შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გავიღიმე შენ შეგიყვარდი!


22-04-2016, 22:27
ავტორი trisi
ნანახია 3 432

გამარჯობა ბავშვებო ჩემზე ბევრს არ მოგიყვებით რადგან მინდა ანონიმურ ’მწერლად’ დავრჩე.არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა,მაგრამ ვიმედოვნებ რომ ეს შესაძლებელია.რაც შეეხება ისტორიას ოოო ეს ერთი დიდი სიამოვნებაა.ბევრი სიცილიც მოგიწევთ და ტირილამდე რამდენად მიხვალთ არ ვიცი.ეს ისტორია თითქმის ჩემ ცხოვრებაზე იქნება თითქმის რადგან არც შეყვარებული მყოლია და არც მყვარებია.ვკითხულობ სხვების მოთხრობებს და ნელ-ნელა ვხვდები თუ როგორ დებილობებს ვწერ ან როგორ უნდა ვწერო.ჩემზე ბევრს არ მოგიყვებით მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით.ხატვა მიყვარს და გამომდის.არ ვიცი სათქმელად ეს რატომ ამობარჩიე,მაგრამ ვთვლი რომ ეს უდიდესი ნიჭია ჩემში როცა შეგიძლია ფურცელზე გადმოიტანო ის რასაც გრძნობ და გტკივა.ალბათ გეგონებით ერთი 30 წლის,ტრაგიზმით აღსავსე,გამოცდილი ’ქალი’,მაგრამ არა რა ქალი მე ჯერ კიდევ ბავშვი ვარ და ჩემი ბავშვობა უსასრულოდ გრძელდება ლამაზად.(ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი წლის ვარ ამიტომ არ გეტყვით ვნახოთთუ ამოიცნობთ.წინასწარ გეტყვით მოთხრობის გმირის წლოვანება არ მაქვს ;))

თვალები.ღიმილი.თვალები.თვალები.
ქედს ვიხრი ცსფერთვალება ადამიანების წინაშე,ნამდვილათ საოცარი და ულამაზესი სფეროები ამშვენებს თქვენს თვალებს მხოლოდ მასინ როცა ის წრფელი და ნამდვილია.ქერა,ცისფერთვალება,მაღალი გოგო.ყველას საოცნებო იდეალი არადა რომ ვუვირდები არასდროს მქონია სურვილი ასეთი ვყოფილიყავი.რას გაუგებ ბიჭებს.ჰო კარგით აღარ მოგაწყენთ.მე ლიზა კლდიაშვილი ვარ.20წლის.ვსწვლობ ,რა თქმა უნდა, სამხატვროზე.მყავს ერთი და ნუკი კლდიაშვილი,22წლის და ძმა ალექსანდრე კლდიაშვილი 31წლის.მშობლები?წავიდნენ.ასე უბრალოდ დაგვტოვეს და წავიდნენ.8წლიდან მხოლოდ ძმა და და მყავს ჰო და ჩვენი საყვარელი ძიძა თეა.ვცხოვრობთ უდარდელათ ისეთი ცხოვრებით რომლისაც ყველას შეშურდებოდა გვიყვარს ერთმანეთი,მთელი დღეები იუმორში,სიცილში,ხარხარში და სწავლაში გადის.ნუ სწავლაში ეხლა არა რადგან ზაფხულის არდადეგებია და საწოლში ვნებივრობ.ეჰ ჩემი ძილისგუდობის ამბავი არ იცით დილას რა შუადღეს რომ წამომაგდებენ 4-ზე ზრდილობის გულისთვის ადექიო და მერე ძვლების გატეხვას ვგრძნობ ამხელა კაცი რო დაგახტება ზურგზე აბა რა იქნება.(ჩემს ძმაზე მაქ ლაპარაკი)მერე ნუკი მოყვება ბოლოს თეა შემოვა ქოთქოთით და ასე ვიღვიძებ ბედნიერად.ცოტა წარმოდგენა რომ შეგექმნათ ჩემს გარეგნობაზე გეტყვით რომ არ ვარ ჯუჯა,არც ცისფერთვალება და ქერა.ნაცრისფერი თვალები მაქვს არანაირად ვაჭარბებ პლუს ქამელეონი ვარ.და წითური უფრო სწორად ცეცხლისფერი (როგორც ჩემი ძმა მეძახის)თმა მაქვს.ჰო ყველაზე მნიშვნელოვანი ძალიან უშუალო ვარ.გაგაკვირვებთ ჩემი თავისუფლებით.


