თუნდაც შემთხვევით
ამბობენ სხვასთან ყოფნა იმ მიზნით რომ ყოფილი ტანჯვა დაივიწყო მხოლოდ სუსტების ხვედრიაო თუმცა მე ასე არ ვთვლი. სხვისი ჩახუტებით შეგეძლოს იმედგაცრუებასთან გამკლავება ამაზე დიდი სიძლიერე არ არსებობს. თვეები გადიოდა და მე მას აღარც ვიხსენებდი...დრო არ მრჩებოდა უბრალოდ. სხვისი სიყვარულით ვიყავი აღფრთოვანებული და უფლება არ მქონდა წარსულზე მეფიქრა... -კარგი რააა სად ჯანდაბაში მიმათრევ გაგიჟდი? -წამოდი რაა გავერთობით ცოტას -შეშლილი ხარ -რაიყო დედიკო გაგიბრაზდება? -მიდი რა -ხოდა წავედით ნია -არ მინდა მეზარება -ჩემთვის -გაეთრიე-ხელი ვკარი და გავუღიმე -წავედით? -აუტანელი ხარ-ვუთხარი და საწოლიდან ჩამოვხტი-და ესე წამოვიდე? რომელი თბილისური Party მიმიღებს ასეთ ფორმაში? -დაიკიდე რა ახალგაზრდული პონტია სმოკინგით კიარავინ იქნება -okay -შავი კაბა მომეცი რა -ერთხელაც მაგ კაბას შემოგახევს ვინმე-გამეცინა -მასეთი გამომწვევია? -კაბა არა შენ ჩანხარ მასში გამომწვევად -ბევრს ნუ ლაპარაკობ -ტლიკინა -მე კი უბრალოდ შავი ელასტიკი ოდნავ გრძელი ცოტათი გამომწვევად ამოჭრილი მაისური და მოსაცმელი...სულ ესაა -სულ გაგეხადა არ ჯობდა?-სახე დავმანჭე როცა დავინახე მაღალ ქუსლებზე შემხტარი კატო რონელიც ისედაც მოკლე კაბას კიდევ ზემოთ ექაჩებოდა -ცანცარა ხარ- ორივრმ ხმამაღლა გავიცინეთ -წავედით? -მხოლოდ შენი ხათრით -რა მინდოდა რას ვუჯერებდი კატოს?! სადღაც, ვიღაც მდიდარი ბიჭის წვეულებაზე ამოვყავი თავი მგონი მთელი თბილისი იქ იყო. -წავალ რამეს დავლევ- თქვა კატომ როგორც კი ნიკა დაინახა უცხო გოგოების წრეში მე კი ნამდვილად არ მხიბლავდა ამდენი მთვრალი ახალგაზრდა ჩემს გარშემო ასე რომ ვამჯობინე აივანზე გავსულიყავი და განათებული ქალაქის თვალიერებით გამერთო თავი. ვუყურებდი თბილისს და თითქოს გუსმენდი ნიავს რომელიც ჩემში ძველი ტკივილის დავიწყების და ახალი თავგადასავლების სურვილს აღძრავდა...ვფიქრობდი ჩემთვის და არც კი მქონდა სურვილი წვეულებას დავბრუნებოდი. უცებ რაღაც ხმაურმა ჩემი ყურადღება მიიქცია აივნის კარი სწრაფად გაიღო და ვიღაც ბიჭი გამოვიდა, თან გოგო გამოჰყვა რომელიც ცდილობდა მასთან მიახლოებას, ბიჭი კი ყველანაირად იცილებდა მას. -შემეშვი რაა გოგო შემეშვი ნუ მეხები!!!- უხეშად მოიცილა გოგოს ხელები -კარგი რაა ხომ იცი როგორ მინდიხარ არა?!-რაღაც ცინიზმი იგრძნობოდა ამ ხმაში -შემეშვი მეთქი! -ახლა უკვე ტონს აუწია ბიჭმა. როგორც ჩანს მე ვერავინ მამჩნევდა რადგან კუთხეში ვიდექი და თანაც ბნელოდა -ნატა გითხარი თავი დამანებე! გული მერევა შენზე! მეზიზღება როცა მეხები! მთვრალი ვიყავი! იყო ერთხელ და აღარ განმეორდება! შემეშვი სანამ დანით ამიკუწიხარ! ასეთი უხეში სიტყვები პირველად მოვისმინე ბიჭისგან რომელიც გოგოს ესაუბრებოდა- როგორც გავიგე, ნატამ ჯერ გაცეცხლებული გამომეტყველებით შეხედა შემდეგ კი სილა გააწნა და სასწრაფოდ სახლში შევარდა. ბიჭმა სიგარეტს მოუკიდა და აივნის მოაჯირს დაეყრდნო. აშკარად განერვიულებული იყო. მეც მოვაცილე თვალი მის უნაკლო პროფილს და ისევ გავხედე ქალაქს. -შენ რააა ამდენ ხანს აქ იყავი და გვისმენდი? -რამდენიმე წამში ჩემს შესამჩნევადაც მოიცალა როგორც ჩანს -ჰო...მესმინებოდა...თავისით- ძალიან უემოციოდ ვუპასუხე. -იცოდე არავისთან არაფერი წამოგცდეს თორე... -რა? უკმეხად მივახალე მისი მბრძანებლური ტონი ძალიან არ მომეწონა.არაფერი მიპასუხა, უემოციოდ გააგრძელა მოწევა ისე რომ აღარც შემოუხედავს. კარისკენ წავედი სახლში შესვლა მინდოდა.უეცრად მკლავზე ხელი მომიჭირა და თვალებში რაღაცნაირად ჩამხედა...გამოვშტერდი! ყველანაირი გაგებით.ვიგრძენი გული როგორ ამიჩქარდა...უნაკლო ნაკვთები ჰქონდა...თანაც ეს ცისფერი თვალები...ვერაფერი ვუთხარი მიუხედავად იმისა რომ ხელს ძლიერად მიჭერდა და მტკიოდა...რაღაცნაირად მიყურებდა არაამქვეყნიურად...ან მე მომეჩვენა ასე... უცებ გამიღიმა ...თუმცა ალბათ უფრო დამცინასავით -პირი დახურე! ახლაღა მივხვდი რომ მისი ყურებით ზედმეტად გავერთე. თითქოს გაყინული ვიყავი და მოძრაობის უნარი დაკარგული მქონდა.მან ხელი გამიშვა და ფრთხილად ჩაყვა ჩემს მკლავს მტევნამდე, ბოლოს კი ზურგი შემაქცია და სიგარეტის მეორე ღერს მოუკიდა. თითქოს გამომეღვიძა როცა ვიღაცამ სახლში ზედმეტად ხმამაღლა დაიყვირა და სასწრაფოდ შიგნით შევედი. იქ მყოფ საზოგადოებას თვალი მოვავლე.არც ნიკა ჩანდა, არც კატო, ახლა კი სახლში მარტო მომიწევდა წასვლა...შემდეგ გავიაზრე რომ არც სახლის გასაღები მქონდა ასე რომ მომიწევდა სადარბაზოში ლოდინი. ქუჩაში გამოვედი. არც ისე ძალიან ბნელოდა. კორპუსის წინ უამრავი მანქანა იდგა.ერთგან ადგილი ზედმეტად შეჭრილი მეჩვენა. როცა მივუახლოვდი ორბორბლიან საოცრებას თვალი შევავლე. Yamaha R6... მგონი ამ მოტოციკლს ჭკუიდან გადავყავდი...რაღაც არაამქვეყნიური სისწრაფის და ადრენალინის მატარებელი "ხელოვნების ორთვლიანი შედევრი". შავი ფერი კი უფრო მეტ სიმკაცრეს სძენდა მას. -ლამაზია არა?-ფიქრებიდან ნაცნობმა ხმამ გამომარკვია -არ არის ჩემი დევნა და დაშინება საჭირო...არც ისეთი ჭორიკანა ვარ როგორიც გგონივარ-მოტოციკლისთვის თვალი არ მომიცილებია ისე ვუთხარი, ბოლოს კი შევხედე და გავუღიმე. -შენ რაიცი მე როგორი მგონიხარ? -ალბათ პატარა ჭორიკანა ბავშვი რომელსაც სიმპათიური ბიჭის დანახვისას ემოციები პირდაპირ სახეზე აწერია. -აჰ ანუ შენ ფიქრობ რომ მე სიმპათიური ვარ? -გაეცინა და აი აქ მივხვდი რომ თავი მაგრად დავიწვი მაგრამ არ შემიმჩნევია - და რა დარწმუნებული ხარ რომ შენზე ვთქვი?- ისევ ღიმილი - მე აკა ვარ- ხელი გამომიწოდა და თვალებში ჩამხედა -ნია- ხელი ჩამოვართვი -მოგწონს ნია?- მოტოციკლზე მიმითითა -კი ძალიან... -გინდა გავისეირნოთ? -შენია? -რატომ ვერ იქნება? -ჰმმ, რატომღაც მაგ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. -წამომყვები? -ცოლად?- გავეპრანჭე და ტუჩზე ვიკბინე, შემდეგ კი ორივეს გაგვეცინა - მე არასდროს ვმჯდარვარ მოტოციკლზე. -გპირდები ნელა ვივლი -მაგრამ არ მითქვამს რომ სისწრაფის მეშინია გამიცინა და შლემი მომაწოდა -წავიდეთ? - სიგიჟეა- შლემი დავიფარე ორივე მოტოციკლზე მოვკალათდით -დაა ხელებიი..იქნეებ...- ცოტათი მეუხერხულა მას მოვხვეოდი თუმცა მან ორივე ხელი ქურთუკის ქვეშ შემაცურებინა და ჩემი გულისცემაც აიყოლია. -ამას არაუშავს დამიჯერე, მიეჩვევი- ჩაიცინა -მოიცა მივეჩვევი? ამაზე აღარ მიპასუხა, მეც უბრალოდ ხელები ძლიერად მოვხვიე და ვენდე როგორც არავის ამქვეყნად. <3 ღირს გაგრძელებად? :3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.