შეშლილი სიყვარული (თავი პირველი)
სულ სხვანაირი იყო ქალბატონი ნინე მართლაც ზუსტად მისთვის არსებობდა სიტყვა " უცნაური" ვერავინ ხვდებოდა როდის რა ხასიათზე იყო რას ფიქრობდა ან რას მოიმოქმედებდა. ლამაზი რომ იყო ბავშობიდანვე იცოდა არა ამით არ ამაყობდა და არც თავს იქებდა უბრალოდ არ არსებობდა ადამიანი მისი სილამაზე რომ არ ეღიარებინა. თეთრი ფითქინა კანი ქონდა სისხლივით წითელი სავსე ტუჩები, პატარა ცხვირი რომელიც მას არ მოსწონდა და ყოველთვის ამბობდა "გაბუშტული" მაქვსო. სწორი ღია წაბლისფერი თმა ქონდა წელამდე. ჩამოსხმული ტანი თავისი სიმგრვალეებითურთ. სიმაღლითაც შეეძლო დაეკვეხნა ბევრ მის ასაკის ბიჭძე მაღალი იყო 1.80. ბავშობიდანვე ჰქონდა შემოთავაზებები მოდის სფეროში მაგრამ აჩემებული ქონდა სანამ სწავლას არ მოვრჩები და უნივერსიტეტში არ ჩავაბარებ არ მიხსენოთ სიტყვა "მოდელი" -ო და მისი ახლობლებიც რას გააწყობდნენ. სიცილით ამბობდა ხოლმე სტერეოტიპებს ვამსხვრევ და განათლებული მოდელი მინდა ვიყოო. ასეც მოიქცა სწავლა დაამთავრა და ჩააბარა კიდეც ბიზნესზე ლონდონის ერთერთ უნივერსიტეტში სწორედ იმ დროიდან დაიწყო მისი სამოდელო კარიერაც თავს არ ზოგავდა არც მოდის სფეროში და არც სწავლის მხრივ. ბოლო ოთხ წელიწადში უნივერსიტეტიც დაასრულა და სამოდელო კარიერაში მიაღწია წარმატებებს. ამ წლების განმავლობაში მრავალი ბრენდის ჩვენებებზე გაიარა. მრავალი ჟურნალის გარეკანზე იყო გამოქვეყნებული მისი ფოტო და უამრავ შოუში იყო მიწვეული გოგონა. მოკლედ რომ ვთქვათ მწვერვალებს იპყრობდა მისი გარეგნობით და დიზაინერებიც დაინტერესებული იყვნენ მისით. ამას გარდა გოგონა იყო დაინტერესებული ინფორმატიკის სპეციალობით რაც შემდგომ დამატებით შეისწავლა. ასე და ამ გვარად წარიმართა მისი ცხოვრება და ახლაც კი როდესაც გოგონამ 28 წელს მიუკაკუნა ჯერ კიდევ არ განელებიათ სხვადასხვა ბრენდებს გოგონას მიმართ ინტერესი. მშობლები საქართველოში ყავდა რაც ყველაზე რთული იყო მისთვის წახვიდე უცხო ქვეყანაში 10 წლით და დატოვო საყვარელი ადამიანები. თუმცა ესეც არ წარმოადგენდა მისთვის პრობლემას ან მშობლები ჩადიოდნენ მასთან ან თავად თავისუფალი დროის გამოჩენის შემთხვევაში მიფრინდებოდა საყვარელ ქვეყანაში საყვარელ ადამიანებთან. ალბათ დაგაინტერესებთ 28 წლის გოგოს ყავს თუ არა ვინმე ? გაგიკვირდებათ და ნინე ყიფიანი ის გოგოა რომელსაც შეყვარებულის ყოლაზე კი არა ფლირტის დონეზეც არ ქონია ურთიერთობა ბიჭთან უბრალოდ არ ენდობოდა ბიჭებს და მათ სიყვარულს. რასაკვირველია მის მიმართ ინტერესი ძალიან ბევრი ბიჭი იჩენდა თუმცა ყველას ცივი უარით ისტუმრებდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ არ სჯეროდა ბიჭების მისდამი წრფელი სიყვარულის. ნამდვილი სიყვაფულის მაგალითი მისი მშობლები იყვნენ რომელთაც ერთად უკვე 30 წლიანი სიყვარული აკავშირებთ. მეგობრებიც თითზე ჩამოსათვლელია ჰყავდა ქალბატონ ყიფიანს. ერთადერთი გოგო მეგობარი ყავდა ლილე კვარაცხელია რომელთანაც მთელი სიცოცხლე აკავშირებდა. ქალბატონმა ლილემ ნინესგან განსხვავებით უმაღლესი განათლება საქართველოში მიიღო თუმცა დასრულების შემდეგ მალევე გაიქცა ლონდონში ქალბატონ ნინოსთან და ისიც ჩაერთო სამოდელო სფეროში. ასე იყო არავინ ჰყავდათ გოგონებს ერთმანეთზე ძვირფასი საუკეთესო მშობლების გარდა რომლებიც ასევე საუკეთესო მეგობრები იყვნენ მთელი ცხოვრება. გოგონები ამაყობდნენ მშობლების ამდენ წლიანი სიყვარულის ისტორიებით თუ მეგობრობის სიძლიერით და წამდათ რომ მათი მეგობრობა ასეთი მტკიცე იქნებოდა და ეს უკვე მთელი 28 წელი გრძელდებოდა. არც ქალბატონ ლილეს ჰყავდა მეგობარი ბიჭი თუმცა ბოლო რამდენიმე წელი იყო რაც სიყვარულისგან გააფრენინა ბატონმა თორნიკე ერისთავმა. თორნიკეც ის იშვიათი ძვირფასი ადამიანი იყო ვინც გოგონებს გააჩნდათ. ეს სამნი პირველი კლასიდან მეგობრობდნენ. იმის მიუხედავად რომ ბოლო წლები გოგოები ბიჭისგან შორს იყვნენ მათი ურთიერთობა კი არ შეირყა უფრო გამყარდა. მხოლოდ ქალბატონი ლილე აღმოჩნდა სუსტი და შეუყვარდა ეს გადარეული არქიტექტორი ბიჭი რომელიც დაკავებული იყო საქმეებით არქიტექტურის მხრივ თუ ქალებისმხრივ. მიუხედავად იმისა რომ ნინემ იცოდა ლილეს გრძნობების შესახებ არასდროს ატკიებდა გოგოს ამაზე ლაპარაკით თავს იმიტომ რომ იცოდა მხოლოდ ლილე და თორნიკე თუ გაარკვევდნენ ერთმანეთში. ბოლო წელს გოგონებს გადაწყვეტილი ჰქონდათ საქართველოში დაბრუნება. მხოლოდ რამდენიმე კონტრაქტის ვადის გასვლას ელოდნენ. მართალია სამოდელო სფეროს სრულიად არ შეეშვებოდნენ თუმცა აღარ სურდათ მათი ცხოვრება ასეთი დამღლელი და ხმაურიანი ყოფილიყო. ამიტომ არც მათ მშობლებს გაჰკვირვებიათ გოგონები ამდენი ხნის მერე რომ დაბრუნდნენ საყვარელ ქვეყანაში და უფროეტად გაბედნიერდნენ. თორნიკე ჭკუაზე აღარ იყო გოგონების ჩამოსვლამდე იმდენად გამაბედნიერა რამდენიმე კვირით თავისი ნაშები კი დაიკიდა და მათთან გაატარა დრო. ალექსანდრე (ნინეს მამა) და გიგი (ლილეს მამა) იმაზე წუხდნენ დაგვიბერდნენ გოგოები დავიღუპეტო. რასაც გოგოების სიცილი მოყვებოდათ ხოლმე. თორნიკეც მხარს აუბავდა აბა ამათ ვინ წაიყვანს გაუცინარი პრინცესები არიანო. ქალბატონი ნინა (ნინეს დედა ) და ქალბატონი მარიამი ( ლილეს დედა) კი თავში ხელს წამოირტყავდნენ ამ თემის გამო შვილიშვილები არ გვაღირსესო. ბედნიერებით სავსე იყო მათი ოჯახი გოგონების დაბრუნების გამო. მათი ჩამოსვლიდან 1თვეში ქალბატონმა ლილემ თორნიკეს სამშენებლო კომპანიაში დაიწყო მუშაობა მართალია სამოდელო კარიერით საკმაო დანაზოგი ქონდა შენახული თუმცა ასეთი იყო ვერ იტანდა უსაქმურობას თორნიკემაც სიხარულით მიიღო ქალბატონი. ნინემ მე კიდე დავისვენებდი თუმცა 2 თვის შემდეგ მანაც გამონახა სამსახური მამამისის ძმაკაცის ( ნოდარის) კომპანიაში. გოგონას ევალებოდა ბატონი ნოდარირ ბიჭს დახმარებოდა კომპანიაში რადგან ახალი დაწყებული ქონდა ბიჭსაც იქ მუშაობა. მამამისმა მე ისეთ ასაკDი ვარ უკვე დასვენება მინდაო და გადააბარა მისი კომპანია. ბატონ ნოდარს იცნობდა ნინე ბევრი მადლობაც მოუხადა და ნოდარმა წინასწარ გააფრთხილა მისი აუტანელი შვილის შესახებ თუმცა ნინეს გაეცინა და ჩემზე მძიმე ხასიათი მაინც არ ექნებაო. მოკლედ ასე გაგრძელდა გოგონების ცხოვრება საქართველოში. - აბა როგორ განწყობაზე ხარ ქალბატონო ნინე - მხიარულად ჩასძახა ტელეფონში მეგობარს ქალბატონმა ლილემ - - მშვენიერ. ახალი სამუშაო, ახალი ცხოვრება - გაეცინა ნინესაც - - წარმატებები ფისო - შეახსენა ზედმეტ სახელი რომელიც ნინემ და თორნიკემ დაარქვეს - - 28 წლის კი არა 10 წლის ხარ მგონი ისევ - - ვინ წარმოიდგენს რომ ნინესა და ლილეს მკაცრი ნიღბის მიღმა ცანცარა გოგონები იმალებიან - გაეცინა ლილესაც- - შენ ის მითხარი თორნიკესთან რას შვები ? - დაინტერესდა ნინე - - კარგი რა ნინე. ყურადღებას არც მაქცევს სამსახურში. გარეთ კი შენც იცი - დაუსევდიანდა ლილეს ხმა - - მაპატიე - ამოიჩურჩულა ნინემ - - გაკოცე, წავედი ახლა მეც მოსამზადებელი ვარ- - მიყვარხარ - დაასრულა საუბარი ნინემ საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოში შევიდა მოსაწესრიგებლად. იქედან გამოსულმა წინა ღამით არჩეულო მოკლე მაღალწელიანი ფრიალ შავი კაბა და მოკლესახელოებიანი თეთრი ბლუზა ჩაიცვა. ფეხზე მაღალქუსლიანი ამოიცვა თმა უბრალოდ გაიშალა და ჩამოივარცხნა. საყვარელ დედასთან ერთად დალია ყავა ( მამამისი უკვე საკითარ ოფისში იყო წასული ) და მანქანით გაეშურა დანიშნულების ადგილზე. მაღალსართულიანი შენობასთან მისულმა ინატრა ლიფტით არ მომიწიოს ასვლაო და პირჯვარი გადაიწერა. ამხელა ქალს ჯერ კიდევ დიდი შიში ქონდა ლიფტების ამიტომ უმეტესად ფეხით მოძრაობდა. მარცხენა ფეხზე ავდექი თავს შემოუძახა როცა პირველ სართულზე ბატონი დამიან ხაბულიანის ( ნოდარის ბიჭის) ადგილსამყოფელი უთხრეს. მოუწია მერვე სართულზე ფეხით ასულიყო. აქოშინებულმა დაამთავრა ბოლო საფეხურები და იმავე სართულზე მყოფ გოგონას დაეკითხა დამიანის კაბინეტი საით არისო გოგონამაც მიასწავლა წრფელი ღიმილით. კარებზე დააკაკუნა ნინემ და მხოლოდ თანხმობის მერე შეაღო კარები. აივნით შესულმა სუმუშაო მაგიდასთან მჯდომი წარბებშეკრული მამაკაცი შეამჩნია რომელსაც გოგონას შემოსვლა თითქოს არც გაუგია გამწარებით ჩაჰკირკიტებდა მაგიდაზე უხვად დაყრილ საბუთებს. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიმჩნია გოგონა როცა რამდენჯერმე უხერხულად ჩაახველა ნინემ. თავი ზემოთკენ აწია და ნინეს შეთვალიერებას შეუდგა როგორც ნინე დამიანესას. ბიჭს შავი თმა და ასეთივე ფერის მუქი თვალები ქონდა მზერა ზედმეტად მკაცრი. სწორი მამაკაცური ცხვირი და ფუმფულა ტუჩები. სახის ნაკვთები კი უხეში თუმცა მიმზიდველი. ნინე რომ მიხვდა ზედმეტად აკვირდებოდა მამაკაცს და ანალოგიურად მამაკაციც კიდევ ერთხელ ჩაახველა. - შენ ალბათ ნინე ყიფიანი ხომ ? - წარბის აწევით წარმოთქვა მამაკაცმა. მისმა ბოხი ხმა სასიამოვნოდ გაისმა ოთახში და ნინე დაიფიცებდა რომ პირველად მოეწონა მამაკაცის მსგავსი ხმა - დიახ, თქვენ კი ბატონი დამიანე. - უხერხულობა მოიხსნა გოგონამ და სწრაფად უპასუხა მამაკაცს- - დიახ - კვლავ მკაცრი იყოამაკაცის ხმა - მამაჩემი როცა ამბობდა გამოცდილი და ჩამოყალიბებული ქალი გიპოვე თანამშრომლადო ასეც მეგონა თუმცა ხელში თინეიჯერი გოგო შემრჩა - უხეშად ჩაილაპარაკა დამიანემ რამაც ნინეს აზრით კიდევ ერთხელ დაამტკიცა კაცთაოდგმა რომ მაცოცხლებელი არ იყო. ზედმეტად გაბრაზდა თუმცა მკაცრად და ირონიით ჩაილაპარაკა თვითონაც - - მე კი არ მეგონა ბატონი ნოდარი პირველი კლასის სკოლის მოსწავლეს თუ ჩააბარებდა მისთვის ძვირფასი კომპანიას - თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ გოგოს ბიჭს კი თვალები აუკიაფდა სიბრაზისგან. ნათლად დაინახა ნინემ თუ როგორ დაეძაბა ბიჭს სხეულ როგორ დაებერა კისრის ძარღვები - - მგონი რომ აქ მე ვარ უფროსი და ამდენს არ უნდა ბლატაობდეთ ქალბატონო ნინე - მკაცრად ჩაილაპარაკა ბიჭმა - - მე კი მგონია რომ ბატონმა ნოდარმა უკვე ამიყვანა კომპანიაDი თანამშრომლად იმისდა მიუხედავად რომ შენ უფროსი ხარ ამ კომპანიის მფლობელი ჯერ კიდევ ბატონი ნოდარი - დაამთავრა თუ არა საუბარი ნინემ ირონიულად გაიცინა და გაცეცხლებული ბიჭს თვალი ჩაუკრა. ბიჭმა ვითომ დანებების ნიშნად ხელები ასწია თუმცა გონებაში უკვე მოკლა გოფონა. მართალია ნინეს გარეგნობამ მოხიბლა თუმცა უკვე როგორც ინტერნეტის საშუალებით გაიგო ნინე აუტანელი ხასიათის ქალი იყო დღეს კი ამაში ნამდვილად დარწმუნდა. მშვენიერი იდეა მოაფიქრდა ისე იზავდა რომ ნინე თავად დატოვებდა სამსახურს ამით არც საყვარელ მამას აწყენინებდა და არც ცუდად გამოჩნდებოდა სხვის თვალში. - მოკლედ - შეეცადა ის ღიმილი დაეფარა რაც მისმა იდეამ მოჰგვარა - იცი რომ იგივე მოვალეობას ასრულებს რასაც მე შესაბამისად ჩემს კაბინეტში დავდგამთ მეორე სამუშაო მაგიდას და ძირითადად ერთად ვუშვებთ. ახლა კი შეგიძლია გახვიდე და გავა მომიტანო - ეშმაკური ღიმილით შეხედა ბიჭმა როცა გოგოს გაცეცხლებული თვალები დაინახა კიდევ უფრო გახალისდა და გულში გაიფიქრა რომ ნამდვილად კარგად გავერთობოდი ნინეთი. - მემგონი რამდენიმე წამის წინ თქვი რომ ერთი და იგივე მოვალეობა გვაკისრია ასე რომ ყავაზე შეგიძლია შენი მდივანი შეაწუხოს - მკაცრად ჩაილაპარაკა გოგომ და იქვე მდგარ სავარძელზე ჩამოჯდა. ცოტახნით ორივე ჩუმად იყვნენ და ერთმანეთს ათვალიერებდნენ. სიჩუმე კვლავ დამიანეს მკაცრმა ხმამ დაარღვია - - ისე რამდენი წლის ხარ 15 ის ? - გასაბრაზებლად კითხა თუმცა მშვენივრად იცოდა ქალბატონი ნინე მასზე 4 წლით უფროსი რომ იყო - - მე კი არ მეგონა ბაღის ბავშვებს კომპანიებს თუ ანდობდნენ - არანაკლებ გესლიანად ჩაილაპარაკა ნინემ. ბიჭმა ირონიული სიცილით გაიქნია თავი და გაიფიქრა "მოგიგრეხ მაგ კისერს ქალბატონოო" - შეგიძლია დღეს წახვიდე ქალბატონო ნინე ხვალიდან კი თავ აუღებლად იმუშავებ- მკაცრად უთხრა დამიანემ ქალბატონს - - კარგი - უხეშად მიუგო ნინემ დაკაფებისკენ გაემართა როცა ბიჭის ხელმა შეაჩერა რომელიც მის ხელს ებღაუჭებოდა - - ხვალ 10 საათზე აქ იყავით ქალბატონო ლილე - მასთან ახლოს მყოფმა ბიჭმა სიტყვები გოგოს ყურთან ამოიჩურჩულა. მისგან წამოსულმა ცხელმა ჰაერმა თითქოს ნინეც დამუხტა მხოლოდ წამით. შემდეგ გველნაკბენივით მოშორდა მის სხეულს და მაგრად გაიჯახუნა კარები. ბატონი დამიანე ბედნიერად მოკალათდა მის სავარძელში და წინასწარ გაიცინა ნინეს გამწარებაზე. ქალბატონი ნინე კი თავქუდმოგლეჯილი გავარდა შენობიდან და პირდაპირ თორნიკეს და ლილეს მიაკითხა კომპანიაში. - უკაცრავად ქალბატონი ლილე კვარაცხელია სად შემიძლია ვნახო ? - კითხა ქერა გამომწვევად ჩაცმული გოგონას რომელიც სავარაუდოდ თორნიკეს მდივანი იყო სწორედ ის ვისაც ლანძღავდა ლილე უსირცხვილო ქალია კაბინეტში კი აძლევს ყველაფრის უფლებას თორნიკესო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამდენად გულის ამრევები არიან ხანდახან ქალები და კარგი სამსახურის ფულის და ბიჭის გამო ყველაფერზე არიან წამსვლელი. გოგონამ ამრეზად ამათვალიერა და უხეშად მიმასწავლა კაბინეტი. დაიკაკუნებლად შევედი და ბატონ თორნიკეს და მის პირდაპირჯდომ ლილეს მივესალმე. - შენ არ მუშაობ ქალბატონო ? -ღიმილით წამოდგა ფეხზე თორნიკე და გოგო გულში ჩაიკრა - - დღეს თავისუფლება მომანიჭა ბატონმა უფროსმა - გაიცინა ნინემ და ახლა საუკეთესო დაქალი ჩაკოცნა - - როგორია დამიანე ? - ჩაეკითხა ლილე - - აუტანელი გაბლატავებული ლაწირაკი - დაიღრინა ნინემ - - რა იყო გაგაბრაზეს ქალბატონო ნინე - დაცინა თორნიკემ - - ნუთუ ვინმემ შეძლოს შენი წყობიდან გამოყვანა - გაეცინა ლილესაც- - - ჯერ არა მაგრამ ვატყობ ნერვებს შემიჭამს. - დაიღრინა - ახლა ის მითხარი ის ვიღაც ქერათმიანი უტვინო ნაშა რატომ გყავს მდივნად - ინტერესის მიაჩერდა ბიჭს - - კარგად უშლის ფეხებს და ალბათ სექსშიც კარგია - გაუაზრებლად წამოიძახა ლილემ გაოცებულმა შეხედა თორნიკემ ლილეს ნინეს კი გაეცინა - - ხო ალბათ - აჰყვა ნინეც- - შენ რაღაც ძალიან ამოიდგი ენა ვატყობ ქალბატონო - წარბი აუწია ლილეს - - ბოდიში ახლა შენ უფრო სხვა ხმები გსიამოვნებს ალბათ რომელსაც ქალბატონი სოფია გამოსცემს შენთან სექსის დროს. მე ბოდიში ჩემი ლაპარაკი თუ გაწუხებს - - შენ ძალიან ურევ ამ ბოლო დროს ხო იცი ? - გაბრაზებულმა იყვირა თორნიკემ - - ნუ მიყვირი - არანაკლებ ხმამაღლა უთხრა ლილემ - - ხოდა ლაპარაკი ისწავლე - მკაცრად მიუგო თორნიკემ - და მეორედ მსგავსი უაზრო ლაპარაკი აღარ გავიგონო - - საერთოდ ვერ გაიგონებ ჩემს ხმას - ლილეს უკვე ხმა გაბზარვოდა შეატყო ნინემ რომ გოგო ტირილს დაიწყებდა ცოტახანში - ასე რომ ხვალ განცხადებას დავწერ და სულ წავალ მაინც სულ აღარ მაქცევ ყურადღებას - რამოდენიმე ცრემლი გადმოუვარდა გოგოს და სწრაფად დატოვა თორნიკეს კაბინეტი. თორნიკე ერთდროულად გაცეცხლებული და გაოცებული იყო. პირველად ხედავდა ლილეს მსგავს საქციელს. ნინეც არანაკლებ გაკვირვებული იყო თუმცა მაინც ესმოდა ლილესი და მისი გრძნობების. - რა ჯანდაბა სჭირს იმას ? - უხეშად კითხა ნინესაც - - ნერვები დაიწყნდარე და ყვირილს მოეშვი ბატონო თორნიკე წავედი მეც - სწრაფად მიყვა ნინეც ლილეს გარეთ გასულ მეგობარს სწრაფად დაეწია და ატირებული გოგო მის მკლავებში მოიქცია - გაცეცხლებული თორნიკემ კი ცხელ გულზე ყველაფერი დალეწა კაბინეტში ხმაურზე შესული სოფია კი უხეშად გააგდო კაბინეტიდან კარები ჩაკეტა და იატაკზე ჩამოჯდა. დიდი ხანია ხვედბოდა რომ მისი დალილეს ურთიერთობა გაფუჭდა თუმცა ამის მიზეზს ვერ ხვდებოდა. ახლა საკუთარ თავზეც ბრაზობდა რომ გოგოს ასე უხეშად ელაპარაკა ბოლოსდაბოლოს ამდენხნიანი მეგობრობა აკავშირებდათ ერთმანეთთან. თანაც ნინე და ლილე ორივე სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. მითუმეტეს რომ ბიჭს არც დედმამიშვილი ყავდა და არც ოჯახი მათ გარდა ვინაიდან მშობლები 5 წლის წინ ავია კატასტროფაში დაიღუპნენ. **** ვიცი უპასუხისმგებლობაა მიატოვო ძველიისტორია შუა გზაში და დაიწყო ახალი თუმცა უბრლოდვერარ ვაგრძელებ იმ ისტორიას, ბოდიში ვისც გული დავწყვიტე, დავბრუნდიახალი ისტორიიტ რომელიც იმედია მოგეწონებათ , ყოველდღე დავებ შესაბამისად არ გალოდინებთ <3 მადლობა წინასწარ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.