სიყვარული თუ შურისძიება?(მესამე თავი)
მეორე დღეს კლასში, რომ შევედი, ჩემს ადგილას კვლავ სხვა იჯდა, მაგრამ არა ცაბაძე. ცაბაძე თავის მერხზე იჯდა და როგორც კი შევედი მე შემომხედა. ჩემს მერხს მივუახლოვდი მაგრამ ის ბიჭი ვინც ჩემს მერხზე იჯდა არ მეცნო როგორც ჩანს ახალი იყო. - უკაცრავად, მაგრამ ეს ჩემი ადგილია - არაუშავს ამის შენდეგ ჩემი იქნება - მე ვთქვი, რომ ჩემია და უნდა ადგე - გოგონა, არ ვიცი ვისი იყო მაგრამ ახლა ჩემია და ადგომას არ ვაპირებ - მოიწევს! - მართლაა? და რატო ვითომ? - იმიტომ რო წიგნი უნდა ამოიტანო ეზოდან. ეს ვუთხარი და წიგნი ეზოში გადავუგდე. ის კი მაშინვე წამოხტა და მომვარდა: - გოგო, შენ ხო არ უბერავ ახლავე ამოიტანე წიგნი თორე... - თორე რაა? დამარტყავ? ეგეთი ვაკაცი ხარ, რომ ქალზე ხელს აწევ? მაგას გააკეთებ და დირექციაში გიჩივლებ და მაშინვე გაგიძახებენ აქედან. ასე რომ, ეს ჩემი ადგილია და აქ ვერავინ დაჯდება. - გოგო, შენ საერთოდ იცი ვინ ვარ? - კი, ერთი თავქარიანი ბიჭი, რომელსაც ზრდილობა არ უსწავლია და თავი დიდი ვინმე ჰგონია. - მოკეტე მეთქი ისეთი დამიღრიალა ადგილზე შევხტი, მაგრამ მაინც გავაგრძელე - თვითონ მოკეტე! ხო მართლა წიგნი გაქვს ამოსატანი. - ამას განანებ, გოგონა! ირონიულად გავიღიმე და ჩემს ადგილზე დავჯექი ის კი გაბრაზებული ეზოში ჩავიდა წიგნის ამოსატანად. ყველა მე მიყურებდა გაკვირვებული. როგორც ჩანს ამ ხეპრეს უკვე იცნობდნენ ჩემს გარდა ყველა.მაგრამ ეს სულ არ მაინტერესებდა, რადგან უფლებას არავის მივცემდი ჩემთვის შეურაწყოფა მოეყენებინა. ჩემთან მაშინვე მოვარდა ცაბაძე და მაშინვე თავისი ირონიული საუბარი დაიწყო - ყოჩაღ, ლიზი, შენგან ამდენს არ ველოდი გამაოცე. - ხოდა უნდა ელოდო, ცაბაძე. - მოსვლას ვაპირებდი დასახმარებლად მაგრამ როგორც ჩანს ეს არ დაგჭირდა. - კი, არ მჭირდება ნამდვილად. ახლა კი თავი დამანებე წასაკითხი მაქვს. - კარგი ლამაზო! მაგრამ ამ საღამოს ჩემთან ერთად მოდიხარ წვეულებაზე. - მართლა? და რა იცი რომ წამოსვლას ვაპირებ საერთოდ? - აპირებ თან ულამაზესი უნდა იყო. ისედაც ხარ მაგრამ დღეს მითუმეტეს. - მაგ შენი კომპლიმენტებით ვერ დამითანხმებ ცაბაძე. - მაშინ ერთ აზრს შემოგთავაზებ. - გისმენ, რა ხდება? - კარტი მეთამაშე, თუ მოიგებ არ მოდიხარ, ხოლო თუ წააგებ ჩემთან ერთად წამოხვალ ჩემივე არჩეული კაბით, რომელსაც საღამოს გამოგიგზავნი სახლში. გაწყობს? - არა არ მაწყობს, რადგან კარტს ბავშვობაში ვთამაშობდი. ჩემი ბავშვობა კი არ მინდა ოდესმე გავიხსენო. - ასეთი რა მოხდა შენს ბავშვობაში, რომ ასე გძულს? - არაფერი შენთვის საინტერესო! - კაი და რატო არ მეთამაშები? იქნებ წაგების გეშინია და ამგას იმიზეზებ? - არა, არ მეშინია ცაბაძე ეგაა ერთადერთი მიზეზი. - მაშინ გაკვეთილების შემდეგ დარჩი და ვითამაშოთ. - კარგი, მაგრამ თუ მოვიგბ თავი უდნა დამანებო და აღარ გამეკარო. - კაი ბაზარი არაა. მეტი აღარ გვისაუბრია. გაკვეთილების შემდეგ მართლა მოიტანა კარტი. არ ვიცი საიდან ჰქონდა, მაგრამ როგორ კი დამთავრდა ლექცია მაშინვე კარტი ამოიღო ჯიბიდან. - აბა დროა ლამაზო, მოდი დავიწყოთ. - რას ვთამაშობთ? - ბურას თუ თანახმა ხარ. - კარგი. - დავიწყოთ მაშინ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.