-ლიზა აეგდე და ჩამოეგდე ძირს
-რა ტკბილი ხარ ხოლმე-გასძახა თვალების ფშვნეტით ლიზამ თავის გაცხარებულ ძმას.
-აუ ლიზა კაი რა აღარ მოგწყინდა ყოველდღე ერთი და იგივე?მე დავიღალე და მართლა აეგდე სანამ მე ამოვედი და დაგიმტვირე სათითაოდ ნეკნები
-ისევ შენი აღსადგენი იქნება ალექსანდრე ექიმო და თქვენს საქმეს მიხედეთ რა და მე თავი დამანებეთ როგორმე მივხედავ ჩემ თავს-უკვე გამოფხიზლებულმა შეუბღვირა წინ მდგომ ძმას რომელსაც ხელში წყლით სავსე ’ვედრო’ ეკავა.
-არა არა ოღონდ ეგ არა სანდრო არა გაჩერდი არააააა-გაკიოდა ბოლო ხმაზე როცა ყინულივით კი არადა ყინულებით სავსე წყალი იგრძნო მთელ სხეულზე გაცოფდა და მისი თმისფერი გაუხდა სახე.
-დეგენერატო,გამოჩლუნგებულო,გველო,გველის წიწილი,მინოტავრო,გამოდებილებულო,გამოშტერებულო,არნახულო საფრთხობელავ დაახვიე სანამ დროს გაძლევ თორე ვერ გადამირჩები-უცბად მიაყარა(მისი ჩქარი ლაპარაკი ყველას აოცებდა)გაწუწულ საწოლზე წამოხდა და ადგილიდან გამქრალ ძმას გამზადებული საღებავით სავსე ბუშტებით დაედევნა.ლურჯი,ყვითელი,წითელი,მწვანე.
-გაგიჟდი გოგო.აუუ რაგამოლენჩებული ხარ ახალი მაიკა და შარვალია უფრო სწორად იყო დებილო
-აბა რა გეგონა იმ ყინულებს რო მაყრიდი მოგითმენდი თუ რა ისე იქცევი ვითომ არ მიცნობ
-ალქაჯი ხარ რა.ეს ტყლაპოს ფერი.-ფხუკუნით უთხრა და ჩივილით გაემართა თეასკენ.ლიზაც უკან მიყვა და კმაყოფილი გახედა გაფერადებულ ალექსანდრეს და სიცილს ვერ იკავებდა.
-თეა ეს ასეთი ალქაჯი გაზარდეე?ნახე ამ ტვინნაკლულმა ტყლაპოსფერმა რა მიქნა ჩემი ახალი ტანსაცმელი აუუუ
-ჰე ნუ წუწუნებ აბა რა გეგონა ჩემ გოგოს წყალს რომ ასხამდი?-თეა სულ გოგოების მხარეს იყო და გვეჩაგრებოდა ჩვენი სანდრიკუნა.
-ოო შენ სულ ამათკენ როგორ უნდა ყო?ჰო მართლა ნუკი სადაა?
-აუზშია შვილო ბანაობს
-აუ მეც მინდა აუზშიმ მარა რას ჩავან საღებავებით გათხიპნილი-გაბრაზებული გახედა მოკისკისე ლიზას.მერე ხელები მაგრად მოხვია და ისე მაგრად ’ჩაეხუტა’ლიზა ვეღარც იშორებდა
-მომშორდი იდიოტოო რას აკეთებ კრეტინოო
-ოჰ მე რა შენზე ნაკლები კლდიაშვილი ვარ თუ რა გინდა რო თქვა
-ის მინდა რომ ვთქვა ერთი იდიოტი გამოლენჩებული ხარ კრეტინო რას დამამსგავსე დეგენერატოო საღებავი თუ არ დაგალევინო მე ვიყო შენ.ეს კარგად ვიხუმრე.-თავის ნათქვამზე გაეცინა და გარეთ გავარდნილ სანდროს გაეკიდა.ნუკიმ აუზიიდან ამოხედა და მობეზრებულმა თქვა.
-ვაიმე ღმერთო მიშველე.ამ ორი დეგენერატის ხელში ხო გამოვდებილდი საერთოდ.სანდრო გეყოს.ლიზა რა დებილი ხარ კარი ხელი და გადაუძახე აუზში რას ენაზები.-სერიოზული სახით გაძახა დას.იდეით შემატებულმა ლიზამ კი მაშინვე შეასრულა და რასაც ქვია ალექსანდრე აუზში ჩანჩქერივით გადაუშვა.ჩაყნინა და აღარც ამოუყვინავს.ბევრი უძახა ლიზამ,მაგრამ მანც არ ამოვიდა.მერე გადაწყვიდა ჩასულიყო ფეხზე გაიხადა აუზის კიდესთან დაჯდა და ჩაყო თუ არა ფეხები წალში ფეხზე ხელი იგრძნო ზურგით რაღაცას მწარედ გაეხახუდა და ბოლოს წყლის ქვეშ აღმოჩნდა.ძვლივს დააღწია ძმის ძლიერ მკლავებს თავი და ამოყვინვისთანავე ტკივილისაგან წუწუნი დაიწყო.
-ვაიმე ზურგიიიი როგორ მტკივა ჯანდაბა კრეტინოოო ხო უნდა დაუკვირდე რას როგორ აკეთებ.ააააააა მეტკინა ნუკა ხელს ნუ მკიდებ ვაიმეეეე მტკივააა.
-სანდრო რა სადისტი ხარ რა იყო.შენც კიდე რას თხაობ ვერ დაეტევი სადაც ხარ?-ნუკი სულ ნეიტრალურ მხარეს იკავებდა-დაებილი ხარ რა სანდრო რა პატარა ბავშვებივით იქცევით ვეღარ უნდა გაიზარდოთ
-აუ ეს დედამთილი მომაშორეთ-სანდრომ შეწუხებული ხმით თქვა და ლიზასთან მივიდა-გოგო რა ბანდალა ხარ რა ქენი მანახე
-კდიდე მე ვარ ბანდალა ხო?ნეტა ვინ მომკიდა პეხზე ხელი და ვინ მახახუნა ზურგით?დებილოო მტკივა გაწიე ხელიიიიი
-ექიმი ვარ დეგენერატო და ვიცი რაც უნდა ვქნა
-დედაა ვაიმე რახდება აქ?ლიზა შვილო ვიმეეე რას გიგავს ზურგი შენ მოგიკვდი მეე-კივილით შემოვარდა თეა
-კაი თეა რა გაკივლებს კი არ მომკვდარა
-შენ ატკინე ხო შე უნამუსო-მიუბრუნდა სანდროს და ყური ააწიწკნა
-თეაააა მტკივა პატარა ბავშვი ხომ არ ვარ ყურს რო მიწევ?
-გაზრდილის არაფერი გეტყობა შენ.დროზე ხელით ოთახში აიყვანე თორე...
-ხომკაი ამყავს ჩემ სამედიცინო ყუთში მწვანე მალამო დევს და ის მომიტანე-ალექსანდრემ ლიზა ხელში აიყვანა და კიბეებს აუყვა.გოგონა ტუძებგაბუსხული და წარბებშეკრული უყურებდა მერე რაღაც გაახსენდა და მოლბა
-გახსოვს?5წლის რომ ვიყავი მუხლი რომ გადავიტყავე და ზუსტად ასე აგყავდი ოთახში.
-ხო როგორც ჩანს ყოველთვის ასეთი ბანდალა ყოფილხარ
-ნუ დამცინი ბიჭო რაღაცა ბანდალა გამაჩინეს დამაბრალე ეხლა მე.-მშობლებზე არასდროს ლაპარაკობდნენ.მათი ხსენება არ უნდოდათ დანახვაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.იმდენი ტკივილი ახსოვთ მათგან ვერაფრის პატიებას შეძლებენ.თუმცა არც არავინ მოსულადა არც არავის უთხოვია პატიება და ასე მშვიდად და უდარდელად ცხოვრობდნენ ერთად.
საწოლზე დააწვინა და მალამო ფრთხილად წაუსვა ზურგზე და როგორც პატარაობაშიეუბნებოდა ისე უთხრა ოღონდ რაღაც დაამატა.
-ქორწილამდე დაგავიწყდება ჰმმ..ესეიგი არასდროს კაი უბრალოდ მოგირჩება-ფხუკუნებდა და კიდე უფრო ეცინებოდა ლიზას სახეზე.
-ჰო მართლა მიზეზი არ გაინტერესებს რატო გაღვიძებდი 5სთ-ზე?
-კი თან ძალიან რა ბზიკმა გიკბინა.
-რა და ანდრია ჩამოვიდაააა ვიღაცასთან ერთად
-ვა მაგარიაააა ჩემი ანდიუშკაა მოიცადე ვისთან ერთად ჩამოვიდაოო?გოგოა?მერე ნუკი?
-არა ბიჭია
-მოიცადე გეია?-სანდრომ მუცლის ტკივილამდე იცინა და როცა ლიზას სახეს წააწყდა უფრო მოუმატა
-გავიცინეთ და გვეყო.მართლა ვინ არის?
-მე რა ვიცი ბიჭები კი არ მომწონს
-სანდრიკუნკულა
-ნუ მეძახიეგრე მეთქი რამდენჯერ გითხარი
-ჰოდა კიდე გამიმეორე სანდრიკუშკუშ.ჰე როდის გამოდიან სასტავიი
-6-ზე გამოვალთო
-რააააა იდიოტო ვერ გამაღვიძე ადრეე
-კაი კაცო რატო დაგასხო წყალი?
-მოიცა ნუკიმ იცის ანდრია რომ ჩამოვიდა.
-არა.ჰოდა მაცადე მოყოლა.სიურპრიზს უკეთებს არაფერი უთხრა თორე მიგაზნიყვავ კედელზე და თუ ანდრიამ გაიგო რომ ნუკიმ გაიგო მეც შენს გვერდით მივეზნიყვები კედელზე.
-ჰო კაი კაი მე გამოვიცვლი,მოვემზადებ და ამ ზურგს რა ვუყო?
-რამე უზურგო მაიკა ცაიცვი რომ მალამო გაშრეს
-ოკწ
-ნუ გაქ ესქთი მიმართვები რა
-ო და კ ,პ და კ.წავედი მეეეე.-ლიზა თავის გარდერობში შევიდა და მომზადებას შეუდგა.მოდი ნუკისთან მივბრუნდეთ.ნუკი ძალიან განსხვავებული იყო ამ ორისგან ის უფრო სერიოზული და ’გაზრდილი’ იყო ნუ თავისი და ძმასავით ბავშვურად არ იქცეოდნენ.ანდრია და ეგ დიდი ხანია ერთად არიან მოდი სასტავს გაგაცნობთ.ესეიგი ანდრია,ლუკა და დუდა სანდროს ძმაკაცები.ლუკას უყვარს ნია ნიასაც უყვარს ლუკა:),მაგრამ არ არიან ერთად სულ ჩხუბობენ ათას სისულელეზე.დუდა მარტოხელა ბიჭი გვყავს არადა გაგკვირდებათ ამ ანგელოზივით ბიჭმა ერთი გოგო როგორ ვერ დაკერა.


ლიზამ გამოიცვალა.ზურგზე ჩაჭრილი თეთრი ზედა,შავი დახეული შორტი და შავი ’ოლ სტარები’ჩაიცვა.ტერასაზე იყო როცა მანქანის ხმა გაისმა.ამ ხმის გაგონება და ლიზას თავპირისმტვრებით კიბეზე ჩარბენა ერთი იყო.გარეთ გავარდა და ბიჭებისკენ წავიდა.
-ანდრიიიიი ჩემო ბიჭოოოო როგორ მომენატრე სიძე შე ძველო და ახლად დაბადებულოოო
-ლიზკუუუ მეც მოდი აქ ჩაგეხუტოო
-აა ზურგი მტკივაა ნელა ხელი არ მომადოო
-გამობრუნდი.რა გჭირს გოგო.
-შენს ძმაკაცს მოკითხე მახოხიალა დღეს აუზის კედლებზე და აჰა ჩემი ზურგი.
-ლიზკუ აქ ვიღაც ვიღაცეებს თვალბი გაუშტერდა ასე რომ გაბრუნდი-ლუკამ საჯდომზე ხელი დაკრა და ჩაუჩურჩლა მერე უცნობისკენ ანიშნა.ლიზამ ვითომ არაფერიო და დუდასკენ გაემართა
-ჩემი მარტოხელა დუდკუსიიი რას შვები?
-ოოო ნუ მეძახი ეგრე გოგოო
-კაი დუდკუს არ იღევლო გავარჯიშებ პაემანში იქნებ რომელიმე გოგო ააგდო
-ეხლა შენ...
-ჰო კაი კაი.ჯე გამაცანით ეს ვიღაც აყლაყუდა,დაკუნთული,სიმპატიური და მგონი თაფლისფერთვალება ბიჭი
-ვაიმე ამ გოგოს თავისუფლება მაოცებს-აღმოხდა ლუკას
-ლიზა გაიცანი ეს გაბრიელ მამედოვი გაბრიელ ეს ლიზა არის ყველაზე გიჟი’გოგო’მთელს მსოფლიოში.ნუ ბიჭად იყო ჩაფიქრებული.
-სასიამოვნოა ლიზა თქვენი გაცნობა.-ბოხი ბარიტონით მიესალმა.ლიზამ არც აცია არც აცხელა და დაგესლა
-რა იყო გაბი ასეთი ოფიციალური რატომ ხარ თავი დედოფალი ელიზაბეტი მგონია.ეს თქვენ კაი იყო მაგრად გამაცინე.-კისკისებდა და მის ურეაქციო სახეს უყურებდა მერე ვითომ ჩუმად გადაულაპარაკა ანდრიას
-ეს სულ ასეთი უჟმურია?
-ყველა შენნაირი ჟმურიანი და გიჟმაჟი ხო არ იქნება?-გაეცინა თავინ ნათქვამზე და თვალებით ნუკის დაუწყო ძებნა.
-ნუ გეშინია არავის მოუტაცებია სახლშია ტელევიზორს უყურებს.ისადა ლუკა ნიია სადაა?
-მე რავიცი-ვითომ არ აინტერებს სახით გამომხედა.
-ანდრია იმედია ნუკი სერიოზული ადამიანია და ვიღაცეებივით ცანცარა არ არის-ჩურჩულით უთხრა გაბრიელმა ანდრიას მაგრამ რას გამოაპარებდით რამეს ლიზა კლდიაშვილს მაშინვე გაიგონა და როცა სიტყვა ცანცარა მოხვდა თვალში კინაღამ აფეთქდა.
-უკაცრავად მომიტევეთ,რომ გაწყვეტინებთ,მაგრამ ერთი ჯმუხი და უჟმური ადამიანი გავიცანი ეხლახანს და გონია,რომ როცა ადამიანი მის გამხიარულებას ცდილობს ის ცანცარა და მე სიტყვა ცანცარას ვერ ვიტან ,მით უმეტეს,თუ ეს სიტყვა ჩემი მისამართით მოდის.-ჩამოაყალიბა,ირონიული მზერა დაუტოვა და ბიჭებს უთხრა
-ბიჭებო წავალ მე ნუკის მოვიყვან.ოღონდ წინასწარ ვალერიანს დავალევინებ რა იცი რა ხდება.-ლიზა სახლში შევიდა და ყურსასმენებგაჩხერილ ნუკის თავზე დაახტა.
-შენთვის სიურპრიზი მაქვს დაიკო.


-ძმაო არ გირცევ ამ გოგოს გადაკიდებას დამიჯერე მოურჯულებელია
-ჰო ეტყობა
-არ გააბრაზო თორემ ჩვენ ვღარ გიშველით.არც მის მორჯულებას ეცადო თორე ეგრევე დაგბრიდავს.
-როგორ მიყვარს მოურჯულებელი გოგოები-ტუჩემი გაილოკა და ლიზას გავლილ გზას გახედა.


იმედია მოგეწონათ სიყვარულით უბრალოდ მე <3



№1  offline წევრი georgia0102

vaime ;DD es ubeduri gabrieli ;DD magnairi gogos gadakidebas gveli gadaikido girchev ;DD shen gaagrzele kargia da malmale dade...

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra magari tipia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent