შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტირალა გოგონა მდინარის პირას


26-04-2016, 00:57
ავტორი კაიზერ სოზა
ნანახია 2 529

მტირალა გოგონა
მდინარის პირას
-ისევ აქ ხარ?
-როგორც ხედავ,ჩემი ნავსაყუდელი აქ არის
-და ისევ ტირი?
-კი და ასე ვიქნები სამარადისოდ სანამ მსოფლიოში ბოროტება იმეფებს
-კი მაგრამ სხვისი ცოდვების გამო შენ რატომ უნდა იტანჯო?
-იმიტომ რომ მათ არაქვთ უნარი საკუთარ დანაშაულს მიხვდნენ ან თუ მიხვდებიან გამოსწორებას არ ცდილობენ და ხშირად იგივეს იმეორობენ
-ეს უსამართლობაა!
-უსამართლობა ის არის რასაც თქვენ ყოველდღე ჩადიხართ იცით ცუდია მაგრამ მაინც იგივეს აკეთებთ
-მაგრამ მე შემიძლია ეს გამოვასწორო! ყველას ვეტყვი მთელ მსოფლიოს გავაგებინებ რომ აქ მდინარესთან გოგო ტირის ჩვენი ცოდვების გამო
-არავინ დაგიჯერებს
-დაიჯერებენ! თუ არ დაიჯერებენ ძალით დავაჯერებ!
-ძალადობაში გადადიხარ , რომც დაგიჯერონ და ნახონ ეს ყველაფერი მაინც ფეხებზე დაიკიდებენ ვიღაც გოგო რომ მათთვის ტირის ,იტიროს მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგადო გეტყვიან
-მაგრამ მე ვიცნობ კარგად ადამიანებს რომლითათვის ეს ყველაფერი სულერთი არ იქნება
-შეიძლება თავიდან გულთან მიიტანონ მაგრამ დროის გასვლის განმავლობაში საერთოდ დაავიწყდებათ ჩემი არსებობა
-ეცდებიან მაინც, და რომ ეცდებიან ეს უკვე რაღაცას ნიშნავს ეს ნიშნავს იმას რომ იმედი ჯერ კიდევ არსებობს
- არსებობს ადამიანი კეთილი ტიპის იმიჯით რომელიც თითქოს სიკეთეს ასხივებს სინამდვილეში ყველაზე საშიში და ყოველმომქმედია და ყველაფერს ჩაიდენს საკუთარი თავი ქუდში რომ იგულოს და როცა სიბოროტის ჩადენის შემდეგ მას ხელს დაადებენ ის ისევ თავის იმიჯს გამოიყენებს მე ხომ ასეთი კეთილი ვარ როგორ შემეძლო ესეთი რამე გამეკეთებინაო, და ადამიანს მართლაც აჯერებს თავის სისწორეში ასეთ მსახიობური ნიჭის ადამიანებს უფრთხილდი დამიჯერე!
-ასე არ არის! ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავ! შენ რა იცი ვინ არის კეთილი და ბოროტი როცა ამ მდინარეს არ გაცელილხარ, სამარადისოდ აქ უნდა იყო და იტირო!
-შენი აზრით ამ მდინარესთან რატომ ვარ?
-არვიცი...
-მაინც რას ფიქრობ?
-წარმოდგენა არ მაქვს!
-ამ მდინარეში თქვენი ცოდვები მიედინება,სათავე საიდანაც მდინარე მოედინება თქვენი დაბადების ადგილია, შემდეგ იზრდებით უნარებს იძენთ უმეტესად ცუდი საქმისთვის იყენებთ და როცა განსაკუთრებულ რამეს ჩადიხართ მდინარე დიდდება და გადმოდის რადგან ვეღარ იტევს ამდენ უსამართლობას და ბოროტებას მსოფლიოში, ყველა მდინარეს ყავს თავისი მტირალა გოგონა, ჩვენ წყალში ვხედავთ ყველაფერს რაც ოდესმე ჩაგიდენიათ, ვტირივართ რადგან გავანეიტრალოთ ცუდი აურა დედამიწაზე თუმცა ეს თანდათან უფრო და უფრო ძნელი ხდება, ჩვენ ვქვრებით და როდესაც უკანასკენლი გოგონა გაქრება მდინარიდან მაშინ თქვენივე ცოდვები შთანთქავს დედამიწას, აქ სამყაროს დასაბამიდან ვარ ასე გადაწყვიტა ჩემმა გამჩენმა და ამ დროის განმავლობაში წარმოდგენა თუ გაქვს რამდენი ადამიანის ცოდვების გამო ვიტანჯე, კეთილებიც შემხვედრიან მაგრამ ძალიან ცოტა და უმეტესობამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე, და შენ მოდიხარ აქ და მეუბნები რომ ყველაფერი კარგად იქნება
-მე რომ გხედავ ამაზე არ გიფიქრია?! იმიტომ გხედავ რომ მიყვარხარ და სიყვარული ყველაფერია სიყვარული თვით ღმერთია! რადგან თვით უფალმა მოინდომა რომ მე შენ გხედავდე და აღგიქვამდე როგორც ქალს როგორც ადამიანს შენ უნდა წამოხვიდე ჩემთან ერთად! გეყო რაც სხვების გამო იტანჯე!
-შენ არ გესმის...არაფერი არ გესმის! ის სხვები შენ ხარ ის სხვები მე ვარ და ის სხვები ყველა ვართ! იმ სხვებზეა დამოკიდებული ყველაფერი როგორც შენზე და შენც სხვებში შედიხარ ჩემთვის...
-გეყო! გეყო! გეყო! მე გხედავ გესმის?!... გესმის?! მე გეხები მე შემიძლია გულში ჩაგიკრა მე შემიძლია გაკოცო ! მე ყველაფერი შემიძლია და შენ ჩემთან იქნები!
-მდინარეს ვერ მივატოვებ რომც შემეძლოს მაინც...


-კი მაგრამ მდინარეები ხომ შრება?! მაშინ სად მიდიხართ?
-ეს გამოფიტვის შედეგია, ეს ნიშანია იმისა რომ ხდება ერთგვარი გადატვირთვა მსოფლიოში შემდეგ კი ისევ თავიდან იწყება ეს ყველაფერი
-რას ნიშნავს გადატვირთვა?
-ყველაზე დიდი დოზის ბოროტება გამოფიტავს მდინარეს თუმცა ის ისევ დგება კალაპოტში
-ესეიგი ჯერ კიდევ არის იმედი, მდინარე ხომ დგება კალაპოტში ეს ხომ იმას ნიშნავს რაღაც მომენტში სიკეთე იმარჯვებს?!
-არა უბრალოდ ეს იმის ნიშანია რომ ჯერ დრო არ მოსულა
-რისი დრო?
-აღსასრულის დრო
-რატომ ხდება ასე?! ღმერთს ხომ შეუძლია ერთი ხელი მოსმისთ ყველაფერი სიკეთისკენ შემოაბრუნოს?!
-ღმერთი თქვენთვის არ არსებობს და რატომ უნდა მოხდეს ასე? იმ მსოფლიოში სადაც ღმერთს არანაირი ფასი არ აქვს რატომ მოხდება ასე? როდესაც რაიმესი არ გწამს მისგან არც არაფერს არ ელი
-მაგრამ დღეს ძალიან ბევრი დადის ტაძარში
-მოჩვენებით და სხვისთვის დასანახავ რწმენას ისევ ურწმუნოება ჯობია
-ყველა ასეთი არ არის!
-ყველა სიტუაციას უმრავლესობა წყვეტს სადაც მეტი ყოველთვის ბოროტია
-ესეიგი არანაირი იმედი არ არსებობს და ბედს უნდა შევეგუოთ?
-ეგრე გამოდის
-მე დანებებას არ ვაპირებ, შენ ზედაპირულად მსჯელობ მე გეტყვი რომ არსებობს იმედი,რწმენა,სიკეთე,მეგობრობა,თავგანწირვა და სანამ ეს თვისებანი არსებობს არემარეში და ერთ ადამიანს გააჩნია ეს და სხვა მრავალი კეთილი გრძნობები ბრძოლა ღირს! ასე ვიქნები მე რაც არუნდა მოხდეს
-ძალიან მიამიტი ხარ, შენნაირი ადამიანი აქ ვერ დამკვიდრდება
-რატომ ვარ მიამიტი, იმიტომ რომ ამ სიკეთის მჯერა?
-არა იმიტომ რომ იყურები გარშემო და ხედავ, ყველაფერს ხედავ.. ილუზიებს იქმნი რომ ასე არ არის ხედავ ადამიანებს რომლებიც რაღაც მიზნის გამო ყველაფერზე წავლენ, ყველაფერზე წავლენ რათა საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრონ ათას სისაძაგლეს სჩადიან ყოველდღე რამეს რომ მიაღწიონ, მეგობრებს რომლებიც პირში გიცინიან არადა ზურგს უკან შენზე ლაპარაკობენ და სამარეს გითხრიან,იმიტომ გემეგობრებიან რომ დროთა განმავლობაში შენგან რაღაცის გამორჩენის იმედი აქვთ, და სხვა ათასი სულმდაბლური საქციელები რომლებსაც შენ ყურადღებას არ აქცევ და იმედი გაქ რომ გამოსწორდებიან მაგრამ ასე არ მოხდება და ეს შენც კარგად იცი
-და იმედი ცოდვაა?! შენი აზრით მე საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება მაინტერესებს?
-ზუსტად ამიტომ ხარ მიამიტი რომ მიზნის გამო ყველაფრის ჩადენა არ შეგიძლია, ხომ გეუბნები შენნაირი ადამიანებს აქ არაფერი ესაქმებათთქო
-ესაქმებათ! თანაც როგორ! ასეთი ადამიანების გამო ცოცხლობს დედამიწა ასე არ არის?
-ნაწილობრივ კი მაგრამ ვხედავ ესეთებიც ნელ-ნელა ქრებიან როგორც ჩვენ მტირალა გოგონები ვქრებით მდინარიდან,ადამიანები ვინც მეგობრობის,ერთგულების გამო თავს გაწირავს მათი რიცხვი დიდი ტემპით მცირდება, რადგან მათ თავისივე გარემოცვა შთანთქავს, ისინი დამონებულები არიან...
-ყოველდღე ვხედავ ასეთ დამონებულებს მაგრამ როგორც ხედავ მათ მხარეს არ გადავსულვარ და არც არასოდეს გადავალ! მირჩევნია ცხვრების ფარაში ვიყო და დამონებულმა შეგვჭამონ ვიდრე მათ მორალი მივიღო! დაე ვიყო ამის გამო სუსტი და ყველამ სუსტ არსებათ ჩამთვალოს, მთავარია მართალი ვიქნები ჩემს თავთან და ეს წმინდათაწმინდაა ჩემთვის!
-ამის გამო ბევრი ვერ გაგიგებს, როცა შეგეძლო და არ გააკეთე,გაგკიცხავენ იმის გამო რომ მიზნისთვის ყველაფერი უნდა გეკადრებინა, შენ კი აქ თავჩაქინდრული დგეხარ და კვლავ შანსს ელი და ბევრიც ჩამოგშორდება ამის გამო რადგან შენგან სარგებელი ვერ ნახა
-მე სულ გადამავიწყდა აქ რისთვის მოვედი, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ რომ სიყვარული არსებობს მითხარი როგორ შემიყვარდა გოგონა რომელიც მდინარის პირას ტირის ჩვენი ცოდვების გამო, განა ეს საოცრება არ არის? განა ეს არ არის სასწაული?
-ეს არ არის სიყვარული, უბრალოდ შენ ნუგეში გინდა ჩემგან გინდა რაიმე ზებუნებრივი გიყვარდეს რადგან ეს უფალში ვერ ნახე, გინდა ყოველდღე მესაუბრო და გაიგო რაარის ცხოვრების არსი მაგრამ დამიჯერე ამას იშვიათნი ხვდებიან და მე არ ვარ ის ვინც ამ ყველაფერს შეგაგნებინებს
-სიცრუეა! მე შენ მიყვარხარ! ყოველდღე როდესაც აქ ჩავივლიდი სკოლაში მიმავალს, გხედავდი მაგრამ მოსვლას ვერ ვბედავდი რამდენჯერ დავაპირე მეგობრებისთვის მეთქვა შენს შესახებ მაგრამ ვიცოდი დამცინებდნენ და გიჟად ჩამთვლიდნენ ამიტომ თავს ვიკავებდი, ამ ცხრა წლის განმავლობაში რადმენჯერ ჩავიარე აქ ან ზაფხულში უამრავჯერ მიბანავია ამ მდინარეში მეგობრებთან ერთად, ყოველთვის გხედავდი მაგრამ ვერაფერს ვერ გეუბნებოდი დროთა განმავლობაში ეს ჩვევად გადამეზარდა და ერთი პერიოდი ყურადღებას აღარ გაქცევდი, მაგრამ დედაქალქში წასვლის დღეს მოვედი შენთან და ეს დღე არასოდეს დამავიწყდება! მაშინ უამრავ თემაზე მელაპარაკე ჩვენი აზრები თითქმის ყველაფერში დაემთხვა მე მივხვდი რომ შენ ჩემთვის ხარ შექმნილი შენს გარდა ვერავინ გამიგებდა! რადმენჯერ ვცადე შენი დავიწყება არცერთი გოგო არ მაინტერესებდა მხოლოდ შენზე ვფიქრობდი და აი ამოვედი აქ ამდენი ხნის შემდეგ და გეტყვი რომ ძალიან მიყვარხარ და აქედან უნდა წაგიყვანო! შენ არ ხარ ღირსი სხვისი ცოდვების გამო იტირო თვითონ ისინი არ დარდობენ თავის ნამოქმედარზე და შენ რატომ უნდა აგო პასუხი ეს სისულელეა! რადაც არ უნდა დამიჯდეს აქედან წაგიყვან რადგან მიყვარხარ!
-შენ გგონია მე ვერ ვამჩნევდი რომ მხედავდი?! კარგად იცი რომ ეს შეუძლებელია! მე ვგრძნობ მალე გავქრები აქედან შეიძლება სადმე სხვაგან შევხვდეთ ერთმანეთს სხვა ცხოვრებში ან მაღლა უსასრულობაში მაგრამ არა აქ რადგან ეს მატერიალური სამყარო არ არის ჩემთვის შექმნილი, ჩემი ხვედრი აქ ამ მდინარესთან ტირილია
-არ დავნებდები! და არც შენ მოგცემ ამის უფლებას! ყოველდღე ამოვალ აქ ჩემი ცხოვრების ბოლო დღემდე სანამ სული მიდგას! და იმედს დავიტოვებ რომ უფლის განგებით შენ განთავისუფლდები აქედან და თუნდაც ერთი დღე გიყურებ თავისუფალს რადგან თავისუფლება ჩემთვის უმაღლესი გრძნობაა და მის გამო მზად ვარ თავი გავწირო! დამიჯერე ვერავინ გადამათქმევინებს!
-მჯერა... მაგრამ ეს ვერ მოხდება, რადგან ეს ჩემი ბოლო დღეა მდინარეზე... ვიცოდი დღეს აქ ამოხვიდოდი და ამ ყველაფერს მეტყოდი ალბათ ასე ინება ღმერთმა რომ ჩემ უკანასკნელ დღეს მდინარესთან აქ ყოფილიყავი...
-ეს შეუძლებელია!...მე ხომ...არა....მე შენ მიყვარხარ! ასე არ მოხდება თუ ქვეყანაზე სამართალი არსებობს ასე არ უნდა მოხდეს!
-ნუ აყვები პანიკას,ეს ასე უნდა მომხდარიყო შენი ბრალი არ არის რომ მე ვქრები და არც სხვას არ ვადანაშაულებ დღემდე ასე მეგონა მაგრამ მივხვდი უბრალოდ არის მომენტები რომლებსაც უნდა შეეგუო და სხვა გზის ძებნაც არ უნდა დაიწყო რადგან ფუჭია და გამოსავალი არ არსებობს
ის დაიხარა მდინარის პირას ცოტახანი თვალებში უყურა შემდეგ კი უთხრა : შენ ხელი მომეცი- მან ხელი გაუწოდა
-გრძნობ ამ სითბოს რაც მე გამაჩნია?
-კი
-ამ სითბოთი გიცნობ როდესაც შეგხვდები არ აქვს მნიშვნელობა როდის მთავარია შეგხვდები მე ამას ვგრძნობ
გოგონას ყინულივით ცივი ხელები გაულღვა და სითბოთი აივსო მისი თვალებში კი ცივი გამოხედვა უბრალო კეთილი და ლამაზი გოგონას გამოხედვამ ჩაანაცვლა...
-ეს რაღაცას ნიშნავს იქნებ არ ქრები! ვხედავ როგორ შეიცვალე შენ ნამდვილი გოგონა ხდები ღმერთო ჩემო ეს სასწაულია!
-არა,თენდება და მე ნელ-ნელა ვიწყებ გაქრობას ამ სამყაროდან
ბიჭმა თავი დახარა და თვალებიდან ცრემლი წასკდა
-ეს შენი დამსახურებაცაა, მე ბედნიერი მივდივარ აქედან რადგან შენნაირ კეთილ ადამიანთან გავატარე ჩემი უკანაკნელი დღე...
ზაფხულის ლამაზი დღე იყო გარიჟრაჟი ჩამოწვა არემარეში ჩიტების გალობის თანხლებით, გოგო და ბიჭი კი მდინარეს უყურებდნენ ხელჩაკიდებულნი და ორივეს ცრემლი მოსდიოდათ თვალებიდან
-რატომ ხდება ასე როდესაც რამეს მიაღწევ ცხოვრებაში და ყველაზე ბედნიერი ხარ მაშინ დაგატყდება თავს უბედურება...- თქვა ბიჭმა და სევდიანი თვალებით ახედა გოგონას- მე ხომ სულ ცოტა სიყვარული და ბედნიერება მჭირდებოდა...
-ეს ადამიანის ბრალი არ არის ეს მისი ბუნების ნაწილია, მიღწეულით ვერ კმაყოფილდება უფრო და უფრო ზევით მიიწევს და როდესაც ძირს დაენარცხება ყველაფერს გარშემომყოფთ და ღმერთს აბრალებს... გაუძღომელია მისი არსი
ბიჭი მდინარეს აკვირდებოდა და ხედავდა მის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს გოგოს შეხედა და მიხვდა რომ ისიც ხედავდა...მზეც ამოსვლას იწყებდა გოგო კი ნელ-ნელა მაღლა მიიწევდა ბიჭი ხელს არ უშვებდა და ათასი სულშიჩამწვდომი სიტყვებით უხსნიდა სიყვარულს გოგოს კი ცრემლების გარდა ეტყობოდა რაღაცისგან თავისუფლდებოდა რაღაც დიდისგან რომელიც ამ დროის განმავლობაში მხრებზე მძიმედ აწვებოდა როდესაც მზე ბოლომდე ამოვიდა გოგონა მთლიანად გაქრა ბიჭი გაუნძრევლად იდგა და უყურებდა გოგომ ერთი რამის დაძახება მაინც მოასწრო - შევხდებით!
კიდევ ერთი მტირალა გოგონა გაქრა მდინარიდან ბიჭს იმედები გადაწურული ქონდა და ტიროდა მისი ცრემლები მდინარეში იღვრებოდა ახლა გოგონას მაგივრად მტირალა ბიჭი იდგა მდინარის პირას...



№1 სტუმარი lizi

dzaan magaria momewona

 


№2  offline წევრი კაიზერ სოზა

დიდ არაფერი მადლობა

 


ძალიან ძალიან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent