შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვენეცია ეს იგივეა რაც "მოდი დავიწყოთ თავიდან" სრულად


26-04-2016, 02:55
ავტორი tatalia
ნანახია 2 968

უჩვეული სიჩუმე სუფევდა, თუ დააკვირდებოდით პატარა წერტილს შეამჩნევდი, სადღაც შორს ჰორიზონტს მიღმა, ვენეციაში მერსედეს ბენზის 1980 წლის მოდელს შეამჩნევდი, ამ პაპანაქება ზაფხულში, სადღაც შორიდან ამ ლამაზ ქალაქს სტუმრობდა კიდევ ერთი ბედნიერი წყვილი...ბედნიერიო იტყოდი მაგრამ იყვნენ კი ბედნიერები?შავგვრემან მწვანება თვალება მამაკაცს ქუდი უკან გადავარდნოდა, მზისგან გაწითლებულიყო და სათვალით ცდილობდა მის დაჩრდილვას, სიმპატიური ლამაზი აღნაგობის მამაკაცი იყო ქალი ქერა მხრებამდე ტალღოვანი თმით, რომელსაც შლაპა ეფარა თავზე და ცისფერი თვალებით გარემოს ნერვიულად ათვალიერებდა, თითებს ნერვიულად ატკაცუნებდა და ცდილობდა არ შეემჩნია რომ ღელავდა
- სიგარეტი მომაწოდე შეგიძლია? (თხოვნით მიმართა მამაკაცმა, ქალმა უხმოდ აიღო ძირიდან სიგარეტის კოლოფი და მიაწოდა ისე რომ არ შეუხედავს )
- გმადლობ (ჩაიჩUრჩულა მამაკაცმა)
(გზას უხმოდ მიუყვებოდნენ მხოლოდ დაბალ ხმაზე ჩართული სიმღერა აგრძნობინებდა მათ რომ ჯერ კიდევ ცოცხლებიო იყვნენ, როგორც იქნა მივიდნენ, მანქანა სასტუმროს წინ პლიაჟზე გაჩერდა, ბენი მანქანიდან გადმოვიდა და ქალს კარი გაუღო)
- გამარჯობათ (მიესალმა მეპატრონეს, ჩაფსკვნილ მოხუც კაცს რომელსაც ცისფერი თვალები უელავდა და ულვაშებს სასცილოდ ათამაშებდა) მე ბენი ვარ ბენესიო, ჩემი მეუღლე სიუზიანი-სიუზი ადგილი თუ გაქვთ აქ დავრჩებით დროებით
(კაცმა წყვილი აათვალიერა, ქალი ისეთი უემოციო და უბედური ჩანდა ხოლო კაცი კი ნაღვლიანი დარაღაცის იმედით მყოფი, გაუღიმა ორივეს და მხიარულად დაიძახა)
- ბერტაა გამოდი სტუმრები გვყავს, მე ენტონი ვარ შეგიძლიათ იქამდე დარჩეთ სადამდეც გაგიხარდებათ, ქალო წყვილს საუკეთესო ოთახი შეურჩია ახლად დაქორწინებულები არიან (ისევ უღიმოდა)
- პატარები არ ვართ სერ (ბენის გაეღიმა) 37 ვხდები სიუზი კი ნამდვილად ულამაზესი ქალია ჯერ კიდევ 32 საა (სიყვარულით გახედა მეუღლეს, რომელმაც პირველად ამოიღო ხმა)
- დიახ და მერე იწყება ყველაზე საშინელი, 33 წელი მძულს ეს თარიღი თარსია (ახარხარდა ქალი, რომელსაც გაოგნებული მისჩერებოდა ქმარი ენტონი კი მასთან ერთად იცინოდა, ქოშქოშით გამოვიდა ბერტაც კაცზე კიდევ უფრო მსუქანი, ლოყებ წითელა ქალი ნამდვილად სამზარეულოდან იყო "გამოქცეული" ცალ ხელში კოვზი ეჭირა მეორეთი კი თმას ისწორებდა)
- მოგესალმებით (წარმოთქვა საოცარი იტალიური აქცენტით)
- გამარჯობათ მანამ (ხელზე ეამბორა ბენი )
- რა სასიამოვნო ყმაწვილი ხართ გამომყევით (ქალმა ოთახი ანახა, რომელიც სანაპიროს გადაყურებდა და ოთახი მალევე დატოვა, ბარგი უხმოდ ამოალაგეს სიუზმა აირჩია ცალკე დაეძინა და დივნის გაშლა დაიწყო)
- რასაკეთებ? (მიუგო კაცმა)
- ვშლი
- რატომ?
- რომ დავწვე
- ჯერ ადრეა
- მერე რომ დავწვე (ბენი მივარდა და შემოატრიალა გიჟივით უყურებდა)
- სიუზ ასე არაფერი გამოგვივა საერთოდ არაფერი, შენ არ ცდილობ ასე როდემდე უნდა ვიყოთ აქ ხომ იმიტომ წმაოვედით რომ ვცადოთ
- არღირს (ქალმა ზურგი აქცია და ისევ დივნის გაშლლა განაგრძო)
- სიუზ გთხოვ ძვირფასო ვცადოთ (ყელში ბურთგაჩხერმა მიუგო ქმარმა)
- წამოსვლა შენ დაიჟინე მე სახლშიც კარგად ვიყავი
(ერთიღა ამოიხრა მამაკაცმა, ქუდი დაიფარა და კიბეებზე დაეშვა)
- დალევ ? (ჩასულს ენტონი შეეჩეხა ლუდით ხელში)
- რატომაც არა
- დაჯექი შვილო
- გმადლობ სერ ენტონი
- ისე სასიამოვნოდ მომმართავ მიხარია მინდოდა თქმა სერ ამოიღე თქო მაგრამ რავქნა რომ გულს უხარია (ტუჩები ისევ ააცმაცუნა მოხუცმა, ბენს გაეცინა)
- მაშ სერ ენტონი, ბერტა მეუღლეა თქვენი?
- ოხ არა შვილო რასამბობ ამ აუტანელ მოხუც, ბუზღუნა ქალს რა აიტანდა (ბოლო წინადადება ხმამაღლა წარმოთქვა რომ ქალს გაეგო) მეუღლე დიდი ხნის წინ დამეღუპა დიდი ამბავია შვილო (ბენმა ლუდი მოიყუდა და გურწფელი თვალებით ანიშნა)
- მინდა მოსმენა სერ
- დიდი ხნის წინ დავქორწინდით, 18 წლის ვიყავი ის 16 ისა იყო, გვიყვარადა ერთმანეთი ღარიბი ვიყავი, ღატაკი თუმცა მაინც გამომყვა, არ ენანებოდა თავი, მისი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ ვერაფერი განაწყეს ვუყვარდი და არარსებობდა არაფერი, ვიყავით 2 წელი ბედნიერებიარცერთი დღე არ გვიჩხუბია არ გვიკამათია არ დავშორებუვართ, სანამ არ იგრძნო სიღატაკე...დიდი გემით ჯარისკაცები მოადგა სანაპიროს, ერთერთს ცოლად გაყვა აი ასე ადგა და წავიდა...
- რასამბობთ ?
- ჰო შვილო, მიმატოვა წერილი დამიწერა მაპატიე ენტონი უბრალოდ მეტი მჭირდება მეტი ვიდრე სიყვარულია, მე კარიერა, ცხოვრება და არასებობა მჭირდება შენთან ვერ ვსუნთქავო...იმის მერე მარტო ვცხოვრობდი, სასტუმროში დარაჯად დავიწყე მუშაობა მაშინ უკვე 27 წლისა ვიყავი, ერთხელ კი ჩამოვიდა ისევ ჩამოვიდა მოგზაურობისას ჭლექი შეყროდა იმ ჯარისკაცმა კი მიატოვა...2 თვე მქონდა მასთან ყოფნის ბედნიერება, ორი თვე ვუვლიდი, ორი თვე ვეფერებოდი, ოი თვით ვკოცნიდი და მერე აი ასე კიდევ დამტოვა...უფალს მიაბარა სული და გამშორდა...ნანობდა იმ დაკარგულ წლებს როცა მატერიალურის გამო გამცვლა, ნანობდა ყველაფერს და მიუხედავად იმისა რომ პ[ირველ დღესვე ვაპატიე მთელი 2 თვე ყოველ დღე პატიებას მთხოვდა...გული მწყდება შვილი რომარ დაგვრჩა, ძალიან მწყდება..თუმცა ვენეცია სიყვარულის ქალაქია აქ ყველა ტკივილი ინკურნება, აქ პატიება ჩნდება და სიყვარული იბადება
- მერე სერ?
- მერე ის რომ ახლა 65 წლისა ვარ შვილო ბენესიო და იმ დღის მერე ქალი აღარ მინახავს, მიყვარდა და მეყვარება შვილო...მე ასეთი სიყვარულისა მწამს
- ბერტა? (გაოცებულმა კითხა ბენმა, რაზეც ენტონის სიცილი აუტყდა)
- ბერტა სასიამოვნო კარგი ქალია, ხშირად ვაწვალებ ვითომ ერთი უჟმური დედაბარია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან კეთილი და კარგი ქალია, უბრალოდ ახალგაზრდობაში არავინ მყოლია ახლა რაღადროს ეგეთბია შვილო, მერე ჩემი საკუთარი სასტუმრო გავხსენი და აგერ უკვე 7 წელია ბერტა მეხმარება საქმეებში სულ ესაა
- ცოლქმარს კი გავხართ სერ მუდამ კამათობთ (არ თმობდა ბენი)
- ეჰ შვილო მთელი ეს დასახლება კი ცოლქმარს გვეძახის მაგრამ არ ვართ და რა ვუყოთ (გაეცინა ენტონის)
- ხუმრობა იქით იყოს სერ ენტონ და ნამდვილად საამაყო ადამიანი ხართ, რთულია ქალს უერთგულო ამდენ ხანს მითუმეტეს გარდაცვლილს სერ
- პირველად ჭირს მერე ეჩვევი შვილო (ენტონმა ლუდი მოსვა და წამით ორივე დადუმდა) შენზე რას იტყვი?
- მე 37 წლის ვარ ჩემი მეუღ... (შიტყვა გაუწყდა როცა მაღლიდან ლეწვის ხმა შემოემა, მაშინვე მიხვდა სიუზი რომ იყო) მე ავალ კარგით, უბრალოდ ის ჩემი ცოლი ის ის ახლა მართლა ცუდათარის (უხსნიდა სამზარეულოდან გამოვარდნილ ბერტასა და განცვიფრებულ ენტონის, კიბეები აირბინა და ძირს გაშოტილ სიუზ წააწყდა, ხელები მოხვია და მიეკრა)
- მომშორდი, გული მერევა შენზეეე, მომშორდი
- სიუზ ძვირფასო, აქ ვარ ნუ გეშინია (უფრო მეტად ეკვროდა ბენი, თავიდან ქალი უარზე იყო...მერე გაისუსა და მალევე ჩაეძჳნა, რამდენიხანია ასეთი მშვიდი არუნახავს ბენს, რამდნეიხანია სიუზს მასთან არ ძინებია, რამდენიხანია მის ოთახშიც კი არ შედიოდა ბენი და აი ახლა ძირს იატაკზე და უყურებს მის საყვარელ ცოლს რომელიც სიგიჟემდე უყვარს, რომლის გულის მოსაპოველად რას არ აკეთებდა, როგორ მოწონდა მოფლირტავე ბიჭი სიუზის, როგორ სთხოვა ხელი, როგორ უყვარდათ ერთმანეთი, ახსოვს სიგარეტს რიგრიგობით რომ ეწეოდნენ და თან ყოველდღე ამბობდნენ ეს ბოლოაო, ახსოვს მისი ბედნიერი სახე, მისი ნატიფი თითები და ახსოვს ის დღეც ის საზიზღარი დღეც როცა ყველაფერი გაცივდა, ფსიქიატრიული საავადმყოფოები, წამლები, ყვირილი, სახეში გარტყმა, სიუზის სიძულვილი, რატომ??რით დაიმსახურა ბენმა?არაფრით...ეგონა ცოტახანიც და აი გადაუვლისო მაგრამ არა ვერ გადაუარა აგერ უკვე 3 წელია ზის და იტანჯება სიუზი და ტანჯავს ბენსაც...ლოგინზე დააწვინა, კიდევ დიდხანს უყურა ბოლოს აკოცა შუბლზე ნაზად შეეხო ტუჩებით და ისევ დაბლა ჩავიდა)
- მაპატიეთ
- მესმის ბენ
- დავწვები (უკან აბრუნდა ბენი)
- შვილო? (გამოხედა მამაკაცმა და ენტონის ხმას დაელოდა) როცა მოგინდება მომიყევი (თავი უხმოდ დაუკრა და ოთახში ავიდა, დივანზე დაწვა თუმცა დილამდე არ ძინებია, სანამ სიუზი გაიღვიძებდა, მანამდე ადგა წყალი გადაივლო და დაბლა ჩავიდა)
- ბერტაა?
- ხო ძვირფასო (ღიმით მიეგება ქალი)
- რაიმე გემრიელი მოამზადე და სიუზის ოთახში აუტანე, კიდევ თუ შეგიძლია რაიმე ყვავილი დაუდე საჭმელთან ერთად და ეს წერილიც გადაეცი (წერილი მიაწოდა და თითონ მანქანიდან ანკესი ამოიღო და ზღვისკენ გასწია)
...................................................................................
- გამარჯობა ძვირფასო როგორხარ? (კარზე დაუკაკუნებლად შევიდა ბერტა, ეგონა სიუზის ეძინა)
- მადლობთ უკეთ (ქალმა მოჩვენებით გაიღიმა)
- ბენი წავიდა ეს კი გადმომცა შენთვის ამომეტანა, ბლინებია ყავსთან ერთად, შაქარი თავად ჩაიყარე, აი წერილიც დაგიტოვა და ვარდი ქალბატონო (ისევ უემოციოდ გაუღიმა სიუზიმ და ისე, რომ წერილიც არ გაუხსნია ოთახში მიაგდო, ადგა წყალი გადაივლო, მოწია, ხალათით დაბოდიალობდა, მერე ისევ დაწვა, ტელევიზორი ჩართო მობეზრდა...დედას დაურეკა არ აიღო -საყიდლებზეა " წარმოთქვა თავისთვის, ბოლოს როცა ვერანდაზე აპირებდა გასვლას წერილს დახედა და გახსნა "დილამშვიდობისა ყველაზე ლამაზო ქალბატონო" არანაირი ემოცია გამოხატვია, მოისროლა...და ვერანდაზე გავიდა, დაბლა უყურებდა ხ ალხი რა ბედნიერი იყო, წყვილები იცინოდნენ, ერთმანეთს ეფერებოდნენ, ბავშვები თამაშობედნენ, სიცოცხლე დუღდა)
- მძულხართ (ამოიხავლა და უკან შებრუნებას აპირებდა როცა ვიღაც შენიშნა, გვერდით ვერანდიდან მამაკაცი უყურებდა, უღიმოდა...ხალათი წამსვე შეიკრა და თავის დაკვრით მიესლმა)
- ხომარ მოწევდით ? (სიგარეტი გაუწოდა მამაკაცმა)
- გმადლობთ (გამოართვა)
- ნიკოლი
- სიუზი
- ლამაზი სახელია
- გმადლობთ
- აქვე ახლოს ნავი მყავს ხომარ გაგვესეირნა?
(პირებდა არას თქმას მაგრამ გადაიფიქრა)
- რატომაც არა, დამელოდებით?ჩავიცმევ
(მოკლე თეთრი სარაფანი გადაიცვა, თმა გაიშალა და შარფი შემოიხვია, 10 წუთში ვერანდაზე გავიდა და კაცს გასძახა)
- მზად ვარ
- ვააუ მაოცებთ
(ერთად გამოვიდნენ სასტუმროდან და გზა ნავისკენ აიღეს)
- მეშინია
- არასდროს ყოფილხარ ნავით ?
- ზღვის მეშინია
- ნუ გეშინია აქ ვარ (კაცმა გულზე მიიკრო ხელში აიყვანა და ნავზე გადასვა, ბევრი ისაუბრეს, ილაპარაკეს, ცოტა დალიეს კიდევაც მამაკაცმა ყელში აკოცა თუმცა სიუზის წინააღმდეგობა არ გაუწევია თუმცა მალევე მოშორდა, ღამის 1 საათი ქინებოდა როცა სახლში დაბრუნდა ნასვამი, სიცილით შევიდა ოთახში და საწოლზე დაეშვა)
- სად იყავი? (სავარძელში ჩამომჯდარმა ბენმა მიანათა მწვანე თვალები)
- ღმერთო შემაშინე
- ჩემი გეშინია და უცხო მამაკაცების არა?
- მითვალთვალებ?
- არა სიუზ მგონი დაგავიწყდა ძჩვენი აივნიდან რომ ყველაფერი ჩანს
- აა (მიუგო უემოციოდ და გახდა დაიწყო)
- შენ მას აკოცე სიუზ
- მერე შენ რა ?
- მეხუმრები ??
- ბენ მომეშვი
- შენი ქმარი ვარ სიუზან
- ხოო? (გრძნობდა ბენი როგორ ღიზიანდებოდა, სიუზიც გრძნობდა თუმცა არ ნებდებოდა)
- ხო სიუზ
- აა აღარ მახსოვდა ბენ
(კაცს ყველაფერი ყელში ამოუვიდა და ყვირილი დაუწყო )
- როდმდეეეე სიუზ>?როდემდეეეე?უკვე დავიღალე
- გიჭერს ვინმე? (არ ჩერდებოდა ქალი) შენთან ბედნიერი მაინც არ ვარ
- არ გრცხვენია?
- მძულხარ
(ბენი მივარდა და ქალი ოდნავ შეანჯღრია)
- გამოფხიზლდიიიი
(კარები გაიხურა და გიჟივით ჩაირბინა კიბეები)
- ჯანდაბაშიც წასულხარ, მომკვდარხარ თუნდაც (ღრიალებდა სიუზი, ბოლოს ისევ იატაკზე დაემხო და ჩაეძინა, ხედვდა პატარა ბავშვს რომელსაც ხელში იყვანდა და ეფერებოდა...გაეღიმა...პატარს თითები უჭერდნენ ხელებზე და მისით ივსებოდა სიუზი)
- ბენ ბენ რამოხდა?
- ახლა არა სერ სხვადროს ახლა არა
(ბენი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, უკიდეგანო სივრცეში გაქრა და სიბნელეს შეერია)
..................................................................................
(დილით სიცივემ გააღვიძა, თვალები მოიფშვნიტა და დაამთქნარა, მანქანაში ჩაძინებია...იქვე მდგარ კაფეს ეწერა ვიხსნებით 10 ზე, ჯერ კიდევ 8 ის წუთები იყო)
- წავალ ბერტას ვთხოვ საკვებს (მიიღო სწრაფად გადაწყვეტილება და მანქანა დაქოქა)
- ბერტა?
- წავიდა შვილო
- რაა?? (გაგიჟდა ბენი, სკამზე ჩამოჯდა და მწვანე თვალები მიაპყო მოხუცს) ვწუხვარ სერ
- ბაზარში ბენი, ბაზარში წავიდა, შენ რა იფიქრე (ახარხარდა მოხუცი და ბენისაც გაეცინა)
- ოო ღმერთო სერ ენტონი ისე თქვით მეგონდა სამუდამოდ წავიდა ( თან იცინოდა)
- რატომ ეძებდი?
- მშიაა
- ღამე ქუჩაში იხეტიალე არა? (ცალი წარბი მამაშვილურად აუწია ენტონმდა და თითქოს დასაჯაო) მე გაჭმევ რამეს
- რასამბობთ, როგორ შეგაწუხოთ?
- მიდი მიდი მოწესრიგდი და ჩამოდი, ჰამაცკებზე რა აზრის ხარ?თითებს ჩაიკვნეტ
(უარობდა ბენი, თუმცა ბოლოს მაინც დათანხმდა, ოთახში ასულს სიუზი ისევ იტაკზე დახვდა..მშვიდი ძილით ეძინა, ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა..გამოიცვალა და სწრაფად გაშორდა ოთახს)
- მოდი მოდი კარგ დროს მოხვედი დაძახებას ვაპირებდი
- გემრიელი ჩანს (საჭმელს დაყნოსა და გაიღიმა, ენტონიმ ბერტა შენიშნა და ნიშნისმოგებით უთხრა)
- ხო შვილო, სადიყო ბერტა მერომ საჭმელს ვამზადები ან სერიალს უყურებდა, ან ქალებთან ჭორაობდა ასე მშიერს მიწევდა ყოფნა (მეტი დამაჯერებლობისთვის ამოიხვნეშა, ბენი სიცილით კვდებოდა, ბერტამ კი წინსაფარი სწრაფად გაიძრო და თავში ჩასცხო)
- უნამუსო კაცო გრცხვენოდეს (ქალური სიამაყით შეაბიჯა სამზარეულოში და კარი მოაჯახუნა, ამაზე ენტონისაც და ბენსაც სიცილი აუტყდათ, ბენი არ ყვებოდა მისი და ცოლის ამბებს...არც ენტონი ეკითხებოდა რამეს აცდიდა მანამ სანამ თავად არ მოუნდებოდა მოყოლა, საკმაოდ მოეკიდა სასმელი, ტანში უცნაურ გრძნობას განიცდიდა, ბანცალით აუყვა კიბეებს და ოთახის კარი შეაღო, სიუზი ლოგინზე პენუარით იწვა და წიგნს კითხულობდა, ბენის მოსვლა არ შეუმჩნევია, ან იქნებ შეიმჩნია და არ სურდა მისი დანახვა, წიგნი უხმოდ გადაფურცლა და შემდეგი თავის კითხვა დაიწყო)
- სექსუალური ხარ (მიგო კაცმა, ვითომ არც შეუმჩნევიაო კვლავ წიგნის კითხვა განაგრძო, ბენი მიუხლოვდა და ტუჩებზე კოცნა სცადა)
- მომშორდი
- მომენატრე
- ბენ ყარხარ, შემეშვი (ქალი მის მოშოებას ცდილობდა, როდესაცბენი ზევიდან მოექცა და მაგრად დაიჭირა)
- ბეეეეეეეეენ (უკვე ყვირილზე გადავიდა ქალი)
- მას რომ აკოცე?
- მძულხაააარ
- მკ...ა შენ ჩემი ცოლი ხარ (უხეშად კოცნიდა მამაკაცი და პენუარის გახდას ცდილობა, სიუზმა ტირილი დაიწყო და სთხოვდა გაჩერებას)
- გაეთრიეეეეე
(მამაკაცმა ხელი გაარტყა და ისევ ოთახიდან გამოვარდა, ენტონი კვლავ სავარძელში იჯდა მისაღებში და წიგნს კითხულობდა)
- კარგად ხარ შვილო?
- მომბეზრდა (ბენმასკამი აიღო და გვერდით მიუჯდა)
დიდი ხნის წინ ყველაზე ბენიერები ვიყავით, მერე ის დაორსულდა და ახალიწლის ღამით როდესაც სამსახურიდან დამირეკეს მე ის ქუჩაში დავტოვე ტაქსის ფული მივეცი და სამსახური წინ დავაყენე (ცრემლები გადმნოუგორდა ბენს..) გააუპატიუეს..ბავშვი დაკარგა
- ო ღმერთო (ესღა თქვა საწყალმა მოხუცმა, რომელსაც თავისი ამბავი ყველაზე მტკინვეული ეგონა დღემდე)
- ვეზიზღები, მეგონა რამე შეიცვლებოდა...მაგრამ უკვე დიდიხანია სერ, უკვე წლებია ასეა...(ბენი ულამაზესი ყმაწვილი იყო, მას ნამდვილად უყვარდა სიუზი თორემ სხვა ქალს ადვილად იპოვიდა...დაასკვნა მოხუცმა უცბად) ჯობს გავუშვა, ორივე დავიღალეთ
- შენ ნამდვილად ღირსეული კაცი ხარ ბენი, რთულია უერთგულო ამდენინ წელი ქალს (გაუმეორა ბენის სიტყვები კაცმა და ორივეს გაეღიმა, იმ ღამით ენტონმა ბენი მის ოთახში დააწვინა, თვითონ კი არ დაუძინია, ფიქრობდა ცხოვრების რაობაზე და ვერაფერი გაეგო რატომაა ასე უცნაურად მოწყობილი ეს ცხოვრება, ადამიანები არაფრის გამო კარგავენ ერთმანეთს და როდესაც აცნობიერებენ სიმართლეს...ყველაფერი თითქოს უკვე ძალიან გვინია, უმეტეს შემთხვევაში მაინც..)
............................................................................
(დილით ადრე გაიღვიძა, საწოლში ეძინა -ბენი" აღმოხდა ნამტირალევი ხმით, საათი 2 ს უჩვენებდა, -დიდხანს მეძინა, ვერანდაზე გავიდა და ბენი დაენახა, შავი თმა აჩეჩვოდა და ბავშური ღიმილით უყურებდა ვიღაცას თან ქვიშისგან კოშკს აშეენებდა -ასე მხოლოდ მე მიღიმის" თქვა ეგოისტურად და შემდეგ თითის წვერებზე აიწია -ნეტა ვის უღიმის" ისევ თავისთვის ჩაილაპრაკა)
- დღეს გამომყვები?(მოესმა კაცის ხმა და შეკრთა)
- სად?
- ზღვაზე (ნიკოლი უღიმოდა,როგორ იზიდავს ეს კაცი)
- კარგი წავიდეთ (ისევ უნებლიედ დათანხმდა)
- ნახევარ საათში სანაპიროსთან გნახავ, ამჟერად გემით გავისეირნოდ (მამაკაცმა გაუღიმა და ოთახში შევიდა, სასტუმროდან ერთად აღარ გასულან, პირდაპირ გემთან შეხვდნენ, სიუზს გრძელი შავი სარაფანინ ეცვა და იღიმოდა კაცი ახლა ყელით არ დაკმაყოფილდა და მთლიანად დაეუფლა ქალს, თუმცა არ სიამოვნებდა მამაკაცის შეხება არ მოუშორებია თავიდან...შესაძლოა სცადა რას იგრძნობდა სხვასთან...დილით დაბრუნდა სიუზი სახლში თუმცა ბენი არ დახვდა...-სადარის?იკითხა ნერვიულად და ატირდა, ბენის გამო არა რაღაც უცნაური გრძნობის გამო)
...................................................................
(კარზე შეუწყვეტლივ აბრახუნებდნენ)
- მოვდივარ მოვდივარ (ხალათში გამოწყობილმა ნიკოლმა კარი გააღო თუ არა ბენი ეცა და ხალათს ჩაებღაუჭა)
- თუ გარისკე, ბოლომდე გარისკე...არ აწყენინო თორემ მოგკლავ (სახეში გაარტყა და გამობრუნდა, ისევ სერ ენტონისთან ჩავიდა და მის წინ დაქანცული ჩამოჯდა, რამით კკი არ დაიღალა...ცხოვრებამ დაღალა...ამდენი წელი ითმინა სიუზის ხასიათი და ბოლოს რაგამოვიდა?ცოლმა უბრალოდ უღალატა)
- დალევ რამეს?
- რომი სერ (ამოიხავლა)
- ვხვდები რაც მოხდა
- ახლა რავქნა?
- შენი ასაკის რომ ვიყო გეტყოდი ერთი მაგათიც თქო, მაგრამ 65 წლის ვარ და გეტყვი დაელოდე (დაელოდეო??დამერედა რა რთულია, იყო ბენის ადგილას...რომელი მამაკაცი აიტანდა ამას, რომელი??მაგრამ დაელოდება, კარგი ისევ დაელოდება იქნებ მოხდეს სასწაული...ამასაც აიტანს...ამასაც გადაყლაპავს...ვენეციაში ხომ ხდება ოცნებები)
............................................................................
(დილით ყვირილის ხმამ გამოაღვიძა ენტონის ოთახში მძინარე ბენი, ფეხზე წამოხტა და ოთახში ავარდა...ენტონი და ბერტა უკვე იქ იყვნენ...ენტონი ქალს ხელებს უხვევდა, რომელიც გადაესერა სიუზის და მოთქვამდა)
- რა..რამოხდა? (ძლივს ამოილუღლუღა მამაკაცმა)
- წავიდა ბენ, წავიდა (ჩურჩულებდა ქალი და წერილისკენ ანიშნა)
"სიუზ ძვირფასო შენთან კარგი იყო,მაგრამ ეს პატარა რომანია მხოლოდ და მხოლოდ რომანი, შენი ქმარი კი მოვიდა და მითხრა ამისთვის სერიოზული სახე მიმეცა..აბა რასამბობ სიუზ?მეხომ ცოლი მყავს, ჩვენ უბრალოდ გავერთეთ, სიყვარულით შენი ნიკო"
- ცინიკოსი (სიმწრით გაეღიმა ბენის)
- დაგტოვებთ ( უხმოდ თქვა ენტონიმდა ბერტას ხელი ჩაკიდა)
- შენი ბრალიაა შენი ( ისევ ყვირილზე გადავიდა სიუზი, წამოხტა და პატარა მუშტებს მკერძე ურტყავდა ბენის)
- ასე ნუ აკეთებ გეტკინება (ხელები დაუჭირა და დაბერილ მუშტებზე აკოცა, მერე კალთაში ჩაისვა და გაიტრუნა...სიუს დაეძინა, ბენის მიეხუტა და ჩაეძინა, ისევ ბავშვი ესიზმრა რომელიც შველას სთხოვდა)
..............................................................................
(დილით მზის სხივებმა გამოაღვიძა ქალი, თავი ოდნავ წამოწია და მაგიდაზე მისი საყვარელი ვარდი და წერილი დაინახა, ახლა უკვე გაეღიმა -ოხ ბენ" ამოიჩურჩულა და ადგა, ვერანდიდან სანაპიროს გადახედა ბენი ისევ თევზაობდა, გაეცინა, -რა სიმპათიურია.. შეხედა სანაპიროს თითქმის ყველა მდედრობითი სქესი რა სახით უყურებდა ბენის და ყველა გრძნობა ერთად მოწვა, გაახსენდა ნიკოს წერილი (შენმა ქმარმა არ აწყენინოვო) სწრაფად გადაიცვა და კიბეებზე დაეშვა)
- ჰელოოუუუ ბერტააა (ბერტას ხმაურიანად აკოცა და გარეთ გავარდა)
- რასაკეთებ?
- სიუზ? (ანკესი კინაღამ გაუვარდა ბენის)
- მეც მინდა რა (მის წინ ჩამოჯდა და ანკესი გამოართვა) მასწავლი?
- მე??ჰო ჰო რათქმაუნდა (უკნიდან წელზე შემოხვია ხელები და იგრძნო როგორ დაუარა ტაომ სიუზის, გაუკვირდა თან გაუხარდა უფრო მიეკრო და სიუზოს სიცილი რომ გაიგო პირველი თევზის დაჭერისას ახლა თავს უფლება მისცა და აკოცა კიდევაც, ქალი არ შეწინააღმდეგებია..მკლავები კისერზე შემოხვია და თავადაცაყვა კოცნაში, მერე გაისუსა და ჩაეხუტა მამაკაცს)
............................................................................
- ასე მალე? (ნაღვლიანად ამბობდა მოხუცი)
- სერ ენტონი გპირდებით აუცილებლად გესტუმრებით (გადაეხვია ბენი და ღიმილიან ცოლს წელზე ხელი გადახვია, ბერტას აკოცეს და სასტუმროდან ბედნიერები გამოვდნენ, ბენის წამით მოეჩვენა რომმოხუცს თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა, შემდეგ კი ბერტას მიეხუტა...ჰო ალბათ მოეჩვენა)
- მიყვარხარ (გაისმა მამაკაცის ხმა)
უჩვეული სიჩუმე სუფევდა, თუ დააკვირდებოდით პატარა წერტილს შეამჩნევდი, სადღაც შორს ჰორიზონტს მიღმა, ვენეციიდან მიმავალ მერსედეს ბენზის 1980 წლის მოდელს შეამჩნევდი, ამ პაპანაქება ზაფხულში, სადღაც შორიდან ამ ლამაზ ქალაქს ტოვებდა კიდევ ერთი ბედნიერი წყვილი...ბედნიერიო იტყოდი მაგრამ ბედნიერები კი არარ უზომოდ ბედნიერები... შავგვრემან მწვანება თვალება მამაკაცს ქუდი უკან გადავარდნოდა, მზისგან გაწითლებულიყო და სათვალით ცდილობდა მის დაჩრდილვას, სიმპატიური ლამაზი აღნაგობის მამაკაცი იყო ქალი ქერა მხრებამდე ტალღოვანი თმით, რომელსაც შლაპა ეფარა თავზე და ცისფერი თვალებით გარემოს ღიმილით ათვალიერებდა
- მეც მიყვარხარ ბენ


ავტორი; სალი გაბუნია


ზღვის ცისფერ ლაჟვარდძე რომ დავასრულე გითხარით დღეს დაგიწერთ რამეს კიდე თქო, იმედია მოგეწონებათ და გახსოვდეთ სიყვარული ყველაფერს კურნავს <3 ტკბილი ძილი



№1  offline წევრი talamani

ასე მგონია ,,ზღვასთან ახლოს '' ახალი ნანახი გაქ და მოდიფიცირებულ ვარიანტს წერ .

 


№2  offline წევრი tatalia

ჯერ ერთი ფილმს "ლაჟვარდოვანი სანაპირო" ქვია თუ ანჯელინას და ბრედის საერთო ფილმს გულისხმობ )) მეორე ნანახი მაქვს კი, მესამე შინაარსი სულ სხვანაირია თუ გახსოვს ფილმი გეცოდინება რომ იქ არც ენტონი არც ბერტას მსგავსი არავინ ჩნდება და არც მსგავსი სიტყვებით მიწერია რაიმე და მეოთხე ნაწარმოები ნათესავის ცხოვრებაზეა რომელმაც შვილი დაკარგა, იმედია დაკმაყოფილდი ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent