შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ კი დაბრუნება გიწერია.... (თავი 6)


26-04-2016, 22:13
ავტორი tsn
ნანახია 2 601

-ბელა-

საავადმყოფოში ლიდინის დრო არ მქონდა, ამიტომ ექიმს შევუთანხმდი, რომ დაერეკა და პასუხი ეცნობებინა.. პირდაპირ ნინასთან წავედი.. ლილი არ დამხვდა.. ცოტა არ იყოს გული დამწყდა, მისი ნახვაც ძალიან მიმდოდა.. მის გარდა არავინაა ისეთი, ვისაც დაველაპარაკები.. ნინა მანქანაში ჩავსვი და წავიყვანე.. არ ვიცი რატომ, მაგრამ კლინიკიდან არ რეკავდნენ და ეს ნერვებს მიშლიდა.. გადავწყვიტე, რომ ნინა ჯერ სადმე გასართობ პარკში წამეყვანა.. ასეც მოვიქეცით... ცელქია ძალიან ნინა და ადგილზე ვერ ისვენებს..
- ერთობით? - მომესმა ზურგიდან გიორგის ხმა..
- შენ? რა არის დამყვები? - ვკითხე ირონიულად
- სულაც არა.. ჩემი ძმის შვილი წამოვიყვანე, დღეს უცნაური დღეა.. არც მითხოვია ისე გამანთავისუფლა უფროსმა..
....
ბელას უბრალოდ გაეღიმა და გაქცეულ ნინას გაეკიდა.. ცოტა ხანში გიორგი და ბელა ორ ბავშვთან ერთად დასეირნობდნენ და ათას სისულელეზე საუბობდნენ... ცოტა ხანში ბელას ტელეფონის ხმაც გაისმა
- ქალბატონო ანაბელ, კლინიკიდან გიკავშირდებით - ამბობს ხმა ტელეფონიდან
- დიახ დიახ, გაარკვიეთ რაც გთხოვეთ?
- ანაბელ, რაღაც პრობლემები შეიქმნა და ალბათ ერთი კვირა მაინც გვინდა, რომ ყველაფერი მოვაგვაროთ, მანამ კი პასუხები ვერ იქნება ცნობილი.. ძალიან ვწუხვართ.. შეგუძლიათ სხვა კლინიკებს მიმართოთ.. - ანაბელმა ცივად გათიშა მობილური..
- ჯანდაბა - გაიფიქრა გულში - უამრავი კლინიკაა და მე მაინც ყველაზე იდიოტური ადგილი ავირჩიე..
- რაზე ფიქრობ?.. - უცებ გიორგის ხმამ მოიყვანა გონს..
- აარაფერია - სიტყვა გაეწელა ბელას.. უცებ თავი მოთოკა და ნინას გაეკიდა სათამაშოდ.. დიდ ხანს დარბოდა ნინა და დასდევდა ბელა.. არც გიორგი იყო ისე, მეგობრის ბავშვს ჭკუიდან გადაყავდა.. თან თვალს ადევნებდა, როგორ თამაშობდნენ ბელა და ნინა, სახეზე კი უცნაური ღიმილი ეხატა.. თითქოს სადღაც მირაჟში გადაშვებულიყო.. ხანდახან ბელაც მიხედავდა ხოლმე გიორგის და ფიქრობდა, რომ არ იყო სისხლის ანალიზი საჭირო, იმდენი საერთო იყო მათ შორის..
ამის შემდეგ ბელამ ნინა სავაჭრო ცენტრში წაიყვანა და უამრავი საჭირო ნივთი უყიდა.. საშინლად დაღლილები დაბრუნდნენ სახლში.. მისულები არ იყვნენ, როდესაც კარზე ზარი გაისმა..
- გადმოსვლას გილოცავთ - კარში გიორგი, ორი ახალგაზრდა ბიჭი და ერთი ასე 24 წლამდე გოგონა იდგნენ, თან პატარა ბავშვიც ახლდათ - მოგესალმებით ჩვენს სამეზობლოში - დასჭექა გიორგიმ..
- მობრძანდით - დაბნეულად თქვა ბელამ და კარი ფართოდ გააღო.. რა გამოდის, გიორგიმ თავის სამეზობლოში აყიდინა სახლი?.. უცებ ნინა გამოვარფა ოთახიდან
- ვაჩაა, შტუმლებიი - ტაში შემოკრა ფოფონამ და ბელას ფეხზე მოეჭიდა, ბელამაჩ ხელში აიყვანა და შტუმრებს მისაღებში შეუძღვა.. გიორგიმ ხალხი გააცნო..
- ეს არის ილო ჩოხელი, ეს კი მაკაა მისი მეუღლე.. დათუნას უკვე იცნობ, ეს მათი პატარაა... ხო აი ეს აყლაყი კი სანდროა, სანდრო გიორგობიანი.. ეს კი ანაბელ ნორტონია , შემი უფროსი - ანიშნა ბელაზე და დაამატა - ქართულიც იცის, ასე რომ, ნუ მოიმტვრევთ ენას ინგლისურით.. ბელამ მაგოდა სწრაფად გააწყო, უკვე მოესწო ვახშმის შეკვეთა.. ცოტა ხანს დარჩნენ სტუმრები და მალევე წავიდნენ.. ბელამ მაგიდა მიალაგა და ნინაც დააწვინა.. საბედნიეროდ ყველაფერი უკვე მოწესრიგებული იყო, რადგან წინასწარ დაიქირავა პერსონალი, რომელიც მათ ნივთებს დაალაგებდა.. ნინას მალევე მიეძინა, ბელამ ბავშვი კომფორტულად მოათავსა და ფრთხილად გაიპარა მისი ოთახიდან.. ცოტა ხანს დივანზე ჩამოჯდა.. ისევ ნერვები ეშლებოდა, რპგპრღაც შეძლო და გიორგის სისხლი აიღო, მაგრამ ტყუილად.. შემდეგ დაფიქრდა და, რომ არა ეს ფაქტი, მშვენიერი დღე იყო.. რატომღაც ძალიან მოსწონდა გიორგის გვერდით, თუნდაც კინკლაობაში გატარებული დრო.. გაახსენდა, როგორ თამაშობდა პატარასთან და გაეღიმა.. სწორედ ასე წარმოედგინა ნიკაც.. ყოველთვის უყვარდა ნიკას ბავშვები.. რაც უფრო მეტად ფიქრდებოდა, მეტად ხვდებოდა, რომ აუცილებლად მიხვდებოდა რომ ნიკა იყო, თუ დააკვირდებოდა, რა თქმა უნდა.. მაგრამ ბელამ დაკვირვებას პირდაპირ სისხლის ანალიზი არჩია.. გრძნობდა, როცა გიორგისთან იყო, ნიკას სიახლოვეს გრძნობდა.. მის სურნელს გრძნობდა, მის თვალებს ხედავდა.. ტაიას და ლევანის ამბავშიც კი მის დამხმარე ხელს გრძნობდა.. ისე მიეძინა, რომ ვერც კი გაიგო.. მხოლოდ რამდენიმე წუთში რაღაც ხმაურმა გამოაფხიზლა, თითქოს ფანჯრიდან რაღაც სილუეტსაც მოკრა თვალი, მაგრამ როცა ახლოს მივიდა, ვერავინ დაინახა, მხრები აიჩეჩა და თავის ოთახში შევიდა, ლოყა ეწვოდა და მასზე სისველეს გრძნობდა, რატომღაც საერთოდ არ ღეკავდა.. შინაგანად გრძნობდა კიდეც, ვინც იქნებოდა ..

......
კარი ფრთხილად შეაღო და უხმაუროდ შეიპარა ოთახში.. მაშინვე თვალში მოხვდა დივანზე ჩაძინებული ქალბატონი.. ცოტა ხანს იდგა და უყურებდა, როგორ უშფოთველად ეძინა და სახეზე თბილი ღიმილი ეფინებოდა.. ვეღარ მოითმინა, ახლოს მივიდა და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა..
- ამას შენით უნდა მიხვდე, უნდა იგრძნო ანაბელ.. - უთხრა და ლოყაზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.. იცოდა, რომ ახლა თუ არ წავიდოდა, უფრო.გაუჭირდებოდა შემდრგ მისი დატოვება.. კარი გამოკეტა და წავიდა.. უკვე გვიანი ღამე იყო.. ნელა გაუყვა გზას და ქაშუეთის.ეკლესიის ეზოში შევიდა.. ამ ადგილს ძალიან იყო მიჩვეული.. ყველაზე მეტად უყვარდა აქ ყოფნა, რატომღაც ძალიან მშვიდდებოდა.. თვალები მაგრად დახუჭა და წამოსულუ ცრემლის შეკავება სცადა.. რა სჭირდა? რატომ დაემართა ეს ყველაფერი მაინც და მაინც მას.. მთელი ცძოვრება სიყვარუკის მეტი ხომ არაფერი ნდომებია, მაგრამ ფულზე დახარბებულმა ადამიანებმა ესეც წაართვეს.. ავარიის დღეც გაიხსენა, მისი შემდგომი უარესი დღეებიც.. თავზე ხწლები მოიჭირა და ამოიხვნეშა.. წლების წინ სწორედ რომ ბელას წყალობით ''გადარჩა''. ყოველთვის პრჭყალებში სვამს ამ სიტყვას, რადგან ის, რაც მას შეემთხვა, სულაც არ იყო გადარჩენა.. ავარიის დროს მანქანაში სამნი იმყოფებოდნენ, თავიდან ის იჯდა საჭესთან, მაგრამ შემდგომში ფეხის ძლიერი ტკივილი იგრძნო, წასვლის წინ ბელა მაღალძირიანი ფეხსაცმლით შედგა და სტკიოდა.. ეს უკანა მგზავრმა შეამჩნია და მძღოლის ადგილზე გადაჯდა.. ამ დროს არცერთმა იცოდა, რომ სამუხრუჭე ზეთი იღვრებოდა.. როცა ეს გაიგეს უკვე გვიანი იყო, დიდ ხრამში იჩეხებოდნენ.. ყველამ გახსნა კარი და გადახტა, მაგრამ ისინი მანქანასთან ძალიან ახლოს დაეცნენ და როდესაც მანქანა აფეთქდა ახლოს იყვნენ, შესაბამისად დაიწვნენ.. ნიკა შოეიახლოს დაეცა, თუმცა ცეცხლმა მისი დაწვა მაინც მოახერხა.. სახე საშინლად დაეწვა, ასევე ცალი მხარიც.. ვერ იგრძნო, როგორ იპოვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს.. ჯიბის ნაგლეჯში, რომელიც ცეცხლს შემთხვევით გადაურჩა, ვინმე გიორგი გაბრიჭიძის სავიზიტო ბარათი ედო, ამიტომაც იფიქრეს, რომ ის თავად იყო.. ასე გახდა ნიკა ვიბლიანი გიორგი გაბრიჭიძე.. იმის გამო, რომ დამწვრობა რთული იყო, ექიმები ხელოვნურად აგდებდნენ კომაში.. კანი აღდგრნას ვერ ახერხებდა, ამიტომ ხელოვნური ჩარევა გადაწყბიტეს და პლასტიკური ქირურგიის შედეგად შეძლეს, რომ ისევ ადამიანს დამსგავსებოდა.. მასანამდე არ გაუღვიძია, მანამ ეს ოპერაცია არ ჩატარდა.. როცა გამოფხიზლდა, აღმოჩნდა, რომ სულაც არ იყო საქართველოში.. მეტიც მას.საერთოდ არაფერი ახსოვდა.. საკუთარი სახელიც კი არ იცოდა.. უთხრეს, რომ მას გიორგი ერქვა, მაგრამ დანარჩენი თავად უნდა გაეხსენებინა.. ხშირად იდგა სარკის წინ, უყურებდა თავის ანარეკლს და ვერ ცნობდა, ვერაფერს იხსენებდა.. როცა ცდილობდა რაიმე გაეხსენებინა, თავი ლამის გასკდომოდა.. თითქმის ორი წელი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა და წარსულის გახსენებას ცდილობდა.. იქვე გაიცნო ილო და სანდრო, სწორედ ისინი, ვინც მომაკვდავი ნახა და საავადმყოფოში გადაიყვანა.. ნელ-ნელა მოვლენების და ფაქტების გახსენება დაიწყო.. ბელაც ახსოვდა, ყოველთვის თვალწინ ედგა მისი სახე.. როცა გაიხსენა, რომ ის ნიკა ვიბლიანი იყო და საქართველოში ცოლ-შვილი ჰყავდა,.პიღველივე რეისით გადაფრინდა.. იქ კი საშინელი ამბავი უთხრეს.. თუმცა წამით არ გაუვლია გულში, რომ ბელა ნამდვილად დაიღუპა.. საშინლად განიცადა ის, რომ პატარა აღარ იყო, თუმცა რატომღაც იმას მაინც გრხნობდა, რომ სადღაც მისი მეორე ნაწილი ცოცხალი დააბიჯებდა.. ჯერ კიდევ ქონდა მეხსიერების ჩავარდნები, მაგრამ ბელა ზუსტად ახსოვდა.. ზუსტად ახსოვდა ემოცია, რომელიც მას მოჰქონდა.. ყველგან ეძებდა, მაგრამ არც უფიქრია, რომ საზღვრებს გარეთ წავიდოდა.. ილო პოლიციელია, მოახერხა და ნიკასაც იქვე დააწყებინა მუშაობა.. ისევ ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ, ხვდებოოდა, რომ თავად ბელას არ უნდოდა ვინმეს ეპოვა.. იმასაც ხვდებოდა, ვის გამო იყო ამ დღეში, მაგრამ მისი ნერ პირველი ამოცანა, დროისთვის საყვარელი ქალის პოვნა იყო.. სამი წლის უშედეგოდ ძებნის შემდეგ, შემთხვევით მოკრა თვალი აეროპორტში მყოფ ბელას.. მაგრამ როდესაც მან განცხადება გააკეთა, მიხვდა, რა დამართვნია მის საყვარელ ადამიანს ამ წლების მანძილზე.. იმ წამს ყველაზე მეტად ეტკინა.. მსოფლიიში ყველაზე თბილი არსება მონსტრად ქცეულიყო.. ახლა გაუსმაგდა შურისძიების სურვილი,. ბოღმა ყელში აწვებოდა, შეეძლო საკუთარი ხელებით გაეგლიჯა ყველა, ვინც ბელა ტკივილისთვის გასწირა, მაგრამ პირველ რიგში, ძველი ბელა უნდა დაებრუნებინა, ისევ უნდა ესწავლებინა მისთვის ღიმილი და სითბოს გაცემა.. როდესაც მეგობრებმა უთხრეს, რომ შესახლოა ეს უბრალოდ მსგავსება ყოფილიყო, მან თქვა, რომ თუნდაც ამ მსგავსების გამო დაიცავდა ტირანი დედა-შვილისგან.. ამიტომაც მივიდა ოფისში.. იმავე წამს იჩნო, რომ ნამდვილად ბელა იდგა.. ისიც იგრძნო, რომ ბელამ თითქოს ძველ ნიკას მიამსგავსა, მაგრამ მიამსგავსახოლოდ.. რა სასტიკი ეჩვენებოდა იმ წამს სამყარო.. წინ ედგა ქალი, რომელიც ყველაფერზე მეტად უყვარდა და ამდენ ხანს ეძებდა.. იმდენად ენატრენოდა, რომ სიტყვებითაც კი არ ითქმის, მაგრამ ვერ ეხუტებოდა, რადგან ამ წამს სხვა იყო.. შეცვლილი იყო, როგორც ფიზიკურად, ასევე შინაგანადაც.. იმ დღეს ყური მოკრა, რომ ლევანი ვინმეს ეძებდა, რომ ბელასთვის ეთვალთვალა'. გადაწყვიტა, რომ როგორმე თავად ყოფილიყო ეს ვიღაც და მოახერხა კიდეც.. თუმცა ლევანს კარგად იცნობდა, ის არ ენდობოდა, ამიტომ მისი ნდობა უნდა მოეპოვებინა ... დღეშ მოახერხა კიდეც.. თანაც ლევანი და ტაია შეიტყუა კიდეც ძველ სახლში, იქ კი.მინი ჯოჯოხეთი მოუწყო, რა თქმა უნდა მეგობრების დახმარებით, რადგანაც ამ დროს ლევანთან უნდა ყოფილიყო.. ილომ წაიყვანა ბელა სახლში და მის ხელზეც მან უშავა.. სანდრომ კი პარიკიოირგო და გადარეული დედა-შვილი სახლიდან გაიტყუა.. ისი გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ ტაია და ლევანი ჭკუიდან გადაეყვანა, რასაც ახერხებდა.. ამავდროულად კი ბელასთან იყო.. უნდოდა მისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ ვერ მოახერხა, შინაგანად ისე ღელავდა ამაზე.. იქნებ აღარც კი.უყვარდა ბელას? მაგრამ მასთან გატარებული ყოველი წუთი სხვა რამეს ამტკიცებდა.. თუმცა ერთი რამ მაინც ქონდა გადაწყვეტილი, ბელა თავად უნდა დარწმუნებულიყო, რომ მიუხედავად ფიზიკური სხვაობისა, ისევ ძველი ნიკა იყო.. ამიტომაც მივიდა კლინიმაში და ექიმს ცრუ ინფორმაციისთვის ფული გადაუცადა.. თუმცა ბოლომდე ვერ გაიმეტა ბელა.. ბერ დაუშვებდა, რომ ბელას მეორედაც დაეკარგა ნიკა და ამჯერად მხოლოდ ნიკას სისულელის გამო..
შემდეგ კი თავის მეგობრებს ბელაც გააცნო.. დაბნეული იყო ნიკა, არ იცოდა, რამდენ ხანს შეძლებდა ამ თამაშს, თუმცა ახლა, როდესაც იცოდა, რომ ბელა კარგადაა, მშვიდად იყო.. უხაროდა ის ფაქტი, რომ ბელამ ნინა იშვილა.. სულ ცოტა ხანიც და ისევ ეყოლებოდა ოჯახი გვერდით.. ისევ ბედნიერად იცხოვრებდა.. ადგა და ამჯერად ლევანის სახლისკენ გაემართა.. ჯერ კიდევ ჰქონდა მასთან საქმე..

ლევანთან...

სუაღამისას ლევანი საშინელმა ხმამ გააღვიძა, შესინებული წამოხტა და დაინახა, ეომ ფანჯარას ქარი აწვალებდა.. მივიდა და დაკეტა, თუმცა მოულოდნელად სხვა ფანჯარა გაიღო და ყვავილები ქოთანი ძირს დაეცა, ისიც შეშინებული შებრუნდა.. უეცრად საშინელი ქარი აქროლდა.მის ოთახში.. შუქი აანთო და სადღაც ჩრდილიც კი შენიშნა.. ჩრდილს სააბაზანოში მიყავდა.. შევიდა და გული ლამის წაუვიდა.. აბაზანა სავსე იყო წითელი ფერის სითხით.. გაგიჟდა, მივარდა და წყალს გასასვლელი გაუხსნა.. ხელზე დაიხედა და წითელი ჰქონდა, ონკანსივარდა, მაგრამ როდესაც სარკეს შეხედა, დაინახა წითლად დაწერილი სიტყვები ''პასუხისგების დროა'' .. ისე იყო წითელი სითხე სარკეზე, რომ მისი სახეზე რქებს ხატავდა.. ტილო აიღო და მისი მოშორება დაიწყო, თუმცა ვერ აცილებდა.. შეშინებულმა ტილო ისროლა და ოთახიდან გავარდა.. დედამისი გააღვიძა, რომ ეს ეჩვენებინა, თუმცა საოცარი ის იყო, რომ როდესაც ოთახში შეიყვანა, არაფეღი დახვდათ ისეთი, რაც ლევანის ნათქვამს ამტკიცებდა..
- ნუ ცდილობ ფსიქოლიგიურად დამატერორო - იყვირა ტაიამ..
- ჩემი არ გჯერა? - ლამის კანკალებდა ლევანი..
- ლევან აქ არაფერია, თავადაც ხედავ.. ისედაც შეშფოთებულები ვართ, ალბათ დაგესიზმრა - ცდილობდა სიმშვიდე ეპოვა,.მაგრამ ტაიაც ღელავდა..
- სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან დედა, თორემ ცუდად დავამთავრებთ..
- აუცილებლად, მაგაზე არ იდარდო.. - თქვა ტაიამ და გავიდა.. ლევანმა დიშ ხანს ვერ მოისვენა და სხვა ოთახში გავიდა..

....
ნიკამ მათი გეგმის შესახებ გაიგო, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მათთვის დაეწრო და მიზნისთვის მიეღწია.. მეგობრებთან ერთად დიდ ხანს იმსჯეკა და გადწყვიტა, რომ საბოლოო ნაბიჯს იმ წვეულებაზე გადადგამდა, რომელსაც ბელასთან დადებული კონტრაქტის აღსანიშნავად გამართავდა.. ეს კი ძალიან მალე იქნებოდა.. იცოდა, რომ ეს უკანონოც იყო, მაგრამ მათ, ვინც შენი წესებით არ გეთამაშებიან, თავისივე ხერცებით უნდა გაუმკლავდე.. სწორედ ამას აპირებდა ნიკაც.. პირველ როგში უთანხმოებას ჩამოაგდებდა დედა-შვილს შორის, შემდეგ კი ცალ-ცალკე მოუვლიდა მათ.. იმდენს მაინც მოახერხებდა, რომ ტაიას,.ქალს, რომელმაც საკუთარი ხელებით შვილი მოუკლა, ფსიქიატრიულ კლინიკაში ამოხდიდა სულს.. შეიძლება ვინმეს ნიკა ზედმეტად მკაცრი მოსჩვენებოდა, მაგრამ სინდვილესი ის იყო ადამიანი, რომელიც ცოცხლად დამარხეს, კაცი, რომელსაც ცოლი დაუტანჯეს და ფიტულად უქციეს, მამა, რომელსაცჩჯერ არდაბადებული შვილი მოუკლეს.. იყო ის სასტიკი? დიახ იყო.. თუმცა სიყვარული ისევ შეეძლო, ბელა ისევ ცხოვრებაზეწტად უყვარდა.. ყველაფერს გააკეთებფა, რომ მას ამ უცხო სხეულში, ყველანაირი სისხლის თუ დნმ-ს გარეშე ამოეცნო ნიკა...



*******
ესეც მეექვსე თავიი.. პირველ რიგში, ბოდიშიი.. ძალიან გადაღლილი ვწერდი და ალბათ უამრავი შეცდომაა.. შეიძლება პატარაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ არ მინდოდა ამ თავით მოვრჩენილიყავი.ამ ოსტორიას.. სავარაუდოდ, შემდეგი თავით დავამთავრებ... გთხოვთ, გამიიარეთ შთაბეჭდილებები.. ♥♥♥



№1  offline წევრი kora

ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ! love ძლიიივს გაგვანდე საიდუმლო, მადლობა ამ ემოციებისთვის love
--------------------
kira.G

 


№2  offline მოდერი tsn

kora
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ! love ძლიიივს გაგვანდე საიდუმლო, მადლობა ამ ემოციებისთვის love


გმადლობ შენ თბილი კომენტარებისთვის love შენს კომენტარს ველოდი ყველაზე მოუთმენლად და გმადლოობ ♥♥ love love

 


№3  offline მოდერი bibo

Vaime es ra iyoooo saswauli saocrebaaa cudad maq gulis dzapiii vaime vicodi vicodi vicodi vicodi da mindoda nika yopiliyo vaime ra magaria da ra mainteresebs bavshvi mokvda tu sheidzleba nini iyoss anu iq romwl tveshi iyo ara cnobili da mag ito .chemi marwyvi xar alucha saswauli saocreba ai usashinlesad usastikesad saocreba tavi iyo.12is merec dade raaa ra moitmens alubalo xvalamde

 


№4  offline მოდერი tsn

bibo
Vaime es ra iyoooo saswauli saocrebaaa cudad maq gulis dzapiii vaime vicodi vicodi vicodi vicodi da mindoda nika yopiliyo vaime ra magaria da ra mainteresebs bavshvi mokvda tu sheidzleba nini iyoss anu iq romwl tveshi iyo ara cnobili da mag ito .chemi marwyvi xar alucha saswauli saocreba ai usashinlesad usastikesad saocreba tavi iyo.12is merec dade raaa ra moitmens alubalo xvalamde

როგორ მიყვარხარ, ნეტავ იცოდე რა.. შენი კომენტარი ყოველთვის ღიმილს მგვრის.. აი ბავშვს რაც შეეხება, არ მინდა, რომ ისტორია ზღაპარს დაემსგავსოს :-(

 


№5  offline მოდერი bibo

Chemi tkbili marwyvi gogo xo eg gasageblaria da kargia tkbilo alubalo ubralod ver mivxdi ra xdeboda orsuli iyo da ver mivxdi miyvarxar me shen vgijdebi vafren imedia male ar damtavreb vax da didze did tavebs dadebbb chavikoklozino piriii :*******vgijdebi shenzee tkbilo aluchav

 


№6  offline მოდერი tsn

bibo
Chemi tkbili marwyvi gogo xo eg gasageblaria da kargia tkbilo alubalo ubralod ver mivxdi ra xdeboda orsuli iyo da ver mivxdi miyvarxar me shen vgijdebi vafren imedia male ar damtavreb vax da didze did tavebs dadebbb chavikoklozino piriii :*******vgijdebi shenzee tkbilo aluchav

მე შენზე ვგიჟდები გადარეულოო ♥♥

 


№7 სტუმარი Black

Shecdomebi namdvilad iyo ramodenime sityva verc mivxvdi tumca sabolood dzalian nasiamovnebi davrchi wanakitxit veli shemdeg tavs ;) warmatebei..

 


№8  offline მოდერი tsn

Black
Shecdomebi namdvilad iyo ramodenime sityva verc mivxvdi tumca sabolood dzalian nasiamovnebi davrchi wanakitxit veli shemdeg tavs ;) warmatebei..

მიხარია თუ მოგეწონა, მართლა ძალიან გადაღლილმა დავწერე და შეცდომებიც უფრო მასშტაბურად დავუშვი.. ♥♥

 


№9 სტუმარი anita

axal tsvs dges dadeb?

 


№10  offline მოდერი tsn

anita
axal tsvs dges dadeb?


დავამატე უკვე wink love

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ravtqva ar vici sityvebi ar myofniss gaocebuli varrrrr

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent