაა! ყველანი ერთხმად ვაძლევთ ბანს, რომ მზად ვართ კაცობრიობის ხსნისთვის და ამის შემდეგ ხელს არაფერი გვიშლის იმაში, რომ საქმეს შევუდგეთ.
მაშ, ასე! კარამელებო, მთელი გულით თქვენს განკარგულებაში!

კარამელს თვალს არ ვაშორებ და ტუჩებს ვილოკავ. ნეტავ, არ შეიძლება, აქ რომ თითი ჩავყო და მერე გავლოკო? მერე ისევ რომ ჩავყო და მერე ისევ რომ გავლოკო? ეჰ, ალბათ არ შეიძლება... ესეც ყოველდღიური ტანჯვა! ხელი მილისკენ მიმაქვს, მაგრამ მყის უკან ვწევ... თვალებს ვხუჭავ და ვღიღინებ, ვითომ საერთოდ არ მაინტერესებდეს ის, რომ ჩემს გვერდით კარამელის მდინარე მოედინება...
მოულოდნელად ტელეფონის ზარის ხმა მესმის და ოპერატორის პოსტისკენ მივიჩქარი. ყურმელს ხელში ვიტაცებ და გულში მეორე მხარეს მყოფს მადლობას ვუხდი, ცდუნების დაძლევაში რომ დამეხმარა.
–კარამელის ქარხანა ''სიტკბოება თქვენთვის'' გისმენთ!–ჩავძახი ყურმელში და მოკლე თმას ვიქექ.
–''სიტკბოება თქვენთვის''? მე აქ არ დამირეკავს...–ხავერდოვანი, თბილი ხმა გააზრებასაც ვერ ვასწრებ, ისე მითბობს გულს.
–მაშინ სხვაგან მოხვდით.–მხრებს ვიჩეჩ და ყურმილის დადებას ვაპირებ, უცნობის სიტყვები რომ მიშლის ხელს ჩანაფიქრის განხორციელებაში.
–სხვაგან კი არა, ზუსტად იქ მოვხვდი, სადაც უნდა მოვხვედრილიყავი.–ხალისინად ხითხითებს ''ის''.–მე კარამელთან ვრეკავ!
–თვით კარამელთან?–ვხვდები, რომ მთლად ნორმალურთან არ მაქვს საქმე და საქმიან ტონს დამცინავით ვცვლი.
–დიახ, თვით შენთან!
–და ვინ გითხრათ, რომ მე კარამელი ვარ?–მაკვირვებს მისი მტკიცე და შეუპოვარი საუბარი.
–არავინ.
–მაშ, რა გნებავთ?–უკვე გაბრაზება მერევა. ვერ ვიტან გაურკვევლობებს!
–უბრალოდ შენთან ლაპარაკი. ნუთუ რამეს ვაშავებ?–ისე მეკითხება, რომ ჩხუბის გაგრძელებას ვეღარ ვახერხებ.
–თქვენ არ ლაპარაკობთ, მხოლოდ მიწვევთ.–თავს ამით ვიმართლებ და ნიკაპს ხელს ვაყრდნობ, რადგან საუბრის მალე დასრულების პერსპექტივას ვერ ვხედავ.
–შენ არ იცი, მე როგორ მიწვევ... არამარტო შენ... შენი ლურჯი თვალები, თხელი, ფაქიზი კანი, შენი თმის სურნელი...
–უკაცრავად! მგონი თქვენ მთვრალი ხართ...–ძლივს ვიღებ ხმას მოსმენილის გამო. ვინ არის, ჩემთვის ამგვარი სიტყვების თქმას რომ ბედავს? ბარემ მითხრას, ღამით, ამა და ამ საათზე, ამა და ამ სასტუმროშიო!
–დარწმუნებით ჩემს მდგომარეობას მაშინ ვერ განვსაზღვრავ, როცა შენ გელაპარაკები...–ყოყმანით მპასუხობს უცნობი.
–ხოდა მაშინ მე თქვენთან ლაპარაკს შევწყვეტ და ამის შემდეგ აზროვნება აღარ გაგიჭირდებათ.–მოკლედ ვუჭრი და ყურმილს აპარატზე ვახეთქებ.
ფანტაზიორი! მოინდომა ჩემი თმა, თვალები და კანი... ისემც იმას, რომ მე ჩემს კანზე მივიკარო... ჯანდაბა, უკვე ამირია გონება! ახლა მთელი დღე მასზე უნდა ვიფიქრო... რა გინდა, კარგი გზა შეარჩია ჩემს საცდუნებლად და ასაცუნდრუკებლად... კარგი კი არა, ძალიან კარგი, ძალიანზე ძალიანაც კი!
–თამარა, ავზი აივსო, აპარატი გამორთე!–ყვირის ჯეკო და თან ხელებს მიქნევს.
აი, ხომ ვამბობდი! კარამელი უკვე რამდენი ხანია მოდის და მოდის... ახლა რომ გადმოვიდეს, მომკლავენ! ორი ნახტომით ვჩნდები ავზთან და აპარატს ვრთავ. შუბლიდან ცივ ოფლს ვიწმენდ და სკამზე ვჯდები.
ისე, კარამელი რომ გადმოსულიყო, მერე ხომ მაინც მომცემდნენ იატაკის ენის ალოკვით ნებას? იქნებ იმ უცნობსაც ეს უნდოდა, მე კი მის კეთილ ზრახვას ხელი შევუშალე?!

ლელიმ დაბადების დღეზე მივდივარო და გივის დაეთხოვა. ჯეკოს კი ბაღიდან უნდა წამოეყვანა შვილი და მე ვეღარ დამელოდა. საქმის დასასრულს ხელებიდან ხელთათმანებს ვიძრობ და თმის სარჭებსაც ვიხსნი. გასახდელში უნიფორმის გასახდელად შევდივარ და თან სარკეში ჩემს ორეულს ვავლებ თვალს. ლამაზი ვარ? ჰმ... რაც უცნობმა თქვა, გაზვიადებულია, რადგან ისეთი არაფრის პატრონი არ ვარ. ერთადერთი, რაც ჩემს გარეგნობაში გამორჩეულად მეტყველი და მიმზიდველია, თვალებია. ცასავით ლურჯი, დიდრონი და გამჭვირვალე. მხოლოდ ამით შეიძლება გავამართლო ის უცნაური მამაკაცი, თუმცა ჩემი გამართლება ვის რაში უნდა...
გასახდელს ვტოვებ. ქარხანაში შემორჩენილ თანამშრომლებს ვემშვიდობები და თხელი სვიტერის და მუხლებამდე ქვედაბოლოს ამარა ქუჩაში გავდივარ. გაჩერება ამ ადგილიდან ცოტა მოშორებითაა, ამიტომ არც ისე ხალხმრავალი ადგილის გავლა მიწევს. შესაძლებელია ერთი ადამიანიც ვერ დაინახო მაშინ, როცა ღამეა, მაგრამ სულ რამდენიმე წუთის საქმე რა სალაპარაკოა.
მძიმე ნაბიჯების ხმა უკან მახედებს. არანაირი შიში, უბრალოდ ასეთი ჩვევა მაქვს. ვხედავ, როგორ უხვევს ვიღაც ჩიხში. მოიცა, მე დამემალა? კი, მაგრამ რატომ? საკუთარ ფეხებს ზემოდან დავყურებ... არაფერი საშიში და ამაზრზენი მე არ მჭირს, მაგრამ... იქნებ... იქნებ მას აწუხებს რამე?
ცნობისმოყვარეობა ნაბიჯის საპირისპირო მხარეს გადადგმის ნებას არ მაძლევს და მეც თვალებმოჭუტული მივიწევ იმ შესახვევისკენ, სადაც ბოლოჯერ დავინახე დაცემული ჩრდილი. ტანში სიცივე მივლის და ძაგძაგს ვიწყებ. ორი მეტრის დაშორებით არ მციოდა და ახლა რა დამემართა? გასაგებია! რაც არ უნდა უშიშარი ვიყო, ცოტათი მაინც მეშინია...
–მოხარული ვარ, რომ მესტუმრე, კარამელო! მე_მასპინძელი, შენ_სტუმარი... მე კი ყველაფერს პირიქით ვგეგმავდი... მსგავს ბედნიერებაზე ოცნებაც ვერ გამებედა.–უდარდელი შეძახილი სულ ახლოს ისმის.
ეს ხმა ჩემთვის ნაცნობია... ჯერ კიდევ ორი საათის წინ მას ველაპარაკე... შეუძლებელია მეშლებოდეს... ის მამაკაცია, სწორედ ის!
–თქვენ ანკესს დილით არ წამოვეგე და ახლა უკანაც ამედევნეთ? ვინ ბრძანდებით? ჩემგან რა გინდათ?–მის სილუეტს ასე თუ ისე ვარჩევ, მაგრამ უკუნ სიბნელეში სახის ამოცნობა როგორ უნდა შევძლო.
–არც არაფერი.
–განა რას ელით ჩემგან? ან ჩემი სტუმრობისგან, ან ჩემი მასპინძლობისგან?–თვალებს ვაკვესებ, თუმცა არა მგონია მან ამ უკუნში ეს გაარჩიოს.
–მე უკვე გითხარი... მინდა კარამელს გემო გავუგო.–ისე უბრალოდ მპასუხობს, თითქოს ამ სიტყვებში შემაძრწუნებელი არაფერი იყოს.
–თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არაფერია?–თქვენობით ფორმას მიუხედავად სიცხარისა არ ვცდები. მეტიც არ მინდა მერე უფრო გათამამდეს და პირდაპირ გემოს გაგებაზე გადავიდეს.
–დაახლოებით როგორ გაქვთ გათვლილი, რამდენ დღეში ან თუნდაც თვეში შეძლებთ პირის ჩატკბარუნებას?–ცინიკურად ვეკითხები და ყელში გაჩხერილ კივილს უკან ვაბრუნებ.
–ეს მართლაც საინტერესო კითხვაა. პირის ჩატკბარუნება ისეთი რამაა, რომ რაც მალე, მით უკეთესი.–გულგრილად ამბობს და თუ არ მეჩვენება, ნიკაპზე ხელს ისმევს.–თქვენ როგორ მირჩევთ, ერთხელ პირის ჩატკბარუნებით დავკმაყოფილდე და ეს ახლავე გავაკეთო, რამდენიმე დღით ჩემი გეგმები გადავდო და ეს მაშინ გავაკეთო, თუ ეს ახლავე გავაკეთო და უკანასკნელიც არ ერქვას?
–ჩემი რჩევა იქნება, რომ ახლავე კარგად მიბეგვოთ საკუთარი თავი, ასეთ თავხედურ თემაზე რომ მელაპარაკებით!–შეურაცხყოფისგან დარწმუნებული ვარ უკვე ძარღვები მეტყობა, თვალის თეთრი გარსი კი ჩაწითლებული მექნება.
–რაღაც შენი რჩევა არ მომწონს... მოდი, შენს მაგივრად გადაწყვეტილების მიღებაში საკუთარ თავს მე დავეხმარები. სამ ივლისს გაქვს დაბადების დღე და მეც მესამეს ავირჩევ.–გადაჭრით აცხადებს მამაკაცი.
–მოიცა, შენ საიდან იცი, როდის მაქვს დაბადების დღე... ან მესამე რა იყ...
კითხვის ბოლომდე დასმა განა შესაძლებელია მაშინ, როდესაც უცნობი თავის სხეულზე მიკრავს და ტუჩებზე მეწაფება... მკერდზე გამეტებით ვურტყამ მუშტებს და თან რაღაცას ვღმუი, თუმცა ის მეთოდებს ცვლის და კოცნის შემდგომ ეტაპზე მასში მთელ სინაზეს აქსოვს... ამ გარდამავალ წამს ისე ვლღვები, როგორც სანთელი და ჩაკეცვამდე არაფერი მიკლია. ამ ყველაფერთან ერთად კიდურებიც მიდუნდება და რაღა თქმა უნდა ცემა–ტყეპისთვის აღარ მცხელა, მაგრამ ამასთან ერთად ჩემი ბაგეებიც ისეთი მოუქნელები აღმოჩნდნენ, აქამდე წარმოდგენაც რომ აქ მქონდა... ერთმანეთს მიეწებნენ და ''დადუმდნენ''...
''ცოტა გაინძერით!''–მინდა ვუჯიკო მათ, რადგან ისეთი სათუთია მამაკაცის ყოველი შეხება, რომ საბოლოოდ დადნობას ალბათ ვერ გადავურჩები...
''რას ნიშნავს სათუთია? სად დაკარგე ღირსება, თამარა?''–მუშტები თუა, მუშტები იყოსო და მეორე მე ისეთებს მაყრის, სხვა გზა არ მრჩება... უცნობს ქვედა ტუჩზე კბილებს ვარჭობ და მუხლის მუცელში დარტყმით ვაგდებ უკან.
–კარამელი კი არა, პილპილი უნდა იყო...–მწარედ ეცინება მას.–ხოდა ახლა შენი დამსახურებით მშვიდობით იქამდე, სანამ ჩალურჯებული ტუჩი მომირჩება!
გვერდით ჩავლისას თავზე მკოცნის და არეული ნაბიჯებით გადის ჩიხიდან.
უჰ, მასპინძლობა ცოდნია, მტრისას!
არ იცის, რომ სტუმარი მარტო არ უნდა დატოვოს?! ...თუმცა გამასპინძლების წესს ვერ დავუწუნებ... რა ვქნა, ასეა!

რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ათასჯერ გადაპლომბილი კბილები ასეთ ჯანზე იქნებოდნენ... უცნობი კარამელისტი იმ დღის შემდეგ არც მირეკავს, არც მხვდება და აქედან გამომდინარე არც მკოცნის... ჯერ მარტო ის საბედისწერო ზარი იყო იმის მიზეზი, რომ ჩემი ფიქრების ეპიცენტრში უსახელო პერსონა იმყოფებოდა, თუმცა მთავარი ადგილი მაინც ამბორს ეკავა, რომლის გახსენებისასაც მკლავები მიბუსუსდებოდა და გადამეტებული სიმხურვალისგან მაკანკალებდა.
მაინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა ჩემს მიერ ''დამუშავებული'' ტუჩი, მაგრამ როგორც ჩანს უცნობმაც იცოდა, ეს მე რომ მაინტერესებდა და ამიტომ არ ჩქარობდა ჩემთან შეხვედრას.
კვირა დილას მაცივარი დაცარიელებული მხვდება. ზუსტად იგივე მდგომარეობაში არის ჩემი საფულეც, რადგან ხელფასი გუშინ დამერიცხა ანგარიშზე და ჯერ არ გამინაღდებია. ყველაზე ახლოს მდებარე ბანკიდან თანხა გამომაქვს და აბღავლებული კუჭი რომ დავაკმაყოფილო, იქვე კაფეში შევდივარ სასაუზმოდ.
ოფიციანტს ყავას, ქათმის სალათს და ლიმონის ნამცხვარს ვუკვეთ და კრემისფერ მოსაცმელს სკამის ზურგზე ვკიდებ. ის_ის არის, მობილურის მის უბეში ჩადებას ვაპირებ, რომ ნივთი ჩემს ხელში იწყებს ბჟუილს.
აღების ღილაკს თითს ვაჭერ და ზუსტად ამ წუთებში მიდებს ყავის ფინჯანს ოფიციანტი მრგვალ მაგიდაზე.
–გმადლობთ!–თავს ღიმილით ვუქნევ მას და მობილური ყურთან მიმაქვს.
–მესმის, რატომაც მიხდი მადლობას. მე ხომ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გადმოგცე.–უცნობი კარამელისტი უკვე მეორედ იჭრება ჩემს ყოველდღიურობაში.
სახეზე ღიმილი მირბენს. კმაყოფილებისგან ლამისაა ვიმღერო, თუმცა ამას ასე პირდაპირ ხომ არ ვეტყვი მამაკაცს. ხმის შესაცვლელად და სიხარულის დასაფარად ვახველებ და პასუხის გასაცემად ვემზადები.
–ეს თქვენ ხართ? ნეტავ, რა ინფორმაცია უნდა მომაწოდოთ ისეთი, თქვენი ზარით მონიჭებული გაბრაზება რომ გადაწონოს?–უკმეხად ვპასუხობ და ხელსახოცს ხელით აღელვებული ვჭმუჭნი.
–ისევ ცუდ ხასიათზე ხარ? მე თუ არ დამიჯერებ, უფრო ცუდ ხასიათზე იქნები, თუ, რა თქმა უნდა, მარილიანი ყავა არ გიყვარს.–მშვიდად აყოლებს კითხვას ''მნიშვნელოვან'' ინფორმაციას ის.
–რა? მარილიანი ყავა? თქვენ...–ანაზდად ოფიციანტს ვუქნევ ხელს, მაგრამ ის სამზარეულოშია შესული.–ეს თქვენი ნამოქმედარია ხომ? რისთვის? რატომ იქცევით ასე?
–ჩვენი ბოლო შეხვედრისას გითხარი, რომ კარამელი კი არა, პილპილი ხარ_მეთქი. ამ წუთას პილპილი ვერ ვიპოვე და ის მარილით ჩავანაცვლე.–მიხსნის უცნობი.
–მართლა? გმადლობთ გაფრთხილებისთვის. დიდად მადლობელი ვარ.–გამწარებული ჩავძახი ტელეფონს და ვთიშავ.
–მარტო კოცნა და სიტყვით კარამელობა ხომ არ არის, რა თავხედობაა!–კოპეპშეკრული ვაჩერდები უდანაშაულო ნივთს, თავს ვწევ და სარდაფის კიბესთან, რომელშიც აქაურობის მფლობელები საკვებ მარაგს ინახავენ, ვიღაცის ზურგს ვხედავ. სილუეტი უმალ ეფარება თვალს და თუ ჩემს ინტუიციას დაეჯერება, მეც იმ სარდაფში უნდა ჩავიდე.
გული მიგრძნობს, რომ ამ ზარსა და სარდაფში ჩასულ პიროვნებას რაღაც საერთო აქვთ. ოფიციანტი შეკვეთის ჩაწერითაა გართული და მეც ვახერხებ კიბეების ჩარბენას. ქურდული ნაბიჯებით შევდივარ ბნელ, ნესტიან ოთახში და კედლებზე ხელებს ვაფათურებ, რათა შუქის ასანთები ვიპოვო.
მბჟუტავ სინათლეს ვხედავ და სუნთქვაშეკრული მივემართები მისი მიმართულებით. სინათლისთვის თითის შესახებად ხელს ვმართავ და... ადამიანის სხეულს ვეხები.
–აა...–ჩემი წივილის ხმას ძლიერი ხელის მტევანი ახშობს.
კედელზე აკრული ხელ–ფეხს ვიქნევ, მაგრამ თავის დასახსნელად ძალა არ მყოფნის.
–დამშვიდდი, პილპილო!–''მისი'' თბილი ხმის გაგონებაზე ფართხალს მომენტალურად ვწყვეტ და მამაკაცის ხელიც მშორდება.
–ეს განგებ გააკეთე! ჩამომიტყუე!–კბილებში ვცრი და იმ თვალებში მივჩერებივარ, რომლებიც სანთებელის შუქს ირეკლავენ.
უცნობმა იცის, რომ მე მის დასანახად ყველაფერს მოვიმოქმედებ და სწრაფად აქრობს სანთებელას.
–მე არა, ამან შემოგიტყუა.–თავს ამით იმართლებს და სახეს ახლოს მიტანს. ამას ჩემს ტუჩებზე მოფენილი ცხელი ჰაერიდან გამომდინარე ვადგენ.
–შენი სულელური მიზეზები არაფერში მჭირდება! ვერ ვიტან, როცა რაღაცას ვერ ვხვდები... მითხარი ვინ ხარ და რამ მოგაფიქრა ეს გეგმა ჩემს გასაბრუებლად!–სხვა მხარეს ვიხედები და გასასვლელისკენ ოდნავ ვიწევი.
–გაქცევა არც სცადო! შენ ჩემი სტუმარი ხარ და როცა მე გეტყვი, მაშინ წახვალ.–ჩემი ფიქრების ამოცნობა არ უჭირს მას.
–რა გინდა?
–საჩუქარი უნდა გადმოგცე.–ხელში რაღაცას ათამაშებს უცნობი.–გამომართვი!
ხელის გულზე ცივ ნივთს მიდებს, ცხვირის წვერზე თითს მკრავს და კიბეებზე რამდენიმე საფეხურზე გადახტომით ადის.
–როგორც ყოველთვის პირველი ის მტოვებს!–ბუზღუნით ავდივარ მაღლა და ხელში ჩადებულ საჩუქარს სინათლეზე ვნახულობ.
სატყუარა! სანთებელა, რომელიც მან ჩემს მისატყუებლად გამოიყენა...

^^^
ვიფიქრე, ვიფიქრე და ბოლოს იმდენი ვიფიქრე, რომ მაინც დავბრუნდი! {ერთდღიანი წასვლაც ხომ წასვლაა...}
ეს ისტორია სხვებისგან განსხვავებით შედგება მხოლოდ ორი თავისგან და იმედი მაქვს მოგეწონებათ ამგვარი კარამელი... თამარასა და უცნობის კარამელი...
მგონი იმას თქმა არ სჭირდება, რომ უკვე მომენატრეთ! ასე მალ-მალე რომ მენატრებით, რითი ვუწამლო ამას?
ველი, ველი შეფასებებს! ძალიან მაინტერესებს მოიხიბლებით თუ არა ამ კარამელისებური ჟანრით...
უყვარხართ სოფიკოს! {ჩემს ერთ-ერთ მკითხველს მოსწონს, როცა სოფიკოთი ვიხსენიებ თავს... მე_ზოგისთვის სოფი, ზოგისთვის სოფაჩკა, ზოგისთვის სოფოჩკა! ისე, სოფოთი რატომ არავინ მომმართავთ?}



№1  offline წევრი cisa

cotaxniit tamaras mtavari personajis adgilze warmovidgiine tavi da mivxvdi ro diabeti ar amcdeboda :-D moutmenlad ro velodebi albat xvdebi xooo.♥♥♥♥ iiseti kargi xar aii karamelivit tkbili "sofo" ♥♥♥

 


№2  offline წევრი teddy))

Me mogmartav sofoti :D nu sofunati tu daimsaxure :D 2 tavi? Xo, esec didi tavi iko :* dzalian momewona! Tkbili iyo, karamelivit tkbili! Momewona karamelis janri :D axal janrs vamatebt :D netav vin aris ucnobi? Mocdaa sachiro :D dzalian momwons! Saxaliosoa, rogoec danarcheni gmiri, ogond es karamelivit :D <3

 


№3 სტუმარი Black

Imitom rom sopachka gixdeba:Dmagari gogo xar da uyvarxar 'noechkos'(me ar mixdeba:D)shen!<3veli shemdeg tavs sopachka;)

 


№4  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliannn magariaaa
--------------------
G.ke

 


№5  offline მოდერი sopiko

cisa
cotaxniit tamaras mtavari personajis adgilze warmovidgiine tavi da mivxvdi ro diabeti ar amcdeboda :-D moutmenlad ro velodebi albat xvdebi xooo.♥♥♥♥ iiseti kargi xar aii karamelivit tkbili "sofo" ♥♥♥

როგორი ტკბილი ხარ შენი კარამელივით ტკბილი კომენტარებიანად love
teddy))
Me mogmartav sofoti :D nu sofunati tu daimsaxure :D 2 tavi? Xo, esec didi tavi iko :* dzalian momewona! Tkbili iyo, karamelivit tkbili! Momewona karamelis janri :D axal janrs vamatebt :D netav vin aris ucnobi? Mocdaa sachiro :D dzalian momwons! Saxaliosoa, rogoec danarcheni gmiri, ogond es karamelivit :D <3

შენ არ ითვლები! lol სამწუხაროდ/საბედნიეროდ ვერასდროს გაიგებთ ვინ არის უცნობი...
love
Black
Imitom rom sopachka gixdeba:Dmagari gogo xar da uyvarxar 'noechkos'(me ar mixdeba:D)shen!<3veli shemdeg tavs sopachka;)

გმადლობ, ნოეჩკა lol
gvanciii kereselidze
Dzaliannn magariaaa

მიხარია, რომ მოგეწონა, გვანცა love

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგია, დაღლილი ზიხარ, სამუშაო თავზე გაყრის და კითხულობ,
საინტერესოა ჩემი უფროსი ამაზე რას იტყოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent