შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- ვატო ვეკუა (ბინო ) 7


2-09-2015, 02:43
ავტორი natela
ნანახია 3 784

ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ ტელევიზორი ანათებდა,ლ არყის ბოთლის და იარაღის კამპანიაში იჯდა და ტელევიზორს შესცქეროდა, მის ეკრანზე გაკრთა ნინას ფერწასული სახე, მერე უფრო მკვეთრი გახდა გამოსახულება,მისი შეშინებული თვალები, გაფითრებული სახე და თხოვნა რომ ვატოს აღარ დაეტოვა, ნინას შეეხნენ, მისთვის ყველაზე ძვირფასს, იოსებიძეს სახე გამოჩნდა ეკრანზე რომელიც თავდასხმაზე ლაპარაკობდა და აცხადებდა რომ აუცილებლად დასჯიდა დამნაშავეს ცივილური ფორმებით, ნელა აწია იარაღი და მის სახეს დაუმიზნა, გონება არეულმა მოქაჩა სასხლეტი და ოთახშიც მსხვრევის და აფეთქების ხმა გაისმა.
........................................................
- როგორ ხარ ?- ღიმილით მიუახლოვდა სოფო და საწოლზე წამომჯდარ ნინას ლოყაზე აკოცა, ჯაბას და ვატოს თავის დაკვრით მიესალმა და ნინას მიუჯდა გვერდით.
ღიმილით გადახედა ვატომ ჯაბას და თვალი ჩაუკრა, მერე სოფოს ოდნავ შეფარკლულ ლოყებს გახედა და ფართოდ გაიცინა.
- როგორ ხარ სოფიო?- იკითხა ვატომ.
- კარგად ვატო შენ ?
- მეც კარგად ..- ღიმილით უპასუხა ვატომ.
- გიორგიმ მოგიკითხა - ნინას მიუბრუნდა სოფო- გიჟი ზაზაც შემხვდა იმასაც გაუგია და გარეთაა..
- ზაზა ?- გაეღიმა ნინას- შემოვიდეს.
- მედდა მოეწონა ამას დავკერავ და მოვალო - გაიცინა სოფომ.
- ოჰ თვით სილამაზე ნინა ყიფიანი- რევერანსით შემოხსნა პალატის კარები ზაზამ.
- ზაზა- ბავშვივით გაუხარდა ნინას.
- ქურდებს სალამი- ხელი აწია ზაზამ და დაბღვერილ ჯაბას გაუღიმა.- ნინაჩკა როგრ გიკიტხოთ?
- კარგად ზაზა შენ როგორ ხარ ?
- რავიცი მე არ დავუცხილივარ არავის აი ასე ჩვეულებრივად ვცხოვრობ - ხელები გაშალა ზაზამ.
- კომიკო - ბალიში ესროლა ნინამ.
- სხვათაშორის ქალქს ერთი სიმპაწიკა ბიჭი დაუბრუნდა და მოკითხვა დამაბარა - დაიჩურჩულა ზაზამ ისე რომ ბიჭებს ვერ გაეგოთ და ნინას თვალი ჩაუკრა, მაშინვე გახედა შეშინებული თვალებით ვატოს, რაც არც ვეკუას გამოპარვია, სწრაფად აარიდა მზერა ნინამ და ისევ ზაზას შეხედა.
- ცოლი როდის მოგყავს ბიჭო?
- აი სოფო არ მომყვება და რა ვქნა დავდივარ ასე დათუთქული- ხელი გადახვია სოფოს და საწყალი სახე მიიღო.
ჯაბამ მკვლელი სახით გახედა, იცის ზაზას მასხარაობა მაგრამ არ მოსწონს როცა მას სხვა ეხება, ეს ეგოიზმია, მესაკუთრეობა ან რაც გინდათ უწოდეთ მაგრამ ასეა.
ნინასთან კიდევ დარჩნენ მერე დაიღალა და ჩაეძინა ზაზა მალე წავიდა, სოფოს გასაცილებლად კი ჯაბა გამოყვა, ვეკუა ყიფიანთან დარჩა.
- ჯაბა- გაუბედავად დაიწყო სოფომ.- რაღაც უნდა გითხრა.
- რა ხდება ?
- რამდენიმე დღეა ჩემს სახლთან ვიღაც ბიჭებს ვხედავ, სულ იქ არიან და სულ ჩემს სართულს უყურებენ და ეს რამე კავშირშია ჩემი შენთან- ვეღარ დაასრულა სოფომ.
- რამდენნი არიან?
- სამნი.
- შეგიძლია დეტალურად ამიღწერო?
- სამივე მაღლები არიან, სულ შავები აცვიათ სახეზე ვერ ვხედავ..
- კარგი- ცაილაპარაკა ჯაბამ- დედაშენი სოფელშია ხო ?
- ხო.
- დღეს ჩვენთან რჩები.
- ვერა ჯაბა.
- არ მიკითხავს სოფო ვთქვი- ტონი გაამკაცრა ყიფიანმა.
ხმა აღარ ამოუღია სოფოს, ყიფიანის ნებას დაჰყვა,ნანი კარებში შეხვდა ორივეს, ნინასთან მივდივარო სოფო რათქმაუნდა სიხარულით მიიღო ჯაბა დაარიგა ჭკვიანად იყავიო და სახლი ღიმილით დატოვა.
- აბა მაჭმევ რამეს?- იკითხა ჯაბამ და სოფოს ღიმილით შეხედა დაბნეული რომ აცეცებდა თვალებს აქეთ იქით.
- მე არ ვიცი ნანის თუ აქვს რამე- სამზარეულოსკენ დაიძრა სოფო.
- მოამზადე ხომ უნდა გნახო შეიძლება თუ არა შენი ცოლად მოყვანა.
- და ვინ აპირებს რომ გამოგყვეს.
- და ვინ აირებს რომ შეგეკითხოს?- მიუახლოვდა ჯაბა.
- აბა ისე როგორ მომიყვან?
- ჩვეულებრივად .- კიდევ უფრო შეამცირა ჯაბამ მანძილი.
- მაცივარშია საჭმელი მე ნინასთან შევალ- სწრაფად სცადა სოფომ გაევლო მგრამ ჯაბას ხელმა მაშინვე ააკრა ყიფიანის სხეულს, მაგრად ჩაიხუტა გოგონა და მისი სურნელით გაივსო ფილტვები, ნელა დაიახარა და შუბლზე აკოცა.
- არ გამომყვები ცოლად?- დაიჩურჩულა მის ყურთან და საფეთქელზე დაუტოვა კოცნა.
- ჯაბა- ამოილუღლუღა სოფომ.
- წამოდი დავიძინოთ- ისევ დაუჩურჩულა და ხელში აყვანილი შეიყვანა ნინას ოთახში.
მასზე ჩახუტებულს ჩვილი ბავშვივით მშვიდად ჩაეძინა, ამდენიხანია ჯაბა უყვარს როგორიც არუნდა იყოს ის.
..............................................................
შუაღამისას დაურეკა ტელეფონმა, სწრაფად დასწვდა აპარატს და უპასუხა რომ სოფო არ გაეღვიძებინა, გეგი იყო.
- ბიჭო ვეკუა
.............................



№1 სტუმარი Elene

Dzalian momwons es istoria,sul vkitxulob,magram ar myofnis, dzalian gtxov tavebi gazarde da ufro mal-male Dade raa.. Sainteresod wer

Shemdegs rodis dadeb?? :-/

 


№2  offline წევრი Sweetheart

ძალიან მომწონს,მაგრამ თავები გაზარდე რაა (((((((

 


№3  offline წევრი anushka15

აუ დიდი თავები დადე რა. მალ მალე დადე ხოლმე ახალი თავები ნუ გვაწვალებ შენს მკითხველს recourse

 


№4  offline წევრი Li Zi

au male dade raa

 


№5 სტუმარი mariami

მალეე დადე რაააა)))))))))) ძააააალიან მაგარია

 


№6  offline წევრი Li Zi

აუ კაი რააა შვიდივე თავს მეასეჯერ ვკითხულოოოოობბბბ დადე რაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent