გზა სადღაც გაქრა! 7
მოუსვენრობამ შემიპყრო.გული ისე მიებჯინა კედლებს რომ შიგნით ბზარები გაჩნდა.აღელვებისგან სუნთქვაც კი გამიჭირდა.მინდა,ძალიან მინდა რომ მთელი ჰაერი შევისრუტო,პირს ვაღებ და ფილტვებში ჟანგბადის მიწოდებას ვცდილობ,მაგრამ უცებ შიგნით რაღაც იკეტება,ხველა მივარდება და მუშტს მთელი ძალით ვიშენ მკერდში.დიტო გაოგნებული შემყურებს,ხელებს უაზროდ სწევს მაღლა და ტუჩებს იკბენს. ძლივს ვწყნარდები და მის გვერდით ვჯდები. ხელს პიჯაკში მავლებს და თავისკენ მწევს -რა მოგივიდა?-მეჩურჩულება ანერვიულებული ხმით -არ ვიცი,-მშვიდი ხმით ვუპასუხე და ხელი გავაშვებინე-მორჩი და წავიდეთ,-დავაყოლე და მეც შევექციე საუზმეს. -კიდევ ხომ არ დაგველია?-ღვინით ხელში მოგვიახლოვდა გეგა.ახლა ისე ვარ დაზაფრული ჯობია დავლიო და დიტო დავსვა საჭესთან -მე დავლევ,დიტო დაჯდება საჭესთან -ორივემ დალიეთ და ხვალ წავიდეთ ერთად -არა.საქმეები მაქვს -ნუ გაჯიუტდები,დალევა მარტო შენ ხო არ გინდა -კარგი-ჩავიქნიე ხელი და ჭიქა მივაწოდე -მშვენიერი,-კმაყოფილებით აღიჭურვა გეგა.დიტოსაც სახე ეცვალა.საჩქაროდ მიაწოდა ჭიქა,ვაი და გადაიფიქროსო,თან თვალი გამომაპარა.გამეცინა და იდაყვით მხარზე დავეყრდენი -ვრჩებით,-მივუგე რომ დამშვიდებულიყო.გულს კი ვუბრძანე მალენაზე რეაქცია აღარ ჰქონოდა,მაგრამ რათ გინდა რა ერთ ყურში შეუშვა,მეორედან გამოუშვა.ზუსტად ჩემს პირისპირ დაჯდა და მის დანახვაზე აღქმული შიგნით შეძვრა,გაიარა სხეულის მცირე ნაწილი და გულის პატარა ნასვრეტში შეძვრა.ისევ ამიჩქარდა პულსი და ხველა ამიტყდა უჰაერობისგან.დიმიტრიმ ზურგში რტყმა დამიწყო,სულ ჩამითეთქვა ფილტვები -ალალი,-თან დააყოლა -კარგი ნუ დამბეგვე,-სიცილით მივუგე და ძლივს გავსწორდი წელში -ცივდები? -მკითხა გეგამ-რამდენს ახველებ -ნერწყვი გადამცდა,ეგ არაფერი,-ავუხსენი მე -კარგი.მოდი გაგაცნობთ ჩემს მამიდაშვილს მალენას -ვიცნობ,-ჩემთვის მოულოდნელად თქვა მალენამ და მე ყურები დამეძაბა.ძარღვები სათითაოდ გამენასკვა და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა,თითქოს ვიღაცები ექაჩებოდნენ. -იცნობ?-გაოგნდა გეგა -პატარაა ეს ქვეყანა,-უთხრა მალენამ -ასეთი პატარა?-აღტაცებას ვერ მალავდა -დიახ -კარგი,რა ჯობია მაგას -საკითხავია ეგ. -რატომ? -კითხვებს თუ არ შეწყვეტ ავდგები და გავალ,-გაიმკაცრა ხმა -ერთმანეთს არ ელაპარაკებით? -გეგა,-მივუბრუნდი მეც-სხვა დროს გავარჩიოთ,ახლა დავლიოთ,-კაი ლოთივით ვუთხარი და დაცლილი ჭიქა ისევ მივაწოდე.გეგას გაეცინა უცხოდ და გამომართვა. -ერთს გეტყვით და გავჩუმდები,ვერ ავიტან თქვენს შორის უთანხმოებას,გაფრთხილებთ!-მის ნათქვამზე სიმწრით ჩამეღიმა,მალენას კი სიბრაზისგან ალმური მოედო.უნდა აღვნიშნო რომ ხორბლისფერ კანს ძალიან მოუხდა წითლის შერევა.ხელები სახეზე აიფარა,რადგან ჩემი მზერა იგრძნო.ეგოისტია სილამაზე მარტო თავისთვის უნდა,სხვაც რომ დატკბეს არ შეიძლება.მგონი ამ ღვინომ სულ ამიმღვრია გონება და რებს ვფიქრობ კაცმა არ იცის.მალენას ყურებაც კი მინდება და უნებურად ნერწყვს ვყლაპავ მის სქელ,მუქ წითელ ტუჩებს რომ ვაკვირდები.პირველად მიპყრობს ქალის სურვილი და ოფლი მასხავს.მგონი აღარ უნდა დამელია.სურვილი მაქვს ხელი მოვკიდო,გავიყვანო და ისე ძლიერად ვაკოცო რომ ვერცერთმა დავივიწყოთ კოცნის გემო.გაუაზრებლად ვდგები მაგიდიდან და გარეთ გავდივარ იმ იმედით რომ სუფთა ჰაერი გონზე მომიყვანს,თუმცა უფრო მოვდუნდი,იქვე სკამზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე.რამდენიმე წუთი მშვიდად ვსუნთქავდი,მერე კი ნესტოებზე ნაცნობი სურნელმა მომიღიტინა და შეხებაც ვიგრძენი მხარზე.მალენა ჩემს გვერდით ჩამოჯდა.მისი მარჯვენა ნაწილი ჩემს მარცხენას მიეხუტა. -რატომ მოხვედი?-დაბნეული ხმით ძლივს ამოვღერღე კითხვა -მინდა ყველაფერი გავარკვიოთ,-მითხრა და ოდნავ მიიწია.მაშინვე გაიარა წვრილ ზოლად სიცივემ,როგორც კი მისი სიახლოვე ვეღარ ვიგრძენი. -გაურკვეველია რამე?-ვითომ არ მოველოდი მის ნათქვამს -კი,-თქვა აუღელვებლად-მაპატიე,ზედმეტად გეუხეშე,შენ უბრალოდ დახმარება გინდოდა -რა კარგია რომ მიხვდი -ცინიზმი არ გვინდა -მართლა გამიხარდა,-სახე დამებრიცა უკმაყოფილოდ -თუ გეგა შენი ძმაა მე შენი და გამოვდივარ,-მიამიტურად თქვა და ფეხების დაბაკუნებაღა დააკლდა ისეთი ბავშვური იყო.სამაგიეროდ მე მომერია სიბრაზე და ლამის წამოვხტი.მალენა ჩემი და?რა სისულელეა.რამდენი ხანია ქალისთვის არ შემიხედავს და როცა რაღაც გამოჩნდა მაშინაც უნდა გაქრეს?ნურას უკაცრავად. -შენ ჩემი არაბიოლოგიური და?-ჩავიცინე-ძმაც მყოფნის,შენ ნუ დამემატები,-მწყრალად მივუგე და უნებურად საწინააღმდეგო მხარეს გავიხედე -სხვა რამ ვიგულისხმე,-არ დააყოვნა თქმა-ისე ვიყოთ,როგორც კარგი ნაცნობები -გამოგვივა?-სიცილი ამიტყდა.მალენა ფეხზე წამოდგა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა -ალბათ,გამოგვივა,თუნდაც გეგას ხათრით,-ველოდი,ნამდვილად ველოდი რომ საუბარი გეგას გამო წამოიწყო და ჩემთან ურთიერთობის გამოსწორებას მის გამო ცდილობს.რატომღაც,ზიზღი მომგვარა ამ ფაქტმა,აღელვებული წამოვდექი ფეხზე და მალენას მივუახლოვდი -როგორ ფიქრობ,სხვა ადამიანის მიზეზით,შეძლებ ჩემთან ნორმალურ ურთიერთობას?-შეკითხვამ აშკარად დააბნია.აკანკალებული მარჯვენა მტევანი ყელზე მიიბჯინა და უცნაურად დამიწყო თვალიერება-პასუხს ველი,-შევახსენე თავი,რადგან აშკარა იყო ფიქრებს უკვე შორს წაეყვანათ -გეგას გამო ყველაფერი შემიძლია,-ხმის ოდნავი ხარვეზით წარმოთქვა და პირი მოკუმა -ვითომ,-თვითონაც არ იცის რეალური მიზეზი.იქნებ მასშიც გაჩნდა რაღაც მიზიდულობის კანონი,რამაც ჩემთან დაახლოება გადააწყვეტინა.ეს უფრო ლოგიკურია,ვიდრე ის რომ ვიღაცის გამო აგვარებს ურთიერთობას. -იმას ვამბობ რაც რეალურადაა და ნუ შეეცდები შენი ფანტაზიით შორს წასვლას,-მე უკვე ძალიან შორს ვარ და ვიცი ისიც ახლოსაა,შეიძლება ახლა არ აღიარებს,მაგრამ ისიც ჩემი ნეკნის ნაწილია,ნაწილი,რომელიც ოცდაათი წლის ასაკში გამოჩნდა,არადა მეგონა რომ მყავდა და დავკარგე,მაგრამ იმის დაკარგვა,რაც ჯერ არ გიპოვია შეუძლებელია. -კარგი,შევეშათ კინკლაობას,ჩვენ ხომ დამეგობრება გადავწყვიტეთ,დაე ვიყოთ კიდეც,თუკი შესაძლებელია,-ღიმილით მივუგე-შევიდეთ,აცივდა,-დავაყოლე,როცა შევნიშნე კანკალებდა -მე ცოტახანს კიდევ ვიქნები,შენ შედი,-მომიგო და ისევ ჩამოჯდა.ხმა აღარ გამიცია,მშვიდად შევედი სახლში.დიტო უკვე კონწიალობდა,გეგაც არ იყო ნაკლებ დღეში,მე კი ასე ფხიზლად დავლაყუნებ.დამჯდარი არ ვიყავი ჭიქას რომ ვსტაცე ხელი და გადავუშვი კუთვნილ ზონაში. -დაბრუნი?-ამოიდუდღუნა დიტომ და ხელი გადამხვია-სად იყავი?-სახე ასლოს მომიტანა და უაზროდ მომაშტერდა-რატომ დალიე ამდენი? -რა?-გაოცებისგან პირი დავაღე-მე დავლიე? -ხო,აბა ორი რანაირად ხარ,-გაბრაზებული ხმით მკითხა მან,მე კი სიცილი ამიტყდა -შენ დალიე იმდენი რომ ორად გეჩვენები,-შევუსწორე ნათქვამი,მან ჩაიფრუტუნა და ხელი მომაცილა,ნაწყენივით ჩახარა თავი და კააახანს აღარ ამოუხედავს. -არ დაგვეწევი?-მომიბრუნდა მეორე ლოთი -კი,როგორ არა,-და ისევ გადავკარი ღვინო.რამდენიმე საათში სიმხურვალე მომედო.შებრაწულ გოჭს დავემზგავსე.ძლივს წამოვდექი ფეხზე და საძინებლისკენ გზა გავიკვლიე,ძლივს ვხედავდი სად მივდიოდი.კარი ფრთხილად შევაღე და ჩაბნელებულ ოთახში შუქის ასანთების ძებნა დავიწყე,მაგრამ ვერ მივაგენი.საწოლს როგორღაც მივაგენი და ჯერ ჩამოვჯექი,მერე კი ნელ-ნელა დავეშვი და წამოვწექი.მალენა რომ ასე მხედავდეს ეგონებოდა რომ ლოთი ვარ,მაგრამ ასე არაა,ვსვამ იშვიათად და ბევრს,ანაზღაურების მიზნით. გვერდი ვიცვალე და ისეთმა უცნაურმა შეგრძნებამ შემიპყრო,მეგონა მალენა მეწვა გვერდით.ოფლმა დამასხა,ხელი კანკალით გადავწიე საწოლის მარცხენა მხარეს და რბილ,ზედმეტად თბილ სხეულს რომ შევეხე,თვალები გამიფართოვდა.ნუთუ მის ოთახში ვარ.სუნთქვა გამიხშირდა და ლამის ისევ ხველა ამიტყდა.სიმთვრალისგან ისე გამომეცალა ძალა,წამოდგომა ვერ შევძელი.ხელი მის წელს მოვაცილე და ორივე ხელის გული მკერდზე მივიბჯინე რომ გულის სასწაული ცემა შემეჩერებინა.რა საზიზღობაა,მთვრალსაც კი მიცემს გული მის გამო.ნეტავ მითხრას ვინმემ რა მემართება.ასე რამ გამომაშტერა ამხელა კაცი. სიმთვრალეს ვაბრალებ,მაგრამ მგონი თავად არ მინდა წამოდგომა და მისი მიტოვება.ჩავეხუტები და ხვალ ვეტყვი რომ ყველაფერი ღვინის ბრალი იყო და რომ მე ის არ შემყვარებია. * * * დილით საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა.გეგა და მალენა ჩხუბობდნენ.საჩქაროდ წამოვდექი საწოლიდან და ოთახიდან გავედი. -რა მოგივიდათ?-ვკითხე,მაგრამ ვითომც არ მეკითხოს,ხმა არცერთმა გამცა,მხოლოდ შემომხედეს და ისევ გააგრძელეს ყვირილი.დიტოც დაფეთებული გამოვარდა.ორივე გაოგნებული შევყურებდით მათ. -რა ეტაკათ?-მკითხა დიტომ,მე კი მხრები ავიჩეჩე -არ ვიცი -მასთან რომ გეძინა მაგაზე ხომ არ ჩხუბობენ?-უცებ გამიარა გონებაში დიტოს შეკითხვამ და გეგას მივვარდი -უნდა ვილაპარაკოთ,-სერიოზული ხმით მივუგე -მოგხედავ შენც,-დამიბღვირა,რაც ნიშნავდა რომ დიტომ მართალი მითხრა.ოფლით დაცვარული შუბლი შევიმშრალე და ღრმად შევისუნთქე ჰაერი.გგონიათ ვიცი რა უნდა ვუთხრა?არა,აზრზე არ ვარ,საერთოდ რა უნდა ავუსხნა.უბრალოდ ოთახში შემეშალა,უბრალოდ გვერდით დავუწექი და უბრალოდ წუთით ჩავეხუტე.მოიცა რომ ჩავეხუტე ჩამეძინა და მთელი ღამე ჩემს მკლავებში მყავდა მოქცეული? -წამოდი,-ხმამაღლა ვუთხარი გეგას და ხელი მოვკიდე.სახლიდან გავედით,არ მინდოდა ჩემი საუბარი მალენას მოესმინა. -რას გადამეკიდე შენ?-უცებ მიიღო მშვიდი სახე-მალენა მიდის და მინდა გადავაფიქრებინო,შენ კიდევ ხელს მიშლი,-ახლა კი მართლა დავიბენი და პირდაღებული მივაშტერდი. -სად მიდის?-ვკითხე ენის ბორძიკით -სტამბოლში -იქ რა უნდა? -საქმრო ჰყავს -საქმრო?-თვალები გამიფართოვდა.ისეთი ხმაურით გადავყლაპე ნერწყვი გეგამ გაიგო და გაეცინა. -ქართველია,იცი რა კარგი ბიჭია?-დაიწყო ქება -გილოცავ,-ძალიან უბრალოდ გამომივიდა თქმა,მაგრამ ვერ დავმალე რომ სულაც არ გამხარებია ახალი ამბავი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.