შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა XIX


26-04-2016, 13:14
ავტორი MariLerman
ნანახია 1 623

ჩემი საბუთების მოწესრიგებასა და ვაჟას საქმეების დამთავრებას ერთ თვეზე მეტი დასჭირდა. და ბოლოს, გამითენდა კიდევ ერთი უმძიმესი დღე, რომლის დადგომაც ისე ძალიან არ მინდოდა ერთ დროს... წინა ღამით წამითაც არ მომიხუჭავს თვალი.
- თბილისში ორის ნახევარზე ჩავალთ, ჩვემს ბინაში გავჩერდებით, ხუთზე კი პირდაპირი რეისია პარიზამდე. – გამომიცხადა ვაჟამ.
თავი ოდნავ დავხარე იმის ნიშნით, რომ ყველაფერი გასაგები იყო და წასვლამდე ხმა არ ამომიღია.
ერთადერთი რაც გავაკეთე, თინას წერილი დავუტოვე ნიკოსთვის. თავად არ ვიცი, რისი იმედი მქონდა... სად უნდა ენახა თინას ნიკო, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ის, რისი თქმაც მისთვის ვერ მოვახერხე, წერილში ეწერა. ყველაფერში დამეთანხმა და დამპირდა, ისე ვიზამ როგორც მეუბნებიო, შენ კი დამპირდი, რომ არ ინერვიულებო. მის წინადადებას ვერ დავეთანხმე, რადგან ძალიან განერვიულებული ვიყავი... ვუთხარი, რომ არ მოეწყინა ჩემს გარეშე და რომ ყოველდღე გვექნებოდა კონტაქტი.. დავემშვიდობე და სახლიდან გავედით.

******

როდესაც დავინახე აბრა, რომელზეც ეწერა „ბათუმი“ და გადახაზული იყო წითელი ხაზებით, უარესად გავაცნობიერე ჩემი შეცდომა და მანქანში საზარელი ტირილი მოვრთე. ვაჟას უკან დაბრუნებას ვთხოვდი და მხოლოდ ნიკოს სახელს გავყვიროდი. მას, რა თქმა უნდა, ჩემი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
ორის ნახევარზე მართლაც უკვე თბილისში ვიყავით. აეროპორტში მისვლამდე ვაჟას სახლში შევიარეთ, როგორც მას დაგეგმილი ქონდა. მთელი მგაზვრობის განმავლობაში სულ რამდენიმეჯერ თუ გამოველაპარაკე, მეგონა თუ რამეს ვიტყოდი, ჩვენი ურთიერთობა უარესად დაიძაბებოდა რაც ნამდვილად არ მინდოდა. ვერაფერზე ვფიქრობდი, დღეს უკვე შემიძლია ვთქვა შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული ის ყოველივე რაც ჩემს ირგვლივ მოხდა იმ მოკლე დროის განმავლობაში. გაცნობიერებას კი ძალიან დიდი დრო დასჭირდა.

****

თბილისიდან პარიზში ჩასვლას 10 საათი დასჭირდა.
ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ფეხი დავდგი საფრანგეთის მიწაზე და შევისუნთქე იქაური ერთდროულად ნესტიანი და რბილი ჰაერი. ღამე იყო და მატარებელი სტრასბურგის მიმართულებით არ მოქმედებდა. ამიტომ ღამით რკინიგზის სასტუმროში მოგვიწია დარჩენა.
მომდევნო დღის ათ საათზე კი უკვე მატარებელში ვიჯექით რომელიც სტრასბურგისკენ მიჰქროდა.
- როგორ ფიქრობ, იქ რა უნდა ვაკეთო?
- ნათლიაშენს დიდი სახლი აქვს, მის ბავშვებს დაუახლოვდები, და ისინი გაგართობენ დროებით, სანამ რამე სამუშაოს გამოგიძებნის ნათლიაშენი.
„ბავშვები გაგართობენო... როგორ ეტყობა, რომ თავის დაძვრენა სურს, 13 წლის ხომ არ ვარ, ბავშვებთან ერთად რომ ვითამაშო?!“
- აჰა, დავუახლოვდები. აბა რა! მამა ფრანგული ძალიან ცუდად მახსოვს! რა სამუშაოზეა გაქვს საერთოდ ლაპარაკი? სისულელეა, მეტი არაფერი...
- გამიზნულად ნუ მეწინააღმდეგები, გეუბნები რაღაცას გამონახავს მეთქი ლევანი. მინიმუმ ორი წელი საქართველოში დაბრუნებაზე არც იფიქრო.
- აი მამაც ამას ჰქვია! ასე ძალიან უნდოდეს შვილის უცხოეთში დატოვება... შენ გგონია ეს ყოველივე, უკეთესობისკენაა? - ვკითხე და ირონიით გამსჭვალული თვალები მივაპყარი.
- უკვე რამდენი ხანია შენს აქ წამოყვანაზე ვფიქრობ, ნუ იქნები უმადური, აი ნახე შენი ცხოვრება როგორი უკეთესი იქნება სასიყვარულო დრამების გარეშე.
ძალიან მატკინა გული მისმა სიტყვებმა მაგრამ ისევ არაფერი მითქვამს, არ შევპასუხებივარ. საპირფარეშოსკენ გავემართე. იქ მისვლამდე, ვაგონების დამაკავშირებელ გადასასვლელზე გავჩერდი და ვერც კი შევამჩნიე საკუთარ თავს როგორ გადმომიცვივდა ცრემლები.
შემძულდა საკუთარი თავი ჩემი საქციელების გამო და ვიმედოვნებდი, რომ წერილი მაინც შეამსუბუქებდა ჩემს დანაშაულს.
იქ დგომაში მეორე ვაგონიდან ახალგაზრდა ქალი გამოვიდა, ჩემს ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე ფრანგულად მკითხა, სიგარეტს ხომ არ მოწევდითო, დიდი სიამოვნებით მეთქი ვუპასუხე ფრანგულად და ერთი ღერი გამოვართვი. „ანტიდეპრესანტმა“ გაჭრა, როგორც კი დავმშვიდდი უკან დავბრუნდი.

****
„ნიკო...
ამ წერილს იმ იმედით გიტოვებ, რომ ოდესღაც მაპატიებ იმას, რაც ჩავიდინე. ამის მცირეოდენ იმედს მაინც ვიტოვებ...
ვიხსენებ შენი ჩემს ცხოვრებაში გამოჩენის პირველ დღეებს და სიამოვნების ჟრუანტელი მივლის მთლიან ტანში. მახსენდება ჩემი მოჩვენებითი სიძულვილი შენს მიმართ, შენი ხარბი და ინტერესით სავსე თვალები, ჩემკენ მოპყრობილი... ის მომენტები, როდესაც უკვე ვატყობდი ჩემს თავს, რომ ვერსად გავექცეოდი გრძნობას რომელიც დღითიდღე ძლიერდებოდა ჩემს გულში,. იმ წამების გახსენებაც კი უცნაურ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც მეგონა, რომ ცალმხვრივად მიყვარდი. იცი, შენი ყოველი შემოხედვა და ჩემს მიმართ ნათქვამი სიტყვა ბავშვურად მაბედნიერებდა მაგრამ შენი და ნინას ერთად დანახვა მინგვრევდა ოცნების კოშკებს და მხდიდა საკუთარ თავში უზომოდ ჩაკეტილს , იმიტომ რომ არავინ მყავდა, ვისაც განცდებს გავუზიარებდი, არავინ ისეთი, ვინც რეალურად გამიგებდა. შემდეგ უკვე ვგრძნობდი შენს ყურადღებას, არც მე ვიხევდი უკან, პირიქით.. და ერთხელაც დადგა დღე როდესაც ორივემ გავანდეთ ერთმანეთს ჩვენი საიდუმლოები. ის იყო საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში ნიკო.. დაუვიწყარი და ემოციებით სავსე, ამაღელვებელი და ამავდროულად ძალიან სასიამოვნო რადგან ვგრძნობდი შენს სითბოს, გულისცემას და მესმოდა შენი სუნთქვა..
ნიკო მე არ შემწევს იმის ძალა, რომ გადაგიყვარო, მერწმუნე დღითიდღე უფრო ძლიერად მიყვარდები თუნდაც ვერ გხედავდე.
გახსოვს, იმ დღეს ნოემბრის წვიმა? ის მე ყოველთვის მაბედნიერებდა და თან იმ დროს სულ შენთან ერთად ვიყავი. ნოემბრის წვიმა იყო ჩვენი ბედნიერებისა და წვრილმანი სიხარულის სიმბოლოც. მე ის ისე ძალიან მიყვარს, რომ შენი თავი შემაყვარა..!
ნიკო მე შენ ამქვეყნად ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. გთხოვ, არასოდეს შეგეპაროს ამაში ეჭვი... ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ამ დედამიწაზე შენ ხარ, მე უკვე ორმაგად დიდი ტკივილი განვიცადე, რადგან ერთი საყვარელი ადამიანი დავკარგე.. მეორეს ახლა ვკარგავ..
ვერასოდეს დაგივიწყებ, რადგან ჩემი პირველი და უკანასკნელი წმინდა სიყვარული ხარ!
გემშვიდობები ძვირფასო, ტირილითა და ტკივილით, მაგრამ მინდა მხოლოდ ერთი რამ გითხრა, რომ გახსოვდეს..
- არ დამივიწყო, მინდა რომ ყოველმა წვიმამ ჩემი თავი გაგახსენოს..
შენი ანნა!“


გადავწყვიტე, სულ ცოტა ხნით მაინც შემეწყვიტა ფიქრი ყველაფერზე ერთად, მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ ძალიან კარგად გამომივიდა. დედაქალაქიდან სტრასბურგში 4 საათში ჩავედით. ის, რაც სტრასბურგის მთავარ რკინიგზის სადგურზე ვნახე, ცხოვრებაში იქამდე არასოდეს მინახავს. ასი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ერთმანეთში ირეოდა, არავის ჰქონდა სხვისი დარდი, თითოეული თავისთვის იყო და ნამდვილად არავის აინტერესებდა რას იზამდი შენ - იცეკვებდი, იყვირებდი თუ შიშველი გაივლიდი, ყურადღებას არავინ მოგაქცევდა. ეს ფაქტი იყო ერთადერთი მიზეზი რის გამოც ევროპაში ღირდა ცხოვრება.
რკინიგზა ქალაქის ცენტრისგან არც თუ ისე შორს მდებაორებდა, პატარა დასახლება დე-ლა-გარესგან ორ ნაბიჯზე.
გარეთ გამოსულებს პირველი რაც თვალში მოგვხვდა უამრავი ტაქსის მანქანა იყო. ვაჟას ავხედე, რომელიც დიდი ყურადღებით ათვალიერებდა არემარეს და თვალებით ლევანის მანქანას ეძებდა.
- ეგ კაცი მგონი არც მოვა.
- როგორ არა, აი გახედე, მოდის!
მარჯვნივ გავიხედე საითკენაც ვაჟა მიჩვენებდა და დავინახე ტანში კარგად მოსული, გერმანელის აღნაგობის მაგრამ ქართველი მამაკაცი რომელიც ერთდროულად დამწუხრებული და გახარებული სახით ჩვენ მოემართებოდა ხელებგაშლილი. ვაჟამ და ლევანმა ერთმანეთი უნივერსიტეტის პირველ კურსზე გაიცნეს. დედა და მამა ამ დროს უკვე ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულები იყვნენ. ხშირად მოგზაურობდნენ ერთად, საფრანგეთში არაერთხელ იყვნენ ნამყოფნი, სადაც ლევანმა თავისი მომავალი მეუღლე ლუიზა გაიცნო.
- კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ძმები გრიმების გაცოცხლებულ ზღაპარში!- გვითხრა და თავისი უზარმაზარი ხელები ვაჟას გადახვია, მე კი შუბლზე მაკოცა და მომისამძიმრა. რამდენიმე წუთი დედაზე ლაპარაკობს დაუთმო, იხსენებდა სტუნდეტობის წლებს, როგორი მომხიბვლელი იყო ნინა, ყველას უკრაინელი ეგონა და თან დასდევდნენო. შევამჩნიე, როგორი სევდითაც საუბრობდა ნინაზე, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა მისი საუბარი. როდესაც სახეზე უსიამოვნება შემატყო, მითხრა:
- ეს რა ლამაზი ნათლული მყავს, შეუდარებლად ლამაზი ხარ ანნა!
- მადლობა. დედაჩემს ვგავვარ.
ლევანისა და ვაჟას შეხვედრა ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო, სადღაც ათი წუთით ეჭვი შემეპარა იმაში, რომ საერთოდ ვიცნობდი რომელიმეს. უყურადღებოდ ვიდექი და თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი როდესაც ნათლიაჩემის ხელის შეხება ვიგრძენი წელზე.
- წამოდი, წავიდეთ. ლუიზას უგემრიელესი სადილი გველოდება.
მითხრა და მანქანისკენ გაიქცა.
გზად ვაჟას და ლევანის საუბარს ვისმენდი, სანამ მის სახლამდე ჩავაღწევდით რომელიც ცენტრისგან ოდნავ მოშორებით მდებარეობდა. ასი უცხო შენობა მომხვდა თვალში განსაკუთრებით გოთიკური სტილის უძველესმა ნაგებობამ მიიქცია ჩემი ყურადღება რომელსაც კარგა შორიდან ვხედავდი.
- ის რა შენობაა? - შევეკითხე ნათლიას დიდი ცნობისმოყვარეობით.
- ეს სტრასბურგის კათედრალია. Cathedrale Notre Dame de Strasbourg. პირველი უნდა იყოს, რასაც ინახულებ ამ ქალაქში. როცა მეტყვი - წაგიყვან.
- ალბათ ხვალინდელ დღეს მთლიანად დასვენებას დაუთმობს. როგორ დამღალა ბიჭო, ამ მგზავრობამ ვერ წარმოიდგენ!
- ჩემი ლუიზას სადილი უეჭველი მოგიყვანთ ხასიათზე! - დასძინა სიამაყით ლევანმა. სულ ნახევარი საათი მყავდა ეს კაცი თვალით დანახული და უკვე მეასედ ახსენა მისი ცოლი.
- ხოო, შენი ცოლის ოქროს ხელების შესახებ უკვე მრავალჯერ მსმენია.
ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ლევანის სახლამდეც მივაღწიეთ.
ერთი შეხედვით ყველა დანარჩენი მეზობლად მდებარე სახლებისგან მეტად განსხვავებული კერძო სახლი იყო, რომლის ბაღიც ისეთი მოვლილი და შთამბეჭდავი იყო თავისი სილამაზით, რომ თავიდანვე დაიმსახურა ჩემი სიმპათია.
მანქანიდან გადმოვედით თუ არა სახლიდან გამოვიდა საშუალო სიმაღლის - ლევანთან შედარებით საკმაოდ დაბალი, მუქი-ქერა ფერის თმიანი ახალგაზრდა ქალი, რომელის უკანაც დაახლოებით ათი წლის პატარა ბიჭი იმალებოდა. სახლის შეთვალიერებისას მეორე სართულის ერთ-ერთი ფანჯრის მიღმა გოგოს მოვკარი თვალი, რომელმაც ჩემი მზერის დანახვისთანავე სახეზე ფარდა აიფარა.
- უცნაურობებიც დაიწყო.
ჩავილაპარაკე და ლუიზას მივუახლოვდი. ორჯერ გადამკოცნა და ფრანგულად დამიწყო აღტაცებული ტონით საუბარი. თავიდან დამწუხრებულად მელაპარაკებოდა და მხარზე ხელს მისვამდა, შემდეგ კი გამხიარულდა და მისი საუბრიდან მაქსიმუმ ათი სიტყვა მივხვდი, სანამ ნათლიაჩემი არ მოვიდა და ლუიზა არ გააჩერა, ქალი ტკბილად და სწრაფად მელაპარაკებოდა რაღაცეებს. სიმართლე გითხრათ არც მინდოდა გამეჩერებინა, სიამოვნებით ვუსმენდი.
- ამას გონია, რომ ფრანგული ქართულივით იცი!
- არაუშავს, რაღაც-რაღაცეები მაინც მივხვდი.
- წამოდი, შენს ოთახს გაჩვენებ. დარწმუნებული ვარ მოგეწონება!
სახლის ინტერიერისთვის თავიდან დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან დაღლილი ვიყავი მაგრამ მაინც იყო ის რაც შეუძლებელი იყო არ შეგემჩნია: მისაღები ოთახის კედლები სავსე იყო გაკრული ნახატებით რომლებზედაც ძირითადად ბუნება იყო ასახული. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ლუიზა ახალგაზრდობაში გატაცებული იყო ხატვით.
მეორე სართულისკენ წავედით სადაც ერთი დიდი დერეფანი იყო, იქეთ-აქეთ კი საძინებელი ოთახები. ერთ-ერთ ოთახზე ფურცელი იყო გაკრული, წარწერით „ჯერ დამიკაკუნეთ!“, მივხვდი ვიცი ოთახიც იყო.
ბოლოში, აივანთან ახლოს პატარა ოთახში შემიყვანა. გარედან, რომ შეხედავ მართლაც პატარა გეგონება, მაგრამ შიგნით შესულს იმწამსვე ჩემი ოთახი გამახსენდა. განლაგება ზუსტად ისეთივე იყო, საწოლიც ისე იდგა, სარკეც და ფანჯარაც. სულ წამებში, გამახსენდა ბათუმი და ოდნავ გული დამწყდა, როდესაც მივხვდი, თუ რამდენად შორს ვიყავი მისგან.
შევეცადე ლევანს არ შეემჩნია ჩემი წამიერი მოწყენილობა და ოთახში შევედი.
- არ შეიძლება ეს საწოლი იქით მივდგათ, ხოლო სარკე აქეთ?! - ვკითხე გაბედულად.
- რა თქმა უნდა ანნა, როგორც შენ გენებოს. დღესვე მოვაგვარებთ მაგ საქმეს. და ისე, რატომ არ გაწყობს, თუ არ გეწყინება?! - მკითხა და ოთახი შეათვალიერა,– ტროიმ მომაწყობინა ეს ოთახი.
- პირდაპირ გეტყვი, ჩემი ძველი ოთახიც ზუსტად ასეა განლაგებული. ამიტომ მირჩევნია შევცვალო. ტროის კი ყოჩაღ.
- ყველანაირად დაგეხმარები, რომ ბათუმზე ფიქრით არ მოიწყინო. მიმოიხედე ირგვლივ, ორივემ ვიცით, რომ აქაურობა წვიმიან და ნესტიან ბათუმს ჯობია! - მითხრა მხიარულად და ხელი გადამხვია.
- ვნახოთ ვნახოთ, შეიძლება ძალიანაც მომეწონოს, ყველაფერი წინ მაქვს.
დამეთანხმა და ასეთი მხიარული განწყობით ქვემოთ ჩავედით.
ლევი, რომელიც ნათლიაჩემის უმცროსი შვილი იყო, შესვლის მომენტიდან თვალში რამოდენიმეჯერ მომხვდა, მაგრამ როდესაც შევხედავდი ღაწვები უწითლდებოდა და დედამისთან მირბოდა.
- რამდენი წლისაა?- ვკითხე ლევანს და ლევიზე ვანიშნე.
-ოოო, ვინი პუხი 9 წლისაა, რა ბუთქუნაა არა?! - მკითხა სიცილით, ბავშვისკენ გაექანა და თამაში დაუწყო.
- ხოო, ნამდვილად ვინი პუხს გავს. მისი და სად არის ?
- მის დას ახლა რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში, რას ამბობ, „საუკეთესო დაქალუშკას“ ეჩხუბა იმის გამო, რომ ერთნაირი მაისურები ეცვათ. - შეიძლბა ითქვას ლევანის ამ წინადადების გაგონებისთანავე წარმოვიდგინე როგორი თინეიჯერიც უნდა ყოფილიყო ტროიანი. მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ რაღაცით მაინც განსხვავდებოდა ქართველი მოზარდებისგან, ჩემი ვარაუდი მალევე გამართლდა.
- აბა, შევუდგეთ! ლუიზა, დაუძახე ქალბატონს. ჩამობრძანდეს.
- აჰ, ლუიზა.. ჯერ რა ლამაზად არის სუფრა გაწყობილი, წარმომიდგენია რა გემრიელობები იქნება! აბა მიდი, გადაუთარგმნე ანნა.- მითხრა ვაჟამ.
- არამგონია ზუსტად გადავცე სათქმელი. მგონი ჯობია ნათლია შენ გადაუთარგმნო.
ვუთხარი თუ არა კიბეებზე ჩამოსვლის საშინელი ხმაური მომესმა. გავხედე და სახეზე ყოველგვარი ღიმილს მოკლებული, ბავშვურად ჩაცმული 14 წლის გოგონა დავინახე. ლევანი წარბებშეკრული უყურებდა, ლუიზას ჩვეული ღიმილი არ გაქრობია სახედან, ხოლო ლევის სახის გამომეტყველება გაუგებარი იყო, მაგრამ მაინც ეტყობოდა, რომ დასთან ხშირად ჩხუბობდა.
- Bonjour, ტროიან.
- ტროი, უბრალოდ ტროი. - მითხრა და ნაზი ღიმილით შემეგება. ხელი ჩამომართვა, ტანში შემაჟრიალა ისეთი საოცრად თბილი ხელები ჰქონდა, ავტომატურად ხელებზე დავხედე, უკანკალებდა კიდევაც. მამაჩემს მიუბრუნდა და საკმაოდ თავაზიანად მიესალმა.
- რა წყნარია ეს გოგო, შენ საერთოდ არ გგავს. - უთხრა ვაჟამ ლევანს და ლუიზას გახედა რომელიც დიდი ინტერესით უსმენდა ჩვენს საუბარს თუმცა ვერაფერს ხვდებოდა.
- რა ნაცნობი სიტუაციაა, მესმის ტროიანის, მის ასაკში მეც ურთულესი პერიოდი მქონდა. - ვთქვი და ვაჟას გავხედე.
სუფრას მივუჯექით თუ არა, პირველად გადავხედე ლუიზას „შემოქმედებას“. პირველი თვალში საფრანგეთის ტრადიციული ბეფ ბუგინიონი მომხვდა, ყოველთვის მაინტერესებდა მისი გემო ფრანგულად, საქართველოში აკეთებდნენ ოღონდ ნამდვილად სხვანაირას, ასჯერ ჩამოუვარდებოდა ფრანგებისას. ბოსტნეულის სალათა, ფრანგული ყველი, შოკოლადის ფილე, ფლამინში და რა თქმა უნდა ფრანგების საყვარელი წითელი ღვინო.
მთელი სადილის განმავლობაში ტროიანს ხმა არ ამოუღია, რატომღაც სულ მას ვუყურებდი, ლევი კი პირიქით მე შემომცქეროდა, ყურადღებას როდესაც მივაქცევდი ისევ წითლდებოდა და ეცინებოდა. ტროიანს ვუყურებდი და თვალწინ საკუთარი ბავშვობა მიდგებოდა, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, თუ როგორი ვიყავი 4 წლის წინ. დიდათ არ მსიამოვნებდა გახსენება, ტროის შემხედვარე კი ბევრი მოგონება ამომიტივტივდა გონებაში. ერთი კი ზუსტად მახსოვდა, კრემისფერ ტანსაცმელი მას მერე არ ჩამიცვამს, რაც დედაჩემისგან დამოუკიდებლად ვიღებდი გადაწყვეტილებებს რა მეყიდა. ვიძახდი შავ ფერს მაშინ აღარ ჩავიცვამ, როდესაც უფრო მუქ ფერს გამოიგონებენ მეთქი.
ტროიანმა დაამთავრა თუ არა, ბოდიში მოიხადა და სუფრიდან ადგა.
თვალი გავაყოლე და კიდევ ერთხელ შევათვალიერე მისი ჩაცმულობა. ღია ფერები უფრო ნაზს ხდიდა, მეგონა ერთს რომ შევეხებოდი, გაქრებოდა. სიარულის მანერაც დინჯი ჰქონდა, მისი შემხედვარე თავი ბიჭი მეგონა.
ლუიზას კრუასანებს ველოდი, დავაგემოვნე, დიდი მადლობა გადავუხადე და მეორე სართლუსკენ გავემართე. არ ვიცი რისი იმედით, რომ ტროის უფრო ახლოს გავიცნობდი? მეც არ ვიცი რაში მჭირდებოდა ეს, მატარებელში და საერთოდ მთელი მგზავრობის განმავლობაში ვფიქრობდი არავინ მჭირდება, დამოუკიდებლადაც ვიქნები მეთქი. მაგრამ ტროის გაცნობა მომინდა. იმ დროისთვის ეს მეტად რთული ამოცანა იყო.
დერეფნის ბოლოში გავედი, სადაც ზუსტად ჩემი ოთახის გვერდით ძალიან დიდი აივანი მდებარეობდა.
- ასეთი ავეჯი ხშირად ხალხს სახლში არ უდგას! - გავიფიქრე და სავარძლები შევათვალიერე, შემდეგ ჰამაკს მივუახლოვდი და ყვავილების სურნელი მეცა. რამდენიმე მოზრდილი ქოთანი დავინახე, ზოგი ყვავილი შიგნით დამჭკნარიყო მაგრამ მაინც ინარჩუნებდა თავისებურ სილამაზეს. მთლიანი აივანი, სავარძლების ჩათვლით თეთრ ფერში იყო გადაწყვეტილი რაც იქაურ ბუნებას ძალიან უხდებოდა.
კიდევ ერთხელ შევათვალიერე აივანი და შიგნით შევედი.
ტროის ოთახს მივუახლოვდი და რაღაც გაურკვეველი (ან უფრო ჩემთვის უცნობი) ჯგუფის სიმღერა მომესმა. ფრთხილად დავაკაკუნე წარწერის გათვალისწინებით და კარებიც გამიღო.
- შეიძლება?! - ვკითხე და პირდაპირ ოთახისკენ გავაპარე თვალი.
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა შეიძლება! - მითხრა და ოთახში შევიდა. მეც უკან გავყევი.
ცუდია, რომ ბათუმში ყოფნის დროს დიდი ფანტაზიის უნარი არ მქონდა და ამაზე არც ვფიქრობდი, მაგრამ აუცილებლად ოთახს ისეთ პატარა საკუთარ სამყაროდ ვაქცევდი, როგორიც ტროის ჰქონდა. ოთახი აღტაცებით შევათვალიერე.
- ძალიან ლამაზი ოთახი გაქვს! - ვუთხარი და ოთახის თვალიერება გავაგრძელე.
რომელი პანკ ჯგუფიც გინდა, ტროის ოთახის კედლებზე იყო გამოსახული.
- Daft Punk გიყვარს?
- განა მარტო ეგ? Ramones, Misfits, Green Day, The Offspring, Joy Division, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც Indochine მიყვარს, მე და ჩემი მეგობრები ვგიჟდებით მათ შემოქმედებაზე. შეიძლება ერთ კვირაში მათ კონცერტზეც კი წავიდე.
- ძალიან მიხარია, იმედია ოდესღაც მეც წავალ ჩემი საყვარელი ჯგუფის კონცერტზე.
- საინტერესოა, ალბათ უფრო მეტალს ანიჭებ უპირატესობას.
- შეიძლება მასეც ითქვას.. - ვუთხარი და ჩემი „განსების“ შესახებ მოვუყევი, იმდენი რაღაც მცოდნია, იმ წამს აღმოვაჩინე ჩემში მათზე გაგიჟებით შეყვარებული ფანი.
- რამდენჯერ მქონდა შანსი, მათ კონცერტს დავსწრებოდი. მაგრამ შემეზარა. პარიზამდე 6 საათია. „განსების“ გამო არა, მაგრამ Indochine-ს გამო მთელ საფრანგეთს გადავივლი. - თქვა და მათი ფოტო გულთან ახლოს მიიკრა.
ოთახის თვალიერება გავნაგრძე, მთელი ნახევარი კედელი წიგნების თაროს ეკავა, ბევრი წიგნი იყო მაგრამ არ გამკვირვებია. ნიკოს ბაბუის ბიბლიოთეკა გამახსენდა, რომელიც ამაზე ათჯერ დიდი იყო.
ძველ წიგნებს ხელი სათუთად ჩამოვუსვი, ფოტოებიც შევათვალიერე, რომლებიც მათთან იდო.
ტროის შევატყვე,რომ საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი, საუბარზე კი ეტყობოდა, იქ მდებარე ყველა წიგნი წაკითხული ექნებოდა, არადა მხოლოდ 14 წლის იყო, მეტს არც ველოდი.
ათას კითხვას ვუსვამდი, მოკლედ მპასუხობდა.
დაბნეულად მიღიმოდა და წამდაუწუმ ფანჯარაში იხედებოდა.
დანაღვლიანებული იყო, ისიც ეტყობოდა, რომ დედამისთან არაფერს ლაპარაკობდა.
მას შემდეგ რაც გავაცნობიერე, რომ ჩემთან იმ დროს დიდათ არ გაიხსნებოდა, მისი ოთახი დავტოვე.

****

პირველი დღე სტრასბურგში უაზრო იყო, სახლიდან გარეთ არ გავსულვარ. ლუიზა უფრო კარგად გავიცანი.
საკუთარ თავს შევატყვე, შეცვლილზე შეცვლილი ვიყავი. რაღაც აკლდა ჩემს ხასიათს, რაღაც უარყოფითი, რაც ადრე გამაჩნდა და მავსებდა, ახლა კი სულ ცარიელი ვიყავი, არც სიბრაზეს ვგრძნობდი, არც სიხარულს, არც უბედურებას.. ყველაფერი რაც თუ ადამიანური არსებობს, ერთიანად ჩამკვდარიყო ჩემს აზროვნებაში და გრძნობებში. უარესად ვწუხდი იმის გამო, რომ ვარსებობდი, ისევ ის შეგრძნება დამეუფლა რაც ადრე, თითქოს არავის ვადარდებდი..
რადგან არ მყავდა ის ერთადერთი გვერდით, ვერ ვხედავდი, ვერ ვეფერებოდი, ვერ მამხიარულებდა..
ვიგრძენი უდიდესი დანაკლისი,
სიცარიელე,
ტკივილი..
ირგვლივ მიმოვიხედე.
„სად ვარ? აქ რას ვაკეთებ? აქ არ უნდა ვიყო,
ჩემს ქალაქში უნდა ვიყო,
მასთან ახლოს,
მასთან ერთად,..
სად ვარ?!“
სულ წამებში ვიგრძენი თავი დამნაშავედ, ვინანე ჩემი ყოველი საქციელი, შემძულდა საკუთარი თავი და საქციელები, ვინატრე წარსულში დაბრუნება და ყველაფერის შეცვლა,
ნიკოსთან დაბრუნება და გულში ჩაკვრა.
ვიგრძენი რომ დამაკლდა მისი თბილი სიტყვები და ხუმრობები, მისი მზრუნველობა და სიკეთე..
წამითაც არ მინდოდა ამ ქალაქში გაჩერება, მომენტალურად შემძულდა იქაურობა, შემძულდა მამაჩემი რადგან მიბიძგა ამ ყველაფრისკენ, საყვარლის დატოვებისკენ..
ჩემს ოთახში შევედი და იქაც ვერ მოვისვენე, ის არ იყო ჩემი ძველი ოთახი, იქ ვერ მოვიპოვებდი სიმშვიდეს, უნდა დავბრუნებულიყავი, მისთვის ბოდიში მომეხადა, მეცადა მისი დაბრუნება..
მიჭირდა იმის დაჯერება რომ არაფერი გამომივიდოდა და ყველაფერი წარსულში იყო, მეგონა რომ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი, რასაც მთელი დარჩენილი ცხოვრება ვინანებდი..
ტირილისგან ძალაგამოცლილი დავეხმე საწოლზე.. მთელმა განვლილმა ცხოვრემა თვალწინ გადამირბინა, ნათლად ამომიტივტივდა მისი სახე გონებაში.. გამახსენდა დედაჩემი..
მისი ბოლო სიტყვები და მისი წასვლა.
„ნინას ვუღალატე, ნიკო დავტოვე.. გამოვიქეცი, გამოვექეცი პასუხისმგებლობას..გამოვექეცი სიყვარულს, ბედნიერებას.. გამოვექეცი იმ ყველაფერს, რაც ჩემი ცხოვრების აზრია, რაც მე მჭირდება.. რის გამოც ვცოცხლობ..“
ყველანაირად ვეცადე, თავი ხელში ამეყვანა, მაგრამ რამდენჯერაც ვიხსენებდი, სადაც ვიმყოფებოდი, საკუთარი თავის მიმართ ენით აუღწერელ სიბრაზეს და ზიზღს ვგრძნობდი..
არ შემეძლო თვალის დახუჭვა წამითაც კი, მინდოდა რომ მარტო მეტირა და ცრემლებით თავისუფლებას გამომეშვა ის ყველაფერი, რასაც მთელი ამ დღეების განმავლობაში, გულში ვინახავდი, ვერ ვაცნობიერებდი, რომ ისეთ რაღაცას ჩავდიოდი, რაც უბრალოდ შეცდომაზე ასჯერ მეტია..
არც მიგრძვნია, ვერც კი ვხვდებოდი, რომ ოდესღაც ვინანებდი ჩემს წამოსვლას..
„რაზე ვფიქრობდი, როდესაც ბათუმს ვტოვებდი, რაზე ვფიქრობდი როდესაც თვითმფრინავში ჩავჯექი და ზემოდან გადმოვხედე სამშობლოს, რაზე ვფიქრობდი როდესაც სტრასბურგს აღტაცებით ვათვალიერებდი მაშინ როდესაც ის, ვისაც ვეკუთვნი, ის ვინც მე რეალურად ჰაერზე მეტად მჭირდება, ჩემგან კილომენტრებით შორს იყო და განიცდიდა, განიცდიდა იმ ტკივილს, რაც მე მივაყენე.. მე კი ამ დროს აზრადაც არ მომსვლია, რომ მე დავაშავე.. რომ მე არ მეპატიება..“



№1 სტუმარი m

vgizhdebi)

 


№2  offline წევრი MariLerman

m
vgizhdebi)



<3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent