შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მორაგბე (სრულად)


23-04-2016, 21:20
ავტორი ლოლიტა
ნანახია 7 823

ზოგჯერ მგონია ჩემს გარშემო ჩემზე მეტად არავინ იღლება . არადა ზუსტად ვიცი , რომ ეს ასე არ არის . ძალიან დაღლილი გამოვედი უნივერსტეტიდან , ფეხებს ძლივს მივათრევდი . ირგვლივ არც ვიყურებოდი , ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და დამეძინა . დიდხანს ველოდე ტრანსპორტს , ბოლოს 59 -ე ნომერი მოვიდა . ნეტავ აფთიაქში გავსულიყავი,მაგრამ არაუშვს სახლში მექნება ''ციტრამონი'' . თვალები ხალხზე გამეშტერებინა . ზოგადად ეს არ მჩვევია , არ მიყვარს როცა ვინმეს ვაკვირდები .
სამარშუტო ტაქსიდან ვორონცოვზე ჩამოვედი . ფეხით დავუყევი სახლამდელ მისასვლელ გზას , მაღაზიაში შევიარე და პური ვიყიდე . საჭმელი არ მიყიდია გუშინ გააკეთა ვეკომ სალათები . ვერონიკა ჩემთან ერთად უკვე მეოთხე წელია რაც ცხოვრობს . ნაქირავებში ვართ , ქუთაისში ვსწავლობდით ერთი და იმავე კლასში . სკოლის დასრულების შემდეგ იმ გადაწყვეტილებამდე მივედით რომ ერთად უნდა გვეცხოვრა , ასე ფულსაც ვზოგავდით და ერთმანეთთან არ ვიწყენდით . მე არ მიყვარს ხმაური , ის კი მუდამ ხმაურიანია, სულ იმის ფიქრშია როდის რა უნდა გააკეთოს გასართობად .
სახლის კარები როცა გავაღე, ხმაური მომესმა. შიგნით შესული ვეკოს ძმაკაცები დამხვდნენ , თითქმის სულ არ ყავს მას მეგობარი გოგონები . ბიჭების წრეში ტრიალებს . მისაღებში ისხდნენ, მაგიდაზე მიწისთხილი და ლუდი დაეწყოთ . გაცხარებით საუბრობდნენ რაღაცაზე რაც ვერ გავიგე. ოთახში მყოფებიდან კარგად მხოლოდ დათოს , ნიკას და ვიტოს ვიცნობ , ზოგი სრულიად უცხო იყო.
ყველას მივესალმე , ფეხზე წამოდგა ნიკა , ვატო, დათო და ვეკო . გადამკოცნეს და სათითაოდ მომიკითხეს . მგონი მეტყობოდა კიდეც ახლა დასვენების მეტი რომ არაფერი მინდოდა , ცოტაც და თავი გამისკდებოდა .
- ვეკო, საჭმელი რამე არის? - კარგად ვიცოდი ამდენი ბიჭის ხელში არაფერი დარჩებოდა . ვეკოს დეიდაშვილს ვატოს ძალიან უყვარს ჭამა , როცა სახლში მოდის თითქმის არაფერს ტოვებს.
- რა ვიცი , თუ დატოვეს რამე იქნება , - სამზარეულოში გავედი , ოთახი ძალიან ვიწრო იყო . ნიჟარაში უამარავი გაურეცხავი ჭურჭელი ელაგა, მაგიდაზე საჭმლის ნარჩენები , ლუდის ქილები ეწყო . ყველაფერი ანგრეული დამხვდა . ვეკოზე ვბრაზობდი, ხომ იცის რომ ვერ ვიტან ხმაურს. მაცივარი სულ ცარიელი იყო , არც მაღაზიაში ჩასვლის თავი მაქვს . მაგიდაზე საწებელი ვიპოვე , ორი ცალი კვერცი შევიწვი და გემრიელად ვჭამე . თავის ტკივილმა მალევე გამიარა და აღარც წამალი დამილევია . მისაღებიდან შეძახილები ისმოდა " მიდით ბიჭებო " , "ჩემი ბიჭია ეს" , " ნახე თუ არ მოიგებენ" , "ლაშა , ჩემი ძმა ხარ მასე გააგრძელე" , ვერ ვხვდებოდი რაზე ლაპარაკობნენ . შიგნით შესული ყველა იატაკზე მსხდომი დამხვდა . რაგბს უყურებდნენ , გამეცინა მათი შემხედვარე. როგორ არ მიყვარს ეს სპორტი . ცხოველებივით იბრძვიან , ვერც კი ვხვდები რა მოსაწონს პოულობენ ამაში . ვეკომ ამომხედა , მოდი : - მოდი მომიჯექი . მეც სხვა რა გზა მქონდა და გვერდით მივუჯექი .
არ მომწონდა დიდად თამაში , დასაწყისში ძალიან არეულად თამაშობდნენ. ჯარიმაც გაუშვეს . ვერც კი ვხვდებოდი ასე რატომ გულშემატკივრობდნენ ან მოგების იმედი რატომ ჰქონდათ ვეკოს და ბიჭებს... მაგრამ მერე თითქოს ყველაფერი დალაგდა , მეც ყურების მეტი არაფერი მინდოდა . ჩვენმა კაპიტანმა ლელო გაიტანა . ვეკო გიჟივით ყვიროდა , არანაკლებ ბიჭებიც . მეც კი ძალიან გახარებული ვიყავი ამ ლელოთი . არც მინდოდა იმის აღიარება რომ მომწონდა თამაში , მომწონდა ბიჭების თავდაუზოგავი შრომა , მონდომება. ისიც მომწონდა როგორ იბრძოდნენ . გარდასახვაც ზუსტი იყო და ანგარიში მალევე 10:3 გახდა . წესები კარაგად ვიცოდი იმის მიუხედავად რომ რაგბის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ . მამაჩემი ბავშვობიდანვე მაყურებინებდა ყველანაირ სპორტს , განსაკუთრებით კი რაგბს . ერთ ძალიან ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი , ვერც კი ვხვდებოდი საიდან მეცნობოდა . ბიჭები მთელი მატჩის დროს იმას გაიძახდნენ რომ ლაშა მათი სიამაყე იყო . ვიზე ლაპარაკობდნენ ვერც კი ვხვდებოდი . თამაშის დროს ყველაზე მეტად ის ნაცნობი სახე მომწონდა , არანაკლებ თამაშობდნენ სხვები ,შეიძლება მეტადაც ,მაგრამ არ ვიცი რატომ... ყოველწამს იმაზე ვფიქრობდი მისი სახე ისევ დამენახა. გაშტერებით ვუყურებდი მის გაოფლილ სახეს , გაუხსნელ შუბლს , დავსრილ მაისურს . მასში ყველაფერ გაერთიანებულს ვხედავდი რაც მე მომწონდა . ბოლოს წუთებში ისე აღარ ვნერვიულობდი როგორ დასაწყისში . ბორჯღალოსნებმა ტონგა 17- 10 დაამარცხეს . ასეთ გრძნობას ჩემში არასდროს უპოვია ადგილი , ამაყი ვიყავი ბიჭებით , ცხოვრებაში პირველად მომეწონა რაგბი . რამდენიმე წუთი ყველა ერთმანეთს ულოცავდა და ეხუტებოდა . უაზროდ ვიჯექი... ცოტახანში სიტუაცია ჩაცხრა.
- აბა დეაკო , მოგეწონა თამაში ? - თვალები უციმციმებდა ვეკოს . არ ვიცი რატომ არ ვამბობდი იმას რასაც ნამდვილად ვგრძნობდი.
- რავიცი , დიდი ვერაფერი იყო , - ავდექი და საძინებელში გავედი. დიდხანს მესმოდა "ეს კარგადაა" , " ნორმალურია?" , '' საერთოდ რის აზრზეა" , " ბიჭები როგორ იბრძოდნენ და ამან დიდი ვერაფერიო , გველი " , " ბიჭებო გაჩერდით '' . არ ვბრაზობდი ბიჭების სიტყვებზე , არც ყურადღებას ვაქცევდი . ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ეს იმ უცნობი ბიჭის ნაცნობი სახე იყო . ვბრაზობდი ჩემს თავზე , ისევ მის მამაკაცურ სახეს ვხედავდი . ვხედავდი როგორ იბრძოდა გამარჯვებისთვის . მერე გამახსენდა რომ სამეცადინო მქონდა ,მაგრამ გული ვერაფერს დავუდე . მისაღებში ნახევარ საათში დავბრუნდი , ბიჭები ისევ მისაღებში დამხვდა . ყველა იცინოდა სანამ ჩემი სახე დაინახეს .
- ვეკო სად არის ? - თვალი მოვავლე ყველაფერს მაგრამ ვეკო ვერსად ვიპოვე.
- მაღაზიაში ჩავიდა ნიკასთან ერთად რაღაცებს ამოვიტანთო , - გაბრაზებულმა მითხრა ვატომ , გამიკვირდა მისი ასეთი ტონი. არასდროს გამიგია მისგან უხეში ტონი , მუდამ კარგად მექცეოდა. წლებია ერთმანეთს ვიცნობთ .
- კარგი , - იქვე დივანზე ჩამოვჯექი განმარტოებით . ვატო ისევ არ მიმჩნევდა , ვხედავდი რამოდენიმე ბიჭი გაბრაზებული როგორ მიყურებდა . მომბეზრდა ასე უაზროდ ყოფნა მერე გვერდით მივუჯექი , არც კი გამოუხედავს ჩემთვის , კვლავ ბიჭებს ესაუბრებოდა .
- ვატო , რა გჭირს ? - ვეღარ მოვითმინე და ვკითხე ,მაგრამ ისევ დამაიგნორა . გაბრაზებულმა აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა . წინ დავუჯექი და თვალებში ვუყურებდი , - რამე მოხდა?
- კიდევ ვერ ხვდები ? - გამეხარდა როცა პასუხის ღირსად ჩამთვალა .
- თუ ამიხსნი მივხვდები .
- როგორ იქცეოდი ცოტა ხნის წინ . უნდა ისწავლო რაღაცების და მითუმეტეს ასეთი ადამიანების და თამაშის დაფასება .
- აჰ , თურმე რაში ყოფილა საქმე . ჰო , რას ვიზამთ . ვაფასებ იმას რაც ადამიანმა უნდა დააფასოს . ყველას არ მოეწონება ის რაც შენ მოგწონს , მაგით არაფერი შავდება .
- ასეთი რამეს თუ არ აფასებ მაშინ რაღა უნდა დააფასო , - ვიღაც უცნობმა მიპასუხა.
- შენთვის არ მიკითხავს აზრი.
- კოსტა , შეეშვი აზრი არ აქვს , - ძალიან მეწყინა ვატოს საქციელი , ფეხსაცმელები ჩავიცვი და გარეთ გავარდი . აღარ მინდოდა სახლში დარჩენა ცოტახანს მაინც ...
მეც ვერ ვხვდებოდი ისე აუტანლად რატომ ვიქცეოდი. ვერ ვგებულობდი იმას რასაც ვამბობდი და ვაკეთებდი . ვფირობდი სხვას და ვამბობდი საპირისპიროს.


***
იმ თამაშის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა . ვერ ვიტყვი რომ არ მიფიქრია მომხდარზე, ზოგჯერ ვფიქრობდი ხოლმე , ვატო ისევ არ მცემდა ხმას ; ვეკო ისევ ისე იყო ჩემთან . მერე მეგონა თითქოს მომხდარი სულ გადავიწყებული მქონდა . სანამ სახლში დაბრუნებულს იგივე სიტუაცია არ დამხვდა . ისევ ისე ანგრეული სახლი , მაგიდას კვლავ ლუდი და მიწისთხილი ეწყო . ბიჭები კვლავ იატაკზე ისხდნენ , ვეკო სავარძელზე . მეც ვეღარ მოვითმინე და ბიჭებს მივუჯექი , ყოველთვის მსმენია ზელანდიის ჰაკაზე . მახსოვს მამაჩემი როგორი ბედნიერი უყურებდა მათ ჰაკას , ზოგჯერ მათთან ერთად თვითონაც იმეორებდა იმ ილეთებს . გამიკვირდა სტადიონზე ბორჯღალოსნები რომ დავინახე. ვხედავდი ჩვენი ნაკრების ბიჭების როგორი ღიმილიანი სახით უყურებდნენ მათ "ჰაკას" , სახეზე ვერანაირ ემოციას ვხედავდი სიხარულის და სიამაყის გარდა . როცა ჰაკა დასრულდა , ქართული ჰიმნი გაისმა სტადიონზე , ბორჯღალოსნებთან ერთად მეც ვმღეროდი . მთელ სხეულზე მედებოდა სიამაყის გრძნობა. განსაკუთრებით მაშინ ვერ შევიკავე გრძნობები როცა პირველო ლელო დავდეთ . იმის მიუხედავად რომ ჩვენი ბიჭები აგებდნენ ,მაინც მონდომებით იბრძოდნენ გამარჯვებისკენ . ჩვენ დავმარცხდით ,მაგრამ არ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ კარგად არ ჩავატარეთ ეს შესანიშნავი მატჩი . ეს ის მომენტი იყო როცა შეგიძლია დამარცხების მიუხედავად ამაყად გაიარო . ისევ იგივე მემართებოდა ''უცნობის '' დანახვაზე , მალავე გავიგე ,რომ მას ლაშა ერქვა . გულში მთელი თამაშის დრო გავიძახდი მიდი ლაშა , მიდი . ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებდა . მთელი ჩემი ცხოვრების განმალობაში ასეთი შეგრძნება არ მწვევია . მინდოდა მთელ ხმაზე მეყვირა ყველაფერი რასაც ვგრძნობდი . მერე შევამჩნიე როგორი გაკვირვებულები მიყურებდნენ ჩემს ირგვლივ მყოფები . შემრცხვა ჩემი გამომზეურებული გრძნობების . არასდროს მიყვარდა როცა ვინმე ამჩნევდა თუ რას ვგრძნობდი , ყოველთვის ვცდილობდი ჩემთვის ვყოფილიყავი . მერე ისევ იყო კითხვები ჩემთვის დასმული ... თუ როგორი იყო თამაში და ჩემი პასუხი ისევ იყო - არაუშავდა .
ვგრძნობდი რომ სრულიად ახალ-ახალი შეგრძნებები მეუფლებოდა . თითქოს ყველაფერი შეიცვალა. ოთახში ლეპტოპით ჩავიკეტე , '' youtube " გავხსენი . ახლა ზუსტად ვიცოდი რა ერქვა , რა გვარის იყო . საძიებოში ლაშა მჭედლიძე ჩავწერე , მალევე ამომიგდო ინტერვიუები , თამაშები . თითქმის მთელი დღე სხვა არაფერი მიკეთებია . ვიწექი და ვუყურებდი მის სახეს ... ძალიან ნაცნობი იყო ჩემთვის . მის ხმის გაგონებისას მეგონა რაიმე მშვიდ მელოდიურ მუსიკას ვუსმენდი. ვაკვირდებოდი მის ღიმილს . ჩაცინებისას ლოყები ეკეცებოდა , თვალებს ბოლომდე ხუჭავდა. ვიდეოებს რამდენჯერმე ვუყურე, თითქმის დავიზეპირე კიდეც . ვიცოდი რა მომენტში რას იტყოდა . თუ რაიმე კითხვას დაუსვამდნენ რაზეც პასუხი არ ჰქონდა მთელი გულით გაიღიმებდა ხოლმე . თვალები ყოველ წამს უციმციმებდა. უხერხულ მომენტებში შეეძლო თავის დაღწევა , თუ არ იცოდა რა უნდა ეკეთებინა იმ დროს ხელების, თითების წვალებას იწყებდა . თამაშის დროს ლომივით იბრძოდა , არ ნებდებოდა . რამდენიმე საათი გავატარე მისი ვიდეოების ყურებაში . ბიჭების ხმა აღარ ისმოდა მისაღებიდან . თვალებიდან ცრემლები მომდიოდა უკვე იმდენად მეძინებოდა ,მაგრამ თითქოს რაღაც არ მასვენებდა . ''Facebook'' ჩავრთე , რამდენიმე მონაწერი დამხვდა ,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია . საძიებოში ლაშა მჭედლიძე ჩავწერე , მის კედელზე გადასულს სრული შოკი დამემართა .
მეგობრებში მყავდა...
მაგრამ არც კი ვიცოდი როდის დავამატე , არადა სულ ცოტახანია რაც მისი სახელი და გვარი გავიგე . ვფიქრობდი , ვფიქრობდი და საბოოლოდ აზრებს ერთმანეთს ვერ ვუყრიდი .
არასდროს ვამატებდი ისეთ ადამიანებს ვისაც არ ვიცნობდი , ყოველთვის უარს ვამბობდი ასეთ შემთხვევაში , უბრალოდ გამომწერები მქონდა დაყენებული . ყველა ფოტო დავათვალიერე , ვათვალიერებდი კომენტარებს ,მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ მასზე , არა და პასუხი ისედაც კარგად ვიცოდი . უმეტესად გოგონები უკომენტარებდნენ თუ როგორი სიმპატიური და მამაკაცური იყო . ბიჭები კი ლომს ეძახდნენ , წერდნენ რომ ასეთი ქართველებით ამაყობდნენ . ლაშას ფოტოების ყურებაში ჩამეძინა .


***

დილით გაღვიძებულს ლეპტოპი გადავარდნის პროცესში დამხვდა . კიდევ კარგი მივუსწარი თორემ კარგახანს მომიწევდა მის გარეშე ყოფნა , ბოლომდე იყო დამჯდარი და დასატენად შევაერთე . ხელ-პირი დავიბანე და წყალი ავადუღე ჩაისთვის . ყავა არ მიყვარს , ყოველთვის ცუდად მხდის როცა ვსვამ . ვეკოს ჯერ კიდევ ეძინა . სახლი ცოტა მივალაგე , გასარეცხი ჭურჭელი ვერონიკას დავუტოვე და ჩემს ოთახში დავბრუნდი ტანსაცმელების ჩასაცმელად , მთელი დღე თავისუფალი გვქონდა მე და ვეკოს ,მაგრამ ზუსტად ვიცოდი შუადღემდე ფეხზე ამდგომი არ იყო . ტელეფონში ''ფეისბუქი'' ჩავრთე , კედელს ჩამოვუყევი ყოველი მეორე პოსტი ''ბორჯღალოსნებს'' ეძღვნებოდა .ულოცავდნენ "ნამიბიასთან" მოგებას . ლაშას კედელზე ისევ გადავედი . თავიდან დავიზეპირე ყველა ფოტო . დიდხანს ვფიქრობდი მიმეწერა თუ არა მისთვის . არასდროს მიყვარდა როცა ადამიანს ეტენებოდნენ , მაგრამ რა მოხდება უბრალოდ თუ მივულოცავდი .
ბოლოს გულმა ვეღარ მომითმინა ,მოკლე შეტყობინება გავუგზავნე . ''გილოცავ , ასე გააგრძელეთ . '' დიდხანს ველოდე მომწერდა თუ არა პასუხს , კარგახანს ვუყურებდი გახსნილ ფანჯარას . ის ონლაინში იყო მაგარი პასუხი არ ჩანდა ... ნახევარი საათი მაინც თვალებგაშტერებული შევუყურებდი მომწერდა თუ არა . მერე გაბრაზებულმა ტელეფონი სავარძელზე მოვისროლე . რატომ მივწერე ვფიქრობდი .
მაგრამ რომ დავფიქრდებოდი იმ დასკვნამდე მივდიოდი რომ რატომ უნდა მოეწერა ... მალევე წავშალე შეტყობინება , რადგან ყოველ გახსნაზე ვიცოდი ცუდად იმოქმედებდა ...
თავს ვარწმუნებდი იმაში რომ არ უნდა მეფიქრა ლაშაზე , ვცდილობდი რამენიარად გულიდან ამომეშალა . მეცინებოდა ჩემს თავზე , ასე აცანცარებული ოცდაერთი წლის განმალობაში არასდროს ვყოფილვარ . განა ვინ იყო ჩემთვის ლაშა ... ამას ვერც კი ვგებულობდი . ერთხელაც არ მყავდა ნანახი და უკვე ასეთი გრძნობა გამიჩნდა . მინდოდა ამ გაურკვეველ შემთხვევაზე ვინმესთან მესაუბრა ,მაგრამ ვისთან არ ვიცოდი . ვეკოსთან ყველაზე ახლოს ვიყავი . ვიცოდი რომ არავის არაფერს ეტყოდა მონაყოლზე , უბრალოდ მრცხვენოდა...
წიგნები და რვეულები გამოვიტანე , ბევრი რამ დამიგროვდა რაც არ მესწავლა , გადავწყვიტე გამეგო გაუგებარი ყველაფერი . დიდხანს ვიჯექი და ვსწავლობდი , პირველი საათისკენ ვეკოც ადგა . თვალების ფშვნეტით გამოვიდა სამზარეულოში . დილამშვიდიობისაო მითხრა , უზარმაზარი ჩაის ჭიქა წყლით გაავსო და ბოლომდე დაცალე .
- რა იყო ჯანზე ხარ ? - გამეცინა მისი შემხედვარე.
- აუ , რა ვიცი . ისე მოწყურებულს და მოშიებულს გამეღვიძა ... ძალიან გვიან დავიშალეთ გუშინ . ბიჭებმა ცოტა დალიეს თან მერე კარგახანს ვსაუბრობდით .
- მოდი დაჯექი ყიყლიყოებს გავაკეთებ , მეც მშიერი ვარ . მარტო ჩაი დავლიე .
- უჰ , როგორ მიყვარხარ დეა , - ლოყაზე მაკოცა და სკამზე დაჯდა .
- აფერისტი , - გამეცინა . მაცივარი გამოვაღე კვერცხები გადმოვალაგე , პური დავჭერი და ყიყლიყოს გაკეთება დავიწყე .
- გოგო , იცი ამ დღეებში ბიჭები ჩამოდიან ჰოდა ჩვენი სასტავი უნდა დავხვდეთ , -აღფრთოვანებული მესაუბრებოდა ვეკო .
- ვინ ბიჭები ან მე რა სასტავი მყავს ?
- გამოშტერდი ახლა , - ამოიბურტყუნა , - ვინ ბიჭები და ბორჯღალოსნები , ჩემი ბიჭების ძმაკაცები თამაშობენ მანდ თან . ლაშა ხომ იცი მჭედლიძე ? - მისი სახელი ხსენებაზე წყალს ვსვამდი და გადამცდა. ჩემთან მოირბინა და ზურგი ხელები ჩამარტყა , - რა იყო გოგო , ცოტა წესიერად დალიე .
- ვინ ლაშა ?
- ო , ეს ვინაა . ნიკას ძმაა ლაშა, ეროვნულში თამაშობს , - ნიკა ვეკოს ძმაკაცი იყო .კარგახანია ვიცნობდი ნიკას ,მაგრამ ახლოს არა , - ყველა ახლოსაა ლაშასთან ჩვენები , - ყველა ''ჩვენიანი" გავიცანი ამ დღეებში . ძალიან გაკვირვებული ვიყავი ამ ფაქტით , ამავდროულად ძალიან აღელვებული , - შანსი არაა , უეჭველად გეცოდინება ლაშა . გაგაცანით კიდეც ორი წლის წინ მე და ნიკამ ვატოს დაბადების დღეზე .
აღარ ვიცოდი სიმართლე რა იყო და რა ტყუილი . ყველაფერი ერთმანეთში ამერია , ვცდილობდი გამეხსენებინა ვიტოს დაბადების დღე ,მაგრამ იქ მყოფ ლაშას ვერაფრით ვიხსენებდი . ფიქრები ერთმანეთს ყოველ წამს ცვლიდნენ . თავი ცოტაც და გადადუღდებოდა ...
- რამ გამოგაშტერა ? - ვეკო კვლავ აგრძელებდა ლაპარაკს ,მაგრამ აღარაფერი მესმოდა , ისევ საძინებელში ჩავიკეთე . მესმოდა როგორ ილანძღებოდა ვეკო დამწვარი ყიყლიყოების გამო ... საწოლზე წამოვწექი , ვცდილობდი ის კადრები გამეხსენებინა ,მაგრამ ვერაფერს ვიხსენებდი საერთოდ .
მაშინ მახსოვს ძალიან ბევრი არაყი დავლიე . კარგახანი დამცინოდა ჩემს ქცევებზე ვეკო და ვატო ,მაგრამ მე არაფერი მახსოვდა . დიდი ხნის ფიქრის მერე გამახსენდა რომ ვატო დაბადების დღის მეორე დღეს ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეო დაიდო . კარგახანს ვეძებდი სოციალურ ქსელეში რაიმეს რაც ლაშასთან იყო დაკავშირებული , მაგრამ ვერაფერს ვპოულობდი . მერე ფოტო ვნახე ...
სურათზე მე და ლაშა ვიყავით . თვალები ლამის ბუდეებიდან ამოცვივდა. მართალია არც ერთმანეთს ვესაუბრებოდით მაგრამ გამიკვირდა მისი სიახლოვე ჩემთან ასე ახლოს .
ცხოვრებაში ასეთი არაფერი დამმართნია , ნელ-ნელა ვხვდებოდი და ფეისბუქზეც ''ნაცნობობის'' გამო დავამატებდი . როგორ შეიძლება რაღაც კადრები ასე დაგავიწყდეს ადამიანს .


***
- წამოხვალ აეროპორტში?
- არა , არ მცალია სამეცადინო მაქვს .
- კარგი , როგორც გინდა .
ცოტახანში სახლი დატოვა ვეკომ , როგორც მითხრა ჯერ ბიჭებს შეხვდებოდა და მერე წავიდოდმნენ აეროპორტში . მინდოდა მასზე ფიქრები მომეშორებინა ,მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ ხდებოდა . მის გარდა უკვე ვეღარაფერზე ვფიქრობდი. აერტოპორტში მეც წავედი , ოღონდ ისე არავისთვის არაფერი მითქვამს . ხალხს შევერიე , რომ ნაცნობს არავის დავენახე . ბიჭების შემოვსვლის დროს ხალხის ''საქართველოს'' ყვიროდა , მოდიოდნენ ძალიან ბედნიერები . ყველას ნახვამ გამახარა ასე ახლოს ,მაგრამ ლაშას დანახვამ სულ სხვა ემოციები გამოიწვია .
ყველას უღიმოდა...


***

უაზროდ იწელებოდა დღეები , უნივერსტეტი სახლი , სახლი უნივერსტეტი . ერთ საღამოს სახლში მისულს კვლავ ბიჭები დამხვდნენ მისაღებში , ვეკო სუფრას შლიდა , ბიჭები კი მღეროდნენ . ყველა მოვიკითხე , ამ ბოლო დროს ნორმალური ურთიერთობა დავამყარე მათთან . ძნელია ბიჭებთან ერთად მოწყენა , ზურგჩანთა მისაღებში დავტოვე და წყლისთვის სამზარეულოში გავედი , იქ შესულს სუნამოს სასიამოვნო სუნი მეცა . ვიღაც მამაკაცი ჩემს ზურგშექცევით იდგა . ძალიან მაღალი და დაკუნთული იყო მისი სხეული . წყალს ისხამდა ჭიქაში .
- გამარჯობა , მეც დამისხი რა , - ამოვიწუწუნე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი . ხელები მაგიდაზე დავაწყვე და თავი ზედ ჩამოვადე . ძალიან დაღლილი ვიყავი .
- გაგიმარჯოს , - ჩემთვის ძალიან ნაცნობი და საყვარელი ხმა მომესმა , თავი ზემოთ რომ ავწიე ლაშა დამხვდა . მეგონა მელანდებოდა , ცოტახანს გაშტერებული ვუყურებდი , არ ვიცოდი რა გამეკეთებინა . იდგა და უცნაურად მიყურებდა . წყალი მაგიდაზე დამიდგა და ოთახი დატოვა . კარგახანს ვიჯექი ასე გაშეშეშებული . ვერ ვიფიქრებდი , რომ ოდესმე ლაშა ჩემს სახლში დამხვდებოდა . წყალი ბოლომდე გამოვცალე, სამზარეულოში კვლავ მისი სუნამოს სუნი იყო ... ღრმად ვისუნთქავდი ჰაერს და მის სიახლოვეს ვგრძნობდი .
მისაღებში გასვლისას ყველა სუფრასთან დამხვდა , ლაშას ჩათვლით . როგორ მინდოდა დიდხანს მეყურებინა მისთვის ,მაგრამ უაზრო საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან . ასეთ უხერხულ სიტუაციაში არასდროს ჩავვარდნილვარ.
- მოდი , დეაკო , მომიჯექი , - ნიკამ მის გვერდით თავისუფალ ადგილზე მიმითითა . ჩუმად ვიჯექი ჩემთვის, თეფშითვის გამეშტერებინა თვალები . უამრავ რამეს ყვებოდნენ ლაშას ბავშვობაზე. ბევრი რამე გავიგე მის შესახებ , არავის ვუყურებდი , გაშეშებული ვიჯექი ...
- დეა , რა გჭირს ? - თმა გადამიწია და ყურში ჩამჩურჩულა ნიკამ .
- არაფერი ნიკა , დავიღალე უბრალოდ , - გავუღიმე და ისევ იგივე მდგომარეობას დავუბრუნდი.
- თუ იმის გამო რჩები აქ რომ გასვლა გრცხვენია უაზრო ბაზარია ეგ , წადი მიდი დაისვენე .
- არა ნიკ , აქ მირჩევნია .
- როგორ გინდა , - თბილად გამიღიმა ნიკამ , მასაც ლაშასავით ეჩხვლიტებოდა ლოყები , ზუსტად მასსავით უციმციმებდა თვალები . ლაშა ძალიან გახსნილი იყო მათთან . იმაზე მხიარული და მეგობრული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა ; სახეზე ეტყობოდა რომ ძალიან დაღლილი იყო . ყველას ელაპარაკებოდა და უღიმოდა ჩემს გარდა. მე არც მიმჩნევდა . აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა . მინდოდა დიდხანს მეყურებინა მისი სახისთვის ; მინდოდა ლოყებზე და თვალებზე მოვფერებოდი ; მინდოდა მეთქვა რომ მისით ამაყი ვიყავი . მე - კი ყურადღებასაც არ მაქცევდა. ყოველთვის ცდილობდნენ ჩემთვის ესიამოვნებინათ , არასდროს მაკლდა თაყვანისმცელები , ის კი ზედაც არ მიყურებდა . გული ძალიან მტკიოდა არადა ჩვენ ერთმანეთსაც არ ვიცნობდით ...
- დეა , შეგიძლია კიტრი და პომიდვრის სალათი გააკეთო ?
- კი , ნიკა . ახლავე , - მაშინვე ფეხზე წამოვხტი , მთელი დღის უჭმელობამ იმდენი ქნა ლამის ძირს დავვარდი . ყველამ ერთად შეყვირა .
- დეა , კარგად ხარ ? - დათო მაშინვე ჩემთან გაჩნდა .
- კი , უბრალოდ სწრაფად რომ ავდექი მაგის ბრალია , - გავუღიმე და სამზარეულოში გავედი , გავიგე ჩემთვის ნაცნობმა ხმა როგორ თქვა " ეს გოგო სულ რატომ ცდილობს ყურადღება მიიქციოს .


სალათი მალევე გავაკეთე , ყველიც მოვაყარე . ზუსტად ისეთი გავაკეთე როგორიც ნიკას უყვარს. მისაღებში , ჩემს დანახვაზე ყველას გაეღიმა მის გარდა . ნიკას მივუახლოვდი და მივაწოდე .
- უჰ , რა კარგად გამოიყურება . კაი გოგო ხარ დეაკო , - ხელიდან გამომართვა თეფში .
- მადლობა , - ლოყები ამიწითლდა . ყოველთვის ასე მემართება როცა მაქებენ ან უხერხულ სიტუაციაში ვარდები .
- ლაშა , საფრანგეთში როდის ბრუნდები ?
- არ ვიცი დათო ზუსტად , ჯერ ცოტახანს ჩემებთან ერთად ვიქნები . მერე ისე მომიწევს საქართველოში ჩამოსვლა თამაშები მაქვს .
- აბა შენ იცი ძმაო .
- მადლობა დათო . შენ რას შვები ? ამასწინად რომ მიყვებოდი რა ქენი იმ გოგოსთან? - ნუ თუ ასე ახლოს იყო დათო ლაშასთან რომ ასეთ რაღაცებს უყვება .
- დავით , იქნებ ჩვენც გვითხრა რომელ გოგოზეა საუბარი ან რას აპირებდი ? - ძალიან მაინტერესებდა რას გვიმალავდა დათო .
- თქვენ არ იცით რომ სხვების საუბარში ეგ პატარა ცხვირი არ უნდა ჩაყოთ ? - ირონიულად მომმართა ლაშამ . მის სახეზე ასეთი გამომეტყველება არასდროს მენახა . ყველასთან ძალიან თბილი და მეგობრული იყო , ვერაფერი ვუთხარი . ძალიან მეწყინა მისი უხეში ტონი , რამდენიმე წუთი გავჩერდი მათთან ერთად . მერე ახლოს მყოფ სავარძელზე დავჯექი , ჩანთიდან '' ქარიშხლიანი უღელტეხილი " ამოვიღე , მგზავრობის დროს ვკითხულობ ხოლმე წიგნებს ან როცა მოვიცლი .
კითხვა განვაგრძე : " - ეს გრძნობა მიწის წიაღში გაქვავებულ,ძველისძველ ქანებს ემსგავსება.ის არის არც თუ დამატკბოელი,თუმცა სიცოცხლისთვის აუცილებელი წყარო. ჰიტკლიფი – ეს მე ვარ,ნელი! ის სულ ჩემს გულშია: როგორც დიდი სიხარული და ადამიანი,რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს,არამედ როგორც – მთელი ჩემი არსება…”
დიდი ხნის წინ მირჩიეს ამ წიგნის წაკითხვა , რამდენიმე დღეა რაც დავიწყე , საოცრადაა აღწერილი ყველანაირი გრძნობა . ვერც კი მივხვდი ტირილი როდის ამივარდა . ''ამ სამყაროში მე მას ვერ ვხედავ-ნეტავ,ბუნდოვნად,თუნდაც ცრემლით დაბინდული თვალებით დამანახა მისი ლანდი!''
გაოცებულები მიყურებდნენ , ჩემ ოთახში ისე გავედი თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდდი . პიჟამოები ჩავიცვი და დავწექი . დაღლილს მალევე ჩამეძინა .

***

ნიკამ მე და ვეკო თავის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა , რესტორანში . ხვალ აქვს , კაბების საყიდლად ოთხი საათისთვის გავედით . ბევრი ვიარეთ ბოლოს ხორცისფერი გამოყვანილი და არც თუ ისე მოკლე კაბა ავირჩიე . ფეხსაცმელიც ამავე ფერის ვიყიდე , ვეკომ იასამნისფერი ძალიან სადა კაბა იყიდა , სამკაულთან ერთად .
სახლში დაბრუნებულებმა ბევრი ვისუბრეთ ხვალინდელ დღეზე , ტკბილეულთან ერთად ჩაი დავდლიეთ . წყალი გადავივლე , თხელი პერანგი მოვიცვი და სამზარეულოში გამოვედი . იქ მყოფს ლაშა დამხვდა, ვეკოს ელაპარაკებოდა . ძალიან კარგად გამოიყურებოდა , ყველა საოცარი გრძნობა ერთად ვიგრძენი მის დანახვაზე . თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა .
- საღამომშვიდობისა , დეა , -ხმ~მა ჩახლეჩვოდა .
- საღამომშვიდობისა , გამოვიცვლი და მოვალ .
- ხო , კარგს იზამ , - ირონიულად გამიცინა . სპორტულები ჩავიცვი და სამზარეულოში დავბრუნდი .
- აბა რა ხდება ? - ძლივს ვინარჩუნებდი ხმას ,მაგრამ ვცდილობდი არაფერი შემემჩნია .
- ბიჭები აპირებენ ნიკას სიუპრიზი მოუწყონ , თქვენს წასაყვანად მოვედი .
- რა სიუპრიზი ? - გაკვირვებულმა ვკითხე.
- ზუსტად მეც არ ვიცი , ხვალ ბაკურიანში აიყვანენ საბა და თომა როგორც მითხრეს , ვითომ რაღაც ხდება რა . ჰოდა იქ დანარჩენები დავხვდებით რაღაცებს მოვაწყობთ .
- რა კარგია , გაეხარდება ძალიან . რამდენი დღით ავდივართ?
- ორი ან სამი დღით .
- ვეკო წამო ტანსაცმელები ჩავალაგოთ .

***

ლაშას მანქანაში დათო დაგვხვდა , საჭესთან იჯდა .
- ძმაო შენ დაისვენე , მე ვმართავ მაქანას , - უკან დავჯექი . წინ ჯდომა არ მიყვარს , გვერდით ლაშა მომიჯდა . მისი სუნამოს სუნი ცხვირში მიღიტინებდა . მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობდი . გულის ცემა ნელ-ნელა მიჩქარდებოდა . მისი სუნამოს სუნი გონს მიბინდავდა . ყურსასმენები გავიკეთე და მინას მივადე თავი. ჩამეძინა რამდენჯერმე ვიცვალე მხარი , მახსოვს ვიღაცის სხეულს როგორ ჩავეხუტე ; მახსოვს მისგან გამოწვეული სითბო . ასე კომფორტულად კარგახანია არ მძინებია. თვალები რომ გავახილე ვიღაცის ფეხებზე მედო თავი , ცალი ხელი ზურგზე მომეხვია . თვალები ძლივს გავახილე გაკვირვებულმა ავწიე თავი . ლაშას სახეს გადავაწყდი . შემრცხვა ჩემი საქციელის ,მაგრამ მისგან მოშორება არ მინდოდა .
- ბოდიში რა , - საწყალად ამოვიბურტყუნე .
- არაუშავს , მოდი ისევ თუ გინდა , ჯერ კარგახანი ვერ ჩავალთ , - მინდოდა , საშინლად მინდოდა მასთან ახლოს ყოფნა ,მაგრამ მრცხვენოდა . მეუცნაურა მის ხმაში აღმოჩენილი სითბოს შეგრძნება.
- არა ,მადლობა . ისედაც შეგაწუხე . თავი მინას მივადე და დაძინება ვცადე ,მაგრამ არაფრით ჩამეძინა . საშინლად მციოდა . არადა მანქანაში სითბო იყო . მოვიბუზე , ხელების გათბობა ვცადე მაგრამ ვერაფრით ვთბებოდი .
- გცივა ? - უცნაურად მიყურებდა ლაშა .
- ძალიან , - კანკალი ამივარდა .
- ჟაკეთი გაიხადა და მე მომახურა , კაბასავით მქონდა , ხელებიც არ მიჩანდა იმდენად დიდი მქონდა . ჟაკეთს დავსუნე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი . თითქოს წამებში გავთბი .
- მადლობა , - თბილად გავუღიმე , კაბასავით მაქვს ხო? - გამეცინა როცა ჩემი თავი წარმოვდგინე მის მოსაცმელში .
- კი ,მაგრამ გიხდება , მოდი თავი მხარზე მომადე და დაიძინე , - მის ნებას დავყევი და თავი მხარზე დავადე . მალევე კვლავ ჩამეძინა .

***

ნიკა სანამ ჩამოვიდოდა მე და ვეკომ ახალი კაბები ჩავიცვით . ოდნავი მაკიაჟი გავიკეთე და თმები გავიშალე.
- რა მაგრად გამოიყურები დეა , - გაოცებული მიყურებდა ვეკო .
- მადლობა ვეკო , შენც ასევე . თმები შევიკრა ?
- არა , - ლაშას ხმა მომესმა და უკან გავბრუნდი , - გიხდება მასე .
- მადლობა , ლაშა .


სახლი ყველანაირად მოვრთეთ , ნიკაც მალევე მოვიდა ბიჭებთან ერთად ჩვენს დანახვაზე ძალიან სასაცილო გამომეტყველება ჰქონდა . რა აღარ იძახა ,მაგრამ აშკარად ეტყობოდა ,რომ ძალიან გავახარეთ . ძალიან კარგი დღე გავატარეთ , ბევრი ვიცეკვეთ . ყველამ დალია ლაშას გარდა . არც ბევრს ჭამდა , ძალიან მიკვირდა ამხელა ტანის როგორ იყო როცა მასზე მეტს ჩვენ ვჭამდით .
- რატომ არ სვავ ? - სასმელისგან გათამამებულმა გვერდით მივუჯექი .
- არ მიყვარს .
- წამოდი მაშინ მეცეკვე რა , - ხელი ხელზე მოვკიდე და წამოყენება ვცადე , მაგრამ ვერაფრით ავწიე . ძალიან ძლიერი იყო . თვითონ წამოდგა და ხელი ჩამკიდა , ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ მასთან . მთელი სხეულით ვეკვროდით ერთმანეთს ცეკვის მანძილზე . საოცრად ცეკვავდა რასაც ჩემზე ვერ ვიტყვი . მკერდამდეც ძლივს ვწვდებოდი მაღლებშიც . არადა საერთოდ არ ვარ დაბალი . სიმღერა როცა დასრულდა მეგონა წავიდოდა ,მაგრამ მეორე ცეკვაც მეცეკვა . მინდოდა მოვხვეოდი , მის თბილ ლოყაზე თითები ჩამომესვა , სახე დამეკოცნა ,მაგრამ უფლება არ მქონდა . მინდოდა გაეგო რომ ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის , რომ მის გამო ყველაფრის გაკეთება შემეძლო . მართალია ალბათ როცა ამბობენ გულს ვერ უბრძანებო , მეც ვერაფერს ვუხერხებდი ...
- როდის ბრუნდები ? - სიტყვებში სევდა შემპარვოდა .
- ხვალ საღამოს მივფრინავ .
- ასე უცებ ? - ცოტაც და ავტირდებოდი . მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს ვყოფილიყავი მასთან .
- ჰო , რა იყო ? - არანაკლებ უცნაური მეჩვენა მისი ხმა.
- არაფერი , - ისევ ცეკვა განვაგრძეთ.
- რა იყო მოგენატრები ? - გაეცინა . ლოყები ისე ჩაეჩხვლიტა მე რომ ასე ძალიან მიყვარს . დამცინოდა... რა იცოდა როგორ მჭირდებოდა . დაცინოდა ჩემ გრძნობებს .
- რა მოსანატრებელი შენ ხარ ! - ძლივს მოვუყარე ამ სიტყვებს თავი .
- რატომ ვითომ ? ისე რომ იცოდე იგნორს ვერ ვიტან , - ყურში ჩამჩურჩულა და თავის ადგილს დაუბრუნდა . აივანზე გავედი . ვერ მივხვდი რას გულისხმობდა ...


ბიჭებს ლაშას გასაცილებლად მეც გავყევი აეროპორტში . ძალიან ბევრი ხალხი აცილებდა მას . ვიდექი მარტო ჩემთვის და ვუყურებდი როგორ მიდიოდა ჩემგან შორს ... ჩვენ არაფერი ვიყავით ერთმანეთისთვის ნაცნობების გარდა ...
როცა ვიცოდი რომ საქართველოში იყო მაშინ ძალიან მშვიდად ვიყავი.
ვერ ვხვდებოდი როდის რას გრძნობდა , შეეძლო ერთ წამში ყველაზე ბედნიერი გავეხადე და მეორე წამში ყველაზე უბედური . საკუთარ თავთანაც მიჭირდა იმის აღიარება ,რომ მიყვარდა . ყველაფერი რასაც განვიცდიდი მისით იყო გამოწვეული . ვუყურებდი როგორ მოდიოდა ჩემკენ ,მაგრამ მეგონა რომ ესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო . ნელ-ნელა უფრო და უფრო მიუხლოვდებოდა , ვხედავდი მის მწვანე თვალებს , რომელიც ისე ანათებდა მე ,რომ მიყვარდა. იმდენად მომიახლოვდა ,რომ ახლა უხვე სახეზე ვგრძნობდი მის სუნთქვას.
- კარგად იყავი , წარმატებები არ მოგკლებოდეს ! - ლოყაზე კოცნა დავაპირე მაგრამ იმდენად მაღალი იყო ვერ მივწვდი . უხერხულ სიტყუაციაში ჩავარდი . სირცხვილისგან ლოყები ამიხურდა. თვალები ძირს მქონდა გაშტერებული . მერე რაღაც საოცარი შეგრძნება დამეუფლა . რაღაც საოცარი გრძნობა ვიგრძენი , ლოყაზე ძალიან ნაზად მაკოცა , თმებზე ხელი ჩამომისვა და წავიდა...


უაზროდ გადიოდა დღეები , მასზე ფიქრებს ვერაფრით ვიშორებდი . რამდენჯერმე ტირილით დამიძინია , ვუყურებდი მის ფოტოებს , ვიდეოებს და ასე ვიკლავდი მონატრებას . ყოველთვის სულელურად მიმაჩნდა შეყვარებული გოგონები ,როცა ამბობდნენ რომ მის გარეშე არ შეეძლოთ . ეს ყველაფერი ჩემთვის ზედმეტად გადამეტებული იყო ,მაგრამ აღმოვაჩინე ,რომ მეც მათ დავემსავსე. ყოველ დღე რამდენჯერმე ვხსნიდი მის ფანჯარას ,მაგრამ მაინც არასდროს მიმიწერია. ნიკასგან ვგებულობდი სიახლეებს . დღეებს ვითვლიდი მის ჩამოსვლამდე.
უნივერსტეტიდან გამოსული არ ვიყავი ჩემმა თაყვანისმცემელმა დიდი თეთრი ვარდების თაიგული მაჩუქა . არაფრით ვართმევდი , ბევრი მეხვეწა საბოლოოდ მაინც დავიტოვე. მაგრამ სასტიკად გავაფრთხილე არაფერი მოეტანა მეტჯერ . სახლში მისულს ვატო და ვეკო მისაღებში დამხვდა . გაოცებულები უყურებდნენ ვარდებს .
- ვინ გაჩუქა დეა მაგხელა ვარდები ? - გაკვირვებული მიყურებდა ვეკო .
- ვინ აჩუქებდა ახლა , შეყვარებული , - გაიცინა ვატომ .
- ცუდად ხუმრობ ვატო . შეყვარებული არ მყავს და არც მყოლია . ეს ვარდები კი მამუკამ მაჩუქა .
- ნიჟარაძემ ? - გაოცებულმა მკითხა.
- ხო ნიჟარაძემ , მეორე წელია ამ უაზრობას არ ეშვება რა. არაფრით ვიღებდი , იმდენი მეხვეწა ბოლოს შემრცხვა და გამოვართვი . სასტიკად ავუკრძალე მეტჯერ რომ მსგავსი აღარაფერი მაჩუქოს .
- თუ არ გინდოდა არ უნდა გამოგერთმია , - ლაშას ხმა მომესმა , გაკვირვებული შევხედე ვატოს და ვეკოს . სამზარეულოდან ნიკა მოდიოდა ლეპტოპით ხელში .
- ვინ თქვა ეს ? ლაშას ხმა მომესმა , - მოწყენილმა ამოვილაპარაკე.
- არ მოგესმა , - ისევ მისი ხმა გავიგე. ნიკამ ლეპტოპი მაგიდაზე დადო და ჩემსკენ შემოატრიალა . ვიდეო ზარში ლაშა გამოჩნდა , თითქოს გაბრაზებული იყო ან უბრალოდ მომეჩვენა ... როგორ მომნატრებოდა თურმე მისი სახე , მისი ნაკვთები , მისი ღიმილი , ხმა... რამდენიმე წამი ასე გაშტერებული ვუყურებდი .
- ლაშა ,როგორ ხარ?
- კარგად . დეა , შენ როგორ ხარ?
- რავიცი , როგორ უნდა ვიყო . როდის ჩამოდიხარ?
- ოჰო , დაგაინტერესმა ჩემმა ამბებმა ? - გაეცინა . იმის მიუხედავად რომ ყველაზე მეტად ამ ქვეყნად ლაშა მაინტერესებდა მასთან მაინც არ ვაღიარებდი ამას.
- უკულტურობად ჩამეთვლებოდა რომ არ მეკითხა . სულ არ მაინტერესებს , ნუ მეტყვი , - გაბრაზებული სწრაფი ნაბიჯით მივდიოდი საძინელებში .
- ერთ კვირაში მანდ ვარ , სანამ საძინებელში შევიდოდი მისი ხმა გავიგონე .


***

ერთი კვირა მასზე ფიქრებში გავიდა . საღამოს ჩამოფრინდებოდა , ჩვენც აეროპორტში ვხვდებოდით , აეროპორტში მისულს ნიკას და ლაშას მშობლები დავინახე. მათი სახე ინტერვიუებიდან ვიცოდი . ნიკამ მაკა და ოთარი გამაცნო . ''ჩემი ბიჭი'' ორივეს გავდა, განსაკუთრებით ბატონ ოთარს . ძალიან მრცხვენოდა მათთან ახლოს დგომა და საუბარი .
მალევე დავინახე ჩემოდნებით ხელში ლაშა ... ხალხის დანახვაზე ისევ ისე თბილად გაიღიმა . გოგოები მოსვენებას არ აძლევდნენ , ზოგი ეხუტებოდა , ზოგი ''სელფს'' იღებდა . ეჭვიანობისგან ცოტაც და გავსკდებოდი , მეზიზღებოდა ყველა ის ხელიც რაც მას ეხებოდა . ერთის მხრივ მიხაროდა რომ ყველას ძალიან უყვარდა იგი ,მაგრამ საშინლად ვბრაზობდი რომ მათ ჰქონდათ ლაშასთან ჩახუტების უფლება და მე არა . კარგახანს არ მოსცილებია გოგონები მას , მერე მშობლები ეხუტებოდნენ , ყველამ ნახა ჩემს გარდა . ვიდექი უაზროდ და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა . ბოლოს ისევ მე მივედი და მივესალმე. ჩემი დანახვისას შევამჩნიე როგორ აუციმციმდა თვალები .
- როგორ ხარ დეაკო ? - ძალიან თბილი იყო მისი ხმა . არასდროს დაეძახა ჩემთვის დეაკო , მითუმეტეს ასეთი სითბოთი არასდროს უხსენებია ჩემი სახელი .
- კარგად , ლაშა . როდის მიდიხარ ?
- გაეცინა ჩემს ნათქვამზე . ჯერ არ ჩამოვსულვარ მაცადე ცოტახანს .


***

მეორე საღამოს თბილი პიჟამოები ჩავიცვი . დაწოლას ვაპირებდი როცა ტელეფონზე უცნობი ნომრიდან ზარი შემოვიდა .
- გისმენთ.
- ლაშა ვარ , ჩამოდი ცოტახანს ქვემოთ ,- გათიშა . არც კი დავფიქრებულვარ ისე ჩავირბინე კიბეები . ერთი სული მქონდა მისი სახე დამენახა . ჩემს დანახვაზე გაეცინა , ახლოს მოვიდა და ჩამეხუტა . დიდხანს ვგრძნობდი მისი სხეულიდან გამომავალ სითბოს . უმოძრაოდ ვიდექი , როცა მომშორდა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან . არც კი დავფიქრებულვარ ისე მოვეხვიე , თავი მკერდზე მივადე და გავისუსე . კარგახანს ვიდექით ასე , დიდხანს ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულისცემას რომელსაც ჩემი აჩქარებული გულისცემა ერწყმოდა . თავზე ნაზად მისმევდა თითებს , ღრმად ვისუნთქავდი მის სუნს , რომელიც ჩემთვის ასე ძვირფასი იყო . სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი ...
არ მინდოდა მის სხეულს მოვშორებოდი .
ის იყო ადამიანი რომლის ერთი გამოხედვაც კი მათბოდა . სულ სხვანაირი ვხვდებოდი მასთან ... ცოტახანში მე თვითონ მოვშორდი.
- იცი რა მაინტერესებს , რატომ მითხარი რომ იგნორს ვერ იტან?
- როცა გაგიცანი ყურადღებას არ მაქცევდი . პირველად რომ გნახე ნიკას დაბადების დღე იყო, კარგა ხნის წინ . ყურადღებას არ მაქცევდი , გაღიმებაზე საუბარიც ხომ ზედმეტია . ყოველ წამს მიბღვერდი . მეორედ ვატოს დაბადების დღეზე შეგხვდი . იმ დღეს ბევრი ვილაპარაკეთ , ვიცეკვეთ . ყველანაირ სისულელეზე მელაპარაკებოდი . თითქმის ყველაფერი მიამბე შენს წარსულზე . ფოტოებიც გადავიღეთ . მერე ძალიან ბევრი დალიე , სახლში გაგაცილე .
- მოიცა , მეხუმრები?
- მეტყობა რამე ? წამოდი მანქანაში ჩავჯდეთ თორე მაგ მარწყვებიან პიჟამოებში გაიყინები , - ახლაღა დავხედე ჩემს ჩაცმულობას , დათუნიის დიდი ჩუსტები მეცვა , პიჟამოები კი მარწყვებით მოხატული . წარმომედგინა რა სასაცილო ვიქნებოდი.
- პირიქით , ასე ყველაზე კარგი ხარ , - თითქოს ფიქრებს მიმიხვდა , მის სიტყვებზე ღიმილი ვერ შევიკავე . იმას მეუნებოდა ჩემი საყვარელი მამაკაცი რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი. მანქანაში ჩავჯექით . თბილი ჟაკეთი მომახურა , მანქანაში მისი სურნელი და სითბო ტრიალებდა. მერე ისევ საუბარი გააგრძელა.
- იმავე საღამოს შენგან ფეისბუქზე მეგობრობის შემოთავაზება მომივიდა , რაღაცები მივწერეთ ერთმანეთს და იმაზე შევთანხმდით რომ მეორე დღეს გამოგივლიდი და სადმე წავიდოდით . მაგრამ შენ პასუხი არც კი მოგიწერია , სახლში მოგაკითხე მაგრამ გავიგე რომ შენ ნათესავებთან იყავი წასული . ტელეფონზე გწერდი , ყოველ წამს მაიგნორებდი . მერე მომბეზრდა ეგ ყველაფერი და შეგეშვი , იმის მერე ერთხელ გნახე კიდევ არც მომსალმებიხარ .
იმ დღის შემდეგ შენზე ფიქრი ავუკრძალე ჩემს თავს . ხშირად უხსენებია ბიჭებს შენი სახელი , მეუბნებოდნენ რომ საოცარი გოგო იყავი ამ ქვეყნად, რომ მათთვის ენა მწარე ანგელოზი იყავი. რაღაც უცნაურს ვგრძნობდი შენს მიმართ . მსოფლიოს მერე როცა დავბრუნდი მალევე გნახე . მეგონა დავიწყებული მყავდი . ახლაც მახსოვს შენი სახე ჩემს დანახვაზე წყალი რომ მოგაწოდე . ვერ გავიგე მაშინ რა გჭირდა , არც ახლა ვიცი ... დროთა განმალობაში ვგრძნობდი ,რომ შენც არ იყავი გულგრილი ჩემს მიმართ . თავს ვარწმუნებდი რომ უბრალოდ მეჩვენებოდა , რომ ვიცოდე ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ ამას არც გეტყოდი . იმ დღეს გახსოვს ვარდებით რომ დაბრუნდი სახლში? - თვალები გამეშტერებინა მისი სახისთვის თავი ძლივს დავუქნიე. - იმ დღეს ისეთი გახარებული ვიყავი ,რომ ახლოს არავის უშვებდი . ვუსმენდი და ბედნიერებისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა .
- მიჩქმიტე რა. მგონია თვალს რომ გავახელ სიზმარი აღმოჩნდება ყველაფერი .
- ე.ი. ტყუილად არ მილაპარაკია , - გამიცინა .
- იცი , სულ არ მახსოვს რაც მომიყევი. თითქოს არც მომხდარა , მგონი ტონგას შეხვდით მაშინ პირველად შენი სახე რომ დავინახე, ნაცნობი და ამავდროულად უცნობი . იმის მერე ვერაფრით ვიშორებდი შენზე ფიქრებს . შენი სახელი და გვარი როცა გავიგე იმ დღიდან მოყოლებული ყოველწამს შენზე უამრავ ვიდეოებს ვნახულობდი ... - სიტყვებს ერთმანეთს ვერ ვუყრიდი, ძალიან მრცხვენოდა ჩემი სიმართლის , - აკვიატებული მყავდი , მეგონა ეს შეგრძნებები მალე გამივლიდა ,მაგრამ უფრო და უფრო ძლიერდებოდა . მაშინ შენი სამზარეულოში ნახვა ჩემთვის სრული შოკი იყო , არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა . რასაც ვფიქრობდი იმას არ ვამბობდი , პირიქით საპირისპიროს გავიძახოდი , - ისე მაგრად ჩამეხუტა საკუთარი ძვლების ტკაცუნი დიდხანს მესმოდა . ტუჩები კისერში მიმაწება , ნაზად მისმევდა თითებს თმებზე . საოცარ ნეტარებას განვიცდიდი . მერე სახლში ამაცილა და წავიდა...
მთელი ღამე მასზე ფიქრში გავატარე , ახლაც მიღუტუნებდა მისი სურნელი ცხვირში . წუთებს ვითვლიდი ,რომ მალე გათენებულიყო ... ოთხი ხდებოდა დაახლოებით როცა ჩამეძინა .
დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, ვეკო ისევ ეძინა . ვერაფრით მოვითმენდი მისთვის ეს ამბები დაწვრილებით ,რომ არ მომეყოლა . ძლივს გავაღვიძე . ბევრი იწუწუნა ასე ადრე რატომ გამაღვიძეო . ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი , დიდხანს ვუყურებდი მის გაფართოებულ თვალებს . კარგახანს მესმოდა მისი კივილის ხმა.

***

მხოლოდ რამდენიმე დღე რჩებოდა საქართველოში . მთელი დღეები ერთად ვიყავით , კიდევ უფრო ბევრი რამ გავიგეთ ერთმანეთზე . მის გარეშე ყოფნა უკვე შეუძლებელი იყო . ყველა ძალიან გაახარა ჩვენმა ამბავმა , წყნეთში ავედით დათოსთან ყველა . ორი დღე იქ ვიყავით , სულ ერთად ვატარებდით დროს , უბრალოდ ღამით ვშორდებოდით ერთმანეთს .
ყველაზე რთული მისი გაცილება იყო , მინდოდა არსად გამეშვა ,მაგრამ ვიცოდი ამის უფლება არ მქონდა. მთელი ძალით ვეხვეოდი , მერე ძლიერად მოვუჭირე თითებზე ჩემი თითები , ხელის გულზე ძალიან ნაზად ვაკოცე . ცოტაც და ტირილს ვეღარ შევიკავებდი , არ მინდოდა ჩემი ცრემლები ენახა მერე კიდევ უფრო გაუჭირდებოდა .
- უნდა გავუძლოთ ... ვერ მოგატყუებ რომ არ გაგვიჭირდება , იმიტომ რომ ეს ერთი თვე უშენობა გაუსაძლისი იქნება , უნდა შევძლოთ , გესმის?
- მესმის ... - ტუჩებში ძალიან ნაზად მაკოცა და წავიდა...



ვიცოდი რომ თუ ვერ გავუძლებდი სულაც არ იქნებოდა ჩვენი გრძნობები ისეთი როგორიც მეგონა . ერთ თვეში ისევ ჩამოფრინდებოდა , რამდენიმე დღით ... მაგრამ ის რამდენიმე დღე ჩემთვის ყველაფერი იქნებოდა . თითქმის საერთოდ ვერ იცლიდა, მუდამ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა . საღამოობით დამირეკავდა ხოლმე და ძალიან დიდხანს ვლაპარაკობდით . ყველაფერს ვაყოლებდი , გავიტრუნებოდი და დიდხანს ვუსმენდი ჩემთვის საყვარელ ხმას . მეჯავრებოდა ჩემი თავი , ძალიან მგძნობიარე გავხდი . დღე არ გადიოდია არ მეტრა , ყოველთვის ვიკავებდი ტირილის მასთან ლაპარაკის დროს . ეს უფრო ცუდად მხდიდა . თანდათან ვგრძნობდი , რომ ცოტაც და გავაფრენდი მის გარეშე . ყოველ ზარზე მხიარულად ვესაუბრებოდი , არ მინდოდა კიდევ უფრო მეტკინა მისთვის . ვგრძნობდი ჩემსავით როგორ უჭირდა . როცა გამიცინებდა მინდოდა მისი ტუჩები და თვალები დამეკოცნა . არასდროს შემიმჩნევია მის ხმაში რომ დაღლილობის მიუხედავად ჩემთან საუბარი ეზარებოდა . ზოგჯერ იმდენხანს გვილაპარაკია რამდენჯერმე ჩაძინებია . დიდხანს ვუსმენდი მის სუნთქვას და მანამ არ ვთიშავდი ზარს სანამ მე თვითონაც ძილი არ მომერეოდა.
ერთ კვირაში დაბრუნდება საქართველოში . ეს ერთი კვირა დასვენება გვაქვს მე და ვეკოს უნივერსტეტში , ქუთაისში წავედით ოჯახთან . ჩემ ტკბილ მშობლებს ძალიან გაეხარდათ ჩემი ნახვა , არ იცოდნენ რომ ჩამოვდიოდი . დედა დიდხანს მიკოცნიდა ლოყებს . მერე სუფრა გაშალეს , ყველა ჩემი საყვარელი საჭმელი დაელაგებინათ სუფრაზე .
- უჰ , როგორ მომნატრებია დედიკუნა შენი კერძები .
- გეტყობა შვილო , რაფერ ჩამომხმარხარ , არაფერს ჭამთ შენ და ვერონიკა?
- უმეტესად მხოლოდ საღამოობით , ვეკო აკეთებს ხოლმე საჭმელებს , ერთი კარტოფილის კეთება მეხერხება და მაგას ჩემს თავზე ვიღებ ხოლმე .


რამდენიმე დღე მოვისიყვარულეთ მე და ვეკომ მშობლები , დედას ყველაფერი მოვუყევი ლაშას შესახებ, ბავშვობიდან ასე ვიყავი... არაფერს ვუმალავდი მას . თითქოს შვება ვიგრძენი მოყოლის შემდეგ , მითხრა რომ თუ ამ ეტაპს ვერ გავუმკლავდებოდით არც ღირდა ჩვენი ურთიერთობა . დედა ცდილობდა ეს რამდენიმე დღე ისე ''გადამეგორებინა'' , რომ ნაკლებად მეფიქრა ლაშაზე . ყველაფერს აკეთებდა , რომ ხასიათზე მოვეყვანე . მეც ვცდილობდი , დედას და ლაშას გამო კარგად ვყოფილიყავი .
ლაშას ჩამოსვლიდან ორი დღით ადრე დავბრუნდით მე და ვეკო თბილისში. დილით ძალიან ადრე წამოვედით , რომ არ დაგვღამებოდა თავზე . სახლი ძალიან მოუწესრიგებელი დაგხვდა . დიდხანს ვალაგებდით , ყველგან მტვრის ბუდე იდო . საჭმელიც არაფერი იყო . მაღაზიაში ჩავედი და პროდუქტები ვიყიდე , ვეკოს ნიკამ დაურეკა და მასთან წავიდა სახლში . აღარ ვიცოდი მარტო რა მეკეთებინა . მაცივარში პროდუქტები შევაწყვე . ხილი და ბოსტნეული გავრეცხე . ვეკომ დამიბარა გვიან მოვალო , ვიცოდი ასე მშიერს დიდხანს რომ ვერ გავძლებდი . თან არც კარტოფილი მინდოდა , ინტერნეტში რეცეპტების ძებნა დავიწყე. ცეზარის გაკეთება დავიწყე . ყველა საჭირო პროდუქტი მქონდა . სალათის ფოთლები დავკეპე , გახეხილი ხველი , მარილი ლიმონის წვენი და ზეთი დავუმატე . პურის დაჭრის დრო ლამის ხელი გავიჭერი . საბოლოოდ ძალიან გემრიელი ცეზარი გამომივიდა . სოკოს სალათი გავაკეთე , ძალიან მარტივი მოსამზადებელი აღმოჩნდა . დაღლილს აღარაფრის თავი მქონდა. ძლივს მივალაგე სამზარეულო .
კარგახანი ვიდექი დუშის ქვეშ , სანამ კანი არ დამასკდა მანამდე არ გამოვედი . თბილი პიჟამოები ჩავიცვი და საწოლზე წამოვწექი . ცოტანში ძილი მომერია ... ბუნდოვნად ჩამესმოდა კარზე კაკუნი , თვალები ნელა გავახილე . ახლა უკვე კარგად მესმოდა კარების ხმა . ძლივს წამოვწიე ტანი .
- მოვდივარ .
მეგონა ჰალუცინაციები დამეწყო. ვერ ვიჯერებდი, რომ , ის ვინც ჩემს წინ იდგა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ იყო . დიდხანს, თვალებგაფართოებული ვუყურებდი ,მაგრამ გამოსახულება არ ქრებოდა. მაინც არ მჯეროდა რომ რეალობა იყო რასაც ვხედავდი . რამდენიმე ნაბიჯი ბორძიკით გადავდი მისკენ , სახეზე ვერ ვწვდებოდი მკლავებზე და მუცელზე ვეხებოდი , ვგრძნობდი მის ღრმა სუნთქვას , მის გულისცემას . მერე გიჟივით დავუწყე ხელზე თითების ჩამოსმევა.
- მითხარი ,რომ შენ ხარ , - ვბურტყუნებდი და ვტიროდი , - მითხარი რომ არ მელანდები , - ხელის გულებს ნაზად ვუკოცნიდი , ვგრძნობდი რომ ისტერიკა მეწყებოდა . არ მინდოდა ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ყოფილიყო . მერე ძლიერად ჩამიკრა გულში , ზურგზე ნაზად მისმევდა ხელებს , ამაზე ამაღლვებელი და დაუვიწყარი მთელი ცხოვრების მანძილზე არაფერი მიგრძვნია. ეს იყო ყველაზე დაუჯერებელი რეალობა . კისერზე რამდენჯერმე ძალიან ნაზად შემეხო მისი ბაგეები , დიდხანს მესმოდა - დამშვიდდი , ჩუუ . შენთან ვარ . კარგახანს ვიყავი მის მკლავებში მოქცეული . მისი შეხება სხვა სამყაროში გადამისვრიდა ხოლმე. ძლიერ მკლავებს ვგრძნობდი წელზე , ასე მშვიდად არასდროს ვყოფილვარ . როცა მასთან ვიყავი ყველაფრის გადატანა შემეძლო . ყველანაირი ტკივილის ატანაც ოღონდ მასთან ვყოფილიყავი ... ორივეს გვიკანკალებდა თითები , დიდხანს მედო თავი მის მკერდზე. არაფერს ვგრძნობდი გარდა სიმშვიდისა .
- მენატრებოდი , - ნაზად მომადო ბაგეები თვალებზე , მერე შუბლზე... ნაზად მიკოცნიდა ნაკთებს , - სახლში არ მიშვებ? , - ისე გაიღიმა მე რომ გონებას მიბინდავდა. ახლა შევამჩნიე რომ სადარბაზოში ვიდექი .
- უი , მოდი , - სახლში შემოვატარე . მისაღებში დივანზე დაჯდა .
- კალთაში ჩამიჯექი , - მეუცნაურა მისი სიტყვები , ჩემს სახეზე ღიმილი ვერ შეიკავა . დიდხანს ვიყავი მის მკლავებში მოქცეული . არაფერზე ვლაპარაკობდით , ღრმად ვისუნქავდით ჰაერს. არ ვიცი ასე რამდენხანს ვიყავით ...

- არ გშია? - თავი დამიკრა , - ცეზარი და სოკოს სალათი გავაკეთე . მეც მშიერი ვარ და ერთად ვჭამოთ , - სუფრა გავშალე , წყალი დავდგი გაზქურაზე ჩაისთვის . ძალიან მოეწონა ყველაფერი , მეც გემრიელად ვჭამდი . დიდხანს ვილაპარაკეთ . მონაყოლი ამბებიც თავიდან მოვაყოლე . თერთმეტი საათი იყო დაწყებული როცა დასაძინებლად წავედით .
თბილი ჟაკეთი ეცვა , მისი საოცარი სუნით იყო სავსე... გაიხადა და თხელი მაიკით ჩაწვა საწოლში , მე ისედაც პიჟამოები მეცვა და გამოცვლაც არ დამჭირდა . ერთმანეთზე ჩახუტებულებს მალევე ჩაგვეძინა .
მზე კიდევ არ იყო ნორმალურად ამოსული როცა გამეღვიძა . ძილის შებრუნება ვცადე ,მაგრამ ვერაფრი დავიძინე .ლაშას წელზე მოეხვია ხელი , თავი ჩემს თმებში ჩაერგო . ასე კარგად დილა არასდროს დაწყებულა . ოდნავ მოვშორდი მის სხეულს .შემეძლო თავისუფლად მეთქვა ,რომ ძალიან იღბლიანი ვიყავი . თითებს ძალიან ნაზად ვუსმევდი სახეზე , ძილშიც ძალიან მშვიდი იყო.
თვალები ნელ-ნელა გაახილა . ჩემს დანახვაზე გაეღიმა , ტუჩები ყელზე მომაწება .
- დილამაშვიდობისა დეაკო , - არასდროს მომწონდა სახელებს "კოს" ,რომ უმატებდნენ . ლაშას ნათქვამი სულ სხვა ემოციებს იწვევდა ჩემში . ისეთი შეგრძნება მრჩებოდა თითქოს სახელში აქსოვდა ყველანაირ ნაზ და წრფელ გრძნობებს .
კიდევ უფრო ძლიერად მომიქცია მის მკლავებში .
- ასე კარგად მგონი არასდროს მძინებია , - ბედნიერმა ამოვილაპარაკე , - შენ როგორ გეძინა ?
- ძალიან მშვიდად , ასე ტკბილად ბავშვობაში დედაჩემის მკლავებში მეძინა მარტო .

***

შუადღემდე არაფერი გვიკეთებია , ყველაფერზე ვილაპარაკეთ , მის მკლავებს არ მოვშორებივარ. ტოსტები რომ არ გამეკეთებინა შიმშილით დავიხოცებოდით .
- ცოტახნით სახლში უნდა გავიარო , მოსაწესრიგებელი ვარ . მერე მოგაკითხავ და ჩემს სახლში წავიდეთ . ჩემი მშობლები მინდა გაგაცნო , - ვიცოდი რომ ჩემზე სერიოზულად ფიქრობდა ,მაგრამ მაინც საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი . თან ცოტა არ იყოს მრცხვენოდა მათთან შეხვედრა .
- რა იყო დეა ?
- მდა ... არაფერი , უბრალოდ გამიკვირდა .
ჩემი აწითლებული სახის დანახვაზე უცნაურად ჩაეღიმა.
- რა არის გასაკვირი მაგაში ? აქამდეც წაგიყვანდი ,რომ არა ამხელა მანძილი . შენ ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი ხარ ! მინდა ,რომ არასდროს შეგეპაროს ეჭვი იმაში , რომ შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ , კარგი?
- იცი , მე ადრე შენი მშობლები ნიკამ გამაცნო ,მაგრამ მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო და ...
- ჩემი ლომი , - თვალებ აციმციმებული მისკენ გავიქეცი და ძალიან ძლიერად ჩავეხუტე , ისე ძლიერად ყველა ნეკნის ტკაცუნი მესმოდა .


ვეკო მალევე მოვიდა ლაშას წასვლიდან . ორივეს გარდერობი გადმოვყარეთ და საღამოსთვის სასურველ კაბას ვეძებდით . ვეკო უფრო გამომწვევ ტანსაცმელებს მირჩევდა , მე კი უბრალოდ რამე სადა მინდოდა .
- კარგი რა , ამ კაბას რას უწუნებ ? - ძალიან მყვირალა ფერის კაბა დამანახა .
- განა რამეს ვუწუნებ , უბრალოდ ახლა სულ სხვა რაღაც მჭირდება.
საბოლოოდ არჩევანი ხორცისფერ მუხლებამდე კაბაზე შევაჩერე, რომელზეც ძალიან ლამაზი პატარ-პატარა წითელი ფერის ყვავილები ეხატა , წითელი ბალეტკები მოვირგე ფეხზე. თმები ვეკომ დამიწნა ძალიან სადად . შეუმჩნეველი მაკიაჟი გავიკეთე და მზად ვიყავი . შემეძლო თავისუფლად მეთქვა, რომ კარგად გამოვიყურებოდი.
ჩემი საყვარელი სუნამო შევისხი , ნარცისოს სუნნელმა საოცარ განწყობაზე დამაყენა. ლაშაც მალევე მოვიდა , ძალიან მოეწონა ჩემი ჩაცმულობა და რა თქმა უნდა, მე. ვერ ვიტყვი , რომ არ ვნერვიულობდი მანქანაში სანამ ლაშას სახლში მივიდოდით . უბრალოდ ჩემი ლომი იმდენად მარწმუნებდა ,რომ სანერვიულო არაფერი იყო მალევე დავმშვიდდი . როგორც გავიგე მათმა ოჯახმა ჩემს შესახებ ძალიან ბევრი რამ იცოდნენ.
ყველა ძალიან თბილად შემხვდა , მითხრეს რომ აეროპორტში რამდენჯერმე დამინახეს ლაშას ჩამოსვლის დღეებში . მთელი ოჯახი დიდ სინათლეს ასხივებდა .
ნიკა ჩემი იქ ყოფნის მანძილზე ჩემს სახეზე იცინოდა . მაკას და ოთარს საოცარი იუმრის გრძნობა აღმოაჩნდა . ბევრ რამეზე ვისაუბრეთ.
- როდის აპირებთ უფრო სერიოზული გახადოთ ურთიერთობა ?
- მალე , - ხმამაღლა ამოილაპარაკა ლაშამ , - ველოდები როდის დაასრულებს დეა უნივერსტეტს რომ შუაზე არ გავიხლიჩოთ , ზაფხულამდე ეს არ მოხერხდება .მერე მეც ივნისის ტესტები მეწყება და თავისთავად აქ საერთოდ არ ვიქნები ... როცა ორივეს არაფერი შეგვიშლის ხელს მაშინ დადგება ეგ დღე , - ძალიან გამეხარდა , რომ ჩემზე ასე ფიქრობდა , მესიამოვნა რომ მელოდებოდა ,მანამ სანამ მზად არ ვიქნებოდი ...
- ძალიან მიხარია თქვენი ამბები , ასეთი საყვარელი გოგო შენს ხელში მეცოდება დედა , - მაკამ ისე სასაცილოდ თქვა ეს სიტყვები რთული იყო არ გამცინებოდა .
- ოჰ , დედა . ოჰ , დედა , მე როდის დამაფასებ ერთი ? - ლაშაც ამყვა სიცილში .
- მთელი ცხოვრებაა გაფასებ !



***
მერე ისევ ის განმეორდა რაც ყველაზე მეტად არ მიყვარდა .
ისევ აეროპოტი ...
დამშვიდობების მომენტი იყო გაუსაძლისი ,მაგრამ ვიცოდი რომ ეს უნდა მომხდარიყო . ამაყი ვიყავი მისით . უბრალოდ გულს ვერაფერს ვუხერხებდი . მის გარეშე ყველაფერი სისულელედ მეჩვენებოდა . ერთადერთი რაც მამშვიდებდა - ვიცოდი , რომ მალე დაბრუნდებოდა . უხმოდ გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს .
არანაკლებ განიცდიდი თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს ჩემს გარეშე. მერე ისევ გაიშვიათებული ზარები . აუტანელი მონატრება... რამდენიმე დღე საერთოდ არ ეცალა , იშვიათად თუ დამირეკავდა ხოლმე ისიც საღამოობით , ვარჯიშის შემდეგ . ის დრო კი ყველა თბილ სიტყვას ვეუბნებოდი რაც კი ვიცოდი , თითოეული ბგერით ვეფერებოდი ასე შორიდან . ისე სევდიანად მიყურებდა ხოლმე მე რომ გულს ძალიან მტკენდა. მერე იყო ლაშა კიდევ უფრო ემოციური . ძალიან მაგრად ჩაიარა მატჩმა . 24-7 დაამარცხეს ბორჯღალოსნებმა რუსეთი . სიამაყის გრძნობა ბატიბუტებივით მასკდებოდა სხეულზე. ლაშა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა . აღარ ვიცოდი იმ გრძნობისთვის რა მექნა რასაც ვგრძნობდი . ყველას ვუმეორებდი რომ ლაშა ჩემი იყო . მერე იყო მორიგი შეხვედრა და- ჩვენ რომლებიც ერთმანეთის გარდა ვერავის ვამჩნევდით . მომდევნო დღეები ხშირად ვერ ვნახულობდი სულ ვარჯიშები ჰქონდა . რამდენჯერმე ვესტუმრე მაკას და ოთარს. ვამჩნევდი რომ მათ ძალიან მოვწონდი .
დედა და მამა რუმინეთის მატჩამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდნენ . დედას ყველაფერს ვუყვებოდი ლაშას შესახებ , მამაც ასე თუ ისე ყველაფერი იცოდა .ორივე ძალიან გახარებული იყო ჩვენი ამბებით .
მატჩის წინა ღამეს ლაშამ დამირეკა ტელეფონზე , მთხოვა მამასთვის მიმეცა ტელეფონი . დიდხანს საუბრობდნენ , ბოლოს მამამ მითხრა რომ მოვმზადებულიყო . გაურკვევლობაში ვიყავი , არ ვიცოდი რა ხდებოდა ან რატომ უნდა გამოვპრანჭულიყავი . ბევრი არ მიფიქრია ტანსაცმელეზე , ჩემი საყვარელი კაბა ჩავიცვი და თმები გავიშალე . მისაღებში დაბრუნებულს ლაშა დამხვდა სავარძელში მჯდომი , ჩემს მშობლებს ესაუბრებოდა . ასეთი სერიოზული ცხოვრებაში არ მენახა . ჩქარი ნაბიჯით წავედი მისკენ და ძალიან ძლიერად ჩავეხუტე .
გამიღიმა და წავედითო...


***

როცა თვალები გავახილე ჩემთვის უცხო ბინას მოვავლე თვალი . ყველგან წითელი სანთლები ენთო . ერთი მაგიდის და ორი სკამის გარდა მისაღებში არაფერი არ იყო . სახლს ეტყობოდა რემონტდებოდა . გაურკვეველი მზერით შევხედე .
- მოდი აქ დაჯექი . სკამზე ჩამოვჯექი , თვითონ მუხლებზე დადგა , ხელები ჩემს მუხლებზე დააწყო და ძალიან დიდხანს მიყურა თვალებში .
- მინდა როცა შენთან ჩახუტება მომინდება მანძილი არ გვაშორებდეს ერთმანეთს . მინდა სულ ვგრძნობდე შენს შეხებას . მინდა ყოველთვის მათრობდეს შენი სურნელი.
პატარ ბიჭი აღარ ვარ უკვე , ვიცი რა მინდა , ისიც ვიცი რა მჭირდება . მე კიდე შენს გარდა არაფერი მჭირდება .დავიღალე , თვეში რამდენჯერმე შენი ნახვა არ მყოფნის . ვიცი შენც ჩემსავით როგორ გიჭირს . ასე გაგრძელებას აღარ ვაპირებ იცოდე.
- მოიცა ... რისი თქმა გინდა?
- მადროვე. როგორც კი გამოცდებს ჩააბარებ და სწავლას დაამთავრებ მინდა ჩემთან გადმოხვიდე . უბრალოდ საქართველოში დიდ დროს ვეღარ გაატარებ . უმეტესად სულ საფრანგეთში იქნები ჩემთან ერთად . ეს ბინა კი ჩვენი მომავალი ბუდეა . ზაფხულზე დასრულდა რემონტი. მე უბრალოდ შენი თანხმობა მჭირდება . დეა ,ცოლად გამომყვები? - მთელი ხმით ავზლუქუნდი , თვალებზე დავუწყე ფერება . დავიხარე და მთელი გრძნობით ვაკოცე .
- ანუ ?
- ანუ გამოგყვები ! ოღონდ ერთი იცოდე გამოცდებამდე გავხდები შენი ცოლი . რატო უნდა გავწელოთ დრო ტყუილად . როგორ მიყვარხარ ლაშა ნეტავ იცოდე . მთელი გრძნობით მეფერებოდა.
იცით იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო ...

***
19 მარტს მთელი დინამო გადაჭედილი იყო . უამრავ ადამიანს სახეზე საქართველოს დროშა ეხატა . ასე ერთიანი არასდროს ვყოფილვართ . ამინდიც ხელს უწყობდა ბიჭებს მოსაგებად . ჩემს გვერდით ლაშას მშობლები ისხდნენ და ჩემი მშობლები . ცოტა იქით ჩვენი მეგობრები . ყველა ერთად ვგულშემატკივრობდით '' ბორჯღალოსნებს" . თამაშის დაწყებიდანვე უპირატესობა გვქონდა რუმინეთთან . თითქმის უშეცდომოდ იბრძოდნენ . ჩემი თბილი და მშვიდი ლაშასგან აღარაფერი იყო შემორჩენილი . თამაშის დროს სულ სხვანაირი ხდებოდა . რამდენიმე ლელო დადო . ისევ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა .თითოეული ბორჯღალოსნები ნამდვილი გმირი იყო 19 -ში . მერე იყო ის ყიჟინა რასაც იმსახურებდნენ . მთელი ხმით მათ სახელებს გავყვიროდი , თითქმის ყველა ასე იყო . ჩემი მშობლებს სახეზე უზარმაზარი სიამაყე ეწერათ .
საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 38: 9 დარჩა .

არავინ უშვებდა ლაშას ჩემამდე . ერთი ჯურნალისტიდან მეორე ჟურნალისტთან "გადადიოდა" . მთელი გულით უცინოდა ყველას . ვხედავდი ჩემთან ერთად ისიც არანაკლებ ამაყი იყო . მერე იყო მისი გაოფლილი სხეული ჩემზე აკრული ...


ერთ დღეს მე და ლაშა კაფიდან გამოსულები სახლში ვბრუნდებოდით , როცა მგზავრობის დროს ძალიან მაგარი იდეა გამიჩნდა .
- ლაშუკა , - აღტაცებულმა ვუთხარი.
- ოხ დეა , ეს ლაშუკა რა არის ეგ გამაგებინა , - ამოიბუზღუნა .
- მაშინ დეაკო რა არის ? - ჩემი ირონიული სახის დანახვაზე ჩაეღიმა.
- შენ გიხდება კიდეც , მაგრამ ლაშიკო ძალიან ცუდად ჟღერს .
- ოხ , შენ ვინ ხარ . იცი , რა მოვიფიქრე?
- ჰო , ვიცი .
- მოიცა , - ენა დამებანა , - საიდან იცი ?
- ზოგჯერ რა სისულელეს იტყვი ხოლმე , საიდან უნდა ვიცოდე რაზე მეუბნები . ვანგას ვგავარ ? - ჩაეღიმა , მეც გამეცინა . ზოგჯერ მართლაც რა სისულელეს ვიტყვი ხოლმე.
- იცი სად მოვაწეროთ ხელი ? - აღტაცებულმა ვუთხარი .
- დეა , ნუ გადამრიე . საიდან მეცოდინება .
- სად და მოედანზე , - რაღაც ძალიან უჩვეულო სახე მიიღო ჩემს ნათქვამზე , თავიდან გაეღიმა შემდეგ გადაიხარხარა.
- მოიცა , მეღადავები?
- არა , რატო უნდა გეღადავებოდე ? მინდა რომ ჩვენი ქორწილი განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყოს . წარმოიდგინე რა მაგარი იქნები შორტებში , ''გამაშში'' , პერანგში და ბაბთაში . მე კიდევ შორტში და შენი მაისურში . ჰო კიდევ გვირგვინი და ფატა მეკეთება . დამსწრეებიც კი ჩვენსავით უნდა იყვნენ . მოედანიც ისე მოვრთოთ როგორც შესაძლებელი იქნება . , - გაოცებული მიყურებდა . ბოლოს იქამდე მივიყვანე ყველაფერი სანამ ეს დეა თვითონაც არ მოეწონა . დიდი დრო არც გვქონდა ამ ყველაფრის გასაკეთებლად , მხოლოდ 5 დღე . ერთ კვირაში ისევ საფრანგეთში ბრუნდებოდა . ასე შეიძლებოდა უფრო გაგვჭირვებოდა ,მაგრამ ამასაც გადავიტანდით . ივლისში კი ერთი წამითაც ვერ მომიშორებდა .
ზაფხულში ივნისის ტესტები ეწყებოდა ლაშას , ივლისის დასაწყისში საქართველოში ბრუნდებოდა მე კი იმ დროს უნივერსტეტი დასრულებული მექნებოდა და თავისფულად შეგვეძლებოდა ერთად ცხოვრება.
ჩვენი იდეით დიდად ჩვენი მეგობრების გარდა არავინ აღფრთოვანებულა . დედამ და მამამ როცა ეს ამბავი გაიგეს იმ დღესვე თბილისში ჩამოვიდნენ . ყველა ერთად ცდილობდა დაგვხმარებოდა. ზოგი ფატის ამბავს აგვარებდა , ზოგი შორტების , ზოგი დეკორაციების გაკეთებას მოედანზე . ყველას გადანაწილებული ჰქონდა თუ რას გააკეთებდნენ . ლაშამ ყველა ბორჯღალოსანს გააგებინა ქორწილის შესახებ . ზოგი საგანგებოდ ჩვენთვის ჩამოვიდა საფრანგეთიდან . მთელი ხუთი დღე რომელ "ბაზრობაზე" არ დადიოდნენ დეკორაციებისთვის . მაისურებზე ლაშა და დეა ეწერა . მე ლაშას მაისურზე დამიწერა მკერავმა ჩემი სახელი . ორივეს 8 ნომერი უნდა გვცმოდა . ჩემი ზომის ბუცები ძლივს ვიპოვე.
დიზაინერები დავიქირავეთ , მათთან ერთად ვატო და ნიკა იყვენენ უმეტესად . თითქმის ყველაფერს იწუნებდნენ . ხან რა მოწონდათ , ხან რა არ მოწონდათ. ძალიან რთული გასაკეთებელი იყო ეს ყველაფერი , რადგან არავინ იყო დიზაინერი ისეთი რომელსაც ოდესმე სტადიონის დიზაინი გაეკეთებინა .
სანამ ჩვენი ბინა გარემონტდებოდა მანამდე ლაშას მშობლებთან გადავიდოდით . ლაშამ მითხრა სანამ მე ჩამოვალ ისევ ვეკოსთან იყავიო ,მაგრამ მერჩივნა ჩემი ბიჭის სახლში მეცხოვრა . წინა დღეს იმდენი საქმე მქონდა სახლში როგორც კი შევედი მაშინვე ჩამეძინა .


დილის ცხრა საათზე გამეღვიძა ... დედა და მაკა აქეთ იქეთ დარბოდნენ , რაღაცებს აწესრიგებდნენ . სააბაზანოში შევედი , დიდხანს ვინებივრე წყლის ქვეშ . სახის და ტანის კრემი წავისვი და საძინებელში დავბრუნდი . ვეკო იქვე მელოდებოდა.
- გოგო , რით ვერ გადაეჩვიე საათობით სააბაზანოდან გამოსვლას?
- შენღა მაკლიხარ , - გავუცინე , დილიდან მშვენიერ განწყობაზე გამეღვიძა.
- ვიზაჟისტები არიან მოსულები და გელოდებიან .
მერე იყო საშინლად დამღლელი პროცედურები , მაგრამ ამად ღირდა . იმდენად მომეწონა ჩემი თავი ლამის სარკეში შევვარდი . შორტები და მაისური ჩავიცვი , ფატა გავიკეთე .
- ვეკოო , -მთელი ხმით დავიყვირე ,- შემოდი ერთი წუთით .
მალევე გაჩნდა საძინებელში , ჩემს დანახვაზე იმხელაზე იყვირა "ვაუ" ცოტა არ იყოს შემეშინდა . აღტაცებული მიყურებდა.
- ყველაზე მაგარი პატარძალი ხარ ! , - მთელი ძალით მომეხვია .
- მადლობა, გოგო , არ იცი გვირგვინი სად არის?
- კი , მოიცა , - კარადიდან ყუთი გადმოიღო , გახსნა და ჩემი პატარა ,მაგრამ ულამაზესი გვირგვინი მომაწოდა .
- ასეთ რამეს შენს გარდა ვერავინ მოიფიქრებდა .
ოთახში ყველა ჩემი ნათესავი შემოლაგდა . დედა და მაკა მთელი გულით მიკრავდნენ გულში . "ჩემი პრინცესა" - ყურში ჩამჩურჩულებდნენ ...

***

მოედანზე შესულს სრული შოკი დამემართა ვერც კი ვიფიქრებდი ყველაფერი ასე კარგი რომ გამოვიდოდა . ლაშას მეჯვარე "ბორჯღალოსანი" იყო , ჩემი კი ვეკო. იმდენად სიმპატიურად გამოიყურებოდა ლაშა სული შემეხუთა . ბიჭებს ყველას ერთნაირად ეცვა , ქალებს ბორჯღალოსნების მაისურები და შორტები მხოლოდ .
იდგა და მელოდებოდა , ვუღიმოდი და ისიც მიღიმოდა . ვთხოვდებოდი იმ ადამიანზე რომელიც ყველაფერს მირჩევნია . მისი ერთი გაღიმებაც ყველაფერს ნიშნავდა ჩემთვის . აღტაცებული მიყურებდა , მივუახლოვდი თუ არა ყელში მაკოცა და ყურში ჩამჩურჩულა :
- საოცრება ხარ , ჩემი საოცრება ! - ხმა ჩახრიწიანებოდა . მერე თითქოს ვეღარაფერს აღვიქვამდი , თითქოს სიზმარში ვიყავი . ძლივს გავარჩიე ჩემი ნათქვამი "თანახმა ვარ " . ჩემი ცხოვრება ნამდვილად წარმოუდგენელ სიზმარს ჰგავდა . იმდენად ბედნიერი ვიყავი ბედნიერებამ დამამუნჯა. ახლა ის ხდებოდა რაზეც ოცნებაც არ ღირდა .
მე მყავდა ქმარი , რომელიც ყველაფერს მერჩივნა . ჰო , ქმარი ! ჩემი ქმარი! ეს ისე უცხოა ჩემთვის და იმდენად უცნაური ... მინდოდა მთელ ხმაზე მეყვირა რომ ჩემი ქმარი იყო .სამაგიეროდ თვითონ გააკეთა ის რისი გაკეთებაც მე მინდოდა .
- დეა , ჩემია . ჩემი ცოლიააა! - მთელ ხმაზე ყვიროდა , ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს . სულ სხვანაირი იყო ახლა . ორჯერ მეტად ამაღლებულიყო ჩემთვის . სინათლეს ასხივებდა .
- ლაშა ,ჩემია ! ჩემი ქმარია , - მართალია მისნაირი ხმა არ ამომსვლია ,მაგრამ არც არაფერი დაკლებია . ჩემს ყვირილზე ორივეს გულიანად გაგვეცინა . ჩამეხუტა და მთელი სინაზით მაკოცა.
ყვავილი ვეკომ დაიჭირა . "ბორჯღალოსნებმა" ორივე მაღლა აგვაგდეს რამდენჯერმე და დაგვიჭირეს . შამპანიური გავხსენით და ცოტა დავლიეთ . მერე კლუბში წავედით , რომელზეც ვეკო ზრუნავდა . ყველაფერი ისე ლამაზად გამოიყურებოდა მეშინოდა რამე არ გამეფუჭებინა . იმდენი ვიცეკვეთ მე და ლაშამ ფეხზე ძლივს ვიდექით . სასმელიც საკმაოდ ბევრი დავლიეთ , იმის მიუხედავად რომ ლაშას სასმელი არ უყვარდა . ყველა ძალიან ერთობოდა . არ ყოფილა ჩემთვის უაზრო ტრადიციები და საბოლოოდ ჩხუბით დასრულები ქორწილი. ეს იყო ქორწილი სადაც არავინ იყო მოწყენილი . უკლებლივ ყველა ასაკის მიუხედავად იდგა და ცეკვავდა . შემდეგ ბორჯღალოსნებმა მე და ლაშას საოცარი სიმღერა მოგვიძღვნეს . ვერც კი ვიფიქრებდი ასეთი ხმები თუ ჰქონდათ . სულგანაბულები ვუსმენდით , ბოლოს იმდენი ვიტირე ძლივს დავწყნარდი , ამდენი ემოცია ერთ დღეში ჩემთვის რთული "ასატანი" იყო .

ტაქსით წავედით წყნეთში , იმდენად მთვრალი იყო ყველა საჭესთან ვერავინ დაჯდებოდა . საოცრად ლამაზ სახლში ამოვყავი თავი . სინათლე აანთო თუ არა თვალში ეგრევე ლამაზად გაშლილი პატარა სუფრა მომხვდა . სავარძელი დავინახე თუ არა მთელი სისწრაფით დავხტი ზედ . ჩემს დანახვაზე ლაშამ კარგახანს იცინა . ბუხარში შეშა შეალაგა და აანთო , საოცრად კარგი გარემო შეიქმნა წამებში . პატარა ,მაგრამ ძალიან კომფორტული და მყუდრო იყო სახლი . პირველი სართული მთლიანად მისაღები და ერთი კუთხე მთლიანად ბარი იყო . იქვე მოწყობილი სამზარეულოს მსგავსად პატარა კუთხე, მეორე სართულზე ორი ოთახი და სააბაზანო . მაღლა ასასვლელად ამ ოთახიდან კიბე ადიოდა .
ორივე ბუხართან ერთმანეთზე ჩახუტებულები ვიწექით , ხმას არცერთი ვიღებდით . არც გვქონდა რამის თქმის თავი იმდენად ვიყავით სასმელისგან გაბრუებულები . თვალებს ძლივს ვახელდით იმდენად გვეძინებოდა . ძლივს ავწიეთ ტანები და საძინებელში ავედით . არაფრის თავი გვქონდა საერთოდ . წყალიც ვერ გადავივლეთ . ძალიან უცნაური წყვილი ვართ ... დავწექით თუ არა მაშინვე ჩაგვეძინა . საოცრად ტკბილად მეძინა მის მკლავებში მომწყვდეულის კვალობაზე .
რაღაც მაწუხებდა ,მაგრამ რა ვერ ვხვდებოდი . თვალები ,რომ გავახილე უკვე გათენებულიყო . ვერაფრით მოვისვენე , მერე აღმოვაჩინე რომ ფატით ჩავწოლილიყავი . პრინციპში როგორ მეძინა ამხელა ფატით ასე ტკბილად ეგეც მიკვირს . ლაშასკენ გადავბრუნდი ძილში ტუჩები გაბუშტოდა , იმდენად მინდოდა მისი ბაგეების დაგემოვნება ვერაფრით მოვითმინე და ვაკოცე . ოდნავ შეიშმუშნა და ძილი განაგრძო . საწოლიდან მალევე ავდექი წყლის გადასავლებლად წავედი სააბაზანოში . დიდხანს ვინებივრე წყლის ქვეშ . ტანი გავიმშრალე თხელ საკმაოდ მოკლე ხალათს დავწვდი და მოვიცვი . საძინებელში დაბრუნებულს ლაშა გაღვიძებული დამხვდა . საწოლზე იწვა და ნებივრობდა .
- რაო გაიღვიძეთ პრინცო? - გადავიხარხარე და საწოლზე დავახტი .
- ოჰ, როგორ გაცუღლუტი , - თვალებში ორივეს ბინდი ჩაგვდგომოდა . მკლავზე ნაზად დამისვა ხელი , გავინაბე .
ხელებს უმისამართოდ დაატარებდა ჩემს ტანზე . მთელ სხეულზე ჟრუანტელი მივლიდა .
- საოცარი ხარ, ყველაზე ლამაზი , - ჩუმად ბურტყუნებდა ...ძალიან ნაზად მიკოცნიდა ჯერ ერთ ბაგეს შემდეგ მეორეს .
ნელ-ნელა ვეღარაფერს ვუხერხებდი ჩემს ემოციებს ...

***

- სულ რატომ ბურდღუნებ? მაცადე , დეა მოგეფერო .
- კარგი რა , ახლა რომ ჩვენები ამოვიდნენ საძინებელში მაინც ავიდეთ , - ამოვიწუწუნე.
- ნუ , გადამრიე , - გაეცინა , - ვინ უნდა მოვიდეს? ყველა გავაფრთხილე ეს ორი დღე არავინ დამენახოს ; ეს ორი დღე მხოლოდ შენი ვარ გოგონი , - მთელ ხმაზე გადაიხარხარა და ჩემი ფერება განაგრძო .

იმდენად კარგი იყო მასთან რომ შეიძლება აღარსად გამეშვა . რა თქმა უნდა, ვხუმრობ . ვხვდები ,რომ ხელი არ უნდა შევუშალო იმ საქმეში რაც უყვარს . რაგბი მისი ოჯახია , ერთი დიდი ოჯახი... ლაშას დიდი ოჯახი ყავს - ჩვენი პატარა ოჯახი რომელიც ჯერ-ჯერობით ორი ადამიანისგან შედგება, მშობლები , ნიკა და რაგბი . მთელი ეს ორი დღე ერთმანეთით ვერ ვძღებოდით , სახლიდან თითქმის არ გავსულვართ . გვინდოდა ამ ორ დღეში ყველაფერი მოგვესწრო , რაც შეუძლებელი იყო . რამდენჯერმე ფილმსაც ვუყურეთ . კომედიური ჟანრის , იმდენი ვიცინეთ ახლა მტკივა მუცელი . საჭმელების კეთებას მასწავლიდა , კიდევ ვიტყვი საკმაოდ უცნაური წყვილი ვართ . რა ვქნა მას ჩემზე უკეთესი ხელი აქვს , მე სალათებიც იშვიათად გამომდის კარგი ,მაგრამ მთელი გულით ვცდილობდი რამე ნორმალური გამეკეთებინა მისთვის .
თვითონ ხაჭაპური გააკეთა , მე სალათები . ის ერთი ნაჭერი ხაჭაპურიც ჯობდა ჩემ სალათებს ,მაგრამ ამას როგორ ვაღიარებდი მასთან .
- ნელ-ნელა ისწავლი , - გაეცინა.
- ასეთ გემრიელ ხაჭაპურს მეგონა ბებოს გარდა ვერავინ აკეთებდა , სად ისწავლე?
- კაცი , რომელიც მარტო ცხოვრობს ის ყველაფრის კეთებას სწავლობს .
- ჩემი მაგარი ბიჭი , - ჩუმად ამოვიჩურჩულე და ტუჩები ყელში მივაწებე , - მინდა რომ ჩვენი ოჯახი ძალიან დიდი იყოს .
- ასეც იქნება , ვიმუშაოთ ამაზე , - გაეცინა და მერე ისევ საძინებელში ამოვყავი თავი ...



ერთ-ერთი მომხარებლის გამო სრულად დავდე . ახალი ისტორიის წერა დავიწყე, იმედია მალე იქნება



მაგარი გოგო ხარ შენ

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუ ძააან ძაან მაგარიი იყოოო ვაიმეე რა საყვარლები არიაან :)) ვგიჟები ასეთ ისტორიებზე... ძაან ისიამოვნეე და მადლობა შენ ამისთვის <3 იმდენად კარგი იყოო როომ სიტყვები უბრალოდ ზედმეტიაა :))

 


ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა.სასიამოვნო წასაკითხი იყო.ვუიმე რა საყვარლები არიან დეა და ლაშა.ქორწილი როგორც გააკეთეს ძალიან მომეწონა,რაღაც განსხვავებული იყო და ამან მომხიბლა.მოკლედ,ძალიან მომეწონა:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) <3

 


№4  offline წევრი ლოლიტა

დიდი მადლობა love

 


№5  offline წევრი Laliashvili009

Dzalian momewonaa ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent