შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმრის ვალი გავისტუმრე (4 თავი)


27-04-2016, 19:39
ავტორი zia-maria
ნანახია 4 404

---ააა, თქვენ შეყვარებულები ხართ?- ნიკამ ნათიას გადახედა ღიმილით და თვალი ჩაუკრა ბესოს დასანახად და ისევ თავზე აკოცა. ნათიამ კი ვარსკვლავებ აციმციმებული თვალები მიანათა ნიკას.
---ხომ, გვიყვარს ერთმანეთი. მაგრამ არა ისე, როგორც შენ ფიქრობ ახლა, ნათია ჩემი ცხოვრების აზრია, -სახეზე ღიმილ აკრული ნიკა, აჭიანურებდაა ბესოსთვის სიმართლის თქმას- მან შემივსო ის დანაკლისი, რაც იყო ჩემში, ის ჩემი ცხოვრების აზრი გახდა, მან გამიფერადა სამყარო, შემცვალა, ცხოვრება სხვა თვალით შემახედა,-ბოლოს კი ღიმილითდაამატა- ნათია ჩემი ნაპოვნი დაა ბესო!
ბესო ჯერ გაოცდა, რომ მოესმა სიტყვა ,,ჩემი და'', პირველად ესმოდა რომ ნიკას და ყავდა, მიხვდა ნიკა რომ ბესო დააბნია მისმა ნათქვამმა. ღიმილი კი არ შორდებოდა სახიდან.
---ეს დიდი თემაა და მერე, სხვა დროს მოგიყვები, სხვა დროს, ახლა ნათია უნდა გავიყვანო სამსახურში, მერე ისევ გინახულებთ.- მეგობრულად გაუღიმა ნიკამ ბესოს რომელსაც ადამიანის ფერი დაბრუნებოდა.
ნათიამ თბილად გაუღიმა და დაემშვიდობა ბესოს.
---კარგად და გამოჯამრთელებას გისურვებ- და პალატაში ახლად შემოსულ ნუკრისაც დაემშვიდობა- თქვენც კარგად ბრძანდებოდეთ!- მიუბრუნდა ნუკრის თითქოს რაღაცის თქმას აპირებდაო, მისი სახის დანახვისას ღიმლი მოედო და სწრაფად გავიდა პალატიდან.
---კარგად ნათია- მთელი სითბო და სიყვარული ჩადო ამ ორ სიტყვაში ბესომ, ნიკას შეხედა და თვალი ჩაუკრა, დაელოდა ნათია როდის დახურავდა კარს, ჩამორჩა ნათიას ბესოს მუბრუნდა და უთხრა ნიკამ.
---არაფერი შეგეშალოს ბესო! - მის ხმაში არც ერთი ნოტი, სიბრაზის, სიფიცხის, მუქარის, ბრძანების, უბრალოდ მეგობრული რჩევის ნოტები იყო.
---გეფიცები, წუხელ ვნახე პირველად და მეორეა ეხლა, აქ შენთან ერთად!- თავი არც კი გაუმართლებია ბესოს.
---მადლობა ნიკა, ჩემი ძმა ხარ- ღიმილით მოუხადა მადლობა ბესომ.
---ვიცი, ვიცი, ეხლა უნდა წავიყვანო, არ მინდა დააგვიანდეს, შემოგივლი მოგვიანებით!- მეგობრულად გაუღიმა და დაემშვიდობა.
---რა იყო შე ჩ--ა, ხომ არ შეგიყვარდა ეს გოგო?- ნუკრიმ სიცილი ატეხა, როგორც კი ნიკამ კარები გაიხურა.
---იცოდე, მათლა ავდგები ფეხზე- თვალები შუშისოდენა გაუხდა ბესოს- ცოტა მაკლია აქედან გადაგიშვა. წადი სახლში, სამსახურში, საქმეებს მიხედე, მე დასვენება მჭირდება. - როგორი ძნელია იყო, ნუკრის მეგობარი და მისი დასახიჩრების სურვილი არ გაგიჩნდეს.
---მე შენთან მოვედი, ჩემო ცხოვრების ნავსაყუდელოვ- ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ფaნჯარაზე მჯდომმა.
---ნუკრი გაეთრიე აქედან, წყობილებიდან ნუ გამომიყვან- როგორ უჭირდა ბესოს სიბრაზის შეკავება, არა და ეს ყველაფერი ნუკრის უფრო მეტად ახელებდა.
---ჩემო საყვარელო, მე შენთან მოვედი- ნაზად ჩამოვიდა ნუკრი ფანჯრიდან, სკამი აიღო ბესოს საწოლის წინ დადგა, ჩამოჯდა და ფეხები საწოლზე შემოაწყო- ხედავ რა წანწკლი ფეეხები მაქვს?- გაუღიმა ნუკრიმ და ფეხების გამომზეურებას მოყვა, ჩემზე მაგარი ფეხები დაგენაძლევები არც ერთ ნაშას არ აქვს, არც იმ შენს ყოფილ სვეტაჩკას,- გოგოს გახსენებაზე, ნუკრის ,,თვალები აუცრემლიანდა“ იმ მახინჯში როგორ გამცვალე, ასეთი მაგარი ნაშა მიმაგდე მე- ამ ყველაფერს ოთახში შემოსული ექთანი შეესწრო, ახალგაზრდა გოგონას, სახე შეეფაკლა, მრისხანება, გაოცება, შებრალებაც კი აისახა მის სახეზე.
---ნუკრი, ბოლოჯერ გაფრთხილებ აქედან გაეთრიე, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ- თითქმის ბოლო ხმაზე დაიღრიალა ბესომ. ექთნის სახეს რომ მოკრა თვალი.
---სისტება უნდა დაგიდგათ ისევ, წამლებიც მიღებაც გიწევთ- თავის მართლებასავით გამოუვიდა, მედდას, შემდეგ კი დაამატა- თქვენთვის ნერვულობა არ შეიძლება, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი დაძაბულობისგან.
-შეგიძლიათ მითხრათ ზუსტად რა მჭირს?- ბესომ მიმართა ექთანს.
---დიახ, რა თქმა უნდა. ტვინის შერყევა - ხასიათდება ტვინის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევით, რაც გამოწვეულია ტრავმების შედეგად.

სიმპტომები

• გონების დაკარგვა; • ღებინება; • პულსის აჩქარება და შენელება; • სუნთქვის გახშირება;
• არტერიული წნევის აწევა; • თავის ტკივილი; • თავბრუს ხვევა; • კრუნჩხვები;
• საერთო სისუსტე; • ყურებში ხმაურის შეგრძნება; • სახეზე სისხლის მოწოლა;
• ძილის დარღვევა...
---რაც ჩამოთვალეთ თითქმის ყველას ვუჩივი- ბესომ მიმართა ექიმს- მაგრამ ოპერაცია რატომ დამჭირდა?
---როგორც მე გავიგე, თავზე რამდენიმე ნაკერის დადება გახდა საჭირო, რამოდენიმე ადგილას, დარტყმა არც ისეთი სუსტი იყო, ამიტომ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევაც
---რა გაუკეთეს?- ახლა ნუკრი ჩაერთო მათ საუბარში

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
• თავის ქალისა და ხერხემლის კისრის ნაწილის რენტგენი;
• ენცეფალოგრაფია;
• ექოენცეფალოსკოპია;
• თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
• თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
• თავის ფუძის გამოკვლევა;
• ზურგის ტვინის პუნქცია.

მკურნალობა

• ანალგეტიკები;
• სედატიური პრეპარატები;
• საძილე საშუალებები;
• სისხლძარღვების, მეტაბოლიური თერაპია;
• მატონიზირებელი საშუალებები.

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

• წონასწორობის დაკარგვა;
• ფსიქიკის შეცვლა;
• კიდურების კანკალი;
• პოსტტრავმული ტკივილი.

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:
• რიგი სპროტული აქტივობისას თავის დამცავი საბურავის გამოყენება;
• საშიში საყოფაცხოვრებო ფაქტორების გამორიცხვა;
• ავტომანქანის მართვისას ღვედის გამოყენება.

---ხომ, კარგად იქნება?- სკამზე სწორად მოკალათებულიყო ნუკრი და ექთანს თვალს არ აშორებდა.
-კი აუცილებლად- ექთანმა ბესოს სისტემა დაუდგა, რამდენიმე აბი მიაწოდა, შემდეგ ბესოს მიუბრუნდა- კიდევ ხომ არ გაინტერესებთ რაიმე? ან ხომ არ გჭირდებათ?
---არა გმადლობთ, არაფერი.
---კარგი თუ რამე დაგჭირდეთ, მე აქვე ვიქნები და მოვალ- შემდეგ კი ნუკრის მიუბრუნდა- პაციენტს დასვენება ესაჭიროება, ძილი მისთვის აუცილებელია, გთხოვთ რომ დატოვოთ პალატა.- თქვა მშვიდად ექთანმა და ოთახი დატოვა.
---ვაიმე ბესო შეყვარებული ვარ- უცებ წამოხტა სკამიდან ნუკრი და დახურუ კარს მიაჩერდა.
---ბიჭო, შენ სულ გამ---დი ხოომ? სოფო სულ დაგავიწყდა ხომ? - დაიღრიალა ბესომ
---წავალ ყვავილებს ვიყიდი და მოვალ- სწრაფად ადგა ნუკრი და კართან მისულს ბესოს მკაცრი ბარიტონი დაეწია.
---დაეგდე აქ, ფეხი არ გაადგა არსად, შენი თავი არ მაქვს, იმ გოგოს აცადე იმუშავოს და სოფოს მიხედე.
---ბიჭო პირველად მომეწონა ვიღაც, მაგარი ნა...ა და იმასაც მიშლი?- აშკარადა გაუკვირდა ნუკრის.
---ახლა გიშლი.-ხმა მოულბა ბესოს- სხვაგან სხვა ვითარებაში გაიცანი.
---კარგი მაშინ გიმღერებ- სახე გაუნათდა ნუკრის და ისევ სკამზე მოკალათდა.
---მომაშორეთ ეს აქედან- ბალიში თავზე დაიმხო ბესომ.

*****

სულ სამი წუთით დააგვიანდა ნათიას სამსახურში. გოგოებს დაეკითხა
---მოსულები არიან?- და კაბინეტისკენ გაიშვირა მალულად თითი
---კი ილოა მოსული, მოვიდა თუ არა ჩაიკეტა, არ გამოსულა, რა დაემართა არ ვიცით, ეტყობა ცუდი ღამე ქონდა-შემდეგ კი ღიმილით და უფრო ჩუმად უთხრა- პარტნიორი შეხვდა ალბად ცუდი, უხასიათოდ არის, იღრინება! -უცებ ჩამოარაკრაკა ირმამ.
---კარგი ჩემს ადგილზე ვიქნები, -მივიდა თუ არა ილომ დაუძახა რომ მასთან შესულიყო, კიდევ კარგი რომ გამოცვლა მოსწრო.
---გისმენთ ბატონო ილო!- კაბინეტის კართან გაჩერდა ნათია
---ყავა მომიტანე ნათია, ორმაგი უშაქრო!- ხმაზე იყო რომ სადააცაა იფეთქებდა სიბრაზისგან.
---დიახ ეხლავეს მოგართმევთ!-მალევე შეუტანა ყავა და უხმოდ დატოვა კაბინეტი.
ცოტა ხანში ხედავს გაცეცხლებული მოდის იაგო და არანაირი მისალმება არავინისთვის, ისე შეგლიჯა ილოს კაბინეტის კარები.
---შენ საერთოდ აზროვნებ?- დაიგვირგვინა იაგოს ხმამ.
---ჩუმად გაიგო მთელმა კაფეტერიამ ჩემი პრობლემები!- თბილი სახის ნიღაბი აიკრა ილომ
---შენ რა გეგონა, დაეტაკებოდი, მოკლავდი, დააინვალიდებდი და საქმეც დამთავრდებოდა? მიპასუხე სულ შეცდომებს რატომ უშვებ ილო? ვცდილობ დაგეხმარო, გვერდში დაგიდგე და შენ გზას მიკეტავ, რა გიყო მითხარი? დემეტრეს ემტერები, ბესო რა შუაშია? არადა, არც დემეტრეა შენთან დამნაშავე!
---გუშინ აქ იყო, მთელი დღე, არ ვიცი ვის ელოდა, მაგრამ ძალიან გვიან გავიდა აქედან!- თავი ჩახარა ილომ
---და მერე შენ რა? გითხრა რამე? დაგელაპარაკა?- სიბრაზე მოაწვა იაგოს
---არა, არც ერთი და არც მეორე!
---აბა რა გინდა? რას ერჩი? რას გადაეკიდე ადამიანო? რამდენჯერ უნდა გითხრა, დემეტრე არაფერ შუაშიათქო, პირიქით, დემეტრე დაგეხმარა და ვალის გარკვეული ნაწილი დაგიფარა, ისიც ჩემი ხათრით ილო, ჩემი ძმაკაცობის ხათრით, ეხლა რომ მოგთხოვოს ის ფული რას იზამ? დემეტრე რომ გაიგებს ამ ყველაფრის უკან შენ დგეხარ, რა გგონია გაპატიებს და ამ ყველაფერს ასე მარტივად დაივიწყებს? ან თბილად ძმაკაცურად ჩაგიკრავს გულში?
---რა უნდა ვქნა? ვერ მივცემ, ფული არ მაქვს!
---ნუღარ ლაპარაკობ ამდენ უაზრობებს, ნერვებს მიშლი უკვე, ჭკუიდან გადაგყავარ ილო ჭკუიდან! - ხმას ვეღარ აკონტროლებდა უკვე იაგო.
---ოხ რატომ არ მოკვდა, რატომ?- იღრიალა ილომ ხმამაღლა.
---ეს ვერაა კარგად, შენ ან ნერვოპათალოგს გაესინჯე ან ფსიქიატრს, შენ ვერ ხარ დადგენილ ჭკუაზე, ამ საქაღალდეში ყველაფერი გასაგებად წერია თეთრზე შავით- მაგიდაზე საქაღალდე დაუგდო იაგომ- შეგიძლია ნახო, წაიკითხო, რომ შენ ხარ დამნაშავე და თავს ნუ იშტერებ, დათმე სიამაყე და იმ ხალხს შეეშვი! -დაღლილი და გამოფიტული ჩაეშვა იაგო კრესლოში, ნერვები დაწყვეტაზე ქონდა. შეხედა ილოს რომელიც მშვიდად იჯდა და სიგარეტს აბოლებდა ისე მშვიდად თითქოს არაფერში არ მიუძღვის ბრალი და ნოტაციებს ილოს კი არა უკითხავდა მას უკითხავდნენ ცოტა ხნის წინ, ძალიან წყნარად და ჩუმი ხმით უთხრა;
----ამ ყველაფერს, რაც არაკაცობით გაქვს გაკეთებული დემეტრეს წინაშე, ერთ დღეს მწარედ გაზღვევინებს და ყველაზე წმინდას, ყველაზე სუფთას და ყველაზე ღირებულს აგართმევს ვალში. მერე ჩემთან არ მოხვიდე ილო, მე ვერაფერს ვეღარ გიშველი, ყველაფერს დაკარგავ, შეეშვი იმ ბიჭს, ის არ ტყუილს შენს წინაშე, საერთოდ არავის წინაშე, ის სამეგობროს თვალია, ნუ ამწარებ თორე სიცოცხლეს გაგიმწარებს. ჭიამ თქვა, თუ ფეხს არ დამადგამს არავინ, მე ტყუილად არ ვხვანცალებ ჩემს გზაზე მივდივარო. ''შენ კი უხვევ გზიდან ილო,უხვევ და ძალიან შეცდომით.დემეტრე დემეტრაძე არ აპატიებს არავის არაფერს. მას არც ბესოს საქმე დარჩება დიდხანს ჩრდილში! „



№1 სტუმარი stumariii

ველოდებოდიიი მარა აიიიი ეკა უბერის სურათი ყველაზე დიდი გაოცება იყოოო ველიშემდეგ თავსსს

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Vauuu dzaliannn magariaaa

Vauuu dzaliannn magariaaa
--------------------
G.ke

 


№3 სტუმარი sabu mari

gagrzeleba rodis iqneba?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent