შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

salvation/ხსნა (თავი 1)


28-04-2016, 22:17
ავტორი -ნინაკა
ნანახია 2 447

ძილ-ღვიძილში ვიყავი, ვერ ვიგებდი გამეგრძელებინა ძილი თუ გამოვფხიზლებულიყავი. მალე მაღვიძარას საშინელი ხმა გაისმა და ხელის მოძრაობით გამოვრთე. ისე, რომ საბნიდან თავი არ ამომიყია. მობილური გამოვაძვრინე ბალიშის ქვემოდან და საბნის ქვეშ კომფორტულად მოვეწყე. როგორც ყოველთვის ახლაც გაჭედა სენსორმა, რადგან ეკრანი დაიორთქლა და რამდენიმე წუთი ლოდინი მჭირდებოდა. ეს რამდენიმე წუთიც მალე გავიდა და მეც შემოსული ესემესი გავხსენი. ქეთი იყო
-დღეს შუდღისკენ მოვალ თათ..- ქეთი ჩემი მეგობარია. საუკეთესო თუ არა კარგი მაინც. დაახლოებით 3 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი. რამდენიმე თვის დაწყებული მქონდა მუშაობა, როცა ქეთი გადმოიყვანეს ჩვენთან. სტაჟიორი იყო, თუმცა მალევე გახდა სრულფასოვანი თანამშრელი. ოღონდ დროებით. თითქმის ყოველ დღე ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ასე შეიქმნა ჩვენ შორის მეგობრული კავშირი. სიმართლე რომ ვთქვა ცოტა მაშინებს მისი აქ გადმოსვლა თან მიხარია. არ ვიცი, როგორ შევეგუები ერთ წელზე მეტია მარტო ვცხოვრობ და მივეჩვიე. მანამდე ჩემ ჯგუფელთან ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ საცხოვრებლად თუ სამუშაოდ ამერიკის ერთ-ერთ შტატში გადავიდა. როგორც ამბობს მგონი გაუმართლა. ჰოდა არ ვიცი რა იქნება ქეთის გადმოსვლის შემდეგ წესით ბედნიერი უნდა ვიყო, აღარც ადრე მომიწევს დაძინება, აღარც მხოლოდ მე ვისაუზმებ და ვივახშმებ, რადგან სადილის ან ლანჩის დროს თითქმის არასდროს არ ვარ სახლში. თან აღარც მთლიანად მომიწევს ბინის ქირის დაფარვა. ისე, დედაჩემის თქმით სადღაც ჩემებური რომ არ გავურიო არ შემიძლია. მოკლედ ყველაფერში შეიძლება როგორც ცუდის ასევე კარგი მხარის დანახვა, გააჩნია რა კუთხით შეხედავ. ფეისბუქზე ნიუს ფიდი დავსქროლე, ისეთი არაფერი, მერე მეგობრების შეტყობინებს დავხედე მარა არ გამიხსნია ისე გამოვედი. ენერგიულად წამოვხტი ფეხზე, მიუხედავად იმისა რომ ყოველ შაბათ- კვირას დიდი ხანი ვნებივრობ საწოლში. დღეს გამონაკლისს ვუშვებ და ადრე ვდგები. სახლი დასალაგებელი და საჭმელი მოსამზადებელი. დასაკარგი დრო არ მაქვს შემოვუძახე ჩემ თავს და სკამზე დაკიდული ტანსაცმელი ავიღე..
****
ოთხის წუთები იყო, სავარძელში რომ მოვკალათდი ჩემი კუბოკრული პლედით და ლეპტოპში ფილმის ყურება დავიწყე. სახლი დალაგებული მქონდა უკვე.. ქეთის მომავალი ოთახიც დავალაგე, ზედმეტი ნივთები გამოვიტანე და მთელ სახლში გადავანაწილე. პიცა გავამზადე, მაგრამ ღუმელში არ შემიდგავს ჯერ. ჰო, კიდე ქათმის სალათა გავაკეთე და ქეთის მოლოდინში ვარ ახლა.. არ მომწონს მისი არაპუნქტუალურობა. ყველაზე მეტად ლოდინს ვერ ვიტან. ფილმის ნახევარზე ვიყავქეთ.კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. ვიფიქრე ეშველა-მეთქი და კარისკენ გავემართე. ორი ფერადი ჩემოდნით დამხვდა. კარი გავაღე თუ არა ჩემოდნები ბინაში შემოდგა და გადამეხვია..
-როგორ ხარ აბა? ბევრი გალოდინე ხო?
-არა უშავს, შენ როგორ ხარ?-გავუღიმე და ხელით ვანიშნე აქეთ მოდი-მეთქი თან ერთი ჩემოდანი მე ავწიე..
-რა გიდევს ასეთი როგორი მძიმეა- ოთახში შეტანისთანავე დავდგი და ღრმად ამოვისუნთქე.
-რაც შეიძლებოდა რომ წამომეღო ყველაფერი წამოვიღე.-ცოტა შემაშინა მისმა სიტყვებმა. არც დამიმალავს.
-ქეთ, ნუ მაშინებ.
-ისე რა კარგი ბინაა.-ყველა კუთხე-კუნჭულს მოავლო თვალი, თავის წრიული მოძრაობით და ხელები თეძობზე შემოიჭდო.
-ხო, ძაან მივეჩვიე. წამო ახლა გავამზადე რაღაცეები და ვჭამოთ, თორე დავრჩი შენს ლოდინში მშიერი.
-ოჰ, კულინარიასაც დაუმუღამე ქალბატონო თათია?!-სიცილით მითხრა და სამზარეულოსკენ წავედით.
-მარტო ცხოვრებამ იცის.-ხელით ვანიშნე დაჯექი-მეთქი და თითი აირღუმელის ღილაკს მივაჭირე.
-აუ პიცაა?! როგორ მიყვარს..
-პიცა იქეთ იყოს და შენ და ნიკა ისევ ერთად ხარ ხომ?
-ხო რავი, ხშირად ვჩხუბობთ, მაგრამ ისე არა რომ სულ დავშორდეთ.
-კაი რა, არაფერია ეგ. ჩვენ სულ რამდენჯერმე ვიკამათეთ, ეგეც ადრე, მაგრამ ხანდახან ჩხუბი მირჩევნია ასეთ ურთიერთობას.-ისე ღრმად ამოვისუნთქე თითქოს ყველაფერი ამოვაყოლე. აირღუმელი გამოვრთე და უკვე გამზადებული პიცა მაგიდაზე შემოვდგი დასაჭრელად.
****
პირველის ნახევარზე შევწექი ლოგინში. მანამდე ვჭორაობდით. კარგი მოსაუბრეა, ყველაფერის შესახებ თავისი აზრი გააჩნია და არც თუ ისე სუბიექტური. მოკლედ, მგონი გავუგეთ ერთმანეთს და ეგაა. თავისკენ გადამიბირა და ხვალ კლუბში წასვლაზე დამითანხმა.
ძველი ამბებიც გავიხსენეთ, მათ შორის ისიც, ერთ-ერთ აპლიკაციაში მოცემულ კითხვაზე თუ რა მიქმნიდა გარემოში უხერხულობის შეგრძნებას ჩემი ცხვირი და მოუხერხებლობა რომ ჩავწერე. ახლაც მეცინება რამდენად ვისულელე, მაგრამ მომეწონა მაშინაც და ახლაც.
ჩემი გარეგნობით არასდროს ვყოფილვარ კმაყოფილი, მითუმეტეს მოზარდობის ასაკში. რაღაც კომპლექსების მაგვარი სულ მქონდა, მაგრამ ახლა ძალიან მიყვარს ჩემი მოგრძო არც ისე სწორი ცხვირი, თაფლისფერი თვალები, ხორბლისფერი კანი და გეგა როგორც იტყოდა ყველაზე ვნებიანი ტუჩები. მობილურზე ზარია, გეგაა ამაზე უნდა თქვა ძაღლი ახსენე კეტი გვედზე მოიგდეო.
-გისმენ.
-რას შვები გაბრაზებული ხომ არ ხარ ჩემზე?
-რატო უნდა ვიყო?
-რომ ვერ გიპასუხე წეღან და გაგითიშე.
-არაა, მივხვდი რომ არ გეცლებოდა.
-აი ამიტომ მიყვარხარ ყველაზე მაგრად.
-მეც, თან მომენატრე.
-ხვალ ვერ გამოხვალ კაფეში?
-არ ვიცი, ვნახოთ. დღეს ქეთი გადმოვიდა ჩემთან და მოგწერ პასუხს ხვალ.
-ეე ეგ მაგარი ძმაა. კაი მიდი და გელოდები იცოდე.
-კაი, გაკოცე.-ვუთხარი და გავუთიშე.

მე და გეგა თითქმის ერთი წელია ერთად ვართ. ეგვიპტეში გავიცანით ერთმანეთი. სამსახურის საქმეზე ვიყავი წასული, ჩემ უფროსთან ერთად. გეგა იგივე სასტუმროში იყო სადაც მე. გაგვიხარდა ერთმანეთის აღმოჩენა. ნელ-ნელა დავახლოვდით. იქ ყოფნის მანძილზე თითქმის ყოველ დღე ვნახულობდით ერთმანეთს. ამ ორ კვირაში ისე დავახლოვდით რომ ხან ჩემი ოთახის ნომერი იყო ცარიელი ხან მისი. ხან ორივე ცარიელი იყო, როცა ქაიროს ქუჩებში ერთად დავსეირნობდით.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ არ მომცა იმის საშუალება რომ დამეკარგა. როცა ვახერხებდით ერთმანეთს სულ ვხვდებოდით მიუხედავად ორივეს გადატვირთული გრაფიკისა. მე შაბათ-კვირას მაინც მქონდა დასვენების საშუალება გეგას კიდევ მხოლოდ კვირა ხან ეგეც არა. ხანდახან ეჭვიც კი მეპარებოდა მის ასეთ გადატვირთულ გრაფიკზე. ხვალ ბედნიერი კვირაა. ალბათ, ისვენებს გავიფიქრე და გვერდზე გადავბრუნდი. მალე ჩამეძინა.
****
11 იყო რომ გავიღვიძე და გიჟივით წამოვხტი, ქეთის არსებობა გამახსენდა ამ სახლში. ლოგინი გავასწორე, ხალათი გადავიცვი, თმა მაღლა ავიწიე უწესროგოდ და სამზარეულოში გავედი. ქეთი დამხვდა, მივესალმე, მაგრამ ცოტა უხეხულად ვიგრძენი თავი, თითქოს თვითონაც იგრძნო ეს და უხერხულობის გასაქრობად საუბარი დაიწყო
-დილამშვიდობის თათ. ჩაის დალევ თუ ყავას?
-წესით მე უნდა გთავაზობდე, ნუ ყოველ შემთხვევაში დღეს მაინც, მაგრამ ყავა მირჩევნია.
-შენ რატომ? უკვე ჩემი სახლიცაა დროებით, მაგრამ ახლა ხომ ჩემია ამიტომ ორივე თანაბარი უფლებებით ვსარგებლობთ. თავი ვალდებულად არასდროს იგრძნო, უბრალოდ ცოტა გარკვევა მჭირდება სად რა დევს და ეგაა.-გამიღიმა და ყავა დამიდგა-თითქოს გულზე მომეშვა. მომეწონა რაც თქვა და მეც შედარებით თავისუფლად ვიგრძენი თავი.
-კლუბში როდისთვის ვაპირებთ წასვლას?
-საღამოსკენ გავიდეთ. ჯერ საქმეებზე მივდივარ მერე ნიკასთან ავალ და მოსაღამოვდება კიდეც.-გამიცინა და ცხელი ყავა მოსვა
-ისე ასეთ ცხელს როგორ სვამ?
-აბა ისე რა გემო აქვს?!
-სად შემიძლია მაგდენი.-გავუცინე და თვალები გადავატრიალე.

ვისაუზმეთ თუ არა ქეთი წავიდა. შევთავაზე, გეგასთან გამომყე გაეხარდება შენი ნახვა-მეთქი, მაგრამ არ მინდა მურმანის ეკალი ვიყო აქ ამოიყვანე და მერე ვნახავო. სადარბაზოდან დამაწია სიტყვები და კიბეები გიჟივით ჩაირბინა.
პირველად მგონი ქეთიმ გაიგო ჩემი და გეგას ამბავი. სამსახურში მანქანით მომაკითხა და ქეთიც იქ იყო. კი ვუთხარი მეგობარია-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. ხოდა მეც თავი ავარიდე, ბევრი კითხვის დასმას, რაც ძალიან მაღიზიანებს და ამიტომ მოკლედ მოვუყე ყველაფერი.
მერე ერთმანეთი გავაცანი, ქეთიც თუ ემთხვეოდა სახლამდე ვაცილებდით და ასე ყველაფერი სტანდარტულად მიდიოდა, მანამ ქეთი სხვაგან გადავიდოდა სამუშაოდ და გეგას კიდევ რამდენიმე სამსახური ერთად ექნებოდა. შესაბამისად აღარ ეცალა იმისათვის რომ ყოველ დღე გავეყვანე სახლში და მეც ვიყიდე მანქანა. პატარა და საყვარელი.
-------
შუა დღის ორი საათი იყო კაფეში რომ მივედი, გეგა ჯერ არ მოსულიყო და შეტყობინება გავუგზავნე
-სად ხარ? კაფეში ვარ უკვე-პასუხასაც არ დაუგვიანია მალევე მომწერა
-ხუთ წუთში მანდ ვარ.-თითქმის ყოველ შეხვედრაზე მე ველოდები არადა პირიქით უნდა იყოს. ხშირად მითქვამს, ცოტა მოიკელი სამუშაო ცოდო ხარ-მეთქი, მაგრამ არ ესმის.
აი ისიც, მოვიდა, როგორც ყოველთვის კლასიკურ ფორმაში. გამიღიმა და ყელში მაკოცა.
-ჩემი თა როგორაა?
-რავიცი, თავისი ბიჭი ვეღარ იცლის თასთვის და მოიწყინა.-გამომცდელად შევხედე და გაიცინა, ლოყაზე პატარა ღრმული გაუჩნდა. როგორ მიყვარს სიცილის დროს ლოყა რომ ეჩხვლიტება, სულ მინდოდა ჩემ შვილს ასე ჰქონოდა და მიხარია გეგა რომ იქნება მამა. ნუ ჯერ არა, მაგრამ როცა დავაპირებთ მერე ხომ იქნება.
ამ დროს მიმტანი გოგო მოვიდა
-რას ინებებთ?
-მე ერთი უშაქრო ყავა და შოკოლადის ნამცხვარი მინდა. გეგი შენ? -ვკითხე და გოგონასგან მზერა გეგაზე გადავიტანე.
-მხოლოდ მინერალური წყალი.-თავი დაგვიქნია გოგონამ თანხმობის ნიშნად.
-რას შვრები აბა? ახალ პროექტზე არაფერზე მუშაობ?-ცოტა გამიკვირდა სამსახურზე რომ დამიწყო საუბარი, მაგრამ არ შევიმჩნიე.
-მოვრჩი უკვე, ხვალ მაქვს პრეზენტაცია.
-ოქრო ხარ რა!-მითხრა და გამიღიმა.
-დღეს რაღაც ვერ ხარ ხასიათზე თუ მემეჩვენება?
-რავი დაღლილი ვარ ცოტა. ახლაც ნახევარ საათში უნდა გავიდე.-მითხრა და საათს დახედა.
-მეგონა ისვენებდი დღეს. ისე, ძაან იტვირთავ თავს არ შეიძლება ეგრე. შაბათ-კვირას მაინც დაისვენე.
-მიყვარს ჩემი საქმე ხომ იცი. თან მხოლოდ ამ კვრაში ვმუაშაობ გადაბმულად.
-ვიცი, მაგრამ კი არ უნდა შეეწირო მერე, არც სამსახურს გართმევს ვინმე.-სერიოზულად ველაპარაკებოდი უკვე, მიმტანი გოგონა რომ მოვიდა ლანგრით.
-შენ ნამცხვარი ან რამე არ გინდოდა? ცოტა წაიხემსე.-ვუთხარი და მზერით ის გოგონა გავაცილე.
-ჩემ წინ რომ ზის ის შოკოლადი მინდა. ერთი სული მაქვს როდის შევჭამ.-გამეცინა მის ნათქვამზე და პირთან მიტანილი ყავა ისევ დავდგი.
-ჯერ ვერ შეჭამ, თან ქეთი გადმოვიდა ჩემთან.
-ქეთი სულ არ შეგვიშლის ხელს თუ ჩემთან ამოხვალ.
-ვნახოთ, ვნახოთ.-ვუთხარი და ვიგრძენი ფეხზე მისი ხელის შეხება, მიუხედავად იმისა რომ არ გამკვირვებია მაინც მოვაშორებინე ხელი და გვერდით მივუჯექი. თავი მკერდზე დავადე და ყელზე ვაკოცე უეცრად რაღაც უცნაური, სუნამოს მოტკბო სუნი ვიგრძენი. ეს არ იყო არც ჩემი და მითუმეტეს არც გეგას სუნამო. სხვა იყო, მაგრამ არაფერი მითქვამს. მალე წამოდგა და დამემშვიდობა, მეჩქარება ახლა, საღამოს მოგწერო.

---
ესეც პირველი თავი..^ მაინტერესსებს თქვენი აზრი, ამიტომ ველი კომენტარებს..



№1  offline წევრი isterichka123

Kai male dade

 


№2  offline წევრი მოლურჯო

პირველ რიგში დამაინტერესებდა ის რომ
შენს სახელს დეფისი რად უნდა? wink
ისტორია ნამდვილად არ წამიკითხავს
მაგრამ რატომღაც შენი ნიკის გამო შემოვედი
--------------------
მარიამი

 


№3  offline მოდერი -ნინაკა

okay
დაკიდული არა - ჩამოკიდებული.
მარა - მაგრამ.
კაი-ს ნაცვლად კარგი, რომ დაწერო უმჯობესია.
პიცა მაგიდაზე შემოვდგიც, ცუდად ჟღერს. დავდგი ჯობია.
კიდევ იყო რაღაცეები, აღარ მახსოვს.
გაითვალისწინე და უფრო ყურადღებით წერე.
წარმატებები ^^


დარჩა კიდევ რამე?! wink გმადლობ love

isterichka123
Kai male dade


დღეს დავდებ ახალ თავს love

სევდიანი გიჟი
პირველ რიგში დამაინტერესებდა ის რომ
შენს სახელს დეფისი რად უნდა? wink
ისტორია ნამდვილად არ წამიკითხავს
მაგრამ რატომღაც შენი ნიკის გამო შემოვედი


ძველი ექაუნთი მაშინ გაუქმებული არ მქონდა და მხოლოდ სახელით ვერ შევძელი დარეგისტრირება wink ახლა ქულებს ვაგროვებ და დეფისსაც მოვაცილებ wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent