შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა XX


27-04-2016, 20:48
ავტორი MariLerman
ნანახია 2 009

მომდევნო დღეს ვაჟა მიდიოდა.
სახლიდან გავაცილე, აეროპორტში მხოლოდ ლევანი გაჰყვა.
როდესაც უკვე კარებიდან გადიოდა, დამიძახა მოდიო.
- რაშია საქმე? რატომ ჯიუტობ?
- შენ მე ხელი შემიწყე, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება უბედურად მეგრძნო თავი. შენ არ გაინტერესებს, მე რას ვგრძნობ, ამიტომ მეც არ მაინტერესებს წახვალ თუ დარჩები, არ მაინტერესებს რას იზამ.
ყოველგვარი ემოციების გამოხატვის გარეშე, ხმადაბლა და უემოციოდ ვუთხარი და სახლში შევედი. ყველას გაოცებული მზერა ვიგრძენი, მაგრამ მე არ მაინტერესებდა მათი აზრი, იმ წამს, ის სიტყვები წარმოსთქვა ძველმა ანნამ, იმ ანნამ, რომელსაც საკუთარი თავის გარდა არავინ ანაღვლებდა.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, სურვილი არ გამომითქვამს ქალაქის დათვალიერების. საერთოდ არ მქონდა უცხო ქალაქის დათვალიერების ხალისი. თავი ყველაზე უბედურ ადამიანად მიმაჩნდა და თავს უფლებას ვერ ვაძლევდი, სტრასბურგის ქუჩებში გავსულიყავი და მესეირნა. არ მინდოდა მეგრძნო, რომ სხვაგან ვიყავი, წარმოვიდგენდი, თითქოს ისევ საქართველოში ვიყავი, ოღონდ სხვა ქალაქში და არა ბათუმში, თითქოს თუ მომინდებოდა, ისევ შემეძლო მისი ნახვა, დაბრკოლებების გარეშე.
ხშირად ვფიქრობდი ნიკოს ხასიათზე და თავში გამუდმებით ის კითხვა მიტრიალებდა, დამელოდებოდა თუ არა ის მთელი ორი წლის განმავლობაში მას მერე, რაც ასე უსინდისოდ მოვიქეცი და მივატოვე?
„ალბათ არა.. ის შეუდარებელია, მას აქვს ყველაფერი.. მას თავისუფლად შეუძლია გაიჩინოს ახალი შეყვარებული, თუნდაც მოიყვანოს ცოლი! ეყოლება ულამაზესი ბავშვი და... და ის იქნება ბედნიერი..“ ვფიქრობდი ჩემთვის და ვიმძიმებდი მდგომარეობას. ამის გაფიქრებაზე თავისით მდიოდა ცრემლები, ვცდილობდი შემეჩერებინა ჩემი თავი ტირილისგან, მაგრამ არ გამომდიოდა, წარმოვიდგინე ის უჩემოდ, წარმოვიდგინე სხვა მის გვერდით.. მისი მომღიმარი, ბედნიერი სახე და თავი ვერ შევიკავე, მტკიოდა, ძალიან მტკიოდა, ისეთ განცდებსა და წუხილს სიკვდილი მერჩივნა.
ვერანაირად ვერ წარმომედგინა, მთელი ერთი წელი მის გარეშე როგორ უნდა მეცოცხლა.
მე ხომ ის მჭირდებოდა, ბათუმში ყოფნისას, მაშინ როდესაც ის და ნინა ერთად იყვნენ, მე უმისოდ ვერ ვძლებდი, მინდოდა რომ უბრალოდ დამენახა მაინც, რაც მაბედნიერებდა! როგორ უნდა ვყოფილიყავი მის გარეშე მთელი ორი წლის განმავლობაში?.. ვერ წარმომედგინა.. სიბრაზისგან და საკუთარი სისულელეების გამო მეცინებოდა, ნერვიულად მეცინებოდა, ჩემთან ახლოს არავის ვუშვებდი, არც ნათლიას, არც ლუიზას..
მთელი დღეები ან ვტიროდი, ან მეძინა..
ძილის დროსაც არ მასვენებდა მასზე ფიქრი,
ყურში ჩამესმოდა მისი ხმა და მეღვიძებოდა შეშინებულს, ცრემლებით ღაწვებაწითლებულსა და მომტირალს..
ერთი თვე ისე გავიდა, არც თინა შემხმიანებია, არც ზუკა, არც ელენე და რა თქმა უნდა არც ნიკო.
უფრო ცუდად გავხდებოდი, რომ არა თინას წერილი, რომელიც დილით ჩამომივიდა, არ მეძინა, გამთენიის 7 საათი იყო, ლუიზამ იცოდა ჩემი უძილობის შესახებ, ამიტომ კარზე ფრთხილად მომიკაკუნა და ჩემთან შემოვიდა. ხელში წერილი დავუნახე თუ არა, ფეხზე წამოვიჭერი და მასთან მივედი. გაკვირვებულმა ვკითხე, რა არის მეთქი ისე, რომ კოვერტისთვის თვალი არ მომიშორებია. გამომიწოდა და მითხრა,
- ის, რაც იმედია გაგაბედნიერებს ანნა, ასე გაგრძელება არ შეიძლება..
კონვერტი გამოვართვი და საწოლზე მოვკალათდი. იმდენად სწრაფად ვმოქმედებდი, კონვერტი ხელში შემომეხია. გავხსენი თუ არა, ღრმად ამოვისუნთქე, ცოტა მაკლდა ცრემლების გადმოყრამდე.
„ ჩემო ანნა,
რას ფიქრობდი, როდესაც მაქ მიდიოდი? მე შენს გარეშე არ შემიძლია. ისედაც არ მიწერია დიდხანს სიცოცხლე, უშენოდ კი უფრო ცოტა მრჩება.. მენატრები ჩემო ლამაზო, ვტირი და ვიხსენებ შენს საუბარს, თმებს და ღიმილს!
თავი მე-19 საუკუნეში მგონია, ნეტავ დიდხანს უნდა ვიყოთ ასე? ნეტავ ამ დროში დამაბრუნა, მაგრამ შენ ჩემგან შორს არ უნდა იყო, ჩვენ ხომ ვჭირდებით ერთმანეთს, შენ ჩემს ცხოვრებას ახალგრძლივებდი, ახლა კი წახვედი.. არ მეგონა თუ ამას ოდესმე გეტყოდი, მაგრამ ალბათ მამაშენისთვის არ უნდა დაგეჯერა!
ნიკო მოვიდა ჩვენთან სახლში... ვაჟას ნინას სახლის გასაღები ჩააბარა... წერილიც გადავეცი... მას არაფერი უთქვამს, ის მხოლოდ დუმდა. თმები და წვერი გაზრდილი ჰქონდა, აშკარად ეტყობოდა, რომ თავს საერთოდ არ უვლიდა. ეტყობოდა, ძალიან იმედგაცრუებული იყო, ასე რომ მოექეცი, წერილი უსიტყვოდ გამომართვა და ჩემს თვალწინ ცრემლიც კი გადმოუგორდა, მაგრამ მალევე აიყვანა საკუთარი თავი ხელში, მადლობა გადამიხადა და წავიდა. იმ დღის მერე არ მინახავს, ვეჭვობ - ისევ ქალაქშია თუ არა. არცერთი ჭორის არ მჯერა, ის ვერ წავიდოდა, ვერ დატოვებდა ამ ქალაქს, სადაც ამდენი რამ გადახდა თავს შენთან ერთად..
არ ვიცი რითი განუგეშო, ვიცი ცუდად ხარ, გვერდში დგომა გჭირდება.
ვერ მოგატყუებ ანნა, ვერ გეტყვი, ნიკო არ გიბრაზდება მეთქი, მაგრამ ყველაფრის მოგვარება შეიძლება, როგორც ყოველთვის..
თუ ისევ შემხვდება, აუცილებლად ვეტყვი იმ ყველაფერს, რის თქმასაც შენ მოისურვებდი. ვიცი იმ დღეს ვერ შეძელი ვითარების ახსნა.. მაგრამ მე დაგეხმარები ყველაფრის გამოსწორებაში. შეცდომები ყველას მოგვდის, ეს შენ კარგად იცი.
ნინას სასაფლაოზე ძალიან ხშირად დავდივარ, ულამაზესად მოაწესრიგა ყველაფერი მამაშენმა წასვლამდე. ანნა, დაიმახსოვრე.. ყოველ სირთულესა და უბედურებას,ბოლოში ბედნიერება მოსდევს.. არ არსებობს ისეთი ნამდვილი სიყვარულის ისტორია, რომელსაც დაბრკოლება არ უნახავს..
მე მჯერა შენი, შენ ძლიერი ხარ და შეგიძლია თავის გაკონტროლება!
რამდენი რაღაცის თქმა მინდა, ჩემო ლამაზო.. მაგრამ მთავარი რაც იყო, უკვე თქმულია. იცოდე, მენატრები და შენ ყოველთვის გეყოლება ნამდვილი მეგობარი ჩემი სახით.“
თინას წერილი ცრემლებისგან დავასველე, ხმამაღლა ავტირდი, მისი მხარდაჭერა კილომეტრებით დაშორებითაც კი ვიგრძენი, როგორც ყოველთვის.. ლუიზას ჩავეხუტე, რადგან მჭირდებოდა ჩახუტება, თბილი და გულწრფელი.
მთელი დღე გამიბედნიერა, სტიმული მომეცა, ოთახიდან გამოვედი და ჩემს თავს ჩავძახე, რომ დღევანდელი დღე მაინც შედარებით კარგად გამეტარებინა.
“მე მჯერა, ამ ყველაფერს გამოვასწორებ და მაპატიებს.. მაპატიებს ოდნავ მაინც თუ ვუყვარვარ.”
მისი ნათქვამი სიტყვები გამახსენდა..
- დრო მხოლოდ ჩვენს სიყვარულს დაინდობს..



****

სამზარეულოში ვიყავით, ლუიზა ყავას მისხამდა მე კი სიგარეტს ვუკიდებდი.
- საოცრება იყო, ასეთი რამ ჯერ არ მინახავს. არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი მოწონება.. გადარეული ვარ! - ვუთხარი ლუიზას და ხმამაღლა გაეცინა.
- მე ვიცოდი, რომ ყველაზე მეტად ჩვენი კათედრალი მოგეწონებოდა..
- მომეწონებოდა? შემიყვარდა, აღფრთოვანებული ვარ, ვაღმერთებ მის შემნქნელს..! ისევ მინდა იქ წასვლა, არ მეყოფა ერთხელ დათვალიერება.
- წავალთ ანნა, რა თქმა უნდა წავალთ. იქამდე არ გაწყენდა ლევანთან ერთი გრამატიკის გაკვეთილის გავლა. იმდენი შეცდომა დაუშვი საუბრისას, ძლივს მივხვდი რას მეუბნებოდი.
- არაუშავს, შეეჩვევი ჩემს ასეთ ფრანგულს.
- მაგას არ ჯობია ისწავლო? - მკითხა და ნამცხვრები გადმოიღო.
- კარგი ხო, მთელი წელი მაქვს წინ. - მხიარულად ვუთხარი, მაგრამ ვიგრძენი გულში რაღაც ამოუცნობი ტკივილი. ღრმად ამოვისუნთქე და ყავა მოვსვი.
- დღეს მთელი დღე ასეთი კარგი ამინდი იქნება. არ გინდა ტროისთან ერთად გაისეირნო?
- ვნახოთ, როგორ ხასიათზე ვიქნები. დღეს ძალიან დავიღალე, ზემოთ ავალ, ცოტას დავისვენებ.
ყავის სმას მოვრჩი თუ არა იმ ოთახისკენ გავეშურე, რომელსაც „ჩემი“ ერქვა და დღიური გადავშალე.
ვამჯობინე არაფერი გადამეკითხა, ნოსტალგია შემომიტევდა და ისევ ცუდად გავხდებოდი. ბოლო ჩანაწერი ნინას გარდაცვალებამდე იყო, ძალიან არ მინდოდა იმ მომენტისთვის იმ პერიოდის გახსენება, ამიტომ პირდაპირ წერა დავიწყე.
„კათედრალზე ასე უბრალოდ ვერ ისაუბრებ.. ვერც დაწერ..
ის უნდა ნახო, საკუთარი თვალით და მხოლოდ მაშინ შეიცნობ მის სიდიადეს. მანქანიდან გადმოვედი თუ არა, შორიდანვე დამბურძგლა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს შენობა ჩემზე უდიდეს შთაბეჭდილებას მოახდენდა. შენობის წინ დაახლოებით 5 წუთი გაშეშებული ვიდექი, ვცდილობდი იმ სილამაზის აღქმას, რაც საკუთარი თვალით დავინახე. მთელი 3 საათის განმავლობაში ირგვლივ ვუვლიდი ამ შენობას და მეშინოდა, რამე დეტალი არ გამომრჩენოდა.
ტროის ფოტოაპარატით გადავიღე ტაძრის ყოველი კუთხე-კუჭული, რადგან შემდგომ გამეხსენებინა.
მოვინახულე ცნობილი ასტრონომიული საათი და წვალებით ავედი სამრეკლოში. ყველა მე მელოდებოდა გარეთ, მათ ეს სანახაობა ასჯერ ჰქონდათ ნანახი, მაგრამ მიკვირდა როგორ შეიძლებოდა, ამდენი ნახვის შემდეგ მაინც რომ არ შეგეპარებინა კათედრალისკენ თვალი. წამოსვლისას ძალიან დამწყდა გული, მინდოდა მთელი ღამე იქ დავრჩენილიყავი, იქაურობამ ძალიან მიმიზიდა.“
საღამოთი ლუიზას თხოვნა შევუსრულე და ტროისთან ერთად ქალაქში გავისეირნე. თვალთახედვიდან ის ფაქტი არ გამომპარვია, რომ საღამოს საათებში არც თუ ისე ბევრი ხალხი დადიოდა სტარსგურგის ცენტრში, სწორედ იმ მიდამოებში სადაც განლაგებულია მდიდრული რესტორნები და უბრალო კაფე-ბარები. სუფთა ჰაერი და მოვლილი, ლამაზად მოკირწყლული ქუჩები უხდებოდა ქალაქს.
ტროი ყველა ნაბიჯზე მიხსნიდა, თუ სად ვიმყოფებოდით. ცდილობდა გასაგები ენით ესაუბრა რადგან ხშირად ვერ ვგებულობდი მის ლაპარაკს, ზედმეტად ჩქარა ლაპარაკობდა - როგორც ფრანგებს ჩვევიათ.
- ჩემს უსაყვარლეს ადგილს მივუახლოვდით.. „პატარა საფრანგეთი“..
- La Petite France, მართლა რა საოცრად ლამაზი ყოფილა აქაურობა.
- შუა ღამეში ხშირად ჩამივლია ამ ქუჩაზე, როდესაც არავინ არ არის, მაგ მომენტშია ყველაზე სასიამოვნო ამ მდინარეზე ყურება.. - თქვა და თითით უჩვენა მდინარისკენ, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ყოფს.
დავინტერესდი, რატომ არ რისთვის უნდა გაეკეთებინა ეს 15 წლის გოგოს, მაგრამ კითხვებისგან თავი შევიკავე. მყუდრო ყავის სახლში შევედით, სადაც ჩვენი ჩათვლით მხოლოდ ხუთი ადამიანი იჯდა.
- ერთი კოფეინის კოქტეილი „იამაიკა“ თუ შეიძლება. ანნა შენ რას შეუკვეთავ? - დაბნეული თვალებით გავხედე, ჩემს ცხოვრებაში თურქულ ყავას ვერ გავმცდარვარ და ასეთი უცნაური ყავის სახელის გაგონებაზე თვალები შუბლზე ამივიდა.
- მეც იგივეს, მეც იგივეს შევუკვეთავ..
ოფიციანტის ღიმილს წამიერად მოვკარი თვალი და მერე ისევ ტროიზე გადავიტანე მზერა. გამომწვევად ვუყურებდი, ის კი ქუჩისკენ იხედებოდა, როგორც ყოველთვის ჩაფიქრებული იყო და სევდიანი თვალები ჰქონდა.
- დროა მომიყვე ტროი..- ნათქვამზე შეშინებულივით გამომხედა, გეგონებოდა რამე ბრალდება წავუყენეო.
- ნუ მიყურებ შეშინებული თვალებით, მერე კიდევ - მოეშვი და დაძაბული ნუ ზიხარ!
მორჩილად გაიმართა წელში და ნაძალადევი ღიმილი გამოესახა სახეზე.
- რა უნდა მოგიყვე ანნა? როგორ მღალატობს შეყვარებული მე კი ვითომ არ ვიცი - ჩუმად ვარ?! - ნამდვილად არ მოველოდი მისგან ასეთ აღიარებას, თან ასე მალე. ჩამეცინა რაც შემამჩნია კიდევაც. ნამდვილად სასაცილო იყო, რომ 15 წლის გოგო იმაზე საუბრობდა, თუ როგორ ღალატობს შეყვარებული. ხმამაღლა გამეცინა, მას კი ისევ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, არაფრისმთქმელი.
- შეყვარებული გღალატობს? მაშინ ერთი კითხვა მაქვს, რატომაა ის ცოცხალი? - სრული სერიოზულობით ვკითხე და დამცინავი მზერა მივაპყარი.
- იმიტომ, რომ მე ის მიყვარს. მღალატობს მაგრამ ვერ გავუშვებ, ვერ დავშორდები. ვერც იმას ვეტყვი, რომ არამზადა და იდიოტია. არ შემიძლია, არ ვარ მასეთი. - თანდათანობით უფრო მეცოდებოდა ტროი მისი გულუბრყვილო ხასიათის გამო.
- ანუ ჩვეულებრივად აგრძელებ ურთიერთობას? რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?
- თითქმის სამი წელია. დაწყებით კლასებში გადმოვიდა ჩემს სკოლაში, თავიდან არავინ აქცევდა ყურადღებას, მერე შეიცვალა, გიტარაზე დაიწყო დაკვრა, ყურადღების ცენტრში მოექცა.. ყოველთვის მომწონდა, მისგანაც იგივე ვგრძნობდი. რას წარმოვიდგენდი თუ ასეთი აღმოჩნდებოდა, მამაჩემიც იცნობს! წარმოიდგინე, ამაზე რომ გაიგოს - რა რეაქცია ექნება! არ მინდა არა.. არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. - თქვა და თავი ხელებში ჩარგო, რამდენიმე წამში ტირილის ხმა მომესმა.
- მომისმინე ჩემო საყვარელო.. - ვუთხარი თითები ერთმანეთში გადავაჯვარედინე და მისკენ მივიწიე. - როგორმე უნდა დაძლიო ეს შენი სისუსტე, საკუთარი თავი უნდა დააფასო და მხოლოდ მაშინ დაგაფასებს სხვა. - ლაპარაკის დროს ინგლისურ სიტყვებს ვურევდი, ერთს ვგულისხმობდი და მეორეს თქმა გამომდიოდა მაგრამ ღმერთს მადლობა ტროი ყველაფერს სწორად გებულობდა. - ნუ აძლევ მაგ იდიოტს შენი დამცირების უფლებას. როგორ შეგიძლია გვერდით გაიჩერო ის ადამიანი, რომელიც... - წინადადების დამთავრება ვერ მოვახერხე. წამიერად საშინლად არასასიამოვნიო შეგრძნება დამეუფლა, გული ამტკივდა, სინდისმა შემაწუხა.. გამახსენდა ნიკო, გამახსენდა დედაჩემი და ყველაფერი რაც თავს გადამხდა. ჩავუფიქრდი ჩემს სიტყვებს, და მივხვდი რომ არც ის ადამიანი იყო ბოლომდე ერთგული, რომელსაც მე ვაღმერთებდი.. ტროიმ, რომელიც როგორც ჩანს ტირილის მიუხედავად ჩემს ლაპარაკს ისმენდა, ჩემს გაჩუმებაზე ამოიხედა და მომაშტერდა. ვერაფერს ვამბობდი, ვერც ვერაფერს ვგრძნობდი.. ისევ გადამავიწყდა თუ სად ვიმყოფებოდი, ისევ ერთიანად გაოგნებული ვიყავი. ტროის ხმა რომ არ გამეგო, ალბათ კიდევ დიდხანს ვიქნებოდი ასე მოჩლუნგებული. მოვფხიზლდი და შევეცადე წარსულზე აღარ მეფიქრა. ამ დროს მოიტანეს ყავაც, ყურადღება მასზე გადავიტანე, ვეცადე მაინც..
რაზეც არ უნდა შემეხედა, რაზეც არ უნდა მელაპარაკა,თვალწინ მედგა ნიკო, ყურში ჩამესმოდა მისი ტკბილი ხმა..
მეგონა, რომ ზემოდან დედაჩემი დამყურებდა და ვგრძნობდი, რომ ის იმედგაცრუებული იყო..
- ანნა რაზე ფიქრობ? რა დაგემართა იქნებ მითხრა? მე ხომ გული გადაგიშალე, ლაურენტზე გიამბე თითქმის ყველაფერი! ხმა ამოიღე ანნა, ძალიან მეწყინება და არსად აღარ გამოგყვები. - მაშინ როდესაც უკვე ნამდვილი გაბრაზება გაისმა მის ხმაში, ავხედე მერე კი მზერა ისევ ყავაზე გადავიტანე.
- შენსავით არც მე მსიამოვნებს დიდათ სიყვარულზე ლაპარაკი. მოდი ყავა დავლიოთ და სახლში დავბრუნდეთ. თავი ამტკივდა.
„იამაიკა“ მოვსვი და ხასიათი გამომისწორდა. რაც თუ დადებითი არსებობს, ყველაფერი ერთიანად შემოვიდა ჩემში.. გამოვფხიზლდი და ერთი პატარა კრუასანიც მოვითხოვე.
ამ ქალაქში ყველაფერი განსხვავებულია, სხვანაირად ფიქრიც კი დავიწყე, შემეცვალა წარმოდგენა ევროპაზე. „ასეთ დონეს საქართველო ვერასოდეს მიაღწევს!“ - ნეტავ ოდესმე ჭკუაზე მოხვიდეთ, ვინც ასე ფიქრობთ. სტრასბურგი გერმანიის საზღვართან მდებარე ფრანგული ქალაქია, აქედან გამომდინარე შერწყმულია ორი ევროპული ქვეყნის ტრადიციები. სტასბურგში სხვანაირი ფრანგულით ლაპარაკობენ, უფრო ნელი და დინჯი ტონი აქვს აქაურ მოსახლეობას. განსხვავებულია კერძებიც მაგრამ კრუასანს ვერაფერ ჩაანაცვლებს.
ნათლიას ვთხოვე, რამენაირად დამხმარებოდა - ფრანგულად დათვლა, საათის ცნობა - სულ გადავიწყებული მქონდა. ამასთან ქუჩის სახელებს ვერ ვიმახსოვრებდი. ერთი თვე იყო, რაც სტრასბურგში ვცხოვრობდი მაგრამ მარტო გასვლა ქალაქში არ მინდოდა. ვიცოდი სახლს ვერ მოვაგნებდი.
ერთი დღე ლუიზამ საყიდლებზე წამიყვანა.
- საკუთარ თავს შეხედე, ძალიან უბრალოდ გაცვია, არ გეკადრება. - მითხრა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.
- მოდი ცოტა უფრო ღია ფერის ტანსაცმელი მოვირგოთ. მაგალითად ის, რაც ახლა მოდაშია.
„მოდა?! უკვე წარმომიდგენია როგორ შევიცვლები. ამ სიტყვას ჩემთვის არასოდეს ქონია დიდი მნიშვნელობა.“
“Mireille Oster” სტრასბურგში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ცენტრი იყო. ლუიზამ მითხრა, თვეში ერთხელ მაინც აუცილებლად დავდივარ, ოღონდ ტროი არასოდეს დამყვებაო. არ მიკითხავს ნათლიაჩემზე, რადგან წინასწარ ვიცოდი რასაც მეტყოდა, ნათლიაჩემი არ მიეკუთვნებოდა იმ კატეგორიის მამაკაცებს , რომელებიც მოთმინებით მოუცდიდა იმ მომენტს, სანამ ცოლი „მოიშოპინგებდა“.
ლუიზასთან ერთად სავაჭრო ცენტრში სიარული ალბათ მეც მალევე მომბეზრდებოდა ჩემს საქმეზე რომ არ გვევლო. თითქმის ყველა მაღაზიაში შემიყვანა და თითქმის ყველა მაღაზიიდან პარკებით დატვრითულები გამოვდიოდით.
მომდევნო დღეს, მუზეუმში წასვლამდე, გადავწყვიტე რაც ახალშეძენილი მქონდა, ის ჩამეცვა. წინასწარ ავნერვიულდი, ვერ წარმომედგინა ჩემს ტანზე ღია ფერის სამოსი. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, კიდევ დიდი ხანი არ მინდოდა შავი ფერის ტანსაცმლის გახდა, იმ ამბების გამო, რაც თავს გადამხდა.. მაგრამ, რატომღაც სხვანაირად განვეწყე. დავუფიქრდი და მივხვდი, რომ დედაჩემი, სადაც არ უნდა ყოფილიყო, არ იქნებოდა ბედნიერი მუდამ ჩაშავებული, სევდიანი რომ დავენახე...
- მუზეუმში კეტებით წასვლა წარმოგიდგენია? ეს საქართველო არ არის. ის გრძელი შარვალი ჩაიცვი, რომელსაც კრემისფერი პერანგი საოცრად მოუხდება! მაღალქუსლიანებიც შეუხამე.. ვნახოთ რა გამოგივა. - მითხრა და ტანსაცმელი გადმომიღო.
- ნუ გიკვირს, რომ სტილი შეგეცვლება. როდესაც ნათლიაშენი სამსახურს გიშოვის, მაინც მოგიწევს ოდნავ კონსერვატულად ჩაცმა. შავი შარვლითა და მაისურით ნამდვილად ვერ გაგიშვებ!
- ლუიზა, მთელი ცხოვრება მუქ ფერებში მაცვია. - ვუთხარი და ჩამეცინა, ამით თითქოს ვანიშნე, ტყუილად დავხარჯეთ ფული ამ ტანსაცმელებში მეთქი.
- მუქ ფერებში ხედავდი სამყაროს და იმიტომ! ახლა ყველაფერი შეიცვლება, აბსოლიტურად ყველაფერი. სხვა ქალაქში გადასვლა საცხოვრებლად - ავტომატურად ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყებას გულისხმობს! - მითხრა და თმაზე მომეალერსა.- რაც შეიძლება მალე გაემზადე და ჩამოდი,გელოდებით. - შეუდარებელი ღიმილი მოეფინა მის ლამაზ სახეს და ოთახიდან გავიდა. პერანგი უნდა მომერგო, ძველი მაისური გავიხადე და შორს მოვიქნიე.
მოვემზადე თუ არა, სარკეში ჩემს თავს შევხედე.
„ნუთუ ეს მე ვარ? რა სხვანაირი ვარ.. ნიკოს რომ ასეთი ვენახე, ვერ მიცნობდა. მგონი მიხდება ეს შარვალი, თურმე სახეზე შავის გარდა ნათელი ფერებიც მიხდება..“
თავიდან ფეხებამდე ავათვალიერე საკუთარი გამოსახულება სარკეში და სევდამ შემიპყრო. დავინახე ჩემი და ნიკოს სიყვარულის ნიშანი, ტატუ თეძოსთან.. სინდისმა შემაწუხა, ჩემს გონებაში ორი აზრი ებრძოდა ერთმანეთს.
ჩემი ერთი მხარე მომხრე იყო იმისა, რომ ყველაფერი განვლილი დამევიწყებინა, ხოლო მეორე მხარე ამის საშუალებას არ მაძლევდა, რადგან წარსული ისევ ჩემი ნაწილი იყო და მას ვერსად გავექცეოდი.
“ისევ ვრჩები საკუთარ თავთან მარტო და მეფიქრება, როგორც არასდროს. ყოველივე განვლილის შემდეგ, ერთადერთი, რისი სურვილიც მაქვს, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაა. მე ვადანაშაულებ ჩემ თავს. ჩემი ბრალია, თუ ის იტანჯება, თუ მას ჩემზე დარდი აწუხებს და წუხს, რადგან მე შორს ვარ. ნეტავ ყოველივე, რასაც ვისურვებ რეალობად იქცეს და დავკმაყოფილდე, აფორიაქებული სული დავიმშვიდო და ცოტა ხნით მაინც მოვეშვა..
გავცემდი ყველაფერს, მომავალს ვიმსხვერპლებდი ოღონდ მის მკლავებში აღმოვჩენილიყავი კვლავ. მეგრძნო მისი სიახლოვე, თავიდან შემეცნო ბედნიერება.
დამენახა დედის ღიმილი, მენახა ის ბედნიერი და მე გავცემდი ყველაფერს, ოღონდ ის ცოცხალი მენახა.”
და ისევ, ასეთ ფიქრებს რეალობის აღქმა მოჰყვებოდა, გაცნობიერება იმისა, რომ უკან დასაბრუნებელი გზა უკვე აღარ არსებობდა. მე ამას ვხვდებოდი, მაგრამ ღამეები არ მეძინა განვლილ ცხოვრებაზე ფიქრში და მოუსვენებელ დარდში.
შეიცვალა ჩემი პიროვნება.
ანნა ბაღათურია აღარ იყო ის ერთი ბათუმელი გოგონა, რომელსაც შავი ფერი აბედნიერებდა, რომელიც არ სცემდა პატივს არავის, საკუთარი თავის გარდა და რომელიც ხმამაღლა, იოგების ჩახლეჩამდე გაბედულად გაიძახოდა საყვარელი სიმღერის ტექსტს შუა ბულვარში.
მე აღარ ვიყავი ის გოგონა, რომელსაც არ ჰქონდა პრინციპები, არ იყო ამბიციური და ცხოვრობდა უდარდელი ცხოვრებით რადგან ეგონა, რომ ისედაც ყველაფერი ჰქონდა და ცხოვრობდა სრულყოფილად. სწორედ ახალ ქალაქში განუწყვეტელმა ფიქრმა მიმახვედრა იმას, რომ ის რაც ჩემს თავს მოხდა და რამაც დიდი გავლენა იქონია შემდეგ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე, ჩემი ცხოვრების მხოლოდ ერთი პატარა, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ღირებულების მატარებელი ნაწილი იყო. შეხედულებების შეცვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო, სხვა ცვლილებებთან შედარებით. მე დავიხვეწე, როგორც გარეგნულად, ისე სულიერად.
უწმაწური სიტყვებს თქმით და უხეში მოპყრობებით მე სიამოვნებას ვეღარ ვღებულობდი და ვფიქრობდი რომ ამის კეთებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, ეს ჩემი უდიდეს მინუსი, უარყოფითი მხარეებისა და რთული ხასიათის გამოვლენა იყო. ვაკონტროლებდი თითოეულ სიტყვას და პირველად ცხოვრებაში აღმოვაჩინე ჩემში ელეგანტურობა! ხშირად ვუყურებდი ნაზ კაბაში გამოწყობილ საკუთარ თავს და ვფიქრობდი, მოვეწონებოდი თუ არა ნიკოს ასეთი, მაგრამ ერთი კი უკვე აშკარა იყო, რომ მე უკვე მეპოვა საკუთარი მე, რომელიც აღარასოდეს შეიცვლებოდა ამქვეყნად არავის გამო.
ცხოვრებაში გეგმების დასახვასთან ერთად საკუთარი პიროვნების საბოლოოდ ჩამოყალიბებაში ხელი ასევე შემიწყო ე.წ. სამსახურმა, სადაც იყო გარკვეული მოვალეობები, პასუხისმგებლობა და ხალხთან ურთიერთობა. სერიოზულ არასამთავრობო ორგანიზაციაში არავის სჭირდება გამოუცდელი და მოყვარულის დონეზე მცოდნე იურისტები, მაგრამ მომავალმა უფროსმა თამამად განმიცხადა, რომ მზად იყო დამხმარებოდა ცხოვრებაში რაღაც ახალი აღმომეჩინა, მეპოვა მუღამი და ვყოფილიყავი მიზანდასახული...
იმ დღეს, როდესაც ნათლიამ გამომიცხადა, რომ შეიძლებოდა სამსახური დამეწყო ახალ წლამდე ზუსტად ერთი თვეც არ იყო დარჩენილი ხოლო ჩემი სტრასბურგში ყოფნის 2 თვე შესრულდა. აივანზე ვიჯექი და თინას ველაპარაკებოდი, როდესაც ლუიზა და ლევანი ერთად შემოვიდნენ და მთხოვეს, სასწრაფო საქმეა, ცოტა დრო დაგვითმეო. თინას არ გავუთიშე, რაღაც ახალია და შენც ახლავე გაიგებ მეთქი.
- ანნა, სტრასბურგი არ არის ისეთი ქალაქი სადაც „ჩაწყობები“ ჭრის, ზოგადად საფრანგეთი არ არის მასეთი ქვეყანა მაგრამ, მეგობრები ყველას გვყავს, და მეგობარი რა მეგობარია, თუ შენთვის კარგი არ უნდა, არა?! - მითხრა და მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა,მონიტორით თინას სახეს შეხედა შემდეგ ისევ სერიოზული სახის გამომეტყველებით განაგრძო. - მე მყავს ნაცნობი, რომელიც სწორედ შენნაირ ახალგაზრდებს აკვალიანებს, აძლევს შესაბამის განათლებასა გამოცდილებას. მამაშენმა მითხრა, რომ იურიდიული სფერო ყოველთვის გაინტერესებდა..
- სწორად უთქვამს. ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, როგორც ქართულ - ასევე სხვა ქვეყნების მართლმსაჯულების შესახებ. ადვოკატების სიტყვით გამოსვლის წიგნებიც გადაღეჭილი მაქვს...- ვუთხარი სიამაყით და თინას მომღიმარ სახესაც მოვკარი თვალი.
- ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ხვდები, რომ იმ ქვეყანაზე მოგიწევს ყურადღების გამახვილება, სადაც ახლა იმყოფები! მოკლედ, ბევრს არ გავაგრძელებ, ხვალ უნდა მივიდეთ ოფისში,ჩვეულებრივი სამუშაო დღე იქნება და დააკვირდები, როგორ მუშაობენ და რა პრინციპით. ისე, თუ დავუფიქრდებით, არა მუშაობა არამედ სწავლა მოგიწევს მაგრამ.. ყველაფერს შეათავსებ.
- ლევან, ყოჩაღ შვილო, არ ვიცი, მადლობა როგორ მოგიხადო!-გაისმა თინას ტკბილი,ტირილნარევი ხმა..
- რისი მადლობა, თინა დეიდა! ხომ იცით არა, როგორ მიყვარხართ და გაფასებთ? ხოდა ეს კიდევ ჩემი შესაძლებლობების მინიმუმია, ანნას წარმოდგენაც არ აქვს, რა ელის წინ! - თქვა და თავზე ხელი ალერსიანად გადამისვა. ლევანის მზრუნველობისგან ნასიამოვნებმა რამდენიმე წამის განმავლობაში ვერ მოვახერხე ყოველივე იმის გააზრება, რაც მითხრა. ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი რაღაც რეალურად ხდებოდა. როდესაც დავუფიქრდი, მივხვდი, რომ წარუმატებლობაც იყო მოსალოდნელი. მეშინოდა, ბოლოს და ბოლოს არანაირი გამოცდილება არ მქონდა სადმე მუშაობის, არ ვიცოდი რას ნიშნავდა - როდესაც გყავს უფროსი, თანამშრომლები.. ჩემთვის ეს ყველაფერი გადაჭარბებულად ჩქარა მოხდა, ამიტომ დაბალმა თვითშეფასებამ იჩინა თავი, მუდამ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში, „ვითომ შევძლებ?“
მთელი ღამე თვალი წამითაც არ მომიხუჭავს, მომდევნო დღის ლოდინში ისე დამათენდა, ვერც კი მივხვდი. დილით ადრე გავემზადე, სახლში არავის ეღვიძა, მე კი უკვე გადაწყვეტილი მქონდა რა უნდა ჩამეცვა ე.წ „გასაუბრებაზე“.

******
წარმოიდგინეთ, თქვენი ქალაქის ყველაზე ხმაურიანი, აქტიური და ხალხმრავალი ქუჩა. შემდეგ წარმოიდგინეთ ისევ ეგ ქუჩა, ოღონდ სამმაგად ხმაურიანი, მაშინ თვალწინ დაგიდგებათ სწორედ ის ადგილი, სადაც მრავალ სხვა შენობასთან და ოფისებთან ერთად მდებარეობდა ოფისი, სადაც მე უნდა მემუშავა და მესწავლა.
- დამოუკიდებლად უნდა ვიარო?
- რა თქმა უნდა.
- ვერ შევძლებ, დავიკარგები!
- შეეჩვევი.. ახალ მეგობრებსაც შეიძენ, ხანდახან გამოგაცილებენ.
-საშინლად ვნერვიულობ.
- ჯობია დამშვიდდე, როდესაც ნერვიულობ, ასაკი გეტყობა! - ამ სიტყვებზე გაკვირვებულმა გავხედე საჭესთან მჯდომ ლევანს.
- როგორ ვერ მიხვდი რაც ვიგულისხმე!
- ასაკი გეტყობაო ისე მითხარი, თითქოს, 40 წლის ხანშიშესული ვიყო!
- ნუ ბრაზობ, თითქმის მოვედით, მოემზადე და გიმეორებ, არ ინერვიულო..
- ვეცდები.. ვეცდები..
მანქანიდან გადმოვედი თუ არა, მთელი ღამის უძილობამ შემომიტია, ოდნავ წავბარბაცდი, რადგან მაღალქუსლიანებზე ვიყავი, შემდეგ მოვბრუნდი, მანქანის სარკეში თმები შევისწორე და ლევანს გავყევი.
შესვლისთანავე, ოფისი საკმაოდ მყუდრო მომეჩვენა.
ირგვლივ, ლურჯი და ნაცრისფერი ფერების გარდა, თვალში არცერთი ფერი არ მოხმვედრია რადგან თანამშრომლების ტანსაცმელიც შესაბამისი იყო. ერთადერთი მე მეცვა შავი ქვედაბოლო და ვიშნისფერი პერანგი. ამით ვეცადე უფრო კლასიკური სტილის მოყვარულ ადამიანად წარმომეჩინა თავი. არანაირი გაკვირვებული მზერა, არანაირი განსაკუთერებული დახვედრა. ყველა ჩემი თანატოლი იყო, მაგრამ ყურადღება არავის მოუქცევია ოთახის ბოლოში მოგრძო მაგიდასთან მჯდომი გოგოს გარდა, რომელსაც სათვალეები სახეს უფარავდა. გამიღმა, მეც იგივეთი ვუპასუხე და გზააბნეულმა ირგვლივ მიმოვიხედე, შემთხვევით ერთ–ერთი თანამშრომლის მაგიდას გავკარი თეძო. ბიჭმა ოდნავ აგრესიით, ამომხედა, თუმცა როდესაც დამინახა, აშკარად შეეცვალა წარმოდგენა. მე მისთვის არანაირი ყურადღება არ გამიმახვილებია, ჩავუარე. ვიგრძენი მისი მზერა.
ლევანი მეორე სართულსისკენ მიემართებოდა და ხელს მიქნევდა.
უკან გავყევი და მივუახლოვდით ოთახს საშუალო ზომის წარწერით: „Daniel D’Gravio“.
დანიელი მხიარულად შეხვდა ლევანს მაგრამ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. სულ ვუღიმოდი და სულ კაბას ვისწორებდი, ძალიან მოკლედ მომეჩვენა. დანიელი საკმაოდ მაღალი მაგრამ ლევანზე ოდნავ დაბალი ახალგაზრდა კაცი იყო, ჩემი დაკვირვებებით 30-35 წლისა. საოცრად დახვეწილად ეცვა და მისი სამუშაო კაბინეტიც მეტად მოწესრიგებული და სუფთა იყო.
ლევანთან შეხვედრის შემდეგ, ჩემკენ გამოემართა და უსწრაფესი ფრანგულით მომიკითხა, გამეცნო და დაჯდომა შემომთავაზა. ჩემი თავის დღემდე მიკვირს, როგორ შევძელი სიტყვების გარჩევა, ასეთი სწრაფი ფრანგულით არც ლუიზა ლაპარაკობდა და არც მისი ბავშვები.
ნათლიას გაბედულად ვუთხარი შუა საუბრის დროს, რომ ვერაფერს ვგებულობდი, რაზეც დანიელს ხმამაღლა გაეცინა. ეს შეურაცხოფად მივიღე, რადგან ვიფიქრე დამცინის მეთქი. შემდეგ კი, როდესაც მზრუნველად გამომხედა და ჩემთვის გასაგები ფრანგულით მითხრა - მალე უკეთ დაისწავლიო, გულზე მომეშვა.
მიუხედავად იმისა, რომ სიტყვების ნახევარს ჩქარი საუბრის გამო ვერ ვხვდებოდი, მათი საუბრიდან აზრი მაინც გამოვიტანე. ყველაზე ბოლოს მე ჩამრთეს საუბარში.
- აქ მყოფი ახალგაზრდებიც ანნას მდგომარეობაში არიან, მეტნაკლებად სუსტად ერკვევიან ამ სფეროში, მაგრამ უამრავ წიგნებს კითხულობენ, მე თვითონ ვუმზადებ სტატიებს, კვირაში ერთხელ ვაწყობთ სასამართლოს, ბავშვები თვითნ იგონებენ სიტუაციებს და ამგვარად თანდათან იხვეწებიან. შემდეგ წელს სავარაუდოდ ვიქნებით მზად ადამიანის უფლებების დაცვას შევუდგეთ. არ ვიცი, ამაში მე რთულს ვერაფერს ვხედავ, ჩვენ სპეციალისტების გვყავს, ფსიქოლოგებიც, ანნას ყველანაირად დაეხმარებიან. დანარჩენი უკვე მისი გადასაწყვეტია!- დაამთავრე „სიტყვით გამოსვლა“ დანიელმა და უკეთილშობილესი თვალები მომაპყრო. აღტაცებისგან სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე, ხან ლევანს ვუყურებდი გაოცებული, ხან დანიელს. მისი საუბრისგან რაც გავიგონე, ყველაფერი მომეწონა, ყოველი დეტალი, მითუმეტეს მივხვდი, რომ ეს დაწესებულება იყო მომავალი არასამთავრობო, ახლა კი მომზადების საფეხურს გადიოდნენ. სიხარულით დავეთანხმე და შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რაც შემეძლო.
- Merci Beacoup Monsieur..
- შეგიძლია ხვალვე მოხვიდე, ბავშვებს გავაფრთხილებ. დღეს იმდენი სამუშაო მივეცი, ფურცლებიდან თავსაც ვერ წევენ! რომელზეც მოგესურვება მოდი, ანნა..
თბილი სიტყვებით დაგვემშვიდობა და გამოგვაცილა. გასვლისას უნებლიედ გავაპარე თვალი იმ ბიჭისკენ, რომლის მაგიდასაც გავკარი თეძო. გამიღიმა.
დანიელმა მომაძახა, თუ შეიძლება ლურჯ და თეთრ ფერებზე მოახდინე კონცენტრაცია, აწი ასე იქნება საჭიროო. მის სიტყვებზე გამეცინა, ოფისი დავტოვეთ.
სახლში მისულებს ლუიზა კარებთან შემოგვეგება, როდესაც გაიგო, რომ ხვალიდან უკვე ოფისში ვიყავი მისასვლელი, გულში ჩამიკრა და წარმატებები მისურვა. ტროის ოთახში ავედი, ახალი ამბავი უნდა მეთქვა მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჩემი ბედნიერება გამეზიარებინა მისთვის, ატირებული დამხვდა. კარების გაღების ხმაზე შემობრუნდა, დამინახა და ჩემკენ გამოიქცა, ჩამეხუტა და უარესად ატირდა. თავიდან შემეშინდა, მისმა მოღალატე „ბოიფრენდმა“ რამე საშინელი ხომ არ გაუკეთა მეთქი.
- თავი დამანებეო, მეზარება შენთან საუბარიო.. მერე დაგირეკავო.. არ დაურეკავს ანნა, არ დაურეკავს! აღარ ვუყვარვარ.. აღარ.. - ამოიკვნესა და უფრო ძლიერად მიმეკრო.
- შეეცადე დამშვიდდე ტროი.. მამაშენმა არ გაიგოს რომ ასეთ დღეში ხარ.. დამშვიდდი.. - ვცდილობდი დამემშვიდებინა, როდესაც მისი ტელეფონი შევნიშნე პატარა ტუმბოსთან. გადავწყვიტე, ჩუმად ამეღო. სანამ ის ჩემს მხარზე გულს იოხებდა,ტელეფონი ავიღე და ჯიბეში ჩავიდე. არ მინდოდა, რომ ტროის გაეგო, რასაც ვაპირებდი. მიუხედავად ყველაფრისა, მას ისევ უყვარდა ლაურენტი.
- დავმშვიდდები, მორჩა.. მის გამო საერთოდ აღარ ვიტირებ! მორჩა..
- სწორია, ნეტავ სულ მასე ფიქრობდე,. გავალ ამ ოთახიდან და ისევ აბღავლდები! ვეღარაფერს გეუბნები, მაინც არ მისმენ.
დავაწვინე და ვუთხარი არ დაიძინო ჩაის ამოგიტან მეთქი. ამის მაგივრად ოთახიდან გავედი და ლაურენტთან დავრეკე.
- ლაურენტი ხარ? - ვუთხარი ყოველგვარი შესავალის გარეშე.
- უკვე ვერ მცნობ, ტროი? - მისი ხმა გაისმა თუ არა გავღიზიანდი. საშინელი ტემბრი ჰქონდა, ხმა კი ოდნავ ჩახლეჩილი, ტანში დამბურძგლა უსიამოვნებისგან.
- ტროი არ ვარ, მისი მეგობარი ვარ. იმისთვის გირეკავ, რომ გაგაფრთხილო - კიდევ ერთხელ ვნახავ ტროის შენს გამო ატირებულს და მთელი ცხოვრება ცხვირმონგრეული ივლი.
- ერთ წინადადებაში შვიდი შეცდომა გქონდა. დანარჩენი გასაგებია. - ირონია აშკარა იყო.
- მთელი სერიოზულობით გაფრთხილებ, მე თუ არა ტროის მამა არ დაიშურებს ძალებს. მერწმუნე, სულაც არ დამეზარება მამამისთან მისვლა და იმის თქმა, თუ როგორი იდიოტი ხარ და როგორ აწვალებ მის ქალიშვილს.
- და შენ ვინ ხარ, ასე რომ მემუქრები? - სადაცაა იყვირებდა, მისი ტონი სულაც არ მაშინებდა, პირიქით - მაღიზიანებდა. მინდოდა ყველაფერი საშინელი მეთქვა, რაც ვიცოდი. მაგრამ ჩემმა ფრანგულმა არ მომცა ამის საშუალება.
- თუ არ დამიჯერებ, მალევე გაიგებ. გირჩევ, ჩემი ნათქვამი გაითვალისწინო. ცნობისთვის: ტროის სახლში ვცხოვრობ, ამიტომ ყოველი დეტალი ვიცი თქვენი ურთიერთობის შესახებ.
რაღაც ჩაიბურტყუნა და გათიშა. შემდგომი 15 წუთის განმავლობაში იმას ვფიქრობდი, შეაშინებდა თუ არა ჩემი სიტყვები ლაურენტს. გადაწყვეტილი მქონდა, ან ლაურენტი აღარ გაიმეორებდა მსგავს შეცდომებს, ან მართლა მივიდოდი ლევანთან და მოვახსენებდი ვაჟბატონის ქცევების შესახებ.
მთელი დღე წინ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე თინასთვის დამერეკა. შუადღე იყო, იქ კი სწორედ ის დრო, როდესაც თინა იღვიძებდა. ჯერ ტელეფონზე უნდა დამერეკა, რომ სოფიას კომპიუტერი ჩაერთო.
- სოფია კამერა გაასწორე, ჭერის საყურებლად არ გირეკავთ. - ვუთხარი სიცილით და ძლივს ბებიაჩემის სახე დავინახე. ჩემი ხმა გაიგონა თუ არა, მკითხა როგორ ჩაიარა გასაუბრებამო. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, მაგრამ მის სახეზე დიდი აღშფოთება ვერ შევნიშნე.
- რა ხდება, არ გიხარია ჩემი ბედნიერება?
- რას მეუბნები, როგორ არ მიხარია.. მაგრამ, რაღაც უნდა გითხრა. - ხმა თანდათან უფრო სევდიანი უხდებოდა. ოდნავ დავიზაფრე. ვთხოვე, რომ მალე ეთქვა რისი თქმაც უნდოდა, უკვე ვნერვიულობდი.
- შვილო, დამპირდი, რომ არ ინერვიულებ.
- გპირდები.. - ვუთხარი მაგრამ გულით სულ სხვას ვგრძნობდი, ხელები უკვე მიკანკალებდა თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა, რა უნდა ეთქვა.
- ნიკო ქალაქიდან წავიდა.
მისი სახელის გაგონებაზე, ერთიანად ავკანკალდი. ვიგრძენი გამიხშირდა პულსი.. არაფერი ვუპასუხე, ვცდილობდი უკეთესად გამეცნობიერებინა მისი ნათქვამი.
- როგორ თუ წავიდა? სად წავიდა? რატომ? - ვკითხე თუ არა ტირილი დავიწყე.
- ხომ დამპირდი, რომ არ ინერვიულებდი არა! არ უნდა მეთქვა.. ვნანობ!
საშინლად ვგრძნობდი თავს, წამიერად მეგონა რომ ყველაფერი რაც გამაჩნდა დავკარგე.
- დღეს იყო მოსული ჩვენთან... ძალიან გამიკვირდა, საერთოდ არ ველოდი.. იცი, რა მომიტანა? შენი ფოტოები ანნა.. ულამაზესი ფოტოები, ასეთი სილამაზე მე არასოდეს მინახავს.. შენი თვალების ლამაზი ფოტოები, სულ მწვანე გიჩანს თვალები, ანნა! საოცრად გადაღებული ფოტოებია.. მოვიდა, ეს ფოტოები ჩამაბარა და ასე მითხრა, მივდივარ, აღარც დავბრუნდებიო... ყველანაირად ვეცადე გამომეტეხა, თუ სად მიდიოდა, იქნებ საზღვარგარეთ მიდის ისიც! არ ვიცი.. ვერ გეტყვი.. ვერ გეტყვი ანნა..
მოგვიანებით დაგირეკავ მეთქი ვუთხარი და გავუთიშე.
საწოლზე დავემხე და საშინელი ტირილი მოვრთე.
„ჩემი თვალების ფოტოები.. ის ხომ ყოველთვის, როდესაც სადმე მივდიოდით, თან ფოტოაპარატს ატარებდა და უამრავ ფოტოებს მიღებდა.. უყვარდა ჩემი თვალების დაფიქსირება.. ფოტოებში ყოველთვის მწვანე თვალები გიჩანსო.. ვერ ვიჯერებ... წავიდა! სადღაც წავიდა! ცდილობს ახალი ცხოვრება დაიწყოს, სწორად იქცევა, მეტის ღირსი ვარ.. ან რას მოველოდი? დამელოდებოდა?
დავკარგე..
სამუდამოდ დავკარგე..
მე მას ვეღარ ვნახავ..
ის სამუდამოდ გაქრა და არც დაბრუნდება..
რა მეშველება? რისი იმედით ვიცხოვრო? აქამდე ვიცოდი მაინც, მისი ადგილსამყოფელი. ახლა კი გაქრა, ვეღარასოდეს ვნახავ..“
ვერაფერზე ფიქრმა ვერ მიშველა. მინდოდა კიდევ უფრო მეტი გამეგო მის შესახებ, რას აკეთებდა, რატომ აკეთებდა, რისთვის აკეთებდა.. მინდოდა ყოველი დეტალი მცოდნოდა, თუ რა მოხდა ჩემი წასვლის შემდეგ. ბაბუამისიც კი გამახსენდა, ხანში შესული მოხუცი იყო, რამე ხომ არ დაემართა მეთქი. ათასი ფიქრი ერთად მაწუხებდა.
დამამშვიდებელი დავლიე, დავწექი და ყველანაირად ვეცადე, რომ ფიქრი შემეწყვიტა. ვიფიქრე ცოტას დავიძინებ, შემდეგ კი თინას გადავურეკავ მეთქი.
წამალმა მალევე იმოქმედა.

________________________________________

იმედია, მოგწონთ ისტორია....



№1 სტუმარი m

ratqmaundaa ) yvelazekargiistoriaa mgonimartomevkitxulob arvicimagram bolomdee dade yvelazemetadesmiyvars

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent