შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუმორჩილებელი მეძავი (8 თავი)


27-04-2016, 11:52
ავტორი nasia
ნანახია 4 581

გაოგნებული ვუსმენდი ამ გოგოს ნათქვამს.ნუთუ სანდრომ მომატყუა?
სანრომ ჯერ მე შემომხედა და მერე ლიზის მიუბრუნდა
-რა ცოლი გოგო?რას ბოდავ?შენ ჩემი ცოლი აღარ ხარ უკვე დიდი ხანია
-ასე რატო მელაპარაკები?ნუთუ სულ დამივიწყე სანდრ?
-შენნაირ მოღალატეებს ეგრე ემართებათ,ახლა კი წადი აქედან და თვალით აღარ დამენახო
ლიზა ვითომ ატირებული წავიდა გასასვლელისკენ.
-ნინა,ყველაფერს აგიხსნი-ახლა მე მომიბრუნდა და საცოდავი თვალებით შემომხედა
-მშვენივრად გავიგე ყველაფერი სანდრო-ვუთხარი და გასასვლელისკენ გავედი,ისიც გამომყვა და უკვე ქუჩაში ვიყავი მკავში რომ მწვდა და გამაჩერა
-მოიცადე ნინა
-ხელი გამიშვი.ამდენი ხანია ერთად ვართ და ერთხელ მაინც არ მოგაფიქრდა,რომ ცოლზე გეთქვა?
-ის ჩემი ცოლი არაა,იყო მართალია,მაგრამ 3 თვეც არ ვიყავით ერთად.მეგონა მიყვარდა და ვუყვარდი,მაგრამ მიღალატა და თვითონ წავიდა ჩემგან.ცოტა ხანში გავეყარეთ და ხლა რამ მოუფრინა თავში არ ვიცი.ალბათ საყვარლისგან ფული შემოაკლდა და ჩემთან მაგიტომ მოვიდა
-და ამ ყველაფრის თქმას,როდის აპირებდი?თუ საჭიროდ არ ჩათვალე მე მცოდნოდა?
-კარგი რა ნინა,ხომ იცი,როგორ მიყვარხარ-მითხრა და ხელები წელზე შემიცურა,მე უკვე ვტიროდი-არ მინდოდა ეს ამბავი გაგეგო,ის ჩემი წარსულია შენ კი წამყო და მომავალი-თვალებში ჩამხედა და მაკოცა
-მაინც უნდა გეთქვა-გავიბუსხე და ზურგი ვაქციე,ეს ისე მოჩვენებით
-რით შემოვირიგო ჩემი გოგო-ღიმილით მითხრა და ახლა უკნიდან მომეხვია,თან ჩაეცინა
-ოოო,მაგისთვის მთელი ღამე წინ გაქვს-გავიცინე და ახლა ჩემი ინიციატივით ვაკოცე
-წამოდი სახლში,თორე აქ დავიწვი სიცხით,თანაც სამუშაო გვაქვს
-რა სამუშაო სანდრო-გაოცებულმა გავხედე
-ვერ ხედავ,გამასწრო ლევანმა უკვე,მინდა ჩვენც გვყავდეს პატარა და რაც შეიძლება მალე.
* * * * *
დრო სწრაფად გადიოდა.სანდროს ოჯახის გაცნობა იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა ვიდრე მეგონა.მათი სახით დედა,მამა და და შევიძინე.მართალია მშობლები ხშირად დადიოდნენ სამოგზაუროდ და საქმეებზე საზღვარგარეთ,მაგრამ ნუცა სულ თითქმიშ ჩვენთან იყო ხოლმე.
მეგობრებიც ერთად ვიკრიბებოდით ხშირად,ხან მწვადებს ვწვავდით წყნეთში,ხან ხინკალს ვახვევდით გოგოები და ასე ვერთობოდით ხოლმე.
იმ ამბებიდან 3 თვე იყო გაული უკვე,სალომეს მუცელი ოდნავ ეტყობოდა უკვე,გადავწყვიტთ ახლაც წყნეთში ავსულიყავით და შაბათ-კვირა იქ გაგვეტარებინა.
-სანდრო,ის კალათაც ჩადე?
-ხო ჩავდე ნინა,არ დამავიწყდება-ბუზღუნით მითხრა სანდრომ
-და ჩანთა ხო მოგაქ?
-კი,ეგეც მანქანაშია
-ნუცას უნდა გავუაროთ არა?
-კი,კი,ჩავსხდეთ და წავიეთ თორე ლევანმა ამიკლო სად ხართ აქამდეო
-ავიდნენ უკვე?-გაკვირვებულმა ვკითხე
-კი და სალომემაც ტვინი წამიღო ნაყინი წამოიღეთო
-აუუუ მეც მინდა ნაყინი-პატარა ბავშვივით ავხტუნავდი,სანდრომ დამცინა და მანქანაც დავძარით.ჯერ ნუცას გავუარეთ და შემდეგ სუპერმარკეტში შევედით პროდუქტებისთვის.უამრავი რამ ვიყიდეთ,ნაყინიც რათმაუნდა და გავეშურეთ წყნეთისკენ.გზაში წინ ვიყავი დასკუპებყლი და პატარა კოლოფით ჩემთვის ვჭამდი ვანილის ნაყინს,უცებ გულის რევის შეგრძნება დამეუფლა
-აუუ სანდრო გააჩერე რა-შეწუხებული სახით ვუთხარი
-რა მოხდა ცუდათ ხარ?- შეშინებულმა მკითხა და მანქანა გადააყენა
-გული მერევა-თქმაც ვერ მოვასწარი ისე სწრაფად გადავხტი მანქნიდან და გული ამერია
-ხო არ მოიწამლე-ნუცაც გადმოსულიყო
-შეიძლება,მთელი ყუთი ნაყინი ჭამე და-სიცილით მითხრა სანდრომ და სახეზე წყლიანი ხელები მომისვა
-კარგად ვარ უკვე,წავიდეთ-მისუსტებული ხმით ვთქვი და მანქანაში ჩავჯექი.
წყნეთამდე ნაყინისთვის პირიც აღარ დამიკარებია,მხოლოდ გზას ვუყურებდი და დროც მალევე გავიდა.იქ მისულებს ლევანი და სალომე გარეთ დაგვხვდნენ,ასევე დათოც,მანქანა გაჩერდა თუ არა სალომე ეგრევე მოვიდა
-ჩემი ნაყინი მომიტანეთ?
-კი მოგიტანეთ,მაგრამ ნინასავით შენც მთელ ყუთს ნუ შეჭამ,ცუდად არ გახდე
-რატო ნინა ცუდათ გახდი?
-არაფერია,უბრალოდ გული ამერია
-შენც ორსულად ხარ?-გახარებულმა მითხრა სალომემ
-არა გოგო,უბრალოდ ბევრი ვჭამე და ალბათ მაგიტომ გავხდი ცუდათ,ამ ბოლო დროს სულ ვჭამ
-ნინა ტესტი არ გაგიკეთებია მერე?
-არ ვარ ორსულად გოგო,თორე ხო ვიგრძნობდი?
-კარგი,კარგი,წამო და სუფრა გავშალოთ მომშივდა ძაან-მუცელზე ხელი გადაისვა და ნერწყვი გადაყლაპა
-ხო მეც,აუუ მწვადი როგორ მინდა,კიდევ კარგი სადროს ვაყიდინე ხორცი
სუფრა გავშალეთ,მწვადიც შევწვით,საღამოს კი ყველანი ერთად შემოვუსხედით დანთებულ კოცონს
-ხვალ ლუკა ჩამოდის-სიჩუმე სანდრომ დაარღვია
-ლუკა ვინაა?-ვიკითხე ინტერესით
-ლუკა ჩვენი მეგობარია,ძალიან მაგარი ბიჭია რომ ჩამოვა და გაიცნობ შენ თვითონ დარწმუნდები-ამიხსნა სალომემ
-საიდან ჩამოდის?-ახლა ნუცამ იკითხა
-რუსეთში იყო მამასთან და მობეზრდა იქაურობა,საქართველო მოენტრა და მეგობრები ბიჭს-თქვა სანდრომ და ჩამეხუტა-რა თბილი ხარ-ჩუმად ჩამჩურჩულა და მაკოცა
-შეგცივდა?წავალ ჟაკეტს მოგიტან,თორე გაცივდები-თბილათ ვუთხარი და წამოვდექი.მისაღებში შევედი და უცებ თავბრუსხვევა ვიგრძენი,კედელს მივეყრდენი და სანდროსთვის უნდა დამეძახა თვალებში,რომ დამიბნელდა და გავითიშე.
-სად წავიდა ეს გოგო,მემგონი ახლა ქსოვს ჯაკეტს-სიცილით თქვა სანდრომ
-წავალ მე მარწვი მინდა,მოვიტან თან ნინასაც დავუძახებ-წამოდგა სალომე
-გინდა მე მოგიტანო?-ლევანმა გააჩერა
-არა იყოს,სულ ხო არ ვიჯდები-წამოდგა და ნელა წავიდა მიაღებისკენ,როცა ძირს უგონოდ დაგდებული ნინა დაინახა ეგრევე დაიყვირა
-ნინაა!-ამ ხმაზე ყველა წამიშაა და სახლში შევიდნენ.მათაც ასეთივე რეაქცია ჰქონდათ,სანდრო გაგიჟეული მივარდა და ხელში აიყვანა,შემდეგ კი დივანზე მიაწვინა
-წყალი მოიტანეთ სწრაფად-თქვა სალომემ-სანდრო მიმიშვი-ახლა ის გასწია გვერდით და ნინასთან მივიდა,ცივი წყალი სახეზე მოუსვა და დაელოდა.
ნელა გაახილა თვალები და გაურკვევლობაში მყოფი დივანზე წამოჯდა
-კარგად ხარ?-კითხა სანდრომ და ხელზე აკოცა-როგორ მანერვიულე
-რა მოხდა?
-გული წაგივიდა,ნუ ნერვიულობ ისეთი არაფერია-უთხრა სალომემ და გვერძე ჩაოუჯდა-ხო გითხარი ტესტი უნდა გაგეკეთებინა,მემგონი მართლა ორსულად ხარ
-რაა?-გაოგნებული ამოთქვა სანდრომ და თვალები გაუბრწყინდა
-ზუსტად არ ვიცით ჯერ,უბრალოდ დღეს გულიც აერია და-არეული ლაპარაკობდა სალომე და ჩანთაში რაღაცას ეძებდა-აუ მეგონა მქონდა ტესტი,მაგრამ არ მაქვს-დაიწუწუნა და ჩანთა იქვე მიაგდო
-მე მაქვს-უცებ ნუცამ თქვა და ყველას თავი მისი მიმართულენით მიბრუნდა.გაგიჟებული სანდრო კი ნერვებს ვეღარ თოკავდა
-რა თქვქი გოგო?შენ რათ გინდა ორსულობის ტესტი?არ გადამიყვანო ეხლა ჭკუიდან-იყვირა და ფეხზე წამოდგა
-ნუ ქმნი პანიკებს მე არც მინდოდა,მარის ვუყიდე და ჩანთაში დამრჩა,მერე არც გამხსენებია მიცემა გაიგო და,ეხლა კიდე გამახსენდა და ვთქვი,აუცილებელია სისულელეები იფიქრო-ისიც გაბრაზებული წამოდგა და ჩანთიდან ტესტი ამოიღო-მინდი ნინა გაგვახარე -ღიმილით მიაწოდა ტესტი და თავად გარეთ გავიდა ნერვებ მოშლილი.
ეზოში სეირნობდა და ძმაზე ბრაზობდა „არა რა,ეს როგორ იფიქრა იდიოტმა,იმდენი საქმე მაქვს მაგის გამო დასაორსულებლად კი არა პაემნისთვის არ მრჩება დრო,იდიოტი“ამ ფირებში იყო,გართული,რომ უცებ ჭიშკრის კარის ხმა გაიგო და იქითკენ წავიდა,კარი გამოაღო და იქ მდგომ ახალგაზრდა ბიჭს გაბრაზებულმა მიმართა
-არ გვინდა ბიძია რამის ყიდვა,ამ შუა ღამისას,რომ არ შეგვაწუხოთ ხოლმე არ შეიძლება?!-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და კარი უნდა მიეხურა ბიჭის ფეხი,რომ დახვდა გაჩხერილი-ყველაფერტან ერტად უზრდელიც ყოფილხართ
-ბიძია არა?-გაეღიმა უცნობს და ეზოში შემოაბიჯა
-რას აკეთებთ?კერძო საკუთრებაში შემოჭრისთვის გიჩივლებთ-წამოენთო ნუცა
-მერე შენია რო ეს სახლი?-ღიმილით კითხა ბიჭმა
-თავხედო! დიახაც ჩემია,უფრო სწორად ჩემი ძმის არ ნარ მნიშვნელობა აქვს საერთოდ რას გისნი,ახლავე დატოვე სახლი
-სანდროს და ხარ?-გაკვირვებით შეხედა ბიჭმა-არადა ისე ყვებოდა შენზე ხოლმე,ესეტი სწერვას შთაბეჭდილება არ დაგიტოვებია
-სანდროს იცნობ?-დაეჭვებით გახედა გოგომ
-მე ლუკა ვარ,ხვალ უნდა ჩამოვსულიყავი მაგრამ გეგმები შემეცვალა და ადრე წამოვედი,იქნებ ეხლა მაინც შემომიშვა?
-უი,მე....ვაიმე...მეგონა,ბოდიში რაა,მეგონა ვაჭარი იყავ-დაბნეულმა უთხრა და თან გაეცინა.
ამასობაში ნინა სააბაზანოში იყო და სულმოუთქმელად ელოდა ტესტის პასუხს.
გაოცებული დავყურებ ორ ხაზს და თვალებს ვერ ვუჯერებ,ორსულად ვარ!
ასეთივე სახით გავედი და სანდროს ცნობისმოყვარე მზერას გადავაწყდი,რომელიც სულმოუთქმელად ელოდა პასუხს
-რამდენი ხაზია?-იკითხა სალომემ
-ორი-ბედნიერმა გავუღიმე, სანდროს შევახტი გახარებული და ყურში ჩავჩურჩულე
-გილოცავ მამიკო!
პ.ს.უდიდესი ბოდიში რააა ამდენი ხანი,რომ ვერ დავდე.სახლში არ ვიყავი ეს დღეები და ვერ მოვახერხე დაწერა.
იცი საშინელი გოგო ვარ და არ მეპატიება,მაგრამ შეცდომას აუცილებლად გამოვასწორეებ.



№1 სტუმარი nati

Umagresi gogo xar zalian momcons es istoria male dade shemdegi tavii

 


№2  offline წევრი lamazmani

Dzalian katgi tavia momwons dzaan veli axal tavs

 


№3 სტუმარი m

rabanaluri gaxda arada rogormomwonda

 


№4 სტუმარი N. M

Dzalian magari gogo xar ❣❣dzalian momwons Es istoria da male dade shemdegi ❣
P. S Es tavi cota banaluri iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent