ისევ შემიყვარე 2 ნაწილი (3)
ერთი სული მქონდა იქიდან გამოვქცეულიყავი,ვგრძნობდი რომ უკვე მათ გარემოს აღარ ვეკუთვნოდი,არ ვიცი რატომ მაგრამ სული მეხუთებოდა,ასე უხერხულად და ზედმეტად თავი არასოდეს მიგრძვნია.ვცქმუტავდი ვერ ვისვენებდი,ეკლებზე ვიჯექი.ყველა იღიმოდა ჩემს ირგვლივ,მე კი ვიჯექი და სულ ძალით ვიღიმოდი,არადა გულში ცეცხლი მენთო,ტუჩები დავიჭამე რომ არ მეტირა.ვერავინ წარმოიდგენდა რა ხდებოდა მაშინ ჩემს გულში,სული რომ გეწვის და ტკივილისგან კივილი გინდა,თუმცა ასე გგონია ხმაც კი წაგართვეს და გულში იკლავ ყველაფერს.თვალები მაგრად დავხუჭე და ტუჩზე მაგრად ვიკბინე,თავი გვერდზე გავატრიალე ვაიდა თავი რო ვრ შევიკავო არავინ დამინახოსთქო.ოდესმე გქონიათ ისეთი შეგრძნბა,როდესაც გული ყელში გებჯინებათ და მთელი სხეული გიხურთ სიმწრისგან? საკუთარი თავი ოდესმე შეგზიზღებიათ იმის გამო რომ არაკაცი შეგყვარებიათ? სწორედ ასე ვიყავი იმ წუთში,დანა რომ გაეყარათ წვეთი სისხლიც კი არ წამოვიდოდა.ღრმად ამოვისუნთქე რაც გიგას ნამდვილად არ გამოპარვია –ნია, ხო კარგად ხარ? –კი–სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი –ჩუმად რატო ხარ? –რა ვთქვა?–გამეცინა –რავი რამე იბაზრე,ხო ხედავ ენა არ გაგვიჩერებია ჯერ ჩვენ–სიცილით მითხრა და ბავშვებს გადახედა –უნდა წავიდე–ფეხზე წამოვდექი და ჩანთა გადავიკიდე მხარზე –ეე,ატრაკებ ეხლა სად მიდიხარ,ერთად გავიდეთ –უნდა წავიდე,მეჩქარება გიგა–მისკენ გადავიხარე რომ გადამეკოცნა ბავშვებმაც მითხრეს დარჩი სადმე გავიდეთო მაგრამ არ გავჩერებულვარ,პირდაპირ სახლისკენ ავიღე გეზი. ავტობუსში იდენი ხალხი იყო სული კინაღამ შემეხუთა სანამ ნახალოვკამდე მივედი. სახლში ღონემიხდილი შევედი,პიჯაკი გავიძრე და დივანზე მივაგდე.მადა საერთოდ არ მქონდა,მგონი ისვ დეპრესია დამეწყო. საკუთარ თავს ვერ ვიტანდი ასეთი უსუსურობის გამო. ტირილი ერთადერთი იყო რაც შვებას გვრიდა,თუმცა ცრემლები აღარ მქონდა,ტირილი რომ გინდა და ვერ ტირი,იმიტომ რომ ცრემლიც კი გაგიშრა. სარკეში ჩავიხედე და გამეცინა,გიჟივით ვხარხარებდი სარკის წინ,ალბათ ჩემს თავს დავცინოდი თორემ სხვა რაზე უნდა გამცინებოდა,სარკეში ხომ მხოლოდ ჩემი გამოსახულება ჩანდა.როგორ მომბეზრდა ყველაფერი,აი ასე უცებ წამოივლიდა ხოლმე გულის წასვლამდე შემეკუმშებოდახოლმე გული და სიკვდილს ვნატრობდი,რომ ჩემი ტანჯვა დასრულებულიყო.ვერასოდეს წარმოვიდგენდი სიყვარულის ჯოჯოხეთს თუ გამოვივლიდი,და თანაც ასეთს. გერმანულში ვემზადებოდი,ნათლიაჩემტან ვაპირებდი შტუდგარდში წასვლას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ზაფხულში,ალბათ აღარც ჩამოვიდოდი. გვიანი იყო გაბრიელმა რომ დამირეკა –გისმენ გაბრიელ –როგორ ხარ ნია? –კარგად შენ? –რავი არამიშავს,როგორ ჩაიარა დღემ? –ნორმალურად,უნივერსიტეტში ვიყავი,სხვა არაფერი მომხდარა –ხვალ მუშაობ? –კი,ვმუშაობ,შენსკენ რა ხდება? –რავი არც არაფერი,ოფისში ვარ ისევ,ვმუშაობ –ამ დრომდე?–გამიკვირდა –ხო რაღაც საქმეებია,მალე სასამართლო მაქვს და კაროჩე რა–გაეცინა –ხო,ნუ რას იზამ–მეც გამეცინა –სამსახურის მერე გამოგივლი,თუ ძაან დაღლილი არ იქნები და გავისეირნოთ –არვიცი გაბრიელ,საგიჟეთი მაქვს ხოლმე სამსახურში–გამეცინა ისევ –სახლში წამოგიყვან,გზაში მაინც გნახავ –კარგი,კარგი–ორივეს გაგვეცინა საოცრად ყურადღებიანი იყო გაბრიელიტო, სულ ცდილობდა რამით გავეხარებინე და ყოველთვის ისე იქცეოდა რომ თავს მისთვის მნიშვნელოვან ადამიანად მაგრძნობინებდა.თავს არ მაბეზრებდა,ამ ყველაფერს ისე აკეთებდა,რომ მსიამოვნებდა კიდეც. დილით ნახევრადმძინარე წავედი სამსახურში. როგორც ყოველთვის საგიჟეთი დამხვდა,ძლივს გავიდა დღე,მოვიდა თუ არა 10 საათი თავქუდმოგლეჯილმა ოვქუსლე გამოსაცვლელი ოთახისკენ და სწრაფად გაოვიცვალე.აასობაში გაბრიელმაც დამირეკა –გისმენ–სწრაფად ვუპასუხე და ბოტასის თასმები შევიკარი –კაფის წინ ვდგავარ ნია,მალე გამოხვალ? –მართლა?–გამეცინა–კი 2 წუთში გამოვალ სწრაფად გავედი გარეთ,მაქნას მიყუდებოდა და მიღიმოდა,მეც გამეღიმა და გადავკოცნე,მანქანაში ჩავსხედით –აბა სად წავიდეთ?–ისევ გამიღიმა და მანქანა დაქოქა –ვაიმე გაბრიელ,ისეთი დაღლილი ვარ ბალიში მელანდება–მეც გამეცინა და ღვედი შევიკარი –კარგი,ანუ ნახალოვკაში წავიდეთ? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე,გავუღიმე და მანქანის სავარძლის საზურგეს მივეყრდენი,მართლა ძალიან დაღლილი ვიყავი,არაფრის თავი არ მქონდა,ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და ბალიშს ჩავხუტებოდი.20 წუთში უკვე ჩემი კორპუსის წინ ვიყავით,მადლობა გადავუხადე და შინ შევედი. წყალი გადავივლე და ჩავწექი,დილამდე მკვდარივით მეძინა.მაღვიზარამაც არ დააყოვნა და 9 საათზე გამახარა. ძლივს ავწიე თავი,მოვწერიგდი და გაბრუებული წავედი უნივერსიტეტში. ჩვენი სასტავიდან არავინ იყო,გამოშტერებული ვიჯექი ლექციაზე,ქალბატოა მარინამ სადიპლომო თემა მომცა და გამომიშვა.ავტობუსში ვიჯექი სოციალურ ქსელში რომ შევედი,დანელიას მესიჯმაც არ დააყოვნა –აბა თუ გამოიცნობ სამსახურიდან სად გადმომიყვანეს –სად?–სწრაფად მივწერე ინსტიქტურად –ნახალოვკაში,შენი კორპუსის ქვემოთ,მეტროსთან რომ ფილიალია მანდ –ვაა მაგარია–ვითომც არაფერიო,თუმცა გულმა მილიონჯერ უფრო სწრაფად იწყო ფეთქვა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ სადღაც რაღაცა არსებობს –ხო და შეგიძლია გამომიარო ხოლმე როცა გეცლება –უეჭველი –ეგ როგორ გავიგო? –როგორც გინდა ისე –ისევ დაიწყე? მე მეგობრულად და ადამიანურად ვცდილობ შენნთან ურთიერთობას შე კიდე მეძველები და მენაგლები –საერთოდ არა. –არ გაგიხარდა? –უფ,რასამბობ სიხარულისგან აღარ ვიცი რა ვქნა–გამეცინა –შენ რა ხარ–მანაც სიცილი სმაილი გამომიგზავნა –ხო აბა–უემოციოდ მივწერე პასუხი –სად ხარ ეხლა? –ავტობუსში –ანუ სახლში მოდიხარ? –ხო –ეს ადგილი ხო უეჭველი უნდა გამოიარო –მერე? –გამომიარე –Seen–მხოლოდ ეს მივწერე და გამეცინა გულიანად ესღა მაკლდა ახლა,გამომივიდა რა ახლა ესეც ბანკირი! უბანში მეყოლება ვაჟბატონი,რა დავაშავე იმით რომ მეტროსთან ახლოს ვცხოვრობ? სხვა გზით უნდა ვიარო ხოლმე,თორემ ყოველდღე მისი ნახვა ნამდვილად არ იმოქმდებს დადებიტად ჩემს ნერვულ სისტემაზე. მეტროსთან ჩამოვედი და გზას დავუყევი,სულ რამდენიმე ნაბიჯი და მისი სამსახურის წინ აღმოვჩნდებოდი,თქვენ არ იცით რა ხდებოდა იმ წუთას ჩემს გულში,ყველა ემოცია ერთდროულად მომაწვა,სისხლი გამეყინა ძარღვებში,დამინახა თუ არა მაშინვე გამოვიდა და მომეხვია –როგორ ხარ?–იკრიჭებოდა უაზროდ –კარგად შენ? –რავი ნარმალნა,ხედავ სად ვარ? რა მაგარი დამთხვევაა ხო? –რა გიხარია? –რა უნდა მიხაროდეს? ვერიდან ნახალოვკაში სიარული ნამდვილად არა,უბრალოდ ეს ადგილი იმდენ რამეს მახსენებს–დასერიოზულდა –უნდა წავიდე –სად გეჩქარება? –მშია –რა ხდება უნიში? –მიდი და გაიგებ –რა მოკლე პასუხებით ხარ –მიდი,მიდი შედი და იმუშავე,წავედი მე –მოიცა გაკოცო–გადმოიხარა და გადამკოცნა უკან არც გამიხედავს ისე ავედი სახლში,თუმცა გულისცემა აღარ მქონდა. ეს აბავი არავისთვის მითქვამს,უბრალო იდიოტური დამთხვევა იყო და მეტი არაფერი. თუმცა ღირსია იაროს ახლა ამხელა გზაზე და იწვალოს,მე ხო დავდივარ აქედან ვაკეში აბაშიძეძე,ხოდა მანაც იწვალოს! ცოტახაში ლანამ დამირეკა და ლიკასთან ავედით. –ახლა ისეთ რამეს გეტყვით–ხელები გავასავსავე და ჩაი მოვსვი –ვაიმე რა მოხდა?–შეიცხადა ლიკამ –დანელია ქვემოთ მუსაობს მეტროსთან რიკო კრედიტში –რა?–ორივემ პირი დააღო –ხო გოგო წეღან ვნახე –მერე?–ერთმანეთს გადახედეს –რა მერე,ხო იცით რა დებილია მანდ ვინ მიიღო მიკვირს–გამეცინა –აქ რა ჯანდაბა უნდოდა გოგო? –რავიცი ლიკა მე,ასე მოუწიათ რო გადაანაწილეს შტატებში –აი რაღაცა რო არსებობს რა–თავი გააქნია ლიკა –ნწ,წნ,წნ აბა გოგო– გადავიხარხარე –რაღა გვიჭირს აწი–გაეცინა ლანასაც დიდხანს ვიყავით ლიკასთან,გვიანი იყო სახლში რომ წამოვედი.გაბრიელმა დამირეკა ისევ და გასეირნება შემომთავაზა,მეც დავთანხმდი და 15 წუთში მის მანქანაში ვისხედით –ნია –ჰო –ლამაზი ხარ ძაან –მადლობა–გამეცინა –შენს ღიმილზე ხო იმენა ვიბრიდები–მასაც გაეცინა –კაი ახლა,არ გინდა–ხელი ავუქნიე ღიმილით –მომწონხარ –მეც მომწონხარ გაბრიელ,ძალიან კარგი ადამიანი ხარ,მიხარია რომ გაგიცანი –ნია,იმედია მიხვდი როგორც მომწონხარ –კარგი რა,არ გინდა –რატო? –ხომ იცი რატოც? –დანელია? –არა,უბრალოდ აღარ მინდა ვინმეს ვუყვარდე ან მიყვარდეს –ცუდად ფიქრობ,ის თუ ესე მოიქცა არ ნიშნავს რო ყველა მისნაირია ნია –ეგ არაფერშუაშია,უბრალოდ არ მინდა,არ მჯერა მე სასწაულების და საერთოდაც ეს ყველაფერი სისულელეა,მალე წავალ გერანიაში და ეს ურთიერთობაც დასრულდება –ეგაა დაბრკოლება? –არა,უბრალოდ არ მინდა –ისევ ის გიყვარს ნია –არა –ნუ მატყუებ ეს დედააფეთქებული!–საჭეს ხელი დასცხო,ასეთი გაბრიელი პირველად ვნახე და შევკრთი. –რანაირად იქცევი?–თავი ვეღარ შევიკავე და მანქანის კარებს დავეჯაჯგურე –მაპატიე ნია,პროსტა ძაან გავბრაზდი რაა,ბოდიში,მოიცა ნუ მიდიხარ –მე ჩემი გითხარი გაბრიელ და შენ ისე მოიქეცი მგონი მეგობრებადაც ვეღარ დავრჩებით. –ბოდიში ნია,უბრალოდ ნერვები მეშლება ის ს*რი რო ისევ გიყვარს! –არ მიყვარს არა!–ხმა ვეღარ დავიმორჩილე და ყვირილი ტირილში გადაიზარდა.თავი ვეღარ შევიკაბე და მთელ ხმაზე დავიწყე ბღავილი,ყველა დაგროვილი ემოცია ერთიანად მომაწვა და თავის გაკონტროლება ვეღარ შევძელი. –ჩუ ნია,ნუ ტირი,ამად არ ღირს დაწყნარდი,ყველაფერი კარგად იქნება–ჩამესმოდა გაბრიელის ხმა,რომელიც მეხუტებოდა და მამაშვიდებდა. __________________ დავაგვიანე ბავშვებო,თუმცა რაღაცეებისდაგამო ვეღარ მოვახერხე დაწერა ამ რაღაცეებ კი ფინალურ თავებში გაიგებთ,რაც შეეხდება ამ დამთხვევას სრული სიმართლეა და ის ჩემს უბანში მუშაობს დღემდე,ასეთი რამეებიც ხდება თურმე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.