შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმრის ვალი გავისტუმრე (3 თავი)


25-04-2016, 23:55
ავტორი zia-maria
ნანახია 4 664

---სასწრაფოს დაურეკავ და მოვა. არ მიგატოვებ, აქ არ დაგტოვებ. გაუძელი ცოტა ხანიც! ძირს მწოლიარემ თვალები გაახილა ნელა-ნელა და ბუნდოვნად დაინახა ულამაზესი გოგო. ეგონა თუ მოკვდა და უკვე სამოთხეში მიყავდა ზეციურ ანგელოზებს.
----ტელეფონი სად გაქვთ რომ დავრეკო, ჩემი დამჯდარია. ვინმეს თქვენიანს დავურეკავ. არ გაითიშო გთხოვ! -ემუდარებოდა ნათია უცნობს. უცნობმა ხელით ანიშნა მანტოს ჯიბეში მიდევსო და მანაც არ დააყოვნა, მოძებნა და ბოლოს დანარეკზე დარეკა.
---ალო ხო ბესო, საათის არსებობა იციან იქ სადაც ხარ? თუ არა გეტყვი მე რომელი საათია. ორია დაწყილი შე........!- ყურმილში ბოხი გაბრაზებული ბარიტონი გაისმ.
-----უკაცრავად,- ნათიამ მისი სიტყვები არ შეიმჩნია და უცებ ჩაყვირა შეშნებულმა- ამ ტელეფონის პატრონს მანქანამ დაარტყა და ვერ მივატოვე შუა გზაში. ეხლა საავადმყოფოში გადავიყვანთ და იქ მობრძანდით. მესიჯით მოგწერთ ამ ნომრით სადაც მივიყვანთ!
---ცოცხალია? ეს მითხარი მხოლოდ და მოვდივარ უკვე, მესიჯს ველოდები! -მოისმა სასოწარკვეთილი ხმა.ნათიამ შეამჩნია რომ შორი ახლოს მანქანა იდგა და უთვალთვალებდა ყველა მის მოქმედებას შორიდან, ვინ არის არ იცის, თუმცა კარგად გრძნობს რომ ამ ყველაფერის უკან ილო დგას და ეხლაც ის უნდა უთვალთვალებდეს.
ამასობაში ბონდო ძიაც მოვიდა. სასწრაფოს დააგვიანდა და გადაწყვიტეს ტაქსით წაეყვანათ საავადმყოფოში. მერე უცნობსაც გაუგზავნა მესიჯი თუ სად იყო, სად მიიყვანეს დაზარალებული და დაელოდნენ მის მოსვლას.
----ნათია შვილო, მანქანა არ ახსენო, ვთქვათ ვნახეთ ძირს წაქცეული და ვერ მივატოვეთ ქუჩაში ადამიანი! - ბონდო ძია მასთან მივიდა ახლოს და თითქმის ჩურჩულით უთხრა.
---კი მაგრამ, მე ხომ დავინახე და ვიცი რა მანქანაცაა. ნომერიც აქ მაქვს, უცებ ჩავიწერე! - უცნობის ტელეფონი ისევ ჩაებღუჯა, და მესიჯებში შენახული ტექსტი დაანახა.
---არა, დამიჯერე. არ იცი რა ხდება შვილო და შარში არ გაგვაყოფინოს თავი ვინცაა, - ბონდო ძია მამაშვილურად არიგებდა, როდესაც ჰოლში შეშინებული უცნობი შემოვიდა, თვალებს აცეცცებდა და ეტყობოდა რომ ეს იყო დაზარალებულის მეგობარი, ალბათ მიხვდა ნათია რომ უნდა ყოფილიყო ის გოგონა ვინც ტელეფონზე დაურეკა და პირდაპირ მისკენ წავიდა, სანამ უცნობი მას მიუახლოვდებოდა, კარი ისევ გაიღო და ისევ შემოლაგდნენ, სავარაუდოდ სამეგობრო.
----მართალი ხარ. სახლში უნდა დავრეკო- ჩუმად უთხრა ბონდო ძიას, შემდეგ კი მოახლოებულ უცნობს მიმართა თხოვნით- მე დამიჯდა ტელეფონი. შეიძლება ვისარგებლო ამ ტელეფონით? სახლში მინდა დავრეკო, ინერვიულებენ.!
---როგორ არა დარეკე, ისე დავიბენი არც კი მოგესალმეთ და არც მადლობა გითხარით. კიდევ კარგი იქ იყავით და დაეხმარეთ. მე ნუკრი ვარ მაისაშვილი ბესოს მეგობარი! - ხელი გაუწოდა უცნობმა.
-სამადლობელი არაფერია, მე ნათია ვარ, ახლა დავრეკავ თქვენის ნებართვით- უცნობისგან უხმო თანხმობა მიიღო, რამდენი ნაბიჯით მოშორდა ბონდო ძიასა და უცნობს.
ნათიამ ნიკას ნომერი აკრიბა და დაურეკა.
---ალო!- მოესმა ნიკას ხმა, ეტყობოდა ხმაზე რომ ნერვიულობდა.
----ნიკ მე ვარ, ტელეფონი დამიჯდა და ვერ შეგეხმიანე, არ ინერვიულო, მე კარგად ვარ, საავადმყოფოში ვართ მე და ბონდო ძია, დანარჩენს სახლში რომ მოვალ მაშინ გეტყვი!
---რა სახლში მოხვალ გოგო? სად ხარ მითხარი და მოვდივარ უკვე მე და საბა!
---მაშინ ღუდუშაურში მოდი ტრავმატოლოგიურში!- ნათიამ დამნაშავესავით ჩახარა თავი თითქოს ამას დაინახავდა ნიკა, ,,აქაოდა განერვიულე დამნაშავე ვარო“
15 წუთში, გაფითრებული ნიკა და საბა შევარდნენ საავადმყოფოში და სულ სირბილით აირბინეს კიბეები.
---ნაათ!- იყვირა ნიკამ, მოეშვა გულზე ნათია კარგად რომ დაინახა.
---ნიკ მაპატიე, რომ განერვიულეთ, უბრალოდ არ შემეძლო ადამიანი ქუჩაში დატოვებინა! - ნიკას ხელები რომ მოშორდა მხრებიდან დაწვრილებით მოუყვა ნიკას და ყველას რა, როგორ იყო.
---მოიცა შენ დაინახე ვინ დაეტაკა?- კითხა ნუკრიმ, დაიბნა ნათია და უცებ შეთხზა ტყუილი.
---არა მე დარტყმის ხმა გავიგონე, ისე დავიბენი არ დავკვირვებივარ მანქანას!
---კარგი, ეხლა დაწყნარდი, ბონდო ძია სახლში გაუშვათ ცოდოა,მოხუცი ადამიანია- დაუყვავა ნათიას, შემდეგ კი- ბონდო ძია თქვენ წადით, მადლობა რომ დაგვეხმარე, აქედან ერთად წავალთ სახლში!- მორიდებით უთხრა ნიკამ ბონდო ძიას.
---რას ამბობ შვილო, რომ არ მოსულიყავით არ მივატოვებდი მარტო, ნათია შვილივით მიყვარს. აბა, მშვიდობა დამეტოვებიოს და მე წავალ, ჩემი დედაბერი ვერ იყო დღეს კარგად და მივხედავ მასაც! -თქვა ბონდო ძიამ და წავიდა.
ცოტა ხანში გამოიყვანეს ბესო. თავი ქონდა შეხვეული და ფეხი მოტეხილი. პალატაში შეიყვანეს, გონზე იყო, მხოლოდ სახე გაფითრებოდა და სახეზე ეტყობოდა რომ საგონებელში ჩავარდნილიყო.
---ხვალ ყველა ჯურნალ-გაზეთებში პირველ გვერდზე იქნები გამოჭიმული რას მოესწარი?- პალატაში ყველა შელაგდა, ნუკრი საღი მეგობრის დანახვამ შვება მოგვარა და ხუმრობის ხასითზეც დადგა და ირიბულად გახედა, წარბი უწია და ღიმილით უთხრა,.
---ერთი მაგათი დედაც, შენ ის მითხარი ის გოგო წავიდა, ვინც აქ მომიყვანა?- უჭირდა ბესოს საუბარი, ფიქრებში ორჭფობდა და აზრს ვერ ალაგებდა.
---იქ უთვალთვალებდი და ეხლა მოგეცა გაცნობის შანსი. ორმა ბიჭმა მოაკითხა. ნაღდად ვერ გავიგე ჯერ, ვინ არიან მისი ის ორი!
---მიდი დაუძახე, მადლობას მოვუხდი- ამ საუბარში, კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა, თანხმობა მისცეს და ნათია თავად შევიდა ოთახში.

---როგორ გრძნობთ თავს?- მორიდებით კითხა ნათიამ
ბესო დაიბნა და სიტყვას ვერ ამბობდა.
---იცი? თავი აქვს დარტყმული და უჭირს საუბარი, ეს თავის დარტმამდეც ვერ იყო კარგად და ეხლა არ ვიცი რა, როგორ იქნება! -თქვა დანანებით, თან სიცილს ძლივს იკავებდა ნუკრი, ისარგებლა შემთხვევით და ბესოს ნერვებზე გადაწყვიტა თამაში.
---უი მართლა? რა დასანანია, ასეთი ახალგაზრდა, მე მელოდებიან და ხვალ მოვალ დილით თუ წინააღმდეგი არ იქნებით!- ნაზად გაიღიმა ნათიამ და ბესოს შეანათა მისი მოიმციმე თვალები.
---არა რატომ, მობრძანდით, ეხლა გათიშულია, ექიმმა შეიძლება ამნეზიაც ჰქონდესო. წამლების ზემოქმედების ქვეშაა და ვერ აზროვნებს ამიტომ კარგად!- ნათიამ სევდიანად გახედა თითქოს გათიშულ და ამნეზიან ბესოს და თავდახრილი გავიდა პალატიდან. ნუკრი გაყვა გაგაცილებო და დროებით გაეცალა იქაურობას.დაემშვიდობა სამივეს. კიდევ ერთხელ მადლობა მოუხადა და დაბრუნდა ისევ ბესოსთან.
---შენ ბიჭო... დაბოლილი ხომ არა ხარ, რა დებილი და ჩლუნგი გამომიყვანე, შენ მართლა ჩლუნგო.. რა გესროლო ეხლა, რა მაქვს აქ გაგიტეხო მაგ გასიებული შტერი თავი!- ნუკრი იცინოდა,ბესო კი ცოფებს ყრიდა. -ცოტა დამაკლდა და იმ გოგოსთან ერთად ნამდვილ მხეცს დავემსგავსებოდი, თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეცემე. -ბესო მთელ ნებისყოფას იკრეფთა, რომ მომღიმარი ნუკრის სახე არ შეელამაზებინა და ალბათ ადგომა რომ შეძლებოდა, მესამე სართულიდან თავით გადაუშვა.
---ნიკ წავედით უკეთესადაა, ხვალ ვნახავ წინააღმდეგი თუ არ იქნები შენ!- პალატიდან თვალებ აცრემლიანებული ნათია გამოვიდა და ნიკას მიეხუტა მხარზე.
---მე რატო? შენ თუ გინდა ნახო, ნახე მე რა დაგიშლი? მეც წამოვალ დილას 11ს-ზე მეწყება ლექცია!- ნიკამ ხელი მოხვია და თავზე აკოცა
---შე ბატო ხვალ შაბათია, მარტო შენთვისაა ლექციები?- სიცილით უთხრა საბამ.
---უი დამავიწყდა, დილას ხილი ვიყიდოთ მაშინ და წამოვიდეთ!- ღიმილით უთხრა ნიკამ.
ნათია მთელი ღამე მოუსვენრად იყო, რაღაც არ აძინებდა თუ არ ასვენებდა, მერე ადგა და ნიკას ოთახში გავიდა.
---ნიკ გძინავს? - ფრთხილად შეაღო ნიკას საძინებლის კარი და ფრთხილად მივიდა მის საწოლთან .
---არა, რა მოხდა, გეშინია?- სწრაფად ჭყიტა თვალები ნიკამ.
---არა, რაღაც მინდა გითხრა, მხოლოდ დამპირდი რომ არავის ეტყვი!
---რა მოხდა? ნუ მაშინებ!
---მე ვიცი, ვინ დაეტაკა იმ ბიჭს, ეს ილო იყო!
---რას ამბობ ნათი, შენ დაგინახა იქ?- უცებ წამოჯდა ნიკა საწოლზე და ოთახის ბაც განათებაზეც კი დაინახა ნათიამ ნიკას შეშნებული და გაფართოებული თვალები.
---შორს იდგა და გვითვალთვალებდა, მგონი რომ კი!- თავი ჩახარა ნათიამ
---შენ არაფერი თქვა, აქ ბიზნესის საქმეა და თავად მოაგვარებენ!- ცოტა შვებით ამოისუნთქა ნიკამ, მაგრამ შეეტყო რომ საგონებელს მიცემოდა.
---ბონდო ძიას დააგვიანდა თორე ხომ ავცდებოდი ამ შარს!- ისევ დასევდიანდა ნათია.
---სამაგიეროდ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინე ნათ, შენ რომ არა ის უპატრონოდ მოკვდებოდა!
---ნიკ დავწვები შენთან რა? ცივია ჩემი ლოგინი და გავიყინები!- შლის ნუკრის თვალები მიანათა ნიკას.
---მოდი მომიწექი. ჩქარა, ჩქარა! - ნათიამ ორი ნაბიჯით დაფარა მათ შორის მანძილი და სწრაფად შეუწვა საწოლში- აუუუუ, რა გაყინული ხარ გოგოოო, მოდი ახლოს გაგათბობ!- ნიკამ გულზე აიკრა გაყინული, უკვე უძვირფასესი არსება და ასე ჩაეძინათ ორივეს ერთმანეთზე ჩახუტებულებს. დილას ძალიან გაუჭირდა ნიკას ნათიას გაღვიძება.
---ნააათ, ნათი, გოგოოო ადექიიი!- ნიკა ჩუმად ეძახდა და თმებს სასაცილოდ უჩეჩდა, ვერ გააღვიძა ნელა და ნაზად, და ბოლოს მაგრად შეეანჯღრია.
---უუუუმ, დაიცა რა ცოტააა!- ნათია ძლივს აბამდა სიტყვებს თავს.
---ადექი საავადმყოფოში წავიდეთ, ბესო ვნახოთ!- ბესოს ხსენება და უცებ წამოყო თავი რაზეც ნიკამ გულიანად გადაიხარხარა.
---ნუ დამცინი ნიკა!- ჩაიდუდღუნა, თავის ოთხს მიაშურა და მომზადებას შეუდგა
---მე იქედან სამსახურში უნდა წავიდე- სამზარეულოში შესულ ნათის ნიკა უკვე მაგიდასთან მოკალათებული დახვდა - დღეს შაბათია და ადრე ვიწყებ, სამაგიეროდ ადრე ვამთავრებ!
საავადმყოფოში მისულებს ნახვის საათები დაემთხვა.კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და თანხმობის შემდეგ შიგნით შევიდა.
---გამარჯობა, როგორ ხარ?- ბესო საწოლს მიჯაჭვული ამირანივით იყო, რამაც ნათიას ღიმილი მოგვარა მისმა დანახვამ.
---კარგად თუ არ ჩავთვლი ამ მოტეხილ ფეხს და გატეხილ თავს, მე ბესო ვარ! -ხელი გამოუწოდა და ნათიამაც შეაგება ხელი,- საერთოდ არ გაგეცანი,- ღიმილი გადაკვროდა მამაკაცს სახეზე.
---მე ნათია მქვია, იცი? შოკოლადი მოგიტანე, ვიცი რომ სტრესს ხსნის და ვიფიქრე დაგეხმარებოდა რამეში, -გაუწოდა ორი ფილა შოკოლადი.
---შენ ისედაც კარგად დამეხმარე ნათია, შენ რომ არა, მე დღეს გაფიქრებაც არ მინდა სად ვიქნებოდი!
---ამდენი მადლობა საჭირო არ არის, - მორცხვად დახარა თავი ნათიამ
---არა, რას ამბობ, შენი მადლობელი მთელი ცხოვრება ვიქნები.
---მთავარია რომ იქ ვიყავი და დღეს კარგად გრძნობ თავს!
---ჩამოჯექი თუკი გცალია, სტუმრებით განებივრებული არ ვარ, მოვიწყინე ცოტა.
----გუშინ შენი სამეგობრო აქ არ იყო? მათ გვერდით როგორ შეიძლება მოოიწყინო?
---ძალით გავყარე, ნერვების მოშლიის მეტი არაფერი გამიკეთეს, ექიმს ლამის დამამვიდებელი გააკეთებინეს ისეთ მდგომარეობამდე მიმიყვანეს.- ბრაზი მოერია ისევ ბესოს
----ვაიმე, ხო კარგად ხარ?- შეცვალა ნათიას სახეე- თავი აგტკივდა? ფეხმა ხომ არ შეგაწუხა? თაბაშირმა მოგიჭირა?- უცებ მიაყარა კითხვები
---ნუკრი, გუშინ რომ შენ გადაგრია, -მისის სახელის ხსენებაზე კოპები შეკრა ბესომ- დღეს ჩემს, საცოლედ გამოაცხადა თავი და მთავარი ექიმიც დააჯერა ლამის. ექთანმაც ამზერით ამათვალიერა.
ნათიას როგორ უნდოდა მთელი ხმით ეხარხარა, სახეზე ხელიც კი აიფარა ღიმილის შესაკავებლად. შინაგანად კი, უკვე იატაგზე იწვა და ფართხალებდა სიცილისგან.
---შეიძლება მეც რომ შემოგიერთდეთ?- ნიკა შემოვიდა და ნათიას გვერძე დადგა. სახეზე აფარებული ხელი, ნაზად ჩამოაღებინა და მის თითებში მოიცია. ნათიას არ გამოპარვია, ბესოს წაშლილი სახე და დამუშტული ხელები.
---ნიკა? შენ აქ საიდან ტო?- გაკვირვება და გაოცება აისახა ბესოს სახეზე.
--ნათიას მოვყევი, მთხოვა გამომეყვანა და უარი ვერ ვუთხარი, რა ვიცოდი შენ თუ იყავი წუხანდელი დაზარალებული!- ხელი გადახვია ნათიას და ახლოს მიიზიდა. რაზეც ბესოს უფრო მეტად მოექუფრა სახე
---ააა, თქვენ შეყვარებულები ხართ?- ნიკამ ნათიას გადახედა ღიმილით და თვალი ჩაუკრა ბესოს დასანახად და ისევ თავზე აკოცა. ნათიამ კი ვარსკვლავებ აციმციმებული თვალები მიანათა ნიკას.



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargiaaa gaagrdzeleee
--------------------
G.ke

 


№2 სტუმარი მარო

ყოჩაღ ჩემო გოგო!,,გაქვენ"-ის გარეშეც შეგძლებია წერა! ისე მართალი გითხრა, კარგი ისტორიაა, კარგი შინაარსის. ველოდები შემდეგში რა მოხდება.:P

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

მარო
ყოჩაღ ჩემო გოგო!,,გაქვენ"-ის გარეშეც შეგძლებია წერა! ისე მართალი გითხრა, კარგი ისტორიაა, კარგი შინაარსის. ველოდები შემდეგში რა მოხდება.:P

ჩემო გოგო... თვალხატულა "ელამო" იქნებ ასაკს მიაქციო ყურადღება? უნივერსიტეტში\სკოლაში სადაც დადიხარ, ირონიის მასწავლებელი ყავთ შესაცვლელი... ძალით კრიტიკოსობას შეეშვი ჩიტკა... ზრდილობას უხმე...

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

სახელებს ნუ ამოკლებ ცუდად ჟღერს სხვა ყველაფერი კარგია.მალე დადე არ მალოდინო.

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან მომწონს, ყოველ საგამოს მოუთმენლად ველოდები, მხლოდ ამ ისტორას კი არა, არამედ სხვა დანარჩენებსაც, სადაც ბოლომდე შემეძლება თავის დაკარგვა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent