შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არარეალური არსება


23-04-2016, 02:42
ავტორი tikliko
ნანახია 1 444

არარეალური არსება

როგორი მამაკაცურია ,მიმზიდველი ნაკვთებით ,მმმმმ,მგონი გავგიჟდი ... .ასე არცერთი კაცი მომწონებია.მკაცრი ნაკვთები,ოდნავ კეხიანი ცხვირი აქვს,შავი მრისხანე თვალები,სახეზე ნაიარევი და ხელებზე ტატუები....შორიდან ვაკვირდებოდი მის სხეულს,ქცევებს,ის ვერც კი მამჩნევს ,არადა დაჟინებულ მზერას არ ვაშორებ.
უამრავი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი ჩემზე გიჟდება ,მე კი რაღა მაინცდამაინც ის მომეწონა,ძალიან მომეწონა პირველად ასე მამაკაცი და ისიც ჩემთვის სრულიად უცნობი.
არა ,არა უნდა ამოვიგდო,ეს ფიქრები გონებიდა,შენთვის არ შეიძლება არაა!საკუთარ თავს ვუმეორებდი და გულს ვამშვიდებდი.(საინტერესოა მეგონა არც კი მქონდა)
-უკაცრავად კიდევ რამეს ინებებთ?!-მაგიდას სიფრიფანა მიმტანი გოგო ღიმილით მოუახლოვდა.
-არა!უბრალოდ შემეშვი,გამეცალე მიმტანო!- ირონიულად და მკაცრად გამოვცერი .მას სახეზე გამომეტყველება შეეცვალა ,ღიმილი მოწყენილი სახით შეეცვალა და თვალებში სევდა ჩაუდგა.ისიც თავდახრილი უხმოდ გამეცალა.

ასეთი არ ვყოფილვარ ,არ ვყოფილვარ გულქვა,ქედმაღალი ,კერპი...იყო დრო როდესაც სახე სულ მიცინოდა ,ცხოვრება მიხაროდა ,ყველას წრფელი ღიმილით მივმართავდი,მიყვარდა ხალხის გარემოცვაში ყოფნა ,გართობა,მაგრამ ერთმა რამ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და სამუდამოდაც შეცვალა.........ერთმა რამ დაღი დაასვა ჩემს ვითომდა იდეალურ ცოვრებას!

ყელაფერი ჩემი დაბადებიდან დაიწყო.პატარაც სრულიად განსხვავებული ვიყავი.თურმე ლურჯი თვალები არაამქვეყნიურად მიციმციმებდა,ნათელი და ფერმკრთალი სახე მქონდა,რომელსაც მოწითალო თმები მიმშვენებდა...
პატარები ხშირად ეცემინ,რამეს იშავებენ...მე კი დაცემისას ,რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო,არანაირ ტკივილს განვიცდიდი,არც სისხლი წამომივიდოდა და არც კანი გადამედღვიპებოდა.უცნაურია არა?!მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს მართლაც სასწაულია.მშობლები ამას სხვადასხვა მიზეზით ხსნიდნენ .
მალე წამოვიზარდე..ჩემი ეს უცნაური თვისება უკვე აღარავის ახსოვდა.მიუხედავად იმისა,რომ არაფერი გვიჭირდა მე მაინც ჩვეულებრივ სკოლაში დავდიოდი და იქ ბევრი ნაცნობები შევიძინე,მაგრამ ჩემი ნამდვილი საუკეთესო მეგობრები მხოლოდ სამი ადამიანი იყო,ხო იყო და ახლა აღარ არიან!
სანდრო და ალექსანდრე კაპანაძეები,ტყუპები,ჩემი ძმაკაცები,არაბიოლოგიური ძმები,საოცარო პოზიტივი ბიჭები.მათ მხოლოდ მე ვაჩნევდი ერთმანეთისაგან.ორივე სიცოცხლით სავსე იყო,სულ იცინოდნენ,ლაზღანდარობდნენ ,მოკლედ არ მოგაწყენდნენ. გამხდარი,გაჩხნიკული,მწვანეთვალება მარიამ ფოფხაძე,ჩემი სუნთქვა,ჩემი სულის ტყუპისცალი,ჩემი დაქალი გახლდათ.ჩვენ გიჟი ოთხეული სკოლიდან ერთად მოვდიოდით,ერთად ვერთობოდით,ერთმანეთის ბედნიერებას ,ტკივილსაც განვიცდიდით,რომელსაც მთელი გულით ვიზიარებდით და თანავუგრძნობდით.

მალე ჩემს თავზე უნებურად დაკვირვება დავიწყე,არ ვიღლებოდი ,შიმშილის გრძნობა არ მიჩნდებოდა,ამიტომ მშობლები ძალით მაჭმევდნენ,არ ვთვრებოდი ,კარგი მხედველობა მქონდა ,ორიენტაცია,გამძლეობა,მახსოვრობა,ფრჩხილები საშვალოზე დიდი მეზრდებოდა და არ მტყდებოდა ...ეს სასწაული იყო.ვცდილობდი ნაკლებად შესამჩნევი ვყოფილიყავი,არაფერს ვიმჩნევდი,ვცდილობდი გარეგნულად დაუცველი გოგოს შთაბეწდილება დამეტოვებინა .ვიქცეოდი ყოველთვის ისე როგორც ნორმალურ ადამიანს შეეფერებოდა.
მალე მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ და ჯერ კიდევ არასრულწლოვანი საქართველოში დამტოვეს,მანამდე ბევრი მეხვეწეს ,მემუდარეს ,მაგრამ უარზე დავდექი,მე ვერ მივატოვებდი ჩემს სულიერ მეგობრებს,მათთან შორს ყოფნა ძალიან გამიჭირდებოდა.ბოლოს ისინიც აღარ აპირებდნენ გადაბარგებას და ბიზნესზე სრულიად უარს აცხადებდნენ,მაგრამ ახლა მე დავიჯინე ...მამას და დედას დავპირდი,რომ ყოველდღე დაველაპარაკებდი ,აუცილებლად კარგად მოვიქცევოდი .ასევე ჩემმმა მეგობრებმაც ბევრი ესაუბრეს,რომ ისინი სრულიად გამგზავრებაზე დაერწმუნებინათ.(ეს გამგზავრება სამუდამო არ იყო)
გაზრდასთან ერთად იზრდებოდა შიში,შიში იმის,რომ ჩემზე ერთ დროს ყველა ყველაფერს გაიგებდა და ჩემი იდეალური ცხოვრება ერთი ხელის მოსმიტ დამთავრდებოდა.

ჩვენ,მთლიან სამეგობროს,ძალიან გვიყვარდა ლაშქრობები,პიკნიკები,მოგზაურობები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ,ხან საერთოდ ფეხითაც მოვგზაურობდით,მაგრამ ძირითადად მანქანით გადავაადგილდებოდით.


****************************************************************************************************************************

საბედისწერო ღამეს უფსკრულმა ჩამითრია და მეც უკუნითი სიბნელის მონა გავხდი.

*******

გზაზე მანქანით მივდიოდით,წვიმდა,დედამიწას სჭექდა და ქუხდა.გოგონები უკანა სავარძელზე მოკალათებულები ვიყავით და როგორც ყოველთვის ვიცინოდით.საპირისპირო მხარეს მომავალმა ტრაილერმა უცნაური მანევრი გააკეთა და უცაბედად ჩვენი მანქანა გზიდან ხრამში გადავარდა.
შოკიდან გამოსულმა შევძელი და ამოტრიალებული მანქანიდან მალე გადმოვედი.ვხედავდი მეგობრების სისხლიან სახეებს და გაფერმკრათალებულ კანს.მთელ გულში აუტანელი ტკივილი გაბატონდა და ცხარე ცრემლებმა გზის გაკვლევა დაიწყეს.მალე კადრები ერთმანეთში ამერია .... ტვინი მხოლოდ წითლად შეღებილ სურათს აღიქვამდა.

**********

მთელი ჩემი არსებით მძულდა ,მეზიზღებოდა ჩემი თავი,რადგან ჩემს გარდა ყველა მკვდარი იყო.მე კი ,მე არცერთი ნაკაწრი,დაჟეჟილობა მქონდა.ვიგრძენი ,რომ ფეხქვეშ მიწა გამომეცალა,სული ამტკივდა ,არ მქონდა განცდილი ფიზიკური ტკივილი,მაგრამ ჩემი სულიერი დარდი ვგონებ ფიზიკურზე ბევრად მწარე იყო.

ცხოვრებამ ცუდად დამცინა.მეგონა ყველაზე იდეალური ვიყავი,მომწონდა კიდეც ჩემი უნარები,მაგრამ ამის შემდეგ გავაცნობიერე ,რომ ეს მხოლოდ დიდი წყევლააა.ჯობდა,რომ ჩემი მეგობრების გვერდით მეც დაფლეთილი ვგდებულიყავი,მეც მათთად ერთად მომკვდარიყავი და დამელია ეს უბადრუკი სული.რას არ გავიღებდი,მთელ ჩემს უნარს,რომ შემეძლოს მათი გაცოცხლება,ამისთის სულს ეშმაკსაც კი გავყიდდი და სამუდამო ჯოჯოხედს სამარადისოდ გავიხდიდი.

************
კარგად მახსოვს ერთი თვე ტყე -ღრეში დავეხეტებოდი,სრულიად მტვერში ამოვლებული,ჩაწითლებული თვალებით ,გაწეწილი თმებითა და შეშლილი სახით ალბად ეშმაკეულს ვგავდი .
რომ არა უცნობი ქალის დახმარებით ,ახლაც უგზო უკლოდ ყოველ ღამე უღრან ტყეებში მოსიარულე აჩრდილი ვიქნებოდი,რომელსაც ვერც ნადირი და ვერც ღამე აშინებდა.
კეთილმა მოხუცმა ტყის ტბასთაბ სრულიად შემთხვევით მიპოვა და ცოტახნით შემიფარა,არაფერს მაკლებდა .ქალს არავინ ჰყავდა , ისე კი შვილივით თავს დამფოფინებდა.მას ბევრს არ ვესაუბრებოდი,ზოგჯერ გადიოდა დრო როცა ხმას საერთოდაც არ ვიღებდი.დარდს გულში ვიკლავდი,მკლავდა სინდისის ქენჯნა და უსუსურობის განცდა.ამიტომ ჩემი არც არაფერი ამბავი იცოდა,თუმცა ხვდებოდა რაღაცას და ისიც არაფერს კითხულობდა.

ვგრძნობდი,რომ მე ამ ქვეყნად გაჩენილი ძალიან დიდი შეცდომა ვიყავი.ბევრჯერ ვცადე ამის გამოსწორება.ვენების გადაჭრა ვცადე,მაგარამ სხეულს ზიანი ვერ მივაყენე,დიდი დოზით წამლებიც დავლიე,მაგარამ უშედეგოდ,რამდენჯერმე კლდიდანაც კი გადმოვხვტი.

ნელ-ნელა შევეგუე ტკივილში ცხოვრებას,გავხვდი სრულიად ცივი,ისედაც უგრძნობი ყოვლად ცარიელი სულითაც.
მოხუცთან არ დავრჩენილვარ დიდხანს.მადლიერი ვიყავი მისი საქციელით,რომელსაც ვერასოდეს გადავუხდიდი.
მე ამაზრზენმა ისიც კი ვერ გავბედე მეგობრების დასაფლავებას დავსწრებოდი.ბოლოჯერ გამომშვიდობებოდი მათ და ბოლოჯერ ჩამეკრა ისინი გულში.

***********
სახლში დაბრუნებულს მშობლები განადგურებულნი დამხვდნენ.უბედურებს მეც მკვდარი ვეგონე,მათთვის ჩემი გამოჩენა შოკი იყო....მათ მუდამ სიმართლეს ვეუბნებოდი,მაგრამ ამ დღეს პირველად მოვატყუე.დავაჯერე,რომ მე მარტო პრობლემების გამო სოფელში ვიყავი ყოველგვარ კომუნიკაციას მოწყვეტილი.
მალე მათაც შენიშნეს ჩემი ხასიათის მკვეთრი ცვლილება.ხშირად ვიყავი დიდი ფანჯრის რაფაზე ჩაით ხელში შემომჯდარი და ხანდახან მთელი დღის განმავლობაშიც კი არ გამოვდიოდი.ისინი კი ამას უბედურ ტრაგედიას უკავშირებდნენ.ყველაფერს ცდილობდენ,მაგარამ ამაოდ.
მაკვირვებდა მათი უსაზღვრო მოთმინება ,მათ თვალებში მხოლოდ სიყვარულს თუ ამოიკითხავდით,მე კი როგორ ვიქცეოდი?!
ყველაზე მეტად ჩემს ამბავს დედა განიცდიდა...გულში მიკრავდა, მეჩხუბებოდა,რომ გონს მოვსულიყავი,იქნებ ეს მათთვის მაინც მეცადა,ქვითინებდა ,მემუდარებოდა ,მიჩოქებდა კიდეც....

მე-არაფრის მეტყველი სახე და გაშტერებული მზერა.

ვხვდებოდი,რომ მათ ჩემი ასე ყოფნით გულს ძლიერ ვტკენდი, ზეზეულად ვკლავდი.
ამიტომ ძალით ჭამა დავიწყე,ლაპარაკი,ცოტათი გრძნობების გამოხატვაც...

ისინი იმედოვნებდნენ,რომ მე ჯერ კიდევ პატარა 23 წლის ვიყავი და მთელი ცხოვრება წინ მქონდა.

***********
მას შემდეგ, 6 წელი ,2191 დღე გავიდა,მე კი ტკივილი ისევ არ გამნელებია,არც ის კადრები დამვიწყებია,თუმცა ვისწავლე მასთან ერთად ცხოვრება და მისი მუდამ გულით ტარება.

ერთ დღესაც გამოვაცხადე,რომ ჯარში წასვლა გადავწყვიტე.მშობლების გაფითრებული სახეები ახალც რეალურად თვალწინ მიდგას.ეშინოდათ,ალბად,ძალიან ,ძალიან ეშინოდათ ,რომ ერთადერთ შვილს ახლა მართლა დაკარგავდნენ.
მაგრამ მე ჯიუტმა ჩემი გავიტანე და ერთი წელი სპეციალურ წვრთნებს გავდიოდი,ყველაფერი წარმატებით მიმდიოდა,შევეგუე ბანაკში ყოფნას,გავითავისე მებრძოლი სულისკვეთება....მაგარამ კვლავ უცვლელად,არც მეგობრები გამიჩენია და არც არავის დიდად დავლაპარაკებივარ,ჩემთვის მარტო იზოლირებული ვიყავი,უკვირდათ ასეთი უცნაური საქციელი და არამარტო ის,უკვირდათ პატარა გოგო ამდენს როგორ ვუძლებდი,ყველაფერს საუკეთესოდ თავს როგორ ვართმევდი ,მათთვის მძიმე ფიზიკური დატვირთვა ჩემთვის ხომ არაფერი იყო...
ერთ წელიწადში კი ავღანეთში გამიშვეს.იქ უფრო საშინელ პირობებში,რეალურ ომში ერთი წელი დავყავი,ბევრი შემოთავაზება მქონდა,მაგარამ არ მინდოდა სულ უფრო გამომეაშკარავება საკუთარი რეალური -მე.
და აი დავბრუნდი უგგზო უკლოდ გზა აბნეული სახლში.რაც მშობლებთან ვარ მხოლოდ სამი თვე და რამდენიმე დღეა.(თურმე როგორ სიგიჟემდე მომნატრებია მათი სახეები,ჩახუტება,სურნელი და ნაზი კანი)
ჩამოსულს კაფეში ერთ დღეს დანახულმა მამაკაცმა გული სხვანაირად ამიფრთხიალა,ჩემთვის უცნობმა გრძნობამ მთელ სხეულში დენივით დამიარა.ასეთი განცდა ჩემთვის პირველი და აქამდე განუცდეველი იყო.
***********

ვარ მართლაც ლამაზი,მაგრამ ცუდი გუნების,ბევრს მოვწონვარ,ვუყვარვარ,მაგრამ ბევრსაც ჩემი საქციელის გამო ვეზიზღები და ვძულვარ.

უცნობმა მამაკაცმა,რომელიც სულ რაღაც 30 წელს გადაშორებული თუ იქნება,რაღაცნაირად ჩემი დაჟინებული ინტერესი დაიმსახურა.პირველად მამაკაცმა გული ამიჩქარა და სისხლი ამითიმთიმა ....
განსაკუთრებით, მასში სახეზე წარბთან არსებული შრამი მომწონს,მიზიდავს და აღმაგზნებს.მინდა მას თითის ბალიშებით მტელი სინაზით შევეხო ...(ჩემი სხეულისთვის უცხო არის ჭრილობა, ნაიარევი.)
ომში ბევრი დაშავებული მინახავს,მაგრამ მე მხოლოდ მსურს მისას ჩემი ათრთოლებული ბაგეები მივაწებო, კოცნით დავუყვე მთელს სიგრძეზე , გრძნობა ჟრუანტელს მივლის თხემიდან-ტერფამდე და ვნებებს მიღძრავს...
მაგრამ...არის მაგრამ ,მინდა აქაურობას მოვშორდე,გავიქცე ამ კაფიდან და მისი სახე დავივიწყო,კადრები გონებიდან გავაძევო,ოცნებები ჩემში ჩავკლა და რეალობაც სევდიანი თვალებით გავუსწორო
აი,რაღაც მაშინებს ,ჯაჭვით მაბავს , მაბრკოლებს და მახინჯ სარკეში მახედებს,რომელიც ოცნებას მიკლავს,გულს მიხეთქს.სულის გულამოსკვნილი ჩივილი ლამაზ წალკოტში მოსეირნე ფიქრებს ფანტავს,ოცნების მცირე ფრაგმენტსაც გონების მცირე კუნჭულში ვკეტავ...
სუსტი ვარ ,მეტად სუსტი....ვხვდები ,რომ ნაწილებად ვიშლები,ვიწღებ ფართხალს და ძალაგამოცლილი მხოლოდ ვტივტივებ...

და მე სკამზე მიწებებულს მასთან ახლოს მისვლაც არ შემეძლია.
შემომხედა,აი, ჩვენი თვალებიც უნებურად ერთმანეთს შეხვდა და ჩავიკარგე კიდეც უკუნით უფსკრულში.


პ.ს.ასეთი ტიპის ისტორიას პირველად ვწერ.მაინტერესებს,გავაგრძელოო თუ არა?



№1 სტუმარი tata

კარგია გააგრძელეე

 


№2  offline წევრი tikliko

როგორც ჩანს არც ისე მოგეწონათ ეს ისტორია,ასე რომ არამგონია ღირდეს გაგრძელებაა winked love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent