შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ კი დაბრუნება გიწერია.... (თავი 2)


22-04-2016, 21:24
ავტორი tsn
ნანახია 2 730

......
თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა.. ნაბიჯი გადავდგი თუ არა ღრმად ჩავისუნთქე ჩემი მიწა-წყლის ჰაერი.. ყველაფრის მიუხედავად მაინც მომენატრა აქაურობა.. უცებ კი გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, აეროპორტში უამრავი ჟურნალისტი დავინახე, ჩამწერებით, კამერებით და მიკროფონებით.. საშინლად გავბრაზდი.. ჩემი ჩამოსვლა არ გამისაჯაროებია, ამის შესახებ მე ვიცოდი და ასევე კომპანიის მფლობელებმა, იდეაში დედამთილმა და მაზლმა.. ჟურნალისტები ყველა მხრიდან მომვარდნენ, ყველა სხვადასხვა კითხვას მისვამდა.. მაგრამ ჩემს ყურთასმენას მხოლოდ ერთი მოხვდა განსაკუთრებით ''ძალიან გავხართ ბელა დადიანს, რა ურთიერთობა გქონდათ მასთან'' .. შევყოვნდი, არეული გრძნობები დავალაგე და მშვიდად ვუპასუხე( საუბარი ინგლისურ ენაზე მიდის, მათ არ იციან, თუ ქართული ენა ვიცი)
- მე, ანაბელ ნორტონი არ ვიცნობ ვინმე ბელა დადიანს და ვერ ვხვდები, თუნდაც ასე იყოს, რა კავშირი აქვს ამას ჩემს ვიზიტთან.. ჩემი პირადი სივრცე, ნაცნობობა და ა.შ არ საჭიროებს მედეაში განხილვას.. თუ საქმესთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები, მზად ვარ გიპასუხოთ, მხოლოდ ხვალ, ოთხ საათზე.. ახლა კი თქვენის ნებართვით - გვერდი ავუარე მათ და ჩემთვის წინასწარ ნაყიდ მანქანაში ნივთები ჩავაწყე და ის ის იყო ჩაჯდომას ვაპირებდი ჩემს წინ ქალბატონი ტაია და ლევანი დავინახე.. ამ შანსს ვერ გამოვტოვებდი, მათი სახეები უნდა მენახა.. რაც შემეძლო მშვიდად გავიღიმე.. მათ შეშფოთებულ სახეებს როცა წავაწყდი ყალბი ღიმილი ნამდვილად გადამექცა.. ეს ნიშნავს,.რომ მათ ვახსოვარ კიდევ..
- თქვენ ხართ ანაბელ ნორტონი? - მკითხა ლევანმა, რა თქმა უნდა ინგლისურად..
- დიახ, თქვენ რა ვერ ხედავთ.. თუ ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ დაგუგლოთ ''ანაბელ ნორტონი'' იქნებ მაშინ მაინც მიცნოთ..
- უკაცრავად, ჩვენ.. - ჩაერია ტაია - გვაინტერესებდა, წამოხვალთ კომპანიაში.. ჩვენ დავგეგმეთ, რომ..
- მე არ მაინტერესებს თქვენ რა გეგმები გაქვთ.. როგორც ხედავთ ამ წამს ჩამოვედი, ვიღაცამ კი ჟურნალისტთა ჯარი დამახვედრა აქ.. მეც მაქვს ჩემი გეგმები და კომპანიაში ხვალ მოვალ.. - პასუხს არ დავლოდებივარ ისე ჩავჯექი მანქანაში და დავიძარი.. ძალიან მინდოდა ჩემს ძველ სახლში მისვლა, მაგრამ ასე არ შეიძლება, არავინ უნდა იცოდეს, რომ ბელა ვარ, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით.. სასტუმროში მივედი და დავბინავდი.. აფორიაქებული ვიყავი, ვიცოდი, რომ წინ უამრავი სირთულე იყო.. პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა შემემცირებინა მსგავსება ძველ ბელასთან.. მაკიაჟი, ტანსაცმელი ამ ყველაფერს შემაძლებინებდა, მაგრამ იყო რაღაც-რაღაცები, რასაც ვერ შევცვლიდი.. ეს იყო სეზონური ალერგია და ჩემი ტატუ მაჯაზე.. ბენდენა ავიღე, რაღაცნაირად დავკეცე და მაჯაზე შემოვიხვიე.. ნახატი მთლიანად დაიმალა, ვეღარავინ შენიშნავდა მას.. ასე, რომ ეს აღარ მადარდებდა.. ალერგიას კი როგორმე გავუმკლავდებოდი..
ვღელავდი შემდეგ დღეზე, არ უნდა მიმეცა უფლება ზედმეტი გაებედათ ჩემთვის.. და არც საკუთარი თავისთვის მიმეცა სისუსტის გამოვლენის ნება.. საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო.. იმდენად მინდა შამართლიანობა აღვადგინო, რომ მზად ვარ ყველანაირ რისკზე წავიდე..
ნომერში ვეღარ მოვისვენე, გადავწყვიტე სუფთა ჰაერზე გავსულიყავი.. ფეხით მივდიოდი და ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებოდი.. ყველაფერი შეცვლილი მეჩვენებოდა.. ძალიან მინდოდა, რომ სასაფლაოზე გავსულიყავი, მაგრამ თავს ვიკავებდი.. ახლა არა- ვუმეორებდი ჩემს თავს.. არ ვაპირებდი საქმის დიდ ხანს გაწელვას.. ყველაფერი წინასწარ მქონდა გათვლილი და ორი-სამი თვეც საკმარისი იყო, საკმარისზე მეტიც კი... გეგმა მარტივი იყი, კომპანიაში შევიდოდი, როგორც აქციების ახალი მფლობელი, მის სახელს, პრესტიჟს და ავტორიტეტს აღვადგენდი და პარალელურად ტაიას და ლევანს გავამწარებდი, თან მათ საქმეებსაც გამოვააშკარავებდი.და რაიმე მტკიცებულებას მაინც ვიპოვიდი.. ყოველ დღე იმის ფიქრში იქნებიან ლევანი და ტაია, ვარ თუ არა ბელა და ამას ვერასოდეს დაამტკიცებენ.. ისინიც ისევე შიშით იცხოვრებენ, როგორც მე მომიწია მეცხოვრა.. ნიკასაც ენდომებოდა სამართლიანობის აღდგენა, დარწმუნებული ვარ იმავეს იზამდა, მაგრამ ის ალბათ სამართლიანობას შაკუთარი ხელით აღადგენდა, მე კი კანონის ძალით..

ანაბელის ჩამოსვლის გამო ლევანი და ტაია საშინლად ღელავდნენ.. მაგრამ აღელვება მაშინ გენახათ, როდესაც ანაბელი დაინახეს.. ორივეს გულში ეჭვი და შიში გაკრთა.. შიში იმის, რომ ანაბელი შეიძლება ბელა ყოფილიყო.. ბელა, რომელიც საკუთარი ხელით მოკლეს, ან ვინ იცის მოკლეს კი? მათ ხომ გვამის ნახვის საშუალება არ მისცეს.. მაგრამ ტაიამ ხომ თავისი ხელით შეუშვა მის ორგანიზმში ძლიერ მოქმედი საწამლავი.. შემდეგ დაინახეს, თუ როგორ მკაცრად ესაუბრა ჟურნალისტებს და გაიფიქრეს <<არა, ბელა ასეთი არ იყო, ეს ნამდვილი რკინის ქალბატონია>>.. როცა მივიდნენ და გაესაუბრნენ გულდაწყვეტილნი დარჩნენ, რადგანაც კომპანიაში საზეიმო დახვედრას უწყობდნენ, ანაბელმა კი მათ იდეას წამში გადაუსვა ხაზი.. არ მოეწონა ტაიას ანაბელი, მაგრამ რას იზამ, აფერისტობა სისხლში აქვს და ფულის გამო ეშმაკს მიეყიდება..
- რაღაც არ მომწონს მე ეს ანაბელი - ჩაიქირქილა ლევანმა და მანქანა დაძრა..
- ფული გვაშოვნინოს და ამ ტალახიდან ამოგვიყვანოს.. შენს მოწონებას დავეძებ?..- ჩაიქოთქოთა ტაიამაც
- ძალიან ჰგავს - თქვა ლევანმა დიდი ხნის დუმილის შემდეგ..
- ვის? - არ შეიმჩნია ტაიამ
- იცი ვისაც და მე მაინც ნუ მომატყუებ.. ბელას ჰგავს, ბელას - უკვე ხმას აუწია ლევანმა..
- ჩემთან ხმას ნუ უწევ - არანაკლებ მკაცრად უთხრა ტაიამ - შენ კარგად იცი, რაც გამიკეთებია, მხოლოდ შენს სასიკეთოდ.. ვერ დაინახე როგორ საუბრობს, როგორი მანერები აქვს.. ნამდვილი ლედია და არა ის მათხოვარი..
- ფრთხილად უნდა ვიყოთ.. ხვალ შევთავაზოთ, რომ ჩვენთან გადმოვიდეს.. ბელა არის, თუ ანაბელა, ამას აუცილებლად გავიგებთ..
- მართალი ცარ, მაგრამ ის ზრდასრული ქალია და ვერ გავაკონტროლრბთ სად წავა და რას იზამს..
- კი, მაგრამ არის ვიღაც, ვინც მის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებს..
- გინდა რომ უთვალთვალო?
- კი, რა იყო.. რამე ახალია თუ აქამდე არ დაგვჭირვებია? - ჩაიღიმა ლევანმა..
- კარგი ლევან.. მასე ვქნათ - გაიღიმა ქალმაც...

....
აფორიაქებული ბელა ადგილს ვერ პოულობდა.. ბევრი ადგილი მოიარა, მაგრამ სიმშვიდე მაინც ვერ იპოვა.. მერე კი გადაწყვიტა, რომ ქაშუეთში წასულიყო.. ყოველთვის უყვარდათ მას და ნიკას ქაშუეთის ტაძარში მისვლა.. გაახსენდა, როგორ გეგმავდნენ მათი პატარების ამ ტაძარში მონათვლას.. ცოტა ხანი იყო იქ და შემდეგ სასტუმროს გზას ხელახლა გაუყვა.. როგორ უნდოდა მის სახლში მისულიყო, მაგრამ არ შეეძლო.. ჯერ არ შეეძლო.. იმიტომ კი არა, რომ სიმართლის გამჟღავნების ედინოდა, არამედ იმიტომ, რომ თუ კი ამას გაიგებდნენ, ის ვეღარაფერს შეძლებდა, რადგანაც ტაია კონტრაქტს აღარ გაუფორმებდა..
დილაადრიან ადგა ბელა.. პირდაპირ სააბაზანოში შევარდა და დილის პროცედურები ჩაიტარა.. საგანგებოდ ემზადებოდა ამ დღისთვის.. ვიწღო, მაღალწელიანი შავი შარვალი ჩაიცვა, ლამაზი თეთრი საროჩკა შარვალში ჩაიტანა, მაღლებზე დადგა, საყვარელი სუნამო იპკურა.. სულ ყველაფერი ძვირფასი ჰქონდა ბელას, მაგრამ ქმრის ნაჩუქარი სუნამო მაინც ყველაზე ძვირფასი იყო მისთვის.. უამრავ მსგავსი სურნელის სუნამოს ყიდულობდა, მაგრამ მას განსაკუთრებით უფრთხილდებოდა, ისე, რომ უკვე მეექვსე წელია ძლებს.. ყველაფერს მორჩა ჩანთა აიღო, ფაილები შეამოწმა და გავიდა.. რთულო დღე ელოდა წინ.. ხალხი უნდა გაეცნო და თან პრესის წარმომადგენლებს შეხვედროდა და პასუხები გაეცა.. აუცილებლად სჭირდებოდა თანაშემწე.. გადაწყვიტა, რომ მეორე დღიდან თანაშემწის მოძებნას შეუდგებოდა.. კრიტერიუმები მკაცრად ჩამოაყალიბა გონებაში, უნდა იყოს განათლებული (საქმის შესაბამისად) და რაც მთავარია მშვიდი, რათა ნერვები არ მოუშალოს..
კომპანიაში მივიდა, მანქანა პარკირების ადგილზე გააჩერა და გადავიდა.. თვალი მოავლო უზარმაზარ ჰოლდინგს.. გაახსენდა, რამდენჯერ დასდგონია ნიკას თავს და მასაც შეცვედრა ჩაუშლია, რომ ბელასთან ესაუბრა.. მკაცრი გამომეტყველება მიიღო და კომპანიაში შეაბიჯა.. ყველა უცნაურად უყურებდა, ბელასთვის ეს გასაგებიც იყო, ზოგს ბელა ეგონა, ზოგი კი სულ მთლად ახალი იყო და მისი სიმკაცრე აშინებდა.. ყველას მიესალმა და ლევანს სთხოვა კაბინეტამდე გაეცილებინა.. ლევანმაც მოჩვენებითი ჯენტლმენობა გამოიჩინა და ქალბატონი კაბინეტამდე მიაცილა..
- ანაბელ - დაუძახა შესბლისას - ვწუხვარ გუშინდელი შემთხვევის გამო.. იმედი მაქვს, არ განაწყენდით..
- რას ბრძანებთ ლევან- არც ბელამ დაიშურა აფერისტობა.. - ყველაფერი რიგზეა..
- სასიამოვნოა.. - გაუღიმა ლევანმა.. - იცით, მე და დეშამ ვიფიქრეყ, რომ ალბათ სასტუმროში ყოფნა რთულია, ამიტომ ჩვენთან გეპატიჟებით..
- დავფიქრდები ლევან.. გმადლობთ - ცხვირწინ მოუჯახუნა კარი და ოთახში შევიდა.. არც თუ უგემოვნოდ იყო მოწყობილი, მაგრამ მათ ჯონაზე ხელახლა გაარემონტებდა.. ეს იდეაც ბლოკნოტში ჩაინიშნა და მუშაობას შეუდგა.. ცოტა ხანში კაბინეტიდან გავიდა, ლევანის კაბინეტთან შეჩერდა და უცებ თავისი სახელიც გაიგო..
- ნუ ღელავ დედა, უკვე შევთავაზე.. ვფიქრობ, რომ დათანხმდება..
- საშიში ქალია.. აუცილებლად.უნდა დავითანხმოთ.. - ბელას გაეღიმა და კარზე დააკაკუნა.. მალევე შევიდა და ლევანს ხელმოსაწერი საბუთები გადასცა.. მალე პრესკონფერენციის დროც მპვიდა.. ბელა იდგა და მშვიდად, სრულიად გააზრებულად პასუხობდა მათ შეკითხვებს.. ამან საათნახევარს გასტანა.. გადაქანცული ჩაეშვა ბელა სავარძელში, კადრების განყოფილებაში დარეკა და უთხრა
- თანაშემწე მჭირდება და იზრუნეთ ამ საკითხზე.. რამდენინე დღეში უკვე უნდა იყოს, გასაუბრებაზე კი ჩემთან გამოუშვით.. - პასუხს არ დაელოდა, ისე გათიშა.. ჩანთა აიღო და სასტუმროში წავიდა.. პირველ რიგში საშხაპეში შევიდა და გადაივლო.. იდგა წყლის ქვეშ და ვერ გაეგო დათანხმებულიყო თუ არა მათთან გადასვლას.. ბოლოს გადაწყვიტა, რომ მეგობარი ახლოს უნდა ჰყავდეს, მტრები კი უფრო ახლოს.. თითქმის ამოლაგებული ნივთები ჩაალაგა და მათ მისამართს დაადგა..
კარზე ზარი დარეკა და დაელოდა.. უცნობმა გოგონამ გაუღო კარი და შიპატიჟა..
- თქვენ დამპატიჟეთ, აი მეც მოვედი - ყალბად გაუღიმა ბელამ და მხრები აიჩეჩა.. მას სასწრაფოდ მიუჩინეს ადგილი.. ბელა გადაღლილი შევიდა ოთახში, საჭირო ნივთები ამოალაგა და დაიძინა..
დილით ჩვეულ დრის ადგა და მოემზადა.. სამსახურში ადრევე მივიდა და გასაუბრება დაიწყო.. უამრავ ადამიანს შეხვდა, მაგრამ არავინ მოსწონდა.. ფიქრობდა, ერთი შეხედვით შევატყობ, ვინ მჭირდრბა თანაშემწედო.. უკვე აღარაფრის იმედი ჰქონდა, საქაღალდე აიღო და საბუთებს ჩახედა.. უცებ მასთან დარეკეს
- გასაუბრებაზე არიან..
- შემოუშვით - უხალისოდ თქვა ბელამ და არც კი შებრუნდა.. სავარძწლში იჯდა და ზურგი ექცია კარისთვის.. კარის ხმა გაიგო, საბუთებიანად შებრუნდა, ისე, რომ თავიც არ აუწევია..
- გისმენთ - უღიმღამოდ უთხრა..
- გიორგი გაბრიჭიძე გახლავართ, გასაუბრებაზე მოვედი - გაისმა ასევე მკაცრი, ბოხი ბარიტონი.. როგორ საშინლად ეცნობოდა ბელას ეს ხმა, მაგრამ თავი გაიქნია და ბიჭს შეხედა.. თვალები გაუშტერდა.. საოცრად სიმპატიურ, ახალგაზრდა კაცს ხედავდა, მაგრამ ის უფრო აოცებდა, რომ ის ძალიან ჰგავდა ნიკას.. არა, ვერ იტყოდა ძალიან ჰგავსო.. სულ სხვანაირი ტიპაჟი იდგა მის წინ, მაგრამ რაღაცით მაინც ნიკას ამსგავსევდა.. თავი გააქნია, დაიბნა, ყველა წინადადება ერთმანეთში აერია.. რატომ ემართებოდა ასე? რატომ ხედავდა ყველა მამაკაცში ნიკას.. ის ხომ აღარ იყო.. ნიკას ცომ არ ენდომებოდა ბელა ასეთ მდგომარეობაში ენახა.. ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით გაესაუბრა და გადაწყვიტა, რომ სწორედ ის იყო ვინც სჭირდებოდა და შემდეგი დღისთვის დაიბარა.... ოფისში დიდ ხანს ვეღარ გაძლო.. საშინლად იყო აღელვებული.. უამრავი ქუჩა ფეხით შემოიარა, შემდეგ კი ''სახლში'' დაბრუნდა და ისე ავიდა ოთახშუ, რომ არავისთვის უთქვამს..
საკეტი გახსნა (კარს კეტავს ყოველთვის), დაღლილი დაეშვა საწოლზე და ამოიხვნეშა.. მალე საბაზანოში შევიდა..
- პარანოიად მექეცი ნიკა, ისე მომენატრე.. ყველა მამაკაცში შენ გეძებ.. მაგრამ არ ვიცი, რატომ ჰქონდა შენნაირი თვალები.. ან იქნებ სულაც არ იყო შენნაირი.. იქნებ ისევ მომელანდე.. - ჩურჩულებდა ბელა და ცრემლები სცვიოდა..
ასე იყო.. არასოდეს ავიწყდებოდა ბელას ნიკა.. ალბათ ვერც ვერასოდეს შეძლებდა.. რამდენი მამაკაცი სთხოვდა შეხვედრას, ურთიეერთობას, მაგრამ არა და ჩერა.. ნიკას ვერ პოულობდა.. ეძებდა, ყველაში.ნიკას ეძებდა და მსგავსს ვერ პოულობდა.. ეგ კი არა სტივის დაღუპვის შემდეგ მეგობარიც კი აღარ ჰყოლია.. იცოდა, რომ ასე არ შეიძლებოდა, რომ თავს ისჯიდა და იუბედურებდა, რომ ეს ნიკას არ მოეწონებოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა შეწინააღმდეგებას.. არავინ არ იცოდა, რამხელა გრძნობებს მალავდა, ეს ერთი შეხედვით რკინის ადამიანი.. არავინ იცოდა, თუ რამხელა უბედურება გადაეტანა..
ჩაფიქრდა.. რას ეტყოდა ნიკა ახლა? იცოდა, როგორ არ იცოდა რასაც ეტყოდა.. ''ჩემო ქალბატონო, გული გეყინებაო''.. იქნებ ასეც იყო, მაგრამ განა ვინ იყო დედამიწაზე ისეთი, რომ მისი გაყინული გული გაელღვო, მას ხომ ნიკა აღარ ჰყავდა.. ახლა კი სულ მოულოდნელად გიორგი გამოჩნდა.. არც იცის რატომ, მაგრამ მასში თითქოს ნიკა დაინახა.. მისი თვალები, ნიკასაც ასეთი თვალები ჰქონდა.. მუქი, მურჯი თვალები.. არც ის იცის, რატომ დაინახა გიორგის თვალებში სევდა და რატომ ჩარჩა გონებაში მისი სევდისფერი თვალები...
აღარაფრის თავი ჰქონდა, მაგრამ სავახმშოდ მაინც ჩავიდა, რადგანაც უკვე მეათეთ დაუკაკუნეს კარზე...






********
იმედია მოგწონთ.. პირველ თავს ძალიან ცოტა მნახველი ჰყავდა და ვიფიქრე, რომ არ მოგწონთ.. თუმცა მაინც დავწერე მათთვის, ვინც კითხულობს და თბილი კომენტარებით მანებივრებს.. იმედი მაქვს, რომ მართლაც მოგეწონებათ და თქვენს აზრს გამიზიარებთ.. ბოდიშიი (ალბათ ყველა მიხვდით რატომაც :-დ მაგრამ ოხ ეს სენსორიი).. ხო, მიყვარხართ ყველანი ♥♥♥



№1 სტუმარი mariami

vgizhdebi ubralod amistoriaze da zogadad shenze)) sulkargiistoriebigaqvs)) imedia maledadeb

 


№2  offline წევრი mani156

მომწონს ^^ გააგრძელე ^^

 


№3  offline წევრი kora

ძალიან საინტერესოააა <3 იმედია ის გიორგი ისაა ვისზეც ვიფიქრეე <3
--------------------
kira.G

 


№4  offline მოდერი tsn

mariami
vgizhdebi ubralod amistoriaze da zogadad shenze)) sulkargiistoriebigaqvs)) imedia maledadeb

ძალიან ძალიან დიდი მადლობაა ♥♥

mani156
მომწონს ^^ გააგრძელე ^^


მიხარია, რომ მოგწონს.. შემდეგ თავსაც მალე დავდებ.. ♥

kora
ძალიან საინტერესოააა <3 იმედია ის გიორგი ისაა ვისზეც ვიფიქრეე <3

მიხარია, რომ მოგწოონს ♥♥

 


№5  offline წევრი gvanciii kereselidze

Umagresiii iyooo...gaagrdzelee

Umagresiii iyooo...gaagrdzelee
--------------------
G.ke

 


№6 სტუმარი Black

Dzaaaalian magari istoriaa!veli shemdegs da icode ar gawyvito ra:*<3

 


№7  offline მოდერი tsn

gvanciii kereselidze
Umagresiii iyooo...gaagrdzelee

Umagresiii iyooo...gaagrdzelee

გმადლობ გვანცი.. შემდეგ თავს საღამოს დავდებ :-)

Black
Dzaaaalian magari istoriaa!veli shemdegs da icode ar gawyvito ra:*<3

არა, ნამდვილად არ გავწყვეტ.. მიხარია რომ მოგწონს და ახალ თავს საღამოს აუცილებლად ავტვირთავ...

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ar shewyvitoo gaagrdzele dzalian sainteresoa

 


№9 სტუმარი anita

au ukve miyvars.. dzaan sainteresoa

 


№10  offline მოდერი tsn

aanamaria
Ar shewyvitoo gaagrdzele dzalian sainteresoa

გმადლობ ♥♥

anita
au ukve miyvars.. dzaan sainteresoa


მიხარია, რომ მოგწონს ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent