შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ შურისძიება(პირველი თავი)


23-04-2016, 21:27
ავტორი Shorena Quqchishvili
ნანახია 3 843

-ლიზი, დროზე გავიქცეთ, დაგვეწევიან ჩქარაა,- გიო ისინი როგორ დავტოვოთ აქ, მათ როგორ დავუტოვოთ?- ლიზ სხვა გზა არ გვაქვს მათ ვერ გადავარჩენთ, ხომ იცი რომ ჩვენც დაგვხოცავენ თუ დაგვიჭირეს. - გიო ჩვენ როგორ წავიდეთ როცა ვიცით რომ ჩვენს მშობლებს საფრთხე ემუქრებათ. არა უნდა დავბრუნდე. დავბრუნდი და გასროლის ხმა გავიგე, ის ტყვია კი დედაჩემს მოხვდა, მამა უკვე მოკლული იყო... გავშრი ხმა ვეღარ ამოვიღე და ერთადერთი რაც შევძელი, ჩემს ძმას ხელი მოვკიდე და გავიქეცი... მივრბოდი მაგრამ არ ვიცოდი სად, ერთადერთი რაც ვიცოდი ის იყო რომ იმ მხეცებისგან ჩემი ძმა დამხესნა. ხმას ვერ ვიღებდი, მაგრამ როდესაც შორს გავედით მივედით კლდის პირას, ბნელოდა, გარეთ საშინელი ხმები ისმოდა, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნბოდი გაუსაძლისი ტკივილის გარდა, რომელიც ჩემს სხეულს აწუხებდა და ბოლოს ამოხეთქა. როცა გავიხსენე როგორ ესროლეს დედაჩემს და თვალწინ მომიკლეს ის, ერთადერთი რისი თქმაც შევძელი
-დედაააა!!!!!
და გამეღვიძა. ეს ყველაზე საშინელი დღეა ჩემს ცხოვრებაში რომელსაც ვერაფრით ვივიწყებ და რომელიც ყოველ ღამით მესიზმრება.
მე ელიზაბედ ზედგინიძე ვარ 20 წლის, ჩვეულებრივი გოგო რომელიც ნათესავების წყალობით მოვიდა აქამდე, უნივერსიტეტის გამორჩეული სტუდენტი ლექტორების აზრით. მე იურიდიულზე ვსწავლობ ამჟამად მეორე კურსზე, სკოლა ექსტერნად დავამთავრე, რადგან მსურდა ახალი ცხოვრება დამეწყო. მყავს ერთი უმცროსი ძმა- გიო რომელიც ჩემთვის ყველფერია, რადგან მშობლების გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ის დამრჩა. მშობლები ვიღაც უცნობი ბანდის წევრებმა დაგვიხოცეს, რომლებსაც მე არცკი ვიცნობ და ერთადერთი რაც ვიცი მათ შესახებ ისაა, რომ ოჯახი წამართვეს და ვერასდროს ვაპატიებ. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ბიძამ გამზარდა რომელსაც შვილები არ ჰყავდა და ჩვენც საკუთარი შვილებივით ვუყვარდით. განსაკუთრებით კი მაშინ დაგვიდგა გვერდში როცა მშობლები დავკარგეთ და მას შემდეგ ის გვზრდის მე და ჩემს ძმას. იმ 5 წლის განმავლობაში რომელიც მასთან გავატარეთ, ბიძაჩემს ისე ვუყვარდით როგორც საკუთარი შვილები და ყოველთვის ცდილობდა სითბო და სიყვარული არ მოეკლო ჩვენთვის. ჩემი ძმა ადვილად შეეგუა და ცდილობდა რომ მეც ბედნიერი ვყოფილიყავი. თუმცა იმ დღის შემდეგ სრულიად შევიცვალე ის გოგო აღარ ვარ რომელიც ცხოვრებით ხარობდა. თითქოს უფრო გავცივდი ყველას მიმართ და ჩემი ერთადერთი მიზანი სწვალა იყო, რათა ჩემი მშობლები ჩემი სწავლის და წარმატების წყალობით მესახელებინა. ჩემს მშობლებთან ერთად 15 წლამდე სოფელში ვცხოვრობდი, მაგრამ შემდეგ ბიძაჩემთან ქალაქში გადავედი და იქ გავხდი მხოლოდ ელიზაბედი და მეტი არავინ. ჩემს კლასში ყველას შეყვარებული ჰყავდა და ყველა ერთმანეთზე გიჟდებოდა. იყო ერთი ახალი ბიჭიც ირაკლი რომელზეც ყველა გიჟდებოდა და ყველა გოგო კისერზე ეკიდებოდა. თუმცა მე არც ის მადარდება. კლასში როგორც კი შემოვია გოგოები დაესივნენ, მე კი მხოლოდ გაკვეთილს ვაქცევდი ყურადღებას. სწორედ ამან გააღიზიანა და ამიტომ მაინცდამაინც ჩემს გვერდზე დაჯდა. ფიქრობდა, რომ რამე რეაქცია მექნებოდა მაგრამ არც კი გავნძრეულვარ.
- -გამარჯობა, როგორ ხარ? ჩემს გვერდზე დაჯდა და მომესალმა კიდეც რაც არ მესიამოვნა რადგან კონტაქტი არ მიყვარდა დიდად.
- -გამარჯობა!- ვუპასუხე და გავჩუმდი.
- - ასე რატო იქცევი არაფერს მეტყვი მეტს?
- -მეტი არაფერი მაქვს სათქმელი
- -კაი რა, ასე რატო იქცევი? შენს სახელს არ მეტყვი?
- -არა. ვიცოდი მხოლოდ იმიტომ დამსდევდა რომ ვერ მაბავდა და უნდოდა მეც მის სატრფოთა სიაში ვყოფილიყავი.
- -რატო? ასეთი უშნო ვარ რომ არ მოგწონვარ?
- -ხო, მე არ მომწონხარ და ვისაც მოსწონხარ ისინი შეაბი და ხელს ნუ მიშლი ვკითხულობ!
- -მე ისინი არ მჭირდება მინდა, რომ შენ წამოხვიდე და მორჩა ბაზარი, ამ საღამოს გაემზადე ჩემთან ერთად მოდიხარ.
- ახლა კარგად მომისმინე, არსად არ მოვდივარ, სულ ფეხებზე ****** ვინ გინდა რომ წაოვიდეს, მე არ მოვდივარ და დაახვიე აქედან, მე თავი დამანებე და შენი რომელიმე გოგო წაიყვანე დრწმუნებული ვარრ უარს არ გეტყვიან არცერთი. ეს ვთქვი და მასწავლებელიც შემოვიდა, მას აღარაფერი უთქვამს. მთელი ლექცია,ჩვეულებრივად გავიდა. როგორ ყოველთვის ვაქტიურობდი და შესაბამისი ქებაც დავიმსახურე. ლექციების შემდეგ ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ წავედი მაგრამ ირაკლიმ მომაბრუნა, ხელზე მაგრად მომიჭირა და მითხრა
-შენ მაინც ჩემი იქნები და შენი ეგ თავხედობა ჩემთან არ გაგივა იცოდე!!!
- ხელი გამიშვი
-ახლა გაგიშებ მაგრამ ბოლოს მაინც ჩემს ხელში აღმოჩნდები ლამაზო.
-იცონებე იდიოტო ვერ ეღირსები მაგას ვერასდროს, რადგან შენნაირი მამიკოს ბიჭები ჩემთვის არაფერს ნიშნავენ.
ხელი გამიშვა და შინისაკენ გავემართე. როგორც ყოველთვის ვისადილე, ვიმეცადინე და დასაძინებლად მოვემზადე, მაგრამ ჩვევად მქონდა სანამ ჩემი ძმა არ მოვიდოდა ვერ ვიძინებდი, რატომღაც აგვიანებდა ამიტომ ტელევიზორის ყურებით გამყავდა დრო. მაგრამ როგორც ჩანს ჩამეძინა. დილით რომ გავიღვიძე ჩემს საწოლში ვიწექი რაც გამიკვირდა. უკვე 8 იყო მოვემზადე და მისაღებში გავედი, იქ ბიცოლა, ბიძა და ჩემი ძმა დამხვდნენ. ყველას მივესალმე და პირდაპირ ჩემს ძმას მივადექი.
-გიო, გუშინ სად იყავი იმდენი ხნით წასული? როდის მოხვედი?
-დამშვიდდი დიდი ხნით არ ვყოფილვარ და სხვათაშორის მე მიგიყვანე საწოლამდე, ცოტა ჭამე თორე წელი მომტყდა რამდენი კილო ხარ?
ამაზე ყველას გაგვეინა მეც კი, მიუხედავად იმისა რომ იშვიათად ვიცინოდი.
-კაი თავის ქებას ნუ მოჰყვები ახლა სკოლაში გაგვიანდება მოემზადე და ერთად წავიდეთ.
ჩემი ძმა ჩემზე ორი წლით პატარა იყო და ახლა მეთორმეტე კლასში სწვალობდა. უნივერსიტეტი სკოლამდე გვხვდება, ამიტომ იქამდე მაცილებს და სკოლაში მიდის. გზაზე ბევრი ვისაუბრეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. საათს რომ დავხედე მაგვიანდებოდა სასწრაფოდ ავირბინე კიბეები და ვიღაცას შევასკდი, კიბეზე დავგორდებოდი რომ არა მისი მკლავები,რომელბმაც დამიჭირეს. მაღლა ავიხედე და ისევ ის ირაკლი შემრჩა ხელში, რომელიც ირონიულად მიყურებდა.
- ხელი გამიშვიი
- გაგიშვებ მარა დაბლა ჩაგორდები და არ გირჩენია ჩემს მკლავებში იყო?
- ხელები გაწიე მეთქი!!! კიდევ ერთხელ დავუყვირე მაგრამ არ მიშვებდა, ამიტომ ფეხებშუა ამოვარტყი და წასვლა დავაპირე, მაგრამ მოვტრიალდი და მაინც ვუთხარი
- ირაკლი ცაბაძე რამხელა ენაც გაქვს იმხელა ტვინი რომ გქონდეს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეგრე არ გიმართლებს. მეორედ არ გამეკარო თორემ უარესს ვიზავ.
ეს ვუთხარი და კლასში შევედი, თუმცა ლექცია არ იწყებოდა. შემდეგ მეგობარს ვკითხე და აღმოჩნდა რომ ჩემი საათი იყო წინ, ამიტომ მოცდა მომიწია და როგორც ყოველთვის კითხვა დავიწყე. ამ დროს ისევ ის ირაკლი დამადგა თავზე.
- ეგ გრძელი და ლამაზი ფეხები, მალე ისევ ჩემთან მოგიყვანენ, ლამაზო და ჩემგან ვეღარასდროს წახვალ.
- იოცნებე ცაბაძე, მაგას ვერ ეღირსები.
- ვნახოთ ლამაზო, ახლა კი მიიწიე მანდ ვჯდები მეც
- არავითარ შემთვხვეაში ადგილი აღარაა. ეს ვუთხარი და მის გასაბრაზებლად მთელი წიგნები ამოვიღე და გვედით მერხზე დავალაგე გვერდით კი ცარიელი ჩანთა მივუდე.
- კარგი მაშინ შენ ჩაგისვავ კალთაში და ორივე დავეტევით.
- იოცნებე ცაბაძე ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მიიხედე, ნინი პირდაპირ თვალებით გჭამს მიდი ის ჩაიჯინე უარს არ გეტყვის.
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ლექტორი შემოვიდა და ჩემს უკან დაჯდომა მოუწია.
ლექციების შემდეგ საშინელი წვიმა დაიწყო და ზუსტად გზაში მომისწრო, ამიტომ იძულებული გავხდი გზა გამეგრძელებინა. წინ დიდი ორმო იყო ამიტომ მეორე მხარეს გადასვლა მომიწია და გზაზე გადავირბინე. ამ დროს მანქანა წამოვიდა და კინაღამ გადამსრისა, დამუხრუჭება მოასწრო მაგრამ ძირს გამაწვინა მანქანის მცირედმა მაგრამ მაინც დარტყმამ.
- კარგად ხარ? გადმოვიდა ვიღაც და მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა, ხმა მეცნო ცაბაძისას გავდა თუმცა არ მინდოდა ისევ ის ყოფილიყო.
- წინ არ იყურები? კარგად როგორ უნდა ვიყო მანქანით დამეჯახე!
- წინ კი არა გზაზე რომ გადადიხარ უნდა დააკვირდე ჯერ გზას, თან ამ წვიმაში რომ დადიხარ. მომიხლოვდა ჩემთან ჩაიმუხლა და ხელი გამომიწოდა, მაღლა ავიხედე და ისევ ის იდიოტი ცაბაძე. ხელი არ მოვკიდე და ისე ავდექი, თუმცა ფეხი დამიცდა და ისევ მის მკლავებში აღმოვჩნდი. გარეთ კვლავ წვიმდა მე კი ამ წვიმაში მის მკლავებში ვიწექი. ის კი ისევ ისე ირონიულად მომშტერებოდა. მაშინვე წამოვდექი და გზა განვაგრძე მაგრამ დამედევნა.
- ამ წვიმაში ფეხით სად მიდიხარ, წამოდი მე წაგიყვან.
- არ მჭირდება შენი წაყვანა თვითონაც მშვენივრად წავალ.
- კარგი რა ნუ ჯიუტობ, ახლა მაინც წამოდი, სულ დასველდები და გამიცივდები ლამაზო!
- რაა გაგიცივდები? და შენი როდიდან ვარ, ან საერთოდ შენ რატომ გადარდებს რა მომივა, თავი დამნებე და გაიარე რაა.
- შენი გაცნობის პირველ დღიდან ხარ ლამაზო ჩემი. მე კი იმიტომ მადარდებს რომ ჩემს გოგოს არაფერი არ მინდა რომ ჭირდეს.
- შენი გოგო ბებიაშენია გასაგებია! მე თავი დამანებე.
- ბოთე ხარ, მაგრამ მაინც მევასები, უკანასკენლად გთხოვ წამოდი.
- არ მოვდივარ მეთქი, ვთქვი და გზა განვაგრძე.
- კარგი მაშინ მე წაგიყვან...
ეს თქვა მხარზე გადამიდო და მანქანისკენ წამიღო. ვუყვიროდი მაგრმ ყურადღებას სულ არ მაქცევდა. წამიღო და მანქანაში ჩამტენა. შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა მაგრამ მე ხომ ელიზაბედი ვარ და მანქანის სავარძელს წიხლი ვკარი და თავი საჭეს გადასცხო. თუმცა ეს მე სულ არ მადარდებდა, გადავხტი მანქანიდან და გავიქეცი. უკან რომ მივიხედე ისიც მომსდევდა თან სახე დასვრილი ჰქონდა სისხლით. მეგონა ეხლა მომკლავსთქო და გავრბოდი, ის დღე გამახსენდა როცა ჩემს ძმასთან ერთად გავრბოდი და სიკვდილის მოლოდინი მქონდა. მოულოდნელად გავჩერდი და ის რომ დამეწია უბრალოდ თვალებში ვუყურებდი, რატომ? ალბათ იმიტომ რომ პასუხს ვეძებდი. რატომღაც ცაბაძე წარმოვიდგინე იმ ადამიანად ვინც მშობლები დამიხოცა, ვუყურებდი მის ამღვრეულს თვალებს და პასუხს ვეძებდი, თუმცა პასუხს ვერ ვხედავდი. თუმცა ისეთი სახით მიყურებდა მეგონა მომკლავდა და ჩემდაუნებურად ვკითხე
- რას აპირებ? მომკლავ? ცნობილ ირაკლი ცაბაძეს დარტყმა გავუბედე და რას იზავ? მითხარი ხმას რატომ არ იღებ?



№1 სტუმარი Nino

Said teresoaa..momewona..male Dade raa
.momwins ragacnairadd..

 


№2  offline წევრი donna

Me momewona ragacnairad sxvanairia. Imedia aseve gaagrdzeleb da ar shewyvet istoriis weras. Me dzalian movixible da moutmenlad davelodebi sheni istoriis axal tavs. Warmatebebi sayvarelo

 


№3  offline წევრი Shorena Quqchishvili

Nino
Said teresoaa..momewona..male Dade raa
.momwins ragacnairadd..
მადლობა, ყველანაირად ვეცდები ასევე გავაგრძელო

donna
Me momewona ragacnairad sxvanairia. Imedia aseve gaagrdzeleb da ar shewyvet istoriis weras. Me dzalian movixible da moutmenlad davelodebi sheni istoriis axal tavs. Warmatebebi sayvarelo
მადლობა, ჩემი პირველი ისტორიაა და არც მეგონა თუ მოგეწონებოდათ მალე დავდებ მეორეს
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 


№4 სტუმარი Rauna

Au shemdegi rodis iqnebaaa

 


№5  offline წევრი Shorena Quqchishvili

Rauna
Au shemdegi rodis iqnebaaa
მალე smile
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent