შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

sms 5 თავი


26-04-2016, 01:54
ავტორი ლორელაი
ნანახია 7 237

გიორგი ერთიანად ფითრდება, ვხედავ, როგორ უფეთქავს საფეთქელზე ძარღვი. ორივე ერთ ადგილას მილურსმულებივით ვდგავართ, ჩვენ გარშემო კი ნამდვილი შტორმია, ვგრძნობ რაღაცამ ძალიან გააბრაზა ირაკლი. მისი სიბრაზე, ყველაფრის დალეწვაში და ხმაურში ჩანს. არ ვიცი რა გავაკეთო, ჩავერიო, თუ ვაცადო ყველაფერს დაწყნარება. ვხედავ როგორ ვარდება კედლიდან საათი და ნამსხვრევებად იფანტება, ჰაერის ნაკადი იკუმშება, ოთახის კუთხისკენ იზიდავს ფურცლებს, ნამსხვრევებს, კალამს, რომელიც მაგიდაზე იდო. ვხედავ როგორ ტრიალებს წრეში ეს ყველაფერი.
- ირაკლი, დამშვიდდი. - ვამბობ,თითქმის ყვირილით, საპასუხოდ ყველაფერი ჰაერში ჩერდება, გამჭვირვალე ჰაერს თითქოს სიმძიმე მიეცა, ბლანტი მასა გახდა. მერე ყველაფერი ერთი მეორის მიყოლებით ცვივა ძირს და ქარი და ზრიალიც ჩერდება. დაზაფრული და გაფითრებული გიორგი ისევ ისე დგას და ვხედავ როგორ ებერება ცხვირის ნესტოები.
- გიორგი, - ფრთხილად ვეხები ხელზე, თითქოს გონს მოდის, არეული თვალებით მიმზერს. - მორჩა. გამოფხიზლდი.
- ხო. - მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს და იქითკენ მიდის საითაც ქაღალდები და ნამსხვრევები ყრია. - გზავნილია ირაკლისგან. - ჩახრინწული ხმით მეუბნება და ქაღალდს მაწვდის.
- ''დამეხმარეთ.'' - ვკითხულობ ხმამაღლა და გიორგის ვუყურებ, რომელსაც თვალები ჩასწითლებია, დაბინდული მიმზერს და ვხვდები ამ ყველაფერმა რამხელა გავლენა იქონია მასზე.
- ყოველთვის ასეთი გაბრაზება იცოდა, ირგვლივ ყველაფერს ანგრევდა. - ამბობს ხმაწართმეული და კედელთან ჯდება. თავს ხელებში რგავს და ყუჩდება.
- გრძნობ?
- რას? - ქვევიდან მიყურებს, მე კი ისევ ის სუნი მომდის ირაკლის გამოჩენას, რომ ახლავს. - იის სუნი დგას.
- და მიწის, - ფეხზე დგება. მერე ადგილზე შეშდება ხელს წინ იშვერს და თვალებში ცრემლები უკიაფებს. ძვლივს ვიკავებ თავს რომ არ ვიტირო. ვხედავ როგორ უახლოვდება გიორგის ჩრდილი, რომელიც სიმკვეთრეს იძენს და ადამიანის ფორმას იღებს. - ვგრძნობ. აქ არის ხომ?
- შენ წინ დგას. - ვეუბნები აკანკალებული ხმით. ირაკლის აჩრდილი სევდიანად იღიმის. - თეთრი ზედატანი და ლურჯი შარვალი აცვია. - გიორგი თვალებს ხუჭავს და თვალის კუთხეში ცრემლი უბრწყინავს. ორივე ხელს პირზე ვიფარებ, რომ არ ავბღავლდე.
- კითხე რატომ გააკეთა ეს? - გიორგი ისევ არ ახელს თვალებს. ირაკლის აჩრდილი თავს ხრის.
- მას ესმის შენი.
- მიპასუხე, რატომ გააკეთე ეს? რატომ? ასეთი რა გიჭირდა? მე ხომ შენი ძმა ვარ. დაგეხმარებოდი. - ირაკლი ისევ იღიმის, ჩემკენ ბრუნდება თვალებში მიყურებს, მე კი რატომღაც ვხვდები რას ფიქრობს. არაფერი მესმის ის პირს არ აღებს, მაგრამ მაინც ვხვდები რას ამბობს.
- თავი არ მოუკლავს. - ნერწყვს ვყლაპავ. - ეს, მკვლელობა იყო. - გიორგის თვალები უფართოვდება, ერთიანად კანკალს იწყებს და ხელებს მუშტავს. - უნდა რომ მკვლელი ვიპოვოთ. - ისევ ირაკლის ვუყურებ და თავისთავად ვამბობ ყოველ სიტყვას. ის ჩემზე ზემოქმედებას ახდენს. - შენ შეგიძლია მოძებნო ის.
- როგორ? ვინ არის? - ყვირილს იწყებს გიორგი. - მითხარი ვინ იყო, გესმის? ხმა გამეცი. - სივრცეს უყვირის, ირაკლი უახლოვდება და მხარზე ეხვევა. გიორგი ვერ ხედავს, თუმცა ვხვდები, რომ გრძნობს, ხელები უცვივდება, თვალებს ხუჭავს და ყუჩდება. - ვგრძნობ. ტანში ჟრუანტელი მივლის, კედელს ვეყრდნობი, რომ არ წავიქცე. ასე მგონია, რომელიმე ფანტასტიკური ფილმის პერსონაჟი ვიყო. ტყუპები ერთმანეთს ეხვევიან. ცოცხალი გიორგი და მისი ასლი, ირაკლის აჩრდილი. ვხედავ როგორ იცრიცება აჩრდილი და თანდათან გამჭვირვალე ხდება, მერე კი საერთოდ ქრება. გიორგი თვალებს ახელს, კედელს ეყრდნობა და აკანკალებული ხელებით სიგარეტისთვის ცეცხლის მოკიდებას ცდილობს, არ გამოსდის. სიგარეტის ღერს დაბლა აგდებს, ცოტა ხანს მიყურებს და გადის. არ ვინძრევი, გამოკიდებას აზრი არ აქვს. გონს მოსასვლელად მარტო ყოფნა სჭირდება, მესმის და არც ვცდილობ გავაჩერო. ცოტა ხანს ასე გაუნძრევლად ვზივარ და ცრემლებს ვიკავებ. მხოლოდ გიორგის კი არა, მეც მჭირდება გონზე მოსვლა.

