შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

sms 4 თავი


23-04-2016, 00:26
ავტორი ლორელაი
ნანახია 7 447

• - სად მიდიხარ? - მკლავზე მექაჩება სალომე. - იქნებ სულია?
• - რა სული გაგიჟდი?
• - აბა ვინაა? ნახე, როგორ გავს? ნუთუ ძმაა?
• - არ ვიცი, გამიშვი, უნდა მივიდე.
• - დაფიქრდი, იქნებ არ ღირს? ასეთ დროს რას ეტყვი? დაველოდოთ როდის წავა და უკან გავყვეთ. - სალომეს იდეა ჭკუაში მიჯდება. ასე სჯობს. ან რომ მივალ რას ვეტყვი? მოფარებულ ადგილას სკამზე ვჯდებით და საფლავის ღობეებსა და ხეებს შორის ირაკლის საფლავს გავყურებთ.გული უცნაურად მიფრთხიალებს.საინტერესოა ირაკლიმ მის მოძებნაში მხოლოდ საფლავის მოძებნა იგულისხმა, თუ?
• - მიდის? - ფიქრებიდან სალომეს მუჯლუგუნს გამოვყავარ.
• - მიდი, გაყევი. მეც გამოვალ...
• - აქ მარტო რატომ რჩები? გაგიჟდი?
• - სალომე, გაყევი და ნახე სად მივა. დაგეწევი. - ვეუბნები და ირაკლის საფლავისკენ მივდივარ. შიშით ფეხები მიკანკალებს, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ. ტანში სიცივე მივლის, როდესაც მისი საფლავის ქვის წინ, იების ბუჩქს ვხედავ, ზუსტად გულზე ამოსულან ლურჯთვალა იები. მათი და ნაწვიმარი მიწის სურნელი ისევ ცხვირს მიციებს. - მოვედი. - ვამბობ ჩურჩულით და მის სევდიან თვალებს თვალს ვუსწორებ. - მოგძებნე. უხერხულად, აწურული ვდგავარ და ვცახცახებ, პასუხს ველი. ქარი არ ჰქრის, მაგრამ საფლავის გარშემო ყველა ხის ფოთოლი უცნაურად შრიალებს, ვიძაბები. ჰაერი იმუხტება, ვგრძნობ მზერას, მაგრამ პასუხი არ ჩანს. ერთხელ კიდევ ვუღიმი ცივ ქვაზე დახატულ თბილ თვალებს და გამოვდივარ.


- სალომე, სად ხარ? - ტაქსს ვაჩერებ და თან სალომეს პასუხს ველი.
- სპორტის სასახლეში. - მესმის სალომეს აქოშინებული ხმა.
- მანდ რა გინდა?
- დღეს მე ჯეიმს ბონდი ვარ, ოღონდ ქალი - იდუმალი ხმით ჩურჩულებს სალომე.
- მანდ არის? - ნერწყვს ძლივს ვყლაპავ და მძღოლს მისამართს ვკარნახობ.
- გახლავს. პირდაპირ შემოდი, ბილეთები საჭირო არაა.მეორე სექტორში ვარ.
ნახევარ საათში უკვე სალომეს გვერდით ვზივარ და იმ მხარეს ვიყურები საითაც ის ზის.ირაკლის ასლია, ოღონდ უფრო გაზრდილი.
- ირაკლის ტყუპისცალია. - ვასკვნი ისე, რომ თვალს არ ვაცილებ.
- რა იცი? - ძალიან ჰგავს, უბრალოდ ძმა ასე არ ემსგავსებოდა.
- ინტუიციის დედა ხარ რაა. - იცინის სალომე.
- უნდა მივიდე. - ფეხზე ვდგები და ჩემს ჩანთას სალომეს ვაჩეჩებ. - უნდა დაველაპარაკო. - ამ ხმაურში რას გააგებინებ. - მოედნისკენ იყურება სალომე, სადაც იმ წუთას ვიღაცამ სამქულიანი ჩააგდო და დარბაზიც დაინგრა ტაშის კვრით.
- აბა ასე ვიჯდე?
- უკან გავყვეთ, სად წავა ვნახოთ.
დარჩენილი მეორე ტაიმი ისე გადის გული მიფრიალებს, დაჟინებულ მზერას არ ვაშორებ ირაკლის ორეულს, და ვხვდები ამას თავადაც გრძნობს, რადგან ისიც ათვალიერებს დროდადრო დარბაზს. მერე ადგილიდან დგება და გასვლამდე ისევ თვალს ავლებს დარბაზს. მეც საჩქაროდ უკან მივყვები. ცარიელ დერეფანში მხოლოდ ''ორეული'' მიაბიჯებს მძიმე ნაბიჯებით, მერე მე ვიყვები და ვგრძნობ როგორ მორბის სალომეც. ქუჩაში გასული ''ორეული'' მოტოს უჯდება და ქოქავს. არც ვფიქრდები ისე ვწყდები ადგილს და უკან ვუჯდები. ის ისაა უნდა დაიძრას, მაგრამ ჩერდება და გაკვირვებული ტრიალდება ჩემკენ.
- უკაცრავაად?
- წადი, წადი. - ვუღიმი დაბნეულად და ხელით წინ ვანიშნებ. გაოცებული რთავს ძრავს და მოტოდან გადადის, მეც მას ვბაძავ.
- ერთმანეთს ვიცნობთ? - დაეჭვებული სწევს წარბებს ზევით.
- არა, მე...
- გამარჯობა, მე სალომე ვარ, ეს თეკლაა. - უხერხული სიტუაციიდან გამოვყავარ სალომეს.
- სასიამოვნოა, - უცნაური ხმით ამბობს. - გიორგი.
- გიორგი? - რა გვარი ხარს ინტონაციით ეკითხება ჩემი ენაგატლეკილი დაქალი.
- ჯაფარიძე. - დაბნეული გვიყურებს ხან მე, ხან სალომეს.
- ჯაფარიძე? - ხმამაღლა გამოვხატავ აღფრთოვანებას. - ვიცოდი, აი ვიცოდი.
- რაა?
- ძმა გყავს?- რატომღაც ამ სულელურ კითხვას ვუსვამ.
- რაა?- აშკარად ღიზიანდება და ისევ მოტოს აჯდება.
- მოიცა არ წახვიდე. ვიცი, რომ ცუდად გამომივიდა, ვიცი, რომ ძმა... გარდაგეცვალა. უბრალოდ ირაკლი... ირაკლი... - ენა მებმის, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ან როგორ ვუთხრა, იცი რა გიორგი, მე შენი ძმა ყოველ საღამოს მსტუმრობს და თავისი უცნაური კომუნიკაციით ცუდად მხდის. არაა, ამას ვერ ვეტყვი. გიჟად ჩამთვლის.
- რა ირაკლი? - ისევ გადმოდის და მიახლოვდება. მასაც როგორი შავი და სევდიანი თვალები აქვს.
- მე ირაკლის ვეძებ... არა, უფრო სწორედ მან მთხოვა მეპოვა. მომწერა...
- რააა? - აშკარად მხიარულდება.
- ხო მომწერა, აი ნახე. - ტელეფონში მესიჯებს ვეძებ და ვხსნი. გახსნილ კონვერტს ვანახებ.
- მეჩქარება გოგონებო, არ მცალია. - საეჭვო გამომეტყველება აკრული უკან იხევს და გვიღიმის.
- მოიცა, ასე როგორ მიდიხარ, უნდა დამეხმარო, რომ მე ირაკლის დავეხმარო. უცნაური სულია, ვერაფერი გავუგე. - დამწუხრებული ვამბობ და თავს ვაქნევ.
- სული? - უკვე სიცილის ზღვარზეა. - გასაგებია. ანუ გიჟი ხარ? - ისე საყვარლად კითხულობს, სულ მავიწყდება რა არის კითხვის არსი და უაზროდ მივშტერებივარ მის თეთრ კბილებს. - მოდი იცი რაა, ახლა მე წავალ, შენ კი ისევ იქ დაბრუნდი. ალბათ გეძებენ.
- სად? - დაბნეული ვახამხამებ თვალებს.
- სადაც შენნაირები არიან. გიჟები რაა? - იცინის. უეცრად სალომე ადგილს სწყდება და ვხედავ როგორ ვარდება გიორგი ასფალტზე, სალო კი გამარჯვებული სახით დასცქერის თავზე.
- მეორედ არ გაბედო და თეკლას გიჟი არ უწოდო. - სახეაწითლებული ჩემკენ ბრუნდება, ხელს მავლებს და მივყავარ. გაოგნებული ხან სალოს ვუყურებ, ხან ყბამონგრეულ, გაგიჟებულ გიორგის სიმწრით, რომ ინარჩუნებს სიმშვიდეს.
- ეს რა ქენი გოგო?
- ღირსია, - ხელს იზელს სალომე, მგონი ეტკინა. - გავაგიჟებ მაგას მე.
- ყველა გიჟს მე როგორ უნდა გადავეყარო, ამის დედას ...ეცი! - მესმის გამწარებული გიორგის სიტყვები და ფხუკუნი მიტყდება.
- არა, ხომ ვთქვი გიჟი ვეგონები თქო არა? - ვბურტყუნებ გზადაგზა. - ისე რა დარტყმა იყო ეს ჰა?
- მოუხდება, - ხელს მუშტავს და იცინის. - არადა რა სიმპატურია.
- ხო, ძალიან. - ვუდასტურებ ღიმილით და გიორგის თეთრი კბილები მიდგება თვალწინ.

ღამით სალომე ჩემთან რჩება, ორივე ფეხმორთხმული ვსხედვართ დივანზე და განვლილ დღეს ვაჯამებთ.
- იცი რაა, მე ვფიქრობ ირაკლის რაღაცის მინიშნება უნდა. - ვამბობ ჩაფიქრებული და შავი ჩაის ფინჯანს ორივე ხელს ვხვევ.
- მაინც?
- არ ვიცი... ვფიქრობ სასაფლაოს მოძებნა არ უგულისხმია.
- შენ ფიქრობ რომ გიორგის მოძებნა უნდოდა? - წელში სწორდება სალომე და ფინჯანს მაგიდაზე დებს.
- ხო, ასე მგონია - მზერას ერთ წერტილს ვუშტერებ, სალომე ჩუმად ზის აშკარაა ჩააფიქრა ნათქვამმა. ოთახში სიჩუმეა, ორივე ფიქრებს მივცემივართ. მერე სალომე დგება და დასაძინებლად მიდის, მე ისევ ისე ვზივარ და მთელს კედელზე ჩატანებულ შუშის კედელს ვუყურებ, ვუყურებ განათებულ ქალაქს, მოწმენდილ ცაზე ალაგ-ალაგ მოკიაფე ვარსკვლავებს და სავსე მთვარეს.
- რას მთხოვ ირაკლი? რა უნდა ვქნა? - თავადაც ვერ ვხვდები როგორ ვიწყებ ცარიელ ოთახში საუბარს. - შენ გინდოდა გიორგი მომეძებნა არა? ვიცი, რომ ეს გინდოდა. ეს იგულისხმე. ახლა რა ვქნა ირაკლი? რა ვქნა ახლა?
უეცრად ოთახში ქარი იწყებს ქროლვას, ფანჯრები ზრიალებს, ფარდები ირხევა. ვგრძნობ როგორ იკუმშება ჰაერი, როგორ მიიწევს ჟანგბადი ოთახის კუთხისაკენ, მე კი უჰაერობის გრძნობა მაშინებს. ჰაერის ნაკადი წრეში ტრიალებს, ოთახში სიცივე და ტალღების ხმა ისმის, ჰაერს იის სუნი აქვს. მკვეთრად ვგრძნობ როგორ მიედინება სადღაც ჩემს ფეხებს ქვეშ წყალი, თითქოს გარკვევით ჩამესმის მამაკაცის მოგუდული ხმა, ჰაერის ნაკადში სილუეტი იკვეთება, მამაკაცის სილუეტი როგორ ვარდება სიმაღლიდან წყალში და მის მღვრიე ტალღებში უჩინარდება.
- ირაკლიიი. - ვყვირი სასოწარკვეთილი და საკუთარი ხმა მაფხიზლებს. გული საშინლად მიცემს, თვალებზე ცრემლი მადგას. შეშინებული ვიკუნტები და ვტირი.
- რა მოხდა, თეკლა? თეკლა შემომხედე! - ოთახიდან შეშინებული სალომე გამორბის და ჩემ წინ იმუხლება.
- მესიზმრა, მესიზმრა... როგორ გადავარდა... მდინარეში...
- დაწყნარდი, წყალი დალიე... მიდი... დამშვიდდი. - ჭიქას ვართმევ და აკანკალებული ხელებით ბოლომდე ვცლი.
- სიზმარი იყო თუ გამოცხადება? მირაჟი?
- არ ვიცი, ნათლად კი ვხედავდი მაგრამ, როცა დავინახე გადახტა შემეშინდა და ვიკივლე, კივილზე კი გამეღვიძა... არადა რეალურად ვნახე. - ისევ ვიკუნტები სალომეს კალთაში და თვალებს ვხუჭავ.
- დამშვიდდი თეკლა, დაიძინე. - თავზე ხელს მისმევს სალომე და მეც ნელ-ნელა ვმშვიდდები.


უნივერსიტეტიდან გამოსული პირდაპირ მივუყვები მელიქიშვილს,რა ჩამსვამს ასეთ ამინდში ავტობუსში, მით უფრო რუსთაველამდე. მიყვარს ამ დროს მელიქიშვილი, რაღაცნაირად მიზიდავს ერთი შეხედვით უსახური, მაგრამ საოცრად საინტერესო გამზირი. ყოფილი 1 ღვინის ქარხნის შენობა იმდენად მიზიდავს, მგონია შუასაუკუნეების ციხესიმაგრეს ვუვლიდე გვერდს. ღიმილიანი სახით ჩავდივარ რუსთაველზე და მეტროსთან სკამზე ვჯდები. ყურსასმენებს ვიკეთებ და მუსიკის ფონზე მზეს ვეფიცხები. თავისთავად მეხუჭება თვალები, როგორც სალომე იტყოდა ნირვანაში ვარ, მაგრამ ნეტავ იცოდეს სალომემ რა რთულია ნამდვილ ნირვანაში ყოფნა. ბუდისტურ ბლოგზე წაკითხული ინფორმაცია მახსენდება და მეღიმება, ეს ყველაფერი როგორ ემთხვევა ჩემს ცხოვრებაში ირაკლის გამოჩენას.
- ეი, გიჟო... - ვიღაცა ყურსასმენს მაძრობს და ყურში ჩამძახის, თვალების გახელა არ მჭირდება იმის მისახვედრად რომ გიორგია.
- მყუდროებას მირღვევ. - თვალგაუხელად ვპასუხობ და ყურსასმენს ვიმაგრებ.
- ხოო? მე რომ დამირღვიეთ შენ და შენზე მეტად გიჟმა დაქალმა არაფერი? - გვერდზე მიჯდება და ერთ ყურსასმენს იკეთებს.
- Uprising? – გაკვირვების ნიშნად ქვედა ტუჩს იბრუნებს და ვხვდები ისევ ვშტერდები. - კარგი გემოვნება გქონია.
- მადლობა. - ვეუბნები და თავს გვერდზე ვატრიალებ. - ბოდიში გუშინდელისთვის.
- გუშინ რა მოხდა? - გულწრფელად იკვირვებს და ვხვდები უხერხულობის აცილება უნდა, მის საქციელზე მეღიმება.
- ესე იგი, ინგლისური როკი გიყვარს? - ისეთი ნათელი თვალებით მიყურებს, მგონია შავი კი არა მზისფერი თვალები ჰქონდეს.
- არ მეტყობა?
- აჰამ, გეტყობა. - ყურსასმენს იხსნის და ჩემკენ ბრუნდება, ერთ ხელს მუხლზე იდებს და ქვეშიდან მიყურებს. - რის თქმას ცდილობდი თეკლა გუშინ?
მოულოდნელობისგან ენა მივარდება, არ ვიცი როგორ ვუთხრა, ალბათ არ ღირს რამის თქმა, ხომ ხედავ გიჟად ჩამთვალა.
- არ მომაქციო ყურადღება, - ნაძალადევად ვიღიმი და ფეხზე ვდგები. - გიჟის სიტყვები დასაჯერებელი არ არის.
- გეწყინა ხო? მოდი იცი რა ვქნათ? დავივიწყოთ გუშინდელი და თავიდან დავიწყოთ. - ისევ ქვევიდან მიყურებს და თან ისეთი თვალებით ძნელია ზემოქმედებას გაუძლო.
- არ დამიჯერებ. - ვნებდები.
- შენც ისე ქენი დამაჯერო.
- კარგი, -ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. - მაგრამ აქ არა. ჩემთან წამოდი. - მის გაოცებულ თვალებს რომ ვაწყდები, ხმამაღლა ვკისკისებ. - ახლა რა იფიქრე?
- ძალიან თამამი ხარ, თეკლა. - ისიც იცინის და ფეხზე დგება. - წამოდი, მოტოზე ჯდომის ხომ არ გეშინია?
-არა, - ვუღიმი და წუხანდელი ინციდენტი მახსენდება. - თან პირველად ხომ არ ვჯდები? წუხელ იმხელა გამოცდილება მივიღე?
გიორგის სიცილი მთელს რუსთაველს ესმის, ყველა ჩვენკენ ბრუნდება და არ ვიცი სად დავიმალო. ტყავის ქურთუკიანი, მაღალი, მხრებგაშლილი ბიჭი ჩემ წინ მიაბიჯებს და ასე მგონია მთელი ქუჩა მიაქვს.- „რა ლაღია?“ ვფიქრობ და ჩემივე ფიქრებზე ვწითლდები.

-შემოდი, - კარს ფართოდ ვაღებ და გიორგის ვატარებ. - აქ დამელოდე, ახლავე გამოვალ. - მისაღებში ვტოვებ და გამოსაცვლელად გავდივარ. რატომღაც სრულიად არ განვიცდი უხერხულობას, ასე მგონია საუკუნეა ვიცნობ. გაშლილ თმას უკან ვიკრავ და გიორგისთან ვბრუნდები. დივანზე მოკალათებულა და ღიმილით ათვალიერებს ჩემს ბიბლიოთეკას.
- ჩაი? ყავა?
- ყავა, უსაქრო.- გულში სიამოვნებისგან მეღიმება. სამზარეულოში გავდივარ და გიორგიც უკან მომყვება. - აბა თეკლა, ახლა მაინც მეტყვი ირაკლი რატომ ახსენე? - გაზქურასთან მდგომს გვერდით მიდგება, კარადას ეყრდნობა და ხელებს გულზე იკრებს. ყავას ვამზადებ და ერთს გიორგის ვაწვდი, მეორე ფინჯანს ხელებში ვიქცევ და ფანჯრიდან სილურჯეშეპარულ თბილისს ვუყურებ.
- სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გჯერა,გიორგი? - სივრცეს თვალს არ ვაშორებ პასუხი არ არის. - გჯერა, რომ იმ სამყაროშიც ვიარსებებთ არამატერიალური სახით?
- ყველაზე არაორდინალური დღეა, - გიორგის ჩაცინება მაკრთობს და მისკენ ვბრუნდები. - პირველად მაქვს ასეთი დიალოგი, ერთი საათის წინ გაცნობილ გოგოსთან.
- სულების გჯერა გიორგი? - ჯიქურ ვუსვამ კითხვას და ტელეფონს ხელში ვიღებ.
- არა, არ მჯერა.
- მე კი მჯერა, და ველაპარაკები კიდეც. - ნიშნისმოგებით ვეუბნები და მესიჯს ვხსნი. - ხო, ჩამთვალე გიჟად.
- მგონი, ბევრი საშინელებათა ფილმი ნახე. - ეშმაკურად იღიმის გიორგი.
- ეს ნომერი გეცნობა? - ახლოს მივდივარ და ირაკლის ნომერს ვანახებ, გიორგი ინტერესით იხედება ტელეფონში და ვხედავ როგორ ეცვლება გამომეტყველება.
- ირაკლის ნომერი იყო. - მძიმედ სუნთქავს და ეჭვიანად მათვალიერებს.
- არის, მწერს ხოლმე.
- მოიცა, მეღადავები?
- არ გეღადავები, გიორგი. არ დამიჯერებ მაგრამ შენი ძმა მეცხადება, მესიჯებს მწერს და რაღაცას მთხოვს, რაღაც ისეთს რაც აწუხებს, რის გამოც გაიჩხირა ორ სამყაროს შორის. - აღელვებული ვუხსნი შემკრთალ და ასევე აღელვებულ გიორგის მომხდარს და თან მესიჯებს ვანახვებ.
- მეღადავები, ხო? - მკლავში ხელს მავლებს და კბილებში ცრის. - შენც ერთ-ერთი მისი ფანი ხარ და აკვიატება გაქ ხო?
- არა, არ გეღადავები. მიდი დარეკე მაგ ნომერზე, ნახავ გამორთულია, მიუხედავად ამისა მაინც მომდის მესიჯები. - გიორგი ტელეფონს იღებს და აკანკალებული ხელებით კრებს ნომერს. ავტომოპასუხის ხმის გაგონების შემდეგ ხელი ძირს უვარდება და ვხედავ როგორ ევსება თვალები ცრემლებით. - რაღაცის მინიშნებას ცდილობს, სასაფლაოზეც მაგიტომ ამოვედი, მერე შენ გნახე და ვხვდები მას სურდა რომ მომეძებნე.
- რატომ? - ჩამქრალი ჩახრინწული ხმით კითხულობს და თავს ხელებში რგავს. - მე რატომ არ მენახვება?
- ჩევნ საერთო გვაქვს, ირაკლი იმ დღეს გადავარდა მტკვარში, როცა ჩემი მშობლები, მე მგრძნობიარე ვარ პარანორმალური მოვლენების მიმართ, წინასწარმეტყველურ სიზმრებს და გამოცხადებებს ვხედავ. ირაკლის კი სიცოცხლეში ვესიზმრებოდი. - გიორგი თავს სწევს და ამღვრეული თვალებით უაზროდ მიყურებს. - ვნახე როგორ გადავარდა წყალში.
- გადავარდა?
- ვფიქრობ... ირაკლის თავი არ მოუკლავს გიორგი. - ამ სიტყვების თქმა ყველაზე მეტად მიჭირს, მაგრამ იძულებული ვარ ვუთხრა, მე ხომ ვხვდები, რომ ირაკლის სურს ყველაფერი გავარკვიო.
- აზრზე ხარ რას ამბობ? - ნერვებისგან ჩახრინწული ხმით მეუბნება და თვალებში მიყურებს. - სულ გაგიჟდი გოგო? კიდევ როდემდე უნდა ითამაშო ჩემი გრძნობებით? - გიორგის ყვირილი მთელს სახლს ედება, თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ არ ავყვე. ვგრძნობ რომ მარტო არ ვართ, ვგრძნობ რომ ირაკლი მოვიდა. ფანჯრები ზრიალს იწყებს, თმები მიფრიალებს, ისევ მიწის სუნი დგება და საშინლად იხუთება ჰაერი.
- გაჩერდი, გიორგი გაჩერდი.
- კიდევ მე გავჩერდე? - გაბრაზებული მაჯაში მავლევს ხელს და ისე მიჭერს სიმწრისგან ლამის გული წამივიდეს. გიორგი ისეა აღელვებული ვერ გრძნობს ოთახში შეცვლილ აურას.
- გაჩერდი, ირაკლის გააღიზიანებ.
- გიჟი ხარ! -გიორგის ყვირილი და მისაღებში მსხვრევის ხმა ყველაფერს ფარავს. გაოცებული ხელს მიშვებს და ოთახიდან გადის, უკან მივყვები და მერე წინ ვუსწრებ. ოთახში თითქოს ორპირი იყოს, საშინელი სიცივე და ქარი ტრიალებს, ისევ ზრიალებს ფანჯრები და ისევ წინა ღამით გაგონილი მდინარის ხმა მესმის.
- რა ხდება? - ზურგს უკან გიორგის ხმა მესმის.
- მოვიდა.



№1  offline წევრი MireilleDarc

sms-ის მეოთხე თავიო და ისეთი შემოვვარდი ვერც კი წარმოიდგენ :D
ძილის წინ ცოტა მისტიკა კარგია :))
პ.ს შენი ყველა ისტორია წავიკითხე დღეს ლორელაი.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

MireilleDarc
sms-ის მეოთხე თავიო და ისეთი შემოვვარდი ვერც კი წარმოიდგენ :D
ძილის წინ ცოტა მისტიკა კარგია :))
პ.ს შენი ყველა ისტორია წავიკითხე დღეს ლორელაი.

მადლობა მიხარია. ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა?

 


№3  offline წევრი MireilleDarc

ლორელაი
MireilleDarc
sms-ის მეოთხე თავიო და ისეთი შემოვვარდი ვერც კი წარმოიდგენ :D
ძილის წინ ცოტა მისტიკა კარგია :))
პ.ს შენი ყველა ისტორია წავიკითხე დღეს ლორელაი.

მადლობა მიხარია. ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა?

"ლურჯი მთვარე" მაინც სხვა სიგიჟეა და ისედაც იცი რა მაგარია..Sms-ში კი ირაკლის გამოჩებისას ტანში ისეთი ყინულიანი ელვა დადის,რომ თავი იანვრის სუსხში მგონია ხოლმე ^^ ველოდები მეხუთეს,ნუ დაიგვიანებ

 


Meshinia am istorias ro vkitxulob :D

 


№5  offline წევრი Ignifex

ვაიმე. მეც ისეთი შემოვვარდი:D ძალიან,ძალიან კარგია. ველი შემდეგს <3 როგორ მაინტერესებს დადუნა როგორაა. თან ირაკლის თავი არ მოუკლავსო,აი ვაი-მე! გელი მოუთმენლად <3

 


№6  offline წევრი Teka

vaime dzalian magaria..male dade da ar daigviano ra ❤️

 


№7 სტუმარი shore shore

Vაიმეე რა მაგარია ევა ვერ გადმოგცემ აუუუ მალე დაე გტხოვ ::

 


№8  offline წევრი kora

ვაიმე ეს რა ხდება, შოკში ვარ, ჯერაც ვერ გამოვსულვარ ემოციებისგან. წუხელ ვნახე ახალი თავი და ძლივს დავძლიე ცდუნება, რომ არ წამეკითხა. ჩემი ამბავი, რომ ვიცი ნამდვილად ვერ დავიძინებდი :( ცხოვრებაში პირველად ვარ ასე, ვერ ვჯაბნი ვერც შიშს და ვერც ინტერესს, ორივე გრძნობა თანაბრადაა დაბუდებული ჩემში და საბოლოოდ ვგრძნობ, რომ ამ ყველაფრის ინტერესი უფრო იმარჯვებს. ეს კი შენი დამსახურებაა, იმდენად სწორად და გულშიჩამწვდომად გადმოსცემ სათქმელს, რომ შეუძლებელია ადამიანი არ მოხიბლო. ყოჩაღ! მიყვარხარ მე შენ ძალიან love
--------------------
kira.G

 


№9 სტუმარი taso

პირველ რიგში ხელმეორედ წავიკითხე ლურჯი მთვარე, არ მინდა რაიმე ნიუანსი გამომრჩენოდა, ისევ ტკივილი დამიტოვა ისტორიამ recourse ახლა ეს ისტორია თავისი მისტიურობით, იდუმალებით როგორ მხიბლავ love ყველაზე განსხვავებული ისტორიაა, სულმოუთქმელად ველი ახალ თავს love love

 


№10 სტუმარი ნიაა

მთელი მოთხრობა დაძაბული ჩავიკითხე,ძალიან ძალიან კარგია. მინდა დასრულებას დაველოდო და მერე ერთად წავიკითხო მაგრამ ვერ ვითმენ :დ
ჩემი საყვარელი ჟანრიაა,ჰოდა თუ ოდესმე ამ ისტორიის წიგნად გამოცემაზე იფიქრე პირველი მყიდველი ვიქნები მე :3 ჰოდა გაგეცინენათ და სალომე და გიორგი მინდა ერთად :'(

ნიაა
მთელი მოთხრობა დაძაბული ჩავიკითხე,ძალიან ძალიან კარგია. მინდა დასრულებას დაველოდო და მერე ერთად წავიკითხო მაგრამ ვერ ვითმენ :დ
ჩემი საყვარელი ჟანრიაა,ჰოდა თუ ოდესმე ამ ისტორიის წიგნად გამოცემაზე იფიქრე პირველი მყიდველი ვიქნები მე :3 ჰოდა გაგეცინენათ და სალომე და გიორგი მინდა ერთად :'(

ჩემით გავასწორებ დაძაბულმა მინდოდა მეთქვაა :დ

 


№11  offline წევრი cancara

ნუ აგვიანებ კაია

 


№12  offline წევრი salo7

ძალიააან მაგარია მალე დადე და დიდი თავები love

 


№13  offline წევრი nini31323

ისედაც ძლივს გადავიტანე ირაკლის სიკვდილი და ახლა ისევ გამახსენე. მე ოდება ეგ ბიჭი. დადუნა მოიყვანონ ეს საოცარი მომენტი იქნება. მეტირება მგონია რეალობაა და მეც მათთან ვარ. სასწაულო და საოცრებაა საოცრებათა შორის.საუკეთესოხარ ლორე. ლურჯი მთვარე და ეს ისტორია 4love.ge-ს სიამაყეა.

Ignifex
ვაიმე. მეც ისეთი შემოვვარდი:D ძალიან,ძალიან კარგია. ველი შემდეგს <3 როგორ მაინტერესებს დადუნა როგორაა. თან ირაკლის თავი არ მოუკლავსო,აი ვაი-მე! გელი მოუთმენლად <3

აწი რამნიშვნელობა აქვს მოიკლა თუ არა მაინც მკვდარია. :((((

ვგრძნობ უფროსწორად ვიცი რაც სურს. ჯერ გიორგი მოაძებნინა და მას გააგებინა სიმართლე მის გარდაცვალებაზე და აწი უნდა გიორგის მეშვეობით დადუნას გააგებინონ რომ ის თავისი ნებით არმიუტოვებია.სწორედ ეს აწუხებს მის სულს.სწორედ ეს სურს და ამიტომაცაა რომ თეკლას აქუხებს.

 


№14  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვაიმე ვაიმე!
ძალიან ძალიან მომეწონა განვითარება.
მომწონს ეს ბიჭი. თრკლას დამოკიდებულებაც თავის უნართან და მისი სითამამეც. სალომე ხომ საერთო მერვე საოცრებაა.
და ვაბშე მუზის არისინგზე ვგიჯკდები. თუ რა თქმა უნდა ამას უსმენდა თეკო.
ძალიან მინდა ირაკლოს დიალოგი გიოსთან ან თეკლასთან. სულ პატარა მაინც :დდ კაი ჩუმად ვარ.
მომწონს მომწონს "

 


№15  offline მოდერი sopiko

აი, არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის...
მიუხედავად იმისა, რომ შენი მხოლოდ ''ლურჯი მთვარე'' მაქვს წაკითხული (სხვები რაღაც ჩემად ვერ მივიღე...) გეტყვი, რომ ეს საუკეთესოა!
ამ ისტორიაში აქცენტი ფანტასტიკაზე კი არ არის გაკეთებული, ადამიანობაზეა! ცხოვრებაზეა! ტკივილზეა!
ამიტომაცაა, რომ არასდროს არ შემშინებია... მე, ასეთ მშიშარას!
მოუთმენლობა და ინტერესი მკლავს... რა უნდა ირაკლის? რას თხოვს თეკლას? როგორ მოიქცევა ეს უკანასკნელი? რა ძაფები გაიბმევა მასა და გიორგის შორის? და საერთოდ, რითი დასრულდება ეს ყველაფერი?
ველი, ველი და ველი!^^

 


№16  offline წევრი ნეპტუნიელი

მაგარია... ძალიან მომწონს

 


№17  offline წევრი მოლურჯო

მაგიჟებს
ხანდახან მეშინია ხოლმე
--------------------
მარიამი

 


№18  offline წევრი წაწიანა

საოცრებაა ჭეშმარიტი!
ზუსტად ისეთია როგორსაც ვეძებდი.
"ლურჯი მთვარე" რომ დაამთავრე ირაკლის სიკვდილმა ემოციურად დამანგრია ფაქტობრივად. ახლა ,კი ირაკლი ჯაფარიძე რომ წავიკითხე უზომოდ გამიხარდა.
საინტერესოა, რაც მთავარია არ არის ბანალური, ჩემებურია.
რაც შეეხება uprising-ს მე პირადად სხვა სამყაროში გადვყავარ ამ სიმღერას და ზოგადად ჯგუფს. ერთი სიტყვით მიხარია გემოვნებიანი ხალხი.
Anathema-the beginning and the end + ეს მოთხრობა=უბედნიერესი მე :3
ველი შემდეგს და ეცადე არ დააგვიანო.
წარმატებები ! ^_^

 


№19  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე რა მაგარი ხარ , ასეთი ამ საიტზე არაფერი წამიკითხავს ყოჩაღ ყველა მოლოდინს გადააჭარბე ველი ახალ თავს და ცოტა დიდს.

 


№20  offline მოდერი წითური გოგონა

დეტექტივური
მოთხრობა, რომელიც მითრევს და ალბათ მალე მეც წყალში "გადამაგდებს" :33
არის სიტუაციები რომლებიც რაღაცნაირად არ ჯდება ჩემში, თითქოს უხდებაო, მაგრამ ცალკე არ არის კარგი... ხო, შეიძლება ცალკე არც არის სავალდებულო ნორმალური იყოს და ახლა მე პროვოკატორის როლს ვთამაშობდე, მაგრამ...
საბოლოოდ მანამ არ მოვახდენ მოთხრობების გაანალიზებას, ემოციების გაფმოცემასაც ვერ შევძლებ.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№21  offline წევრი varduka

Gavgijdebiiii

 


№22  offline წევრი trisi

Dzalian gansxvavebulia rac saocar interess michens.yvelaferi realuric ki mgonia wakitxvis dros imdenad gasagebi enit wer.nu erti sityvit magari xar <3 :*
--------------------
Painter

 


№23 სტუმარი Black

Mesmis chemze albat cota gabrazebuli xar,(zustad ar vici)magram im lurji mtvareo tu ragacas ver davude tavi da..magram es istoria absoliturad yvelas sjobs,miyvars pantastika gansakutrebit dasasrulisas damajriala:Dmartla..veli shemdeg tavs chemo lamazo..<3

 


№24  offline წევრი eleonor

აი ამ მომენტში დამთავრებით იცი რა გააკეთე? ჩემს ნერვულ სისტემას უდიდესი დარტყმა მიაყენე wink რა მოითმენს ეხლა შემდეგ თავამდე, ეცადე მალე დადო რაა love საოცრება ხაარ <33

 


№25  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
ვაიმე ვაიმე!
ძალიან ძალიან მომეწონა განვითარება.
მომწონს ეს ბიჭი. თრკლას დამოკიდებულებაც თავის უნართან და მისი სითამამეც. სალომე ხომ საერთო მერვე საოცრებაა.
და ვაბშე მუზის არისინგზე ვგიჯკდები. თუ რა თქმა უნდა ამას უსმენდა თეკო.
ძალიან მინდა ირაკლოს დიალოგი გიოსთან ან თეკლასთან. სულ პატარა მაინც :დდ კაი ჩუმად ვარ.
მომწონს მომწონს "

რა თქმა უნდა მუზის უსმენდა,აბა როგორ :დ ყველაფერი იქნება,ჩემო კარგო.

sopiko
აი, არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის...
მიუხედავად იმისა, რომ შენი მხოლოდ ''ლურჯი მთვარე'' მაქვს წაკითხული (სხვები რაღაც ჩემად ვერ მივიღე...) გეტყვი, რომ ეს საუკეთესოა!
ამ ისტორიაში აქცენტი ფანტასტიკაზე კი არ არის გაკეთებული, ადამიანობაზეა! ცხოვრებაზეა! ტკივილზეა!
ამიტომაცაა, რომ არასდროს არ შემშინებია... მე, ასეთ მშიშარას!
მოუთმენლობა და ინტერესი მკლავს... რა უნდა ირაკლის? რას თხოვს თეკლას? როგორ მოიქცევა ეს უკანასკნელი? რა ძაფები გაიბმევა მასა და გიორგის შორის? და საერთოდ, რითი დასრულდება ეს ყველაფერი?
ველი, ველი და ველი!^^

მადლობა,სოფიკო

წაწიანა
საოცრებაა ჭეშმარიტი!
ზუსტად ისეთია როგორსაც ვეძებდი.
"ლურჯი მთვარე" რომ დაამთავრე ირაკლის სიკვდილმა ემოციურად დამანგრია ფაქტობრივად. ახლა ,კი ირაკლი ჯაფარიძე რომ წავიკითხე უზომოდ გამიხარდა.
საინტერესოა, რაც მთავარია არ არის ბანალური, ჩემებურია.
რაც შეეხება uprising-ს მე პირადად სხვა სამყაროში გადვყავარ ამ სიმღერას და ზოგადად ჯგუფს. ერთი სიტყვით მიხარია გემოვნებიანი ხალხი.
Anathema-the beginning and the end + ეს მოთხრობა=უბედნიერესი მე :3
ველი შემდეგს და ეცადე არ დააგვიანო.
წარმატებები ! ^_^

მიხარია,რომ იცანი ირაკლი,ბევრმა ვერ იცნო და გული დამწყდა.მადლობა ჩემო კარგო

წითური გოგონა
დეტექტივური
მოთხრობა, რომელიც მითრევს და ალბათ მალე მეც წყალში "გადამაგდებს" :33
არის სიტუაციები რომლებიც რაღაცნაირად არ ჯდება ჩემში, თითქოს უხდებაო, მაგრამ ცალკე არ არის კარგი... ხო, შეიძლება ცალკე არც არის სავალდებულო ნორმალური იყოს და ახლა მე პროვოკატორის როლს ვთამაშობდე, მაგრამ...
საბოლოოდ მანამ არ მოვახდენ მოთხრობების გაანალიზებას, ემოციების გაფმოცემასაც ვერ შევძლებ.

ხო არის რაღაცეები რაც თითქოს არ ჯდება ,ეს იმიტომ რომ მხოლოდ ფანტასტიკა-მისტიკა და სულ დაძაბულობა არ იყოს.უხდება ამ ჟანრს იუმორიც

Black
Mesmis chemze albat cota gabrazebuli xar,(zustad ar vici)magram im lurji mtvareo tu ragacas ver davude tavi da..magram es istoria absoliturad yvelas sjobs,miyvars pantastika gansakutrebit dasasrulisas damajriala:Dmartla..veli shemdeg tavs chemo lamazo..<3

არა,არ ვარ გაბრაზებული. მადლობა რომ კითხულობ

 


№26 სტუმარი Ana

vaime ra magari xar

rodis dadeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent