სიყვარული თუ შურისძიება?(მეოთხე თავი)
დიდი ხანი ვთამაშობდით. თანაბრდ მივდიოდით ბოლოს გათანაბრდა და ათით ათი გახდა. - ფრეა ლამაზო, ყოჩაღ კარგად თამაშობ. - გამდლობ, შენც. - ბოლო ხელია ვნახოთ რა მოხდება. - კაი, არიგე. წაგება არ მინდოდა, არა იმიტომ რომ წასვლა არ მინდოდა უბრალოდ რატომღაც თავმოყვარეობას მილახავდა. რატომღაც კაი კარტი მომდიოდა. - დავი.. - რა იყო სულ შენ როგორ უნდა ამბობდე? - მომყვები თუ არა? - კარგი მოვდივარ. ისეთი კარტი გადავუშალე, რომ წესით ვერ უნდა გაეჭრა, მაგრამ არ ვიცი როგორ თუმცა გაჭრა. მაგრამ თამაში წინ იყო და განვაგრძობდით. - სე რატომღაც წაყოლა არ მინდოდა თუმცა, რომ არ წავყოლოდი მაინც ვაგებდი ამიტომ - მოგყვები - ლამაზო, მარტო აქ კი არა წვეულებაზეც მოგიწევს წამოსვლა. - ყველაფერში ასეთი დარწმუნებული ხარ? - კი ყველაფერში. თამაში დავამთავრეთ და დათვალა დავიწყეთ, თავიდან 62 დავთვალე, მაგრამ ცაბაძემ მთხოვა თავიდან დამეთვალა, რადგან თვლიდა, რომ ამერია. მაგრამ ასე არ ვფიქრობდი რადგან მას 58 ყავდა და სწორი გამოდიოდა. მეორედ დავთავლე და 57 გამომივიდა, ვერ მივხვდი რა მოხდა, ამიტომ მესამედაც დავთავლე და იგივე გამოვიდა. - წააგე ლამაზო, პირობის შესრულების დროა - აქამდე მეტი მყავდა და 4 ქულა როგორ შევშალე? - რავიცი, როგორც ჩანს მათემატიკაში სუსტი ხარ... და ჩაიღიმა. - არცერთ საგანში არ ვარ სუსტი ცნობისთვის, იმედია რამე არ აურიე ცაბაძე? - არა ლამაზო, რას ამბობ რა უნდა ამერია. თავის დაძვრენას ნუ ცდილობ უნდა წამოხვიდე. - კარგი, მაინც არ მჯერა თუმცა სიტყვას არ ვტეხ, წამოვალ. - ძალიან კარგი, კაბას გამოგიზავნი და იმას ჩაიცმე როგორც შევთანხმდით. - კარგი, ნახვამდის. ჩანთა ავიღე და წასვლა დავაპირე, მაგრამ ისევ ცაბაძემ შემაყოვნა. - არ მაკოცებ წასვლის წინ? - არა, რა თქმა უნდა ძალით გავუღიმე და სახლში წავედი. როცა მივედი ყველა იქ დამხვდა. - გამარჯობა, რა მოხდა ეგრე რატო მიყურებთ? - ელიზაბედ, ასე რატო დააგვიანე? - კლასელთან საქმე მქონდა ბიძია, სულ ეგაა. - ასეთი რა საქმე გქონდა, რომ ამდენი ხნით დაიგვიანე? - ხომ იცი, ბიძია, ცუდს არაფერს გავაკეთებ დამშვიდდი. - კი ვიცი ელისაბედ. - ხო მართლა ბიძია, დღეს წვეულებაზე მივდივარ და მინდოდა გცოდნოდა. - წვეულებაზე? როგორ წესი არ გიყვარს ეგეთი რაღაცეები და ახლა რა მოხდა? - არაფერი უბრალოდ ამ ჯერად მინდა მეც წავიდე, ხომ შეიძლება? ამ საღამოს ჩემი მეწყვილეც მოვა მან დამპატიჟა. - კი შეიძლება შვილო, მაგას რა ჯობია თუ შენც გაერევი ხალხში. - კარგი ბიძია, გმადლობ და სხვები სად არიან? - ნანა მაღაზიაში და შენი ძმა მეგობრებთანა წასული. - კარგი მაშინ გამოვიცვლი და გამოვალ სასადილოდ. ოთახში შევედი მოვემზადე და ჯერ მეცადინეობა დავიწყე, რადგან ეს ჩემი ჩვევაა და მერე ვსადილობ ხოლმე. თან ვერც ვიმაცადინებდი მერე რადგან წვეულებისთვის უნდა მოვმზადებულიყავი. წასვლა არ მინდოდა და ბევრი მიზეზიც მქონდა. ამის გამო ბიძიას პირველად არ ვუთხარი ბოლომდე სიმართლე, თან წვეულებებზე სიარულიც არ მიყვარდა. მალე კარზე კაკუნი გაისმა - მობრძანდით - ელიზაბედ, ეს შენთვის მოიტანეს. მითხრა და ყუთი გადმომცა. უკვე ვიცოდი რაც იყო და მაშინვე გამოვართვი. - გმადლობ ბიძია. - ელისაბედ ასეთი რაღაც არ ხდებოდა აქამდე და რა ხდება? - ბიძია ეს კაბაა. ის ჩემმა მეწყვილემ გამომიგზავნა წვეულებისთვის.თუ გინდა გაჩვენებ. - არა შვილო, ვიცი რომ არ მომატყუებ, უბრალოდ გამიკვირდა ეს პირველი შემთხვევაა. - კაი. გავუღიმე და მანაც ოთახი დატოვა. მე კი ყუთის გახსნა დავიწყე და პირი ღია დამრჩა. არ ვიცოდი ასეთი კარგი გემოვნება თუ ჰქონდა ცაბაძეს. კაბა ბრჭყვიალა და მოკლე იყო. წელზე ქამრით. უკან ამოღებული და წინ ორად გაყოფილი. ყუთში შესაბამისი ფეხსაცმელიც იდო და ლამაზი ყელსაბამიც. კაბის და ფეხსაცმლის ჩაცმა გადავწყვიტე, მაგრამ ყელსაბამის გაკეთება არა, რადგან ბავშვობიდან ერთადერთ სამკალუს ვატარებდი რომელიც დედაჩემის საჩუქარი იყო და მის აგრდა ვერაფერს გავიკეთებდი. შესაბამისი პატარა ჩანთაც შევარჩიე და სამკაული იქ ჩავდე რათა მისთვის დამებრუნებინა. მეცადინეობის გაგრძელებას ვაპირებდი როცა ესემესი მოვიდა ,,იმედია მოგეწონა კაბა ლამაზო“ არაფერი მივწერე და მეცადინებოდა განვაგრძე. მალე მეორე ესემესიც მოვიდა ,,მოემზადე ლამაზო, ნახევარ საათში დაბლა გელოდები“ ,,კარგი“. მხოლოდ ეს მივწერე და მომზადება დავიწყე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმა მაღლა ავიწიე, შავი ქურთუკი, ერთგვარი კურტკა ავიღე და ოთახიდან გავედი. სახლში მხოლოდ ბიცოლა იყო, ამიტომ გავაფრთხილე, რომ გავდიოდი, ასე ჩაცმული, რომ დამინახა გაუკვირდა, მაგრამ ავუხსენი მიზეზი და მეტი არაფერი უკითხავს. დაბლა რომ ჩავედი ცაბაძე იქ იყო და მელოდებოდა, მაქანაზე აყუდებული. მე რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა. შემდეგ კი გაჩერდა და გამოშტერებულივით მიყურებდა - ვაუუ, ულამაზესი ხარ ლიზი. - შენი კომპლიმენტები შენთვის შეინახე. - მაგრამ მაინც იგესლები. - თუ მორჩი წავიდეთ. - კარგი ლამაზო, მკლავი ჯენტლმენურად ამომიდო და კარიც გამიღო, ჯერ არ წავსულვარ და უკვე წამოსვლა მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. გზაზე ხმა არცერთს არ ამოგვიღია. წვეულებაზე რომ მივედით ეზოში მანქანების რაოდენობით მივხვდი, რომ ბევრი ხალხი იქნებოდა. კლუბში შევედით და ჩემი მოლოდნიცი გამართლდა. - აქ რატომ წამომიყვანე, ცეკვას ნაღდად არ ვაპირებ. - აგაცეკვებ ლამაზო, - ეგ ნიძლავში არ შედიოდა, ასე რომ არ ვაპირებ. - კარგი და მაშინ რა აპირებ? - ბართან მივალ და რამეს დავლევ. - კარგი. ასეც მოვიქეცი მივედი და ორმაგი ვისკი შევუკვეთე. მეტის დალევა არ მინდოდა, მაგრამ მოულოდნელად ჩემი მშობლები დამიდგნენ თვალწინ და ყველაფერი თავიდან ამომიტივტივდა თავში. ახალი ვისკი შევუკვეთე და სამი ჭიქა კიდევ დავლიე. ცოტა ხანში ვიღაცა მოვიდა და საცეკვაოდ გამიყვანა, წასვლა არ მინდოდა, მაგრამ არ მეშვებოდა, თან ნასვამი ვიყავი და ვერაფერს ვაკეთებდი. წელზე შემომხვია ხელი რაც არ მესიამოვნა და მისი მოცილება ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მოულოდნელად დავინახე ის ბიჭი ძირს გააწვინეს. კარგად რომ დავაკვირდი ცაბაძე შესდგომოდა და ურტყავდა, მაშინვე მივედი და გაშველება ვცადე, ცაბაძე არ ჩერდებოდა, აღარ ვიცოდი რა მექნა, თან ვბარბაცებდი, მოულოდნელად ვიღაც დამეჯახა და ძირს დავეცემოდი, რომ არა ვიღაცის ძლიერი ხელები, ავხედე და ცაბაძე იყო, რომელიც ზევიდან დამყურებდა, მაგრამ არანაირი ირონია აღარ იყო. რატომღაც მესიამოვნა იმ ბიჭისგან რომ დამიცვა და არც მისი მკლავებიდან მინდოდა გათავისუფელბა.მაგრამ გონს მალე მოვეგე და წამოდგომა ვცადე მაგრამ, ისევ ვიღაც დამეჯახა დაცაბაძეს ზედ ავეკარი. ერთმანეთს ვუყურებდით ორივე, შემდეგ კი ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა. - ცოტა ნელა რა სად გეჩქარება, ისედაც ვერ ვდგავარ ფეხზე. - გოგო შებნ სულ შეიშალე? ვინ იყო ის ბიჭი? - მე რავიცი, მოვიდა და წამიყვანა - მერე შენ რაღატო წაყევი? - რავი რა. თავი დამანებე სახლში უნდა წავიდე თავი მტკივა. - კარგი მე წაგიყვან. - არაა საჭირო თვითონ წავალ. ეს კი ვთქვი მაგრამ ნაბიჯიც რო გადავდგი კინაღამ ძირს გავწექი. ცაბაძემ ხელში ამიტაცა და მანქანაში ჩამსვა. გზაში ჩამეძინა და მხოლოდ მაშინ გავიღვიძე როცა შინ მივედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.