შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალაქელი პრინცესა (1 თავი)

25-04-2016, 17:28
ავტორი niako crazy
ნანახია 2 716

-თაია მზად ხარ?
-დედა, გთხოვ იქ არ გამიშვა, ჩემი ბრალი არ იყო. გთხოვ დედა, რასაც მეტყვი ყველაფერს გავაკეთებ.
-გეყოფა თაია, ისე ნუ იქცევი თითქოს მოსაკლავად გგზავნიდე, საკმარისია სწრაფად მანქანაში.
დედა ჩემს მიმართ ასეთი მკაცრი არასოდეს ყოფილა, ყველაფერი მაჩაბელის ბრალი იყო, მხოლოდ მისი. ამას არასოდეს ვაპატიებდი.
-თაია-ეს დედას ხმა არ იყო, უკან მივბრუნდი და ნატა, ლიკა და ნუცა დავინახე, რომლებიც ახლახანს გადმოსულიყვნენ მანქანიდან და გაკვირვებით უყურებდნენ ჩემს ბარგს, რომელსაც მძღოლი საბარგულში აწყობდა.
-სად მიდიხარ, ჩვენთან ერთად არ უნდა წამოსულიყავი? გირეკავდით, მაგრამ არ გვპასუხობდი-გაკვირვებული ჩანდა ლიკა.
-იცით-დავიწყე, ტუმცა დედამ არ დამაცადა საუბარი და თავად გაანგრძო.
-გოგოებო, თაია თქვენთან ერთად ვერ გამოფრინდება ლონდონში, მას ახლა სხვა საქმეები აქვს. მოგიწევთ მის გარეშე წასვლა.
გოგოებს ვანიშნე დაგირეკავთქო და მანქანის უკანა სავარძელზე მოვთავსდი. კიდევ კარგი დედაც ჩვენთან ერთად არ მოდიოდა, თორემ რაღაც ისეთს ვეტყოდი, რასაც მერე ვინანებდი.
-დიდი ხნის სავალია?-ვკითხე მძღოლს და საათს დავხედე.
-ექვს საატში ჩავალთ-უდარდელად მიპასუხა და თავისი საქმე განაგრძო.
"ნეტავ ასეთ გადასაკარგავ ადგილას სად მივდივარ"-გავიფიქრე და უკმაყოფილოდ შევიხსენი მოსასხამის ღილები.
-გააჩერე-ვუთხარი მძღოლს მაშინვე როდესაც ტექნიკის მაღაზია დავინახე.
-ქალბატონმა ბარბარემ მიბრძანა...
-არ მაინტერესებს რა გითხრა ბარბარემ, რასაც ვამბობ გააკეთე.
სასწრაფოდ გადმოვედი მანქანიდან და იმ ფულით, რომელიც დედამ წამოსვლის წინ მომცა, ისეთი მობილური ტელეფონი ვიყიდე, როგორიც დედამ რამდენიმე დღის წინ ჩამომართვა დასჯის მიზნიტ. მის მიერ მოცემული კი მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ფანჯრიდან მოვისროლე.
***************************
-ქალბატონო თაია, მოვედით-მაღვიძებს მძღოლის ხმა და მეც უკმაყოფილოდ ვახელ თვალებს.
გარშემო სულ ტალახი, ნახევრად დანგრეული სახლები და ღობები. ირგვლივ ბატების და ქათმების გაუჩერებელი ხმები ისმის. ეს სად ამოვყავი თავი. მაჩაბელო ამას განანებ, აი ნახავ ამ ერთ თვეს ჯოჯოხეთად გიქცევ, გპირდები.
გადავედი თუარა მანქანიდან მაშინვე დამისვარა ფეხსაცმელი წებოვანმა ტალახმა, კიდევ კარგი ბოტასები მეცვა და არა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლითაც სავსე იყო ჩემი ჩემოდანი.
არა აქ ვერ ვიცხოვრებდი. შეუძლებელია ალექსი ბურდულისა და ბარბარე ლიპარტელიანის შვილმა, თაია ბურდულმა აქ იცხოვროს. აქედან ძალიან სწრაფად უნდა წავიდე. მე აქაურობისთვის არ ვარ შექმნილი, თან მითუმეტეს ისეთი მიყრუებული სოფლისათვის, რომლის სახელიც კი არ ვიცი.
-რაღას უყურებ, ბარგი სახლში შეიტანე, სწრაფად-ვუთხარი იქვე უძრავად მდგარ მძღოლს.
-ქალბატონო არ გვაქვს, მის გარეშე სახლში ვერ შევალთ.
-რას ნიშნავს გასაღები არ გვაქვს, აბა ვის აქვს?-ვიკითხე გაკვირვებულმა.
-ქალბატონო თაია, ქალბატონმა ბარბარემმ გასაღები წამოსვლის წინ ბატონ ბექას გადასცა. მის გარეშე სახლში ვერ შევალთ, მის მოსვლას უნდა დაველოდოთ.
-სწრაფად, დაურეკე ბექას და უთხარი მოვიდეს-ღმერთო ეს რა შარში ამოვყავი თავი, თან ვის გამო, ვიღაც იდიოტის.
-ბატონს ვერ ვუკავშირდები, ქალბატონმა ბარბარემ კი მიბრძანა შინ მალე დავბრუნებულიყავი, რომ შემდეგ შეხვედრაზე წამეყვანა.
-რასქვია, მალე დაბრუნებულიყავი, ვერ ხედავ რომ ის ხისთავიანი არსად ჩანს. ქუჩაში ხომ არ დავდგები-უკვე ნაპერწკლებს ვყრიდი თვალებიდან. ეს ამინდიც რომ ჩემს წინააღმდეგაა,
-იქნებ თავი მეზობელთან შეგეფარებინათ, მერე თქვენს სახლში გადახვალთ-შეპარვით მითხრა მძღოლმა, კახამ.
მე თავი უნდა შემეფარებინა ვინმესთან, ღმერთო ეს რა დღეში ჩავვარდი. მაგრამ, სხვა გზა არ მქნდა, ამიტომაც კახა გავგზავნე უახლოეს მეზობელთან რომ სიტუაცია აეხსნა. რამდენიმე წუთში კი უკან დაბრუნდა.
-წამობრძანდით ქალბატონო თაია, შეგიძლიათ აქ დარჩეთ სანამ ბატონი არ მოვა.
-კარგი ჩემი ბარგი წამოიღე, მერე კი თბილისში დაბრუნდი.
-როგორც მიბრძანებთ.
ეს სახლი "ჩვენსაზე" გაცილებით დიდი და "კომფორტული" იყო. შინ მხოლოდ ერთი გოგო დამხვდა-კატო. როგორც ჩანს მარტო ცხოვრობდა.
-რამეს ხომ არ ინეებთ, ჩაი, ყავა ან იქნებ წვენი?-მკითხა და ჩემს პასუხს დაელოდა.
-არა, გმადლობთ არაფერი მინდა. ტანსაცმელს გამოვიცვი, თორემ ეს სულ დამისველდა.
-საძინებელი აქეთაა-მიმანიშნა მარჯვნივ.
ჩემოდნიდან კაბა, მაისური, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამოვიღე და ოთახში გავედი.
აქ თუ ასეთი ამინდები გაგრძელდა, ჩემი მოკლემკლავიანი, თხელი მაისურები და შორტები ამას ვერ გაუძლებს. იმედია მანამდე აქ აღარ ვიქნები.
ისევ მისაღებში დავბრუნდი. ყურადღება არ მიმიქცევია კატოს გაოცებული მზერისათვის, ჩემი ტანსაცმლის მიმართ.
-გეტყობა კარგად ცხოვრობ, აქ რამ ჩამოგიყვანა?
-ამაზე საუბარი არ მინდა მაგრამ იმედია მალე მოვშორდები აქაურობას.
ამის მერე ხმა არცერთს ამოგვიღია. საღამომდე ესე ვიჯექი. კატო ტელევიზიით ფილმს უყურებდა მე კი გულში ვლანძღავდი ბექას, რომელიც ყველაფერთან ერთად უპასუხისმგებლოც იყო. ამ დროს ტელეფონზე ესემესი მომივიდა.
-შეგიძლია გამოხვიდე-მივხვდი ბექა იყო და ღმერთს მადლობა გადავუხადე, რომ კიდევ დიდი ხანი არ მომიწია აქ ყოფნა.
-მადლობა კატო, სახლის გასაღები მოიტანეს და წავალ.
-არა რისი მადლობა. გინდა ჩემოდნეს წაგაღებინე?
-არა, გამდლობ თავად შევძლებ.
სახლიდან გამოვედი. ჯერ ეზოდან არ ვიყავი გასული როცა წამოვიყვირე.
-ღმერთო ჩემო-ვთქი მაშინვე როცა ყველაფერი გავიაზრე.

პ.ს დავბრუნდი ახალი ისტორიით. ყველას დიდი მადლობა ვინც წინა ისტორიას კითხულობდა და კომენტარებს წერდა. ეს ამბავი სრულიად განსხვავებული იქნება წინასგან. იმედია მოგეწონებათ. მაინტერესებს თქვენი აზრი ღირს რამეს, თუ სევწყვიტო ამის წერა. დაველოდები კომენტარებს და ჯანსაღ კრიტიკას.

№1  offline მოდერი bibo

ვაიმე რა კარგია რამდენი ვიცინეე ვახმე სასწაული იყო მომწონს ძალიაან საშინლად უხ აბა შენ იცი მარწყვო წარმატებები მალ მალე დადე რაააა და დიდზე დიდი თავებიიიიი უდიდესი რო მეყოს შოკოლადოოო ალუჩავ და ვაშლატამოვ love love

№2  offline მოდერი niako crazy

bibo
ვაიმე რა კარგია რამდენი ვიცინეე ვახმე სასწაული იყო მომწონს ძალიაან საშინლად უხ აბა შენ იცი მარწყვო წარმატებები მალ მალე დადე რაააა და დიდზე დიდი თავებიიიიი უდიდესი რო მეყოს შოკოლადოოო ალუჩავ და ვაშლატამოვ love love

ვაიმე ბიბო, ძალიან დიდი მადლობა როგორ მიყვარს შენი მსუყე კომენტარები love ძალიან გამიხარდა შენი კომენტარი რო დავინახე, თან მითუმეტეს კიდევ უფრო გამიხარდა რომ მოგეწონა, არვიცი გეყოფა თუარა მაგრამ შევეცდები ხვალ უფრო დიდი თავი დავდო და როგორც წინაზე ისე არ დავიგვიანო ხოლმე, მადლობა მარწყვო და ალპენგოლდო love love

№3  offline წევრი isterichka123

KIa gagrdzele

№4  offline მოდერი niako crazy

isterichka123
KIa gagrdzele

მადლობა

№5  offline მოდერი bibo

niako crazy
bibo
ვაიმე რა კარგია რამდენი ვიცინეე ვახმე სასწაული იყო მომწონს ძალიაან საშინლად უხ აბა შენ იცი მარწყვო წარმატებები მალ მალე დადე რაააა და დიდზე დიდი თავებიიიიი უდიდესი რო მეყოს შოკოლადოოო ალუჩავ და ვაშლატამოვ love love

ვაიმე ბიბო, ძალიან დიდი მადლობა როგორ მიყვარს შენი მსუყე კომენტარები love ძალიან გამიხარდა შენი კომენტარი რო დავინახე, თან მითუმეტეს კიდევ უფრო გამიხარდა რომ მოგეწონა, არვიცი გეყოფა თუარა მაგრამ შევეცდები ხვალ უფრო დიდი თავი დავდო და როგორც წინაზე ისე არ დავიგვიანო ხოლმე, მადლობა მარწყვო და ალპენგოლდო love love

კაი გავწითლდი ეხა უხ და იცოდე მე არ მიხდება წითელი ლოყები თურშაულის ვაშლს ემსგავსება ლოყები უხ love love love ხო არ დაიგვიანო რა მოითმენსს და კიდე უდიდესზე უდიდესი თავები დადე რააა რო გაძღეს კუჭი და გული wink wink აუ 12 ის მერერე დადე რააა ჩემო მარწყვო ალუბალო ჩოკოლატო და ბანანოოო tongue tongue

№6  offline მოდერი niako crazy

ეჰ სამწუხაროდ ვერ დავდებ 12-ის მერე, რადგან ახლა ერთი სული მაქვს როდის დავწვები ისე მეძინება wink მაგრამ ხვალ სკოლიდან მოვალ თუარა მაშინვე დავდებ დიდზე დიდ თავს love love

№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Uechveli talaxshi chavardaaa :-D

№8  offline წევრი Cucqna

Vaimee ra magaria♥♥♥ shemdegs rodis dadeb?

№9  offline მოდერი niako crazy

aanamaria
Uechveli talaxshi chavardaaa :-D

ნუ შეიძლება ითქვას თითქმის wink

Cucqna
Vaimee ra magaria♥♥♥ shemdegs rodis dadeb?

მადლობა რომ წაიკითხე, დღეს დავდებ შემდეგ თავს love

№10  offline წევრი kaxelii

Aba aqedan ra gavigit kargia tu cudi?

№11 სტუმარი mariami

გააგრძელე... <3 <3

№12  offline მოდერი niako crazy

mariami
გააგრძელე... <3 <3

მადლობა

nino k.d.
Aba aqedan ra gavigit kargia tu cudi?

პატარა თავია და ჯერ ვერ გაიგებ ზუსტად კარგად გაგრძელდება თუ ცუდად, მაგრამ ვფიქრობ გარკვეული წარმოდგენა მაინც უნდა შეგექმნას

№13  offline წევრი nutsa214

კაია გააგრძელე♥

№14  offline მოდერი niako crazy

nutsa214
კაია გააგრძელე♥

მადლობა

№15  offline წევრი hermi

კარგია, გააგრძელე

ვაააააუუუუუუუუ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent