მე დღეს შემიყვარდა წვიმა, ღვთაებასთან ერთად... [სრულად]
გაწვიმდა, მე კი ისევ მოწყენილი ვარ, როგორც ყოველთვის. ვერ ვიტან წვიმას. ვინაა ჩემთან? არავინ... საერთოდ არავინ. ვიყურები გარეთ და ვხედავ ხალხი როგორ გაურბის წვიმას, მაგრამ მოჩანს წყვილი რომელსაც სულაც არ ეჩქარება, მათ შემხედვარე თვალებს ვატრიალებ. ბანალურია, სიყვარულმა გააგიჟა? ჰმ სასაცილოა. სიყვარულმა როგორ უნდა გაგიჟოს ვიღაც... სიყვარული ხომ აბსტრაქტულია, ისევე როგორც ბედნიერება და სიხარული. ვიცი რომ ყველაფერი წარმავალია, სიყვარულიც. არ მჯერა მარადიულობის, ვიცი რომ დასასრული აქვს ყველაფერს. წყვილს ვუყურებ როგორ დააბოტებენ ტალახებში და იცინიან, ის ცივი და გამყინავი წვეთები კი არც აწუხებთ, თითქოს სიამოვნებთ, სახეს ცას უშვერენ და იცინიან. ტალახში ჩერდებიან და ერთმანეთს მთელი დიდი ვნებით კოცნიან. ეხუტებიან და ხმამაღლა ყვირიან რომ უყვართ... ძაღლის ყეფა მაფხიზლებს, ჩემს უკან დგას და თავ აწეული ყეფს... რამოდნიმე საათის წინაც ასე აკეთებდა, ვიცი რომ გრძნობენ ამინდის ცვლას წინასწარ. –ტობი ჩუმად– გავუბრაზდი, მაგრამ იმის მაგივრად რომ გაჩუმებულიყო, უფრო უმატა ყმუილს– უხხ– გაბრაზებული მოვშორდი– კაკაო მინდა. საკუთარ თავს დავუწყე საუბარი, თან ხმამარლა. ეს კატასტროფაა, მაგრამ არც მიკვირს. მე ხომ მარტო ვარ, არავინ მყავს ვისაც დაველაპარაკები, მხოლოდ მე და ტობი ვართ. ერთადერთია ტობი ვისაც ვენდობი. სამზარეულოში შესულმა ყველა თარო გადავქექე რომ მეპოვნა კაკაო, მაგრამ არსად იყო, ჩემ ბედზე რძეც აღარ იყო. –ასეთ წვიმაში უნდა ჩავიდე დაბლა? დაფიქრდი გინდა კაკაო? ჩემივე სიტყვებზე ხმამაღლა გამეცინა. უცებ ჩავიცვი კედები და კიბეებს დავუყევი... ჩემი ძმის დიდი ჟაკეტის კაპიშონი თავზე წამოვიფარე. ტერიტორია მოვათვალიერე და თავდახრილი გავვარდი ჩემს წინ მდებარე სუპერმარკეტში. –ჯანდაბა– შეშინებულმა ხმამაღლა დავიყვირე, როდესაც ჩემს ფეხებთან მანქანა გაჩერდა. მერსედესი იყო CLS- კლასის, თეთრი ფერის. რომ ვთქვა შემეშინდათქო მოვიტყუები, მართლა. მძღოლს გავხედე, რომელსაც ცოტაღა აკლდა აფეთქებამდე, რაც პირველი შევამჩნიე სიბრაზისგან ანთებული შავი თვალები იყო. შემდეგ ტუჩები, მიმზიდველი წითელი ტუჩები, რომელიც მოკუმული ქონდა, დაჭიმული ყბისხაზი და შეკრული წარბები, აქოჩრილი შავი თმა და სწორი, აპრეცილი ცხვირი. ჩვენს შვილს ლამაზი ცხვირი ექნებოდა... რა? მოიცა მე ვთქვი ჩვენს შვილს? ჰმ სასაცილო ხარ, რომელ შვილზეა საუბარი, წამის წინ კინაღამ გაგიტანა ამ ღვთაებამ. –ვაიმე– შევკივლე უცებ და მუხლზე ხელი მოვიკიდე. ღვთაება მანქანიდან გადმოხტა უცებ. ბრაზის ნთხევის ნაცვლად სიცილით მომკიდა ხელი მკლავზე და გამასწორა. დავიმუხტე... სასაცილოა მაგრამ დადებითად დავიმუხტე. მთლიანად გამათბო მისმა შეხებამ. –დამაჯერებელი იყო– ბოხი ხმით მითხრა, მეორე, თავისუფალი ხელით გალუმწული თმა გადაიწია, აქამდე აქოჩრილი ახლა ჩამოქოჩრილი იყო. –ვეცადე– მხრები ავიჩეჩე და მასთან ერთად მეც გავიცინე. მართლაც ღვთაება დგას ჩემ წინ, მიღიმის და მკლავს. –დავსველდით– უცებ მეუბნება და მე გონება მეხსნება... სახეს ცას ვუშვერ და ვიცინი. ახლა მესმის იმ წყვილის, რომელიც ქუჩაში დადიოდა და ტალახში დარბოდა. ახლა ვხვდები რატომ უყვარდათ შეყვარბეულ ადამიანებს წვიმა. ბანალურობაა, მაგრამ მეც სიყვარულმა გამაგიჟა და ვხვდები რომ ეს სულაც არაა წარმავალი და ვიცი რომ ეს მარადიულია, დასასრული არასდროს ექნება. თვალებს ვუსწორებ ღვთაებას. მის თვალებში არ ჩანს სიბრაზე, რაღაც სხვა უფრო თბილს ვხედავ, მისი ტუჩებიც აღარაა მოკუმული, იღიმის... მიღიმის, მე კი მისი კოცნა მინდება. სურვილს არ ვეწინააღმდეგები ერთი ნაბიჯის გადადგმით ვუახლოვდები, ფეხიწვერებზე აწული მას ვუთანაბრდები და ვკოცნი. ეს კოცნა კი სულაც არაა ვნება, ეს სიყვარულია, სიყვარულს გამოძახილი. მე აღარ ვარ მოწყენილი. ვინ არის ჩემთან?... ღვთაება. რა შეიცვალა?... მხოლოდ ერთი რამ. მე დღეს შემიყვარდა წვიმა, ღვთაებასთან ერთად... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.