შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ვერონაში ნაპოვნი ბედნიერება" (სრულად)


23-04-2016, 12:05
ნანახია 3 953

"ვერონაში ნაპოვნი ბედნიერება"
ყველაფერი არაფრისგან იწყება და ეს ისტორიაც მგონი არაფრისგან დაიწყო. ერთფეროვნება, ერთფეროვნება, დამღლელი და ბურუსიანი დღეები. საღამო ცხელი ჩაითა და ლიმონის არომატით.
***
ორი წლის შემგედ ზაფხულის არდადეგები და ახდენილი ოცნება. ვერონაში ნაპოვნი ხვადაგიანი და მისით შემოსაზღვრული დედამიწა.
ერთად დათვალიერებული იტალია და ჩაკიდებული ხელები. მერე საღამოს სასტუმრომდე მიცილება და მისი გრძელი თითები სალომეს გლუვ კანზე.
მერე ტაო , არაბული , ხვადაგიანი და ვერონა ...
ერთი წლის შემდეგ ერთმანეთით შეპყრობილი 'ჩვენ' და ბევრი ღიმილი .
მერე თექვსმეტი წლის ასაკში 'დაწერილი' ქორწილისა და ცეცხლოვანი ტანგოს ახდენა.
ალბათ, უმიზეზოდ არაფერი ხდება. მათმა ბედმა კი ასე მოინდომა, რომ წერილებით აბრჭყვიალებულ ვერონაში გაეცნოთ ერთმანეთი. შეიძლება ბანალურიცაა მაგრამ ყველაფერი შეჯახებით დაიწყო და სამარადისოდ გაგრძელდა.
***
1 აგვისტო
-იოანე ხვადაგიანი.- ღიმილნარევი სახე მიანათა უცნობ გოგოს და წამოაყენა.
-ქართველი ხარ?! თან სვანი?! - სიცილით ჩაილაპარაკა მის წინ მდგარ წაბლისფერთმიანმა სალომემ და ხელი მომლოდინედ გაუწოდა.
-დიახ თან სვანი.-ბოხი ბარიტონითა და დიდი მოწიწებით ემთხვია ქალის ხელს.
-სალომე არაბული.
-სასიამოვნოა, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ლამაზ ქალაქში ასეთ ლამაზ მანდილოსანს გაიცნობ.
-მადლობა.-მეგობრულად დაკრა მამაკაცს მხარზე ხელი და სახე წამსვე ჩამალა, რათა სიწითლე დაემალა.
არვიცი, მაშინ მათ შორის რა მელანქოლია გაჩაღდა, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ ასეთ ქალაქს სასწაულები ყოველთვის თან ახლავს და როდესაც შენ ამ სასწაულების გჯერა ყველაფერი რთული, უფრო მარტივად გეჩვენება და ოცნებებიც უფრო მარტივად ხდება.
***
3 აგვისტო
კაფე "Borsari"-ში ისხდნენ ერთმანეთს ბედნიერ ღიმილს უზიარებდნენ.
-სერიოზულად, შენ ფიქრობ, რომ შოკოლადის ნაყინი უფრო გემრიელია?
-დიახ და შენ ფიქრობ, რომ ცივი ყავა საშინელებაა?
-კარგი რა, ხვადაგიანი-ბუზღუნით ჩაილაპარაკა არაბულმა და კარამელის ნაყინის ჭამა განაგრძო.
-და მე მაინც ვფიქრობ, შენ ყველაზე გემრიელი იქნები.-კამკამა ლურჯი თვალები შეანათა გოგოს.
-კარგია თუ ამაზე მაინც ფიქრობ სწორად.- არც სალომემ არ დააკლო სერიოზულობა და მამაკაცს თვალი ჯიქურად გაუსწორა.
-ესეიგი სწორად არა?!
-დიახ, დიახ.- შეპარული ღიმილით ჩაილაპარაკა და კაფეში მყოფ ხალხს თვალი ინტერესით მოავლო.
-გავითვალისწინებ.- ირონიით მიმართა გოგოს.
-არ მიყვარს ირონია.
-მეც არ მიყვარს ბევრი რამ.
-კაი?- სიცილით ჩაიჩურჩულა არაბულმა.

სინათლეს დაბნელება ეწადა და ნელ-ნელა ღამეც იპარებოდა. ალბათ, რომ არა მათი პირველი კოცნა საღამო თავის ელფერს დაკარგავდა, ხოლო ხვადაგიანი მარწყვივით გემრიელ ტუჩებს. პეპლებიც იყო, მთელი ფლორა და ფაუნაც, ნაპერწკალიც რაღაც ახლისა და საწყისის. ასე იცის სიყვარულმა დაუკითხავად შემოგეჭრება და მერე 'დაგიმონებს' არ დაგინდობს, შენში ღრმად შემოვა და ცხელ ზაფხულს შემოიტანს, ტკბილი მოგონებებითა და ახდენილი ოცნებებით. თურმე სიყვარულს გზა უნდა უნდა დაუთმო, თუნდაც წითელზე გავლე მოგიხდეს. ნელა მიაბიჯებდა ორი სხეული ღამის ვერონაში, მოხეტიალე ჩრდილები კი მათ წინ შეუჩერებლივ ცეკვავდნენ ტანგოს, სამბას და ჩა ჩას.
***
-იო.- სიცილით ეძახდა ბიჭს და ვიწრო ქუჩებშიგზას იკვლევდა.
-ხომ იცი, რომ მაინც დაგიჭერ და რა აზრი აქვს ამდენ სირბილს.
-რომ მივრბივარ ესეიგი აქვს-ჯიქირად ჩაილაპარკა სალომემ და უკან ჩამოტოვებულ ბიჭს დაეჭყანა.
-მე ვიცი შენ იმდენს მარბენინებ თბილისში ჩამიყვან.
-ვერონადან ძალით თუ წამიყვანენ, თორემ ჩემით წამსვლელი არ ვარ.
- რისთვის ვარ მერე აქ მე.
- და შენ არგინდა აქ ყოფნა- მოწყენილი სახე შეანათა მოახლოებულ ბიჭს.
-მინდა, მინდა შენთან ერთად , თან როგორ.
-რა გვიშლის მერე ხელს?!- სახე იოანეს ყელში ჩამალა და ლავიწის ძვალს ტუჩები სათუთად შეახო.
-პატარა გოგო ხარ შენ ჯერ-შუბლზე მოწყვეტით აკოცა და ხელში აიყვანა.
-ხომ გითხარი მაინც დაგიჭერ და რა აზრი აქვს სირბილსთქო.- სიცილით გააქნია თავი
-ხვადაგიანი მაბრაზებ!- გაბუსხული უფრო მიეკრო გულზე.
-ბუტია.
-ტუტუცი.
-ბატი.
-არ მესმის რა რატომ ვარ ბატი, როცა უამრავი ლამაზი არსება არსებობს.
-და შენ რომელი გინდა, რომ იყო?- ახარხარებულ ბიჭს მოშორდა და გემრიელად უთავაზა.
-ანუ ჩვენს შორის ფიზიკური კავშირიც შედგა?- დაეჭვებით კითხა სალომეს და სანამ მეორეჯერაც მოხვდებოდა, მანამდე გაეცალა.
-სულ მინდოდა ბავშვობაში ბოქსზე მევლო, ხო გამომაგდებოდა ახლა არა?!
-არც ახლა აკლებ შენ!
***
მწვანე მობიბინე ბალახზე გვერდი-გვერდ იწვნენ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჩუმათ შეჰყურებდნენ. მათი შემხედვარე თითქოს ბუნებაც ჩაწყნარებულიყო, მხოლოდ ჩუმი სუნთქვის ხმა არღვევდა არემარეს. მომლოდინენ აკვირდებოდნენ გარინდულ სამყაროს და ვარსკვლავის მოწყვეტას, სადღაც გულში მაინც ელოდნენ.
-სასწაულების გჯერა?
-შენი აზრით, სასწაულების რომ არ მჯეროდეს მე და შენ ახლა აქ ვიქნებოდით?
-ანუ გჯერა.
-რა თქმა უნდა, რთულია ისაუბრო მის დაუჯერებლობაზე, როდესაც გვერდზე შენ მიწევხარ. -ნელი მოძრაობით ჩაკიდა გოგოს ხელი და მისკენ მისწია.
-ღმერთო ჩემო, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ მე ვერონაში ბედნიერება ვიპოვე.
-ვერონა ეს ხომ სიყვარილის ქალაქია. აქ კი ყველაფერი რთულო უფრო მარტივია, თვით შენი და ჩემი სიყვარულის გზებიც.
***
თეორიები ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო დასკვნებია, მაგრამ მათი თეორია ყველაზე მართებული და ყველაზე საფუძვლიანი აღმოჩნდა.
-იცი, ახლა ვგრძნობ, რომ რაღაცა ახლით ვივსები.-ნელი ნაბიჯებით მიიწევდნენ ჯულიეტას აივნისკნენ.-და უფრო მეტად მიყვარდება შექსპირი.
-რთულია ილაპარაკო შექსპირზე, როდესაც არ გესმის სიტყვა სიყვარულის მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ ახლა მგონი იმაზე კარგად გვესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა, ვიდრე ოდესმე.-შუბლზე შეახო ტუჩები სალომეს.
როგორც კი დაინახა, მისკენ მიმართულო აპარატი მაშინვე გაიკრიჭა.
-მასე რომ იკრიჭები მინდა, რომ შეგჭამო.
-ხომ იცი რომ შენთვის არაფერი არ მენანება, მაგრამ კბილებში გამეჩხირები.-ამასხარავდა გოგო და წარბები აათამაშა.-ჰა, ახლა გადამიღებ სურათს თუ რას იზამ, რომ ამაცუნდრუკე ამხელა ქალი. გადაგაგდება ამ აივნიდან ხვადაგიანი და ყველაზე 'ძერსკი' ჯულიეტა ვიქნები, ყველაზე 'ვუდუხა' სიყვარულის ისტორიით.- რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ სიცილის შეკავება ვეღარ შესძლო და იმხელაზე დაჭექა ჭექა-ქუხილის ხმა მონაგონი იყო. წამსვე მიიქცია იქ მყოფი ხალხის ყურადღება და იოანეს დამორცხვილი აეკრო.
-ამიტომ უნდა იცოდე გოგომ ნაზი სიცილი და არა როხროხი.-აკრულ არაბულს ორინია გაჟღენთილი ხმით უპასუხა.
-უკეთესად შენ გაიცინე!
-და მერე ვინ გითხრა, რომ უკეთესად არ ვიცინი?!-ეჭვნარევი თვალები მიანათა
-ოოო, იოანე ხომ შეიძლება ხამნდახან რაღაცები დამითმო და გული გამიხარო?!- ცხვირ აბზუებული ესაუბრებოდა ბიჭს.
-უი, შენ გულიც გაქვს?! აქამდე რატომ არ მითხარი?-ხარხარით გასცა პასუხი და საპასუხოდ დარტყმაც მიიღო.
-სულ დამეკარგა შენზე წარმოდგენა!- გაბუსხული თვალები მიანათა ბიჭს.
***
თბილისში ჩასულები ერთმანეთს არ მოშორებიან. კორპუსაბმდე ტაქსით მიაცილა და ბარგის ატანაში დაეხმარა.
-მომენატრები-ჩუმათ ჩასჩურჩულა ბიჭს.
-მერე ერთი ზარი და შენთან გავჩნდები.- ღიმილით უთხრა გოგოს და ხელები მაგრად შემოაჭდო.-ჩემი ჯულიეტა ხარ, ვერონაში ნაპოვნი ჯულიეტა.
-შენი ჯულიეტა!
-ხოო, ჩემი.
თბილისში ჩამოსვლას და ჰაერის გამოცვლას მათზე არ უმოქმედია. თბილისი ისევ ისეთი ხმაურიანი იყო, როგორც წასვლის წინ. უბრალოდ, რამდენიმე დღე ერთად გატარებული მოგონებების მონატრებით იწვოდნენ. თბილისიც იწვოდა და მათ ერთად ყოფნას ლამობდა. თითქოს ყველაზე კარგად ესმოდა მათში გაბმული მელანქოლიის ხმა.
სალომეს კორპუსის წინ მჯდარი, თბილი მუხუცი სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდა, ახალგაზრდა ცხოვრებაში გარკვევას და მასთან შებრძოლებას ცდილობდა, ეზოში მოთამაშე ბავშვებს კი უბრალოდ ცხოვრება უხაროდა და მერე. მერე ყველაფერი არეულობას ემსგავსებოდ. თითქოს ქაოსი ისადგურებდა და ცხოვრება დიდ ჩამთრევ თამაშს ემსგავსებოდ , როგორც უსაფუძვლოდ დაწერილი კანონები, რომელთაც ვერ გაამართლეს და ტყუილუბრალოდ ჩატეხეს საფეხურები. საფეხურები, რომელსაც ვერავინ გაამთელებს გარდა გულისა.
***
წამები წუთებს მისდევდა, საათები დღეებს, ხვადაგიანისა და არაბულის ურთიერთობა კი უფრო მძაფრად იდგამდა ფესვებს.
სექტემბრის დასაწყისი იყო, შემოდგომა ნელ-ნელა იპარებოდა, ფოთლებს ჭაღარა ერეოდა. ნელა შეაღო კაფე 'ვერონას' კარი იოანემ და სალომე შეატარა. პიცა შეუკვეთეს და ღიმილიანი სახით შეჰყურებდნენ ერთმანეთს, როდესაც იომ საუბარი წამოიწყო.
-რადგანაც ყველაფერი ვერონადან დაიწყო, ვიფიქრე, რომ აჯობებდა ჩვენს ურთიერთობას რეალური სახელიც აქ დარქმეოდა. შეიძლება ძალიან მალე გადაიხლართა ჩემი და შენი ბედი ერთმანეთში, მაგრამ ბედისწერას ასე სურდა და მე მივესალმები ამ შემთხვევაში მას. ძნელია ისაუბრო გრძნობაზე, რომელიც ჩემში იმდენად ჩასახლდა, რომ ახლა სასწაულ საქმეებს მადენინებს. მაგრძნობინებს როგირია ნამდვილი სიყვარული ჩემი და შენი სიყვარული. ჩვენი სიყვარული. თუნდაც ყველაფერმა ერთად გადაგვიაროს მე ვიცი, რომ ჩვენ ფეხზე მაინც წამოვდგებით. თითქოს შტორმი დამატყდა თავს, იმდენად მითრევს, რომ სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას აღარ მაძლევს. ვიღაცისთვის შეიძლება ვერონა უბრალო ქალაქი იყოს, უბრალო ისტორიით, მაგრამ იქ იწერება ისტორიები, რომელსაც შენი გონებიდან ვერ ამოშლი, ხოლო გულიდან ვერ გააგდებ. რთულია ებრძოლო ცხოვრებას და მის საწინააღმდეგოდ წახვიდე, მაშინ როცა მარტო ხარ. ახლა კი ვხდები, რომ შენთან ერთად რთული არაფერი და ვერაფერი იქნება. თვალებში გიყურებ და ვიაზრებ , რომ ჩემთვის ხარ შექმნილი, იოანე ხვადაგიანისთვის, რომელსაც ჰაერზე მეტად სჭირდები. ვიცი, რომ შენი პასუხის გარეშეც ჩემი ცოლი გერქმევა და თავიდანვე გეუბნები, რომ ჩვენი ქორწილი ისეთი იქნება როგორიც იმ წერილში გეწერა, ჯულიეტასთვის განკუთვნილ წერილში. კუნძულზე ოთხი კაცით, ჩვენ და მეჯვარეები , მერე მე და შენ ცეცხლოვან ტანგოს ვიცეკვებთ შენ ხასხასა წითელ პომადას წაისვამ. თაფლობის თვეში ვერონაში წავალთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდები მე იმაში, რომ მაშინ ის წერილი ჯიბიდან შემთხვევით გადმოგივარდა შენ კი იმაში, რომ შემთხვევით დაგეჯახა. ესაა ჩემი თეორია და ჩვენი ბედისწერა, ვერონაში ნაპოვნი ერთმანეთითა და შენი დაკარგული წერილით . ახლა ამ წერილს გიბრუნებ ბეჭედთან ერთად მხოლოდ იმ პირობით რომ მე და შენ ისევ წავალთ ვერონაში იმ განსხვავებით, რომ მე და შენს უკვე ჩვენ ერქმევა. -იგრძნო როგორ შემოეხვია ხელები კისერზე და ისიც იგრძნო, როგორ უცემდა არაბულს გული. ყელში ნაზად აკოცა გოგოს და მის კანს ხელი სათუთად ააყოლა.
-იოანე ხვადაგიანო! ჩემ ცხოვრებაში დაუკითხავად შემოჭრილი ბედნიერება ხარ, ვერონაში ნაპოვნი ბედნიერება. არ მაინტერესებს რამდენი ხანი გვაკავშირებს ერთმანეთთან, არც ის რას იფიქრებენ სხვები, შენთან ერთად დრო ჩერდება, ჩვენ შემდეგ ნაბიჯს ელოდება, ელოდება იმას თუ რას ვიზამთ დღეს, ხვალ, ზეგ ან წლების შემდეგ და იცი რა მე ვიცი, რომ ჩვენ ერთად დროს გავასწრებთ.
***
ჰოო, აი ასეთი იყო მათი ისტორია, პატარა და ჩემთვის მნიშვნელოვანი. ზუსტად ვიცი, რომ ვერონა ბედნიერების ქალაქია, დიდი ბედნიერების , თქვენი და ჩემი ბედნიერების. ადამიამების, რომელთაც სასწაულების სჯერათ, ისეთი სასწაულების, როგორიც სიყვარულია. ჩემთვის ვერონა ქალაქია, სადაც სხვანაირი სასწაულები ხდება, ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი სასწაულები. ზუსტად, ვიცი წლების შემდეგ ამ ისტორიას ვერონაში წავიკითხავ, იქ სადაც ბედნიერება იწყებს სვლას, ხოლო სიყვარული კაშკაშს...



№1  offline წევრი მოლურჯო

რა ვქნა ვერ ვიგრძენი ვერაფერი
სიყვარულიც ვერ ვიგრძენი
რაც აუცილებლად უნდა მეგრძნო
ისეთი ისტორიაა
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი Hela

მე ძალიან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent