ფოსტალიონი გოგონა (სრულად)
თავი 1 მობეზრებული ყოველდღიურობით სახლში ბრუნდება, სადაც არავინ ელოდება თავისი თუთიყუშის და მოგონებების გარდა. სადაც ტკივილია პირველ ადგილზე, ზოგჯერ კი ბედნიერი წლებიც ცოცხლდება… ამაზე უფრო ცუდ ხასიათზე დგება, მოტოციკლის სიჩქარეს უფრო და უფრო უმატებს სახლის ქუჩას სცდება და შუა ღამის ქუჩებში უგზო უკვლოდ დაეხეტება... --- ბედნიერება თითქმის უცხოა მისთვის, მაგრამ მაინც ახსენდება ის ბედნიერი წლები რომელიც ოჯახში აქვს გატარებული, მაგრამ არ აცალა ბედნიერებამ მისით დატკბობა და საკმაოდ მალე დასრულდა მისთვის. 13 წლის იყო მამა რომ დაეღუპა.. ვიღაც თაღლითი დაესხა თავს, საფულესთან და მობილურთან ერთად კი სიცოცხლეც წართვა.. ახსოვს როგორ იტანჯებოდა და ფანჯარის რაფაზე შემოსკუპებული ვარსკვლავებს ელაპარაკებოდა იმ იმედით რომ ერთ-ერთი მამამისი იქნებოდა. უყვებოდა იმ ყველაფერს ვარსკვლავებს რასაც საწოლის თავთან ჩამომჯდარ მამას უყვებოდა ხოლმე.. მისმა სიკვდილმა სამუდამო დაღი დაასვა მას. აღარ იყო ისეთი ეკატერინე როგორიც ადრე მთლად სხვა პიროვნება გახდა ერთ დროს გახსნილი და თავისუფალი თავის თავში ჩაიკეტა თითქოს გარდასახვა მოხდა მასშიო მის ცუდად ყოფნას დედამისი უფრო აღრმავებდა, რომელიც ვერასოდეს უგებდა ან როდის გაუგებდა როცა საერთოდ არ ელაპარაკებოდა ან სად ჰქონდა შვილის დრო როცა კორპუსის დაბლა საყვარლები ელოდნენ.. ერთ ჩვეულებრივ დღესაც ასე წავიდა გაიპარა თავის "შეყვარებულთან" და თავისი ერთადერთი იმ დროს უკვე 17 წლის შვილი მარტო დატოვა, ბედის ანაბარა.. ასე დაუბარა „კეთილისმსურველმა“ დედიკომ. - დიდი გოგო ხარ უკვე და საკუთარ თავს შენთვითონ მიხედავ. მე ვეღარ ავიტან ამ შენ ხუშტურებს ბედნიერების უფლება მეც მაქვს..- იმის მერე 2 წელი გავიდა ეკატერინე ყოველთვის ცდილობდა დამოუკიდებელად ცხოვრებას, სადაც არავის ხელის შემყურე არ იქნებოდა, ამიტომ მარტო დარჩენის შემდეგ სამუშაოს ძებნა დაიწყო. ბევრგან იყო, მაგრამ ვერსად დარჩენა ვერ მოახერხა ფოსტის გარდა სადაც წერილების დარიგება ევალებოდა სხვადასხვა უბნებში. ამ წინადადებას უფრო იმიტომ დასთანხმდა რომ მოტოციკლით გაუადვილდებოდა მუშაობა, რომელიც მისი ყოველდღიურობა იყო და ძვირფასი საჩუქარი მამასგან ახსოვს პატარა რომ იყო როგორ ასწავლიდა მამა ტარებას და თან ეუბნებიდა ყველაზე მაგარი გოგო იქნები როცა ტარებას ისწავლი და მამას გულს გაუხარებო.. მამას სურვილი ბიძაშვილის დახმარებით შეუსრულა მას შემდეგ რაც ის დაიღუპა.. ამ სამსახურით კიდევ თვითონაც კმაყოფილი იქნებოდა და მამაც მიუხედავად იმისა რომ თავისი მოტოთი ვერ შეძლებდა მუშაობას მაინც. --- ისე იყო გატაცებული ფიქრებით ვერც კი მიხვდა თავის კორპუსთან ორჯერ რომ ჩაიარა, მაგრამ არ გაუჩერებია ბოლოს მიხვდა რომ სახლში დაბრუნების დრო იყო და მოტოს სიჩქარეს უკლო. სახლში მისული ცოტა თავის თუთიყუშს, კოკოს ეთამაშა მერე კი პირქვე დაემხო საწოლზე. დილით კი ყოველთვის შვიდ საათზე დაყენებული მაღვიძარა აწკრიალდა.. ერთიანად დასიებული სახის და აწეწილი თმის დაწყნარებას წყლის გადავლებით შეეცადა.. შხაპის შემდეგ ცოტა აზრზე მოსული სარკის წინ დადგა. თავისი სწორი მხრამდე თმის დავარცხნა დაიწყო. შემდეგ კბილების გასუფთავებას შეუდგა, რომელსაც აუცილებლობის გარდა არ აჩენდა რადგან წინა კბილები ოდნავ ერთმანეთს ეჯვარებოდა ამიტომ სიცილის დიდად მოყვარული არ იყო. მთელი რიგი პროცედურების თავის მოწესრიგებისა და საუზმის შემდეგ მოაჯდა თავის მოტოს და ფოსტისკენ გასწია. სადაც, უამრავი წერილი ელოდა რომლის დარიგებაც უნდა მოესწრო. იქ მისულმა მალევე გაავსო თავისი ზურგჩანთა და წავიდა.. შუადღის შესვენებისა და წახემსების მიუხედავად თავს მაინც დაღლილად გრძნობდა დაღლილობას უფრო ჩანთაში მოთავსებული წერილები უმატებდა. ერთ-ერთი წერილთაგანი ამოიღო და გაემართა იმ უკვე ნაცნობი ბინისკენ სადაც კარს არასდროს არავინ უღებდა, ამიტომ წერილებსაც კარებთან ტოვებდა. ახლაც იმ იმედით რომ კარს არავინ გაუღებდა ძირს აპირებდა დადებას როცა გაიფიქრა -აბა ერთხელ კიდევ ვცადო იქნებ გააღოს.- და ჰოი საოცრება კარი გაიღო და შიგ ერთი წელს ზემოთ შიშველი გაბურძგნული ბიჭი დახვდა. ეკატერინე დაგდებული წერილის ასაღებად ძირს დაიხარა რათა მიეწოდებინა როცა "ჰოი საოცრებამ" საშინლად ჩახრინწული და მამაკაცური ხმით ჰკითხა -ეს რა ჯანდაბაა..- ეკეტერინეს წარბი არ შეხრია. -წერილი, შეგიძლია გახსნა და ნახო. - ისეთი სერიოზულობით მოახსენა. ირონიულობას ვერც შეამჩნევდა ადამიანი. ამ ბიჭის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ არც იცოდა თუ წერილები მასთან მიდიოდა.. წარბშეკრული და ინტერესიანი მზერით უყურებდა ეკატერინეს საყვედურებს მაგრამ ვერაფერს იგებდა ამიტო 15 წუთის ამოშეშებულმა კარებში ეკატერინეს შიგნით შესვლა და ყველაფრის წესივრად ახსნა მოსთხოვა.. ეკატერინე დროის უკმარისობის გამო მაინც დასთანხმადა ან ამ ბიჭის მაცდრუმა მზერამ დაითანხმა სადაც ჭინკები თამაშობდნენ.. ოთახში შესულმა ჩაფხუტი მოიხსნა სკამზე მოუხერხებლად დაჯდა რადგან მიხვდა რომ ამ ბიჭის გარდა სახლში არავინ იყო. მის ირონიულ და მწველ მზერას კი ყოველწამს გრძნობდა. თავი 2 მრგვალ მაგიდასთან მჯდომ ეკატერინეს წინ ჩამოუჯდა კვლავ იმ ცინიზმით სავსე მზერით და ღიმილით.. გაშლილი ხელი კი გაუწოდა და იმ ბოხი ხმით წარმოსთქვა -ლევან ბრეგვაძე ჩაფხუტიანო.. ეკატერინეს ყურადღება უკვე ნაცნობმა ლევანის თითებმა მიიპყრო როგორ მოეწონა თეთრი, მოვლილი, თლილი თითები წამით თვალი გაუშტერა, ინსტიქტურად შეახო თავისი მტევანი მისას და დაბალი ხმით ტხრა - ეკატერინე კიკნაძე..- სახელის თქმა იყო და ლევანმა სასცილოდ შეკრა წარბები რომლთა ქვეშ შავი თვალები მზერდნენ და ნიშნისმოგებით შეხედა ეკატერინეს ნუშის ფორმის ყავისფერ თვალებში და სრული სერიოზულობით თქვა -არ მიყვარს ეს ფორმალურობა და ეგეთი რაღაცეები ამიტომ კატოს დაგიძახებ ან კეკეს.. -მგონი აქ ამისთვის არ შემოვსულვარ.- საათს დახედა. მიხვდა, რომ რამენიმე წუთია ასე ტყუილად დაკარგა და აგვიანდება, მაგრამ გულის სიღრმეში არც დარდობდა, რადგან რაღაცით იზიდავდა ლევანი თან თუ ვერ დაარიგებდა წერილებს დილით ადგებოდა ადრე და შესვენებასაც გამოიყინებდა, ამიტომ უნდოდა რატომღაც ლევანის გაცნობა მის ცინიკურ გამოხედვასა და ღიმილს მიღმა მისი ნამდვილი სახის დანახვა, რადგან დიდი ხანია კი არა ბიჭთან ბოლოს როდის ისაუბრა არც ახსოვს. მიუხედავად ამისა სერიოზულობას არ კარგავდა კატო და დაიწყო მოყოლა თუ საიდან იყო მოსული და რატომ მოიტანა წერილი, მაგრამ უეცრად ლევანმა საუბარი გააწტვეტინა და ყავა შესთავაზა კატომაც თავი დაუქნია მხოლოდ თანხმობის ნიშნად და ლევანმაც მარტო დატოვა ღიმილიანი სახით. ყავისთვის წყლის დადგმის შემდეგ სამზრეულოს კარებში გაჩხერილი უყურებდა კატოს და ფიქრობდა როგორ აღაგზნებდა ეს უბრალო გოგო თავისი ვარდისფერი, გამომშრალი ტუშებით რომელსაც დრო და დრო ენით ისველებდა. როგორ უნდოდა ის თმა გადეწია ყურებზე ცალ მხარეს რომ ჩამოშლოდა და მის ლოყას და სწორ ცხვირს რომ ეხებოდა.. უნდოდა მისი ხორბლისფერი კანის სურნელი შეეგრძნო და მის გრძელ კისერს ტუჩებით შეხებოდა რომელიც მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა იმ ტყავის ქურთუკშიც კი.. მოსწონდა ამ გოგოს უბრალოება, რომელიც ასე იზიდავდა და ვნებებს აღვიძებდა მასში ისე თითქოს რამდენიმე საათის წინ არ გაუშვა ვნება დაცხრომილმა თავისი ნაშა. ფიქრებში გართულს წყლის დუღილის ხმა შემოესმა და მაშინღა გამოფხიზლდა. საშაქრით ხელში გავიდა მისაღებში და ჰკითხა -რამდენი კოვზი შაქარი ჩგიყარო?- მაგრამ კატო იქ არ დახვდა, ხმა კი აივნიდან მოესმა თურმე მობილურზე ლაპარაკობდა და აღარ შეაწყვეტინა, ამიტომ თავისი გემოვნებით ჩაუყარა. ფინჯნები კი მაგიდაზე დადო და თვითონაც აივანზე გავიდა უკან ამოუდგა თავისი მაღალი მამაკაცური სილუეტით გოგონას საშუალო საკმაოდ მოხდენილ სილუეტს. კატო მიხვდა, რომ ლევანი უკან იდგა, მაგრამ არ შეუნჩნევია გარეგნულად, შენაგანად კი მთელი სხეული უხურდა და ეწვოდა როცა ყელთან მამაკაცის ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა.. კატო უცბათ მიტრიალდა ეგონა გაიწევა იქითო, მაგრამ არა კვლავ ისევ ისე იცინოდა იღონდ ახლა კბილებიც დაურთო, რომელიც ისე იყო ჩამწკრივებული ერთწამს შეშურდა.. ლევანი უფრო და უფრო ახლოს მიდიოდა მასთან კატო კი ვერ ხვდებოდა ასეთი რა ვნება გააღვიძა მასში ამ ბიჭმა მიუხედავად იმისა რომ მასზე სიმპატიურებიც უნახავს.. ან როგორ შეიძლებოდა ასე უცნობისთვის ამდენი უფლება მიეცა, მაგრამ არა უცნობს კი არა თავის თავს მისცა ამის უფლება და წინ აკრული მამაკაცი, რომელიც ასე ახლოს იყო, მაგრამ არ ეხებოდა მალე გონს დააკარგვინებდა ან თავს იმის უფლებას მისცემდა რომ თვითონ შეხებოდა. ამის წარმოდგენაზე თვალებდახუჭულმა თავი გააქნია, გვერდით განა გაიწია დამფრთხალი კატასავით გახტა და თავის ადგილს დაუბრუნდა. მისაღებში, ყავა უკვე გაციებული დახვდათ, მაგრამ ვერაფერს გრძნობდნენ ისე იყვნენ აჟიტირებულები და ყავით სცადეს ვნებების ჩაცხრობა. ლევანმა მოულოდნელად გამოუცხადა კატოს -მართლა, სასწრაფო საქმე მაქვს წეღან რომ ლაპარაკობდი მაშინ დამირეკეს და უნდა გავიდე..-თავის მართლებასავით გამოუვიდა, მაგრამ ასე ჩთალა საჭიროდ. -არაა პრობლემა.- კატომაც შეურაწყოფილმა და გაკვირვებულმა გადაიკიდა თავისი ჩანთა ჩაფხუტი აიღო და კარის გასაღებად მოემზადა, რომ მის წელზე შემოკრული ხელები იგრძნო ჟრუანტელმა ერთიანად დაუარა ტანში. მთელ მუცელში საშინელ წვას გრძნობდა ხელებს კი უფრო მაგრად უჭერდა და შიშველ სხეულზე იკრავდა გოგონას.. ტუჩებს მის ყელზე დაატარებდა და ვნებისაგან გაბრუებულები ვეღარაფერს იგებდნენ მანამ სანამ კატოს მისი წეღანდელი საქციელი არ გაახსენდა და ხელები სწრაფად გააშვებინა კარი ელვის სისწრაფით გამოაღო და კიბეებიც სირბილით ჩაიარა.. თავი 3 დაბლა ჩასული კატო ძლივს სუნთქავდა, გული ამოვარდნას ჰქონდა. გაბრუებული ვერაფერს იგებდა ვერც საღამოს ნიავმა უშველა სახეზე რომ ელამუნებოდა. მხოლოდ გვერდით დაყენებული მოტოციკლისკენ დაიძრა ჩაფხუტი ჩამოიმხო მოაჯდა და წავიდა. ქუჩებში ინსტიქტურად მოძრაობდა თავში ყველაფერი ერეოდა. ლევანის შეხების გახსენებაზე სხეულში წვას გრძნობდა და ჟრუანტელი უვლიდა. ყოველთვის ეგონა რომ ეს მუცელში პეპლები და ეგეთი რაღაცეები საპირისპირო სქესის შეხებაზე ცრუ წარმოდგენა იყო, მაგრამ დღეს მიხვდა რომ საშინლად სცდებოდა. თავის სადარბაზოსთან გაჩერებულმა ჯიბეები მოიჩხრიკა ხურდას ეძებდა ლიფტისთვის, მაგრამ რომ ვერ ნახა კიბეებს ფეხით აუყვა ისე იყო ძალა გამოცლილი აფრატუნდა. გასაღები ძლივს მოარგო კარს, ბინაში შესული მაშინვე კოკოსკენ გაემართა ბოდიში მოუხადა რომ ვერ ნახულობდა მისთვის დროს მერე საკენკი დაუყარა და შხაპის გადაუვლებლად შეწვა ლოგინში არ უნდოდა ლევანის სუნი და მისი ტუჩების ნაკვალევი მოეშორებინა ყელიდან. კარგა ხანი არ ჩასძინებია იმდენად ჩაითრია მამაკაცზე ფიქრებმა. პირველი ადამიანი იყო, ვინც ასეთი შეგრძნებები გამოიწვია მასში.. როგორი მამაკაცური იყო განიერი მხარ ბეჭით, სუფთად მოვლილი ოდნავ მოშვებული წვერით და აჩეჩილი თმით, მაგრამ სუნელი უფრო ბუნებრივი და გამაგიჟებელი ჰქონდა.. ამასთან ერთად კატო ნერვიულობამ აიტანა რადგან რომ ვეღარ შეხვედროდა რა მოუვიდა თითქოს შეპყრობილი იყო მამაკაცით.. სახლში ავიდოდა ?! ავიდოდა რა თქმა უნდა, მაგრამ ისევ ისე დაკეტილი კარი რომ დახვედროდა როგორც ადრე.. ასეთი ფიქრები ტრიალებდა კატოს თავში შემდეგ კი ძლივს ჩაეძინა ემბრიონის ფორმაში მყოფს. --- ამ დროს ლევანისთან ყველაფერი სხვაგვარად იყო. როცა კატომ წერილი მიუტანა მაშინვე მიხვდა საიდანაც იქნებოდა. სახლის ძველ პატრონს ბევრი ვალები ჰქონდა, ამიტომ სახლი გაყიდა, რომელიც ლევანმა იყიდა და სულ ორი დღის გადმოსული იყო, ჯერ გაფორმებულიც არ ჰქონდა ამიტომ ძნელი მისახვედრი არ იქნებიდა რომ წერილი ძველ პატრონთან იყო გამოგზავნილი.. თუ მიხვდა მაშინ რაღატო მოატყუა ვერაფერი გავიგეო?! ნუთუ კატომ მოხიბლა?! რა თქმა უნდა აბა სხვაგვარად უბრალოდ გამოართმევდა და გაუშვებდა. კატო ჩვეულებრივი გოგო იყო, მაგრამ ლევანმა მასში რაღაც სხვა დაიჭირა. ამასთან ერთად მაშინაც მოატყუა როცა უთხრა სასწრაფო საქმე მაქვს მაგვიანდებაო, რადგან არ უნდოდა თავი დაეკარგა და ამ გოგოს დაძაბულობით ესარგებლა რომელიც წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლედა.. ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა კატოს ნერვიულობაში სამზარეულოდან რომ უმზერდა კატოს, თითებს მაგიდის ქვეშ ერთმანეთს მაგრად რომ უჭერდა.. მერე კიდევ აივანზე უკან რომ ამოუდგა იგრძნო მისი გახშირებული სუნთქვა და ტაო დაყრილო კანი. არ ეგონა ასეთ ემოციას თუ გამოიწვევდა მასში ერთი შეხედვით "გასულ" გოგოში. ამიტომ ასე გაგრძელებისას საკუთარ თავს გადააბიჯებდა. ხოდა სწორედ ამიტომ გაუშვა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა კარებთან მისულს წელზე რომ მოხვია ხელი და თავი მის კისერში რომ ჩარგო კიდევ კარგი კატო მოეგო გონს და წავიდა. ლევანი ცალი ხელით დაყრდნობილიყო კედელს მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო გიჟივით დასწვდა კარადაზე დადებულ მანქანის გასაღებს და კიბეები ფრენით ჩაიარა. დაბლა ჩასულმა დაინახა როგორ ჯდებოდა კატო მოტოციკლზე თვითონაც გამოაყენა თავისი მანქანა ჩაჯდა და ადგილიდან მხოლოდ კატოს წასვლის შემდეგ დაძრა. მთელი გზა მისდევდა და გაკვირვებული უყურებდა როგორ სწრაფად დაატარებდა მოტოციკლს ერთწამს შეეშინდა კიდეც არაფერს დაეჯახოსო, მაგრამ კატო ამას ვერ ხვდებოდა.. როგორც იქნა გაჩერდა თავის კორპუსთან და მამაკაცმაც შვებით ამოისუნთქა. კიბებზე მილასლასე კატო ისეთი ფრატუნით მიდიოდა ლევანის ნაბიჯების ხმას მაინც ვერ გაიგებდა, მაგრამ მაინც ფრთხილობდა..კატოც ავიდა ბინაში და ლევანმაც მისი მისამართი გაიგო სახლში კი კმაყოფილი დაბრუნდა. --- დილით კვლავ აწკრიალდა მაღვიძარა და კატომაც ხელების აქეთ-იქით ქნევით სცადა მისი გაჩუმება, მაგრამ უშედეგოდ. მალევე ადგა შხაპი მიიღო და მამაკაცის ტუჩებისა და ხელების ნაკვალევი წყალს გაატანა. ძალიან უნდოდა ფიქრებიც მისთვის გაეტანებინა, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია.. შხაპის შემდეგ მოწესრიგებას შეუდგა, ისაუზმა, კოკოსთვისაც გამონახა დრო მერე დაემშვიდობა და წავიდა. სამსახურშიც როგორ ყოველთვის ერთფეროვანი ყოველდღიურობა სუფევდა, მაგრამ უფრო დატვირთული დღე ელოდა რადაგან გუშინდელი საქმეც გასაკეთებელი დარჩა ცოტა დაღონდა ამაზე რადგან თავის საყვარელ კაფეში ვერ მოასწრებდა შესვლას, მაგრამ როგორმე გადაიტანდა. ამ დღეს როგორც ყველა დანარჩენს უცნაური "მასპინძლების" გარეშე არ ჩაუვლია.. ერთერთი ბინის წინ იდგა და ზარს რეკდა როცა ფეხის ხმა მოესმა, რომელიც დიდი ალბათობით ამ ბინაში მიდიოდა რადგან ბოლო სართულზე იყო არც შემცდარა იქ მისულმა კაცმა ჰკითხა - უკაცრავად შვილო სახლში არავინაა კიდევ? - როგორც ჩანს არა, ან არ მიღებენ. - რამდენი ხანია ჩემი ვალი აქვს ამ ბინის პატრონს ჩემი ძველი მეგობარია, მაგრამ არაფრით არ მიბრუნებს მგონი სახლიდან გადავიდნენ. - ეს წერილიც ვალთან დაკავშირებითაა ალბათ როგორც მათი უმეტესობა. - კარგი შვილო დამიტოვე და მე გადავცემ თუ დაბრუნდნენ. კატო წერილის მიცემას აპირებდა როცა ბინის კარები ერთმა პუტკუნა ქალმა გამოაღო პირის ცმაცუნით და ლანძღვით რომელიც ამ კაცის მიმართ იყო -შე უქნარა კიდევ ბანკიდან არიან? არ ვიცი როგორ უნდა აგიტანო ეს დარჩენილი წლები. შენი გამოსწორება არ იქნება, არა!-საწყალ კაცს შერცხვა და ფერები გადაუვიდა სახეზე.. კატოს უცბად გამოსტაცა ხელიდან წერილი და წარბშეკრულმა წაიკითხა როცა საშინელი ხარხარი ამოუშვა ბედნიერმა. -ჩემი ძმაა. ჩემი საყვარელი ძმაა. ისევ ის თუ დამეხმარებოდა ასეთ გაჭირვებაში.-გახარებულმა აკრაა წერილი სახეზე ცოლს. ორივემ მადლობა გადაუხადა გოგონას და გულთბილად დაემშვიდობნენ. სახლში შესვლამდე კი უკვე აწყობდნენ გეგმებს თუ ვის ვალს გადაიხდიდნენ ამ ფულით ან რაში გამოიყენებდნენ. ლანძღვა გინება შერჩათ, ამოწყვეტასთან ერთად თან გამრავლდნენ. გარკვეული ბალანსი შეიქმნა. კატო კი ამათი შემყურე თავის ქნევით და ღიმილიანი სახით შევიდა ლიფტში. დანაარჩენი წერილებიც დაურიგა პატრონებს და სახლში ცარიელი ჩანთით დაბრუნდა, საკმაოდ გვან იყო უკვე. მომდევნო ორი კვირა ისე გავიდა ახალი და საინტერესო არაფერი მომხდარა კატოსთან. რუტინული დღეები უფრო და უფრო უაზრო ხდებოდა მისთვის. ყოველ დღე ერთი და იგივე, მაგრამ ყოველ დღე რაღაც ახალის მოლოდნში იყო. ამ ორი თუ სამი კვირის შემდეგ სამსახურიდან დაბრუნებული კარის გაღებას აპირებდა კიბეზე ჩამომჯდარი ლევანი რომ დაინახა. თავი 4 მამაკაცის დანახვა ისეთი მოულოდნელი იყო კატოსთვის ეგონა ელანდებოდა, სახეზე ფერები გადაუვიდა და ფეხებში ძალა დაეკარგა. ლევანი კი მისკენ დაიძრა ტუჩთან ახლოს ლოყაზე აკოცა და ყურთან დაბალი ხმით უთხრა - ვფიქრობდი რამე წერილი კიდევ მოვა ჩემთან- მეთქი ოღონდ ამჯერად შენგან , მაგრამ როგორც ვატყობ შევცდი.-მთლიანად ათრთოლებული გოგონა სახის ნაკვთებს თავს ვერ უყრიდა მერე კი აკანკალებული ხმით ჰკითხა. - აქ რას აკეთებ? -მე თვითონ მოვაკითხე წერილს. -ფოსტა ცარიელია.-სიცილით უთხრა კატომ და მხრები აიჩეჩა. -არაუშავს. გავიაროთ სადმე გინდა?-ამ კითხაზე კატოს ორმა მემ ბრძოლა დაიწყო. ბოლოს კი სიახლის წყურვილმა აჯობა. -ჩანთას დავდებ.-უთხრა და ბინაში შევიდა. დაბლა ჩასულები ლამპიონებით განათებულ ქუჩას დაუყვნენ. მამაკაცმა გოგონას წვრილ წელს ხელი შემოხვია და ყელზე რბილად აკოცა, მაგრამ კატომ მისი ხელი მოიცილა და ოდნავ განზე გაიწია მამაკაცისგან. ლევან მის ბავშვურ ქმედებაზე გაეღიმა მერე სიგარეტს მოუკიდა და კატოს ჰკითხა, რომელიც ხმას არ იღებდა და წინ გადაშლილ სივრცეს თვალებ გაშტერებული გასცქეროდა. - რა სახით მოძრაობ? ნუ ხარ დაძაბული. სიგარეტის ბოლი კი სახეზე მოაფრქვია, ამაზე ხველება აუტყდა და ხელების ქნევით ანიშნა იქით გაიწიეო, მაგრამ ლევანმა ახალი ღერი სიგარეტი გაუწოდა მიუხედავად იმისა რომ ერთხელაც არ ჰქონდა მოწეული უარი არ უთქვამს და განუცხადა მამაკაცს - მოვწევ, მაგრამ არ დამცინო. -ისადაც სასიცილო ხარ.-სიცილით უთხრა და გოგონას თითებში გაჩხერილ სიგარეტს მოუკიდა. კატომ ღრმად ამოისუნთქა და პირში ჩაიდო სიგარეტის ღერი, პირველ ცდაზე რამის დაიხრჩო, მაგრამ მერე როგორც იქნა "დაუმუღამა" თან გულიანად იცინოდნენ.. - შენზე მიამბე რამე.-კატოს მიერ დასმული ეს შეკითხვა ესიამივნა შეკრული მუშტი პირთან ახლოს მიიტანა და ჩაახველა თან დააყოლა - ახლა შარფი რომ მქონდეს უკეთესი იქნებოდა მეტი დამაჯერბლობისთვის, მაგრამ არაუშავს მე გახლავართ 25 წლის ეკონომისტ-ფეხბურთელი. 1 წელია ბანკში ვმუშაობ ხოლო ფეხბურთს ბავშვობიდან ვთამაშობ და ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. მყავს ოჯახი რომელიც 3 წევრისაგან შედგება ჩემს გარდა, დედა, მამა და პატარა და თათა. ხო და კიდევ რაც ყველაზე მთავარია 1 თვის დანიშნული ვარ და მალე ქორწილი მექნება.. ისეთი სერიოზულობით თქვა ეს ბოლი წინადადება ეჭვს ვერავინ ვერ შეიტანდა მითუმეტეს კატო თავიდან ეგონა ხუმრობდა, მაგრამ ესეთი სახით თქვა ვერც ჰკითხა მეღადავებიო გოგონას სხეულში კი შესაბამისი შეტყობინებები დაიგზავნა. ენა ჩაუვარდა კატოს ლევანის მხარს თავი მოაშორა და თუ თვალებში შეხედავდი მაშინვე მიხვდებოდი რომ გაქცევას აპირებდა. მის რეაქციაზე სიცილი აუტყდა ლევანს ორივე ხელი მაგრად მოხვია და სიცილით უთხრა - მართლა დაიჯერე?! -არაფერი უთქვამს მხოლოდ გაუღიმა. - შენი ჯერია, ახლა შენზე მომიყე. კატომ მხრები აიჩეჩა და ხელებში მოქცეულ მობილურს წვალება დაუწყო.. - მე არაფერი მაქვს მოსაყოლი გარდა იმისა რომ ყოველი დღე ერთნაირია, მხოლოდ სამსახური და სახლი.. 17 წლიდან ასე გრძელდება უვე 2 წელია.. ლევანის არ ესიამოვნა მისი ასეთი მშრალი პასუხი. -ხოდა მომიყე ხომ უნდა ვიცოდე როგორ შეიძლება შენი ცხოვრების გაფერადება.-უთხრა და მის თმაში ახლართა ხელები. - 13 წლისას მამა გარდამეცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ დედაჩემიც გათხოვდა, მარტო დავრჩი ვერც სწავლა მოვახერხე რადგან სამსახუს ვერ ვუთავსებდი. მე კიდევ ჩემი ნათესავების ხარჯზე ცხოვრება არ მინდოდა ამიტომაც წავშალე პერსპექტიული მომავლის მოწყობის გეგმები ჩემში და შევეგუე ერფეროვან ყოველდღიურობას. აღარც ვდარდობ მივეჩვიე უკვე.. მეგობრებთანაც გავწყვიტე ხშირი კონტაქტი სულ დროის უკმარისობას ვიმიზეზებ სინამდვილეში კი მათ ხასიათზე არ ვარ , უბრალოდ არავის და არფრის ხასიათზე არ ვარ.. სახლში კიდევ თუთიყუში მყავს კოკო, ის ერთადერთი არსებაა რომელიც არასდროს მტოვებს, მაგრამ გალიაში რომ არ მყავდეს ალბათ ისიც წავიდოდა.-ამის მოყოლა იყო და ცრემლჩამდგარი თვალებით შეხედა ლევანს.. მამაკაცმა საფეთქელთან მაგრად აკოცა, მერე კი ერთი აზრი წარუდგინა.. - მოდი შენი კოკო თუ გინდა ერთი კვირით გამატანე თათასთან ავიყვან ორივე კარგად გაერთობა. შენ კიდევ ხვალ საღამოს გამიგივლი და კლუბში წავიდეთ თან ჩემს მეგობრებსაც გაგაცნობ და იქნებ ცოტა მოხვიდე ხასიათზე. კატო არ ელოდა ასეთ შემოთავაზებას, მაგრამ რატომღაც დასთანხმდა. მამაკაცი ცოტა შეწუხებული იყო რადგან არ ელოდა კატოს ცხოვრების შესახებ ასეთ ნაამბობს. თითქოს გული დაუმძიმდა, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა საკუთარ თავში გამოწვეული შეგრძნებების დამალვას. ცოტა ხანიც იყვნენ ასე მერე ლევანმა ბინის კარამდე ააცილა. მსუბუქი ტუჩების ნაკვალევი დაუტოვა ლოყაზე -სარამოს სამუშაოს შემდეგ სადარბაზოსთან დამხვდი. გამოგივლი. -დროებით. -კატო კი კმაყოფილი გასცქეროდა მამაკაცის სილუეტს მანამ არ ჩაირბინა კიბეები და თვალს არ მოეფარა. თავი 5 სახლში შესულმა ტუმბოზე დადებული მობილური აიღო და თავის ძველ მეგობარ ელენეს მისწერა - მომენატრეთ, გამოგივლით ამ დღეებში და სადმე დავსხდეთ. -ჩვენც. რახდება ისვენებ? -კი 2 დღეში ვთავისუფლდები ერთი თვით.-ეს მიწერა, მაგრამ პასუხს აღარ დალოდებიატელეფონი გამორთო და გვერდზე გადაბრუნდა და სიზმრების ქვეყანაში გადაეშვა. ახალი დილა თითქოს ჩვეულებრივ, მაგრამ უფრო შემართებით დაიწყო აღარც მაღვიძარა დასჭირვებია სამსახურშიც უფრო ადრე წავიდა საქმის მალე მომთავრებისთვის. თანამშრომლებიც ამჩნევდნენ კატოს მცქმუტავ ტანს თითქოს სადღაც ეჩქარებაო და თვალებში მოთამაშე ჭინკებს.. -დღეს როგორი ენერიული ხარ.-სიცილით უთხრა თიკამ დაწერილების შეკვრა მიაწოდა. -ხვალიდან ერთი თვე თავისუფალი ვარ. -არა მგონია მხოლოდ ეს იყოს მიზეზი.-გამომცდელად შეხედა კატოს დაპასუხის მოლოდინში თვალები დაუწვრილდა. -სიახლეების მოლოდინში ვარ. -ამ, ხომ ვთქვი შემატყობინე მერე. წარმატებები.-საჩვენებული თითი დაუქნია. -გმადლობ. აუცილებლად.-ჩანთა მოიკიდა შენობიდან გავიდა. ამ დღემ ელვის სისწრაფით ჩაიარა, მაგრამ კატოსთვის რომ გეკითხათ ამაზე გრძელი დღე არცერთი არ იყო.. სახლში ასულმა გარდეროვის ის მხარე გამოაღო რომელსაც რამდენიმე წელია არ იყენებდა, მაგრამ შოპინგზე წასული შარვლებს, კედებსა და სპორტულ მაისურებს მაინც გამოაყოლებდა ერთ კაბას და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ხოლმე.. ახლა არჩევანი მთლიან მოკლე კაბაზე გააკეთა რომელიც გიპიურებით იყო გაფორმებული ფეხზეც ამავე ფერის მაღალქუსლიანი ჩაიცვა. რამდენიმე ნაბიჯი გაიარა და აქედან არც ერთი არ ყოფილა ისეთი ფეხი რომ არ გადაბრუნებოდა, ამიტომ დაბღვერილმა კაბაც გაიხადა და ფეხსაცმელიც ახლა მოკლე წითელი ბოლო, შავი ფერის ზედა და ყველაზე სადა კეტები ჩაიცვა.. ლამაზად დავარცხნილი თმა თავის ნებაზე გაუშვა, სახეზე ტონალური და თვალზე ოდნავ შავი ფანქარი წაისვა ტუჩზე კი წითელი ფერის პომადა რომელიც განსაკუთრებულ მადის აღმძვრელობას მატებდა.. ამ დროს ესემესიც მოუვიდა ლევანისგან -დაბლა გელოდები. კოკო არ დაგავიწყდეს.- გახარებულმა დასტაცა კოკოს გალიას ხელი სარკეში ერთიც შეათვალიერა საკუთარი თავი და კიბეებს ნარნარით დაუყვა.. დაბლა ჩასულს მანქანაზე დაყუდებული ლევანი დახვდა რომელიც უჩვეულო ფორმაში გამოიყურებოდა შავ შარვალ კოსტუმში ღია ცისფერ საროჩკასა და ჰალსტუხში.. არც მამაკაცს დაუმალავს თავისი აღტაცება და გადაკოცნის შემდეგ უთხრა - თურმე რა იმალებოდა თვისუფალი სტილის მიღმა.-ეშმაკურად გაუღიმა და მანქანის კარი გაუღო. კატომ მხოლოდ ღიმილით უპასუხა. - სამსახურჩემთან ავიდეთ გამოვიცვლი მერე თათას მივუყვანოთ კოკო და კლუბში წავიდეთ.. ისე აღიარე ამ ფორმაში ხო სიმპატიური ვარ? ამაზე სიცილი ვერ შეიკავა გოგონამ და მოგუდული ხმით უპასუხა - შენი სტილია.-ლევანის ბინამდე უხერხული სიჩუმე სუფევდა როგორც იქნა გადმოვიდნენ მანქანიდან.. მამაკაცმა გოგონას ხელს ხელი გაუყარა.. ლიფტში შესულები ერთმანეთის გვერდით ძალიან ახლოს იყვენ ლევანი ძლივს იკავებდა თავს ასეთი სიახლოვე თავის სასარგებლოდ რომ არ გამოეყენებინა კატო კიდევ უარეს დღეში იყო მთელი სხეული უხურდა.. ლიფტიც გაჩერდა და გამოსულებმა შეუმჩნევლად ღრმად ამოისუნთქეს.. ლევანმა გასაღები მოარგო კარებს და შიგ შესულ კატოს უთხრა - ცოტახანი რამით გაერთე ჩავიცვამ და ორ წუთში აქ ვარ.. - კაი მიდი როგორ ეტყობა ლევანს მამაკაცი როა ზუსტად ორ წუთში სრულიად სხვა ადამიანი გამოვიდა ოდნავ ფართო უბიან ჯინსის შარვალში, კედებში და ნაცრისფერ მაისურში კოხტად დაყენებული თმაც აუჩეჩია.. კატომ ცერა თითით ანიშნა მაგარიაო. ლევანმა კი თავისი ტუჩები გოგონას შუბლს შეახო მერე ხელი წელზე შემოხვია და დაბლა ჩავიდნენ სადაც კოკო ელოდებოდათ მანქანაში მჯდომი.. როცა ლევანმა მანქანა ადგილს მოსწყვიტა კატოს კოკოზე ანიშნა და ჰკითხა - ლაპარაკი არ იცის? - არა, რომ სცოდნოდა მაინც დაავიწყდებოდა ძალიან ცოტა დროს ვუთმობ დღის განმავლობაში. - ხოდა ჩათვალე რომ თათა ამოადგმევინებს ენას ისე გაგირთობს. -მეც ეგ მინდა.-კატოს სიამოვნებდა ლევანის ასეთი ყურადღება და გული ნელ-ნელა რაღაც მისთვის ამოუცნობი გრძნობით ივსებოდა. არც ისე შორს ყოფილა ლევანის მშობლების სახლი.. საკუთარი, ორსართულიანი, ლამაზი, სახლი ჰქონია, განათებულ ეზოში კარგად ჩანდა ყვავილებით სავსე ეზო. ლევანმა თათას დაურეკა - თათი გამო.. ჰო გოგო.. მალე ნუ მომკალი კითხვებით.. მიდი.. რამდენიმე წუთში ჭიშკარი გაიღო და პატარა სიფრიფანა ასე 10-12 წლის გოგონა გამოვიდა.. ლევანის მხარეს დაიძრა ლევანს უთხრა - ესაა ჩემი დროებითი თუთიყუში?-ჰკითხა და ცალი ხელი მისალმების ნიშნად კატოს დუქნია. -კი, დროებითი.-ლოყაზე უჩქმიტა და გალია ხელში დააჭერინა. -ძალიან მიხარია. დიდი, დიდი მადლობა. -ხოდა გაუფრთხილდი კატოსია. -კარგი კატო გყავს.- სიცილით უთხრა და კატოსკენ გაემართა. მანქანის კარი გამოაღო და მაგრად ჩაეხუტა. -რა მაგარი და გყოლია ბიჭო შენ.-ლევანს უთხრა და უკვე ფანჯრის მიღმა მდგარ გოგონას ხელი დაუქნია ორივემ და ადგილს მოსწყდნენ. ღიმილიანი სახით უთხრა -ჩემს შემდეგ ჩემი და სხვანაირი როგორ უნდა იყოს?! - თან გამომცდელად შეხედა კატოს და ორივეს სიცილი აუტყდა. დღის მთავარ პუნქტამდეც მიაღწიეს როგორც იქნა, იქ შესულებს ჯგუფ ჯგუფად დამსხდარი ახალგაზრდობა ზოგიც კი მოცეკვავე დახვდა. ლევანმაც თვალებით იპოვა თავისი მეგობრები კატოს ხელი ჩაჰკიდა და მათკენ დაიძრა. მაგიდასთან ორი გოგო და სამი ბიჭი ისხდა. კატო მიესალმა. ლევანმა კი კატო გააცნო -ეს კატოა.-მერე კი ხელით ანიშნა იქ მსხდომთა ვინაობა ეს ანასტასიაა, ეს თეკლა, ეს გიორგი, ეს ლუკა, ეს კი გიგა.- სათითაოდ გააცნო. საკმაოდ შინაურული გარემო დახვდა. -კატო, ისე ჩთვალე რო დარხეული გაქ ბრეგოსგან.-სიცილით უთხრა ანასტასიამ. კატოს გაუკვირდა, მაგრამ იუმორის გრძნობაც შეამჩნია ინტერესით ჰკითხა. -ვისგან? რატომ? აა უი ბრეგვაძე, ისე მეც კი ვხვდები. -აი, გოგო როგორ ეტყობა ჩვენიანი როა რა.-საუბარში თეკლაც ჩერთო. -ისე აქ ვარ მეც.-თვალი ჩაუკრა ლევანმა გოგონებს. -ჯერ ექსტაზი არ მიგვიღია ამიტომ თამამად ვიტყვი რომ ვიცით. -ხოდა ჩვენც თამამად გიბამთ მხარს. და გეტყვი რომ ფრთხილად იყავი-სიცილით თქვა გიორგიმ და ბიჭებს გადახედა. -ბაზარი არაა ძმა. -საბა, ეგ რა პონტია სულ რომ გიორგის ეთანხმები?-უთხრა ლევანმა და გიგას კითხვით მიმართა -შენ ხო ჩემთან ხარ გიგს? -ნუ მეკითხები თორე უხერხულში ვვარდები.-საწყალი სახე მიიღო მერე კი თითქოს გაბრაზებულმა თქვა -დავაი ადექით რა მუდოები ხართ ტოო.- ნელ-ნელა ყველა წამოიშალა და კლუბის ცენტრში მოექცა. მაგიდასტან ყოფნის დროს კი კატომ რამდენიმე ჭიქა ვისკის დალევა მოასწრო. თვითონაც ხვდებოდა ზედმეტი რომ მოუვიდა, მაგრამ საცეკვაოდ მაინც გავიდა ლევანთან ერთად. ნელ მელოდიას ერთმანეთან ახლოს მყოფები აყოლებდნენ სხეულს, ლევანმა გატრუნულ კატოს რომ უთხრა - მაგიჯებს ეგ შენი ტუჩები. კატომ იგრძნო როგორ მაგრად მოუჭირა ხელი წელზე და უფრო მაგრად მიიხუტა. კატოს ეყო გამბედაობა და მამაკაცს ყელზე დაუტოვა წითელი პომადის ნაკვალევი.. ლევანმა გოგონა სხვებისგან შეუმჩნევლად საპირფარეშოსკენ გაიყვანა.. ვეღარ მოითმინა და კედელზე აყუდებულ გოგონას ტუჩებში ეცა, გიჟივით ჰკოცნიდა ხელებს კი მის სხეულზე დაასრიალებდა მერე კისერზე ჩამოინაცვლა ლევანის ტუჩებმა, კატო კი ლევანის ბეჭზე მოსრიალე ხელებს მაგრად უჭერდა და უფრო და უფრო იკრავდა ლავასავით ცხელ სხეულზე მაისურის ბრეტელი გვერძე გადაუწია, უფრო დაბლა მიცოცავდა ტუჩებით უცბად რომ მოშორდა გოგონას მთლიანად აწითლებულ სხეულს და ვნებისგან გაბრუებულ თვალებში ჩახედა რამდენიმე წუთი თავის ორ ხელს შუა მოქცეულ კოტოს თვალებში უყურებდა. მერე თითქმის ჩურჩულით თქვა - ახლა მთვრალი ხარ, ამიტომ არ ვიცი რა გინდა-ეს თქვა და საპირფარეშოდან გავარდა. კატო სარკესთან მივიდა იქ სულ სხვანაირ კატოს ხედავდა არა გარეგნულად არამედ შინაგანად. რაღაც საშინლად ღრღნიდა და მარცხნივ ძალიან სტკიოდა. ასე არ უნდა მოქცეულიყო, როგორ მისცა ამდენის უფლება?! ადრე ასეთ გოგოებს კახპებს უწოდებდა ახლა კიდევ თვითონ იქცევა ასე თითქმის უცნობ ბიჭს რამის ლოგინში ჩაუვარდა, ჩაუვარდა კიდეც უბრალოდ ბიჭმა არ მოინდომა, ალბათ იმიტომ რომ კატო მთვრალი იყო და თავის თავთან მართალი აღარ იქნებოდა. გამწარებული კატო ნერვიულიბისგან თავს იფხანდა. ცრემლები კი თავისით იკვლევდნენ გზას და ღაწვებს მთლიანად უსველებდა.. ცივი წყალი მოუშვა სახეზე შეისხა, აწეწილი თმა სველი თითებით ჩამოისწორა. საპირფარეშოს კარებიდან ფრთხილად გაიხედა მერე კი ჩუმად გაიპარა კლუბიდან.. გარეთ გასულმა ტაქსი გააჩერა ელვის სისწრაფით ჩახტა შიგ და მისამართი უთხრა თვითონ კი ლევანის მისწერა -მე წავედი.-და მობილური გათიშა. მთელი გზა თავის უმსგავსო საქციელზე ფიქრობდა და რცხვენოდა. სულ საყვედურობდა დედამისს თავის საქციელზე, არ სიამოვნებდა კორპუსის დაბლა კაცები რომ ელოდნენ და სადმე მიჰყავდათ ახლა კი თვითონ დაიწყო. გაგიჟებას იყო ეს გაწელილი გზაც უფრო უმძაფრებდა სიბრაზეს საკუთარი თავის მიმართ.. ახლა ლევანთან როგორ უნდა გამოჩენილიყო ვერ წარმოედგინა ამიტომ რაღაც აუცილებლად უნდა მოეფიქრებინა თორემ ასე ვერ გადაიტანდა. სახლში მისული პირქვე დაემხო საწოლზე. ტირილი უნდოდა, მაგრამ ცრემლები თითქოს გაიფიცნენო არ მოდიოდნენ. რამდენიმე ხანი ასე იყო თავზე ბალიშჩამომხობილი მერე დაეძინა როგორც იქნა.. არც სიძმრებმა მისცეს საშუალება თითქოს ხმები ჩაესმოდა -შენ და დედაშენი ერთნაირები ხართ..კახპა ხარ რომელიც პირველივე შემხვედრს უხტება ლოგინში.- ძლივს გაილია ეს ღამე დილით კი მიუხედავად იმისა რომ შაბათი გათენდა და ეს თვე შვებულებაში იქნებოდა მაღვიძარა მაინც აწკრიალდა.. მის ხმაზე გიჯივით წამოჯდა საწოლზე აღარც ძილი არ უნდიდა თავი იმდენად სტკიოდა და ისე ერეოდა თავში ყველაფერი ძილს ვერც შეძლებდა. არც მთელი ღამე სძინებია უბრალოდ სიზმრები და რეალობა ერთმანეთში ერეოდა. საწოლზე წამომჯდარი თვალგაშტერებული უყურებდა ცისფრად შეღებილ კედელს რომელიც ახლა ნაცრისფერად ეჩვენებოდა. საფეთქლებზე მაგრად მოიჭირა ხელი თითქოს რაღაც გამოსავალს ეძებს, მაგრამ ტვინამდე ვერ აღიქვამდა ვერანაირ ინფორნაციას.. უცბად გიჟივით წამოიყვირა - სოფელში წავალ (ო) ამის თქმა იყო და საწოლიდან წამოხტა თითქოს გაქცევა გამოსავლად ჩათვალა. იქვე დაგდებული ტელეფონი ჩართო ლევანისგან უამრავი გამოტოვებული ზარი დახვა მაგრამ არც ერთი შეტყობინება. ლევანის სახელის წაკითხვისას ნამუსმა უფრო შეაწუხა და ისევ გამორთო ტელეფონი. ნეტა როდემდე იქნებოდა ასე როდემდე არ უპასუხებდა და როდემდე გაექცეოდა. კატო ფიქრიბდა, რომ ლევანი თავს დაანებებდა თუ არც ზარებს უპასუხებდა და სახლშიც არ დახვდებოდა ან იქნებ არც ამოსულიყო სახლში რავიცი რავიცი.. თვითონ კი ამ ერთი თვის სოფელში ყოფნისას ლევანისგან გამოწვეულ ვნებებს ჩააცხრობდა და ჩვეული რეჟიმით განაგრძობდა შემდეგ ცხოვრებას. კოკო?! ახლა კოკო გაახსენდა და საშინლად ინანა თავისი ნაადრევი გადაწყვეტილება, მაგრამ არაუშავს ელენეს სთხოვს რომ რამოდენიმე დღეში მიაკითხოს და თავისთან წაიყვანოს მანამ დაბრუნდება. ახლა კი სოფელში მიმავალ სამარშუტო ტაქსის პირველივე რეისს უნდოდა გაყოლოდა, ამიტომ მზადება ფაციფუცით დაიწყო.. შხაპი მიიღო, მოწესრიგდა, ზურგჩანთაში საჭირო ნივთები ჩადო კარი საიმედოდ გაიკეტა. გაჩერებამდე ტაქსით იარა, როგორც იქნა თავისი სოფლისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსს მიაგნო, ჩაჯდა და დაელოდა როდის დაიძრებოდა და მოშორდებოდა თბილისს. ჯიბიდან ყურსასმენები და მობილური ამოაძვრინა. მუსიკის ჩართვას აპირებდა, როცა ლევანისგან ზარი შემოვიდა რომელიც გაბმულად წკრიალებდა და არ ჩერდებოდა. თავი 6 პულსი უფრო აუჩქარდა ხვდებოდა რომ საშინლად იქცეოდა ლევანის ბრალი არ იყო რაც მოხდა თავისი ბრალი იყო, რადგან თვითონ მისცა ყველაფრის უფლება ამიტომ უნდოდა რომ მალე დაემთავრებინა მასთან ურთიერთობა.. მობილურის ეკრანს დააცქერდა და ხელი წაიღო უნდა ეპასუხა რომ წკრიალი შეწყდა.. ვერ გაეგო უნდა გახარებოდა თუ სწყენოდა არაფრის ახსნა რომ არ დასჭირდებოდა, კიდევ რამდენიმე ხანი უყურა მობილურის ეკრანს არანაირი ზარი და შეტყიბინება რომ არ შემოვიდა თითქოს გულდაწყვეტილი airplane mode-ს დააწვა.. მერე ყურსასმენები გაიკეთა და ლანას სიმღერა ბოლო ხმაზე ჩართო. ფანჯრიდან გაქყურებდა სივრცეს, რომელიც ყოველ წამს უკან რჩებოდა და თვალები ცრემლით ევსებოდა ყველა ის მომენტი ახსენდებოდა ლევანისთან ერთად, არა განა მარტო ახსენდებოდა შეგრძნებებიც უახლდებოდა ის შეგრძნებები ცხოვრებაში პირველად რომ განიცადა და გული საშინლად სტკიოდა. ყველაფერი იმაზე ადრე მოხდა ვიდრე საჭირო იყო. ყველაფრის თავი მამაკაცისადმი გამოწვეული ლტოლვა იყო. რომელიც ამონებდა და ეს სისუსტე აშინებდა ყველაზე მეტად კატოს. თავისი თავი არ ეგონა ასეთი უმწეო და დაუცველი ლევანთან და საერთოდ მამაკაცთან. იქნებ სხვასთან არც ყოფილიყო ასეთი და ტყუილად უტანდა საკუთარ თავს განაჩენს კახპის სახელი რომ მიაწერა?! ლევანის მაგივრად სხვას რომ გაეღო კარი სხვასთანაც ასე მოიქცეოდა?! ეს კითხვები იყო რომელზეც პასუხს ვერ სცემდა და ასე სტანჯავდა. თავში არეული აზრების დასალაგებლად გზა ძალზედ მოკლე აღმოჩნდა. სოფელში ჩასულმა ღრმად ჩაისუნთქა სოფლის სუფთა ჰაერი და მივიწყებული გზების გახსენებას შეუდგა.. როცა მამა ცოცხალი ჰყავდა თითქმის ყოველ შაბათ-კვირას და არდადეგებს აქ ატარებდნენ. მისი დაღუპვის შემდეგ კი აქ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩამოდის ხოლმე.. ბიძამისი კი თბილისში ჩამოსვლისას ყოველთვის სტუმრობს არც მისი ბიძაშვილები ლაშა და ნინო ტოვებენ უყურადღებოდ მართალია ხშირად ვერ ნახულობენ ერთმანეთს, მაგრამ ხშირი კონტაქტი აქვთ მობილურით. ბიცოლა საზღვარგარეთაა წასული სამუშაოდ. ციალა ბებო კი მოხუცდა, მაგრამ სითბოს და სიყვარულს ყველას თანაბრად უნაწილებს… სახლთან მისულმა კატომ ჭიშკრის კარები ხმაურიანად ჩამოწია და ეზოში შევიდა. სიწყნარე იყო არც ლაშას მანქანა ეყენა, არც ნინოს სიმღერების ხმა მისწვდა მის ყურთასმენას იფიქრა ხომ არ გაიფიცნენო, მაგრამ მისაღებში შესულმა დივანზე მოკალათებული ციალა დაინახა ინტერესით რომ უყურებდა ტელევიზორს და დამშვიდდა. არც შეუმჩნევია ციალას კატო.. კატომ კი კარებში გაჩხერილმა და დოინჯშემოყრილმა სიცილით მიმართა ციალას - რაო ბებო რას იძახის ეგ კაცი მეორე ცოლს აღარ მოვიყვანო? ციალამ შვილიშვილის მონატრებული ხმა რომ გაიგო განა ადგა წამოფრინდა, მკლავზე ორივე ხელი მაგრად მოუჭირა თან ეხუტებოდა თან ლოყებს უკოცნიდა.. როგორც იქნა მოიოხა გული შვილიშვილის ფერებით და მერე როგორც სჩვევია ცრემლებიც გადმოაგდო - რავა გაზრდილხარ და დამშვენებულხარ, გენაცვალოს შენი ციალა ბებო. ახლა მამაშენი რომ გხედავდეს რა ბედნიერი იქნებოდა.. - მხედავს ბებო მხედავს დარწმუნებული ვარ და მორჩი ახლა აღარ გვინდა ცრემლები.. - კარგი ბებო რავარც შენ იტყვი. როგორ მომენატრა ჩემი გოგო. -მეც ბებო.. რა ჩაწყნარებულია აქაურობა სად არიან ? - ბიძაშენი ბაღში წავიდა. ლაშა და ნინო მდინარეზე არიან წასულები.. - მოკლედ რაა.. ამ თბილ დღეებს არ აცდენენ, მეთქი სიურპრიზს გავუკეთებ და აღარ დავურეკავ-მეთქი ეგენი კიდევ სახლში არ დამხვდნენ.. -რას იზავ შვილო ისედაც სულ სახლშია ნინო. მიხარია რომ გადის გარეთ. ლაშა კიდევ ბიჭია და ეგ რომ დააბა სახლში მაინც ვერ გააჩერებ. -ნინომ თუ სახლიდან გასვლა ისწავლა რაღა მომკლავს. მოსალოცად მქონია საქმე.-სიცილით თქვა კატომ და ბებოს გვერდით მიუჯდა. -შენ როგორ ხარ ბებო გენაცვალოს? ნამგზავრი ხარ და მშიერი იქნები ახლავე გაჭმევ რამეს. -აუ არ მშია, მაგრამ შენ გაკეთებულზე უარს ვერ ვიტყვი.-მუცელზე წრიულად მოისვა ხელი და ციალას ნახელავს დაელოდა. კიდევ ბევრი ისაუბრეს მონატრებულმა ბებომ და შვილიშვილმა.. ამასობაში მოსაღამოვდა და მასპინძლებიც დაბრუნდნენ სახლში.. კატო ჭიშკარშივე მიეგება -ასე უნდა სტუმრის პატივისცემა? გამაგიჯებს ეს ხალხი.-სიცილით საყვედურობდა -ვაიმეე ეკუნაა..-ბედნიერი გაექანა ნინო და ბიძაშვილს ჩეხუტა. -შენ ვაჟბატონო როგორ ხარ?-მიმართა ლაშას და გადაეხვია. -მოჩვენება მგონიხარ გოგო.-სიცილით უთხრა და მაგრად აკოცა ლოყზე. -ჰა არ იტყვით როგორ ხართ? -ასე კარგად ბოლოს როდის ვიყავი არ მახსოვს. სულ ვწუწუნებდი მთელი საფხული როგორ გავძლო-მეთქი და აი ჩემი მხსენელი ჩამოვიდა.-აჟიტირებული საუბრობდა ნინო და არ შორდებოდა გოგონას. -გოგო, მანამ შენი მხსნელი გაგიჭ....ტია მანამ გაუშვი ხელი. არსად გაგექცევა.-სიცილს ვერ იკავებდა ლაშა. ეზოდან სახლში გადაინაცვლეს. თემური ბიძიაც მალე დაბრუნდა სახლში და ოთახში შესულს კატო რომ დახვდა ემოციები ვერ დამალა. -ოჰ, ჩემი ქალაქელი გოგო ჩმოსულა.-თბილად გადაეხვია და ჩვეულებისამებრ ლოყაზე უჩქმიტა. როგორც ყოველ ჩასვლაზე კატო ახლაც ნინოს ოთახში ატარებდა ღამეს.. ნინო 17 წლის არის მიუხედავად იმისა რომ კატოზე პატარა და თავისებური გოგოა ერთმანეთს ყველაზე კარგად უგებენ. ალბათ იმიტომ რომ ერთმანეთს ხასიათებით გვანან არც ერთ უყვარს ბევრი ლაპარაკი და გრძნობების გამოხატვა.. გარეგნობას რაც შეეხება კატო ყოველთვის ეუბნებოდა რომ შურდა მისი ლამაზად დაფენილი ჭორფლების და წითური თმის.. შუაღამემდე ლაპარაკობდნენ ერთმანეთზე ნინო როგორც ყოველთვის ახლაც მარტო იყო.. კატო კი აპირებდა ლევანის შესახებ თქმას რომ გადაიფიქრა.. აღარ უნდოდა კიდევ ელაპარაკა და ეფიქრა მასზე.. ეს ღამეც გაილია დილით ბედნიერმა გაიღვიძა, ნინოს ჯერ კიდევ ეძინა და აღარ გააღვიძა დაბლა ჩასულმა სამზარეულოში მოფუსფუსე ციალა რომ დაინახა მივიდა და ლოყაზე აკოცა.. - რაში დაგეხმარო ბეე - რაში უნდა დამეხმარო შვილო შენ აქ უნდა დაისვენო..- თავი გაიგიჟა ციალამ აღარც კატო შესწინააღმდგებია.. ამ დროს ლაშაც გამოვიდა და თავის 4 წლით უმცროს ბიძაშვილს ხელგადახეული დაეყრდნო. გუშინ როგორც გაიგო ლაშას შეყვარებული ჰყოლია და მალე აპირებს მოყვანას ალბათ ის გოგო თავისი მწვანე თვალებით და ათლეტური აღნაგობით მოხიბლა.. დღეს კვირაა ისვენებს -დღეს წავიდეთ ხომ მდინარეზე? -გათენდეს ჯერ დამაცადე.-სიცილით უთხრა. -აი თუ არაა გათენებული.-თვალით ანიშნა იმ მეზობლებზე მათკენ რომ მოდიოდნენ. ისეთი სტანდარტული საუბარი გაიმართა მათ შორის თქვენც გეცოდინებათ ამიტომ არ ღირს ყურადღების გამახვილება. შუა დღე მიწურულიყო ლაშამ რომ უთხრა ნინოს და კატოს.. - გაემზადეთ მიდი და წავიდეთ..-რადგან კატოს არ დაუგეგმავს მდინარეზე წასვლა შესაბამისად არც კუპალნიკები წამოუღია ამიტომ ნინოს სთხოვა მიუხედავად იმისა რომ შესვლას არ აპირებდა. -აუ ნიი მეორე კუპალნიკები აღარ გაქვს? არ წამომიღია მე. -მოიცა, შენები აქაა წინა წელს რომ დატოვე.-უთხრა და კარადიდან გამოუღო. -აუ რა კაი გოგო ხარ.-შეაქო და ჯინსის შორტი ამოიცვა ზემოდან კი თხელი ტოპი გადაიცვა. -ჭიპი დამალე გოგო.-სიცილით მიმართა ნინომ -სოფლის წესები ჩემზე არ მოქმედებს.-ენა გამოუყო და თმა მაღლა აიწია. გოგოებიც მალე გაემზადნენ და უკანა სავარძელზე მოხერხებულად მოკალათდა კატო ნინო კი გვერდით მიუჯდა.. ლაშამაც დაძრა მანქანა და კატოს მიმართა - ქაბატონო ეკატერინე დღეს თუ ფიქრობ რომ გაგიმართლებს და ნაპირზე იჯდები ძაან შემცდარხარ.-თვალი ჩაუკრა და სარკიდან გახედა. - აპა ვნახავთ-უპასუხა კატომ და ენა გამოუყო.. -მე თუ არა ჩემი ძმაკაცები შეგათრევენ. გიჯები არიან ეგენი იცოდე უფრთხილდი. -ჩემზე გიჯი ვერც ერთი ვერ იქნება. -ვეთანხმები კატოს.-სიცილით წამოიყვირა ნინომ მანქანაში ჩართულ მუსიკაზე აცეკვდა. კიდევ ბევრი იკინკლავეს მანამ მანქანის სიჩქარეს არ უკლო და ზურგით მდგარ ორ სილუეტს არ დაუსიგნალა. ესენი ალბათ ლაშას ძმაკაცები იყვნენ.. ერთი წინ ჩაჯდა მეორემ კი კატოს გვერდით დაიკავა ადგილი.. ლაშამ გააცნო კატოს, გოგა და გიორგი.. გიორგი ის იყო რომელიც გვერდით უჯდა საშინლად ხუმარა და ცოტა ცანცარა, მაგრამ კატო მაინც იკავებდა სიცილს, არც გოგა ჩამოუვარდებოდა გიორგის, მაგრამ კატო მისი შემყურე კომპლექსდებოდა რადგან შუაში მჯდომი ხედავდა სარკეში მამაკაცის მზერას რომელიც კატოსკენ იყო მიმართული მთელი გზა.. მდინარეზე მისულებმა ყველამ გაიხადა და წყალში ჩავიდა, კატომ და ნინომაც გაიხადეს, მაგრამ ნაპირზე ისხდნენ და ლაპარაკობდნენ გოგონამ რომ დაინახა ლაშა რომ უქნევდა ცალ თითს გაფრთხილების მიზნით და გოგას რაღაცსას ელაპარაკებოდა, მდინარეში მყოფი გოგა დაიძრა და კატოსკენ წამოვიდა თან იცინოდა უეცრად ხელში რომ აიტაცა და ფეხების ფართხალით წაიყვანა მდინარისკენ.. თავი 7 მდინარეში მყოფი ხელებს და ფეხებს ერთანად აფართხალებდა, წყლიდან გასვლა უნდოდა, მაგრამ გოგას მარწუხებივით შემოჭერილი ხელები ამის საშუალებას არ აძლევდა.. კატოს ისტერიკებზე კი ყველა გულიანად იცინოდა, არადა რა იცოდნენ რას გრძნობდა და როგორ ეშინოდა.. ძლივს გააღწია მდინარიდან გამწარებულმა და თავისი ადგილი დაიკავა, ცოტახანში ყველა ნაპირზე იყო და სახლისკენ დაიძრნენ.. ეს დღეები ესე გადიოდია კატო ყველანაირად ცდილობდა გული გადაეყოლებინა და ფიქრის დრო არ დაეტოვა, მაგრამ ღამეს რას უზავდა?! როცა თავისით ეფიქრებოდა.. გრძნობდა რომ გოგას რაღაც ინტერესი ჰქონდა მის მიმართ და ამას ტავის სასარგებლოდ იყენებდა აინტერესებდა გოგასთანაც დაეუფლებოდა თუ არა იგივე შეგრძნებები.. მაგრამ არა მამაკაცის არცერთი შეხებისას არ უგრძვნია მუცელში მოფარფატე პეპლები ან საშინელი წვა.. გარდა ამისა მშვიდად ძილიც აღარ შეეძლო ყოველ ღამე ლევანს ნახულობდა კოშმარებში და დილით ოფლში გაწურული იღვიძებდა.. ---- ლევანისთან ყველაფერი შეიცვალა აირ-დაირია თითქოს ვიღაცამ ერთი ხელის მოსმით შეცვალა მისი ცხოვრება.. გაქრა ის მოთამაშე ჭინკები მის შავ თვალებში კატო რომ ამჩნევდა ხოლმე.. ყოველ ღამე ადის და ელოდება კატოს იქნებ გამოჩნდესო.. თითქმის ყველა ფოსტა შემოიარა, მაგრამ გოგონას კვალს ვერსად მიაგნო.. აინტერესებს.. საშინლად სტანჯავს ფიქრები ასე რამ შეცვალა კატო.. რით გააქცია ნუთუ ასეთი საშიშია, იქნებ ეგონა რომ ერთობოდა არიცის არიცის და ეს არის მისი საფიქრალი.. იქნებ მართლა აპირებდა მასთან უბრალოდ გართობას?! არა არამგონია.. გასართობი გოგოს სახლთან ასე ღამის ორსაათამდე ან უფრო გვიანობამდე არ დარჩებოდა იმ იმედით რომ კარებს გააღეებს ან კიბეზე ამომავალ მის სილუეტს დაინახავს.. ახლაც ასე ზის კიბეზე და სიგარეტს სიგარეტზე წევს და თითქოს ტკივილს დროებით მას ატანს. ჯერ ადრეა, მაგრამ ნახევარი კოლოფი უკვე ჩაცლილი აქვს არამგონია შუაღამემდე რომ ეყოს თუ ამ ტემპით გააგრძელა წევა. ---- უკვე ერთ კვირაზე მეტია გასული რაც კატო სოფელშია.. დღეს კოკო გაახსენდა და თავში შემოირტყა. მაშინვე თავის და ნინოს ოთახში ავარდა და იმ ტელეფონს დაუწყო ძებნა მთელი ამ ხნის განმავლობაში airplane mode-ს რეჟიმში რომ ჰქონდა.. ძლივს იპოვა ჟაკეტის ჯიბეში მყოფი და მაშინვე ელენეს ნომერი აკრიფა.. - ალო ელე როგორ ხარ? - ვა კეკეე კარგად შენ? რატომ არ გამომიარე მაშინ რომ დამპირდი? - გოგო სოფელში ვარ ახლა და მისმინე რა უნდა გთხოვო.. კოკო ერთი კვირით მეგობრის დასთან მყავდა დატოვებული, მაგრამ უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა და შეგიძლია რომ მიაკითხო და წაიყვანო?? - კაი კატ რა პრობლემაა.. ესემესით მომწერე მისამართი თორე ჩემი თავის რომ ვიცი შეცდომით დავიმახსოვრებ.. - კაი გოგო ახლავე და ძაან დიდი მადლობა.. ეს უთხრა და გაუთიშა, მისამართი სწრაფად დაწერა და გაუგზავნა ტელეფონი იქვე მიაგდო და კიბეებზე დაწყნარებული დაეშვა იმ იმედით რომ კოკოს პატრონი გამოუჩნდა, ჰამაკში ჩასვენებულ ნინოს გვერდით მიუწვა ცალი ყურსასმენი გამოართვა და ნელ-ნელა ძილის სამყაროში გადაეშვა ასე ჰამაკში მწოლიარე… ----- კატოს ესემესის მიღებისთანავე ელენე კოკოს წამოსაყვანად წავიდა, მიმითებულ მისამართზე მისულმა ჭიშკარზე დაკიდებული ზარი ერთი ორჯერ ჩამოჰკრა და დაელიდა როდის გამოვიდოდნენ.. კარები ელენესთვის უცნობა ახლაგაზრდა მამაკაცმა გააღო, მაგრამ კატოსთვის ნაცნობმა ლევანმა.. მამაკაცის შემყურემ ელენემ ტუჩის კუთხეში ჩაიცინა და ღიმილანი სახით მიმართა - გამარჯობა, კოკოს წასაყვანად მოვედი კატომ გამომგზავნა.. - ამის გაგონებაზე ლევანის თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან.. არ მოელოდა ასე თუ გაუმართლებდა და მანაც კმაყოფილმა ჰკითხა - რაა?! თვითონ რატომ ვერ მოვიდა ან სადაა? -ცდილობდა გოგონა არ დაეფრთხო და მისგან გაეგო კატოს ადგილ სამყოფელი ან რა სჭირდა საერთოდ.. - ჰმმ… სოფელშია წასული ახლობლებთან მარტო ეგ ვიცი.. დილით დამირეკა და მითხრა კოკო შენთან წაიყვანე იქ გყავდესო.. - აჰაა, ანუ სოფელშია და ჩამოსვლას არ აპირებს ჯერ.. რომელ სოფელშია არ იცი?? - კი, ადრე მანყოფიც ვარ კატოსთან ერთად.. - შეგიძლია რომ გამომყვე?? -გახარებულმა წამოიყვირა ლევანმა იმ იმედით რომ დასთანხმდებოდა.. - რატომ? ამ რა საქმე გაქვს კატოსთან? -მაქვს თანაც ძალიან სასწრაფო აი ვეღარ მოვითმენ მაგის ჩამოსვლას რომ დაველოდო.. ამიტომ უნდა გამომყცე სხვა გზა არ გაქვს. -კი მაგრამ თბილისიდან ძალიან შორსაა. -მე მანძილი ვერ შემაშინებს.-სიცილით უთხრა აჟიტირებულმა ლევანმა.ელენეს აფიქრებდა ლევანის ეს შემოთავაზება და გაურკვევლობის შეგრძნება ეუფლებოდა თან რატომღაც ფიქრობდა რომ არ მოეწონებოდა კატოს მისი საქციელი მაგრამ მამაკაცი იმდენს "ეჩალიჩა" რომ ბოლოს თავი გააქნია და ძლივს -კარგი ხოო, მაგრამ ასე მგონია ცუდად ვიქცევი.. -არა არა რომ იცოდე რა მაგრად იქცევი ამდენს აღარ მალაპარაკებდი.. კოკო აქ იყვეს ჩემი და მოუვლის ახლა მანქანაში ჩაჯექი და მეც გამოვალ გასაღებს ავიღებ- ხელით ეზოს გარეთ მდგარი მანქანისკენ ანიშნა.. ელენეც დაყვა მამაკაცის ნებას უკანა სავარძელის კარები გამოაღო და ანერვიულებული ჩაჯდა.. კარები არ ქონდა მიხურული რომ ლევანიმაც დაიკავა თავისი ადგილი და მანქანა დაძრა.. ნახევარი გზა ჩუმად იყვნენ თითქმის არ ულაპარაკიათ ბოლოს სოფელს რომ მიუახლოვდნენ და ელენე ასწავლიდა რომელი გზებით უნდა ევლო მაშინ წამოიწყეს საუბარი, ლევანმა უთხრა -რომ მივალთ კატოს არ უთხრა მე რომ წამოგიყვანე ეზოს გარეთ დაველოდები და იქ გამოიყვანე.. -ელენე ისეთ გაუგებრობაში იყო რამის მოატყუა გზა დამავიწყდაო და გააბრუნა, მაგრამ არა რატომღაც ასე არ მოქცეულა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა.. კატოს ჭიშკართან გაჩერებული მანქანიდან ელენე გადმოვიდა ერთი ესემესი გაუგზავნა -გარეთ გამომხედე.- მაგრამ რას ნახავდა როცა ოთახში ეგდო.. ამიტომ ლოდინით დაღლილი ეზოში შევიდა და ნერვიულობისგან კანკალებდა და ძლივს ყვიროდა მეგობრის სახელს არ იცოდა რა მოჰყვებოდა მის ამ საქციელს.. ძლივს გააგებინა და ეზოში გაოცებული კატო გამოვიდა პირზე ხელ აფარებული თან ემოციებს ვერ მალავდა ისე გაუხარდა და გაუკვირდა მისი დანახვა. შორიდან გამოექანა და ჩაეხუტა.. ელენე ემოციებს ვერ გამოხატავდა რადგან ნერვიულობდა.. -აქ საიდან გოგო შენ? რამე ხომ არ მოხდა? ვაიმეე როგორ გამახარეე.-კატოს მიერ დასმული კითხვებისთვის პასუხი არც გაუცია მხოლოდ ის უთხრა -გარეთ გელოდებიან, თუ ცუდად მოვიქეცი მაპატიე არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. -მავედრებელი თვალებით უყურებდა ეზოს გარეთ მიმავალ მეგობარს.. თვითონ კი ეზოში გამოსული ნინოს ნებას დაჰყვა და შიგნით მასთან ერთად შევიდა.. გარეთ გასული კატო ლევანის დანახვაზე ერთიანად აკანკალდა ვერ გაეგო რა გაეკეთენება ასეთ მდგომარეობაში არასდროს არ ყოფილა.. ახლა მამაკაცის ნახვას ერჩივნა მიწა გაჰხეთქვოდა და შიგ ჩავარდნილიყო.. ლევანმა ანიშნა მანქანაში ჩაჯექიო.. კატომაც ხმის ამოუღებლად გააღო კარები და ჩაჯდა.. უარი რომ ეთქვა ლევანისთვის უფრო ცუდად მოიქცეოდა.. მამაკაცმა მანქანა ადგილს მოსწყვიტა ისე სწრაფად მიჰყავდა კატოს შიშს ეს უფრო ამძაფრებდა მის სიჩუმესთან ერთად.. როგირც იქნა სიჩქარეს შეუნელა და ერთ ხალხისგან ცარიელ მინდორზე გააჩერა.. კატო მაშინვე გადავიდა მანქანიდან სუნთქვა უჭირდა. კარებზე დაყრდნიბილს წინ მამაკაცის სლუეტი ჩამოუდგა ახლოს და კატოს თვალ მოუშორებლად უყურებდა, მაგრამ კატო თავს არაფრის დიდებით არ სწევდა მაღლა.. ლევანს მობეზრდა მისი სიჩუმე და ბრაზნარევი ხმით ჰკითხა - არაფრის თქმას არ აპირებ? - პასუხს დაელოდა, მაგრამ უშედეგოდ.. კიდევ გაუმეორა -კატო გესმის? შენ გეკითხები და მგონი ხვდები ამას - პასუხად კვლავ დუმილს ღებულობდა რაზეც გამწარდა ხელი ძლიერად ჩაავლო მაჯაში და თავი ძალით ააწევინაა მაღლა.. თვალებიდან ცრემლები თავისით სდიოდა ახლა არაფრის თქმა მითუმეტეს ახსნა არ შეეძლო.. ხმა არ ამოსდიოდა.. ერთმანეთს ტკივილით სავსე თვალებით უყურებდნენ. ხელი კი ისევ ისე ჰქონდა ჩაჭიდებული.. ძლივს ამოისლუკენა კატომ რამდენიმე სიტყვა ამოაყოლა - ხელი გამიშვი მეტკინა.. -ლევანი მაშინღა მოეგო გონს და ხელი გაუშვა, მაგრამ კატოს მკლავზე კარგად ჩანდა მისი თითების ნაკვალევი.. მამაკაცს საშინლად აღიზიანებდა მისი ეს საქციელი.. დიდი ხმით დაიღრიალა - გამაგებინე რა ჯანდაბას ნიშნავს შენი ეს საქციელი.. - და ძარღვებ დაბერილმა მუშტი მთელი ძალით დაცხო მანქანას.. ლევანის ამ საქციელმა კატო შეაშინა საშინლად გაბრაზდა და ყვირილით დაიწყო ლაპარაკი - არ მინდა. არა შენთან არანაირი ურთიერთობა, მინდა გაქრე საერთოდ არ არსებობდე ჩემთვის. როგორც ეს რამდენიმე კვირის წინ იყო გესმისს?? გაუსაძლისია უვე შენი ყოფა ჩემს ცხოვრებაში დღე და ღამ.. რატო არ ვიცი, მაგრამ რაც გაგიცანი ერთი ღამე არ გასულა კოშმარის მთავარი მოქმედი პირი შენ რომ არ ყოფილიყავი.. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი წრფელ გრძნობაზე და პირველ სიყარულზე ახლი კი რა მოხდა?! უბრალოდ ამ გრძნობასთან მიმავალი ყველა გზა გადამიჭერი. შენთან რომ ვარ უსუსური არსება ვხდები თავის დაცვის არანაირი ინსტიქტი არ მიმუშავებს მაშინ.. ჩემი თავი კახპა მგონია.. ხო, ხო კახპა სწორედ ეს მიზეზები გახდა მიზეზი იმისა რომ გამოვიქცი გესმის?! - ვერც ხვდებოდა როგორ შეეცვალა ხმა ამდენ კივილში.. გაშლილი ხელის გულებით იწმეენდდა ცრემლებს და თან ლევანის წყლიან თვალებს უყურებდა.. მამაკაცმა მისი ცრემლებიგან დასველებული სახე ხელებ შუა მოიქცია და დაბალი ხმით ალაპარაკდა.. - კატო მისმინე, ვიცი რომ ძალიან ცოტა ხანია ვიცნობთ ერთმანეთს რომ კარგად გვესმოდეს ერთმანეთის. უბრალოდ შენ გარბიხარ, რას გაურბიხარ ვერ ვხვდები. მე თუ შენ სისუსტეს.. ორივეს გვსიამოვნებს ერთმანეთთან ყოფნა.. ბედმა ჩემთან შენი ფეხით მოგიყვანა, ამიტომ ნუ გაექცევი უბრალოდ ვნახოთ რა მოხდება და როგორ განვითარდება ჩვენს შორის ურთიერთობა.. შეიძლება ეს უბრალოდ ვნებაა რომელსაც ჩაცხრობა უნდა, მაგრამ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ ან იქნებ მართლა სიყვარულია? არ ვიცი მართლა არ ვიცი რახდება უბრალოდ შენთან რომ ამოვდიოდი და კარი ყოველ ღამე ჩაკეტილი მხვდებოდა არც ფანჯრიდან ჩანდა სინათლე გულში რაღაც მწყდებოდა.. პირვალად ვგრძნობდი თავს დამნაშავედ და გაურკვევლობაში რიმელიც მალე გამანადგურებდა.. კატო გაფართოვებული თვალებით შეჰყურებდა ლევანს , არ იცოდა რა ეთქვა ან რა ეფიქრა მხოლოდ იმის თქმა მოახერხა -არ ვიცი რა ვთქვა უბრალიდ ვერ ვიგებ ვერაფერს დრო მჭირდება ყველაფრის გადასახარშად.. ახლა კი სახლში წამიყვანე.. -კარები გამოაღო და თავისი ადგილი დაიკავა.. გზაში უხერხული სიჩუმე სუფევდა.. სახლთან გაჩერებულ მანქანაში მხოლოდ ის უთხრა რომ ელენე მასთან რჩებოდა.. კარები გააღო და გადმოვიდა უკან არმოუხედავს ისე შევიდა.. ჭიშკართან ცოტა ხანი იდგა მანამ საბურავების გაბმული ღრჭიალი არ გაიგო.. თავი 8 ლევანმა მთელი სიჩქარით მოსწყვიტა მანქანა ადგილს. სიჩქარეს საშინლად უმატებდა და ძარღვებ დაბერილი უფრო და უფრო მაგრად უჭერდა ხელებს საჭეს.. კიდევ ვერ გაეგო რა დასკვნა უნდა გამოეტანა კატოს საქციელისგან არც შეწინააღმდეგება არ უნდოდა რადგან იცოდა საქმეს უფრო გაართულებდა. მანქანის ფანჯრებს ჩაუწია სუფთა ჰაერი სიამოვნებდა და აზრზე მოსვლაშიც ეხმარებოდა.. ნელ-ნელა კი სიჩქარესაც უკლებდა.. ------ კატოში იმდენ ემოციას და ერთმანეთში არეულ აზრს ჰქონდა თავი მოყრილი, ტვინს ინფორმაცია უკვე ვეღარ მიეწოდებოდა თუ რაზე უნდა ეფიქრა ან რა გაეკეთებინა.. ცოტახანი იდგა ასე ჭიშკართან მერე საპირფარეშოსკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯებით არ უნდოდა ვინმეს მისი ნამტირალევი სახე დაენახა და მერე ახსნა განმარტებები ჩაებარებინა მათთვის, მაგრამ იცოდა რომ ნინო და ელენე მაინც არ მოასვენებდნენ.. ტირილი არც საპირფარეშოში შეუყვეტია პირიქით უფრო უსველდებოდა ღაწვები მოჭარბებული ცრემლებისგან.. ყოველთვის მოსწონდა და ამაყობდა იმით რომ ემოციური არ ყოფილა. ყოველთვის აკონტროლებდა საკუთარ თავს და ასე დაუდევრად არსდროს წამოსულა მისი თვალებიდან უფერო მლაშე სითხე რომელიც მისი აზრით მის სისუსტეს უსვამდა ხაზს .. როგორც იქნა ცოტა დამშვიდდა გარეგნულად, სახეზე რამდენჯერმე შეისხა წყალი რამდენიმე წუთი კიდე საპირფარეშოში იყო და თვალზე მომდგარ ცრემლს ჯიუტად არ აძლევდა გადმოვარდნის საშუალებას იმის გამო რომ ადამიანური სახე დაებრუნებინა და დაბუნებულიყო ოთახში.. ხელებით ინიავებდა, სახეზე სიწითლის ჩასაქრობად, მაგრამ ამაოდ ბოლოს რომ მობეზრდა საპირფარეში ყოფნა კარები გამოგლიჯა და ოთახში შევიდა, ესე ვარ მოიქცეოდა ვითომ არაფერი მომხდარა რადგან მსახიობობა არსდროს ეხერხებოდა, ბავშვობაში კი მაინც ოცნებიბდა.. ციალამ ვერ შეამჩნია კატოს გაწითლებული ცხვირი და ცრემლიანი თვალები, მაგრამ ნინოს და ელენეს არ გამოჰპარვიათ კატოს შესვლისთანავე ელენე ფეხზე წამოდგა და წასასველელად ემზადებოდა კატომ მოგუდული ხმით რომ უთხრა - შენ აქ რჩები წავიდა ის მე გავუშვი.. - კი მაგრამ, -აღშფოთება დაეტყო სახეზე - დედაშენს დაურეკე და უთხარი რამოდენიმე დღე რომ იქნები ჩემთან თუ გინდა მე დაველაპარაკები.. - მოსაკლავი ხარ!! კიდევ კარგი რომ სამსახურში არ ვარ წასასვლელი თორე არ გაპატიებდი ამას. -საშინელ ცოფებს ყრიდა ელენე.. კატოს სხვა არაფერი უთქვამს რამდენიმე წუთი უყურა ნინოს ინტერესიან და ელენეს გაბრაზებულ სახეს.. თვალებით ანიშნა გარეთ გავიდეთო.. იქვე ხის ქვეშ მდებარე სკამისკენ წავიდნენ და ჩამოჯდნენ.. ის იყო ლაპარაკი უნდა დაეწყო კატოს ეზოში ლაშა თავისი ძმაკაცებით რომ შემოვიდა მათ შორის გოგა და გიორგიც იყო.. ოთახში შესულებს ნინო და ელენე უკან გაყვნენ სუფრის გასაშლელად ციალა შეეცოდათ ისედაც მთელი დღე ერთ ადგილზე ვერ ჩერდება.. კატომ კი მარტო ყოფნა ამჯობინა იქნებ რამე გაერკვია თუ რა ხდებოდა მის გულში, თავი ხეზე ჰქონდა მიდებული თვალები კი ეხუჭა როცა იგრძნო რომ მარტო არ იყო და გვერდით ვიღაც ჩამოუჯდა.. ჯიუტად არ ახელდა თვალებს მანამ სანამ სიჩუმე არ დაარღვია გვერდით მჯდომმა.. - ცუდად ხარ? რამე ხომ არ გჭირს? -გოგა აღმოჩნდა გვერდით მჯდომი -არაფერი თავი მტკივა უბრალოდ.. - ყველაზე მეტად ასეთ შეკითხვებს ვერ იტანდა კატო და ზედმეტად მიიჩნევდა, ხმა აღარ გაუცია გოგას კატოც ჩუმად იყო ისევ ისე თვალებ დახუჭული გოგას მოახლოვებულ სხეულს რომ გრძნობდა.. არ ინძრეოდა არც თვალებს ახელდა აინტერსებდა რა მოუვიდოდა მის შეხებაზე და აი მანაც შემოხვია ხელი წელზე, მაგრამ არაფერი საერთოდ არაფერი არ უგრძვნია.. არც პეპლები, არც ტაო დაყრილი კანი და გახშირებული სუნთქვა უბრალოდ ხელს გრზნობდა წელზე, გულის სიღრმეში გაუხარდა და ლევანის ნათქვამი სიტყვები გაახსენდა - ბედმა შენი ფეხით მოგიყვანა ჩემთან (ო)- და კატოს თავისდაუნებურად გაეღიმა მამაკაცის ხელი კი მოიშორა წელიდან.. -კარგი იქნება დისტანციას თუ დაიცავ. -მაპატიე.-საწყალი თვალებიტ უთხრა მამკაცმა და ფეხზე წამოდგა მერე კატოც ადგა და დაბალი ხმით უთხრა - წამო ჩვენც შევიდეთ-უკან გაყვა გოგონას სილუეტს.. ბიჭებთან შესულ კატოს ნინო და ელენე იქ აღარ დახვდა და უკან გამობრუნდა კიბეებს მაღლა აუყვა, ოთახს მიახლოვებულს გოგონების გაცხარებული საუბარი მოესმა, აშკარად "საჭირბოროტო" საქმეს განიხილავდნენ.. კატო რომ დაინახეს გაჩუმდნენ და ინტერესის თვალებით უყურებდნენ რომ გოგონამ მოულოდნელად განუცხადა - ძაან ცუდად ვარ რა გოგოებო და ხვალე მოგიყვებით გპირდებით. საშინლად მეძინება..-ეს სთქვა და თავის ლოგინში შეწვა.. გოგოებიც უკმაყოფილო სახებით გადაბრუნდნენ და დაიძინეს. დანარჩენი დღეები ჩვეულებრივად მიდიოდა კატომ მეორე დღესვე მოუყვა ყველაფერი გოგოებს.. ელენე კიდევ რამდენიმე დღე იყო მათთან კარგად ერთობოდნენ სამივე, მდინარეზეც დადიოდნენ და კატომ ცურვაც ისწავლა ლაშას დაჟინებული მოთხოვნით გოგამ ასწავლა, უკვირდა რატომ ეშინოდა აქამდე ასე ძალიან წყლის.. ახლა კი უკვე თავისუფლად შედიოდა მდინარეში. საღამოს კი გულახდილი საუბრები ჰქონდათ გოგოებს.. ერთმანეთს კარგად უგებდნენ და სამი დღის შემდეგ წასულ ელენეს საკლისობდნენ, მაგრამ რამოდენიმე დღეში მიეჩვივნენ "უელენობასაც". ნინოს თავის მეგობრებთან დაჰყავდა კატო ხან თვითონაც მოდიოდნენ.. მოსწონდა გოგონას ახალი მეგობრები და გაკვირვებულიც იყო სასიამოვნოთ, თუ როგორი ჩამოყალიბებული შეხედულებები ჰქონდათ ყველა საკითხთან დაკავშირებით მათი პატარა ასაკის მიუხედავად. კატოს ამოეწურა უკვე ერთ თვიანი დასვენება, დღეს ბრუნდება თბილისში ხვალ კი ჩვეული ყოველდღიურობა ეწყება. ნინო დილიდან მოწყენელია არ უნდა კატოს წასვლა უკვე იმდენად მიეჩვია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს.. ლაშამ მანქანით წასვლა შესთავაზა გოგონამ კი კატეგორიული უარი განუცხდა არ უნოდა მათი შეწუხება. შუადღე გადასული იყო კატო გულთბილად დაემშვიდობა და დაპირდა მალე გნახავთ კიდევო.. გაჩერებამდე ნინომ და ციალა ბებომ გააცილეს დამშვიდობებისას ორივეს ჩაეხუტა ციალამ კი პირჯვარი გადასახა.. მარშუტკაში ასული ღიმილიანი სახით უყურებდა და თან ხელს უქნევდა. მთელი გზა საყვარელ ჰანგებს უსმენდა. ამ ხნის განმავლობაში ლევანს ერთხელაც არ დაურეკავს კატოსთვის არც მოუწერია. გოგონას კი გული სტკიოდა და ყოველწამს მისი სიტყვები და შეხება ახსენდებოდა. როგორც იქნა ჩააღწია თბილისამდე, თითქოს მონატრებას გრძნობდა ამ ბინძური ქალაქის მიმართ. საღამო იყო უკვე კორპუსის კიბეებს რომ მიუყვებოდა მაღლა, ბინის კარების შეღებისთანავე იგრძნო მოწყენილობა სახლში რომელიც უფრო გამძაფრებულიყო. ფანჯრები გააღო, ყავა მოიდუღა და აივანზე გავიდა ის იყო უნდა დაელია რომ კარებზე ზარის ხმა გაისმა. ნერვები მოეშალა და სწაფად წავიდა გასაღებად კარში კი კოკოთი ხელდამშვნებული ლევანი დახვდა.. თავი 9 კედელზე ცალი ხელით დაყრდნობილი მაცდურად უღიმოდა კატოს მეორე ხელში გალიას აქანავებდა.. - არ შემომიშვებ? - შემოდი მოდი.. -ცოტა დააბნია კატო ლევანის მოსვლამ და ჰკითხა ჯერ კიდევ კარებში გაჩხერილს - კი მაგრამ კოკო ელენეს არ უნდა წაეყვანა? - არ გავატანე.. - ოთხაში შესულმა გოგონა გულში ჩაიკრა და შუბლზე აკოცა.. მამაკაცის შეხება მონატრებოდა, მისი სურნელი და ძლიერი სხეული სადაც თავს დაცულად გრძნობდა.. საკუთარი თავი რამის გასცა და მაღლა ლევანის ზურგზე შემოსახვევად გამზადებული ხელები სწრაფად დასწია.. აღარ უნდოდა ლევანის მისი უსუსურობა ეგრძნო.. წელზე შემოხვეული ხელებიც გააშვებინა და გვერდით დადგა, მამაკაცი ხვდებოდა გოგონა რა თამაშსაც თამაშობდა და ეცინებოდა.. რამდენიმე წუთი ასე იყვნენ, კატო გაშტერებული უყურებდა დივანზე თავისუფლად გადაწოლილ ლევანს, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მამაკაცს ჰკითხა - არ გშია? თვალმოჭუტული ელოდა ლევანის პასუხს - აქამდე არა ახლა კი-ეს უთხრა და გადაიხარხარა - არაფერი მაქვს.. წამო ამოვიტანოთ რამე.. -სახეს სასაცილოდ მანჭავდა კატო.. ლევანი ფეხზე წამოდგა და გოგონას წინ აესვეტა. - მოიცა რა არ მომწამლო ვერ გენდობი შენ.. გავიაროთ დავსხდეთ სადმე და იქ ვჭამოთ.. ოთახისკენ მიმავალმა კატომ თავი გააქნია და უთხრა გამოვალო.. ტელეფონითა და წელზე შემოკრული საროჩკით დაბრუნდა მისაღებში.. - წავედით-თქვა კატომ და ბინის კარი გააღო ჯერ ლევანი გავიდა მერე კატომ დაკეტა კარი და ლიფტის მაგივრად სიცილით ჩაირბინეს კიბეები.. დაბლა ჩასული მამაკაცი მანქანისკენ დაიძრა გოგონა კი ხელიხელ გადაჯვარედინებული იდგა უყურებდა.. ლევანი მანქანის კარს აღებდა რომ დაუძახა - რას დგახარ მალე მოდი-კატომ უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია და ხელი მოტოსკენ გაიშვირა.. ლევანმა სიცილით დაიწყო - შანსი არაა ერთად წავიდეთ ჩემი მანქანით - ერთადაც წავალთ ოღონდ ჩემი მოტოთი.. - ტარება არ ვიცი ხომ არ გაგიჟდი? - მე გკითხე იცი თუ არა-მეთქი? მე მომიჯდები და ისე წავალთ არ მაიტერესებს!-ლევანი მკაცრ უარზე იყო მიტყდებაო, მაგრამ კატომ იმდენი ქნა მაინც დაითანხმა და გაბრაზებული მიუჯდა უკან.. ლევანი ეუბნებოდა კატოს - კიდევ კარგი ბნელა თორე არ გაგიმართლებდა..-კატომ გაიცინა და მხოლოდ ის უთხრა -ხელები თუ გინდა მომხვიე არ გადავარდე.. თორე ნამუსი დამტანჯავს მთელი ცხოვრება.. -ლევანს მოეწონა კატოს ნათქვამი, თავისი ხელები კი კატოს მუცელსა და წელს შემოაჭდო.. კატომ ჩაფხუტი ჩამოიმხო და მოსწყვიტა ადგილს.. მთელი გზა ლევანი ხელებს კატოს მუცელზე დაასრიალებდა და ზურგზე კბილების ნაკვალევს უტოვდა.. კატოს სრულ ნეტარებაში დაჰყავდა მოტო.. ისე იყო გაბრუებული ინსტიქტურად მოძრაობდა მისი ხელები მთლიანად უწვავდა მუცელს და ტაო დაყრილ კანს.. ყელთან მისი სუნთქვა სულ აგიჟებდა .. ლევანის სხეული ისე ახლოს იყო მასთან მთილიანად ხურდა.. როგორც იქნა გოგონამ ერთ-ერთი რესტორნის წინ გააჩერა და შიგნით შევიდნენ.. წყნარი გარემო იყო ახლა ორივეს სჭირდებოდა ეს. ისე იყვნენ აფორიაქებულები.. კუპეში მოკალათდნენ და ოფიციანტს საჭმელი შეუკვეთეს.. ცოტახანი ორევე დუმდა მერე ლევანმა დაარღვია სიჩუმე.. - ხვალიდან ვარჯიშები მეწყება.. სერიოზული თამაში გვაქ 6 თვეში და ხვალიდან ვიწყებთ ვარჯიშს, რადგან მარტო საღამოს ვართ თავისუფლები.. წამოდი ხოლმე ჩემთან ერთად.. - მე რა მინდა ვარჯიშებზე იმდენ ბიჭში, თამაშზე დაგესწრებით.. - რატო გაერთობი თან ბიჭების შეყვარებულებიც იქნებიან.. - მითუმეტეს ახლა იმათ მაცქერინე.. - ამ დროს ოფიციანტმაც შემოიტანა კერძები.. შუა ჭამაში იყვნენ ლევანმა დანა ჩანგალი თეფშზე რომ დააგდო და კატოს ჰკითხა - მერე შენ ჩემი შეყვარებული არ ხარ? -გოგონას ამის გაგებაზე ლუკმა გადასცდა და სიცილი აუტყდა. ძლივს მოითქვს სული და გაშტერებულ მამაკაცს უთხრა - ჭამე გაგიცივდა თორე ხო იცი შენი ვითომ შეყვარებულად წოდებული მოგწამლავს.. ისეთი არაფერი აღარ უთქვამთ მალე წამოვიდნენ.. ლევანის რაღაც სჭირდა მთელი გზა ხმა არ ამოუღია მხოლოდ კატოს სურნელს ისრუტავდა ღრმად. გვიანი იყო უკვე გოგონამ თავის კორპუსთან რომ გააჩერა მოტო. ლევანმა დაბალი ხმით უთხრა კატოს - კარგად.. ხვალ წამოდი ვარჯიშზე- თბილად აკოცა ტუჩთან ახლოს და თავისი მანქანისკენ დაიძრა.. გოგონა ნარნარით აუყვა კიბეებს, რაღაცნაირ ხასიათზე იყო, მთელი ამ ხნის ამბები მოუყვა კოკოს და მერე დაიძინა. დილით როგორც ყოველთვის ადრე ადგა და წავიდა სამსახურში, მონატრებოდა კიდეც ეს. ის საქმე იყო რომელიც ძალიან უყვარდა თავისი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად.. დასვენების მერე დღეს პირველი დღეა, ამიტომ დღეს წერილების დახარისხებას მოუნდნენ კატო და ერთ-ერთი თანამშრომელი თიკა.. ფოსტაში ყველაზე კარგად თიკას უგებდა. მალე მორჩნენ დახარისხებას უფროსმა უთხრა დღეს შეგიძლიათ წახვიდეთ ორივეო.. თიკამ თავისთან დაპატიჟა კატო - აუ კატ ჩემთან წამო ახლა მარტო ვარ თან მომენატრა შენთან ჭორაობა. -კატო დასთანხმდა.. მეგობართან კარგად გაერთო ბევრი რამე თქვეს და ზოგიც ძველი გაიხსენეს.. საღამო იყო უკვე კატო სახლში რომ დაბრუნდა.. მთელი ეს დრო ლევანიზე ფიქრობდა ალბათ ან ახლა გამომივლის ან ახლაო, მაგრამ ლევანი არსად ჩანდა არც ტელეფონზე რეკავდა რომელსაც ყოველ წამს ამოწმებდა.. გაბრაზებული დადიოდა ოთახიდან ოთხაში და ცოფებს ყრიდა.. უკვე გვიანი იყო. საწოლზე პირქვე დამხობილს ტელეფონი ხელში ეჭირა და ისე ჩაეძინა.. დილით ძილბურანში მყოფს ვიღაცის მკერდზე თავი ედო თავიდან ეგონა მელანდებაო მაგრამ ისეთი ცხადი იყო ყველაფერო გიჟივით წამოხტა და მომღიმარი ლევანი დაინახა. -აქ რას აკეთებ გაგიჟდი? -ძილისგან ხმა ისე ჰქონდა შეცვლი თვითონაც ძლივს სცნობდა.. -კარს სულ ასე ტოვებ ხოლმე ღიას? -კატოს კითხვა დააიგნორა და კითხვით უპასუხა.. გოგონას გაახსენდა ლევანის ლოდინში კარი რომ აღარ ჩაუკეტავს, საშინლად აინტერესებდა გუშინ რატომ მოატყუა ლევანმა, მაგრამ არ უნოდა რამე ეკითხა რადგან საკუთარ თავს გასცემდა. არც მამაკაცს დაუძრავს ხმა მარტო ის უთხრა - რატომ დაიძინე ასე ადრე ? უნდა წამეყვანე - დაღლილი ვიყავი.. - უკმეხად უპასუხა და სააბაზანოში შევიდა იქიდან გამოსულს კი მამაკაცი იქ აღარ დახვდა. ვერ გაეგო მისი საქციელი რას ნიშნავდა, დილით უკვე უხასიათოდ მყოფი კოკოს დაემშვიდობა და სამსახურში წავიდა. დღეს რეკორდი მოხსნა იმდენი წერილი დაარიგა და ისე დაიღალა. ფოსტაში მისულს თიკა დახვდა კარებში -წამო რა სადმე დავსხდეთ თორე გავნადგურდი დღეს. -ჩემი მოტოთი წავალთ იცოდე ჩემ არჩეულ კაფეში.-სიცილით უთხრა კატომ და თიკას პასუხს დაელოდა -ახლა ყველაფერზე ტანახმა ვარ. -უი, შენ მართლა ძაან ყოფილხარ დაღლილი.-კატომ მოტოზე მოისვა და თავის საფირმო კაფეში წაიყვანა. შოკოლადის ნამცხვარი მიირთვეს და ყავა დალიეს თან ჭორაობდნენ დაღლილები. მერე კატომ შესთავაზა წაგიყვანო, მაგრამ თავი გაიკლა თიკამ და ტაქსით წავიდა სახლში. გოგონამაც დაძრა თავისი მოტო და სახლის გზას გაუდგა კორპუსთან მისულს მანქანაზე დაყრდნობილი ლევანი დაინახა, მამაკაცი კატოსკენ დაიძრა და ტუჩებში გიჟივით აკოცა. ალკოჰოლის სუნი ასდიოდა. - კატო წამო გავისეირნოთ ცოტახანი-ჩუმად ბუტბუტებდა მამაკაცი.. გოგონამ სწრაფად მოიშორა და ჩაწითლებულ თვალებშიშეხედა.. - ლევან მთვრალი ხარ და მანქანით დადიხარ? -აღელვებული ელაპარაკებოდა კატო, მაგრამ მამაკაცს არაფერი ესმოდა და კატოსკენ უფრო და უფრო მიიწევდა.. -კატო მისმინე მიყვარხარ, შეიძლება ვჩქარობ და ამ სიჩქარეში რაც დღეს მეკუთვნის იმასაც ვკარგავ ანუ შენ, მაგრამ მე ვიცი რომ შენს გარეშე ვერასროს ვერ ვიქნები კარგად. -ოთარ ჭილაძის სიტყვების თავისეული ვერსიას ბუტბეტებდა ძლივს გასაგონად და კატოს ეხუტებოდა. გოგონამ თავისთან აიყვანა და ლოგინზე დააწვინა, ახლა რომ ასე დატოვებინა და რამე მისვლოდა ვერ დაუშვებდა.. თვითონ კი დივანზე დაწვა და მამაკაცის სიტყვებზე ფიქრობდა, თან ის ახსენდებოდა მთვრალები ყოველთვის სიმართლეს ამბობენო და ეღიმებოდა.. თავი 10 დილით მამაკაცის კოცნამ გააღვიძა შუბლზე.. მაშინვე თვალები აჭყიტდა დივანზე წამოჯდა, ლევანიც გვერდით მიუჯდა და თავის ორ მკლავში გოგონას სხეული მოიქცია.. - მიყვარხარ, მართლა მიყვარხარ უბრალოდ ნება მომეცი, რომ შენთან ერთად ვიყო. -ეს უთხრა და გოგონა უფრო მიიხუტა.. - არ ვიცი ლევან რას ვგრძნობ შენს მიმართ, მომწონს შენთან ერთად ყოფნა თითქოს რაღააც ძაფებია გაბმული ჩვენს შორის, მაგრამ არ მინდა რამის დაჩქარება უბრალოდ დინებას მივყვეთ და დრო გვიჩვენებს ყველაფერს.. მამაკაცმა გოგონას სხეული ფრთხილად მოიშორა და დაბალი ხრინწიანი ხმით უთხრა - სამსახუში დამაგვიანდება წავედი ახლა და გამოგივლი. -კატომ მხოლოდ თავი დაუქნია და კარი გაუღო.. კატოც ჩვეულებრივ წავიდა სამსახურში.. რამდენიმე დღე ლევანი არ გამოჩენილა მხოლოდ მობილურზე ურეკავდა და მოუცლელობას იმიზეზებდა, კატოც ჩვეულებრივ ემოციების გარეშე პასუხობდა ლევანის ზარებს, სინამდვილეში კი გული საგულეში არ ეტეოდა. დღესაც სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდა, დასაწოლად ემზადებოდა მობილური რომ აწკრიალდა, ლევანი იყო, კატომაც დაღლილი ხმით უპასუხა - ხოო ლევან - სად ხარ? - სახლში რა იყო? ვწვებოდი - შენი კორპუსის დაბლა ვარ და ცოტა ხანი ჩამო გავიდეთ - ძაან ვარ დაღლილი რა სხვა დროს იყოს. - არა კატო უარს არ მივიღებ, სულ ცოტა ხანი ჩამო გთხოვ მალე მოგიყვან..-კატომაც თავი გააქნია მობეზრებულად და დასთანხმდა. 5 წუთში უკვე დაბლა იყო, ლევანი მანქანაზე დაყრდნობილი დახვდა თან გასაღებს ატრიალებდა. კატოს დანახვისას მისკენ დაიძრა და ჩაიხუტა, კატო უმოძრაოდ იყო, მაგრამ მალევე მოიშორა მისი მკლავები და ჰკითხა - სად მივდივართ?- მამაკაცს თვალებში უყურებდა თან ტუჩის კუთხე მოიკვნიტა, ამაზე დაინახა როგორ აღელდა ლევანი თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი და პასუხი გასცა - ხომ იცი მაშინ რომ დაგპირდი ვარჯიშზე წაგიყვანთქო აი იქ.. კატოს აღარაფერი უთქვამს მანქანის კარი გამოაღო და შიგ ჩაჯდა, მთელი გზა არც ერთს ამოუღია ხმა, მხოლოდ ლევანს ქონდა ჩართული სიმღერები მანქანაში და კატოს ღიმილიანი სახით გახედავდა ხოლმე, რომელიც ჯიუტად არ აშორებდა მინას მზერას. დანიშნულების ადგილსაც მიაღწიეს, ლევანმა ხელი კატოს წელს შეახო და ხანდახან მსუბუქად ჩმეტდა კატოს სერიოზულ სახეზე კი ეცინებოდა, მამაკაცმა ჯერ რაღაც ოთახში შეიყვანა რომელიც სავსე იყო ბიჭებით და მათი კალთები კი მოკისკისე გოგოებით, ლევანის დანახვისას ყველამ ცალ-ცალკე დაიწყო ლაპარაკი კაპიტანოს ძახილით, თურმე კაპიტანი ყოფილა კატომ კი არ იცოდა. ძლივს გააჩუმა ლევანმა და იქვე სკამებზე ჩამოჯდნენ ყველას წარუდგინა ეს კატოაო. იმათმაც უთხრეს თავიანთი სახელები, მაგრამ რამოდენიმეს მეტი ვერ დაიმახსოვრა.. მამაკაცი ხვდებოდა გოგონა დაძაბული რომ იყო ამიტომ ყურში უჩურჩულა - მოდი კალთაში ჩამიჯექი - ამაზე კატომ გვარიანად უჩქმიტა გვერდში.. მამაკაცი სიმწრისგან გაწითლდა თან კატოს ეუბნებოდა რომ წავალთ ვერ გადამირჩებიო. ლევანი ფეხზე წამოდგა და ყველას უთხრა ჩაიცვით და სავარჯიშოდ გავიდეთო.. გოგოები გარეთ გავინენ კატოც მათ გაჰყვა.. მალე ბიჭებიც გამოვიდნენ, ლევანი კატოს გვერდით ამოუდგა და ყველა ერთად დაიძრა, მოედანზე შევიდნენ, მამაკაცმა ანიშნა გოგონას იქ სკამებზე დაჯექიო.. კატოც დაჰყვა მის ნებას და იმ გოგოების გუნდს გვერდით მიუჯდა, ვარჯის განმავლობაში გაიცეს ერთმანეთი, თურმე შეცდა ცუდი წარმოდგენა რომ ჰქონდა მათზე, ილაპარაკეს ერთმანეთზე და მერე ბიჭებზე, ვარჯიშსაც მორჩნენ და ყველა თავის ბიჭს გაყვა უკან კატო კი ადგილიდან არ იძვროდა, ლევანს უყურებდა, რომელიც დოინჯ შემოყრილი იდგა და ღრმად სუნთქავდა შემდეგ კი კატოსკენ წამოვიდა და გვერდით მიუჯდა, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო, ცოტა რო მოვიდა აზრზე მერე კატოს გახედა - ცოტა ხანი ადექი.. - თავიდან ვერ მიხვდა გოგონა და ფეხზე წამოდგა ლევანმა კი მის მკლავებში მოიქცია და კალთაში ჩაისვა კატო წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, მაგრამ მამაკაცი გოგონას ტუჩებს ისე დაეწაფა ერთი ორჯერ აიქნია ხელი მერე კი გაჩერდა, შეგრძნებები უფრო და უფრო უმძაფრდებოდა. ლევანი კი ნელ-ნელა დაბლა მიდიოდა კოცნით, ეს ოფლიანი მამაკაცი კი სხვა დროზე მეტად ვნებიანი იყო, დაბლა ჩასულმა ჭიპთან ახლოს ერთი ორჯერ უკბინა და საცოდავი ხმით უთხრა - ხომ ხედავ გინდობო. -ნაგავო.-ცოტახანი იყნენ კიდევ და ლაპარკობდნენ მერე მამაკაცმა ფეხბურთის ფორმა გაიხადა და კატო სახლში წაიყვანა.. შეჯიბრის დღემდე თითქმის სულ ასე გრძელდებოდა. ლევანი რამდენიმე დღე დაიკარგებოდა მერე გამოჩნდებოდა და კატო ხან შეჯიბრზე დაჰყავდა ხან უბრალოდ სეირნობდნენ. მის რამდენიმე დღით გაქრობას კი იმით ხსნიდა რომ ასე უფრო გაუადვილდებოდათ ურთიერთობა და მონატრებაასაც იგრძნობდნენ.. არც კატო ეწინააღმდეგებოდა, რამდენჯერმე თათა და კატო ერთად გაასეირნა, ბავშვს კი წამოსცდა და კატოს ჰკითხრა - ბავშვი რომ გეყოლებათ ხომ დატოვთ ხოლმე ჩემთან? -ამაზე ლევანს სიცილი აუტყდა კატო კი გაკვირვებული უყურებდა. ----- დღეს თამაშია კატო თითქოს მოწყენილია, მაგრამ არ იმჩნევს რადგან ლევანი და მისი გუნდი თუ მოიგებს გერმანიაში ორი თვით წავლენ, მოედანი ხალხით გაივსო. კატომაც კოცნით და ჩახუტებით უსურვა წარმატება და თავისი ადგილი დაიკავა გოგოების გვერდით. თამაში დაიწყო პირველი გოლი მოწინააღმდეგის გოლი იყო კარში, საშინელი რეაქცია ჰქონდა კატოს, მაგრამ როგორც იქნა ლევანმაც გაიტანა გოლი ამას აღტაცებით და შეძახილებით შეხვდა კატო, ვიღაც გოგო მიუჯდა გვერდით, მაგრამ არ შეუმჩნევია მანამ მკლავზე შეხება და აგდებული ლაპარაკი არ დაიწყო - ეი შენ ლევანის ნაშა ხარ ხო? - ნაშა?! -აღშფოთება დაეტყო კატოს - ლევანმა შენზე მითხრა ჩემი ნააშაო და არ იეჭვიანო მაგაზე მაინც შენ იქნები ჩემი ცოლიო-ამის გაგონებაზე სახეზე ფერები გადაუვიდა ვერც გაიგო ლევანმა გოლი როგორ გაიტანა და თამაში მოიგო, ფეხზე წამოდგა გასასვლელისკენ გავარდა თან ცრემლრბი თავისით მოსდიოდა თავისი სახელი და გვარი რომ გაიგო - ეკატერინე კიკნაძე გთხოვთ დაბლა ჩამოდით- კარგად იცნო ლევანის ხმა მიკროფონში, გასვლას აპირებდა გარეთ, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა ამიტომ სკამები უკან მოიტოვა და ლევანისთან ჩავიდა, ლევანმა მიკროფონი გვერდით დადო და ხელში პატარა ყუთი გამოაჩნია და გახსნა ბეჭედი იყო ნიშნობის.. ამის დანახვაზე სახეზე ხელები აიფარა და მაგრად ჩაეხუტა.. ამას ხალხის დადებითი შეძახილები მოჰყვა. მამაკაცმა თავისი მაიკა გაიხადა და კატოს ჩააცვა.. ერთმანეთზე იყვნენ მიკრობილები ხალხიც მიილია ნელ-ნელა და მათაც ბედნიერებმა დატოვეს მოედანი ახლა იმ განსხვავებით რომ კატოს ხელს ბეჭედი ამშვენებდა.. ლევანმა თავისთან წაიყვანა ამ კატო, შუაღამემდე აივანზე იჯდა კატო ლევანის კალთაში და ლაპარაკობდნენ. მომავალზე არც ერთს არ დაუწყია საუბარი ალბათ იმიტომ რომ არ უყვართ რამის დაგეგმვა, კატოს ის გოგოც გაახსენდა ლევანის საცოლეობას რომ იბრალებდა, მაგრამ არაფერი უკითხავს ახლა არ უნდოდა ხასიათის გაფუჭება.. კარგა ხანი იყვნენ ასე მერე მთქნარება აუტყდა კატოს და დასაძინებლად გავიდნენ. კატო სხვა ოთახში აპირებდა დაწოლას, მაგრამ კარი არფრით არ გაუღო ლევანმა, ამიტომ ლევანის მკლავებში მომწყვდეულმა დაიძინა, სიამოვნებდა მისი შიშველი და მკვრივი სხეული რომელიც განსაკუთრებული მცხუნვარებით გამოირჩეოდა და მთლად წვავდა კატოს.. ერთი აკოცა ყელში მამაკაცს მერე თავის ხელს დახედა ბედნიერმა და თავი მის მკერდზე დადო.. დილით გაღვიძებულს ლევანი არ დსხვდა საწოლში იქვე მამაკაცის მაიკა იყო გადაიცვა და გავიდა.. სამზარეულოში მოფუსფუსე ლევანი დაინახა და კმაყოფილმა მიმართა - იმედია სულ ასეთი იქნები -ამაზე მამაკაცი კატოსკენ წამოვიდა და ტუჩებში აკოცა თან დანანებით უთხრა - ახლა ვინმე რომ გხედავდეს იტყოდა ვნებიანი ღამე ჰქონდათო. - მერედა რატომ არ გვქონდა? -მაცდურად გაუღიმა კატომ.. სამზარეულოს მაგიდას მიუსხდნენ და ისაუზმეს. დღეს არც ერთი წავიდა სამსახურში, გოგონამ მამაკაცის თხოვნით დაარეკა სოფელში და ქორწილის შესახებ უთხრა, რომელიც ამ შაბათს იქნებოდა რადგან კვირას გერმანიაში მიდიოდნენ. ამაზე გული დასწყდა კატოს რადგან ორი თვე ვეღარ ნახავდა.. ყველას გაუხარდა ახალი ამბავი სოფელში და გაუკვირდათ.. შუადღისას ლევანმა კატო ოჯახის წევრების გასაცნობად წაიყვანა თურმე უკვე იცოდნენ მისმა მშობლებმა ამის შესახებ, თათა გვერდიდან არ მოშორებია კატოს.. ფრიად თბილი ხალხი აღმოჩნდნენ ეს ბრეგვაძეები.. ამ ერთი კვირის განმავლიბაში ელენე და კატო მაღაზიებში დადიოდნენ და კაბებს არჩევდნენ. ქორწილის და ჯვრისწერის დღეს ყველას თავი ერთად მოეყარა და მათ ბედნიერებას აღნიშნავდნენ.. წყნარად ჩაიარა ამ დღემ გვიანი იყო უკვე ლევანი და კატო დაღლილები რომ შევიდნენ უკვე მათ ბინაში.. დღლილობის მიუხედავად მამაკაცმა ერთი ხელი მოსმით დააგდო გოგონას სხეული საწოლზე და ზემოდან მოექცა მისი სხულით.. ხელებით და ტუჩებით ხან სად ეფერებოდა ხან სად ორივეს ესმოდა თავიანთი აძგერებული გულის ფეთქვა და გახშირებული სუნთქვა. ლევანმა მის ხელებს თავისი ხელები მაგრად ჩასჭიდა და უფრო მიიწია მისკენ.. გოგონამ კი მცირეხნიანი ტკივილი იგრძნო რომელიც მალე სიამოვნებაში გადაიზარდა. დილით მთლად შიშველ კატოს გაეღვიძა რომელიც მარტო იწვა გვერდით კი ტუმბოზე დადებული ორი ბილეთი, ფორთოხლის წვენი ფუნთუშით და წერილი დახვდა.. - სააქმეები მაქვს მოსაგვარებელი წავედი და საღამოს ერთად გავფრინდებით გერმანიაში მოემზადე.. -გავფრინდებითო? არ სჯეროდა კატოს ისე გაუხარდა შოკირებული იყო. ეგონა ორი თვე საყვარელი მამაკაცის გარეშე უნდა ყოფილიყო, მაგრამ თურმე ერთად იქნებიან.. ყველაფერი მოამზადა თავისთვისაც და ლევანისთვისაც.. სამსახურშიც დარეკა, მაგრამ მოგვარებული ჰქონია უკვე ლევანს საქმე.. საღამოს აეროპორტში ლევანის მშობლებთან და გუნდის ბიჭებთან ერთად იყო. მალე გამოცხადდა ჩაჯდომა გულთბილად დაემშვიდობნენ და თვითმფრინავში ჩასხდნენ მალე აფრინდა და სივრცეში დაიკარგა მფრინავი სხეული. დანარჩენი ორი თვე საქართველიში ჩამოსვლამდე ყველაზე კარგ დროს და ცეცხლოვან ღამეებს ატარებდნენ რასაც კატოს მუცელში მყოფი პატარა ჩანასახი მეტყველებს რომელიც ჯერ არ ეტყობა. *** გამარჯობა მეგობრებო. ეს არის ჩემი პირველი ისტორია, რომელსაც სხვა ნიკით ვდებდი თავებად, მაგრამ დღეს გადავწყვიტე რომ სრულად ამეტვირთა. დიდი მოცულობის მიუხედავად იმედი მაქვს რომ წაიკითხავთ და მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.