სიყვარული თუ შურისძიება?(მეორე თავი)
- არა ლამაზო არ მოგკლავ, მაგრამ ამ საქციელს განანებ, იმას გავაკეთებ რაც არ გინდა, რომ მოხდეს. - მართლა? და მაინც რას გააკეთებ მამიკოს ბიჭო? - რას და თავს შეგაყვარებ, გპირდები ისე ძლიერად შეგიყვარდები, რომ ამ სიყვარულს ვერასდროს დაივიწყებ. - ეს არასდროს მოხდება ცაბაძე, მე არასდროს არავის შევიყვარებ, მითუმეტეს შენ. - შენ ჩემს მიმართ უკვე გრძნობ რაღაცას მაგრამ არ აღიარებ, ლამაზო! ამას კი ახლავე შევამოწმებ. - რა რას იზა... ეს თქვა და მაშინვე მაკოცა. ისეთი მოულოდნელი იყო, თავიდან ვერაფრის გაკეთება მოვახერხე, მაგრამ მალე გონს მოვეგე, მაშინვე მოვიცილე და სახეში გავარტყი. - მეორედ ეგ არ გაბედო, გასაგებია, შენ ჩემთვის არავინ ხარ და ვერც გახდები, ამის უფლებას არ მოგცემ. ერთი იდიოტი მამიკოს ბიჭი ხარ, რომელსაც თავისი გარეგნობით და მამიკოს ფულებით მოაქვს თავი. გინდა ყველა და ყველაფერი შენი საკუთრება იყოს. მაგრამ ეს არ მოხდება შენი არ ვიქნები არასდროს, ჩემს ცხოვრებაში შენი ადგილი არაა. - რატომ, ელიზაბედ? რატომ? - იმიტომ რომ მე არ მაქვს ვინმეს შეყვარების უფლება, მე ვერავის შევიყვარებ იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში უფრო მნიშვნელვანს დავკარგავ -სულისკვეთებას, რომელიც ახლა გამაჩნია. ასე რომ ირაკლი ცაბაძე გაქრი ჩემი ცხოვრებიდან და საერთოდ დამივიწყე. გასაგებია? შენ ჩემთვის არაფერს წარმოადგენ და ნურც ეცდები რამე გახდე. კვალავ წვიმდა, ჩვენ ორნი კი ერთმანეთის პირისპირ ვიდექით ჩუმად და ერთმანეთს ვუყურებდით. ვსველდებოდი მაგრამ ვერფერს ვგრძნობდი, მაგრამ გონს მოვეგე და იქავრობა დავტოვე, ის კი ისევ ისე იდგა წვიმაში. სახლში რომ მივედი ყველა მე მიყურებდა იმიტომ, რომ სულ სველი ვიყავი და თან ჩვეულებრივზე გვიან მოვედი, რაც არ მჩვევია. - გამარჯობა, ბიძია! - გამარჯობა შვილო, სად იყავი, ამდენი ხნით არასდროს დაგიგვიანია? - არაფერი ბიძია, უბრალოდ გზაში პატარა ინციდენტი შემემთხვა სულ ეგა. გიო სადაა? - როგორ თუ პატარა რამე ხომ არ დაიშავე? - არა, არა კარგად ვარ დამშვიდდით ორივე. - კარგი შვილო. გიო თავის ოთახშია. არ ისადილებ? - კაი მაშინ მეც მოვემზადები და გამოვალ სასადილოდ. ჩემს ოთახში შევედი, შხაპი მივიღე მოვემზადე და სასადილო ოთახში გავედი. ყველა სუფრას ეჯდა და მე მელოდნენ. - რა მოხდა ისევ წვიმაში დარბოდი? - არა, რატო უნდა მერბინა გიო? - რავიცი წვიმაში სირბილი ბავშვობაში ძალიან გიყვარდა. - ეგ მხოლოდ ბავშვობაში იყო და ახლა იგივე აღარ განმეორდება და წარსულს ნუ მახენებ რა. ხომ იცი ყველაზე მეტად ძველი დროის დავიწყება მინდა. - კაი რა ლიზ, რა აზრი აქვს ეგრე მოქცევას. გეთანხმები ყველაფერი წარსული იყო, მაგრამ ჯობია თავიდან დაიწყო და ისევ ისეთი მხიარული იყო როგორიც იყავი, ძველი ლიზი მომენატრა. - ძველი ლიზი აღარ დაბრუნდება გიო, ამიტომ ჯობია მაგაზე ფიქრი შეწყვიტო. მაშინვე ჩემს ოთახში გავიქეცი და საწოლზე პირქვე დავემხე. თითქოს მინდოდა მეტირა, მაგრამ ერთი ცრემლიც არ მომდიოდა. ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრებამ ტკივილთან შეგუება მასწავლა და ცრემლებსაც გადამაჩვია. აივანზე გავედი ყურსასმენები გავიკეთე და სიმღერა ჩავრთე. ის ერთადერთი იყო რაც კარგ ხასიათზე მაყენებდა და მამშვიდებდა ყოველთვის. მოპირდაპირე აივანზე შუქი შევნიშნე რამაც გამაკვირვა, რადგან როგორც ვიცი იქ არავინ ცხოვრობდა უკვე დიდი ხანია. მე რომ გავედი აივანზე ტელეფონზე ესემესი მომივიდა: - გამარჯობა, ლამაზო, დღეს კი გამექეცი მაგრამ ბოლოს ჩემი იქნები. გამიკვირდა ისევ ის იდიოტი ცაბაძე იყო, ჩემი ნომერი როგორღა გაიგო. არაფერი მივწერე და შიგნით შევედი და მეორე ესემესიც მოვიდა: - ,, აივნაზე გამოდი წვიმას შენი თვალები უხდება“ მაშინვე მივხვდი რომ მოპირდაპირე სახლში ის გადმოვიდა მაგრამ რატომ? ამას ვერ ვხვდებოდი. - მოპირდაპირე სახლში შენ გადმოხვედი ხოო? რატომ? რა გინდა? თავი დამანებე ცაბაძე. - არასოდეს ლამაზო, სამუდამოდ ჩემი იქნები! - ჩემი ნომერი საიდან გაიგე? - მე ყველაფერს ვიგებ და ვახერხებ რაც მინდა ძილი ნებისა, ლამაზო! მთლი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე იმაზე ვფიქრობდი კიდევ რას მიმზადებდა მომავალში ეს გიჟი და როდის ჩამეძინა ვერც მივხდი. დილით ჩვეულებრივ მოვემზადე და სკოლის გზას დავადექი ჩემს ძმასთან ერთად. კლასში რომ შევედი ისევ მაშინვე ცაბაძე დავინახე, თან ჩემს მერხზე იჯდა. - აქ რა გინდა? ეს ჩემი ადგილია და ადექი ახლავე! - კარგი რა, ლამაზო! აქ შენთვისაც მოიძებნება ადგილი, მოდი მომიჯექი გვერდით. თან ირონულად ჩაიღიმა როგორ სჩვევია. - შენთან დაჯდომას იატაკზე ჯდომა მირჩევნია. აბრძანდი აქედან! - არა მე დღეს აქ ვჯდები. - კარგი გასაგებია, როგორ გინდა! ირონულად ჩაიღიმა, ეგონა, რომ მის გვერდით დავჯდებოდი, მაგრამ მე ელისაბედი ვარ და მის გასაბრაზებლად წავედი და ზურას გვერდით, თვაისუფალ ადგილას დავჯექი. ზურა ცაბაძის ერთგვარი მეტოქე იყო. უნივერსიტეტში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გოგების შებმაში. მინდოდა ცაბაძე გამებრაზებინა, ამიტომ მის მეტოქეს მივუჯექი და კონტაქტშიც პირველი შევედი: - გაამრჯობა, ზურა! - გამარჯობა, ელისაბედ, რა მოხდა? - არაფერი შეიძლება შენს გვერდით დავჯდე? - ხო, რატომაც არა. მითხრა და გვერდით სკამზე გადაჯდა, მე კი მის გვერდით დავიკავე ადგილი. თან ცაბაძეს გავხედე რომელიც სიბრაზისგან აწითლდა და ჩემდაუნეურად ჩამეღიმა. გადავწყვიტე ბოლომდე მიმეყვანა საქმე და ზურას გავესაუბრე. - ეგრე რატომ მიყურებ? ალბათ გაგიკვირდა აქ რომ დავჯექი ხოო? - კი ლიზი, გამიკვიდა თან ძალიან, მითუმეტეს საუბარიც რომ დაიწყე ვინმესთან. - ხო ვიცი, მაგრამ მინდა ცოტა გამოვსწორდე - გამოსასწორებელი არაფერი გჭირს და გამიხარდა აქ რომ დაჯექი. კიდევ გავხედე ცაბაძეს ისე, რომ არ შეემჩნია და დავინახე - ადგა და აქეთ წამოსვლა დააპირა, მაგრამ ლექტორი შემოვიდა და ისევ უკან დაბრუნდა. მთელი გაკვეთილი ვცდილობდი რაც შეიძლება მეტად გამემწარებინა. ერთ-ერთ დავალებაზე ლექტორმა, ყველა გოგოს მისცა საშუალება მეწყვილე აერჩია და მასთან ერთად ემუშავა. პირველი არჩევანის საშუალება მე მომცა, რადგან ბეჯითი მოსწავლე ვიყავი. როგორც წესი ასეთ დროს რომელიმე გოგოს ვირჩევ ხოლმე მეწყვილედ, მაგრამ ახლა სტრატეგია შევცვალე და ზურა ავირჩიე. ყველას გაუკვირდა, ლექტორსაც კი მაგრამ არავის არაფერი უთქვამს. ცაბაძე კი სიბრაზისგან მწიფე პომიდორივით აწითლდა. მეც მეტი რა მინიდოდა, ზურასკენ უფრო მივიწიე და ვითომ დავალების ხერხს ვუხსნიდი, თან ცაბაძეს ვუყურებდი და გულში მეღომებოდა. ,, ცაბაძე ელისაბედ ზედგინიძეს ნუ იწვევ, თორემ უკეთესი ხერხებიც ვიცი შენი გამწარების, ჯერ სად ხარ“. ლექციის შემდეგ ზურას დავემშვიდობე და კლასი დავტოვე. დერეფანში ვიღაცამ ხელში ჩამავლო და კედელზე ამაყუდა . როგორც ყოველთვის ცაბაძე იყო. - გოგო, შენ ხო არ უბერავ იმ ****** რა გინდოდა? - ეეე მამიკოს ბიჭო, ენა დაიმოკლე. ვისთანაც მინდა მასთან ვიქნები და რასაც მინდა ვიზავ, შენ შენს გოგოებს მიხედე, გასაგებია? - არაა გასაგები, შენ ჩემი ხარ და სხვა ვერავინ გაგეკარება, მითუმეტეს ის ვიღაცა ზურა. მეორედ არ მიეკარო მაგას, თორე მაგ შენს ზურას რაც მოუვა შენს კისერზე იქნება. - მართლა? და როდიდან იყო მე ვინმეს ნებაზე დავდიოდი, მითუმეტეს შენს ნებაზე. შენ ჩემი ადგილი არ დამითმე ამიტომ სხვაგან დაჯდომა მომიწია, ეგ შენი ბრალია და მეტი არავისი. ასე რომ ნახვამდის, მამიკოს ბიჭო! ირონულად გავუღიმე და იქავრობა დავტოვე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.