დილით გაბრუებულს მეღვიძება და წამოდგომას არ ვჩქარობ, ვფიქრობ იმ ამბებზე რაც ბოლო ორი კვირაა ჩემს ცხოვრებაში ხდება, ირაკლის და ახლა უკვე გიორგის გამოჩენაზე. გიორგის გახსენებაზე პირი თავისთავად მეხსნება, თეკლა ახლა შენ გაიღიმე? თან გიორგის ხსენებაზე? ჩემს თავს კითხვას ვუსვამ და უარესად მეღიმება. რატომღაც ამ ამბავმა გამამხიარულა. ხალისიანად ვდგები საწოლიდან და პიჟამოების ამარა გავდივარ სამზარეულოში, საიდანაც სასიამოვნო სურნელი გამოდის. სიხარულისგან ვკივი, როცა ბებიაჩემს ქურასთან მოფუსუსეს ვხედავ.
- ბებიი, როგორ გამახარე ბე.- უკნიდან ვეხვევი და ვკოცნი.
- რამ გადაგრია თეკლა, - იცინის ირინა და ლოყებს მიკოცნის, ისე როგორც ბავშვობაში. - ასე მოგენატრე?
- აუ, ძალიან, განსაკუთრებით შენი გაკეთებული ბლინები და ყავა მომენატრა. - ვიცინი და მაგიდას ვუჯდები.
- აჰ, უყურე ამას, ანუ ბლინები მოგენატრა არაა, -მოჩვენებითი სიბრაზით კრავს წარბებს და თავს აქნევს. - აბა მართლა მე ხომ არ მოგენატრებოდი?
- კაი, ირინა რანაირად იცი ხოლმე...
- ვა, გაიღვიძე თეკუ? - შემოსასვლელიდან მესმის ბაბუას ხმა, რომელსაც ხელში ორი პოლიეთილენის პარკი უჭირავს და მიღიმის.
- ჩემი ყველაზე სიმპატიური, ბაბუ. - მისკენ მივდივარ და ვეხვევი.
- ეგ შენი სიმპატიური ბაბუა, მთელი ეს დრო ღვინოში ჩაიხრჩო, რომ იცოდე. - უკმაყოფილოდ ბურტყუნებს ირინა.
- კაი ირა, რა ახლა სულ ასე უნდა გამახსენო? - ბაბუა მაგიდაზე დებს პარკებს და მიღიმის. მანიშნებს დამეხმარეო.
- კაი, თქვენ ისიყვარულეთ და მე გავემზადები, უნდა წავიდე. - ორივე ხელს ვწევ და ოთახში ვბრუნდები. სალომე უნდა მოვინახულო, გაგიჟდება რომ გაიგებს, მის არყოფნაში რა მოხდა გუშინ. ის ისაა გამოსვლას ვაპირებ, ჩემს ოთახში ირინა, რომ შემოდის.
- ბე, ვიღაც ძალიან სიმპატიური ბიჭი გკითხულობს, - ეშმაკურად იღიმის ირინა, გაკვირვებული ვიბრუნებ ტუჩს და გავდივარ. - რას მიმალავ, თეკლა?
- ირინა, გეყოს. - გასვლამდე ვჩურჩულებ და ადგილზე ვშეშდები. მისაღებში, დივანზე გიორგის ვხედავ, რომელიც ბაბუაჩემთან სასიამოვნოდ ბაასობს რაღაცაზე და გაკვირვებისგან სუნთქვა მეკვრის.
- გამარჯობა, გიო. - თავადაც ვერ ვხვდები, რომ სახელს ვუმოკლებ, გააზრების შემდეგ კი ვწითლდები. გიორგი ფეხზე დგება და იღიმის.
- გამარჯობა, ეს წიგნი მოგიტანე, ვიფიქრე დაგაინტერესებდა. - წიგნს მაწვდის.
- მადლობა, წასვლას ვაპირებდი. წამოხვალ? - ვეუბნები ისე, რომ წიგნს არ ვუყურებ, მინდა აქედან წავიყვანო, არ შემიძლია კიდევ დიდხანს გავუძლო ირინას ეშმაკურ და ბაბუას თბილ ღიმილს. თან დრო მჭირდება იმის მოსაფიქრებლად,თუ როგორ წარვუდგინო გიორგი.
- რას ამბობ, ასე როგორ გაგიშვებთ? სტუმარს ყავა შევთავაზოთ, თეკლა. - ქოთქოთებს ირინა და საშველად ბაბუას უყურებს.
- არა, გმადლობთ, მეჩქარება. - საჩქაროდ ემშვიდობება გიორგი ბაბუას ხელის ჩამორთმევით და ბებიას ღიმილით, კარებში მატარებს და უკან მომყვება. ლიფტს არ ველოდები ფეხით ჩავდივარ კიბეებზე და გარეთ გასვლისთანავე შვებით ვსუნთქავ.
- არ მელოდი ხო? - გვერდულად მიყურებს გიორგი. - ვიფიქრე ეს უნდა გენახა. - წიგნზე მანიშნებს და იქვე მდგარი მანქანის კარს მიღებს.
