Sensitive (სრულად)
Sensitive - ანუ მგრძნობიარე - მოხვედი - მოვედი - სიზმარია? - მერე რა, მე ხომ მოვედი - ხო აქ ხარ - დიახ შენს გვერდით - წახვალ? - წავალ - მაშინ რატომ მოხვედი? - მინდოდა ცოტახანი დუმილი სიბნელე რომელშიც არაფერი ჩანს მელაპარაკება ადამიანი, რომელიც მიყვარს ჩემთვის ჩუმად ჩემებურად ჩემეულად... - მოდი დაჯექი ჩემს გვერდით - არ შემიძლია - რატომ? გამოსავალია? - გადავწყვიტე საბა უკვე... - არასწორი გადაწყვეტილებაა მარიამ - და შენ? - რა მე? - შენც ეყოფი ამ სამყაროს უჩემოდ ცოტახანი დუმილი არანაირი სიტყვები უბრალოდ თვალებში მიყურებდა მეტი არაფერი იყო ჟრუანტელი მის მიერ გამოწვეული იყო შეხება ჩემს ცივ ხელებზე მისი თბილი ხელებით იყო ამ შეხებით გამოწვეული ემოციები რომელსაც ჩემი და საბას გარდა ვერავინ შეიგრძნობდა იყო ტკივილი იმის გააზრების შემდეგ რომ ეს სიზმარი იყო და რეალობად ვერ აღვიქვამდი - არ გადახტე რა - რატომ? - უშენოდ ცუდია ეს სამყარო მარიამ - უჩემოდაც კარგად იქნება - ვერ იქნება - რატომ? - დედა... - არ ახსენო!!! არც გაბედო მისი ხსენება - რა დღეშია ხვდები? - ვერა ვერ ვხვდები... - უგულო ადამიანის როლს ნუ თამაშობ როცა ეგეთი საერთოდ არ ხარ - ვარ უგულო ვარ გული არ გამაჩნია - გაგაჩნია - გახსოვს რას შემპირდი? - მახსოვს - რას? - რომ ერთ დღეს სიყვარულს გასწავლიდი - მაგრამ არ მასწავლე წახვედი... - წავედი... რომ გეგრძნო რა იყო ტკივილი წასვლით გამოწვეული რომ გეგრძნო როგორ ტკენდი ადამიანებს როცა ეუბნებოდი რომ არ გიყვარდა როცა ეუბნებოდი რომ არაფერი გამოვიდოდა წავედი... იმიტომ რომ გეგრძნო ერთ დღეს შენც რაც სხვებმა იგრძნეს როცა წამოხვედი ცრემლები ცრემლები და ისევ ცრემლები ხედავთ რა უგულო ვარ? ხედავთ? ვისაც მთელი არსებით ვუყვარდი ვინც ცდილობდა სხვა სამყარო დაენახებინა ჩემთვის იმაზე ვთქვი უარი და გავეკიდე იმას ვინც საერთოდ არ დაინტერესებულა ჩემი ცხოვრებით როგორი ვიყავი რა მტკიოდა რაზე ვოცნებობდი ერთ დღეს შენც იგრძნობ ერთ დღეს შენც გეტკინება როგორ მახსოვს ეს სიტყვები დიახ მეც ვიგრძენი დიახ მეც მეტკინა როგორც მას ერთ დღეს - მე მივდივარ - არ წახვიდე რა - უნდა წავიდე წავიდა სულ წავიდა... - მარიამ გაიღვიძე მარიამ - რა იყო? - საბა ბარათაშვილის ხიდიდან გადახტა გუშინ ღამე მერე იყო ცრემლები მერე იყო ტკივილი როცა ადამიანი გეუბნება რომ ამ სამყაროში შენ საჭირო ხარ და თვითონ მიდის როცა უბრალოდ გინდა იცოდე, როგორ არის მაგრამ ვეღარ იგებ რადგან მიდის ამ სამყაროსგან შორს შენგან შორს ნახვამდის საბა შენს ჩემს ისტორიაში მოკვდი ნამდვილ ცხოვრებაში კი წახვედი უბრალოდ წახვედი ჩემგან შორს ძალიან შორს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.