შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალაქელი პრინცესა (2 თავი)


26-04-2016, 21:00
ავტორი niako crazy
ნანახია 2 521

-ღმერთო ჩემო-ამოვილაპარაკე მაშინვე როგორც კი სიტუაცია გავაანალიზე
ბექაც შემოტრიალდა და ეს ყველაფერი რომ დაინახა სიცილი აიტყდა.
-რა გაცინებს იდიოტო, ყვეალფერი შენი ბრალია.
-ეი, ეი დაწყნარდი და სწრაფად წამოდი სახლში. მთელი დღე აქ ვერ ვიდგებით.
იდიოტი. თუმცა ამას რას ვაბრალი, მე ვერ ვისწავლე ჩემოდნის შეკვრა. სულ არ მახსოვდა რომ ჩემი ტანსაცმლის ამოღების შემგედ არ შემიკრავს, რამაც ის გამოიწვია რომ ახლა ჩემი ტანსაცმელი ტალახში ნებივრობს.
ხმაურზე კატომაც გამოიხედა და სიცილი აუტყდა.
-თაია ეს რა მოგსვლია? გინდა დაგეხმარო?
-შეგიძლია ეს ყვეალფერი აკრიფო და გადაყარო?
-რათქმაუნდა, მაგრამ...
-გმადლობ-მოკლედ მოვუჭერი და წინ წასულ ბექას უკან გავყევი.რომელმაც სახლის კარი გაარო და ოთახში შემატარა.
-ეს ტანსაცმელი აქ მაინც არ გამოგადგებოდა-"მანუგეშა" ბექამ.
-გმადლობ მაგრამ როგორმე თავად გადავწყვეტ რა გამომადგება და რა არა.
-კარგი. მიდი საჭმელი ამოალაგე პარკებიდან, შენ მაინც არაფრის გამკეთებელი არ ხარ. მე წავალ შეშას მოვიტან, თორემ ორივე გავიყინებით-ტკბილად გამომლანძგა და გარეთ გავიდა.
სახლს ტვალი მოვავლე. აქ რომ მოვდიოდი ვიცოდი ისეთი კომფორტი არ მექნებოდა როგორც თბილისში მაგრამ ეს მეტოსმეტო იყო. სახლში მხოლოდ ოროთახიანი აღმოჩნდა, რომლიდანაც პირველ დიდ ოთახში მისაღები და სამზარეულო გაეერთიანებინათ, მეორე კი საძინებელი, სადაც ორისაწოლი იდგა. საპირფარეშოც კი გარეთ იყო. ამას ვერ წარმოვიდგენდი. წარმოდგენაც არ მაქვს აქ როგორ უნდა ვიცხოვრო.
როგორც ჩანს ბექას ყევალფერზე უზრუნია და რაც საჭირო იყო ყველაფერი უყიდია. დიდად არ მშიოდა ამიტომ მხოლოდ სალათა და წვენი დავდე მაგიდაზე და მეც იქვე ჩამოვჯექი. უკვე საჭმლის ჭამას ვაპირებდი როცა ბექა შემოვიდა ოთახში და ჩემს წინ დაჯდა.
-იქნებ მეც მშია?-უკმაყოფილოდ მითხრა და წელში გასწორდა.
-მერე საჭმელს ვერ ხედავ, თუ ჩემი ხელით გაჭამო?-არანაკლებ უკმაყოფილოდ ვუპასუხე მეც და წვენი მოვსვი.
-მისმინე, მე მამაკაცი ვარ..
-კარგი, კაცო კი არ ვიცოდი-სიტყვის თქმა არ დავაცადე და გადავიხარხარე.
-მე მამაკაცი ვარ-ისევ თავიდან დაიწყო-და აი ამ რაღაც ჩხირებს და მსგავს რაღაცეებს არ ვჭამ, ამიტომ ეხლა ადექი და ნორმალური რამე გადმოიღე მაგ პარკიდან, ტყუილად კი არ მიყიდია მაგდენი პროდუქტი.
-ფეხები გაქვს,ხელებიც. ასე რომ ადექი და თავად გაიმზადე თუ რამე გინდა.
-თაია, ნერვებს მიშლი უკვე, ხომ არ დაგავიწყდა აქ რატომ ვართ.
-ვიცი, ვიცი რატომაც ვართ აქ, ყველა ამას მიმეორებს, უკვე დავიღალე.
ფეხზე წამოვდექი და მაგიდაზე ის დავდე რაც ბატონ ბექას მოესურვა.
-გემრიელად ივახშმე-გაბრაზებულმა ვთქვი და ოთახი დავტოვე.
გარეთ ვერ გავიდოდი, ძალიან ციოდა ამიტომაც ვამჯობინე ისევ საძინებელში დამესვენა, თან გოგოებსაც დაველაპარაკებოდი.
ლიკას დავურეკე და მანაც მაიშნვე მიპასუხა.
-გოგო სად წახვედი ესე უცბად, ჩვენთვისაც არაფერი გითქვამს. ვინერვიულეთ, გირეკავდით მაგრამ არ გვპასუხობდი. ბარბარეს ვკითხეთ მაგრამ არაფერი გვითხრა. ნუცას და ნატას უნდოდათ შენთან დამშვიდობება?
-დამშვიდოებბა?-სხვა კითხვები დავაიგნორე და მის პასუხს დაველოდე.
-ხო, დღეს უნდა წავსულიყავით ოთხივე აღარ გახსოვს? მაგრამ შენ მაქ წახვედი. ჩვენც აღარ გვინდოდა წასვლა მაგრამ ხოიცი, ლუკასთან და იოანესთან ცუდად გამოვიდოდა, ამდენი ხანია ელოდებიან და..
-მოიცა, მოიცა და შენ რატომ არ წახვედი?-ვკითხე გაკვირვებულმა, რადგან ვიცოდი როგორ ელოდებოდა ლიკა ამ დღეს.
-იქ უშენოდ რა მინდოდა, ეხლა დედაჩემს ვეჩალიჩები დაიქნებ ცოტახნით მაინც გამომიშვას.
-კარგი ოღონდ არ უთხრა რომ ჩემთან მოდიხარ თორემ ბარბარე უარს ეტყვის.
-მაინც არ მეუბნები რა მოხდა ამ ორ დღეში ისეთი, მაქ რომ ამოყავი თავი?-ინტერესით მკითხა.
-მოკლედ ხომ იცი ორშაბათს ჩვენი-ოთახში ბექა შემოვიდა და საუბარი ვეღარ გაავგრძელე-კარგი მერე დაგირეკავ, და დანარჩენს რომ ჩამოხვალ მერე გეტყვი.
ლიკას გავუთიშე და ფეხზე წამოვდექი.
-გინდოდა რამე?
-რამე უნდა მინდოდეს, რომ ჩემს ოთაცში შემოვიდე, ხო მართლა აარჩიე რომელ საწოლზე დაიძინებ?
-მოიცა რა?-მართლა ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
-კარგი რა თაია, სულ არ ვაპირებ დივანზე და მითუმეტეს იატაკზე ძილს-მითხრა და იმ საწოლზე წამოწვა რომელზეც რამდენიმე წამის წინ მე ვიჯექი.
-ეგ ჩემი საწოლია-ვუთხარი გაგულისებულმა.
-როგორც გინდა.
არ დამიწყია ზედმეტი ისტერიკები, რადგან წინასწარ ვიცოდი რომმაინც არაფერს არ დამითმობდა და ბოლოს ისევ მე მომიწევდა დივანზე დაძინება, რაც საშინლად არ მინდოდა.
თაია ნუთუ ვინმეს თავს უხრი და ნებდები? არა რა სისულელეა, უბრალოდ ამ ხისთავიანთან მსგავს საქციელს არანაირი შედეგი არ მოყვება და ბოლოს ისევ მე დავრჩები წაგებული.
უკვე გვიანი იყო და დაწოლას ვაპირებდი როცა გამახსენდა რომ ჩემი ტანსაცმელი აღარ მქონდა. მაშინვე ჩემს პატარა ჩანთასთან მივედი, რომელშიც დედას მიერ მოცემული ფული,მობილური და მსგავსი "წვრილმანი" ნივთები მედო.
"ხვალ წავალ ახლომახლო ქალაქში და ტანსაცმელს ვიყიდე"-გავიფიქრე და ფულის ძებნა დავიწყე, თუმცა უშედეგოდ, ვერაფერი ვიპოვე.
არაა, იმის გაფიქრებაც არ მინდა რომ დედამ მხოლოდ ის 1500 ლარი მომცა, რომელიც ტელეფონში დავხარჯე. ასეთი საშინელი გაზაფხული არასდროს მქონია. ამაზე ფიქრს მოვეშვი და თავი იმით ვინუგეშო რომ უამრავი პლასტიკური ბარათი მქონდა სადაც მამა ყოველთვიუერად მირიცხავდა საკმაოდ დიდ თანხას. ხვალ ყვეალფერს მოვაგვარებდი მაგრამ, მთავარი იყო მხოლოდ ეს ღამე "გადამელახა".
-გინდა?-თავისი მაისური გამომიწოდა ბექამ.
გაკვირვებულმა შევხედე და გამომართვი, ამაღამ ნამდვილად გამომადგებოდა. მიკვირდა როდის მერე გახდი ეს ბიჭი ასე დაკვირვებული, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ხვალ ისევ ის ძველი ბექა დაბრუნდებოდა.
დავწექი და იმაზე ფიქრშე დავიძნე, რომ ხვალ უკეთესი დღე გამითენდებოდა.



№1  offline მოდერი bibo

Auu rogir momwona marwyvoo au mara ra es pawawkuntela tavi chikolato vaxx ar myopnis aluvaloo didi tavebi dade ra udidesiiii da kidooo momwons es beqa raaa kai chansss raaaa mi da ertad egeniii chikolatusiusooo chemo tkbilo murabav da 12is mere dade ra plizunebiiiiii

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა დამპლი გოგო ა am

 


№3  offline მოდერი niako crazy

bibo
Auu rogir momwona marwyvoo au mara ra es pawawkuntela tavi chikolato vaxx ar myopnis aluvaloo didi tavebi dade ra udidesiiii da kidooo momwons es beqa raaa kai chansss raaaa mi da ertad egeniii chikolatusiusooo chemo tkbilo murabav da 12is mere dade ra plizunebiiiiii


ძალიან დიდი მადლობა ბიბო, ოჰ ეს ბექა რაღაც მეც მომწონს wink ერთად კიდე ესენი რა იქნებიან winked 12-ის მერე არა მაგრამ დღეს დავდევ ალუჩავ შემდეგ თავს და იმედია ჩაიკოკლოზინებ პირს love

aanamaria
რა დამპლი გოგო ა am


არაა სოფელს მიჩვეული wink სამაგიეროდ ბექა გვყავს კარგი love

 


№4  offline წევრი mariam kopaladze

love [quote][/quote]

 


№5  offline წევრი Mashka19

Dzaan momcons magram gelodebi didi xania da dzaan gtxov male dade raa <3

 


№6  offline მოდერი niako crazy

Mashka19
Dzaan momcons magram gelodebi didi xania da dzaan gtxov male dade raa <3


დავბრუნდები თუ არა თბილისში მაშინვე დავდებ, მადლობ რომ კითხულობ love

 


№7  offline წევრი Mashka19

Dzalian kargi moutmenlad gelodebi <3

 


№8  offline მოდერი niako crazy

Mashka19
Dzalian kargi moutmenlad gelodebi <3

მადლობა love

 


№9  offline წევრი hermi

კარგია, წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent