ახალი ისტორია (სრულად)
თორნიკე მარგიანი ,,ზაფხულის ერთი ლამაზი დღე იყო შენ რომ დაგინახე და ღამე გაიყო ორად გაიყო დღისგან გამოიყო შებინდდა და უცებ გრიგალი დაიწყო მე რომ შემიყვარდი სიცივე დაიწყო ლამაზი ღამისგა წყვდიადი წარმოიშვა მთვარე ფერებში ღამეს ჩამოდნა და გათენება უკვე გვიან იყო ისევ დაგინახე და ტირილი მომინდა ღამისფერ თვალებიდან ცრემლი წამოვიდა ლოყაზე ჩამოყვა ნიკაპს დაეკიდა უცებ გაქრა და ნეტავ სად წავიდა.’’ გულწრფელი ღიმილით ჰყვებოდა მეგობრის ამღერებულ გიტარას და თან ფოტო აპარატში ცოტა ხნის წინ გადაღებულ ფოტოებს ათვარიელებდა. ,, და მერე შევქმნი მე სამყაროს ჩემს სადაც დავხატავ მწვანეე გზებს მადლობა ოცნებებს მადლობა ღმერთს იქ მაინც ვიტყვი რაც ვერ ვთქვი დღეს!’’ ჩაამთავრა ღიმილითვე და თან გიტარის ხმაც მიწყდა. -არ კი მჯერა შატილში რომ ვართ- კმაყოფილი ხმით ამოილაპარაკა მარიმ და მეგობრებს გადახედა. -ჰო, ჯერ ჰაერიც კი საოცარი აქ, ბუნებაზე კიდევ აღარაფერს ვამბობ-აღფთოვანებას ჯერ კიდევ ვერ მალავდა ნათია , კიდევ ერთხელ მოავლო არე-მარეს თვალი-თქვენ კიდევ ამბობდით, ზღვაზე წავიდეთო -თქვა და კმაყოფილმა ჩაიცინა. -არა ნათი, ნამდვილად ვაღიარებ,რომ შენი იდეა მართლაც შესანიშნავი იყო და შენივე დამსახურებაა ახლა ასეთ არაჩვეულებრივ ადგილას რომ ვართ-უთხრა გეგამ. -ნუ მე რომ არ გყავდეთ რაა....-შეიფერა მეგობრის სიტყვები ლიჩელმა და მხიარულად გადაიკისკისა. -მკლავს შენი თავმდაბლობა- გაეცინა ახალაძეს და თმა აუჩეჩა. -ბიჭო რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, შეეშვითქო ამ ჩემ თმებს აა? თან ვყვები მე ამათ მოვლას-ამოიფრუტუნა გაბრაზებულმა და შავი თმის თითებით ,,ვარცხნას’’ მოჰყვა,თან უკმაყოფილოდ აბრიალებდა ლამაზ თაფსიფერ თვალებს. -დღეს კოშკები დავათვარიელეთ, ხვალ დათვისჯვრის უღელტეხილზე წაგიყვანთო ლევანმა- მომდევნო დღის გეგმა გააცნო ნიკუშამ მეგობრებს. -რა მაგარია, ზეგ კიდევ მუცოში და ანატორში ავალთ . -ვგიჟდები აქაურობაზე- ბედნიერმა გაშალა ხელები და ისევ ღმად ჩაისუნთქა მთის სუფთა და გრილი ჰაერი. -აუ ნათი კიდე რამე გვიმღერე რა - ისევ გართობაზე გადავიდნენ ბავშვები , დაუღალავად უკრავდა გეგა გიტარაზე, ნათია კი მეგობრების შეკვეთილ სიმრერებს დაუზარებლად , მთელი გულით მღეროდა. ისე იყო გართული ამ ყველაფერში,რომ გვერდით ეზოში ვერც კი შეამჩნია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ღობეს მეორე მხრიდან მოსდგომოდა და კმაყოფილი ღიმილით უსმენდა ლიჩელის მჟღერ ხმას. უკვე მთელი საათი იყო აქ იდგა თათა გელდაური და უკვე გეგმავდა, თუ რამხელა მომავალს ჰპირდებოდა ამ გოგონას, თუკი მის წინადადებას დათანხმდებოდა. -,,ნუ აჰყვები ხმას! თუ მართლა გიყვარს, გჯეროდეს ,რასაც გკარნახობს გული, ნუ აჰყვები ხმას! ყველა რჩევას ფასი როდი აქვს გჯეროდეს ნამდვილი სიყვარულის, ნუ აჰყვები ხმას!’’ ვსიო დავიღალე უკვე- განაცხადა ნათიამ და ხის კუნძიდან წამოდგა. -სად მიდიხარ ლიჩი?-ჰკითხა ნიკამ. -მეძინება ნიკუშ, თან ვატყობ ძალიან დამღლელი გზა გველის ხვალ. -ჰო გვიანია უკვე და ჯობია დავიძინოთ-მხარი აუბა მეგობარს ნიამ. ყველა ერთიანად აიშალა, ცეცხლი ჩააქრეს, სკამები და გიტარა სახლში შეიტანეს და ყველამ თავისთვის განკუთვნილ საძინებელს მიაშურა. მეორე დღეს საღამომდე დათვისჯვრის უღელტეხილზე იყვნენ. აღფთოვანებულები ათვარიელებდნენ ბუნების უნიკალურ ხედებს, უალამაზეს მწვანე, წვერისკენ გადათეთრებულ , ცამდე აწვდენილ მთებს თვალს ვერ წყვეტდნენ. -,,არდაივიწყო ის მიწა, მთები ზეცამდე ასული, თეთრი ნისლების სიმღერა და გაზაფხულის ხმაური...’’ ჩაილაპარაკა აღფთოვანებით გაჟღენთილი ხმით და ამ სილამაზის შემხედვარეს ყელში ბურთი მოაწვა. უზომოდ კმაყოფილები დაბრუნდნენ იმ საღამოსაც სახლში და ძალიან ტკბილადაც დაეძინათ. დილით ეზოში მდგარ ხის მაგიდაზე გაშალეს სუფრა და იქ ისაუზმეს, თან წინა დღის შთაბეჭდილებებსაც აღფრთოვანებულები იხსენებდნენ. ამ საუბრაში გართულებს მეზობელ სახლში გაჩერებული ჯგუფიდან ერთი გოგონა მიახლოვდა, სწორედ ის, რომელიც წინა დღეს ნათიას უსმენდა და აკვირდებოდა. -დილამშვიდობის ბავშებო. -დილამშვიდობის- ღიმილით დაუბრუნეს პასუხი სტუმარს. გოგონა ნათიას გვერდით მოკალათდა და სამეგობროს გადახედა. -იცით?! მე თქვენ გუშინ გისმენდით და ძალიან მომეწონა თქვენი ხმა- მიუბრუნდა ლიჩელს,რომელიც მართლა გააოცა მისმა ბოლო სიტყვებმა. კი ეუბნებოდნენ მეგობრები, რა კარგი ხმა გაქვსო,მაგრამ მთლად ისეც არ ეგონა საქმე, რომ შეიძლებოდა სრულიად უცხო ადამიანსაც მოსწონებოდა,თან ძალიან. -ჩემი ხმა?- ჰკითხა სიცილით. -ჰო შენი. მოდი სანამ საქმეზე გადავალთ მანამდე გაგეცნობით ყველას, მე თათა გელდაური ვარ, ვოკალის პედაგოგი. -ასეთი ახლაგაზრდა და ....- გაიოცა მარიამმა. -ჰო, დედაჩემი მომღერალი იყო და მეც სულ პატარაობიდან ვარ დაკავებული ამ საქმით, ასე რომ ბევრი რამ მოვასწარი- გაუცინა თათამ. -ძალიან სასიამოვნოა მე ნიკა ვარ, ეს გეგა, ეს კიდევ ლევანია, მარიამი, ანა , ნია და ნათია.-სათითაოდ ჩამოურაკრაკა მეგობრების სახელები ახალაძემ. -ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა. მეგობრები ხართ? -ბავშვობის მეგობრები, ყოფილი კლასელები, ამჟამად კურსელები და ,,შესანიშნავი შვიდეული’’-სიცილით უპასუხა ნიამ. -რა საქმე ახსენეთ წეღან? -ჰკითხა ინტერესით გეგამ. -ჰო, გეტყვით რატომაც შემოგეჭერით ამ დილა ადრიან. მოკლედ ნათია- ისევ ლიჩელს მიუბრუნდა თათა- შენი ხმა მართლა საოცრად მომეწონა. ძალიან სუფთა, სასიამოვნო და ძლიერი ტემბრი გაქვს. -არა, კი მოსწონდათ ჩემი ნამღერი,მაგრამ არც ასე მეგონა საქმე- გაეცინა გოგონას. -ჰოდა მე გეუბნები ,რომ არის- მხიარულად მიუგო გელდაურმა- მე თან მუსიკლაური სკოლა და საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდიაც მაქვს , მოკლედ თუკი დამთანხმდები, შენთან მუშაობას საკუთარ თავზე ავიღებ და იმედია მალე ფართო საზოგადოებაც გაგიცნობს,როგორც ახალ ვარსკვლავს. -მე ,როგორც ვარსკვლავს?- გულიანად გადაიკისკისა ნათიამ. -ჰო , რაა აქ გასაკვირი? -რავიცი, ყველაფერი ისე უცნაურადაა, როგორც ზღაპარში-სიცილს ვერაფრით წყვეტდა ლიჩელი. -მესმის შენი, მოდი შენ კარგად დაფიქრდი ჩემს სიტყვებზე და შემეხმიანე, აი ჩემი ნომერი- სავიზიტო ბარათი ღიმილით გაუწოდა და ფეხზე წამოდგა. -არ დაგვეწვევით?- თავაზიანი ღიმილით ჩაეკითხა ანა. -დიდი მადლობა, მაგრამ სხვა დროს იყოს, ახლა მეჩქარება. თბილისში ვბრუნდებით დღეს და ბევრი საქმე გვაქვს. მოკლედ ნათია დაფიქრდი და დადებითი პასუხის შემთხვევაში დამიკავშირდი- ამ სიტყვებით გაეცალა გაოცებულ სამეგობროს გელდაური და ეზოდან გადავიდა. -ვარსკვლავიო? ასე თქვა ხომ?- ისევ სიცილი წასკდა ლიჩელს. -გეუბნებოდი მე შენ, დიდი მომავალი გაქვს, დიდითქო- ტაში შემოჰკრა ნიკამ. -ჰო ნიკუშ, მე ვარსკვლავი უნდა გავხდე- ფეხზე წამოხტა და გაურკვეველი მოძრაობებით ცეკვა დაიწყო. -მოეშვით ცანცარს, სერიოზულად დაგელაპარაკა ის ადამიანი- მოულოდნელად ჩაერთო ნია- იქნებ და მართლაც გამოვიდეს რამე. -კარგი რა ნიაკო, რ აუდნა გამოვიდეს, ერთი უბრალოდ სტუდენტი გოგონა ბრახ და უცებ ვარსკვლავი ხდება, მთელი ქვეყანა გამიცნობს და მერე ავტოგრაფებსაც მომთხოვენ. როგორც ფილმებშია არა? -სულაც არაა ეგ მასე სახუმარო. -ჰო ცდას არაფერი უდგას წინ, ცადე, ხომ არაფერს კარგავ? -სერიოზუალდ ამბობთ მაგას?-გაიოცა ნათიამ. -შენ წარმოიდგინე და კი- საუბრაში ჩაერთო მეგობრებს ლევანიც. დარჩენილი ერთი კვირა, მერე კიდევ თბილისში დაბრუნებულებმა მთელი თვე უჩიჩინეს,რომ უბრალოდ ეცადა და თათას დაკავშირებოდა, ბოლოს როგორც იქნა დაითანხმეს და სწორედ ამის დამსახურებაა ახლა ინტერნეტში გაბადრული რომ უსმენს თავის ნამღერს,რომელსაც უკვე საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს და მსმენელის აშკარა მოწონებასაც იმსახურებს. თავიდან სასაცილოდ არ ჰყოფინდა,მაგრამ აშკარაა,რომ როგორც თათამ უწინასწარმეტყველა, ისე მოხდა. სულ მოკლე დროში, საკმაოდ პოპულარული და ცნობადი სახე გახდა. სუსხიანი დეკემბერი იდგა, ახალი წელიც ახლოვდებოდა. მეგობრებმა დაგეგმეს,რომ 31-ში ყველა ერთად ისევ შატილში წავიდოდა და იქ შეხვდებოდნენ ახალ წელსაც, მაგრამ ნათია სვანეთში მიიწვიეს საახალწლო კონცერტზე ,ამიტომ გადაწყდა,რომ დანარჩენი ექვსეულიც სვანეთისკენ აიღებდა გეზს. გზა ტრადიციულად მხიარულების და სიმღერის ფონზე გაიარეს, ერთი განსხვავებით, ამჯერად მათ თათა და ნათიას მამიდაშვილი ტატოც ახლდათ. ადგილზე ჩასულებმა, როგორც კი ნივთები საკუთარ ნომრებში დატოვეს და თავი მოიწესრიგეს, მაშინვე სასტურმო დატოვეს და სვანეთის ულამაზესი ბუნების დასათვარიელებლად წავიდნენ. -შატილი რომ ულამაზესია, მაგრა არც აქაურობაა ნაკლები- გაეღიმა მარიამს გადათეთრებული მთების დანახვისას. -ჰო, საქართველო ლამაზი ხედების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის-ამაყად უპასუხა ნიკამ და მეგობარს იმწამს შეკრული გუნდა ესროლა. მარიამმაც, ეს როგორ გამიბედეო და არც თვითონ დარჩა ვალში, ასე გაჩაღდა გუნდაობა. ბოლოს სულ ერთიანად გაყინულები დაბრუნდნენ სასტუმროში. -თქვენ ადით , მე ცხელი შოკლადი უნდა მივირთვა- განუცხადა ნათიამ მეგობრებს და სასტუმროს კაფისკენ წავიდა. გემრიელად მოკალათდა კომფორტულ სავარძელში და ოფიციანტს ცხელი შოკოლადი შეუკვეთა. ღიმილით ათვარიელებდა კარში შემსვლელ-გამომსვლელს და თან კუთვნილ შეკვეთას ელოდა. ამასობაში გვერდით მაგიდასთან მჯდარ საკმაოდ სიმპათიურ ახალგაზრდა მამაკაცს მოჰკრა თვალი. ლამაზად განლაგებული სახის ნაკვთები ,კუპრივით შავი თმა და ოდნავ ღია ფერის კანი საოცარ მომხიბვლელობას სძენდა. აშკარად ეტყობოდა,რომ საკმაოდ მაღალი აღნაგობისაც უნდა ყოფილიყო. მის შემხედვარემ კმაყოფილებისგან შეუმჩნევლად მოიკვნიტა ქვედა ტუჩი და მაგიდასთან მოსულ მიმტანს ღიმილით გამოართვა ცხელი შოკოლადი. საოცარი ნეტარებით გადაუშვა ყელში მუქი ყავისფერი, ბლანტი სითხე და გვერდით მაგიდასთან მჯდომი სულ გადაავიწყდა. კმაყოფილმა და უკვე გამთბარმა დატოვა კაფე და სასტურმოს ფოიეში გადაინაცვლა, იფიქრა თათას დაველოდები და ერთად ავალთო. გაუკვირდა,მაგრამ არ შეიმჩნია უკვე ნაცნობი სახე რომ შენიშნა. მამაკაცი არც ისე მოშორებით მდგარ მუქ მწვანე სავარძელში მოკალათებულიყო და პლანშეტში რაღაცას დიდი ინტერესით კითხულობდა. კიდევ ცოტა ხანს მოუწია თათასთვის ლოდინი, როგორც იქნა მოვიდა გოგონა და ერთად წავიდნენ მეხუთე სართულისკენ. დაღლილს და ცხელი შოკოლადით ცოტა დანაყრებულს, საწოლზე წამოწოლისთანავე ჩაეძინა. მეგობრებმაც აღარ გააღვიძეს და მის გარეშე მოუწიათ სავახშმოდ ჩასვლა. ახლადგაღვიძებულმა ყველას ნომერი რომ დაიარა და არავინ ადგილზე არ დახვდა, მარიამთან დარეკა. -გვშიოდა და კაფეში ჩავედით ნათ-უპასუხა მეგობარმა-ისე ტკბილად გეძინა, გასაღვიძებლად შეგვეცოდე. -კარგი ჰო, ახლავე ჩამოვალ-სწრაფად გათიშა ტელეფონი და ლიფტისკენ წავიდა, დერეფანში ისევ იმ სილუეტს მოჰკრა თვალი და წარბები გაოცებულმა აწკიპა მაღლა. ,,ეს რა მე მითვალთვალებს?’’ გაიფიქრა თავისთვის და ლიფტის ღილაკს მიაჭირა ხელი. კულმინაცია ის იყო ,დილითაც იგივე პიროვნებას რომ გადააწყდა, ეჭვით სავსემ მოჭუტა თვალები და დერეფნის მერე ბოლოდან მომავალს მიაჩერდა,თან ლიფტის ღილაკს გამეტებით დააწვა. კარი რომ გაიღო სწრაფად შევიდა შიგნით და თვალები შუბლზე აუვიდა, რამოდენიმე წამში მამაკაცმაც რომ დაუმშვენა გვერდი. ტუჩებმოკუმული აკავებდა პირზე მომდგარ სიტყვებს. -რატომ დამყვები? - ბოლოს ვერაფრით მოითმინა და მისკენ მიბრუნდა, მისი გაოგნებული გამომეტყველება დააგნორა და ისევ თავისი გააგრძელა- რა გინდა? მიცანი და კუდში მაგიტომ დამყვები ხომ?- ჰკითხა ამაყად და ოდნავ აპრიხა ტუჩის კუთხეები- ავტოგრაფი თუ გინდა მოგცემ, რა საჭიროა, ასე ჩუმად უკან დევნა? -ვინ ხარ? ან რატომ უნდა მეცანი?- შეეკითხა უცნობი ოდნავ მკაცრი მაგრამ ისეთი საოცრად მჟღერი ხმით, რომ ლიჩელი ლამის იქვე ჩაიკეცა. ,,გარეგნობაზე უკეთესი ხმა აქვს მგონი’’ ჩაიქირქილა გულში. მერე გაიაზრა რა უთხრა მამაკაცმა და თვალებდაჭყეტილმა ჰკითხა. -როგორ თუ ვინ ვარ? მოიცა შენ მე იმიტომ არ დამყვები ,რომ ჩემი ავტოგრაფი გინდა?-გულწრფელი გაოცება დაეხატა სახეზე. -რატომ უნდა მინდოდეს შენი ავტოგრაფი ვითომ?-ჰკითხა საშინლად დამცინავი ტონით. -შენ რა მართლა არ იცი ვინ ვარ? -წარმოდგენაც არ მაქვს. -რა სისულელეა, მაშაყირებ ხომ? -უცნობებთან უკბილო ხუმრობებს ზოგადად მიჩვეული არ ვარ , ასე რომ...- ცინიკური ღიმილით აიჩეჩა მხრები და ლიფტის გაღებული კარიდან გავიდა. -შემდეგში შეგიძლია პირდაპირ მოხვიდე და უბრალოდ ავტოგრაფი მთხოვო- მაინც არ გაიტეხა იხტიბარი ნათიამ და კარის დაკეტვამდე ძლივს მოასწრო გარეთ გახტომა. სასტუმროს კაფეში შევიდა და საყვარელ შოკოლადის ნაყინთან ერთად მაგარი შავ ყავა შეუკვეთა. მეგობრებიც მალე შემოუერთდნენ და იმ დღის გეგმები გააცნეს ერთმანეთს. -თათა შენც ხომ ჩვენთან ერთად წამოხვალ?- შეეკითხა ლევანი გელდაურს. -რათქმაუნდა, უკეთეს კომპანიას ვერც კი ვინატრებდი სვანეთში დასასვენებლად, მაგრამ დღეს ცოტა ადრე უნდა მოვრჩეთ გართობას, ქალბატონმა ცოტა უნდა გაავარჯიშოს ხმა, ზეგ კონცერტია ხომ არ დაგავიწყდათ? -როგორ თქვენ იტყვით მის- გაუღიმა ბიჭმა და ჩაი მოსვა. -ვაიმე ამას ვის ვხედავ- უცებ წამოიძახა თათამ და სკამიდან წამოხტა,თან კაფის შემოსასვლელისკენ წავიდა. ყველამ ერთად გააყოლა ჩქარი ნაბიჯით მიმავალ გოგონას თვალი და შეხედეს, როგორ მოეხვია ღიმილით მაღალ მამაკაცს, ლიჩელს სახეზე ფერებმა გადაუარა, როცა მასში ,,თავისი სიმპატიური უცნობი’’ ამოიცნო. თათა და უცნობი რამდენიმე წუთში ერთად მოუახლოვდნენ მათ მაგიდას და გელდაურმა სიამაყით წარუდგინა ყველას თავისი თანმხლები. -ბავშვებო გაიცანით, ეს თორნიკე მარგიანია, ჩემი ბავშვობის მეგობარი და ამ სასტუმროს მეპატრონე- ამის გაგონებაზე სულ წაეშალა სახე ნათიას, ერჩივნა, მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა, ვიდრე ასეთ სამარცხვინო სიტუაციაში აღმოჩენილიყო და ახლა მარგიანს ასეთი ირონიული მზერით გაებურღა-თოკო ეს კიდევ ნათიაა, ის გოგონა, მე რომ გიყვებოდი, ხევსურეთში შემთხვევით მოვუსმინე და მერე ჩემთან წამოვიყვანეთქო-მიუთითა ლიჩელზე- ესენი კი მისი მეგობრები არიან, ნიკა, ლევანი, გეგა, ანა, ნია, მარიამი , ეს კი ნათიას მამიდაშვილი ტატოა- სათიათაოდ გააცნო ყველა. -ძალიან სასიამოვნოა-როგორც იქნა მზერა ნათიადან სხვებზეც გადაიტანა თორნიკემ-იმედია კმაყოფილები ხართ სასტუმროს მომსახურებით-დაამატა ღიმილით. -კი , არაფერი გვაქვს საპრეტენზიო-უთხრა ტატომ. -ძალიან კარგი, თუ რამე დაგჭირდეთ ,თქვენ სამსახურში მოგულეთ. თათა ჩემი მეორე დაა და მისი მეგობრები იგივე ჩემი მეგობრები არიან. -გაიხარე ძმაო-უთხრა ტატომ. -კარგი , ახლა დაგტოვებთ. ხვალისთვის შემოგივლით და როგორც სასტუმროს საპატიო სტუმრებს, პირადად გაგიწევთ გიდობას მესტიაში. -ვაიმე მართლა?- სახე გაებადრა ანას. -მართლა ,მართლა-სიცილით უპასუხა აღფრთოვანებულ ახალგაზრდებს თორნიკემ-ახლა კი დროებით. -დროებით-ყველამ ერთხმად უპასუხა ნათიას გარდა. მარგიანმა წასვლამდე ტბილად აკოცა თათას ლოყაზე, მერე ლიჩელს გადმოხედა ირონიული მზერით ,თვალი ჩაუკრა და კარისკენ წავიდა. ,,ჯანდაბა, რაღა თათას მეგობარი აღმოჩნდა? აი რატომ? რატომ ვარ ასეთი უიღბლო?’’ გულში წუწუნებდა ნათია და სულ აღარ უსმენდა მეგობრების საუბარს. საღამოს მეცადინეობით დაღლილი სასტუმროს ფოიეში იჯდა, მეგობრებს ელოდა და თან რარაც ჟურნალს ათვარიელებდა ინტერესით. სულ არ გაუგია, როდის წამოადგა თავზე მარგიანი. -ვაიმე თქვენ ნათია არ ხართ? - ,,შეიცხადა’’ მოულოდნელად მან, ლიჩელმაც დაფეთებულმა ამოყო თავი ჟურნალიდან და მის წინ აყუდებულ მამაკაცს გაოცებულმა ახედა- თქვენი ავტოგრაფი შეიძლება?- უცნაური ღიმილით დაჰყურებდა თორნიკე და ცალ ფეხს კრემისფერ მეტლახზე აბაკუნებდა. ნათია მიხვდა,რომ დაცინოდა, ამიტომ არც გამპასუხებია, ისევ ჟურნალს ჩახედა და ფურცვლა დაუწყო-ასეთი უხეში და უტაქტო ხართ ყველა თქვენი თვაყვანისმცემლსი მიმართ? - წარბები აწკიპა მარგიანმა, ნათიას რეაგირება არ ჰქონია. ეს გარეგნულად ,თორემ ახლა სიბრაზისგან ცოტაც და გასკდებოდა. როგორ უნდოდა ახლა ამდგარიყო დაამ ირონიული ტონის და ღიმილის, ამ დაცინვის გამო ,სულ ფურცელ-ფირცელ გადაეხია ამ პრიალა ჟურნალი მისთვის თავზე. -უკაცრავად, ნათია ხომ?-მოულოდნელად მოესმა კიდევ ერთი ხმა და ინტერესით ახედა მის პატრონს. სასიამოვნო შესახედაობის ბიჭი ამოდგომოდა მარგიანს გვერდით და ნათიას თორნიკესგან განსხვავებით გულწრფელად უღიმოდა. -დიახ- ასევე გულღიად გაუღიმა გოგონამ. -თუ არ დამზარდებით, თქვენთან ერთად ერთ ფოტოს გადავიღებ- მორიდებით თხოვა ბიჭმა. -კი, რა პრობლემაა?! პირიქით სიამოვნებით- მაშინვე გადადო ჟურნალი და ფეხზე წამოხტა. რამოდენიმე სელფი გადაიღო მასთან ერთად, მერე თავაზიანად დაემშვიდობა და ღიმილით გაეცალა. ნათიამ ფრიად კმაყოფილი მზერით გადახედა ისევ ისე ცინიკურად მომღიმარ მარგიანს და ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდა. -ჩემთან სელფს არ გადაიღებ ნათია?- მის წინ სავარძელში მოკალათდა თორნიკე. -არა იყოს- ოდნავ მომანჭა სახე, ფეხზე ადგა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა მამაკაცს. ოცდაათში დილით სიცივის მიუხედავად ,მაინც წაყვნენ თორნიკეს სვანეთის რამოდენიმე ადგლის მოსანახულებლად. ნათიამ თავის ტკივილი მოიმიზეზა და სასტუმროში დარჩა. არც უკან დაბრუნებულებს შეერთებია, როცა მარგიანმა ყველა სასტუმროს რესტორანში დაპატიჟა და გაგილისებული მარტო იჯდა თავის ნომერში. რამდენჯერ დაურეკეს გოგონებმა,მაგრა ცოცხალი თავით არ ჩავიდა. მართალია ბოლომდე არ აღიარებდა,მაგრმა გულის სიღრმეში ძალიან რცხვენოდა თორნიკესი, იმის გამო,რაც პირველ დღეს ეტლიკინა. -რა გეშარებოდა? გაგეჩუმებინა ენა და შენც მათთან ერთად შეძლებდი ახლა რესტორანში ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე გართობას- დატუქსა თავისი თავი და ფულფულა საწოლზე გაწვა. თვალები ნელ-ნელა მიელულა, ცოტაც და ჩაეძნებოდა, კარზე კაკუნის ხმას რომ არ გამოეფხიზლებინა. სწრაფად წამოხტა ფეხზე, სვიტერი და თმა გაისწორა და კარი გამოაღო. ზღურბლზე მარგიანი იდგა და უღიმოდა. -როგორ ხარ? -ნორმალურად. აქ რას აკეთებთ?-ჰკითხა მშვიდად. -მგონი საკუთარ სასტუმროში შემიძლია, სადაც მენდომება იქ წავიდე. -ჰო,მაგრამ როცა კლიენტი ისვენებს, მისთვის მყუდროების დარღვევა არ არის კარგი საქციელი. -მაშინ ლიფტში შენ მომიწყე პატარა სცენა და მგონი იქეთ ხარ გაბრაზებული. -რატომ უნდა ვიყო სრულიად უცხო ადამიანზე გაბრაზებული?- გაიოცა გოგონამ. -მაშინ რესტორანში ჩამოდი და შემოგვიერთდი. -დაღლილი ვარ. მირჩევნია მშვიდად ვიყო ნომერში და დავისვენო. -რამ დაგღალა, მთელი დღე ოთახში ჯდომამ? -შეიძლება. -კარგი ,მე არ დაგაძალებ, თუ გადაიფიქრო ქვემოთ გელოდებით. -გასაგებია- უთხრა და უცებ ცხვირწინ მიუჯახუნა კარი. მარგიანმა ღიმილით გადააქნია თავი და ლიფტისკენ წავიდა. დილით თვალების გახელისთანავე გაახსენდა იმდღევანდელი საღამოს გეგმები დ ანერვიულობისგან გააკანკალა. ვერა და ვერ მიეჩვია ფართო აუდიტორიის წინ სიმღერას და არც იცის არ ფაქტს რა უნდა უშველოს,თუმცა სცენაზე გასულს მაინც ყველაფერი ავიწყდება, ამიტომ წინასწარ მღელვარებას აღარ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. დილით ისაუზმა და მერე შუადღემდე თათა ამეცადინებდა. მერე კაფეში ჩავიდა და ტრადიციულად ცხელი შოკოლადით ჩაიტკბარუნა პირი. -აბა დღეს რა გეგმები გვაქვს?-უცებ მიუჯდაგვერდით ნია და მას სხვებიც მიყვნენ. -რავიცი, ნათიას დაველოდოთ და მერე ერთად გავიდეთ სადმე ახალი წლის შესახვედრად- თქვა ლევანმა. -ბავშვებო დღეს კონცერტი იმართება გვიან, ნათია რომაა ლიჩელი, ის მღერის. არ დავესწროთ?- სრული სერიოზულობით თქვა ნიკამ. -მასხარა ხარ ,მასხარა- გაეცინა ნათიას. -რატომ ვარ მასხარა? რა კარგი გოგოა იცი? თან კარგადაც მღერის. აუ წავიდეთ და კონცერტზე. -მე ვიცნობ მაგ გოგოს და გაგაცნობთ მერე თქვენც- აჰყვა მარიამიც. -ვა, მართლა მარო? -მოეშვით მაიმუნობას,თორემ ჩემს ავტოგრაფს ვერ ეღირსებით - გაეცინა ნათიას. -ეს გოგო სულ ავტოგრაფს როგორ იღორება?-გაიგონა უკვე ნაცნობი ხმა მერე მარგიანი მის მეგობრებს მიესალმა და დახლისკენ წავიდა. ოფიციანტს რაღაცაზე დაელაპარაკა და მალევე დატოვა კაფე. -რა უნდა ,რას გადამეკიდა? -ჩაიდუდღუნა თავისთვის და გაბრაზებულმა გააყოლა თვალი. -მეჩვენება,თუ თქვენ ორნი მართლა ვერ უებთ ერთმანეთს?-ჰკითხა თათამ. -ვინ ჩვენ?- თავი გაისულელა ნათიამ. -შენ და თოკო. -რომელი თოკო? -ნათია გეყოს! მარგიანზე გეკითხება- თვალები დაუბრიალა ნიკამ. -რატომ უნდა ვუგებდე, ან რატომ ვერ უნდა ვიგებდე სრულიად უცხო ადამიანს,რომელსაც არც კი დავლაპარაკებივარ?- მხრები აიჩეჩა და ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა. -რავიცი, გუშინწინ გაგიცნიათ ერთმანეთი ლიფტში, რაღაცეები მომიყვე- ეშმაკური ღიმილით ამხილა გელდაურმა. -ენატლიკინა ბიჭი- გაბრაზეულმა მოკუმა ტუჩები. -ბიჭი კი არა 27 წლისაა უკვე-შეუსწორა თათამ. -7 წლის ბავშვის ჭკუა მაინც რომ ჰქონდეს კარგია! -რას ერჩი ახლა? გადასარევი ადამიანია-დაიწვა მარიამმა. -მარო შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ იმისი? -შენი,მაგრამ უსამართლოდ ლანძღავ და ის გითხარი. -დამანებეთ რა თავი. მაგ თავხედზე ლაპარაკით ნუ მომშხამავთ, ისედაც ვნერვიულობ დღევანდელ კონცერტზე. -ნათია, ჩემს მეგობარზე ლაპარაკობ, გაითვალისწინე!-ნაწყენი ხმით უთხრა თათამ. -კარგი ჰო მაპატიე, სულ აღარ ახსენოთ და არარაფერს ვიტყვი მეც. ნერვიულად დააბიჯებდა საღამოს თავის ნომერში. მეგობრები კი უკვე მთელი საათია ერთ ადგილას ისხდნენ და გაოცებულები უყურებდნენ. -რა გჭირს ადამიანო, პირველად გამოდიხარ კონცერზე?-ვერაფრით მოითმინა ლევანმა. -მაცა რა ნერვიულობა ლეო. -მოკვდები შენ თერთმეტ საათამდე ეგრე. -ვმშვიდდები ასე. -ბავშვებო წავედით- კარში შემოყო თავი თათამ, რომელსაც ლიჩელის კაბა ეკავა ხელში-ეს კიდევ ისეა?-ღიმილით გადახედა ანერვიულებულ ნათიას და თავი გადააქნია. -დაგვანერვოზა- გაეცინა ნიას. -ამან სულ ასე თუ ინერვიულა, სულ დააწყდება ნერვები- ჩაიალაპარაკა გეგამ. -წავედით, თორემ დავაგვიანეთ-შეუძახა გელდაურმა ყველას. ყველა მორიგეობით გალაგდა ოთახიდან ,ნათია კი სულ არ აქცევდ ამათ ყურადღებას, ისევ ისე დაალაებდა აქეთ-იქეთ. გაოცებულებმა გადმოხედეს ბავშვებმა და ბოლოს სიცილი ატეხეს. -იყოს ეს აქ და ჩვენ ვიმღეროთ კონცერტზე- გადაიხარხარა გეგამ და უკან შებრუნდა,რომ გოგონა წამოეყვანა. -ჰა, რა ხდება? -ადგილზე შეხტა,როცა გეგამ მხარზე შეახო ხელი. -დაგვაგვიანდა ნათი- გაუღიმა ბიჭმა , ხელი მოხვია და გარეთ გაიყვანა- ნუ ნერვიულობ, ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ- უჩურჩულა ყურში დასამშივდებლად და მაგრად აკოცა ლოყაზე. -ჩემი ტკბილი და თბილი ბიჭი- გულწრფელად გაეღიმა ნათიას და თბილი მზერით გადახედა მეგობარს. კულისებში საშინლად ნერვიულობდა, მეგობრებიც გვერდიდან წამითაც არ შორდებოდნენ და ამშვიდებნენ,თუმცა სცენაზე გასვლილსას ყველანაირი ნერვიულობა და შიშის განცდა ერთი ხელის მოსმით გაიფანტა, სადღაც გაქრა თანდათან ააყოლა ხმა სცენაზე გაჟღერებულ მელოდიას. ყურებამდე გაბადრული უყურებდა სიმღერის დასრულების შემდეგ მაყურებლებს და თვალებგაბრწყინებული გავარდა სცენიდან. მომდევნო ორ სიმღერაზე საერთოდ აღარ უნერვიულია. ასე სასიამოვნოდ და ბედნიერ განწყობაზე შეხვდა იმ ახალ წელს. კონცერტი როგორც კი დასრულდა, მთელი თავისი გუდა-ნაბადი დააბინავა ნომერში და მეგობრეთან ერთად მესტიის თოვლით გადაპენტილ ქუჩებს დაუყვა. გოგონებს სიცილით ეუბნებოდა რაგაცას ,თან ლაპიონების შუქზე აბრჭყვიალებულ ქათქათა თოვლს არ აშორებდა თვალს,როცა უკნიდან მოზრდილი გუნდა მოხვდა. გულიანად გადაიკისკისა, თვითონაც შეკრა თვოლის ბურთი და ახარხარებულ ნიკას პირდაპირ თავში გაუქანა, მიზანშიც ზუსტად გაარტყა და ახლა უკვე თვითონ კისკისებდა გულიანად. -მე შენ გიჩვენებ სეირს!- გამოედევნა თმებიდან თოვლის წმენდით ბიჭი, სხვებმაც არ დაუდეს ტოლი და სიცილი-კისკისის ფონზე მხიარული გუნდაობაც გააჩაღეს. -აი ესაა ნამდვილი ახალი წელი- წამოიძახა კმაყოფილმა ანამ და ზურგით დაეშვა. -ჰო ,ახალი წელი მე ვიცი თოვლიანი და ასეთი მხიარული, სუფრასთან ჭამით გასკდომა და ღვინით გალეშვა კი არა , ესაა ნამდვილი ახალი წელი- კვერი დაუკრა მარიამმა და მეგობრის გვერდით მოთავდა ხრაშუნა თოვლზე. გუნდაობით რომ იჯერეს გული, მერეღა შეეპარათ სხეულში სიცივე და სულ აკანკალებულები წაბუნძლდნენ სასტუმროსკენ. გზაშიც არ იშურებდნენ ერთმანეთის მომართულები ნასროლ გუნდებს. ყველაზე ბოლოები ნათია და ნიკა მოდიოდნენ. შენობას მიახლოებულმა ბიჭმა ,თავი დაიმედებულად იგრნო, მეგობრის უჩუმრად შეკრა კიდევ ერთი მოზრდილი გუნდა და ლიჩელს ესროლა, მერე კი უკანმოუხედავად მოკურცხალ კარისკენ. ნათიაც დაედევნა და ფოეში ქარბორბალასავით შევარდნილი ,ვიღაცის მაღალ სხეულს შეასკდა მთელი ძალით. -ვაიმე უკაცრავად- წამოიძახა უცებ და ტუჩები მაგრად მოკუმა, იმ ვიღაცაში მაინცდამაინც მარგიანი რომ ამოიცნო. ************ საღამოსთვის ყველანაირი საქმე მოილია თორნიკემ და თავის კაბინეტში შევიდა, რომელიც მის პირად ოთახს უკავშირდებოდა. ასეთი უღიმღარო ახალი წელი ჯერ არ ჰქონია. არადა როგორ ეგონა, რომ თავის ძმასთან და ბიძაშვილთან ერთად მხიარულად შეხვდებოდა ახალ წელს და ტრადიციულად მოილხენდნენ, თუმცა დილით ონისემ და ვაჩემ დაურეკეს, ვერაფრით ვერ მოვახერხებთ ჩამოსვლასო და სულ გაუფუჭდა განწყობა. მერე შუადღისკენ ბედად, რეგისტრატურასთან ჩავლილს ნაცნობი ხმები მოესმა და მობრუნებულმა თავისი ყოფილი კურსელები დაინახა, მათთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მართლა გულ;ით გაუხარდა აქ რომ ნახა. ხუთივე მიიწვია სასტუმროს კაფეში. მერე ,როგორც ერთ-ერთმა უთხრა , ახალი წლის შეხვედრას კონცერტზე აპირებდნენ და მარგიანმაც მარტო ყოფნას, არჩია მათ შეერთებოდა. სცენასთან არც ისე ახლოს იდგა, მაგრამ კარგად გაარჩია კულისებიდან გამოსული ნაცნობი სილუეტი და გაეცინა. მერე ნათიამ სიმღერა რომ დაიწყო ,გაოცებული და მონუსხული მიაჩერდა გოგონას, რომელიც ხმასთან ერთად ტანსაც ნაზი რხევით აყოლებდა მელოდიას. მისი უდაო ნიჭის აღმოჩენით საოცრად კმაყოფილმა მოუსმინა მომდევნო ორ სიმღერასაც და უაღრესად დადებითად გამუხტულმა დატოვა იქაურობა კონცერტის ბოლოს, მიუხედავად იმისა,რომ სხვა გამომსვლელებისთვის არც კი მოუსმენია. -მეტიჩარას უყურეთ რა, თურმე მართლა რა კარგად მღერის- ჩაილაპარაკა თავის კაბინეტში მარტო დარჩენილმა,როცა მეგობრები გააცილა. მერე უცებ ლიფტში თავისი და ლიჩელის მოკლე დიალოგიც გაიხსენა და გულიანად გაეცინა. უკვე სამი საათი სრულდებოდა,მაგრამ დაღლილობისმიუხედავად საერთოდაც არ ეძინებოდა. იქვე დადებული პიჯაკი მოიცვა და კაბინეტიდნა გავიდა. ფოიეში ჩასული ნიკას შეეფეთა. ბიჭი სწრაფად მიესალმა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა ლიფტისკენ. რამოდენმიე წამში კი იგრძნო ,როგორ დაეჯახა მთელი ძალით ვიღაც და თავი ძლივს შეიკავა ,რომ ყავისფერ ხალიჩას ზურგით არ ჩახუტებოდა. -ვაიმე უკაცრავად-წამოიძახა უცებ ნაცნობმა ხმამ და მარგიანმა ღიმილით დახედა ტუცებმოკუმულ ნათიას,რომელიც ანთებული თვალებით შესცქეროდა. მერე უცებ მოსცილდა და უკან გახტა. -არაუშავს- უპასუხა და ისევ ჩაიღიმა. -ოჰ, თქვენ ხართ?- ოდნავ გახსნა გოგონამ ბაგე და ცხვირაბზუებულმა გვერდზე გაიხედა. -როგორც ჩანს გიგუნდავიათ- აღნიშნა თორნიკემ,როცა მის თმაზე საკმაო რაოდენობით შერჩენილ თოვლს შეხედა,რომელიც შენობაში არსებული სითბოს გამო უკვე წყლად იქცეოდა. ორი ნაბიჯით მოიახლოვდა და გაოცებულ გოგონას თითებით ნელა ჩამოუბერტყა თოვლი შავი თმიდან. მერე მის უცნაური, რაღაც განსხვავებული სხივით აკიაფებულ თვალებს ჩააჩერდა ორი წამით, შემდეგ კი გუნდაობისგან ერთიანად წითლად აღუებულ ტუჩებზე გადაიტანა მზერა. -როგორმე ჩემითაც მოვახერხებდი-ამოიფრუტუნა ნათიამ და ოდნავ დანამულ თმაზე ხელი დაისვა. თორნიკემ ღიმილით მოავლო თვალი ერთიანად დაცარიელებულ დარბაზს,მერე ისევ გოგონაზე გადაიტანა მზერა. -რას მომასტერდი ერთი?- შეუბღვირა ნათიამ და ხმა ერთიანად გაეპარა,როცა შეამჩნია ,რომ მარგიანი საკმაოდ დაიხარა და მათ სახეებს შორის მანძილიც მნიშნელოვნად შემცირდა. გაოცებულმა დაჭყიტა თვალები და რატომღაც მის ცხივრს მიაშტერდა,რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა,თუმცა მარგიანი წამში მოეგო გონს, სწრააფად დაიხია უკან და სიტყვის უთქმელად გაეცალა გაოცებულ ნათიას. -არაა ეს ნორმალური- ხელი ჩაიქნია ლიჩელმა და ლიფტისკენ წავიდა. ამის მერე რამოდენიმეჯერ შეამჩნია მარგიანი, რომელიც უცნაური მზერით უყურებდა,მაგრამ ნათია ,რს ნათია იყო? რათქმაუნდა არაფერს იმჩნევდა და გმირულად იტანდა მის დაჟინებულ მზერას. ერთხელ კაფეში საყვარელი ცხელი შოკოლადის დაგემოვნების შემდეგ, ოფიციანტმა უთხრა, რომ მისი შეკვეთის თანხა უკვე გადაეხადათ, მერე ვიღაცამ მისი და მისი მეგობრების რესტორანში სადილობის ფულიც გადაიხადა, კი ეჭვობდა ,თორნიკე იქნებოდაო,მაგრამ ვერაფრით გაეგო ,მარგიანს ეს რატომ უნდა გაეკეთებინა. ბოლოს იფიქრა, ალბათ თათას ახლო მეგობარები რომ ვართ, ამიტომ გვცა ერთი-ორჯერ პატივიო და ამ საკითხს მეტად აღარ ჩაღრმავებია. სვანეთში დასვენების ორი კვირა ისე თვალსა და ხელს შუა გაილია,რომ არაფრიტ არ ეყოთ იქ ყოფნა, თუმცა უნივერსიტეტს და სწავლას ასე ხელაღებით ვერ მიატოვებდნენ,ამიტომ დაბრუნება უწევდათ. წასვვლის წინა დღეს,დილით ძალიან ადრე გაეღვიძა ნათიას. დიდხანს იწრიალა საწოლში,მაგრამ ვერ მოისვენა, ამიტომ ადგა, თავი მოიწესრიგა და ტრადიციულად კაფეს მიაშურა,რომელიც ის ის იყო გაღებულიყო. მაგარი , შავი ყავა შეუკვეთა და მოწნულ სავარძელში მოკალათდა. ცოტა ხანში, თან ყავას სვამდა და თან ფანჯრიდან გარემოს აკვირდებოდა. მზიანი და ოდნავ დამთბარი ამინდი იყო, ამიტომ მეგობრების გაღვიძებამდე გასეირნება გადაწყვიტა, თან დროც გავიდოდა, თან ულამაზესი ხედებით დაატკბობდა მთებზე ყურებამდე შეყვარებულ თავის თავს. ბოლო ყლუპიც გემრიელად მოსვა, ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავიდა. სასტუმროს შენობას მოუარა, ადრე შეამჩნია,რომ უკან ტყე იყო და იქეთ აიღო გეზი. საბუთებში დილიდანვე თვაჩარგულზე თორნიკემ ღრმად ამოიხვნეშა და ფართე ფანჯრის მიღმა გამეფებულ სითეთრეს გადახედა. იმწამსვე მოჰკრა თვალი ტყის მიმართულებით მიმავალ ნაცნობ სილუეტს. დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებია, სწრაფად აიღო თბილი ტყავის მოსაცმელი და სწრაფირ ნაბიჯით დაეშვა კიბეზე. თვითონაც არ იცის რატომ,მაგრამ აშკარაა,რომ ამ გოგოსნკენ რაღაც ანდამატივით იზიდავს,მითუმეტეს მას შემდეგ,რაც მისი სიმღერა მოისმინა. უნდა,რომ სულ თვითონ იყოს მისი ყურადღების ობიექტი, ამიტომა ხან დაჟინებული მზერით, ხანაც რაიმე რეპლიკით აღიზიანებს ხოლმე. ეს 27 წლის კაცი ,17 წლის ბიჭვითაა აცანცარებული და აღტკინებული,როცა ლიჩელი მოხვდება მის თვალთახედვის ფარგლებში. ამიტომაცაა ახლა ლამის სირბილით რომ მიდის სასტუმროს გასასვლელისკენ. სულ რამოდენიმე წუთში წამოეწია უკვე ტყის პირას მყოფ გოგონას და დილამშვიდობისა უსურვა. -გაგიმარჯოს- უპასუხა უემოციოდ,ისე რომ სიარული არ შეუწყვეტია. -სასეირნოდ გამოხვედი? -ჰო, მშვიდად რომ გამესეირნა იმიტომ- ნამიოკად ჩაურტყა, მეზედმეტები ამწუთას აქო,მაგრამ მარგიანი, ვითომც ვერ მიუხვდა, მაინც ამოუდგა გვერდით და მასთან ერთად დაიწყო სეირნობა. -მიყვარს აქაურობა- უთხრა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ. -მე სვანეთში პირველად ვარ,მაგრამ ზოგადად საქართველოს ბუნება და მთები მიყვარს სიგიჟემდე, შესაბამისად უკვე აქაურობაც- ჩაიალაპარაკა გულწრფელი აღფრთოვანებულმა. -სხვათაშორის კარგად მღერი-უცებ შეცვალა საუბრის თემა თორნიკემ და დაუფაარავად გაანდო თავისი აზრი. ლიჩელი წამით შეჩერდა და გაოცებულმა გადმოხედა მომღიმარს- ჰო ნუ მიყურებ მასე, კონცერტზე მოგისმინე და მართლა კარგად მღერი. -მადლობა- ჩაიდუდღუნა უფრო თავისთვის დაისევ გააგრძელა გზა. -ახლა მართლა მინდა შენი ავტოგრაფი. -თუ მართლა გინდა მიიღებ- გაეღიმა უცებ ნათიას. -გიხდება ღიმილი-არც კომპლიმენტი დანანებია მარგიანს და ოდნავა აუწითლა ლოყები. -კიდევ მადლობა- უკვე სიცილზე გადავიდა ლიჩელი და თოვლი ოდნავ გაქექა ცალი ფეხით. -რამოდენიმე წუთის ინტევრალით, უკვე ორჯერ მითხარი მადლობა, დიდი პროგრესია- გაეცინა თორნიკესაც და ხეს მიეყდრნო ცალი მხარით. -ძალიანა ნუ აგივარდება თავში რა- ოდნავ შეპარული ღიმილით უთხრა და ირგვლივ მოიმოიხედა. უკან დაბრუნებულს არც ისე საწყენი ამბავი აცნობეს მეგობრებმა, თურმე გზები ჩაკეტილა და გადაადგილება დროებით შეზღუდული იყო, ამიტომ რამოდენიმე დღით კიდევ მოუწევდათ დარჩენა. სიხარულით შემოჰკრა ნათიამ ტაში და სასაუზმოდ წასულ მეგობრებს უკან აედევნა. გახარებულები შეექცეოდნენ შოკოლადის ტორტს და თან გეგმავდნენ, მოულოდნელად გახანგძლივებული დასვენების დღეებში რა უნდა ეკეთებინათ,როცა მარგიანმა შეაღო კარგი და ორ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად შევიდა. თათას გახარებულ სახეზე ადრე ის შეამჩნია,თუ როგორ შეკრთა მის გვერდით მჯდომი მარიამი და თვალეგაფართოებული მიაჩერდა მარგიანის ერთ-ერთ თანმხლებს,მანაც მეგობრის მზერას გააყოლა თვალი და საკმაოდ სიმპატიურ ახალგაზრდას გადააწყდა. ძნელი იყო შეუმჩნეველი დარჩენოდა ვინმეს მისი მუქი მწვანე თვალები, ხორბლისფერი კანი და მუქი თმა. ოდნავ წამოზრდილი წვერიც საკმაოდ უხდებოდა. სანამ ლიჩელი უცნობის უჩუმრად დათვარიელებით იყო გართული, გახარებულმა თათამ უცნობი მამაკაცების სახელები წამოიძახა და ფეხზე წამოფრინდა. -ონო, ვაჩე- გაბადრული წავიდა მათკენ, ჯერ ერთ მოეხვია და მაგრად აკოცა ლოყაზე, მერე კი მეორეს. -მარიკო რა მოხდა?-აშკარად ნიაკოსაც შეემჩნია მეგობრის შეცბუნებული სახე. -ეს..... ეს ბიჭი.... აუ გოგონებო, იცით ახლა რომ თორნიკეს შემოყვნენ ,იქედან ერთ-ერთი ვინაა?- სახე დამანჭა სულ აწითლებულმა და საცოდავად გადახედა გოგონებს. -ვინ? -იმ დღეს ქუჩაში რომ ვეტაკე , საყვარელო რამდენხანს მალოდინებთქო- მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და მათი მაგიდისკენ მომავალ ბიჭებს და თათას დაძაბულმა გადახედა. -ნება მიბოძეთ ჩემი ბავშვობის კიდევ ორი უსაყვარლეის ადამიანი წარგიდგინოთ-ამაყად გაიჯგიმა თათა- გაიცანით, ეს ვაჩეა, თოკოს ძმა, ეს კი ონისე, ამათი ბიძაშვილი. და თქვენს წინაშეა მარგიანის შესანიშნავი ტრიო- მარჯვენა ხელი დემონტრაციულად გაიშვირა მათკენ-ესენი კი ჩემი ახალი მოსწავლეები არიან ბიჭებო, ნათია კი ჩემი მოსწავლეა. ჩემი საამაყო გოგო. -აჭარბებ- გაეცინა ნათიას- ძალიან სასიამოვნოა- მერე დანარჩენებიც სათითაოდ გააცნო. -ჩვენთვისაც- ერთხმად ჩაიალაპარაკეს და ონისემ ახლაღა შეამჩნია მაგიდასთან მჯდომი ნაცნობი გოგონა. ეშმაკურად ჩაეღიმა, ჯერ ბიძაშვილებს გახედა ,მერე თათას და თქვა. -თუ შენი მეგობრები წინააღმდეგები არ იქნებიან,შემოგიერთდებით და ერთად ვისაუზმოთ. -არა პირიქით, გაგვიხარდება- ფეხზე წამოხტა ტატო. ერთმანეთზე ცოტ-ცოტა ინფრომაცია გაცვალეს. ბიჭებმა თათას ბავშვობის დროინდელი ეშმაკობები გაიხსენეს და სხვებიც გილიანად აცინეს. არავის სიცილზე არ გაბრაზებულა ქალბატონი გელდაური,მხოლოდ ის მოხვდა გულზე, რომ ტატო ხარხარებდა მის ძველ ამბებზე. ცოტა ხანს უყურა გულიანად მოცინარს და ბოლოს მაგიდის ქვეშ ისე მიჰკრა ქუსლიანი ჩექმა ფეხზე, რომ სულ დაუკარგა სიცილის სურვილი.ახლა თათა დადგა კარგ ხასიათზე. მარიამმა დიდხანს ეცადა ,ონისეს დაჟინებული მზერა აეტანა, ბოლოს მობეზრებული წამოდგა სკამიდა, ბოდიში მოიხადა და კაფე დატოვა. ანა და ნათიას ფეხდაფეხ მიჰყვნენ. -მარო არაფერი ისეთი არ მომხდარა, აუხსენი რატომ მოიქეცი მაშინ ისე და მორჩება. -ავუხსნა არა ის, მეტი საქმე არ მაქვს. -ჰოდა იარე მაშინ მასე სახეავარვარებულმა- გაეცინა ანას. -გეყოს! -მართალია ანა, უბრალოდ დაელაპარაკე და ..... -რა ავუხსნა , გვიან ღამით მეგობრიდან გამოსულმა ტაქსი მე ვიშოვე ამხელა ქალაქში, დავრეკე, მოსვლასაც არ ააყენა საშველი, ამიტომ მარტო წამოვედი ჩაბნელებულ ქუჩებში , მერე ვიღაც ორი იდოტი ამეკიდა და კარგა ხანს რომ არ ჩამომშორდნენ, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და პირველივე შემხვედრს კისერზე ჩამოგეკიდე, ვითომ ჩემი შეყვარებული იყავითქო? -აი ზუსტად ეგრე, მეტი რა უნდაუთხრა აბა?-მხრები აიჩეჩა ანამ. -დამცინი ანო? -არც კი მიფიქრია. -ოოო. რაც უნდა ის იფიქროს, სულ არ მაინტერესებს, არ მინახავს, არ ვიცნობ, არ მიცნობს, მორჩა და გათავდა-თვითონვე დაიმშვიდა თავი. -ჰოდა ეგრე რა, ნუღარ ინერვიულებ მაგაზე. -ისე ის ვაჩე რა საყვარელია- წამოცდა უცებ თვალებმინაბულ ანას. -ოჰ, ოღონდ ბის ვაჩე ერქვას და შენთვის ყველა საყვარელი იქნება-გაეცინა ნათიას. -ყოველ შემთხვევაში თორნიკეებს მაინც არ ვეტრფი და ონისეებს არ ვეკიდები კისერზე- იმწამსვე წაკბინა ორივეს და გულაიანდ გადაკისკისა. -მოიცა, დარჩებიან ერთი ოირ დღით ეგენი აქ და გნახავთ შენც ვაჩეზე გაგიჟებულს და მის კისერზე ჩამოკიდებულს-ტოლი არ დაუდო მარიამმა და ნათიას გამოწვდილ ხელს ხელი დაარტყა. -ჰაჰაჰა , რა სასაცილოა, მოვკვდი სიცილით. -სად გამოცვივდით ხალხო, რა მოხდა?- ოთახში შემოვიდნენ თათა და ნიაკო. მოკლედ აუხსნეს მათაც სიტუაცია და მერე სადილამდე დაიშალნენ. სადილზეც რომ მათთან ერთად დასხდნენ, ამაზე სულ მოეშალა ნერვები მარიამს. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ ონისე პირდაპირ მის გვერდით დასკუპტა. ძლივს გადააგორა ირ ლუკმა ყელში ,მერე კი ხელებით მაგიდას დაეყრდნო და აქეთ-იქეთ დაიწყო ყურება. -საიდანღაც მეცნობით- უეცრად მარჯვენა მხრიდან მოესმა ხმა. -მე არა- იმწამსვე იუარა. -როგორ არა, შენ ის გოგო ხარ , მაშინ..... -არ არის საჭირო დეტალებში მოყოლა, ჰო ის ვარ და ბოდიშს გიხდით მაშინდელი ინცინდენტისთვის, მართალია ძალიან ცუდად გამომივიდა,მაგრამ ვიღაც ორი მთვრალი კაცი ამეკიდა და შეშინებულზე, არც ვიცოდი რას ვაკეთებდი. -რა სამწუხაროა, არადა მეგონა ასეთი ლამაზი გოგო ,იმიტომ მეხუტებოდა, რომ უბრალოდ მოვეწონე- ირონიულად ჩაიქირქილა ონისემ, არადა იმ დღეს მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე. მარიამის ბოდიშების და წასვლის შემდეგ კი თვითონვე წავიდა იმ კაცებთან და გვარიანად შეალამაზა ორივე. ყოფილ სპორცმენს სულაც არ გაჭირვებია მათთან გამკლავება, მითუმეტეს რომ მთვრალები იყვნენ. მარიამმა ცლი წარბი დემოსნტაციულად აზიდა მაღლა და ისე შეანათა სიბრაზისგან აელვებული მწვანე თვალები. -არც მასეთი გადამრიე გარეგნობის ხართ, რომ შუა ქუჩაში ვინმე მოგადგეთ და ასე უაზროდ ჩაგეხუტოთ. -ოჰ, რას მიწუნებ ერთი? მარიამმა უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და აღარაფერი უპასუხია, იქნებ შემეშვასო. გაუმართლა ონისემ ყურადრება ,თავის გვერდით მჯდომ ტატოზე გადაიტანა, რომელიც მოცინარ თათას თვალებით ბურღავდა და ჩაეღიმა. კიდევ ერთი კვირა გავიდა და ისევ სვანეთში იყვნენ ცარჩენილები, არდადეგები დაუმთავრდათ, თუმცა დიდთოვლობის გამო გზები არ გაიხსნა და ვერაფრით გააღწიეს აქედან, თუმცა ეს ფაქტი ახარებდათ კიდეც. ყველა მაჩნევდა ვაჩესა და ანას , ტატოსა და თათას შორის დამთბარ ურთიერთობას. ეს ოთხეული წყვილებად, ხან სად იპარებოდნენ ,ხან სად და მერე ბავშვების კითხვებს კულტურულად არიდებდნენ თავს. ერთ საღამოს ნათია მარტო სერინობდა ტყის პირას, ირგვლივ მიმოიხედა და უცებ გვერდიდან მისკენ დამშეული თვალებით და კბილების ღრჭიალით მომავალი მგელი დაინახა. შიშისგან შეხტა, ადგილს მიეყინა, ტვინი სულ გაეთიშა, ისიც ვერ მოიფიქრა, რომ საშელად ეყვირა, ან გაქცეულიყო. ერთ ადგილზე იყო გაშეშებული და აკანკალებული უყურებდა მისკენ ნელი ნაბიჯით მომავალ ცხოველს. არ ახსოვს რამდენხანს იყო ასეთ მდგომარეობაში, უბრალოდ თავის უაზროდ დაკარგულ სიცოცხლეს წინასწარ გლოვობდა და მთელი სხეული ერთიანად უცახცახებდა. უცებ სროლის ხმა გაისმა და ნათიამ ხმამაღლა დაიკივლა,როცა უცებ სისხლს წითელი წვეთები დაეცა და სულ რამოდენიმე წამში ცხოველი უსულოდ დავარდა, მისგან რამოდენიმე ნაბიჯით მოშორებით. აცრემლებულმა დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს და მწარედ აქვითინდა. -ნათია, ნათია კარგად ხარ?-გიჟივით გამოიქცა მარგიანი მტირალი გოგონასკენ. მისი ხმის გაგონებისას შიში თითქოს, სადრაც გაქრა, უცებ გაახილა თვალები,ახლოს მოსულს მაგრად მიეკრო და ჯერ კიდევ აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა ვერც კი გაიაზრა, ისე მიაკრა შიშისგან გაყინული ტუჩები ერთიანად ავარვარებულ ტუჩებზე. თორნიკე წამით შეკრთა, მსგავსს ნამდვილად ნამდვიალდ არაფერს ელოდა,თუმცა დიდხანს აღარც უფიქრია, ისე მოავლო წელზე მკლავები და თვითონაც აკოცა. რამოდენიმე წამში თვითონ ნათიამ გასწია თავი უკან და ერთიანად სახეაწითლებულმა დაიხსნა თავი მომღიმარი მარგიანის მკლავებიდან. თორნიკეს მის დანახვაზე გულიანად გაცინება მოუნდა, მაგრამ ცოტა გამაიმუნება გადაწყვიტა და სულ ოდნავ მიადო გაშლილი ხუთი თითი ლოყაზე, ისე რომ არ ტკენოდა. -რას აკეთებ?- წამოიძახა გაოგნებულმა ლიჩელმა და თვალებგაფართოებული მიაჩერდა სახედასერიოზულებულს. -რა მაკადრე? შენ მერ ვინ გგონივარ?-დაუყვირა თორნიკემ. -რაა?- ლამის ბუდიდან გადმოუცვივდა თვალები ლიჩელს და წამის წინანდელი სირცხვილის გრძნობა სულ აღარ ახსოვდა. -რაღა რა,რადგანაც როლები გავცვალეთ, კოცნა შემ დამასწარი, მე შენი ,,პარტია გავითამაშე’’ და ცოტა თავი დავიფასე, გოგოები რომ აკეთებთ ხოლმე, იმ პონტში რა-მხრები უდარდელად აიჩეჩა, ახლა თავი ნამდვილად ვეღარ შეიკავა და გულიანად გადიხარხარა. -მასხარა ხარ , ნამდვილი მასხარა- დაუყვირა გამწარებულმა და ცრემლმმორეულმა და შეძლებისდაგვარად სწრაფად გაალაჯა თოვლში. ვისღა ახსოვდა, ცოტა ხნის წინ გადატანილი შიში ან კოცნა?! გამწარებული მიალაჯებდა სასტუმროსკენ და მარგიანი უკან მოსდევდა. შენობის წინ ფილაქანზე რომ გადააბიჯა, მოულოდნელად ფეხი დაუცურდა და პირდაპირ მუხლებით დაასკდა ქვაფენილს. -ვაი- დაიწივლა საცოდავი ხმით და ცრემლები გადმოყარა. -რა გჭირს შენ დღეს? შარის დღე გაქვს?-თავზე წამოადგა შეწუხებული თორნიკე და ხელი შეაშველა. -გადი, შემეშვი. ჩემით მივხედავ საკუთარ თავს!- შეღრინა აცრემლებულმა და ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ ისე საშინლად ეტკინა ორივე მუხლი, რომ ადგილზე ჩაიკეცა და რომ არა თორნიკეს სწრაფი რეაქცია, ისევ ქვაფენილზე მოადენდა ზღართანს. სულ ძალით აიყვანა ხელში აფართხალებული ლიჩელი და მაგარდ მიიკრა გულზე. -ნუ ფართხალებ, თორემ დამივარდები და კიდევ რამეს იტკენ-შეუბღვირა და შენობაში შევიდა. -ნუ მიჭერ ხელებს ეგრე, დამემტვრა ძვლები- არც ნათიამ დაიშურა უტეხი ტონი. -გააჩერეთქო ხელ-ფეხი-უკმაყოფილოდ გადაატრიალა მარგიანმა თვალები და ლიფტის ღილაკს ძლივს მიაჭირა საცოდავად გაფშეკილი საჩვენებელი თითი. რის ვაი-ვაგლახით შეიყვანა ოთახში ნათია, რომელიც წამითაც არ წყვეტდა ფართხალს და ფულმფულა საწოლზე ფრთხილად დააწვინა. სერიოზული სახით დააჩერდა ზემოდან ტკივილისგან სახედამანჭულს და მასთან უფრო ახლოს დაიხარა. ძლივს შეიკავა სიცილისგან თავი მისი სასაცილოდ გაფართოებული თვალების დანახვისას. სწრაფად მოშორდა საწოლს და დაბალი ხის კარადიდან სამედიცინო ყუთი გამოიღო. -გაიხადე შარვალი-უთხრა ისე,რომ მისკენ ა რმობრუნებულა. -რა?-მთელი ხმიტ შეჰკივლა ნათიამ. -აბა შარვალი თუ გეცვა, ფეხი როგორ დაგიმუშაო?-გაიოცა მარგიანმა. -არაფერი არ მინდა შენი, თათას ან გოგონებს დაუძახე და ისინი მომხედავენ- შეუბღვირა და საცოდავად დახედა მუხლზე გადახეულ თავის საყვარელ ჯინსს. -ძალიან გტკივა?- ჰკითხა შეწუხებული ხმით თორნიკემ, როცა მის სახეს შეხედა. -ჰო-ამოიკნავლა და თითები ერთმანეთში ახლართა. -მოიცა , ახლავე დავუძახებ ვინმეს- თვალის დახამხამებაში გავარდა გარეთ. ხუთი წუთი ა რიყო გასული ,ოთახში მორგეობით რომ შემოლაგდნენ გოგონები. -თორნიკემ გვითხრა ,ფეხი რომ იტკინე, რა ხიფათიანი ხარ ნათიკო- შეწუხებული სახით დატუქსა მეგობარი მარიამმა და საწოლთან ჩაიმუხლა- მიდი შარვალი გაიხადე და დაგიმუშავებ. იფეწცია არ შეგეჭრას. რის ვაი-ვაგლახით გაიძრო შარვალი და მუხლს რომ დახედა გააჟრიალა. -ვაი, როგორ გიტკენია-შეიცხადა მარიამმაც- ანაკო აი ის ყუთი მომაწოდე რა-მიუბრუნდა ანას. -მტკივა, ცოტა ნელა რა- პერიოდულად ისმოდა ოთახში ნათიას ცრემლებნარევი ხმა. ბოლოს როგორც იქნა დაუმუშავა მარიამმაც ჭრილობა და დასვრილი ბამბების გადასაყრელად გავიდა. მთელი დღე მიბუზული იწვა ოთახში და თავი დაბდურობას და უიღბლობა წყევლიდა. მეგობრები მორიგეობით შემოდიოდნენ ,რომ ა რმოეწყინა, მააგრამ ბოლოს გუნებაწამხდარმა გაყარა ყველა გარეთ, დასვენება მაცადეთო. ჯერ წიგნი მოიმარჯვა მარტ დარჩენილმა, მაგრამ გული ვერაფრით დაუდო წასაკითხად. მერე ყურსასმენები გაიჩრა ყურებში,მაგრამ ამანაც ვერ გამოუკეთა განწყობა. ბოლოს ძლივს მილასლასდა ფეხნატკენი სავარძელთან და შიგნით ჩაეშვა,თვალები მილულა და გაისუსა. მოულოდნელად გონებაში ერთი ძველი სიმღერა ამოუტივტივდა და მელოდია წაიღიღინა,მერე სიტყვებიც მიაყოლა და ვერც მიხვდა, ისე ამღერდა თვალებდახუჭული. ,,......... ჭირი იქ ლხინი აქაო, ქატო იქ ფქვილი აქაო. პატარა გოგომ სიზმარში, პატარა ბიჭი ნახაო. ნახა და აღარ გაუშვა, კომოდში შეინახაო’’ სიცილით დაასრულა ბავშვობისდროინდელი თავისებური ინტერპრეტაციით. -პრინციპში ის იმხელაა, რომელი კომოდი და უჯდა დაიტევს?-დაუფიქრებლად ჩაილაპარაკა მარგიანის დაკუნთული მკლავების გახსენებისას და გულიანად გადაიკისკისა. სიცილი პირზე მაშინვე შეაცივა,იმან ვისაც წეღან კომოდში უპირებდა ჩაკეტვას. -ვის უპირებ კომოდში შენახვას?- ლიჩელის სმენას მისწვდა , ოთახში შემოსული თორნიკეს სიტყვები და დაფეთებულმა დაჭყიტა მშვიდად მილული თვალები. -არა...... არავის.. უბრალოდ.....-ალუღლუღდა დაბნეული. -აშკარად ვიღაც კონკრეტულზე ამბობდი.....- ირონიულად ჩაიღიმა მან და ნათიას წინ სავარძელში მოკალათდა. -არავის... ბავშვობაში ვმღეროდით ხოლმე ასე. -აბა ვისზე თქვი რომელი უჯრა დაიტევსო?- უცებ ჩაჭრა კითხვით. -უფ, არავიზე, რას გადამეკიდე?რა გინდა?- დაუყვირა გაბრაზებულმა. -არაფერი, ვიფიქრე ისე დავხედავთქო. -ხომ დამხედე? ჰდოა წადი ახლა! - საკუთარი სასტუმროს ნომრიდნა მაგდებს- გაეცინა მარგიანს და და ფეხზე წამოდგა-თუ რამე დაგჭირდეს, შეგიძლია გამაგებინო- სერიოზული ტონით უთხრა ბოლოს, ნელა დიახარა მისკენ და თვითონაც არ დაფიქრებულა, ისე მიაწება ცხელი ტუჩები გაოცებისგან თვალებდაქაჩულ ლიჩელს შუბლზე და კარისკენ წავიდა. -ისე რატომღაც მგონია, რომ მაგ პატარა გოგომ სიზმარში დიდი ბიჭი ნახა-უცნაური ღიმილით ჩაუკრა თვალი და კარს უკან გაუჩინარდა. -ვაიმე , ხომ დამმართა ელეთ-მელეთი- ამოიკნალვა გონზე მოსულმა და შუბლზე ორი თითი ღიმილით გადაისვა-ვაი, დავიღუპე, მიხვდა მასზე რომ ვამბობდი-წამოიკივლა უცებ და იმხელაზე შეხტა, კინაღამ ძირს მოადინა ზღართანი. შუადღეს უკვე გადამცდარი იყო, საწოლზე გაშოტილმა მარიამმა თვალები რომ გაახილა და გემრიელად გაიზმორა. -რა კარგია ძილი- ამოიკრუტუნა და გვერდი იცვალა- ვაიმე ნათიკო- მეგობრის გაჭირვების გახსენებისას სწრაფად წამოყო თავი. ფეხები ფუმფულა ჩუსტებში გაუყარა და გარეთ გასვლა დააპირა. კარი რომ გააღო მოულოდნელობისგან შეკივლა,როცა თავისი ნომრის კართან ატუზული ონისე მარგიანი დაინახა. -გულმა გიგრძნო რომ მოვედი და დაუკაკუნებლად გამიღე?- გაეცინა და ოთახში უკითხავად შევიდა. -იქნებ და ნებართვა გეთხოვათ?-უკმაყოფილო მზერით გადახედა უკვე სავარძელში მოკალათებულს. -ჩემ საკუთარ სასტუმროში, მგონი ნებართვის გარეშე შემიძლია ყველგან შესვლა. -კლიენტების ნომრებში უკითხავად შეჭრა რა წესია?- გაბრაზებულმა აქაჩა მაღლა წარბები. -რა სასაცილოდ ბრაზები- მოურიდებლად დასცინა ონისემ. -რაო?- თვალები საცრისოდენა გაუხდა მარიამს. -ძალიან სასაცილო ხარ ,როცა ბრაზდები. სასაცილო, თან სასყვარელიც- ბოლო სიტყვები თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, ნელი მოძრაობით წამოდგა ფეხზე და მიხურულ კარზე მიყრდნობილი მარიამისკენ წავიდა. რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით დადგა და ადგილზე რწევა დაიწყო. -რა თავხედობაა- აღშფოთება ვერ დამალა გოგონამ და ხელები მაგრად მომუშტა. -ისე იმ ლოთებს კაცი ფულსაც კი გადაუხდიდა, კიდევ რომ შეეშინებინე- უთხრა მოულოდნელად მარიამს და გაიცინა. მის შემხედვარე მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და დაჰიპნოზებულივით მიაჩერდა უზომოდ სიმპატიურ მარგიანს. -რაებს ბოდავ?- შეუღრინა უცებ გონზე მოსულმა. -მართლა ,მართლა. კარგი აზრია მგონი. ვიპოვი იმ ორ კაცს, ისევ რომ შეგაშინონ და მაშინდელივით ჩამეხუტო- მერე ცოტა კიდევ მიუახლოვდა და პირდაპირ ყურში ჩასჩურჩულა- არც უფრო მეტზე ვიტყოდი პრინციპში უარს- სახეალეწილ მარიამს ღიმილით დახედა და საჩვენებელი თითი დაკრა ცხვირზე. -საშინლად უზრდელი და უტაქტო ხარ- დაუყვირა გაგულისებულმა და სახეში დააპირა გარტყმა, მაგრამ მარგიანი უფრო მარჯვე აღმოჩნდა, სწრაფად გაუკავა ჰაერში აღმართული ხელი, ფრთხილად გადაუგრიხა ზურგს უკან და გულზე აიკრა თვალებაელვებული მარიამი. -გამიშვი ხელი!-წამში აფართხალდა ,მაგრამ სულ ტყუილად. -ხელები დაამოკლე!- მკაცრი, ბრაზნარევი ხმით დასძახა თავზე ონისემ და ამღერებული ტელეფონის ხმას წაუყრუა. ძლივს ეს ქალბატონი ისევ ნახა, ახლა ასე მარტო ჰყავს ხელში მოგდებული და ამ მომენტის ხელიდან გამშვებია მარგიანი?!- მაგ ხელები გამოყენება მარტო ჩასახუტებლად შეგიძლია ჩემთან- ისევ აივსო მხიარული ნოტებით მისი ხმა და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა. -გამიშვი ხელი!- ამოიკნავლა საკუთარი უსუსურობით გამწარებულმა მარიამმა და ისევ გაიბრძოლა..... ამჯერადაც უშედეგოდ. -იმ დღეს რომ ჩამეხუტე......- კმაყოფილი ტონით დაიწყო ლაპარაკი ონისემ. -მორჩი იმ ამბის გახსენებას- თვალები დაუბრიალა მარიამმა. -მაცადე ადამიანო, რას გეუბნები.... იმ დღეს იასამნების უზარმაზარი თაიგული გეკავა ხელში და იქვე დაგიცვივდა. -ჰო....-ახლაღა აღიდგინა ეს ფაქტი გონებაში. -გიყვარს იასამანი?-ჰკითხა საეჭვოდ კმაყოფილი ხმით. -ძალიან. აი ძალიან, ძალიან და კიდევ უფრო ძალიან- წამოიძახა უცებ. სულ აღარ გახსენებია, რა სიტუაციაში იყო ახლა. მარგიანმა უცებ მოაშორა წელიდან და ზურგიდან ხელი, მერე მაჯაზე ჩაეჭიდა და ნომრიდან ძალით გააპორწიალა. -სად მიგყავარ? ნათიკო უნდა ვნახო. -ჯერ მე წამომყევი, არ ინანებ! -სად კი მაგრამ? -წამოდი! სასტუმროდან რომ გაიყვანა უცებ აიტანა მარიამი კანკალმა. -გაგიჟდი? გავიყინე. გეთქვა და მოვიცვამდი მაინც რამეს- უსაყვედურა კბილების კაწკაწით. -ახლავე გათბები- უკან მოუხედავად უპასუხა ყურებამდე გაღიმებულმა და სასტუმროსგან ოდნავ მოშორებით პატარა კარში შეიყვანა. პირველ რიგში მარიამმა რაც იგრძნო, მისთვის ყველაზე საყვარელი სურნელი იყო. არაფრისთვის შეუხედავს, თვალები დახუჭა და ფილტვები საოცრად სასიამოვნი არომატით აივსო. -გაახილე ადამიანო თვალები, ნახე სად მოგიყვანე- გაეცინა ონისეს. -სამოთხეში ვარ?- გაეცინა მარიამს. -შენ ჰო ,ალბათ ასე წარმოგიდგენია სამოთხე. -კი მაგრამ ამ შუა ზამთარშია იასამანი აქ, თან ამდენი...... -ეგ თორნიკეს მოკითხე. ვინ არ მოიწვია, ეს რომ გაეკეთებინა. -საცორებაა, ნამდვილი საოცრება- აჟიტირებულმა მოავლო თვალი იქაურობას. ყველა კუთხე-კუნჭულში იასამნის ხეები იყო. აქა-იქ ლარნაკებიც სავსე იყო ყვავილებით და იქაორბა სულ გაჟღენთილი იყო იასამნის სურნელით. ონისე საკუთარი თავით კმაყოფილი იღიმოდა და ისე უყურებდა აღფრთოვანებულ გოგონას,რომელიც სიტყვას ვეღარ ამბობდა. -მარიამ ძალიან მომწონხარ და მინდა,რომ ერთმანეთის უკეთ გაცნობა ვცადოთ- მიახალა მოულოდნელად და იმწამსვე გამოიყვანა ოცნებებში მოფარფატე გოგონა ფიქრებიდან. -რა?- მარიამს ეგონა მომესმაო. -მინდა ისევ ჩამეხუტოთქო- სულ სხვა რაღაც უთხრა ამჯერად. -გადაუხადე იმათ ფული ისევ რომ შემაშინონ და იქნებ შეშინებულზე ისევ ჩაგეხუტო- ჩაიფრუტუნა და თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა. -იმათ გადავუხადე მე იმ დღეს, რასაც უმსახურებდნენ. -რა ქენი? -ცოტა არეული ჰქონდათ სასმლისგან სახეები და მივულამაზე- გადაიხარხარა ონისემ. -კი მაგრამ........... -აბა რა გეგონა, მართლა ის ვიფიქრე,რომ ჩემი უზომოდ სიმპატიური სახის გამო მომეტმასნე იმ დღეს?-გაუცინა ისევ. -აბა რაღას მომიშალე აქ ჩამოსვლის დღეს ნერვები?-ახალი გასაბრაზებელი მიზეზი იპოვა ახლა. -მადლობა მაინც გეთქვა , ვაჰ... -ისე არ ხარ ცუდი ბიჭი შენ- მარიამმაც გაუცინა და იასამნების ყველაზე დიდი თაიგულისკენ აიღო გეზი-მაინც მოწყვეტილია და ცოტას მოვიპარავ რა- გადახედა უცნაურად მომღიმარ მარგიანს. -ჩამეხუტე და მოგაპარინებ-შანსი არ გაუშვა ხელიდან. -ვაიჰ.... უცებ იასამნები გადამიყვარდა-მხრები აიჩეჩა მარიამმა და კარისკენ წავიდა. წამიც და გარეთ გავიდოდა, უცებ ონისე რომ გადაეღობა წინ და ეშმაკურად მომღიმარ ტუჩებზე მოუთმენლად დააკვდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ქალბატონი მარიამიც ბედნიერად აჰყვა კოცნაში და ლამის მკლავებში ჩაადნა. მხოლოდ მაშინ შეიცხადა ონისეს საქციელი, როცა ბიჭი თავად მოშორდა და უცნაურად ანთებული თვალებით დახედა სულ მთლად აცახცახებულ და სახეაწითლებულს. -რა....რა ..... გააკეთე?- თავადვე ძლივს გაიგონა საკუთარი სიტყვები. -უკეთ გაცნობისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგი- უჩურჩულა ყურში უაღრესად კმაყოფილმა და მარტო დატოვა ,,თავის სამოთხეში’’. ბედნიერად მომღიმარმა გამოიხურა ორანჟერეის კარი, თან იასამნის 2-3 ტოტი გამოიყოლა და მათთან ჩახუტებულმა სულ ანრნარით აიარა კიბეები მეხუთე სართულამდე, სულ არ გახსენებია ლიფტითაც რომ შეეძლო სარგებლობა. თავის ოთახს გვერდი აუარა და მეგობრის დასახედად წავიდა. კარი შეაღო თუ არა უკნიდან ანაც მოჰყვა და ერთად შელაგდნენ ლიჩელის კუთვნილ ,,აპარტამენტში’’. -როგორ ხარ?-ჰკითხეს ერთხმად. -გაცილებით უკეთ, თითქმის აღარც მტკივა. ამ საღამოს და ხვალ უკვე გამოვალ აქედან-უპასუხა და თითები სავარძლის სახელურებზე აათამაშა. მარიამმა სავარძელს მიაშურა, ანა საწოლზე მოკალათდა და სამივე გაისუსა. -მარგიანს მოვკლავ- სინქრონში გაისმა სამი ხმა და წარბაწეულებმა გადახედეს ერთმანეთს. -აბა თქვით რა ხდება!- ამჯერადაც ნაცნობი ფრაზა ერთხმაში წამოიძახეს,რასაც გულიანი ხარხარი მოჰყვა. -ნათია დაიწყე- ბრძანება გასცა მარიამმა. -ადექი და შენ დაიწყე, ყურებამდე გაბადრული რომ დაჩერებიხარ ამ ყინვაშ სასწაულებრივად გაჩენილ სანატრელ იასამანს. -კარგი ჰო. ონისემ მაკოცა- ამოილუღლუღა ლოყებაფაკლულმა და მეგობრების გაოცებულ წამოძახილზე უარესად დაირცხვინა. -როდის მოასწარით ასე დაახლოება?-ჰკითხა ანამ - არც მოგვისწრია ანაკო, უბრალოდ იმ ამბავს მახსენებს რაც ჩამოვიდა, მერე დღეს ნომერში დამადგა და იასამნების ორანჟერეაში წამაპორწიალა, იქედან წამოსვლამდე გამომიცხადა მომწონხარო, მინდა ერთმანეთის უეთ გაცნობა ვცადოთო და მაკოცა, პირველი ნაბიჯი გადავდგი დაახლოებისკენო. -ონისე ნახეთ რა- გაეცინა ნათიას. -შენ რომელ მარგიან კლავ აბა/?-ამჯერად ანას მიუბრუდნა ლიჩელი. -ვაჩეს-ამოიფრუტუნა გოგონამ. -მაგას რაღა უნდა? -რომ რაფერი უდნა და ზედაც არ მიყურებს, ეგაა გულზე რომ მხეთქავს- ჩაიქნია ხელი. -ვაი, ცალმხირივ სიყვარულით იტანჯება ჩვენი გოგო-გაეცინა მარიამს. -აი ჰო სიყვარულის ცეცხლში ვიწვი-გაეცინა ანისაც და მხარი მხარზე მიჰკრა აკისკისებულ მეგობარს. კიდევ ოთხი დღე მოუწიათ სვანეთშ დარჩენა,მაგრამ ერთადერთი სიახლე რაც იყო, ის გახლდათ, რომ ტატომ და თათამ ოფიციალურად ამცნეს სამეგობროს თავიანი სიყვარულის შესახებ. ყველამ გაიოცა ნათიას გარდა. -ტატო მეთქი რამე ახალს ამბობენთქო, ამისთვის წამომაგდეთ უთენია ფეხზე?-მთქნარებით წამოდგა დივნიდან და ნახევრდამძინარე გასასლასდა თავის ნომერში. ისე წამოვიდბენ სასტუმროდან, მარგიანების ტრიო ,მხოლოდ უბრალოდ დამშვიდობებიტ შემოიფარგლა, მხოლოდ ონისემ ჩაუჩურთა მარიამს გადაკოცნისას ჯიბეში თავისი სავიზიტო ბარათი და გააფრთხილა, ჩემს ზარს ელოდეო. დანარჩენ ორს კი ორი სიტყვის აგრდა არაფერი გაუმეტებიათ, თათას გადაეხვივნენ მხოლოდ და სტუმრები გააცილეს. ნათია მთელი გზა უხასიათოდ იყო, არ ელოდა თორნიკესგან ასე ცივ განშორებას. თბილისში ჩასვლამდე ავი ძაღლივით იღრინებოდა , ბოლოს ყურსასმენები გაუჩრა ყურებში და ეცადა მარგიანზე ფიქრი გონებდიან ამოეგდო. სვანეთიდან დაბრუნებულები ისევ დატვირთულ ყოველდღიურობაშ გადაეშვნენ თავით,მაგრამ მარგიანზე ფიქრებს ამან მაიცნა რ უშველა,მითმეტეს,რომ სამეგობროშ სულ თორნიკეს ხსენება იყო, თანაც მარიამი უკვე ოფიციალურად ხვდებოდა ონისეს და მათი გვარის გაგონებაზე, სულ ერთი და იგივე სახელი უტივტივდებოდა ლიჩელს გონებაში. ოთხმა თვემ თვალის დახამხამებაშ გაირბინა. უკვე სასიამოვნოდ თბილი და მზიანი მაისი იდგა, ჰაერში გაზაფხული სუნი ,ზაფხულის მოანტრებულმა სურნელმა შეცვალა. -ნათიკო ხვალ რას ვაპირებთ გეგას დაბადების დღისთვის-დაურეკა ერთ დილას მარიამმა. -არაფერს მარიკო, მე უკვე ვუყიდე მისი საოცნებო საათი და ხვალ 7 საათზე რესტორანში მოვალ. -მანამდე არ შეცდე არ გვნახო-ჩაიბუზღუნა მარიამმა. -უამრავი საქმე მაქვს მარო, რა ვქნა ააა?- თავის ამრთლებას მოჰყვა ნათია. -კარგი ჰო კარგი, ანაკი რჩება დღეს ჩემთან და ვიფიქრეთ, იქნებ გვიკადროს ამ პოპულარულმა გოგომ და ამოვიდესთქო. საღამოსკენ ცოტა ხნით ონო და ბავშებიც ამოვლენ. -გოგო ანას კიდე მარგიანების ნახვა უნდა?-გაეცინა ნათიას . -ის ორი უჟმური რა შუაშია? ონო ამოდის მარტო და ჩვენები. შუაღამემდე მეცადინეობდა ჩათვლის საკითხებს, ბოლოს გამოთიშლმა აგდაო გვერდზე კონსპექტები, წიგნები და რვეულები და საწოლში შეძვრა. ერთი პირობა ისიც იფიქრა, გოგონებთან გავალო,მაგრამ არაფრის თავი აღარ ჰქონდა და სულ მალე ჩაეძინა კიდეც. დილით გაღვიძებულმა ტელეფონის ეკრანს დახედა, დროის გასაგებად, მაგრამ მანამდე მისი ყურადღება რამოდენიმე გამოტოვებულმა ზარმა და სმს-ებმა მიიქცია. ნახა და ორჯერ მარიამმს ჰქონდა დანარეკი, ერთხელაც ანას. მერე შეტყობინებები გახსნა. ,,შენი თოკუნაც აქაა ნათიკო’’-წერდა მარიამი -ჩემი კი-ამოიფრუტუნა გაბრაზებულმა და ანას შეტყობინებებში გადავიდა. ,,თორნიკე და ვაჩეა აქ.... არც კი მიმჩნევს ვაჟბატონი, მომესალმა და მორჩა’’-წერდა გაწიწმატებული ანა და ნათიას გულიანად გაეცინა, მეგობრის სახე რომ წარმოიდგინა შეტყობინების წერის პროცესში. ,,რას ვერჩი პრინციპში? არ მოვწონვარ ადამიანს და ძალით ხომ არ მოვაონებ თავს?’’ ამჯერად გულისწყვეტა იკითხებოდა გოგონას სიტყვებში. იმ დღეს კმაყოფილი გამოვიდა ჩათვლიდან დ ამაშნვე სახლში გაიქცა,რომ რესტორნისთვის თავის მოწესრიგება მოეწსრო. წინასწარ გამზადებული მოკლე თეთრი კაბა მოირგო ტანზე, თმაც ოდნავ აიხვია. ცოტა მაკიაჟიც გაიკეთა და უკვე მზად რომ დაიგულა თავისი თავი, მხოლოდ მაშინ დაურეკა ტატოს, გამომიარეო. დარბაზში სასიამოვნო ჰანგები იღვრებოდა და მოცეკვავე წყვილებთან ერთად საკმაოდ რომანტიულ გარემოს ჰქმნიდა. თუმცა მაშინვე გაქრა ლიჩელისთვის რონამტიკაც და წყვილებიც, როცა თავისი მეგობრების მაგიდასთან მჯდარ თორნიკე მარგიანს ჰკიდა თვალი. უცნაურმა ჟრჟოლამ აიტანა მთელი სხეულით, ხელები მაგრად მოუჭირა კლატჩის ტარს, ნერწყვი ისე მძიმედ გადაყლაპა, ლამის დაიხრჩო. ადგილზე გახევებული იდგა და მერეღა მოვიდა გონს,როცა ბიძაშვილმა უბიძგა წინ წასასვლელად. ლასლასით აგდადგა ორიოდე ნაბიჯი, თან იმწამს თორნიკეს მზერაც იგრძნო,რამაც ასმაგად ააღელვა და გული აუჩქროლა. ,,რა ჯანდაბა მჭირს?’’ დაიკივლა გონებაშ საკუთარ თავზე ნერვებმოშლილმა და თავისი ასეთი ემოციები ვერაფრით ახსნა. ასე მთელი სხეულით დაჭიმული მივიდა სუფრასთან, დამხვდურებს თავაზიანი ღიმილით მიესალმა, იუბილარს საჩუქარი გადასცა და მაგრად ჩაეხუტა. დაძაბულობა თითქმის სულ მოეხსნა,როცა ვაჩე გამოელაპარაკა, თვითონაც თავაზიანად მოიკითხა ძმები და მერე თავისი მეგობრების საუბარში ჩაერთო,თუმცა აშკარად გრძნობდა თორნიკეს უტეხ, დაჟინებულ მზერას თავს ძლივს იკავებდა, თავისი საფირმო მზერით რომ არ დაეჯილდოვებინა მარგიანი. -კარგად ხარ?-ჰკითხა გვერდით მჯდარმა ანამ -ცუდად ყოფნის რა მეტყობა?- თითქოსდა გაიკვირვა ნათიამ. -ნეტა დაგენახა რა სახე გქონდა მარგიანი დანახვისას, მერე აღარ დასვამდი მაგ შეკითხვას-გადმოუჩურჩულა მარიამმა. -სახე კი არა, ნორმალურები თუ ხართ? რატომ არ მითხარით ,ეგეც თუ იქნებოდა დღეს?-შეუტია მომღიმარ მეგობრებს. -არ მოგვაფიქრდა-მხრები აიჩეჩა ანამ და ცივი ლიმონათი მოსვა. -არ მოაფიქრდათ თურმე! არ მოგაფიქრდათ კი არა სპეციალურად რ მითხარით, რომ ჩემი მოულოდნელობისგან გამოწველი რეაქცია გენახათ, მოხარშულ-შემწვარებს გიცნობთ ,ნუ გავიწყდებათ!-უთხრა ცოტა გაბრაზებულმა და ქუსლების პაკა-პუკით წავიდა გეგასკენ. -ნათი კარგ დროს მოხვედი-ხელი აგდახვია ბიჭმა- შენ ბესოს არ იცნობ ხომ? -არა, არ მქონდა ამ მშვენიერი გოგონას გაცნობის პატივი-ნათიას მაგივრად უპასუხა უცნობმა , როგორც აღმოჩნდა-ბესომ. -ჰოდა გაიცანით ერთმანეთი, ნათი ეს ბესოა ,ჩემი კურსელი და მეგობარი. ბესო ეს ნათიკოა, ჩემი ნიჭიერი, და ტკბილი გოგო- საფეთქელზე მიაკრა ტუჩები მეგობარს გეგამ. -ეკრანიდან გიცნობთ, ორჯერ კონცერტზეც ვიყავი, სადაც მღეროდით. ძალიან გამიხარდა თქვენი პირადად გაცნობა- ღიმილით გაუწოდა ხელი ბიჭმა. -მადლობთ, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა- უპასუხა ნათიამ. ცოტა ხანში სასიამოვნოდ წყნარი და ნაზი მუსიკა ჩაირთო და გეგამ საცეკვაო წააპორწიალა ლიჩელი. ცეკვის დროსაც გრძნობდა, რომ ვიღაც უყურებდა და ეს ვიღაც რაღათქმაუნდა თორნიკე იყო,თუმცა მისი უყურადღებობთ იმდენად იყო მასზე ნაწყენი და გაბრაზებული გოგონა,რომ ადრე თუ მსგავსი მზერა ესიამოვნებოდა, ახლა პირიქით- საშინელ გაღიზიანებას იწვევდა მასში. მუსიკა რომ დასრულდა მაგიდისკენ დააპირა წასვლა, მაგრამ ბესო გადაუდგა წინ. -ძალიან გამახარებ, თუ ცეკვაზე დამთანხმდები- მისი მომხიბლავი ღიმილის მიუხედავად, მაინც არ აპირებდა ნათია თახნმობის თქმას, ორჯერ თავაზიანად უთხრა უარი ბიჭს,მაგრამ უცებ მათკენ მომავალი მარგიანი რომ დაინახა ელვის სისწრაფით მიუბრუნდა ბესოს. -მგონი მართლა არაფერი დაშავდება ერთი ცეკვით. -ძალიან კარგი- ფრთხილად შეუცურა წელზე ცალი ხელი, მეორეთი მისი თითები მოიქცია ხელის მტევანში და ცეკვა დაიწყო, ლიჩელიც ტანის ნაზი რხევით აჰყვა მუსიკას და მეწყვილეს და მთელი ცეკვის განმავლობაში გმირულად იტანდა ერთი მხრივ მომღიმარი ბესოს, მეორე მხრივ კი გამწარებული მარგიანი განმგმირავ მზერას. მუსიკის ხმა რომ მიწყდა, ბესომ მადლობა გადაუხადა და მაგიდასთან მიაცილა, ის იყო სკამზე უნდა მოკალათებულიყო,რომ ვიღაცის მკლავებში ამოყო თავი. განრისხეული მზერით ახედა ,მასზე არა ნაკლებ გაბრაზებულ მარგიანს ,რომელმაც დაუკითხავად წაიყვანა ხალხის მოცეკვავე ჯგუფისკენ და მანამ არ მოუდინებია წელზე და მხარზე მოხვეული ხელები,სანამ ლიჩელიც არ აიძულა,რომ დარბაზში გამეფებულ ახალ მელოდიას აჰყოლოდა ცეკვით. -რა საქციელია ეს?-შეუტია მასზე ისეაც აღრენილმა ნათიამ. -რა საქციელია? უბრალოდ შენთა ერთად ვცეკვავ!- ცივი ხმით უპასუხა. -რავიცი იქნებ ჩემთვისაც გეკითხა აზრი, იქნებ და არ მინდოდა შენთან ცეკვა- გაბრაზებულმა აზიდა მაღლა ცალი წარბი. -რავიცი იმასთან კარგად იცეკვე-ღრენით გადაიქნია თავი ბესოს მიმართულებით და ნათიამაც ბიჭსკენ მიიხედა. -შენ არავინ გეკითხება მე ვისთან ვიცეკვებ , გასაგებია?-დაუყვირა გაგულისებულმა, მაგრამ საბედნიეროდ საკმაოდ მაღალ ხმაზე იყო სიმღერა ჩართული და მისი ყვირილი თორნიკეს გარდა არავის გაუგია. -ვიეჭვიანე-უმეოციო სახით დახედა მარგიანმა და ნათია გაშრა. -რა ქენი?-ძლივს ამოილუღლუღა დღეს უკვე მეორედ ასე უზომოდ დაბნეულმა და არეულმა. -ვი-ე- ჭვი-ა- ნე-ამჯერად დამარცვლით ჩასჩურჩულა ყურში და ის რამდენიმე ბგერამ ვულკანის ლავასავით ჩაეღვარა ლიჩელს მთელ სხეულში. -ჰო მაგრამ , ჩვენს არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ეჭვიანობის მიზეზი, ან უფლება გქონდეს- ძლივს შემატა ერთი ბეწო სიმკაცრე რამოდენიმე წუთის მერე ხმას ნათიამ. -ეჭვიანობას ერთადერთი მიზეზი სჭირდება- თითქოს გაუღიმასავით თორნიკემ. -რომელიც ჩვენს შემთხვევაში არ არსებობს - მიახლა მისი სიტყვებით და საქციელით უკვე ნერვებმოშლილმა ლიჩელმა. -აი მაგაში ვერ დაგეთანხმები-ამჯერად ფართოდ გაუღიმა თორნიკემ და დღეს უკვე მერამდენედ დატოვა გაოცებისგან პირდაღებული გოგონა. -შენ მთელი ამ დროის მანძილზე შენი საქციელით მეთანხმებოდი ამაში- გაოცება ისევ სიბრაზემ შეცვალა ნათიას თვალებში. -ვერ მიგიხვდი-თავი გაისულელა თორნიკემ. -შესანიშნავად მიმიხვდი, მაგრამ დაგდებ პატივს და მაინც განგიმარტავ. თუ რაიმე მიზეზი გქონდა, რომელიც ეჭვიანობის მიზეზს და უფლებას გაძლევდა, მთელი ამ თვეების მანძილზე ერთხელ მაინც მომწერდი, დამირეკავდი, ან თუნდაც ონისეს ამოყვებოდი ჩვეთან. -სხვათაშორის გუშინ მაგიტომ ამოვყევი მარიამთან. -გუშინ! და მანამდე? რამდენი თვე გავიდა, რაც სვანეთიდან ჩამოვედით? -სიტყვებზე ნუ მომსდევ და თანაც შენც შეგეძლო დაგერეკა ან როგორმე შემხმიანებოდი. ბოლოს და ბოლოს პირველმა შენ თავად მაკოცე- გაახსენა თავისი საქციელი მარგიანმა, რომლის გამოც იმ დღის მერე კიცხავს დ ალანძრავს საკუთარ თავს. -ჯერ ერთი მაშინ საშინლად შევშინდი და ამის გამო აფექტურ მდგომარეობაში მყოფი ვერ ვიაზრებდი საკუთარ ქმედებებს და მერე მეორეც აღარასდროს გაბედო მაგის გახსენება! გაიგე?- შეუღრინა გულამომჯდარმა და ცეკვა შეწყვიტა. წასვლა უნდოდა, უნდოდა გაქცეულიყო, მარგიანისგან შორს ყოფილიყო და ამ საშინლად უხერხული სიტუაციისგან როგორმე თავი დაეხსნა,თორნიკემაც მეტი აღარ აწვალა და ნელა შეუშვა ხელები. ელდანაკრავვივით მოსცილდა მომღიმარ მამაკაცს და მაგიდისკენ ლამის სირბილით წავიდა. სწრაფა დაავლო წყლიან ჭიქას ხელი და წამში გამოცალა. -რა სახე გაქვს, რა გითხრა ასეთი?- ჰკითხა ღიმილით ნიამ. -არც არაფერი! თავხედია და უზრდელი- გაბრაზებული დაეხეთქა სკამზე და მთელი საღამოს მარგიანისკენ ცალი თვალითაც არ გაუხედავს. არც იმ საღამოს მერე მოუკლავს თავი თორნიკეს მასთან დაკონტაქტებით ან რაიმე სახით ყურადღების გამოჩენით. ნათიამაც დაასკვნა ,რომ იმ დღეს მისი საუბარი მხოლოდ სიტყვებით თამაში და თორნიკეს მხრიდან ბოროტი ხუმრობა იყო და მასზე უკვე ასმაგად აღრენილი ჩაება ჩვეულ ყოველდღიურობაში. სასწავლო წელი ერთ თვეში დასრულდა. გამოცდებიც რომ მოილიეს ,ტატომ ზღვაზე წასვლის აზრი მიაწოდა მეგობრებს და ყველა სიხარულით დათანხმდა, თუმცა იმ საღამოს თათა მიადგათ ანასთან შეკრებილებს ,მარგიანების ტრიოსთან ერთად და ბიჭების ინიციატივით სვანეთში დაპატიჯა რამოდენიმე კვირით დასასვენებლად. სამეგობრომ ამჯერად ეს იდეა აიტაცა სიხარულით და უყოყმანოდ დათანხმდნენ,თუმცა ნათია ნამდვიალდ არ აპირებდა დასვენებას და მითუმეტეს რამოდენიმე კვირის გადატერაბს მარგიანთან ერთად. დასვენების ნამდვიალდ არა და ომის და ნერვების მოშლის კვირეები ნამდვიალდ ელოდა ამ შემთხვევაში წინ, ეს აზრი კი სულაც არ ხიბლავდა. -ჰოდა მაშინ მე მარტო წავალ ზღვაზე- დაიძახა ნერვებმოშლილმა. -რა გამოსვლა იყო ახლა ეგ?-შეუბღვირა ნაწყნნმა მარიამმა- რა არ მოგწონს, შენ ის გოგო არ ხარ სვანეთზე რომ გიჟდება? - აღარ მიყვარს სვანეთი, სვანებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია- გულზე ხელები დაიჭდო და გაბრაზებული მიაშტერდა კედელს. -ახლა რაღაცას ურევ შენ მომავალო ცოლის დავ - გადმოხედა ონისემ. -კარგი ჰო ზოგიერთი სვანი მიყვარს მაშინ. მხოლოდ ზოგიერთი! მაგრამ მე მაინც არ წამოვალ, თუ ასე ძალიან გინდათ, მიბრძანდით ბატონო და დაისვენეთ უჩემოდ! -უშენოდ რომ არ წავალთ შესანიშნავად იცი ეგ შენ- უთხრა ლევანმა. -ჰოდა წავიდეთ ყველა ერთად ზღვაზე. -ჩვენ სვანეთში გვინდა!-ხმას აუწია ტატომ. -მე ზღვაზე მინდა და ანგარიში არ უნდა გამიწიოთ?-გადმოხედა წარბაწეულმა. -შენ ერთმა ამდენ ხალხს არ უნდა გაგვიწიო ანგარიში ნათია?- უკვე მართლა გაბრაზდა მარიამიც. -მარიკო კარგი რა, მართლა არ მინდა სვანეთში, რას აიჩემეთ ახლა? ხომ გადავწყვიტეთ დილით,რომ ზღვაზე წავიდოდით? -არ უნდა მაგას კარგი რა! ახლა გადავიფიქრეთ და სვანეთში გვინდა წასვლა! -ჰოდა წადით უჩემოდ, არ გაკავებთ მე! - დაიყვირა ტირილამდე მისულმა, ფეხზე წამოხტა , იქვე დაწყობილ ჩანთას და ტელეფონს დაავლო ხელი და გარეთ გავარდა. -ნათი დაგველოდე-უკან აედევნენ გოგონები. -შეეშვით! გადაუვლის და მოვ აუკან-მიაძახა არანაკლებ გაბრაზებულმა ნიკამ. -დაეტიე შენ მანდ- შემოსძახა ნიამ და გოგონებს გაჰყვა. -ნათია დიდხანს გსდიოთ?-დაუძახა აქოშნებულმა ანამ. -ნუ მომსდევთ მერე, წადით ბარგი გაქვთ ჩასალაგებელი- ირონიული ღიმილით გადმოხედა სამივეს. -გეყოს ახლა! უბრალოდ არ მესმის, სვანეთში წასვლაზე რატომ ამბობ უარს, თან შენ. -თორნიკე მარგიანი ჰქვია მაგ მიზეზს მარიკო- ნათიას მაგივრად უპასუხა ანამ. -ბოთე ხარ! ნამდვილი ბოთე! გოგო მაგის გამო იკლებ ამხელა სიამოვნებას? სიტყვა-პასუხი გაკლია თუ რა? გეტყვის რამეს? უარესს უპასუხებ. -რომ ვერვპასუხობ ეგაა საქმე ზუსტად-ხმა გაებზარა ლიჩელს და გოგონებს თავისდაუნებურად გაეღიმათ. -შენ თორნიკე მოგწონს ნათიკო! -არავინაც ა რ მომწონს! -მაშინ წამოდი სვნაეთში. -არ მინდა. -ჩვენი ხათრით წამოდი რა,თან ვიცი რომ ყველაზე მეტად შენ გინდა,მაგრამ საკუთარ თავსაც არ უტყდები ამაში. -კარგი ჰო, ანაკოს გამო წამოვალ, იქნებ და მოაწონოს თავი იმ უჟმურ ვაჩეს- ღიმილით აიქნია ხელი . -სულ არ მჭრდება ეგ მართლა უჟმური! მყავს მე გაბრიელი უკვე და გადასარევი ბიჭია ის!- ამაყად მოიღერა ყელი ანამ. -მაგაზე კიდევ სალაპარაკო გვაქვს ჩვენ, მაგრამ ახლა იქ ავბრუნდეთ-ამჯერად ანას მიუბრუნდა მარიამი. -შეეშვით თქვენ ჩემს გაბროს რა- ჩაიფრუტუნა უკმაყოფილოდ გოგონამ. -არ მოგვწონს ეგ ბიჭი, არ ვენდობით. -გაგაცნობთ უკეთ და თუ არ მოგეწონებათ ნახავთ!-მაინც აგრძელებდა თაყვანისმცემლის დაცვას ანა. -ჯერ შენ გაიცანი წესიერად ! ასე ლაპარაკ-ლაპარაკში ავიდნენ მარიამის ბინაშიც. -აჰა, რას ვამბობდი, გადაუვლისთქო- მხრები აიჩეჩა ნიკამ. -არაფერმაც არ გადამიარა, ამათმა დამითანხმეს უბრალოდ- ენა გამოუყო ნათიამ და ბიძაშვილის გვერდით მოკალათდა. -შენ ისე სულ არ გინდოდა წამოსვლა ხომ?-გაეცინა ლევანს. -გაჩერდით ახლა და ისევ ნუ აგდააფიქრებინებთ წამოსვლას-ჩაერია აქამდე ჩუმად მჯდომი თათა და სიცილით გადახედა ბიჭებს. -აბა სად მივდივართ და როდის?-ჰკითხა ნათიამ ონისეს და ვაჩეს, ფანჯარასთან მდგომი თორნიკესთვის კი ზედაც არ შეუხედავს. -ჩვენს სოფელში, იელი ჰქვია, სხვათაშორის არ ისე ცივა იქ, მყინვარები არ გავქს ახლოს და მაგიტომ,თან გიზსგან მოშორებითაა და სუფთა ჰაერიცაა. ჩვენ ხვალვე ვაპირებდით წასვლას, მაგრამ რადგანაც თქვენ მოდიხართ და მომზადებაც დაგჭრდებათ, წავიდეთ ზეგ-ჩაუკაკლა ონისემ. -არა ხვალ მთელი დღე გვაქვს წინ, მივემზადებით ყოველნაირად და საღამოს წავიდეთ-უთხრა ტატომ. -კარგი ბატონო,მთლად უკეთესი- მხრები აიჩეჩეს მარგიანმებმა. მეორე დღეს დილიდან სავაჭრო ცენტრში დარბოდნენ, ყველაფერი იყიდეს რაც სჭირდებოდათ და საღამოს ანას სახლში შეიკრიბნენ ქანცგაწყვეტილები. -ცოტა ხანს წავუძინებ იმათ მოსვლამდე რა,თორემ დაღლილობისგან სადაცაა სული გამძვრება- დაიწუწუნა ნათიამ და მეგობრის საძნებლისკენ აიღო გეზი. -მიდი და მე ქვემოთ ჩავალ ცოტა ხნით, გაბრიელს ვნახავ- თქვა გაბადრულმა ანამ. -ნეტა გამაგებინა გარეგნობის გარდა სხვა რა მოგწონს მაგ ბიჭში? რაღაცნაირი უსიმპატიო და უნდობი ტიპიათქო ასე მგონია-უთხრა მარიამმა. -დაანებეთთქო თქვენ თავი გაბრიელს- შეუღრინა ანამ და კარისკენ წავიდა. -ბედი შენი, შენები სოფელში არიან თორემ, განახებდნენ მერე ღამის პაემნებს- კისკისით მიაძახა კარიდან გამავალ მეგობარს ნიამ. -როგორ ხარ?- ღიმილიანი სახით აეტუზა წინ სადარბაზოსთან მომლოდინე ბიჭს და გადაკოცნა. -რომ მითხარი რამოდენიმე კვირით მივდვივარო, რაღა დაგიმალო და მეწყინა, მომენატრები- თბილი ხმით უთხრა გაბრიელმა. -რაღა დაგიმალო და შენთან ერთად სეირნობა და ლამაზი ადგილების დალაშქვრა მეც მომენატრება- გულახდილად უთხრა გოგონამ. -შენ არ იცი მაგ სიტყვებით როგორ გამახარე ანა- ნელა მიუახლოვდა და თავი ოდნავ მისკენ დახარა, მაშნვე მიუხვდა ანა ჩანაფიქრს და უკან დახევა გადაწყვიტა, თუმცა გაბრიელმა იმარჯვა, სწრაფად მოჰხვია წელზე ხელი და უფრო შეამცრია სახეებს შორის მანძილი. ის იყო უნდა ეკოცნა,რომ უცებ ბინის ეზო მანქანის ფარებმა გაანათა , ანა მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა. გაბრიელის მისთვის ხელის გაშვება არც უფიქრია. ეგონა მანქანა ჩაივლისო,მაგრმა პირდაპირ მათ გვერდით გაჩერდა და იქედან გადმოსული ვაჩე უცნაური მზერით მიაჩერდა წყვილს. -გამარჯობა- ჩაიალაპარაკა ჩახშული ხმით. -გაგიმარჯოს- ძივს ამოღერღა ანამ და ნერწყვი სიმწრით გადააგორა სასულეში. -მზად ხართ? იმედია დიდხანს არ მალოდინებთ- უთხრა საშინალდ ცივი ხმით. ანა უხერხუალდ გაფართხალდა გაბრიელის მლავებში და თავი გაითავისუფლა. -კი , კი მზად ვართ, ჩანთებს ჩამოვიტანთ და მოვდივართ- ჩაილუღლუღა სულ ერთიანად აწითლებულმა და გაბრიელს მიუბრუნდა- კარგად იყავი, მოგწერ ხოლმე. -კარგად ლამაზო, კარგ დასვენებას გისურვებ- მოწყვეტით აკოცა ლოყაზე და ვაჩესკენ არ მიუხედია, ისე გავიდა ეზოდან. -ახლავე ჩამოვალთ-წამოიძახა ანამ. -შენს შეყვარებულს ცოტა ზრდილობის სწავლა არ აწყენდა-ცინიკური ხმით უთხრა სადარბაზოსკენ მიბრუნებულს ვაჩემ- რაც არ უნდა უცხო ვყოფილიყავი, ერთი საათია წინ გიდგავართ და უბრალოდ მისალმება ელემენტარული ზრდილობის საკითხი იყო. მართალია არც თავად მოეწონა გაბრიელის ეს საქციელი, მაგრმა ვაჩესგან მსგავსი დამცინავი ტონი მაინც ვერ აიტანა. -ყველას თავისი შეყვარებულის ზრდილობას მიხედოს- მოძახა გაგულისებულმა და ბნელ სადარბაზოში გაუჩინარდა. ,, კარგად ლამაზო’’-ღრენით გაიმეორა გაბრიელის სიტყვები და იმის გახსენებაზე,თუ რა სიტუაციაში დახვდნენ აქ მოსულს, უარესად მოერია ბრაზი. გამწარებულმა დაარტყა მუშტი მანქანის კარს და მაგრად მიაჯახუნა. ზუსტად ხუთ წუთში გამოჩნდნენ გოგონები, ვაჩე ჩანთების ჩაწყობაში დაეხმარა და საჭეს მიუჯდა, ანა პირველი ჩახტა უკან, რომ ვაჩეს გვერდით დაჯდომა არ მოწეოდა და ყურსასმენები გაიჩრა ყურში. სვანეთში ასულებს სოფლამდე მისვლა ცოტა გაუჭირდათ,თუმცა ბოლოს დაღლილებმა ძლივს მიაღწიეს სახლამდე. გოგონებს თვალები გაუბრწყინდათ,როცა ძალაგამოცლილები უკვე დანაწილებულ ოთახებში შევიდნენ და ყველაფერი მოწესრიგებული დახვდათ. -თოკომ სასტუმროს პერსონალიდან ორი ქალი გამოგზავნა, რომ აქაურობისთვის მიეხედათ, იცოდა გზა ძალიან დამღლელი რომ იქნებოდა- გაარკვია სიტუაციაში თათამ ოთხივე და არხეინად გაიშოტა საწოლზე-ახლა კი ძილინების- ერთიანად გაეხვა საბანში და გაიტრუნა. სხვებმაც მიაშურეს თავიანთ საწოლებს და სულ რამოდენიმე წუთში ახმაურებული სახლიც ჩაწყნარდა. დილით ადრე დაჭყიტა თვალები, გემრიელად გაიზმორა რა ღია ფანჯრიდან შემოსულ სიგრილეს მიუშვირა სახე. მერე თავის გვერდით საწოლზე გაშოტილ ამას გადახედა ნელა წამოდგა ფეხზე,ძველი ხის იატაკის ჭრაჭუნით მეგობარი რომ არ შეეწუხებინა და ძილი არ დაეფრთხო. თავი მოიწესრიგა და საძინებელი დატოვა,ნელაა დაეშვა სხვადასხვა ორმამემტებით გაფომებულ ხის კიბეზე და გარეთ არსებული საპირფარეშოსკენ აიღო გეზი. უკან დაბრუნებულს თორნიკეც გაღვიძებული დახვდა,სამადლოდ მიუგდო ,,დილამშვიდობის"-ო და სამზარეულოსკენ წავიდა. -ჩემ სახლში ხარ და არ გარგებს მასეთი იაზო ქცევები ნათელა-უკან აედევნა მარგიანი. ლიჩელმა დააიგნორა მისი რეპლიკა და ყავის მომზადებას შეუდგა. -ასეთი ქცევით,გარეთ აღმოჩნდები იცოდე-დაუღრინა თორნიკემ,მაგრამ გოგონას ხმა მაინც არ გაუცია. ის იყო კიდევ რაღაც უნდა ეთქვა,რომ ზედა სართულიდან ვიღაცის ხმამმაღალი ლაპარაკი მისწვდა წყვილის სმენას. სიტყვები ვერ გაარჩიეს,მაგრამ ნათიამ აანას ხმა იცნო და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სამზარეულოდან. -რა ხდება,რაზე კამათობთ ამ დილა უთენია?- ჰკითხა კიბეზე ასულმა მოჩხუბარ ანას და ვაჩეს. -გაბრიელის მიმართულებით ლაპარაკს მოეშვას და აღარ ვიკამათებთ!-დაიყვირა წყობიდან გამპსულმა გოგონამ და კიბის ორი საფეხური ჩაიარა. -შენ თუ ბიჭების არჩევა არ იცი,მე დამაბრალე ახლა. ერთი უზრდელი და გაუთლელი ტიპია-არ ეშვებოდა მის გაღიზიანებას ვაჩე. -ყველა შენნაირი ნუ გგონია- უკან არც მოუხედავს, ისე უთხრა ანამ და სწრაფად ჩაირბინა ხის საფეხურები. -როგორ ბედავ შე.... -ვაჩე მორჩი !- წინ გადაუდგა ნათია- შენ თავად როგორ მოგეწონებოდა ,ადაიანი, რომელიც მოგწონს, ასე რომ ელანძღა ვინმეს? -ადამიანი რომელიც მომწონს ,თუ ჩემი შეყვარებული?-გამომცდელად ჰკითხა შუათანა მარგიანმა და თვალები მოჭუტა. -არაა გაბრიელი ანაკოს შეყვარებული! -ოჰ, ძალიანაც კი ეტმასნებოდა წუხელ კორპუსის ეზოში- წუნია ქალივით აიბზუა ცხვირი და თვითონაც ქვემოთ. ბოლომდე თვითონაც ვერ გამოუტყდა თავის თავს, თუ რამხელა შვება მოჰგვარა ლიჩელის წუთის წინანდელმა სიტყვებმა მის გულს. მთელი ორი დღე თორნიკეს და ნათიას, ვაჩეს და ანას შორის უაზრო კამათი და კინკლავი არ წყდებოდა, უკვე დასვენება კი არა ,ყველას ყელში ამოუვიდა ოთხეულის მსგავსი ქცევები. თუ გოგონები იყვნენ წყნარად, ძმები არ ეშვებოდნენ,სანამ მოთმინების ფიალას არ აუვსებდნენ და არ გამოიწვევდენ და პირიქით. მთელი დღეები უბღვერდა ვაჩე,ხან ხასიათზე მოვიდოდა და აწვალებდა, მეორე წუთს კი ისევ აიგნორებდა. ანაც არ აკლებდა, მაგრამ ბიჭის საქციელებზე მაინც ნერვები აწყდებოდა. მთელი ამ დროის მანძილზე ვისღა ახსოვდა გაბრიელი? ერთხელაც არ შეხმიანებია. საღამოს დიდი მონდომებით გააკეთა ყავა ყველასთვის, მათ შორის ვაჩესთვისაც და ბუხრიან ოთახში ნელა გაიტანა. მარგიანის ჩათვლით ყველას წინ დაუდგა კუთვნილი ფინჯანი,თუმცა მას არც კი დაუხედია, ისე ადგა დივნიან და კიბეებისკენ წავიდა. -გიურზა, ანაკონდა, კობრა- მიალანძღა გონებაში გამწარებულმა და მაგრად მოუჭირა მდუღარე სითხით გაცხელებულ ფინჯანს თითები. ყავა როგორც კი დალია, დაღლილობა მოიმიზეზა და მეორე სართულზე ავიდა. ის იყო ოთახის კარი უნდა შეეღო,რომ იქედან მარგიანის ლაპარაკის ხმა მოესმა, გაოცებულმა შეიჭყიტა საძინებელში და ტელეფონზე მოლაპარაკე ვაჩეს გადააწყდა. -რა გინდა აქ?-ჰკითხა თვალებგაფართოებულმა და პირი გაოცებისგან დააღო,როცა მის ხელში თავისი ტელეფონი დაინახა- ჩემ მობილურთან რა გესაქმება?-დაუბღვირა და გამორთმევა დააპირა, თუმცა ვაჩემ სწრაფად ასწია ხელი მაღლა და ანა ვეღარ მისწვდა ,რომ წაერთმია. -დამიბრუნე! -ჯერ რაღაცეები გავქვს გასარკვევი! -კი , გეთანხმები. ახლავე ამიხსენი ,რას აკეთებ ჩემს საძინებელში! -ეგ არა, სხვა რამ ვიგულსიხმე, თუმცა მაგაზეც გიპასუხებ რა პრობლემაა? შენი ტელეფონი რეკავდა და ვუპასუხე. -რა უფლებით?-დაიკივლა გაწიწმატებულმა. -ჩუმად! თორემ მთელი სახლი აქ შეიყრება. -მაჯავრე....... რატომ უპასუხე ჩემს ტელეფონს? -თვალების პრაწვას მოეშვი, სახე დააწყნარე და აგიხსნი. -თავხედი ხარ და მერე გაბრიელზე იტყვი რამეს. -აი, თავად მიადექი სალაპარაკო თემასაც- მხრები აიჩეჩა მარგიანმა და საწოლზე ჩამოჯდა. -მე შენ რა გაგაფრთხილე? არ გითხარი გაბრიელს შეეშვითქო?! -ჰო შევეშვი უკვე, უბრალოდ ავუხსენი,რომ შენს სიახლოვეს აღარ უნდა გაჭაჭანდეს, ეს იყო და ეს- ედარდელად გადაწვა ბალიშებზე და კმაყოფილი მზერით მიაჩერდა გაცეცხლებულ ანას. -შენ ვერ ხარ მთლად დალაგებული ხომ?- უარესად გაუფართოვდა თვალები გოგონას. -რავიცი, მაგაზე არ დავფიქრებულვარ, მთლად ნორმალურს შეიძება კი ,რომ შე მოეწონო? -რა?- ესღა ამოიკნავლა და ერთდროეულად ბრაზით და გაოცებით სავსე მზერა მიაპყრო მარგიანს, რომელიც საწოლიდან სწრაფად წამოდგა და მისკენ წამოვიდა. ერთი ნაბიით დაიხია თვითონაც უკან და პასუხს დაელოდა. -ანაკო მისმინე...- ,,მარო კონკურენტი გამოგიჩნდა მომართვაში’’ სრულაიდ უადგილო ფიქრმა გაუელვა თავში ანას,როცა მისგან ასეთი დამთბარი მომართვა და ტონი მოისმინა,თუმცა წამსვე მოეგო გონს და ბრჭყალები გამოაჩინა. -ანაკო არა რა... მაქვს მე სახელი.. -გაბრიელიკო რას გეძახდა? -გინდოდა გეკითხა რას მეძახის? -არა გეძახდა! ავუხსენი,რომ თქვენ ურთიერთობას მომავალი არ აქვს ,ბევრი კი შემეპასუხა,მაგრამ ბოლოს მიხვდა,რომ აზრი არ ჰქონდა და გამითიშა. -არა ხარ ნორმალური, რა უთხარი გაბრიელს? ახლავე მომეცი ჩემი ტელეფონი, უნდა დავურეკო. -არ მესმის, რატომ უნდა ხვდებოდე გაბრიელს,როდესაც მე მოგწონვარ?-ამის გაგონებაზე ანას ენა ჩაუვარდა, სახეზე სულ აპილპილდა სირცხვილისგან, ახლა ამ სიტუაციაში ყოფნას ერჩია ,მიწა გასკდომოდა დ აშიგ ჩაეტანა. ანუ რ აგამოდიოდა? ვაჩე ამდენი ხანია ხვდება ,რომ ქალბატონს მოსწონს ?! ,,ღმერთო რა სირცხვილია’’ გაიფიქრა ტირილამდე მისულმა. იატაკზე კარგა ხნის წინანდელ ლაქას დასჩერებოდა და ვაცესთან შეპასუხებსაც ვე რბედავდა, მისი ასეთი რეაქციით გახალისებულმა მარგიანმაც მომენტით ისარგებლა, აცახცახებულ ნიკაპზე ფრთხილად წაავლო ხელი,თავი მაღლა ააწევინა და ტუჩებზე წაეტანა. ანა შეკრთა, თვალები საცრისოდენა გაუხდა, ადგილზე გახევებულმა მოკლე მოყვითალო კაბა მაგრამ მოკუჭა მომუშტულ ხელებში. -ანაკო დაიძინე უკვე?-მოულოდნელად შემოაღო ოთახის კარი მარიამმა და მეგობარზე ნაკლებად შოკურ მდგომარეობაში არც ის აღმოჩენილა. გაოცებულმა გადახედა ერთმანეთზე აკრულ წყვილს-ვაიმე..... უკაცრავად- დაბნეულმა ამოილუღლუღა და გასვლა დააპირა. -მარიკო- ასწრაფად მოშორდა ვაჩეს ანა- შემოდი. -არა ,იყოს მერე ამოვალ-დამდუღრულივით გავარდა გარეთ და ყურაბამდე გაბადრულმა ჩაირბინა კიბეებზე. -შენ.....შენ... -ჰო მე შენ გაკოცე- საჩვენებელი თითი ჯერ გულზე მიიკრა, მერე კი ანასკენ გაიშვირა- რატომ? იმიტომ ,რომ მომწონხარ , ნუ შეიძლება ცოტა მეტიც,მაგას დრო გვიჩვენებს და სწორედ ეს ყველაფერი ავუხსენი წეღან იმ შენს უნიათო თაყვანისმცემელს, სამი თვეა ამ სტატუსს რომ ვერ გასცდა- ირონიულად ჩაილაპარაკა ბოლო წინადადება და პირდაღებულ ანას ცხვირზე დაჰკრა თითი. -შენ მოგწონვარ მე?- ძლივს ჰკითხა ბოლოს,როცა მიხვდა,რომ მარგიანი მისგან რაიმე პასუხს ელოდა. -რა იყო მერე? რა გაგიკვირდა? კი ხარ დაბნეული დაცოტა წაუდაბდურებ,მაგრამ ზოგადად საყვარელი და ჭკვიანი გოგო ხარ, რატომ არ უნდა მომწონებოდი. ოღონდ შენი ჭირიმე, ახლა არ დაიწყო, როგორ გაბედე და მაკოცე, მე შენ არ მომწონხარ , გაბრიელი მომწონს და ასეთები -ხელი ჰაერში აიქნია ვაჩემ და ტუჩები ოდნავ მოკუმა. -არა.... უბრალოდ მე...ჩემთვის მოულოდნელი იყო.. დაფიქრება მჭირდება... -იფიქრე რამდენიც გაგიხარდეს, ყველა შემთხვევაში ვიცი,რომ მე რომ გამიხარდება იმ დასკვნამდე მიხვალ. -საკუთარ თავში როგორ ხარ დარწმუნებული...-ჩაიფრუტუნა ანამ. -ანაკო ერთხელ მაიანც რომ შეგახედა,როგორ მიყურებ ხოლმე, მიხვდებოდი, რატომ ვარ ასეთი დარწმუნებული- გაეღიმა ბიჭს. -ასე მეტყობა ხოლმე? არადა მეგონა ,კარგად ვინიღბებოდი.. -კარგი ჰო კარგი, ნუ დაემსგავსე ბროწეულს, გეხუმრე.... უბრალოდ სულმა წამძლია და წეღან შენი და შენი დაქალების სმს-ები შემომეკითხა ხელში. -არ გქონდა უფლება! -კარგი ,კარგი არ გინდ აახლა, პირველია და ბოლო, არ მჩვევია მსგავსი საქციელები ხოლმე,დაწყნარდი დ ამშვიდად დაფიქრდი, ტკბილი ძილი აბა- მოწყვეტით აკოცა და ოთახიდნა თვალის დახამხამებაში გაქრა. ტკბილი ძილიო, ტკბილი კი არა რაც მოხდა, მას შემდეგ ძილი მგონი სულ არ ეღირსებოდა ამაღამ ანას. ოთახში გოგონების შესვლა და კითხვების კორიანტელი დატრიალება ერთი იყო, არცერთს არ უძინია, სულ დეტალებშ მოაყოლეს ყველაფერი და გამთენიისას მიელულთ თვალები, ერთმანეთზე მიყრდნობილებს. სულ რაღაც ორ საათში გაეღვიძათ და ხუთივეს მთელი ხერხემალი და ზურგი ტკიოდათ, მოუხერხებლად წოლის გამო. -აბა გოგონებო დატრიალდით , დაგვაპურეთ- უკვე თორმეტი საათი იყო მოტანებული ,ტატო რომ ჩამოვიდა. -არაფრის თავი არ გვაქვს-ამოიკრუსუნა ნათიამ. -ჰო , ამ ერთხელ თავად მიხედეთ თავს, ყველაფერი გვტკივა- აჰყვა მარიამიც და კისრის ზელას მოჰყვა. -რა გჭირს მარო? - სამზარეულოდან წყლიანი ჭიქით ხელში გამოვიდა ონისე. -წუხელ ვიჭორავეთ გოგონებმა, ცუდად ვიწექით და ისე ჩაგვეძინა-შეწუხებული სახით აუხსნა შეყვარებულს. -გინდა მასაჟი გაგიკეთო?-ჰკითხა მზრუნველი ტონით , ჭიქა იქვე მაგიდაზე დადო სავარძლის უკან დადგა,რომ ადვილად გაეკეთებინა მასაჟი. -ჩემი ოქროსხელებიანი ბიჭი-სიამოვნებისგან თვალები მინაბა მარიმმა,აშკარად ესიამოვნა დაჭიმულ მყესებზე მასაჟი. -მეც მინდა მასაჟი- გაეცინა თათას. -ეგე ტატო და გაგიკეთოს მერე- სიცილითვე უპასუხა ნათიამ და აივანზე გამავალი სკამისკენ აიღო გაზი. -შენ რა გინდა მასაჟი?-სხვებისგან შეუმჩნევლად ჩასჩურჩულად დივანზე ჩუმად გაწოლილ ანას ვაჩემ. გოგონამ თვალები დაჭყიტა, არც გაუგია, როდის მიუდჯა გვერდით. -არ მინდა! - უთხრა გაბრაზებულმა,როცა მისი ირონიული სახე შენიშნა. -მართლა გეკითხები ანა, თუ ძალიან გაწუხებს ,ცოტა გიშველის. -არ მინდათქო!- წელში გასწორდა და მაშნვე დაიკვნესა ტკივილისგან. -არ უნდა გოგოს-გაეცინა ვაჩეს- მოდი აქ , მოდი-ფრთხილად მიაბრუნა ზურგით თავისკენ და წრიულად დაატრიალა თითები მხრებზე. -ვაიმე კისერი, ვაი ზურგი, ვაი წელიც როგორც მტკივა- დაიწყო მანჭვა თორნიკემ,როცა სამზარეულოდან გამოსული მსგავს სცენას გადააწყდა- მე არავინ გამიკეთებს მასაჟს?- იკითხა საწყალი სახით , ამ დროს აივნიდან იარაღის გასროლის ხმა გაიგონეს და ყველა თავპირისმტრვრევით გავარდა გარეთ. -რა მოხდა?- ჰკითხა ტატომ ბიძაშვილს,რომელსაც სანადირო თოფი მოემარჯვებინა და დაბნეული და შეშინებული აცეცებდა თვალებს. -შენ რომ მასწვალე, ისე დავტენე წამლით თოფი და ვისროლე კიდეც- უპასუხა უცებ საკუთარი ქმედებით უაღრესად კმაყოფილმა. -ნათია შენ მოკალი ძერა? - თეატრალურად შეიცხადა თორნიკემ,როცა ეზოში დავარდნილ შავ ბუმბლებიან არსებას მოჰკრა თვალი, ჩქარა ჩაირბინა კიბეები და უკან მკვდრაი ქათმით ხელში დაბრუნდა- შიგ გულში მოარტყი- მთელი ემოციით განაცხადა და ახარხარებულ მეგობრებს გადახედა... -თორნიკე მე არ ვიცი რა მოვკალი.... შოთა , არწივი ,ძერა...მაგრამ თორნიკე....- აი აქ კი მართლა გაჩერდა, როცა გაახსენდა, რა ხდებოდა ფილმში ამ ფრაზის შემდეგ და სასაცილოდ მომანჭა სახე. -შოთა კი არა ქორი ნათია- წამოიძახა სიცილისგან მუცელატკიებულმა გეგამ და უარესად ახარხარდა.ვისღა ახსოვდა, წუხანდელი მიუხერხებლად წოლა, ან ზურგის ტკივილი? ცრემლებამდე იცინოდა ყველა. მეორე დღეს ანამ, მარიამმა და ნათიამ დაასწრეს გაღვიძება ყველას. ცოტა ხნით ჩუმად ისხდნენ აივანზე, ბოლოს ნათიას ჩვეულმა გენიალურმა იდეამ გაუელვა გონებაში და საკუთარი ჩანაფიქრით უარეღსად კმაყოფილმა გადახედა გატრუნულ მეგობრებს. -ახლა რაღა მოიფიქრე?-მის გამომეტყველებაზე გაეცინა მარიამს. -მაცივარში უამრავი ყინულის კუბიკია, საძინებლებში მძინარე ბიჭები- ხელის გულები ერთმანეთს გაუსვა და ტუჩები კმაყოფილმა დაპრუწა. -საინტერესოა....-დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებია დანარჩენ ორსაც. რომ მის ნათქვამს მიმხვდარიყვნენ. -თუ საინტერესოა, ახტით ახლა ფეხზე და გამოვიტანოთ ყინული,სანმ გაღვიძებიათ იმათ. -თათა და ნია? -ჩვენიანებს არ ვერჩით - სიცილით დაიჩურჩულად სწრაფი ნაბიჯით წავიდა სამზარეულოსკენ. -ერთი პირობით!- შეაჩერა მარიამმა კიბეზე ამავალი ლიჩელი. -აბა?! -შენ თორნიკეს გააღვიძებ- ეშმაკუნები აუხტუნდა თვალებში. -არც კი იოცნებო! მე ჩემს ბიძაშვილს და ჩვენს ბიჭებს მივხედავ, თქვნ თქვენ ტურფებს. -ვაჩე არაა ჩემი ტურფა-მაშინვე გააპროტესტა ანამ. -არა, გეკადრება? მე მაკოცა გუშინწინ მაგან- აფხუკუნდა მარიამი. -მიგასიკვდილებ მარო-თვალები დაუბრიალა მეგობარს ლოყებაფაკლულმა. -მორჩით ახლა! გაიღვიძებენ აწი ისინიც- ჩაერთო ნათიაც. -ან თორნიკეს აღვიძებ, ან ჩვენ ვბრუნდებით ქვემოთ- გააფრთხილა მარიამმა. -კარგი ჰო ჯანდაბას, რომელ ოთახშია ეგ? -სულ ბოლოში, მარტო სძინავს ვაჟბატონს. -მივხედოთ საქმეს-ჩაიქირქილა და მარგიანის ოთახისკენ აიღო გეზი. გზადაგზა უკან იხედებოდა და შეხედა, როგორ შეაღეს გევრდით საძნებლების კარებები მისმა მეგობრებამ. თვითონაც გამბედაობა მოიკრიბა ნელა შეიძურწა თორნიკეს საძინებელში. ,,სძინავს’’ გაიფიქრა გახარებულმა, როცა მშვიდად მოფრუტუნე მარგიანს დახედა და თასიდან ორი ცალი ყინული ამოიღო, წამში აატკია ხელის გული ზედმეტმა სიცივემ,ამიტომ სწრაფად დაიხარა ,რომ ამრგიანისთვის კისერზე დაედო, თუმცა წამის მეასედში, ისე რომ გააზებაც ვერ მოასწრო, თორნიკეს ხელი მის მაჯაზე აღმოჩნდა,თვითონ კი საწოლზე, მარგიანის ქვეშ , ხელ-ფეხ შებორკილი. -რა ჯანდაბას აკეთებ?- დაიყვირა სულ მთლად აწითლებულმა და დაბნეულმა. სულ რამოდენიმე წამში კი გვერდით საძნებლებიდან გამოსული ორომ-ტრილაის ხმაც მისწვდა წყვილის სმენას. -შენ თვითონ რის გაკეთებას აპირებდი?- ჰკითხა თორნიკემ და წარბები ეშმაკურად აათამაშა. -შენი გაღვიძება მინოდოდა. -გააჩნია როგორ მერე! -ყინულით-გაეკრიჭა ნათია- ახლა კიდევ ადექი ფეხზე,თორე გავისრისე მწიფე პომიდორივით-დაუბღვირა ბოლოს და შეძლებისდაგავრად გაიბრძოლა,თუმცა ზემოდან დაწოლილ მძიმე სხეულს ძვრაც ვერ უყო. -მწიფე პომიდორის ფერი კი გადევს სახეზე-დასცინა მარგიანმა,მერ ეუცებ დაიხარა რაღაცის სათქმელად ოდნავ გაღებულ ტუჩებზე მიაკრა ტუჩები. ლიჩელს კი მწიფე პომიდვრისფრად შეფერილი ლოყები უფრო უსაშველოდ აუწითლდა. -რამდენს ბედავ შენ?-დაუყვირა გაავებულმა,რომ თორნიკე მოშორდა და ოდნავ ხმის ამოღება შეძლო. -რამდენსაც შენ! რა გინდა ახლაგაზრდა გოგოს, ახალგაზრდაბიჭის საძნებელ ოთახში მარტოს?- ჰკითხა სიცილით ,თან მის გამწარებულ გამომეტყველებაზე გულიანად ხალისობდა. -გოგონებმა გამომიშვეს აქ,თორემ..... -არ გიფიქრია მერე შენ რატომ გამოგიშვეს მაინცდამაინც ჩემთან?- ჩამჭრელი კითხვა დაუსვა და ფეხზე წამოდგა. -აბა თვითონ იმ ორი მარგიანისთვის უნდა მიეხედათ-დაუღრინა ისევ და როგორც კი ოდნავი სიმსუბუქე იგრძნო,მაშინვე წამოხტა საწოლიდან-რას აპირებ?-წამოიკივლა დაფეთებულმა,როცა მარგიანის ხელში ყინულით სავსე ჯამი დალანდა. -რაც შენ ვერ მოახერხე- გაუცინა და მისკენ ორი ნაიკიჯი გადადგა, ნათია ელდანაკრავივით გავარდა ოთახიდან და მარგიანიც ფეხდაფეხ მიჰყვა უკან. კიბესთან იყო უკვე მისული, რომ წამოეწია და თავისუფალი ხელი მჭიდროდ მოჰხვია წელზე. -გაიწიე, მოაშორე ეგ ყინულები!-აფართხლდა ლიჩელი. -გგონია ასე იოლად შეგარჩენ? არც იოცნებო-მასთან ერთად ოდნავ დაიხარა,იქვე მდგარ მაგიდაზე დადო თასი, მერე ორი ცალი ყინული დაიჭირა ხელში, უმწეოდ აფართხალებული ლიჩელის ყელზე გააცურა, ნათიას ერთიანად დააჟრიალა სიცივისგან. -თორნიკე ცივია, მომაშორე- აქეთ-იქეთ იქნევდა ხელ-ფეხს. -კარგია? კიდევ დააპირებ მსგავს რამეს?- ცოცხალი ტავით არ იღებდა ყინულიან ხელს მისი კისრიდან. -არა, აღარ ვიზამ..... არც კი გავიფიქრებ, ,ოღონდ მომაშორე- მისი წივილი ლამის ფარავდა, ოთახებიდნა გამოსული წივილ-კივილის ხმას. სავარაუდოდ მისი მეგობრებიც არანაკლებ დღეში იყვნენ ახლა. -ძალიანაც კარგი....ჩემი ჭკვიანი გოგო...- კმაყოფილი ღიმილით დაიჩურჩულა თორნიკემ და ყელზე მოცურავე ყინულები საკუთარი ავარვარებული ტუჩებით ჩაანაცვლა. ამჯერადაც ასმაგად გასცრა ლიჩელს სხეულში, ოღონდ სიცივის კი არა უზომოდ ემოოციის და სიამოვნებისგან. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ადგილზე გახევდა- შე ტკბილო წიწაკა- ჩახშული ხმით დაიჩურჩულა თორნიკემ და ტუჩები მხრებზე გადააცოცა. წამით ნათიამ გაიაზრა რა ხდებოდა დ არ ამდგომარეობაში იყო ახლა და მარგიანის მკლავებში მოქცეულმა გაიბრძოლა. -გაიწიე თორნიკე , მომშორდი- მთელი გული დ ასული ამოაყოლა სიტყვებს და წუთის წინ გათავისუფლებული ხელები მთელი ძალით მიჰკრა მარგიანს ბრგე სხეულს. წამიც და საშინელის ბრაგვანის ხმამ და ნათიას სასოწარკვეთილმა კივილმა გადაფარა სახლში გამეფებული ხმაური. დანარჩენებიც გამოცვივდნენ ოთახებიდან და გაოცებულები მიაჩერდნენ ერთიანად აკანკალებულ, აცრემლებულ ლიჩელს. -თორნიკე- დაიყვირ აუცებ ვაჩემ , კიბის ძირში უგონოდ დავარდნილი ძმის დანახვისას და გიჟივთ დაეშვა საფეხურებზე. -რა მოხდა?-ჰკითხა შეშინებულმა თათამ, ბიჭები კი ვაჩეს მიჰყვნენ. -კიბეზე დაგორდა- ამოიკნავლა ნათიამ. -თორნიკე, თორნიკე თვალები გაახილე- ემუდარებოდა ვაჩე ძმას. -დაწყნარდი, ფრთხილად ავიყვანოთ და საავადმყოფომში წავიყვანოთ ვაჩე- უთხრა ტატომ. -მმმმმ..- ტკივილისგან დაიზმუვლა უფროსმა მარგიანმა და ქუთუთოები ძლის დააშორა ერთმანეთს. -თორნიკე როგორ ხარ?-წამოიძახა მოუთმენლად ონისემ და გოგონებიც თავპირისმტვრევით დაეშვნენ კიბეზე. -მტკივა- ამოიღმუვლა მარგიანმა. -რა? რა გტკივა თოკო?- ტირილნარევი ხმით ჰკთხა თათამ. -ფეხი, ფეხი და ხელიც.. ძალიან მტკივა. -შეიძლება მოტეხილი იყოს- შეწუხებული ხმით თქვა გეგამ. -ჩავიყვანოთ მესტიაში და ექიმ ვაჩვენოთ, მოდით ფრთხილად აიყვანეთ და მანქანა სმოვიყვან მანამდე. -მეც მოვდივარ- წამოიძახა ნათიამ და უკან აედევნა, თან ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლები. -ნათი დაწყნარდი, შემთხვევით მოხდა- აქეთ ამშვიდებდნენ ონისე და ვაჩე ლიჩელს. -ჩემი ბრალია, გაბრაზებულზე ხელი ვკარი. -არ გაებრაზებინე მერე- სიცილის ნოტები შეეპარა ხმაში ვაჩეს. იმდენად აღარ ნერვიულობნენ, აშკარად სერიოზული არაფერი სჭირდა თორნიკეს. -თორნიკე როგორ ხარ?-მიიხედა თავის გვერდით გაშოტილი მარგიანისკენ უკანა სავარძელზე მჯდარმა ნათიამ. -უკეთაც ვყოფილვარ. -თავი ძალიან დაარტყი? აბა ეს რამდენია?- ორი თითი აუფრიალა თვალწინ. -ოთხი- ჩაიალაპარაკა მობეზერებულმა. -აუ არაა ვაჩე ესკარგად, ჩქარა იარე რა-წა მოიძახა შეწუხებულმა- აბა ეს რამდენია?-ისევ თორნიკეს მიუბრუნდა ნათია და ამჯერად ოთხი თითი გაუშიკა თვალწინ. -მომააშორეთ ახლა ეს, თორემ ვისვრი მაქანიდან- დაუღრინა წინ მსდარ ძმას და ბიძაშვილს თორნიკემ. -სად გაქვს მაგის თავი?-გაიბუსა ნათია და თავის ადგილს დაუბრუნდა. როგორც აღმოჩნდა , ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ხელი ნაღძობი მარგიანს. ექიმმა ფეხზე თაბაშირი დაადო და ხელი საგულდაგულოდ გადაუხვია. ორი წამალიც დაუნიშნა შინ გაისტუმრა. ყველამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ თბილისში ჯობდა თორნიკეს მდგომარეობის გამ დაბრუნება, თუმცა მარგიანი ცოცხალი თავით არ დათანხმდა. -ამ ქალბატონმა დამაგორა კიბიდან და ეს მომივლის, თქვენ რატომ უნდა ჩაიშხამოთ ზაფხულიო-განუცხადა მეგობრებს და ოფიციალურად დანიშნა ლიჩელი თავის პირად მედდად. სწორედ იმ დღიდნა დაიწყო ნათიას ნერვების წყვეტაც. -წყალი მომიტანე, მწყურია- გასცა პირველი ბრძანება დივანზე გაშოტილმა მარგიანმა. ნათიამაც უხმოდ მოუცუნცულა წყალი-ზედმეტად ცივია ეს!ხომ დამამტვრიე?! ახლა გინდ გამაცივო?-უკმაყოფილოდ მიაჩეჩა ჭიქა ხელში. ამჯერად შედარებით თბილი წყალი მოუტანა ლიჩელმა,მაგრამ ამაზე სულ გაგიჟდა- ადუღებულია ეს,ამით ჩაის გააკეთებს კაცი. -სხვანაირი არ ვიცი მე,თუ არ მოგწონს,მიბრძანდი და შენით მოიტანე. -შენს გამო ვარ ასეთ დღეში,ამიტომ კეთილი ინებე და წყალი მომიტანე. -რა შარში ვარ-თვალები გადაატრიალა გამწარებულმა ნათიამ და სულ ბუზღუნით წავიდა სამზარეულოსკენ. რამოდენიმე წუთში ისევ ჭიქით ხელში მობრუნდა უკან და თავზე დაადგა თორნიკეს. -იცოდე ახლა ამას დალევ,ან თავზე დაგასხამ-შეუღრინა და ძალით მიჩეჩა ხელში ჭიქა. -აქეთ რომ ხარ კიდევ დიდ გულზე,არ დაგეგორებინე კიბიდან და ახლა არც მე ვიქნებოდი აქ ასეთ დღეში. -შენს დანაშაულს მე ნუ მაბრალებ მარგიანო ,დაგემოკლებინა ხელები და არც კიბიდან დაგორდებოდი-დაუყვირა წყობიდან გამოსულმა გარეთ გავარდა. -მშია და მაჭამე რამე!-განკარგულება გასცა თორნიკემ,როგორც კი ლიჩელი უკან შემობრუნდა. -აბრძანდი და ჭამე რაც გაგიხარდეს,სავსეა მაცივარი! -ტრამვირებული ვარ,ვერ მივალ ჩემით იქამდე. -საერთოდაც არაა ეგ ჩემი პრობლემა. -ნათია მშია! -მაჯავრე ახლა..... -ნათიათქო! -გაქვს მანდვე ყავარჯენი,ადექი და მიდი. -დამეხმარე მაინც. -კარგი ჰო ჯანდაბას, სამზარეულოში გასვლაზე მოგეხმარები-ხელი ჩაიქნია და დივნიზკენ წავიდა. თორნიკეს ყავარჯენი მიაწოდა და ოდნავ დაიხარა,რომ წამოდგომაში დახმარებოდა. -დამეყრდენი მიდი....ფრთხილად...-რის ვაი-ვაგლახით ააყენა დივნიდან,თავისზე გაცილებით მძიმე სხეული და ქშენით გადადგა მასთან ერთად სამზარეულოსკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა. -თორნიკე გავისრისე,ცოტა ყავარჯენსაც დაეყრდენი-ამოიხავლა ძლივს. -კარგი ჰო - ამოიფრუტუნა მარგიანმა ,თუმცა საპიირისპირო გააკეთა, უარესად დააწვა ნაღრძობი მხრებზე გადახვეული ხელით, საღი კი, რომელშიც ყავარჯენი ეჭირა, წინ დაუხვედრა და გზა გადაუღობა. -რას აკეთებ? ახა ჩემი დამტვრევა გაქვს გეგმაში?- შეუბღვირა ნათიამ. -არა, მე სხვა გეგმები მაქვს, უფრო ტკბილი და სასიამოვნო- უპასუხა ღიმილიანი სახით და მტკივანი ხელი ნელა ჩააცურა წელზე. გუსი წასვლამდე სტკიოდა ნაღრძობი მაჯა, მაგრამ ცოცხალი თავით არ უშვებდა ნათიას. მკლავი უფრო მჭიდროდ შემოაჭდო წელზე და გულზე აიკრა თვალებგაფართოებული ლიჩელი, მეორე ხელით კი უკეთ დაეყრდნო ყავარჯენს. -რას აკეთებ მარგიანო? -დაუყვირა აკანკალებული ხმით ნათიამ და ნერწყვი მძმედ გადაყლაპა, თუმცა რეალურად თავის დახსნა არც კი უცდია- დაგავიწყდა ხელების მასე უპრაგონოდ ბოდიალის გამო,რა დღეშიც ჩავარდი შენ?- გაწიწმატებულმა თვალით ანიშნა ნატკენ ხელ-ფეხზე- ძალიან ცდები , თუ გგონია,რომ მსგავსი საქციელებით ჩემტან რამეს გახდები თორნიკე! მოეშვი ამ უაზრო ,გაჭირვებულ ფლირტს.ჩემთან არაფერი გამოგივა! -ვითომ?- წარბები აწკიპა მარგიანმა. -დიახ! - ანუ, ტყუილად მგონია,რომ შენც მოგწონვარ? - ძალიან მწარედ კი ცდები ,მართლა ეგრე თუ გგონია- მოკანკალე სიცილის ხმა გაჭირვებით ამოუშვა ყელიდან და თვალი აარიდა. -ანუ ვცდები..... მოდი ვცადოთ და შევამოწმოთ- თქვა უცებ, მისკენ დაიხარა და ტუჩებზე დაწვდა. ნათიას გული შეუქანდა, კარამელივით ჩაადნა მარგიანს მკლავებში და ნეტარედ მილულა თაფლისფერი თვალები. თორნიკე ხელის გაუსაძლის ტკივილსაც ვეღარ გრძნობდა, მთელი ძალით უჭერდა წელზე, გეგონებოდა სადმე გარბოდა ლიჩელი. -აბა... დაგარწმუან შემოწმებამ ,რომ არ ვცდები?- ჰკითხა უაღრესად კმაყოფილი ღიმილით, როცა მის ტუჩებს შეელია და მოშორდა. -ჯანდაბა თორნიკე, შეწყვიტე ასეთი რაღაცეების კეთება- ნათია უკვე გრძნობდა ,რომ ძალა აღარ ჰყოფნიდა, გულში გამეფებული გრძნობისთვის წინააღმდეგობა გაეწია. -სხვათაშორის სულ პირველად შენ მაკოცე- ისევ გაახსენა. -მორჩიმეთქი მაგის გახსენებას-ს-იბრაზისგან აენთო თვალები და სახეზე ისევ წამოწითლდა. -კარგი, კარგი.. მართლა მწიფე პომიდორს ნუ დაემსგავსე-გაეცინა თორნიკეს- ტკბილო წიწაკავ შენზე ფიქრის და ეჭვიანობის მიზეზი მაქვს,მაგრმა მინდა ამის უფლებაც მქონდეს....-მოულოდნლეად დაუსერიოზულდა ხმა და სახე მარგიანს, მის მკლავებში საცოდავად მობუზული ნათია კი შეკრთა. -რა თქვი? -მინდა ურთიერთობა ვცადოთ... -რა... რა ურთიერთობა?-ყურებს ვერ უჯერებდა ნათია. თორნიკემ ღიმილით გადააქნია თავი, ძლივ-ძივობით აგდადგა ის ორიოდე ნაბიჯი ლიჩელთან ერთად, რაც დივნიდან აშორებდათ და მასთან ერთად დაჯდა. -ნათი შენ უკვე დიდი გოგო ხარ და უკვე უნდა იცოდე და ხვდებოდა რას ნიშნავს , როცა ადამიანებს შეყვარებულები ჰქვიათ- დაიწყო ოდნავ შეპარული ღიმილით. -ანუ მე და შენ... შენ გინდა რომ, მე და შენ... -მე მინდა,რომ მე და შენ შეყვარებულობა ვცადოთ, მერე დრო გვუჩვენებს ყველაფერს. - თანახმა ვარ- წამოიძახა დაუფიქრებლად და მერეღა მიირტყა ტუჩებზე გაშლილი ხელი,რაზეც მარგიანს გაეცინა. -როგორც წესი, ასეთ დროს გოგონები ცოტა თავს იფასებთ ხოლმე- უთხრა სიცილით-მაგრამ შენ ახლაც არღვევ ,,წესებს’’. -რას ვიზამთ, ყველა კანონმორჩილი ვერ იქნება- მხრები აიჩეჩა და უფრო თავისუფლად მოთავსდა დივანზე. თორნიკე მოულოდნელად დაიხარა მისკენ და მოწყვეტით აკოცა. -ჰეი..ძალიან ხომ არ გაგიტკბა შენ?-შეუღრინა მაშინვე. -ხომ არ დაგავიწყდა ამ წუთიდან შეყვარებულები რომ ვართ? -არაფერიც, ჯერ ვცდილობთ ვიშეყვარებულოთ- ნიშნისმოგებით გამოუცხადა და ფეხზე წამოხტა. -რა შარში გავყავი თავი- გაეცინა მარგიანს. -თუ არ მოგწონს ახლავე დავშორდეთ- გაბრაზდა ნათია. -სუ... ეგ აღარ ახსენო- გააფრთილა თითის აწევით და ახმარებულ ეზოს ფანჯრიდნა გახედა. მთელი ორი თვე უამრავი, აზრიანი თუ უაზრო კინკლავის, ნერვების მოშლის, უფრო მეტი სითბოს და სიყვარულის ფონზე, საბოლოო ჯამში კი იმაზე წარმატებით მიმდინარეობდა შეყვარებულობის მცდელობა, ვიდრე თავად ელოდნენ. თბილისში დაბრუნებულს კი ერთ დღეს განუცხადა თორნიკემ, მიდნა ჩემი ოჯახი გაგაცნოო და ხელ-ფეხ აკანკალებული ლიჩელი ძლივს მიიყვანა თავის სახლამდე. ყველა საოცრად კარგად შეხვდა, პირველი ნახევარი საათი იყო რთული,თორემ მერე თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში, ვაჩეს ხომ ისედაც იცნობდა, მარგიანების დანარცენი ბიძაშვილებიც გაიცნო, თითოეულ მათგანს შესანიშნავად გაუგო და ყველა სულ მალე შეიყვარა. ბედნიერებით სავსე ექვსმა თვემ თვალის დახამხამებაში გაიარა,მაგრამ ერთ დღესაც თორნიკეს მოულოდნელმა შეთავაზებამ შეცვალა ისევ ყველაფერი,.... სულ ყველაფერი... ისევ ზამთარი იდგა, ისევ თეთრად იყო სვანეთი მოფენილი, ისევ ისე ყინავდა, ძვალსა და რბილში რომ გაატანდა,მაგრამ ჩახუტებულ, მოსერნე წყვილს არც ცივი ქარი აწუხებდა და არც ზემოდან წამოსული მსხვილი ფიფქები, რომლებიც სახეზე და თმებზე ადნებოდათ. -ნათი ცოლად გამომყვები? - ბუნების სიჩუმეს მოულოდნელად თორნიკეს სიტყვები შეერია და ნათიამ გაოცებულმა ახედა შეყვარებულს. -თორნიკე.... -რამ დაგაბნია სულელო? -გაეცინა თორნიკეს- ვფირობ ,რომ შეყვარებულობა კარგად გამოგვივიდა და ურიგო არ იქნება სტატუსი შევცვალოთ... -ჰო მაგრამ.... ჯერ ცოტა ადრე ხომ არაა?- ჰკითხა ორჭოფულად ნათიამ და გვერდულად ახედა. -ნათია რამეში ეჭვი გეპარება? იქნებ ჩემს გრძნობებში?- გაბრაზება შეერია მარგიანის ხმას. -არა..ა რაა.... უბრალოდ მგონია,რომ გათხოვებისთვის ჯერ პატარა ვარ, არ ვარ მზად... -ნათია 20 წლის... არც ისე პატარა ხარ- წამოიძახა მოუთმენლად. -ჰო,მაგრამ რა დაშავდება კიდევ ცოტა ხანს თუ დავიცდით? -მე ვერ დავიცდი ..... -ნეტა ვიცოდე სად გეჩქარება?! - ნათი მისმინე, მამამ გადაწყვიტა მთლიანა დსასტუმროების ქსელი გადმომაბაროს, რისთვისაც შესაბამისი ცოდნა დ აკვალიფიკაციაა საჭირო, ამიტომ სადღაც ორი წლით მიწევს საზღვარგარეთ წასვლა სასწავლებლად.... -ეგ აქამდე რატომ არ მითხარი?-იწყინა გოგონამ. -ახლა ხომ გითხარი? ჰოდა მინდა შენც ჩემთან ერთად წამოხვიდე.. -თორნიკე მე ჩემი ცხოვრება მაქვს.. სწავლა, სიმღერა, კონცერტები, ოჯახი.... -მაგ შენს ცხოვრებაში მე არ ვარ ?-ხმას აუწია მარგიანმა. -რა სისულელეს ამბობ? ხომ იცი რა მნიშვნელლოვანიც ხარ ჩემთვის და რატომ მტკენ გულს? -არც მიფიქრია... არ მინდა როდესმე, ჩემს გამო გული გეტკინოს-ხმა შეარბილა თორნიკემ. -ჰოდა მასეთ რაღაცას ნურარასდროს მეტყვი- თვალები ცრემლებით აევსო ლიჩელს. თორნიკეს მის ბავშვურობაზე გაეღიმა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში. -მეც გამიგე, ორი წლით როგორ უნდ აგავძო უშენოდ? -მეც გავგიჟდები თორნიკე, იმის წარმოდგენაც არ მინდა, ორიჯერ 365 დღე რომ შეიძლება უშენო გავიდეს. არადა მაგდენი ხანი სულ არაა რაც გიცნობ,მაგრამ ოჯახი უკვე სერიოზული თემაა.. ეს შეყვარებულობა არაა, რომ უბრალოდ ვცადოთ. -ნათია ჩვენ უკვე რაც საცდელი იყო ვცადეთ, ახა უკვე მყარად ვდგამ ამ ნაბიჯს, როცა ხელს გთხოვ. - მე მაინც მგონია,რომ უნდა დავიცადოთ- არაფრით არ დათმო პოზიცია ნათიამ. -ამდენს თუ ორჭოფოდ ჩემთან ოჯახის შექმნაზე, მგონი რომ დასაფიქრებელიც აღარაფერია, უდნა დავშორდეთ-მეხის გავარდნასავით გაისმა თორნიკეს ეს სიტყვები. -რას ამბობ გაგიჟდი?- თვალები ლამის ბუდიდან გადმოსცვივა ლიჩელს. -რაც სიმართლეა იმას! -ჩემთან დაშორება გინდა?-ხმა გაებზარა ნათიას. -შენ შენს გრძნობებში დარწმუნებუი რომ იყო, დაუფიქრებლად დამთანხმდებოდი, ამდენი ორჭოფობა, იმაზე მეტყველებს, რომ არ გიყვარვარ ნათია და ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას აზრიც აღარ აქვს! -სერიოზულად ამბობ შენ ახლა ამას?- წამოიყვირა სასოწარკვეთილმა ლიჩელმა,როცა მის სიტყვებში იუმორის ნასახიც ვერ შენიშნა. -სრულაიდ სერიოზულად. -მაგის მერე რაღა გელაპარაკო- გამწარებულმა ჩაიქნია ხელი და ზურგი აქცია. -არც აღარაფერია სალაპარაკო-განაჩენივით გამოუცხადა თორნიკემ და სასტუმროსკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. აცრემლებული შევარდა ნათია შენობაში, არავისთვის არაფერი უთქვამს, ისე აიკრა გუდა-ნაბადი და სასტუმროდან გაიპარა. სამარშუტო ტაქსსში უკანა სავარძელზე საცოდავად მიყუჟული, მგზავრებისგან ჩუმად იწმენდდა ვერ შეკავებულ ცრემლებს. სახლში მისულ გაუმართლა, მთელი ოჯახი სოფელში წასული დახვდა, ახლა შეეძლო დილამდე გაუჩერებლად ეტირა და მთელი ეს გულის ტკივილი ცრემლებისთვის გაეტანებინა, არც არავინ ჰკითახვდა რამეს და ვერ შეაწუხებდა. ტირილისგან გადაღლილს და ძალაგამოცლილს გათენებისას ჩაეძინა. თვალები რომ გაახილა უკვე შუადღე იყო. მლაშე სითხე მთელ სახეზე მიშრობოდა და კანს საშნლად უწვავდა. ტუჩები საწყლად მოპრუწა და ასლუკუნებული წამოდგა საწოლიდან. ტელეფონს რომ დახედა ,ყველასგან იყო გამოტოვებული ზარი და შეტყობინება,მაგრამ არავისთვის უპასუხია. გრილი წყალი შეისხა სახეზე და უღონოდ დაეშვა მისაღებში მდგარ დივანზე. მთელი ორი საათი გაუნძრევალდ იჯდა და წინა დღეს მომხდარს აანალიზებდა. თორნიკეს სიტყვების გახსენებაზე გული ეწურებოდა, თან სიბრაზისგან ალი ადიოდა, ეს ყველაფერი გულში როგორ გაივლო, არასოდეს ვაპატიებო. თვალის დახამხამებაში გაიარა ღამე ძილის წინ ჩუმად დაღვრილი ცრემლებით, არ აღიარებული ტკივილამდე მონატრებით და გულში თითქოსდა მიჩქმალული გრძნობით სავსე ორმა წელმა. თითქოს ტკივილიც და მონატრებაც ცოტა განელდა... სიყვარულიც ერთი შეხედვით გაუფერულდა. ზუსტად ორი წელი გავიდა, ზუსტად 12 თვე, ორჯერ 365 დღე. ახლა ისე სვანეთშია, ისევ მარგიანის სასტუმროში და ისევ იმ კაფეში,სადაც პირველად ნახა თორნიკე,მხოლოდ ერთი განსხვავებით,ამჯერად მეპატრონე არაა აქ. შენობაში ფეხის შემოდგიმსთანავე მოაღო მოგონებების გუდამ თავი და ყველა ის წამი და მომენტი წამოუდგა თვალწინ, რაც მარგიანთან ერთად გაატარა. მაგრად მოუჭირა გაგრილებულ სანაყინეს თითები და თავით გადაეშვა მოგონებების ზღვაში, სულ არ ესმოდა მეგობრების საუბარი, რომლებიც გაცხარებულები მსჯელობდნენ მარიამის და ონისეს ქორწილთან დაკავშირებულ საკითხებზე. დადგა თბილი და მზიანი 5 ივნისიც. წყვილმა ჯვარი სვანეთის ერთ-ერთ ტაძარში დაიწერა და იქედნა პირდაპირ სასტუმროს ეზოში მოწყობილ, იმიტირებულ საქორწინო ,,დარბაზს’’ მიაშურეს. ღიმილით შეჰყვა ორივე მეჯვარე ბედნიერებით გაცისკროვნებულებს , პირველი საქორწინო ცეკვაც შეასრულეს და მერე მაგიდას მიუსხდნენ. ღიმილით მოავლო ნათიამ თვალი იასამნებით გაფორმებულ მაგიდებს, ყვავილების თაღებს, სხვადახვან ორნამენტებს და თავისი და მეგობრების საყავრელი ყვავილის სურნელით აივსო ფილტვები, გაეღიმა... ყველაფერი ისე იყო, როგორ მარიამს უნდოდა, როგორზეც ამდენხანს ოცნებობდა გოგონა. ღია ცის ქვეშ, იასამნების ჯარით გარშემორტყმული ონისეს მკლავებში განაბულიყო და ნაზად არხევდა ტანს მუსიკის ფონზე. მოულოდნელად სუნთქვა შეუგუბდა ,როდესაც თეთრი თაღის ქვეში ნაცნობი სილუეტ დალანდა და მასში მარგიანი ამოიცნო. იცოდა, როგორ არ იცოდა ბიძაშვილის ქორწილს რომ არ გამოტოვებდა თორნიკეს,მაგრამ იმაზე ფიქრზეც კი, როგორ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, ან რა რეაქცია ექნებდოა თვითონ მისი დანახვისას, გული ეწურებოდა.გულაჩქარებულმა ღრმად ჩაისუნთქა და შამპანურის ჭიქა ერთ წამში გაცალა. უკვე კარგად შებინდებული იყო, უკვე მერამდენედ გააპარა წვეულების მანძილზე ასე უსაზღვროდ მონატრებული თორნიკესკენ მზერა, მაგრამ თავად მარგიანი ზედაც არ უყურებდა, მის არსებობას არც კი იმჩნევდა. მერამდენე ჭიქა გამოცალა ,დაძაბულობის გასაფანტად, უკვე ვეღარ თვლიდა,მაგრამ აშკარად იგრძნო,რომ მოეკიდა და სასმლით სავსე ფუჟექი მაგიდაზე დააბრუნა. დაჟინებული მზერით უყურებდა თორნიკეს,მამაკაციც გრძნობდა მის მზერას,მაგრამ არ იმჩნევდა, ნათიას გულში მწარედ გაკენწლა. ,,ნეტავ ისევ ისე გაბრაზებული და ნაწყენია?’’ -ნათიკო წამო რა ვიცეკვოთ, მკლავზე ჩამოეკონწიალა ნიაკო. -არ მინდა , შენ ეცეკვე შენს ურაშო პრინცს-დაძაბულმა, ნაძალადევად გაუღიმა მეგობარს. -შეეშვი შენ ნიკას!- შეუბღვირა გაგულისებულმა ნიამ და გაეცალა... ნათიამ ისევ იქეთ გაიხედა,სადაც მარგიანი ეგულებოდა,თუმცა თორნიკე იქ აღარ იდგა. გაოცებულმა მოავლო დარბაზს თვალი,მაგრამ ვერსად ვერ დაინახა. უცებ იგრძნო, როგორც შეუცურეს წელზე ძლიერი ხელები და ისე აიყოლიეს ცეკვაში, გააზრებაც ვერ მაოსწრო ,თუ რა ხდებოდა. თვალებგაფართოებულმა ახედა სეროზული სახით მოცეკვავე მეწყვილეს და გაუბედავად დაადო ცალი ხელი მხარზე. -რა ქენი , გაიზარდე? რამოდენიმე წუთის შემდეგ ნიავის ზუზუნს და მუსიკის ჰანგებს მარგიანის მჟღერი ბარიტონის შეერია. ლიჩელმა მძიმედ გადააგორა ნერწყვი სასულეში და ის იყო რაღაც უნდა ეთქვა,რომ მოულოდნელად სიმღერის ხმა მიწყდა, თორნიკეც ელდანაკრავივით მოშორდა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა. მიუხედავად იმისა,რომ საღამო სვანეთისთვის დამახასიათებლად გრილი იყო, ნათიას მაიცნ ეგონა,რომ ცეცხლი ეკიდა , სუნთქა საშინალდ გაუჭირდა. უკვე საშინლად გაუსაძლისი გახდა ხმაურის ატანა, ეგონა მილიონ ჩაქუჩს ერთად ურტყამდნენ თავში. საოცრად მოუნდა სიმშვიდეში განმარტოება,ამიტომ ყველსგან უჩუმრად ჩანთიდან გასაღები ამოიღო და სწრაფი ნაბიჯით წავიდა სასტუმროსკენ. ნომრის გასაღები შეათამაშა ხელში და ლიფტისკენ წავიდა. ერთი ნაბიჯი გადადგა და პირველი დიალოგის გახსენებაზე ტანში გასცრა. ცრემლებმოწოლილი თვალები მაგრად დახუჭა და ლიფტში შევიდა, ის იყო კარი უნდა დაკეტილიყო,რომ უცებ ვიღაც ამოუდგა გვერდით. ნაცნობი სურნელის შეგრძნებისას გული შეუტოკდა, ისევ იგრძნო ელექტროობასავით დავლილი ჟრუანტელი. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ერთი თავით მაღალ სილუეტს დაძაბული მიაჩერდა. მარგიანიც მას უყურებდა. საოცრად სევდიანი,მაგრამ მაინც სიყვარულით სავსე თვალებით, რომელიც უსაზღვრო მონატრებასაც იტევდა. შეამჩნია,როგორ დაეჭიმა ძარღვები მამაკაცს და როგორ ჩაუწითლდა თვალები. ვერაფრით ვერ დააშორა ბაგეები ერთმანეთს,,რომ ერთი სიტყვა მაინც ეთქვა, ეგონა ყველა იოგი ერთად ჩაწყდა და ხმის ამოღებას ვერ შეძლებდა. მაგრად ჩაბრუჭებოდა ხელჩანთის ტარს და მარგიანის თვალებს მზერას ვერაფრით აშორებდა. ყველა ის სიტყვა დაავიწყდა, რის თქმასაც მასთან შეხვედრისას გეგმავდა. -აქ არ უნდა მოსულიყავი- თორნიკეს სიტყვებმა გული მოუკლა,მაგრამ თან გამბედაობაც შემატა. -რატომ?-ჰკითხა ათრთოლებული ხმით. -ნამდვილად არ მინდა იგივე ისტორია განმეორდეს. -მე კიდევ სპეციალურად დავბინავდი მაინცდამიანც შენს სასტუმროში. -მაინტერესებს რატომ... -იმიტომ,რომ მინდა ახალი ისტორია დავიწყოთ- უპასუხა დაუფიქრებლად გულიდან წამოსული სიტყვები და შეამჩნია,როგორ გაუკრთა მარგიანს ვერ შეკავებული ღიმილი ტუჩის კუთხეში. -ახალი ისტორია ანუ.... -ჰო, ოღონდ ამჯერად ისეთი, რომელსაც დასასრული არ ექნება- წამოიძახა კმაყოფილმა და მთელ სხეულში იგძნო სისხლთან ერთად დავლილი ბედნიერება. -მხოლოდ ერთი პირობით... -რა პირობით?- წამოიძახა უცებ დაძაბულმა.. -თუ შენს ავტოგრაფს დამიტოვებ ქორწინების მოწმობაზე ...-სიცილთ დაჰკრა ცხვირზე ხელი და ბედნიერებისგან გაბადრულ ტუჩებზე წაეტანა. როგორც კი ,,სურვილის გემო'' ავტვირთე, ნათია ლიჩელმა განმიცხადა, მარიამს თუ მიუძღვენი ისტორია, მე რა დავაშავეო .. ავდექი და დავიწყე ამის წერა.აჰა შენზეც დავწერ რამესთქო.. რა გამოვიდა, ამის შეფასებას თქვენგან ველი ჩემო ტკბილებო.. იმედია მოგეწონებათ, განსაკუთრებით კი ისტორიის ,,მთავარ გმირს'' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.