ქაოსი. #7
ბევრი ვიწრიალე, აღარ დამეძინა. ბოლოს ლეპტოპი ჩავრთე, ვაკანსიებს გადავხედე და მეილებზეც გავაგზავნე ჩემი CV. 9 სრულდებოდა, როდესაც ავდექი და სასამართლოზე წასასვლელად მომზადება დავიწყე. სასამართლომ საშინლად ჩაიარა. წესიერად ვერ გავიგე ჯერ პროკურორი რას ბურტყუნებდა, მერე ადვოკატი და ბოლოს მოსამართლე, მაგრამ მთავარია დათა გამოუშვეს, პირობითიც მოუხსნეს, რაც ცოტა არ იყოს გამიკვირდა. გიო სასამართლომდე არ გამომლაპარაკებია, მხოლოდ მომესალმა. ახლაც არ მიმჩნევს დიდად. -გავალ სახლში, ვიბანავებ მოვწესრიგდები და საღამოს სადმე დავსხდეთ ავღნიშნოთ. -გვითხრა დათამ, თბილი და გახარებული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრის ადგილი და დრო დავთქვით და დავიშალეთ. სახლში რომ მივედი, მეც არ ვიცი რატომ ლაშას ნომერი ავკრიბე. -სასამართლომ კარგად ჩაიარა. -არ ვიცოდი როგორ დამეწყო ლაპარაკი. -ვიცი. -მივხვდი რომ იღიმოდა. -შენ როგორ ხარ? -მე კარგად, შენ? -უხერხულად ვგრძნობდი თავს, ვერ ვხდები რატომ დავრეკე ან რა უნდა ველაპარაკო. -მეც კარგად. დღეს რა გეგმები გაქვს? -ბარში ვიკრიბებით საღამოს. -ვიფიქრე ბილეთს იღებს და იტალიაში მოდის მეთქი. -ოხ, ეს შავი იუმორი. -გიოსთან ჭკვიანად. -მითხრა და ირონიულად ჩაიცინა. -მაგას მე გადავწყვეტ. -კირა, ჩემთან თამაშში ვერ მოიგებ და არ გირჩევ. -მაგასაც ვნახავთ. -გავბრაზდი და გავუთიშე. 9 საათზე შეთანხმების მიხედვით გალერიში შევიკრიბეთ. დღეს ივენთის დღე არ არის, უბრალოდ დავხსდებით, დავლევთ და საყვარელ მუსიკას მოვუსმენთ. სპეციალურად გიოს გვერდით დავჯექი, რომ გამოვლაპარაკებოდი. -როგორ ხარ? -ვკითხე და გავუღიმე. -კარგად. -თვალს არ მისწორებდა. -მეც კარგად, მადლობა. -ღიმილს არ ვიშორებდი და დაჟინებით ვუყურებდი. ხელი ხელზე დავადე და ოდნავ მოვეფერე. გიომ ჩვენს ხელებს დახედა, ჩაახველა და თავისი ხელი ამაცალა. თვალი ჩავუკარი და არაფერი შევიმჩნიე, ორი-სამი ჭიქა უნდა და მომიბრუნდება ისევ. ლისა ბედნიერი უყურებდა დათას, მგონი ახალი წყვილი ყალიბდება. კარგია, მიხარია.. სანდრო და ნინა, როგორც ყოველთვის ერთმანეთს შესციცინებდნენ თვალებში. გიო კი ისევ არ მაქცევდა ყურადღებას.. დათა გვიყვებოდა დაკითხვის და კაპეზეს ამბებს. ისეთ საშინელ პირობებში ყავდათ, ალბათ ერთი საათიც ვერ გავძლებდი იქ. უცებ ლისა შეიშმუშნა, სახეზე შევატყვე დაძაბულობა და მის მზერას გავაყოლე თვალი. ჩვენ უკან მაგიდაზე აკო დაჯდა.. აკო, ხო, აი ის აკო ვის გამოც გავხდი რობოტი, ვინც დამაკარგვინა ყველა პრინციპი, ვის გამოც ვერ ვიყვარებ გიოს, ვინც ყველა გრძნობა და ემოცია ფეხქვეშ გამითელა.. კიდევ რამდენი რამე შემიძლია ვთქვა. მან მე გამანადგურა და უგულო არსებად მაქცია. ვუყურებდი და ვიგრძენი როგორ შემიპყრო ზიზღის გრძნობამ, ზიზღის და მაინც სიყვარულის.. ხელები გამიოფლიანდა, გული ამიჩქარდა და უჰაერობას ვგრძნობდი. თვალი მოვაშორე და მაგიდას მივუბრუნდი, გიო მიყურებდა, ყველაფერს მიხვდა, ხელი ჩამკიდა და გარეთ გამიყვანა. -უკეთ ხარ? -რუსთაველის გამზირს ჩავუყევით. -კი, სუფთა ჰაერმა მიშველა. -მადლიერმა ავხედე და გავუღიმე. -არ ინერვიულო რა. ის უკვე წარსულია. -მითხრა და ძლიერად მომეხვია. თავი მის გულ-მკერდში ჩავრგე, ხელები ძლიერად მოვხვიე და ავტირდი.. ვერ გავაკონტროლე, ამდენი ემოცია ერთად ვეღარ გავაკონტროლე. ამდენი ხნის მერე ისევ ავტირდი.. -გიო, მაპატიე რა.. მაპატიე.. -ვსლუკუნებდი და ზურგზე ხელებს ვუჭერდი. -რა უნდა გაპატიო, სულელო? -ორი თითით სახე მისკენ ამაწევინა, მეორე ხელით ცრემლები მომწმინდა და გამიღიმა. -არ ვიმსახურებ შენნაირ ადამიანს. -თავი დავხარე და ისევ წამომივიდა ცრემლები. გული ამიჩუყა გიოს საქციელმა. -გეყოს. ყველაფერი გადაივლის.. წამო გავისეირნოთ. -მითხრა და ხელი გადამხვია. ჩუმად ვსეირნობდით, ცოტახანში შედარებით დავმშვიდდი და ტირილი შევწყვიტე. -მადლობა. -გავუღიმე და თავი მივადე. -გოგოებს დაურეკე გააფრთხილე, რომ აღარ დავბრუნდებით. -მივწერ. -ტელეფონი ამოვიღე და სმს ვწერდი, როდესაც ვიღაცამ ძლიერად გაკრა ბეჭი გიოს. -ფრთხილად. -გიომ მიაძახა, იმ ტიპს გავხედე და ტყავის ქურთუკიანი ვიცანი. კანკალმა ამიტანა, მივხვდი რომ ლაშასგან იყო გაფრთხილება. -რა დაგემართა? -გამომხედა გიომ. -არაფერი, რატო მეკითხები? -ფერი არ გადევს. კარგად ხარ? -კი, კი კარგად ვარ. სახლში უნდა წავიდე. -უკუსვლა დავიწყე და გიოს ვშორდებოდი. -მეც წამოვალ, ასე მარტო როგორ გაგიშვებ? -გამომყვა გიოც. -არა, არა დაბრუნდი ბავშვებთან და გაერთე. -ვუთხარი და გავიქეცი, სასწრაფოდ ტაქსი გავაჩერე და სახლის მისამართი ვუკარნახე. სახლში როგორც კი შევედი, ლაშას დავურეკე. -გიოს თავი დაანებე. -ჩავყვირე ტელეფონში. -მე შენ გაგაფრთხილე. -შენი არ მეშინია, ლაშა. -სწორედ, ამიტომ მაინტერესებ, რომ არ გეშინია. -არ გაეკარო იცოდე, არც ერთ ჩემს ახლობელს არ გაეკარო! -ტელეფონი მივაგდე და სამზარეულოში გავედი. ღვინის ბოთლი გავხსენი და ბოთლიდანვე დავლიე. სულ ვკანკალებდი, მისაღებში წიგნების თაროსთან მივედი და ლირიკის ძებნა დავიწყე. როგორც იქნა მივაგენი და ორი კაფსულა მივიღე, დივანზე წამოვწექი, თვალები დავხუჭე და ტაბლეტის მოქმედებას დაველოდე. ცოტახანში კარებზე კაკუნმა ”დამაბრუნა” ჩემს მისაღებ ოთახში, თვალები ზანტად გავახილე და წამოდგომა ვცადე. ალკოჰოლმა და ლირიკამ ერთიანად დაიპყრეს მთელი ჩემი სხეული და გონება. თავს ძალა დავატანე და როგორღაც ავდექი, კედლებს გავყევი და კარები გავაღე. -ჩანთა წამოგ.. ვაიმე რა გჭირს? -გიჟივით დამეტაკა ლისა. -მთვრალი ვარ და კაიფში ვარ, რა უნდა მჭირდეს. -ამოვიბურტყუნე და მისაღებში გავბრუნდი ნელი სვლით. გული საგრძნობლად მქონდა აჩქარებული, მაგრამ არ ვიმჩნევდი. -ხელი მომკიდე არ წაიქცე. -თავბრუ მესხმის. -ხელი თავზე მივიდე და თვალები დავხუჭე. -მოდი აქ წამოწექი. -დაწოლაში დამეხმარა. -რამდენი მიიღე? -ორი ცალი 600იანი. -თვალგაუხელელად ვუთხარი და თავი გვერდით გადავწიე. -სიცოცხლე მოგბეზრდა? -ხმა აუკანკლდა ლისას. -წამოდი გული აირიე. -არ მინდა. -ამოვიხავლე და ცრემლები წამომივიდა. -რა გჭირს, ადამიანო? -უნდა წავიდე.. -სად უნდა წახვიდე? -იტალიაში. -კაიფში ხარ და ბოდავ. წამოდი შხაპი მაინც მიიღე. -შემეშვი ლისა, არ ვბოდავ. -ხელი ავუქნიე დაქალს. -ლაშასთან უნდა წავიდე იტალიაში. არ მინდა რამე დაგიშავოთ.. -უკვე ძილ-ბურანში ვიყავი და ძლივს ვლაპარაკობდი, უფრო სწორედ ვლუღლუღებდი. ლისას პასუხი ვეღარ გავიგონე, წამებში გავითიშე. თავის ტკივილმა გამაღვიძა, ისევ დივანზე ვიწექი. წამოვჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე.. არა, ამდენს აღარ მივიღებ. დავდე ჩემს თავთან პირობა და ფეხზე წამოვდექი. სამზარეულოში ლისა დამხვდა, საჭმელს აკეთებდა. -რომელი საათია? -ვკითხე ჩახლეჩილი ხმით. -4. ყავას დალევ? -აუ, კი.. -დავიწყო? -წარბი ამიწია და წყალი დაადგა. -არა გთხოვ, თავი მისკდება. -კარგი დავიცდი, როდის გადაგივლის. -მითხრა მკაცრად და კარტოფილის დაჭრა გააგრძელა. -კარგი რა, ლისა, რა უნდა მითხრა ახალი? აზრი არ აქვს, ვიცი ნერვიულობ ჩემზე. მესმის. მაგრამ რა ვქნა, თავს ვერ ვერევი. საშინელი ღამე მქონდა და მინდოდა გავთიშულიყავი. -ეგრე პრობლემებს ვერ მოაგვარებ, კირა. -მოვაგვარებ, უკვე გადავწყვიტე. -რა? -იტალიაში მივდივარ, მორჩა. -არსადაც არ წახვალ. სხვა გამოსავალი იქნება.. პოლიციაში მივიდეთ ან მამაშენს დაველაპარაკოთ.. ან.. ან არ ვიცი, რამეს მოვიფიქრებთ. -აზრი არ აქვს არაფერს. ყველაზე კარგი გამოსავალი ეს იქნება. -იდაყვით დავეყრდენი მაგიდას. -ადუღდა წყალი, დამისხი გთხოვ. -ქურდთან და მკვლელთან როგორ უნდა იცხოვრო? -ყავა წინ დამიდო და სკამზე ჩამოჯდა. -ნარკომანი შევემატები და ეგ იქნება. -ირონიულად ჩავიცინე და სიგარეტს მოვუკიდე. -შენ ხუმრობის ხასიათზე ხარ სულ. -ადგა და კარტოფილი ტაფაზე დაყარა. -ნინას დაურეკე რა, გამოვიდეს, ოღონდ მარტო. ცოტახანი ერთად ვიყოთ და დღეს საღამოს გავფრინდები. -დღეს მიდიხარ? -თვალები გაუფართოვდა ლისას. -ხო, რას ვუცადო. -მხრები ავიჩეჩე და წამოვდექი. -ლაშას მივწერ ბილეთი მოატანინოს მის ქუცებს. -მისაღებში გავედი ტელეფონის ასაღებად. -ვერ ვიჯერებ, რომ მართლა მიდიხარ. -ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქეთ ნინა და თითებს ერთმანეთში ხლართავდა. -ასე მარტივად ნებდები? -შენი აზრით, მარტივად დავნებდი? -ავხედე დაქალს და სიგარეტი ამოვაძვრე კოლოფიდან. - თქვენს ცხოვრებას საფრთხე ემუქრება და არაფერი გავაკეთო? -როგორმე მოვაგვარებდით. -არა, ნინა.. ამ ყველაფრის მოგვარების ერთადერთი გზა ჩემი ლაშასთან ჩასვლაა. მორჩა აღარ განიხილება. -წამოვდექი და კარების გასაღებად წავედი. -ოოჰ, ლაშიკოს ქუცა. ჯმუხი სახით გამომიწოდა ბილეთი და წასასვლელად შეტრიალდა. -მოიცადე, არ წახვიდე. -ბილეთს ჩავხედე. -ღამის 4 საათზეა ფრენა, 2ის ნახევარზე სადარბაზოსთან იდექი. -თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და წავიდა. -მგონი დამუნჯდა. -ბუტბუტით გავედი მისაღებში. -ვინ იყო? -ლაშას ქუცა, ბილეთი მომიტანა. -გიოს არ ნახულობ? ან ბიჭებს არ ემშვიდობები? -მკითხა ლისამ. -არა, ასე ჯობია. და გთხოვთ არავისთან არ წამოგცდეთ რომელ ქვეყანაში ვარ. ნინა, არც სანდროსთან. -არ წამომცდება. -ხელები აწია ნინამ. -ცოდოა გიო. -მესმის, მაგრამ მისთვის ასე იქნება უკეთესი. ისედაც დავტანჯე ამდენი ხანი, რამოდენიმე თვეში გადავავიწყდები და ახალ ცხოვრებას დაიწყებს. წამოდით რა ოთახში, თან ჩავალაგებ, თან ვიჭორაოთ. კარადიდან პატარა ჩემოდანი გამოვიღე და ჩალაგება დავიწყე. -ბევრი არაფერი მიმაქვს. თქვენ წაიღეთ რაც გინდათ, დანარჩენები თუ არ შეგეზარებათ თავშესაფარში ჩააბარეთ ან რავი ვინმეს მიეცით ვისაც სჭირდება. -თან ვალაგებდი, თან რაღაცეებს ვუბარებდი გოგოებს. -ძველი კირა მენატრება. -მოულოდნელად თქვა ნინამ. გავშეშდი და აცრემლიანებულ დაქალს გავხედე. -მეც მენატრება.. და საერთოდ ძველი ცხოვრება მენატრება. -ვუთხარი სინანულით და მოვეხვიე. -ნეტა როდის გნახავთ ისევ. -მითხრა ლისამ და ისიც მოგვეხვია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.