- არაუშავს, - წიგნის მხოლოდ ახლა ვათვალიერებ და გული უცნაურად მეკუმშება, როცა ყდაზე ირაკლი ჯაფარიძეს ვკითხულობ. - ეს ... მადლობა, მართლაც საინტერესო იქნება. - მანქანაში ვჯდები და წიგნს ვშლი. გიორგი გვერდით მიჯდება და მანქანას ძრავს. არ ვაპროტესტებ, არც კითხვებს ვუსვამ, თავიდან ბოლომდე წიგნში ვარ ჩაფლული და ყოველ სიტყვაში ირაკლის ვეძებ. მანქანა მიდის, მიდის მაგრამ არ ვინტერესდები სად, მე ახლა ირაკლის ვეცნობი, მის სულში ვაფათურებ ხელს, მის აზრებს ვკითხულობ. არეული და აფორიაქებული ვკეცავ წიგნს და გარეთ ვიყურები, გზა ნაწვიმარია, ირგვლივ სასიამოვნო სითბოა, რომელიც ოდნავ ჩამოწეული საქარე მინიდან კარგად შემოდის.
- ახლა ვხვდები, რომ ჩემი ძმა ბოლომდე არ მცნობია. - გიორგი დაძაბული ზის საჭესთან და გზას თვალს არ აშორებს. - ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ არასდროს გამოხატავდა თავის ტკივილს ჩემთან, ის ყველასთვის ერთი უდარდელი, პოეტი ბიჭი იყო, რომელსაც გართობის გარდა არაფერი აინტერესებს, მის რეალურ ცხოვრებაზე არავის არ ჰქონია წარმოდგენა, მათ შორის არც მე. არასდროს არ მთხოვდა დახმარებას, არასდროს არ მოდიოდა ჩემთან თავის თავზე სალაპარაკოდ. - გიორგი მანქანას აჩერებს, მაგრამ ხელები ისევ საჭეზე უდევს, ისევ გარეთ იყურება და შთაგონებით ლაპარაკობს. - არავის არაფერს უშავებდა, უკომფლიქტო ბიჭი იყო, ვის უნდა სდომოდა მისი სიკვდილი? რატომ?
- გავარკვევთ, - ხელზე ხელს ვუჭერ გამხნევების ნიშნად და ვუღიმი, გიორგი ჩემკენ ბრუნდება, თვალს თვალში მიყრის. მერე ისევ ძრავს მანქანას. - სად მივდივართ?
- ირაკლის სახლში.
მერე დიდხანს ორივე მდუმარედ გავყურებთ გზას და ვხვდები გული სადღაც გამეპარა, აღელვებისგან თითები მიცივდება და ყელში რაღაც მეკეტება. განძრევასაც ვერ ვბედავ, ხელში ჩაბღუჯულ ირაკლის ლექსების კრებულს სათუთად ვუსვამ თითებს და ნაწვიმარ გზას გავყურებ.
- რაზე ფიქრობ? - დიდი ხნის შემდეგ მეკითხება გიორგი, გატეხილი ხმით.
- არაფერზე...
- როგორ არაფერზე? როგორ შეიძლება, ასეთ ადგილას მიდიოდე და არაფერზე ფიქრობდე?
- გზას უხდება სიჩუმე... - ტუჩები მითრთის, თავადაც არ ვიცი რატომ მაგრამ, შიში მიპყრობს, სრულიად დავკარგე ფიქრის უნარი. გიორგი გზიდან ჩიხში უხვევს და სადარბაზოსთან აჩერებს მანქანას. ცოტა ხანს ორივე ჩუმად ვსხედვართ, ვხვდები არც მისთვისაა ადვილი იქ მისვლა. მანქანიდან გადაუსვლელად, ჩამოწეული მინიდან ვიხედები ზემოთ, ფანჯრებისაკენ.
- მეექვსე სართულია. - ფიქრებს მიმიხვდა გიორგი. მზერა მეექვსეზე შემეყინა, ჩაბნელებულ, ფარდაჩამოფარებულ სარკმელს დაზაფრული ვარიდებ თვალს და ისევ წიგნს ვუბრუნდები.
- რამდენი ხანია არ ყოფილხარ?
- ირაკლის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ვიყავი ბოლოს... რაღაც მედალიონი დამაბარა, სტამბოლიდან ჩამოვუტანე, სპეციალურად ისეთი დავამზადებინე როგორიც მთხოვა. - გიორგი მოგონებებში გადაეშვა. - დღეში ასჯერ მირეკავდა, სიტყვასიტყვით მამეორებინებდა როგორი უნდოდა. საოცრად აღტკინებული იყო. უნდა იკეტებოდესო, ოღონდ ისე თუ არ იცი, რომ იხსნება ვერ შეამჩნიოო. - ლაპარაკის დროს თვალებს ხუჭავს, დროდადრო ჩერდება და ისე განაგრძობს გახსენებას. - მის მერე არ ავსულვარ. არც დედაჩემი. ორივე ვერიდებოდით. - ისევ ჩუმდება ცოტა ხნით. - ავიდეთ?
- ავიდეთ. - კარს ვაღებ და გადმოვდივარ, გიორგიც უკან მომყვება, ლიფტის მოსვლამდე ორივეს მოუსვენრობა გვიპყრობს, მე წიგნს ვიხუტებ გულზე, გიორგის ხელები ჯიბეებში ჩაუწყვია და ფეხსაცმელს ჩასჩერებია.

მეექვსე სართულზე ლიფტის კარი იღება, მაგრამ არც ერთი არ ვიძვრით ადგილიდან.
- თუ გინდა დავბრუნდეთ. - გამამხნევებლად ვუღიმი.
- არა, შევიდეთ.- ჯიბიდან გასაღებს იღებს, მერე მე მიყურებს და საკეტს არგებს. კარი მძიმედ იღება. შიგნიდან მძიმე ჰაერი და ჩაბნელებული დერეფანი გვეგებება. პირველ ნაბიჯს გიორგი დგამს და ფრთხილად მიაბიჯებს ჩაბნელებულ ჰოლში. აკანკალებული ფეხების გაჩერებას ვერაფრით ვახერხებ, გულში წიგნჩახუტებული მივყვები უკან და შიშისგან გული მიფრიალებს. მეშინია, მაგრამ ვერ ვიგებ რისი. სახლში აუტანელი, მძიმე და დამზაფვრელი გარემოა. მისაღებში ვჩერდები და ცოტა ხნით თვალებს ვხუჭავ, უნდა შევეგუო გარემოს.
- ფანჯარას გამოვაღებ. - გიორგის ხმას ვერ ვცნობ.
- არა, იყოს. - არც საკუთარი ხმა მეცნობა. თვალებს ვახელ შედარებით უკეთ ვხედავ ყველაფერს და ინტერესთან ერთად, ამოუცნობი განცდა მიპყრობს.



№1  offline წევრი Tako Gogelia

Zannn momewonaa

 


№2  offline წევრი mako-makako

ყოველ თავზე გვაინტიგებ თათა და სასიამოვნო გრძნობას გვიტოვებ გულში.საოცარი წერის უნარი გაქვს და გრძნობების გადმოცემაც არაჩვეულებრივად გეხერხება.იფიქრე სერიოზულად ამ საქმეზე და არა მარტო აქ ამ საიტზე.ფართო საზოგადოებამუნდაგაიცნოსახალგაზრდა მწერალი ჩვენი თაობის.
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№3  offline წევრი MireilleDarc

ცრემლი წამომივიდა ://

 


№4 სტუმარი hipo

saocreeba xar meshiniaada mainx vkitxuloob

 


№5  offline წევრი Ignifex

არ ვიცი,ძალიან კარგი რაღაც გამოგდის. ჩახუტებაზე ავჩუყდი. ყოჩაღ მართლა და მოუთმენლად ველი

 


№6  offline წევრი mani156

ვაიმე როგორი რაღაცნაირი თავი იყო ^^ წინებისგან განსხვავებით რომელთა კითხვის დროსაც შიში მეუფლებოდა, ეხლა სითბოთი ავივსე,, ირაკლის და გიორგის ჩახუტებაზე გავგიჟდიი ^^

 


№7 სტუმარი taso

ინტერესი მკლავს და ყოველი ახალი თავი ასმაგად მიმძაფრებს ინტერესს რა მოხდა ან მოხდება…შეუდარებელია <3

 


№8  offline წევრი isterichka123

კაია ნუ აგვიანებ

 


№9  offline წევრი მოლურჯო

ძალიან მეშინია რომ ვკითხულობ
რომ წარმოვიდგენ belay
--------------------
მარიამი

 


№10 სტუმარი ნიაა

ეჰჰჰ ვიცი სხვა გეგმები გაქ,მაგრამ მე მაინც სალომე და გიორგი ჩავიციკლე :დდდდ
ისტორია რომ მაგარია მაგაზე საუბარიც არ მაა

 


№11 სტუმარი shore shore

Zaan mgaria tat ragacnairi gulshi Cham c domi zaan momcons

 


№12  offline მოდერი Amalthea

აუუუ ძააან მაგარია
ხოდა გეხვეწები არ დააგვიანო რაა request
ნუ მომკლავ ლოდინით wink
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№13 სტუმარი Black

Ai magrad gexverwebi ar daagviano ra,dzalian gansxvavebulia da veli shemdeg tavs<3

 


№14  offline აქტიური მკითხველი lalita

შენ უკვე აღარ ხუმრობ უმაგრესი ისტორიაა ალბათ დუდაც გამოჩნდება დაწარმომიდგენია გიორგის რომ დაინახავს რა დაემართება ყოჩაღ.

 


№15  offline აქტიური მკითხველი grafo

ამ ისტორიას ხომ არ ვკითხულობ, მაგრამ დღეს შემომეხსნა ეს თავი, უცებ ბოლოში გადავსკუპდი და ვაიმეე, "დგავს" რომ დავინახე...ღირსი ხარ სტატუსი ჩამოგართვან, რომ ამ მავნე ჩვევას იქნება როგორმე გადაეჩვიო! მე მახსოვს შენი სტატუსი სადაც წერდი, რომ "საბა"-ზე დაიდებოდა შენი ნაწერები. როცა მსგავს რამეზე გჩნდება პრეტენზია, ჩემი აზრით ეს უკვე მართლა აღარ გეკადრება.

 


№16  offline მოდერი Eleniko13

grafo
ამ ისტორიას ხომ არ ვკითხულობ, მაგრამ დღეს შემომეხსნა ეს თავი, უცებ ბოლოში გადავსკუპდი და ვაიმეე, "დგავს" რომ დავინახე...ღირსი ხარ სტატუსი ჩამოგართვან, რომ ამ მავნე ჩვევას იქნება როგორმე გადაეჩვიო! მე მახსოვს შენი სტატუსი სადაც წერდი, რომ "საბა"-ზე დაიდებოდა შენი ნაწერები. როცა მსგავს რამეზე გჩნდება პრეტენზია, ჩემი აზრით ეს უკვე მართლა აღარ გეკადრება.


უიმე, გრაფო.
ხო, უიმე რა.

თათ, კომენტარებს გადავხედე და მინდა რომ მალე დაამთავრო, რომ წავიკითხო !!
ამბიციები მაქ სასწაული :დდ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№17  offline აქტიური მკითხველი grafo

[quote=Eleniko13][quote=grafo]ამ ისტორიას ხომ არ ვკითხულობ, მაგრამ დღეს შემომეხსნა ეს თავი, უცებ ბოლოში გადავსკუპდი და ვაიმეე, "დგავს" რომ დავინახე...ღირსი ხარ სტატუსი ჩამოგართვან, რომ ამ მავნე ჩვევას იქნება როგორმე გადაეჩვიო! მე მახსოვს შენი სტატუსი სადაც წერდი, რომ "საბა"-ზე დაიდებოდა შენი ნაწერები. როცა მსგავს რამეზე გჩნდება პრეტენზია, ჩემი აზრით ეს უკვე მართლა აღარ გეკადრება.[/quote]

უიმე, გრაფო.
ხო, უიმე რა.

ხო, ელენიკო რა მოხდა?!

 


№18 სტუმარი Ama

Male dadegtxov

 


№19  offline ახალბედა მწერალი lullaby

სულ დამუხტულია სიტუაცია, სადაც არ უნდა იყვნენ და ვინც არ უნდა იყვნენ...
გიორგი და ცრემლი, ცრემლი და გიორგი <3

 


№20  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

grafo
ამ ისტორიას ხომ არ ვკითხულობ, მაგრამ დღეს შემომეხსნა ეს თავი, უცებ ბოლოში გადავსკუპდი და ვაიმეე, "დგავს" რომ დავინახე...ღირსი ხარ სტატუსი ჩამოგართვან, რომ ამ მავნე ჩვევას იქნება როგორმე გადაეჩვიო! მე მახსოვს შენი სტატუსი სადაც წერდი, რომ "საბა"-ზე დაიდებოდა შენი ნაწერები. როცა მსგავს რამეზე გჩნდება პრეტენზია, ჩემი აზრით ეს უკვე მართლა აღარ გეკადრება.

ოხ გრაფო,არადა რამდენჯერ გადავხედე დადებამდე..რა იცი ხოლმე ეს არ ვკითხულობ სემომეკითხაო და მაინცდამაინც შეცდომებს აღმოაჩენხოლმე. სტატუსი ასე ყველას უნდა ჩამოერთვას რადგან არა მხოლოდ მე მომდის ეს შეცდომა. ამისგან დაზღვეული არავინაა. არ გეგონოს თავს ვიმართლებდე,თავადაც ვიცი არ მეკადრება,მაგრამ მაინც გამეპარებახოლმე.

 


№21  offline აქტიური მკითხველი grafo

მე
ლორელაი
grafo
ამ ისტორიას ხომ არ ვკითხულობ, მაგრამ დღეს შემომეხსნა ეს თავი, უცებ ბოლოში გადავსკუპდი და ვაიმეე, "დგავს" რომ დავინახე...ღირსი ხარ სტატუსი ჩამოგართვან, რომ ამ მავნე ჩვევას იქნება როგორმე გადაეჩვიო! მე მახსოვს შენი სტატუსი სადაც წერდი, რომ "საბა"-ზე დაიდებოდა შენი ნაწერები. როცა მსგავს რამეზე გჩნდება პრეტენზია, ჩემი აზრით ეს უკვე მართლა აღარ გეკადრება.

ოხ გრაფო,არადა რამდენჯერ გადავხედე დადებამდე..რა იცი ხოლმე ეს არ ვკითხულობ სემომეკითხაო და მაინცდამაინც შეცდომებს აღმოაჩენხოლმე. სტატუსი ასე ყველას უნდა ჩამოერთვას რადგან არა მხოლოდ მე მომდის ეს შეცდომა. ამისგან დაზღვეული არავინაა. არ გეგონოს თავს ვიმართლებდე,თავადაც ვიცი არ მეკადრება,მაგრამ მაინც გამეპარებახოლმე.


ამ სისულელეზე როგორ დავიფიცო, მაგრამ არ ვიცი მართლა უნებურად ხდება wink .სხვებს რატომ უყურებ თათა. ან, აქაურ შეცდომებს მე მიხსნი შენ?! შენ შენ ხარ, მე მგონია რომ როცა სხვანაირი ამბიციები გაქვს, მაშინ ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვა. რა ვქნა, მე მართლა არ მესმის იმათი, ვისაც უყვარხარ შენი ისტორიებიანად და მსგავს "სიმსივნე" შენიშვნას არ გისწორებს. ბაზარი არაა, თუ ამ დონეზე გინდა ყოფნა, დარჩი, რა პრობლემაა.
მაინცდამაინც შეცდომებიო...მე მგონია ეს შენი შეცდომა, კი არა მავნე ჩვევაა და ეს შენც იცი. სტატუსის ჩამორთმევა მხოლოდ იმიტომ ვახსენე, რომ იქნებ ასე "გამოფხიზლდე" და გადაეჩვიო, სხვა რამ ღმერთმანი არც მიფიქრია. თორემ, მე რაა. ჩემთვის როგორც მკითხველისთვის ეს სტატუსი არაფრის მთქმელ- მომცემია.

 


№22  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

grafo
მე
ლორელაი
grafo
ამ ისტორიას ხომ არ ვკითხულობ, მაგრამ დღეს შემომეხსნა ეს თავი, უცებ ბოლოში გადავსკუპდი და ვაიმეე, "დგავს" რომ დავინახე...ღირსი ხარ სტატუსი ჩამოგართვან, რომ ამ მავნე ჩვევას იქნება როგორმე გადაეჩვიო! მე მახსოვს შენი სტატუსი სადაც წერდი, რომ "საბა"-ზე დაიდებოდა შენი ნაწერები. როცა მსგავს რამეზე გჩნდება პრეტენზია, ჩემი აზრით ეს უკვე მართლა აღარ გეკადრება.

ოხ გრაფო,არადა რამდენჯერ გადავხედე დადებამდე..რა იცი ხოლმე ეს არ ვკითხულობ სემომეკითხაო და მაინცდამაინც შეცდომებს აღმოაჩენხოლმე. სტატუსი ასე ყველას უნდა ჩამოერთვას რადგან არა მხოლოდ მე მომდის ეს შეცდომა. ამისგან დაზღვეული არავინაა. არ გეგონოს თავს ვიმართლებდე,თავადაც ვიცი არ მეკადრება,მაგრამ მაინც გამეპარებახოლმე.


ამ სისულელეზე როგორ დავიფიცო, მაგრამ არ ვიცი მართლა უნებურად ხდება wink .სხვებს რატომ უყურებ თათა. ან, აქაურ შეცდომებს მე მიხსნი შენ?! შენ შენ ხარ, მე მგონია რომ როცა სხვანაირი ამბიციები გაქვს, მაშინ ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვა. რა ვქნა, მე მართლა არ მესმის იმათი, ვისაც უყვარხარ შენი ისტორიებიანად და მსგავს "სიმსივნე" შენიშვნას არ გისწორებს. ბაზარი არაა, თუ ამ დონეზე გინდა ყოფნა, დარჩი, რა პრობლემაა.
მაინცდამაინც შეცდომებიო...მე მგონია ეს შენი შეცდომა, კი არა მავნე ჩვევაა და ეს შენც იცი. სტატუსის ჩამორთმევა მხოლოდ იმიტომ ვახსენე, რომ იქნებ ასე "გამოფხიზლდე" და გადაეჩვიო, სხვა რამ ღმერთმანი არც მიფიქრია. თორემ, მე რაა. ჩემთვის როგორც მკითხველისთვის ეს სტატუსი არაფრის მთქმელ- მომცემია.

მადლობა, რომ მიმითითებ შეცდომებზე, ამაზე არ გამოვხატავ უკმაყოფილებას,მართალი ხარ რომ შეცდომებზე უნდა მიმითითონ,მეც ვიღებ ამ შენიშვნებს და ვცდილობ გამოვასწორო.მართლა, მაგრამ რაღაცნაირად ასე ხდება :) მგონი ვინც წერს განვითარებაზე პრეტენზია ყველასაქვს, წინსვლაზეც,მეც მათ შორის. (მგონია რომ წინსვლაც მაქვს,ვიხვეწები კიდეც)მართალია მე არავის ვედრები, არც აქაურ შეცდომებს გასწავლი, მინახავს უსასრულო შეცდომებიან ისტორიებზეც შენი კომენტარი. მე იმაზე მეცინება,რომ თქვი არ ვკითხულობო, სულ ასე ამბობხოლმე და ეტყობა ჩემი შეცდომები თავად გიხმობენ. შენ ხარ ჩემი გამაფრთხილებელი სიგნალი, გამოვფხიზლდები (ვეცდები მაინც)

 


№23  offline აქტიური მკითხველი grafo

რა ვქნა თათა, ვერ ვკითხულობ. ვხსნი იმიტომ რომ გადავხედო იქნებ შინაარსმა, წერის სტილმა მიმიზიდოს...რა ვიცი. რა ვთქვა. და თუ არ გადავხედე ისე როგორ უნდა დავასკვნა მიღირს წაკითხვა თუ არა.

 


№24  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

grafo
რა ვქნა თათა, ვერ ვკითხულობ. ვხსნი იმიტომ რომ გადავხედო იქნებ შინაარსმა, წერის სტილმა მიმიზიდოს...რა ვიცი. რა ვთქვა. და თუ არ გადავხედე ისე როგორ უნდა დავასკვნა მიღირს წაკითხვა თუ არა.

დასკვნა აქედან უინტერესოდ ვწერ love

 


№25  offline აქტიური მკითხველი grafo

ლორელაი
grafo
რა ვქნა თათა, ვერ ვკითხულობ. ვხსნი იმიტომ რომ გადავხედო იქნებ შინაარსმა, წერის სტილმა მიმიზიდოს...რა ვიცი. რა ვთქვა. და თუ არ გადავხედე ისე როგორ უნდა დავასკვნა მიღირს წაკითხვა თუ არა.

დასკვნა აქედან უინტერესოდ ვწერ love


ვაიმე თათა გეხვეწები არ გინდა რაა. ერთ "ვდგავ, ვსვავ"-ს რა ამბები მოაყოლე. ყველას სხვადასხვა რამ მიაჩნია საინტერესო. მე დღემდე ვერ გამიგია ამ საიტზე რის მიხედვით ვკითხულობ ისტორიებს. შენ გყავს შენი მკითხველი და მსხვერპლის როლი იმის გამო, რომ შენიშვნა მიიღე არ უნდა მოირგო მგონი. მაშინ როდესაც მკითხველისგან აზრის დაფიქსირებას ითხოვთ მუდამ. მართალია, ნამდვილად არ მგონია რომ ცუდი რამე გავაკეთე, მაგრამ ჩემს კომენტარს შენს ისტორიაზე ვერ დაინახავ, და ამ იდილიას აღარ დაგირღვევ.

 


№26  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

არანაირი ამბები არ მომიყოლებია,პასუხი გაგეცი, არც მსხვერპლის როლს ვთამაშობ და არც შენ მიგიჩნევ ჯალათად, იხუმრე?მეც ვიხუმრე.ნუ ატეხ ერთ ამბავს,რადგან არ მითქვამს რამე ცუდი გააკეთე თქო,პირიქით აღვნიშნე რომ გასაგებია ვეცდები გამოვასწოროთქო,შენ თუ შეგიძლია რამე დაწერო,მეც შემიძლია.სად ნახე ჩემს კომენტარებში რომ შენიშვნას არ ვიღებ?იდილიას არც ვიქმნი და შესაბამისად ვერც დამირღვევ.სხვებისგან განსხვავებით დადებით აზრსაც ვიღებ და უარყოფითსაც.კარგი როგორც გინდა.

 


№27  offline მოდერი წითური გოგონა

არ მყოფნის.
არა მოცულობა, არამედ ნაწერი.
რეალობა რომ მოგთხოვო, ძალიან ცუდად გამომივა, მაგრამ ფაქტია ახლა ძალიან სჭირდება მოთხრობას.
ზედმეტად გადაეშვი ფანტასტიკაში.
შენთვითონაც კარგად იცი, რას წერ, რანაირს წერ, მაგრამ...
ყოველ წინადადებაში თუ ამოვიკითხავ რაღაცას, ჯამში არ იკვრება.
წინათ რა გითხარი ხომ გახსოვს?
ახლა?
ბალანს ვერ ინარჩუნებ.
ბალანსში არ ვგულისხომ ერთნაირობას.
უბრალოდ, სულ საშუალო-დადებითზე უნდა წახვიდე და არა უარყოფით-საშუალოზე.
სადაც შენ დადიხარ, საშუალო არის მაქსიმუმი და ეგ არ არის კარგი.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№28 სტუმარი Rana

Gagrdzelebas agar gvagirseebt

 


№29  offline წევრი eleonor

როგორი ემოციური საკითხავია და როგორ ძალიან მომწოონს love თეკლაზე და გიოზე უკვე ვგიჟდებიი, ასე მგონია რომანტიკა ყველაზე მეტად ამ მოთხრობას უხდებაა <33 ეცადე მალე დადო რაა თორე ყოველ ხუთ წუთში ერთხელ შემოსვლით დავიტანჯე wink winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent