თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ (14)
მომხდარით ყველანი გაკვირვებულები ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველად არ ხდებოდა.. ერთხელ უარი მიიღო, ნინას უპასუხისმგებლობის გამო... მეორეჯერაც უარი, იგივრ მიზეზით... მაგრამ მესამეჯერაც, რომ უარი მიიღოს, აჩი კი არა, მეც უარს ვიტყვი ნინასთან ურთიერთობაზე... -ამოიღე ხმა დროზე... ჯერ კიდევ შოკშუ მყოფმა ვუჯიკე და ფიქრებიდან გამოვარკვიე... -მე... პატარა ბავშვივით აბლუყუნდა და დაბნეული თვალებს აქეთ იქით აცეცებდა.. -ნინა ამოღერღე.. მხარი ამიბა მარიმაც და ყოველთვის მოცინარი სახე, ისე ქონდა დასერიოზებული მეგონა სულ სხვა ადამიანი იდგა... -მე... ისევ იგივეს იმეორებდა და ჩემ ნერვებზეც უფრო და უფრო მოქმედებდა.. -გასაგებია ყველაფერი... - სახე წაშლილმა ჯიბეში ჩაიდო ბეჭედი და ზანტად წამოდგა ფეხზე... - ყველაერი გასაგებია, ყველანაირი გზა ვცადე, მაგრამ პასუხი ყველაზე ერთნაირია... ხმაში შეპარული ბზარი არ შეიმჩნია და გასასვლელისკენ წავიდა... ყველა გაოცებული ვუყურებდით ამ ორს.. ერთდროულად მიბყრობდა გაბრაზება და ნინას მოკვლის სურვილი... -აჩი გაჩერდი.. სრულ სიწყნაერში მხოლოდ ჩემი განწირული ყვირილი გაისმა და უცებ ყველამ მე შემომხედა... -კი მაგრამ რისთვის?! რისთვის გავჩერდე?! იმისთვის რომ კიდევ ერთი დამცირება გადავიტანო?! ხომ იცი რომ ამდენი არავისთვის არასდროს არ მიხვეწნია.. -უბრალოდ დრო მიეცი გთხოვ... -საკმარისი დრო ქონდა, მაგრამ უშედეგოდ.. -ბოლო გთხოვ.. -უბრალოდ იცის სადაც ვიქნები, მხოლოდ ერთი დღე... ისიც შენ გამო.. უხასიათოდ მითხრა და კარები გაიხურა... გათიშლები დავსხედით ჩვენ ჩვენ ადგილას და გაბრაზებულებმა გავხედეთ ნინას... -ეხლა ვიწყებ და არ შემაწყეტინოთ შენ კი ხმა არ ამოიღო.. - უცებ წამოვვარდი ფეხზე და განცხადება გავაკეთე - ამდენი წელია გიცნობ, პირველი კლასიდან ერთად ვართ, მაგრამ შენთვის შეურაცხყოფა არასდროს არ მომიყენებია ეხლა კი ის მომენტია, რომ რაც არ უნდა გითხრა არასდროს ვინანებ... სულელი ხარ ამხელა გოგო... 24 წლის ხდები მაგრამ ისევ ისეთი ტვინი გაქ, როგორიც თოთხმეტი წლის ასაკში გქონდა.. როგორ შეგიძლია ესე მოიქცე... ტიპმა სამჯერ გთხოვა ცოლობა და პრინციპის გამო მაინც უნდა დათანხმებულიყავი... პასუხისმგებლოლბა ყოველთვის შეგაწუხება და გამოდის რომ შინაბერა რჩები... მე რომ მთხოვონ ცოლობა, მითუმეტეს "ამდენჯერ" დავთანხმდებოდი... გიყვარს, იმაზე მეტად ვიდრე შენ გგონია, მაგრამ გეშინია პასუხისმგებლობის... ეხლა აწევ ერთ ადგილს და წახვალ აჩისთან დაელაპარაკები და ისევ აქ მოხვალ ერთად და არა ცალცალკე... დავასრულე თუ არა გამოსვლა ზუკას გვერდზე დავჯექი და წყლიანი ჭიქა ბოლომდე გამოვცალე... -შენ კიდე აქ ხარ?! - გაოცებულმა გავხედე ერთ ადგილას გაშეშებულ ნინას. - დოზე ადექი და წადი.. ზანტად წამოდგა სკამიდან და გასასვლელისკენ გალასლასდა.. -დროზე! ჩემი სათქმელი უცებ თქვა ნინუცამ... ნინას წასვლის შემდეგ ნახევარი საათი ყველანი დებილებივით ვისხედით... -თქვენი აზრით რას იზამენ? დუმილი მიშომ დაარღვია და ყველას სათითაოდ გადმოგვხედა.. -თუ შეძლებენ ცივილურად ლაპარაკს, საერთო პოზიციას იპოვნიან და დროებით მაინც გაჩერდებიან, თუ არადა რომელიმე მათგანი მაინც გაიმარჯვებს... ყველას მაგივრად დაუბრუნა პასუხი ნიკუშამ და მორიგი ჭიქაც გამოცალა.. -მარიამ, შენ ესე ხომ არ მაწვალებ?! შეშინებული სახით გამომხედა ზუკამ და ჩემდა უნებურად გამეცინა... -მე გადაწყვეტილების მიღებაში ნინაზე უარესი ვარ, მაგრამ როცა საქმე შენ გეხება ისე ადვილად ვიღებ გადწყვეტილებას ჩემი თავის მიკვირს... მოკლედ განვუმარტე და კისერში სველი კოცნის კვალი დავუტოვე.. -ამისთვის დაისჯები ყურში მიჩურჩულა და ამღერებულ ტელეფონს დახედა... -ხო ლუკა... ნინიასთან და ვატოსთან.. კაი გელოდებით... -ვინ იყო? უცებ კითხა ნინიამ ლუკა იყო მე და ლაშა ამოვალთ საქმე გვაქვსო... -რა საქმე? თავი წამოყო მირომ და ინერესით მოგვათვალიერა.. -არ ვიცი მოვა და გვეტყვის... კიდევ ერთი ნახევაი საათი გავიდა ამჯეად ჩემი ძმის და ლაშას მოლოდინში... გული რაღაცა ისეთს მიგრძნობდა რაც აუცილებლად არ მომეწონებოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ეს ლუკა და ლაშას უკავშირდებოდა, თუ ნინას და აჩის... ჩემი სახლიდან გამოსვლა და ცრემლები ერთი იყო... ძლივს მივაგენი მანქანას და გეზი აჩის სახლისკენ ავიღე... არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებდი, იმისთვის რომ მიყვარდა, თუ იმისთვის, რომ მარიამის სტყვებმა ოდნავს ნამუსი შეაღვიძა... ფაქტი ფაქტია, ვიჯექი მანქანაში და მივდიოდი ადამიანთან რომელთანაც მართლა დიდი გრნობები მაკავშირებდა.. მანქანა სადარბაზოსთან გავაჩერე და ნერვიულად ავათამაშე თითები საჭეზე.. ბოლოს ერთი ღრმად ამოვისუნთქე და მანქანიდან გადავედი... მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა... მეშინოდა მომავლის, არ ვიცოდი რა მელოდა და სწორედ ეს მაშინებდა... ფრთხილად დავაკაკუნე კარებზე, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... მაგრამ პასუხი არ ისმოდა... ფრთხილად ჩამოვწიე ურდული და როგორც ყოველთვის კარები ღია.. -ამ ბიჭს ხო ვერ ვასწავლე კარების დახურვა.. - ჩემთვის ჩავიბუტუტე და კარები მივხურე... - აჩი! აჩი სად ხარ? მისაღებში და სამზარეულოში არ იყო.. არც აბაზანაში... ბოლოს მის ოთახში შევედი და სანახაობამ ერთ ადგილას გამაშეშა.... -რას აკეთებ? გაოცებულმა შევხედე და მისკენ ნაბიჯი გადავდგი... -რასაც ხედავ... უხეშად მიპასუხა და თავის საქმე განაგრძო.. -და როგორ ფიქრობ ეს საუკეთესო გამოსავალია ამ მომენტისთვის?! -შიძლება შენთვის არის... აღარ იარესებებს აჩი რომელსაც უყვარხარ და შენი ცოლად მოყვანა უნდა... უბრალოდ იარსებებს აჩი, რომლისთვისაც შენ უბრალო ნაცნობი დარჩები... იქნები ის ნინა, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობრების მეგობარია... -შეგიძლია რომ მომისმინო უბრალოდ? ცრემლები შევიმშრალე და პერანგი ხელიდან გამოვგლიჯე... -რა გინდა ნინა? ან რატომ უნდა მოგისმინო? ეს დროც მხოლოდ მარიამის და დანარჩენების გამო მოგეცი, თორემ არც ამი ღირსი არ იყავი და არ მკითხო რატომ... -არც გეკითხები, ვიცი დამნაშავე ვარ, უბრალოდ მეშინა იმ ყველაფრის რაც შეიძლება მერე მოხდეს... მეშინია მომავლის, იმის რომ შეიძლება მიღალატ ერთ დღეს და იმ თვალებით სხვას შეხედო რომელიც მხოლოდ მე მიყურებს, იმ ხელებით სხვას შეეხო, რომელიც მხოლოდ ჩემია... -ამიტომ არ გინდა რომ ჩემი ცოლი გახდე? -რას გეუბნები და რას მეკითხები.. -ზუსტად იმას გეკითხბი რაც საჭიროა... -არა აჩი.. მინდა შენი ცოლობა იმაზე მეტა ვიდრე წარმოდგენა შეიძლება... უბრალოდ... უბრალოდ... -რა უბრალოდ ნინა რა უბრალოდ, ამიხსენი იქნებ რაღაც არ მესმის კარგად... ამიხსენი და აღარ გთხოვ ცოლობას მანამ შენ არ მოინდომებ.. -უბრალოდ უნივერსიტეტის დამთავრება მაცადე და მერე რაც გინდა და როგორც გინდა ისე ვქნათ.. -ეგრე არ მაწყობს... - როგორც კი ჩემ გაკვირვებულ სახეს გადააწყა მაშინვე გნმიმარტა მისი ნათქვამი - არ მინდა ცოლად მარტო იმიტომ გამომყვე რომ დაისვენო... მინდა გიყვარდე ისე როგორც მე მიყვარხარ... -მიყვარხარ აჩი, იმაზე მეტად ვიდრე წარმოდგენა შესაძლებელია.. ცრემლიანი თვალებით შევხედე და კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი... -მოდი ჩემთან... ხელები გაშალა და მეც გაღიმებული ჩავეხუტე... -ჩემი სულელი გოგო.... ამაღამ აქ რჩები უბრალოდ ჩაგეხუტები... მაშინვე განმიმარტა და შუბლზე მაკოცა.. ზუსტად ნახევარ საათში მოვიდნენ ლუკა და ლაშა.. ორივეს რაღაცნაირი სახე ქონდათ, არც ბედნიერი და არც მოწყენილი... ორივე სავარძელში ჩაესვენნენ და ერთ წერტილს გაუშტერეს თვალი... -აე ჩვენ აქ ვართ.. ხელი თვალწინ ავუფრიალე ორივეს და გაბრაზებული სახით გავხედე... -რა ხდება ამოღერღეთ.. მაშინვე იკითხა მოთმინებიდან გამოსულმა მირომ და ორივეს გადახედა... -უნდა წავიდეთ... -ბატონო? ერთხმაში წამოვიძახთ ყველამ და გაკვირვებულებმა ერთმანეთს შევხედეთ.. -უნდა წავიდეთ... ლუკას ნათქვამ გაიმეორა ლაშამ თავზე ხელები გადაისვა... -გასაგებია, მაგრამ სად, რატომ, ვინები გაკვირვებას ვერ ვმალავდი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი... -მე და ლაშა... -სად? -გერმანიაში -დედას გაფიცებ გადმოაგდე ენა უნდა წავიკითხო რისი თქმა გინდა... უცებ წამოიყვირა ზუკამ და ლუკსთან მივარდა... - აუ გაუწი იქით ეე.. -აბა ამოღერღე რა გინდათ გერმანიაში ტო... საუბარში მირო ჩაერთდა ზუკას გვერდზე დადგა.. -ქალები უნდა დავკეროთ.. სრული სერიოზულობით უთხრა ლაშამ და ყველას გაკვირვებაც გამოიწვია... -მერე შე კაი ადამიანო რაღა გერმანიაში მიდიხარ აგერ რუსეთში ან თუნდაც უკრაინაში იმდენი კაი ნაშაა.... -ვაიმე ნუკა გააჩერე ეს შენ დარტყმული შეყვარებული თორე შემომაკვდება.. -კარგით თქვენ კიდე თქვით ნორმალურდ რა ჯანდაბა გინდათ გერმანიაში... -ბიზნესის პონტში რა... რაღაც დანაზოგი მოვაროვეთ მე და ლუკამ, და ჩემი აქაური ბზნესის განვითარება მიდა და გერმანიაში მიდივართ რა, თან კომპანია გამოჩნდა, რომელმაც დიდი "დახმარება" გაგვიწია და უფრო ადვილად გავფართოვდებით.. ღიმილით თქვა და ჩვენ რეაქციას დაელოდა.... ყველა მივარდა და ულოცავდნენ, მხოლოდ მე ვიდექი გაშეშებული და მომხდარის გააზრებას ვცდილობდი... -მარიამ შენ არ უნდა მოგვილოცო? ფიქრებიდან ლუკას ხმამ გამომიყვანა და ანევიულებულმა გადავხედე ძმას... -არ მომწონს ის ფაქი რომ სრულია უცხო კომპანია გეხმარებათ... არ დავმალე ჩემი ფიქრები... -კარგი რა მარიამ, ყოველთვის ყველაფერში ცუდს რატომ ხედავ?! -რა ვქნ ლაშა ეს ფაქტი მართლა არ მომწონს და რაღაცნაირა მაღელვებს... -მე ხომ მენდობი? წინ ლუკა დამიდგა და თვალებში ჩამხედა, თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და ანერვულბულმა ავხედე... -ხოდა დაწყნარდი არაფერი მოხდება, უბრალოდ ჩამეხუტე და გპირდები ორ კვირაში ჩამოვალ.. უცებ მოვხვიე ორივე ხელი და ძლიერად ჩავეხუტე... -მომენატრები ძალიან და დამპირდი რომ ძალიან მალე ჩამოხვალ.... -გპირდები... შუბლზე მაკოცა და ხელები ნელა მომაშორა... -კარით ჩევნ წავათ ჩანთებს ავიღებთ და უნდა გავფრინდთ დღესვე, რაც უფრო მალე წავალთ მით უფრო მალე ჩამოვალთ.... ფეხზე წამოდგა ლაშა და კარებისკენ წავიდა... ლუკაც ნელა მომშორდა და უკან გაყვა... -გეხვეწები ფრთილად იყავი და როგორც კი ჩახვალთ დამირეკე... გასვლისას კიდებ ერთხელ დავარიგე და ჩავეხუტე... -კარგი რა მარიამ დაგპირდი ჩამოვალ თქო და ბევრ საჩუქარს ჩამოგიტან... უცებ მიაგნო ჩემ სუსტ წერტილს და გამეღიმა... მანამ ვუყრებდი ფანჯრიდან სანამ მანქანა მოსხვევში არ გაუჩინარდა... ვიგრძენუ მუცელზე დაძარღული ხელები და კისერში ცხელი სუნთქვა... -კარგი რა მარიამ, დაწყნარდი, ყველაფერი კაგად იქნება... ჩემ დამშვიდებას ცდილობა ზუკა, მაგრამ მის ხმაში უფრო დიდი შიში იგრძნობოდა... -ვიცი, მაგრამ ეს უცხო კომპანია რაღაც არ მომწონს... -არ მე მაგრამ, ლაშას და ლულას გადაწყვწტილებას პატივი უნდა ვცეთ მათ უფრო კარგად იციან რა არის მათთვის უკთესი... ეხლა წამო სახლში წაგიყვან დაისვენე და ხვალ გამოგილი... უცებ დამიწყო გეგმებ და შუბლზე მაკოცა... -შენ გეგმებში მხოლოდ ერთ რამს შევცვლი ამაღამ შენც ჩემთან დარჩები.. დედა და მამა სოფელში არიან ლუკა უკვე წავიდა და არ მინდა სახლში მარტო ყოფნა, რაღაცნაორი შეგრძნება მაქვს ჯერ კიდევ... მორიგი შიშიც გავამხილე და ბავშვებს დავემშვდობეთ.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.