ისევ შემიყვარე 9 ნაწილი (3)
ლექციების ბოლოს გოგონებთან ერთად ეზოში ჩავედი,მეგონა მომელანდა როდესაც გაბრიელის მანქანა დავინახე ეზოში -გაბრიელ,აქ რას აკეთებ?-სულ ძალით გავუღიმე და გული ხელით მეჭირა,მეშინოდა აკოს არ დავენახეთ -ნია რა გააკეთე?-ისეთი არაფისმთქმელი სახით მკითხა რომ გამაკანკალა -გაბრიელ მისმინე,ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა და არ ჩაერიო გთხოვ-არ ვიცი რატომ მაგრამ მის წინაშე მაინც ვგრძნობდი პასუხისმგებლობა -დათუნამ რო მითხრა ნია გათხოვდაო მეთქი მეღადავება-გაეცინა -როგორც ჩანს არ უღადავია-ტუჩები დავიჭამე ნერვიულობისგან -არ გამაცნობ შენს ქმარს?-გამიღიმა -არ გინდა გაბრიელ-მეც გამეცინა უხერხულად -უბრალოდ მაინტერესებს რა როჟაა-ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და მანქანას მიეყუდა -აქ არ არის -ვიცი რომ აქ არის მინდა რო გავიცნო ნია-არ იშლიდა თავისას -რა გინდა გაბრიელ?-მომეშალა ნერვები -გითხარი უკვე რაც მინდა-სიმშვიდეს არ კარგავდა -არ არისმეთქი აკო აქ,უკვე გითხარი-აგრესიული გავხდი -ნუ გეშინია არ შევჭამ,აი მგონი ჩვენსკენ მოდის-ღიმილით გამცა პასუხი სწრაფად მივტრიალდი და მართლაც დანელია მოდიოდა ჩვენსკენ,მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ არ იყო მთლად მოხარული ამ სანახაობით.თავი გავაქნიე ცუდის მოლოდინში,თუმცა შევცდი -გაუმარჯოს-სიგარეტი ძირს დააგდო და გაბრიელს ხელი გაუწოდა -გაგიმარჯოს-მანაც ღიმილით და ტავაზიანად ჩამოართვა ხელი -რა ხდება?-მე გადმომხედა აკომ -ეს ჩემი მეგობარია გაბრიელი,გაიცანი-სახეზე ღიმილაკრულმა წარვუდგინე დანელიას გაბრილი -სასიამოვნოა ძმა-გაეღიმა აკოსაც -ჩემთვისაც სასიამოვნოა და გაოცებული ვარ,ნიას არ უთქვამს გათხოვებას თუ აპირებდა -უნდა ეთქვა?-დაბნეულმა გადმომხედა აკომ შემდეგ კი ისევ გაბრიელს გახედა -გეყოფა გაბრიელ-მოთმინების ფიალა ამევსო მისი ირონიით -რა ხდება?-დასერიოზულდა ალეკო და ამჯერად ჩხუბი ნამდვილად გარდაუვალი იყო.ეღტი ღრმად ამოვისუნთქე და დანელიას მკლავში ჩავაფრინდი -ჩვენ წავედით გვეჩქარება-დავქაჩე ალეკოს თუმცა ადგილიდან არ დაძრულა მკვლელი თვალებით უყურებდა გაბრიელს -მე ვთქვი რა ხდებათქო ნია-ხმა გაუმკაცრდა,აი სად დამერხა! გულში ვნატრობდი ლადო და გიგა გამოჩენილიყვნენ და ირგვლივ ვიხედებოდ იმ იმედით,რომ სადმე ახლოს იქნებოდნენ. ტელეფონი ამოვიღე და სწრაფად დავწერე მესიჯი,გიგას გავუგზავნე,ისიც წამებში მოვარდა -რა ხდება? -ამ რახდებას მეტი არაფერი იცით?-ნერვიულად გამეცინა -ერთი წუთით გვრდით გავიდეთ ძმა-ხელი გადახვია დანელიამ გაბრიელს -კარგი რა აკო რა კარგი რა! რანაირად იცით ხოლმე რა ეს გვერდზე გავიდეთ, გვერდზე გავიდეთ! ისეთი სახით ვთქვი სამივეს ხარხარი აუტყდა -ვახ ჩემი! რამდენი ხნია ამდენი არ მიცინია,საღოლ ნია!-ახარხარდა გაბრიელი -შენთავსგეფიცები რო დაგენახა ეგ ყველაფერი რა სახით თქვი,აუ ჩემი!-არ ჩამორჩა ჩემი ქმარი ხარხარში -ეგარაფერი დამცინეთ-კმაყოფილი დავრჩი ამ ყველაფრით ჩხუბი ავიცილეთ თავიდან,ესეც ასე! ეს რა კარგი რაღაც დავამუღამე. -კარგით ახლა გეყოფათ სიცილი,აკო წამოდი ვკვდები შიმშილით-ხელავი გავუკეთე,გაბრიელს დავემშვოდობე და წამოსვლა დავაპირე -აკო ძმაო,არაფერი იფირო ცუდად,ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ,ნია ძალიან კარგი გოგოა და ძალიან ვაფასებ,გამიხარდება თქვენი კარგად ყოფნა-რაო? მომესმა თუ? ყურები ვცქვიტე -გაიხარე ძმა-ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და ღიმილით დაემშვიდობნენ,სანამ გაბრიელი მანქანაში არ ჩაჯდა და არ წავიდა მანამდე ვერ ვიჯერებდი რომ ეს ყველაფერი ახლა ამ წამს ჩემს თვალწინ მოხდა,ყოველგვარი ძალადობის გარეშე,ჰალელუია! ეს რა კარგი დღეა! -ცუნცულ გშია?-სიცილით მკითხა დანელიამ -თან როგორ-ხელები გავასავსავე -სასტავ აეყარეთ მე გეპატიჯებით,დღეს კეთილი ფერია ვარ-სიცილით გადახედა აკომ ბავშვებს -ხო კარგად ხარ ბიჭო? -დაიცა შუბლზე ხელი მიადეთ-დაეჭვებულმა გადახედა გიგამ ძმაკაცს -ჩემი ქმარი ჟმოტი კი არაა-ამაზე ყველას გაგვეცინა,რა თქმა უნდა ხუმრობდნენ ბავშვები -გიგა რამდენს ლაპარაკობ? გინდა მშიერი დაგტოვო?-თვალები დაუწვრილდა დანელიას -მიდი რა ძმურად-გაეკრიჭა გიგაც -ვაიმე დროზე ქენით რამდენს ლაპარაკობთ ხალხოოო-ეკა ბესელიას ინტონაციით ჩაგვერთო სალომე ლაპარაკში-ახლა ამაზე ახარხარდნენ,მოაღეს პირი და ნახვარი საათი ამაზე იცინოდნენ. როორც იქნა დაწყნარდნენ,შეწყვიტეს სიცილი და კაფეშიც შევედით.იმდენი ვჭამე გავანადგურე სულ ჩემი ქმრის ბიუჯეტი -ეს დაბმული გყავდა?-სერიუზული სახით გადახედა დანელიას გიგამ -ახლა ვინმემ რამე თქვა?-ვითომც არაფერიო ისე ვთქი -არა პაწუწ არავინ,მიდი ჭამე-სიცილით გამცა პასუხი დანელიამ -ამათ უყურე რა ვითომ მე არც ვარსებობ-იწყინა გიგამ და ქლაბსენდვიჩი ამაცალა თეფშიდან გაბრაზებული სახით -რასაკეთებ?-თვალებდაწვრილებულმა გადმომხედა -მალე გასკდები-ჩაკბიჩა და კმაყოფილი სახით გადმომხედა -დაინახე რა გააკეთა?-დანელიას გადავხედე უკმაყოფილო სახით -რა გავაკეთო?-საწყალი სახით გადახედა ლადოს,იმანაც ნწ,ნწს ძახილით გააქნია თავი და სალომეს ისე მწარედ უჩქმიტა მთელი 1 საათი წიკვინებდა. -გაგიხმეს ეგ ხელები! ხო ხედავ არ ჩერდება წაიღო ტვინი!-დაუღრინა თეონამ ლადოს -დღეს მარტო მე ვარ პოზიტიურად განწყობილი თუ რა თემაა?-სიცილით გვკითხრა ალეკომ -რატო არ იქნები რა,ანგელოზივით გოგო მოიყვანე ცოლად-მხრები აიჩეჩა სალომემ -მოიცა და მე რას მიწუნებთ?-უცებ დასერიოზულდა დანელია -რომელი ერთი ვთქვა? -კარგი არ გინდა ეხლა ვიცი რო კარგი ვარ -აკო მიდი რა ალოე მომიტანე -რა მოგიტანოს?-დააღო პირი ლადომ -კაკტუსებიანი წყალი ლადო რა გჭირს-განუმარტა გიგამ ამის თქმა და ჩვენი პირის მოღება ერთი იყო.მას შემდეგ ყოველთვის ამაზე დავცინით გიგას.იმ დღეს ძალიან ბევრი ვიცინეთ.ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო.სამსახურიდან წამოვედი,აკოს ისედაც არ მოსწონდა მიმტანად რომ ვმუშაობდი. 6 საათი იყო სახლში რომ მივედით.ისეთი გადაღლილი ვიყავი ფეხზე ძლივს ვიდექი -ქუსლები მტკივა-ამოვიკნავლე და დივანზე დავჯექი -აუ მეც მაგარი დაღლილი ვარ-გვერდით მომიჯდა და კალთაზე თავი დამადო. -აკო -ჰო ნია -დედაშენს რა უნდა დავუძახო? -რაც გაგისწორდება-გაკრეჭილმა ამომხედა და ცხვირზე მომიჭირა ხელი -ეგ რანაირად? -რავი ნია რა მნიშვნელობა აქვს რას დაუძახებ? მთავარია პატივს სცემდე და დალშე რავი აბა -რა თქმა უნდ აპატივს ვცემ აკო,უბრალოდ გკითხე -დეიდა არ დაუძახო მაგრად ტეხავს-ხარხარებდა ბიჭი -რას მოაღე პირი? აბა ნინოს ხოარდავუძახებ? -შეგიძლია ქალბატონო ნინოთი მიმართო,მეც ასე ვაპირებ მივმართო ჩემს სიდედრს -ეგრე ქენი-ახლა მე ამიტყდა სიცილი -აუ ნია მიდი რა წყალი მომიტანე-ამომხედა კნუტის თვალებით -რანაირად აკო? თვი ჩემს კალთაში გიდევს -ეგრე ვერიზამ ხო?-გამეღადავა ვითომ ბიჭი -ვცადოთ გინდა?-არც მე ჩამოვრჩი -რას მეღადავები?-დასერიოზულდა -მე თუ შენ? -კაი ჰო რა იყო გეხუმრე-გამეკრიჭა -ისე დედაშენი რომელზე მოდის? -7ზე უკვე სახლშია -სად მუშაობს დამავიწყდა -ჯანდაცვის სამინისტროში -ნინო ნახე რაა -იასნაა-ორივეს გაგვეცინა -დედამთილს საჭელი არნდა დაახვედრო? შენ რანაირი რძალი ხარ? -რა გავუკეთო რა უყვარს? -ოხ,ისე მეკითხები გეგონება ამოსარჩევად იცოდე საჭმლის კეთება -და შენ რა იცი რისი კეთება ვიცი? -და რა იცი აბა? -ვაბშე ყველაფერი -კარგი ხარჩო გამიკეთე და ღომი -რაღა ხარჩოს და ღომს დაეტაკე რამდენი საჭმელია და -მაგალითად რა? -რავი სალათები ცეზარი,ბერძნლი სალათა, ტირამისუს კეტებაც ვიცი დაჟე -ბოლოს რა თქვი? -ტირამისუ -და რამე ამქვეყნიური რო თქვა არა? -იმქვყნიური რომელი იყო? -კაკტუსიანი წყალი -ვაიმე!-ამაზე ორივეს ისტერიკული ხარხარი აგვიტყდა _______________________________ ესეც დაპირებული თავი,ძლივს ვახერხებ ხოლმე წერას, დრო საერთოდ აღარ მრჩება.ყველას ძალიან ზალიან დიდი მადლობა ასეთი დიდი სითბოსთვის. მიყვარხართ ყველანი <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.