შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

I ____ You (თავი მესამე)


29-04-2016, 00:38
ავტორი khatuna
ნანახია 2 133

21 ივლისი. შუადღე.

თათია ძალიან "ცოცხალი" ადამიანია და ერთი დღეც არ შეუძლია დასვენება, ადრე სულ გართობაზე ფიქრობდა და მეგობრებთან ერთადაც ბევრ ადგილას დადიოდა. ახლა ამაზე ვერ ფიქრობს თუმცა სახლში ჯდომა უკვე მობეზრდა, სანდროს რომ უთხრას სადმე წავიდეთო იცის რა პასუხსაც მიიღებს, თან თათიასთვის საერთოდ არცალია სანდროს. მარინასთან მისვლა ჯერ კიდევ ერიდებოდა მაგრამ მაინც შეაპარა რომ სადღაც უნდოდა წასვლა.
მარტოც მშვენივრად წავიდოდა , მაგრამ იცოდა მარინა არ გაუშვებდა.

- რამდენიხანია სახლში ვზივარ.
- მოგბეზრდა არა?
- ძალიან!
- სანდრო დღეს არსად არ მიდის , სცალია, თხოვე და სადმე წადით.
- ძალიან კარგი აზრია, ვერ შეგედავები მაგრამ მე და შენ რომ წავიდეთ? ან მარტო ,რომ წავიდე?- ეს უკვე დაბალი ტონით თქვა.
- არვიცი... დიდი სიამოვნებით გამოგყვებოდი სადმე , თუმცა მაინც მირჩევნია შენ და სანდრო წახვიდეთ.
- ვერ ვეტყვი.
- მე ვეტყვი.. მოვა სახლში და ვეტყვი.
- აუ მაშინ ვითომ მე არ მითხოვია. ვითომ შენ მოიფიქრე.
- კარგი. (იცინის)

სანდროს თავის ძაღლი ყავდა წაყვანილი სასეირნოდ. ერთად დარბოდნენ. ნაწვიმარი იყო და ორივე გატალახიანდა.
სანდრომ ბურთი გადაუგდო გზის მეორე მხარეს ძაღლს და ძაღლიც სიხარულით გაეკიდა ბურთს.. ამდროს გამოიარა მანქანამ გზაზე და ძაღლმა ძლივს მოასწრო ტროტუარზე გადასვლა.. მანქანამ სანდრო ძალიან გაწუწა. სანდროს ისე შეეშინდა რამე ხომ არ მოუვიდა ძაღლსო , არც უფიქრია იმაზე ,რომ ტავიდან ფეხებამდე ტალახიანი იყო. გადაირბინა გზა და ძაღლს მოეფერა.. ძაღლს რომ რამე მოსვლოდა ,სანდრო იმ მანქანის მძღოლს არ აცოცხლებდა.
ისე შეეშინდა ,რომ გზა აღარ განაგრძო და სახლში დაბრუნდა...
სახლში შევიდა და ძაღლიც შეიყვანა.. ამყველაფერს მარინას ყვირილი მოჰყვა მაგრამ სანდრ იძახდა აუცილებლად უნდა დავბანოო. თათია სიცილს ძლივს იკავებდა.. თუ გაეცინებოდა ,იცოდა სანდრო გაბრაზდებოდა და ამიტომ სახეზე ხელებს იფარებდა.

- დაიბანს თვითონაც და მერე ვეტყვი.
- მე არ მახსენო კაი?
- დამშვიდდი, შენ არ გახსენებ.

სანდრომ ძაღლი აბანავა და გამოუშვა, ტან ამრინას გასძახა ეხლა შენ მიხედეო. მარინამ თათიას სთხოვა დახმარებოდა ძაღლის გამშრალებაში , მაგრამ ტათიას სასტიკად ეშინოდა ძაღლების.. არ სიამოვნებდა სახლში ხშირად რომ ყავდა სანდროს, მაგრამ არ იმჩნევდა.
სანდრო ,როცა გამოვიდა აბაზანიდან თავის ოთახში ავიდა.. ძაღლიც უკან მიყვებოდა.. სანდროს პირსახოცი წელზე ქონდა შმეოხვეული და ისე გამოვიდა აბაზანიდან..

- სირცხვილია! ხალათი ჩაგეცვა..
- მოგიწევთ ასეთს შემეგუოთ! ცხელა მარინე! ხალათი და ის კიდე დათუნებიანი ჩუსტები..
- ჩუსტები რა შუაშია. (იცინის.)

- გამოიცვლის და ვეტყვი. (თან საჭმლის გაკეთება განაგრძო)
- კარგი... მალე იქნება საჭმელი?
- ძალიან მალე..

სანდროს ტელეფონი მისაღებში , დივანზე დარჩა.. ბევრი ესემესი მოდიოდა.. ყოველ ახალ მესიჯზე გაიხედებოდა ხოლმე თათია ტელეფონისკენ..
სანდრომ ჩაიცვა და ტელეფონისთვის ჩამოვიდა მისაღებში. მარინამ თათიას თეფში გაუვსო საჭმლით და დივანზე სანდროს მიუჯდა გვერდით.

- რამოხდა მარინა?
- არაფერი.. რაღაც მინდოდა მეთქვა.
- მითხარი.. (სულ არ აინეტრესებდა რას ეტყოდა.. მესიჯებს კითხულობდა.. გუგა იხმობდა სამსახურში. )
- დღეს გცალია ?! თათია და შენ ,რომ წახვიდეთ სადმე?
- არა.
- არგინდ ახო რო ჰაერი ჩაისუნთქოს.
- ჩაისუნთქოს მარინე მე დავუშალე? მე არ მცალია და რომც მეცალოს არ მინდა.
- აღარ გელაპარაკები.
- ოჰოჰ. ძაან მეწყინა. დამელაპარაკე რა. (გაეღიმა)

სანდრომ თემოს დაურეკა და მოსვლა სთხოვა. სამსახურში წაიყვანა თემომ.. პირველი შესასვლელი სავსე იყო ჟურნალისტებით.. მეორე შესასვლელთანაც არანაკლები , მაგრამ მაინც მოახერხა დაცვამ სანდროს შგნით შეყვანა.. ზედმეტი კითხვბის გარეშე.
სანდროს დანახვაზე ყველა თავის საქმეს დაუბრნუდა.. სანდრო ყურადღებას მხოლოს ლამაზ თანამშრომლებს აქცევდა, მაგრამ ახლა პირდაპირ გუგასთან შევიდა.

- შეიძლება ბატონო გურამ?
- შემოდი..
- რამოხდ ააბა. რა ვერ მოაგვარა ჩემს გარეშე.
- ხელმოწერა ვერ გავაყალბე.
- აუ.. კაი რა მაგისთვის მომიყვანაე აქ? ..შევალ კაბინეტში და იქ მოვაწერ.
- არა მაგიტომ არა. ეს ისე უბრალოდ... ნიას ველაპარაკე და მომიყვა ყველაფერი.
- აუ რაო. რა გითხრა. არ შევურიგდებიო?
- მინდა , რომ შევურიგდეო.. მიყავრსო და ასე შემდეგ.. მაგრამ გამორიცხულია ,რომ მაგის უფლება მივცე.
- რაა? შ..შეენ..
- პანიკის გარეშე!
- შენ ვინ გეკითება? რაგინდა რომ მთელი ცხოვრება ესე ვიყო? უბედური!! შენსგამო ხომ შემეტენა ის გოგო და ეხლა კიდე შენ უნდა დაამაშორო ნიასთან?
- მე რა შუაშვარ შენ თუ ვიღაცა შეგეტენა? შენი დაუშვი შეცდომა და მაგიტომაც "შეგეტენა"! და ნიას კიდე მართლა უნდა დაშორდე. ისედაც ძალიან ბევრს გითმენს.. არაფერს გეუბნება.. უფრო სწორად ვერ გეუბნება.. სინამდვილეში კი ძალიან გაბრაზებულია.. როგორ მოითმინოს ის რომ ვიღაც ქალთან ერთად ცხოვრობ .. მალე შვილი გეყოლება და თან ნიას ხვდები. ისედაც ძალიან პატარა ხარ ასეთი ურთიერთობებისთვის, ნუ გგონია რომ ყველაფერს მოაგვარებ! ვერ მოაგვარებ. ვერ გამოძვრები სიტუაციიდან. უბრალოდ რაღაც უნდა დათმო.
- რაღაცას დავთმობ! ნიას არა! - (გავიდა და კარი მაგრად მოიჯახუნა.)

სანდრომ თემოს დაურეკა..
იმისდა მიუხედავად, რომ სანდრო ძალიან გაბრაზებული იყო რამოდენმე შეკითხვა სმაინც გასცა პასუხი ისე თავს ვერ დააღწევდა ჟურნალისტებს. ისევ უკანა სკამებზე გაწვა სანდრო.. თემომ ვეღარ მოითმინა და ყვეალფერი მოაყოლა სანდროს.

- კარგი დამშვიდდი. სად წავიდეთ?
- შორს.
- იქნებ ყვავილების მაღაზიამ აჯობოს. მე გადავალ და ვიყიდი კარგ ყვავილებს და ნაის აჩუქე.
- აუ ხო!
- კარგი შენ მორჩი წუწუნს.. ყველაფერი მოგვარდება . დამიჯერე!


ყველაზე კარგი ვარდების თაიგული აარჩია თემომ და მანქანაში ჩადო. მერე სამკაულების მაღაზიასთანაც გააჩერა.. სანდროს საკრედიტო ბარათი გამოართვა და ლამაზი კულონიც აარჩია.
სანდრო ნიას სახლთან ჩამოსვა თითონ კი ქუჩის მეორე მხარეს გააჩერა მანქანა.. ყოველი შემთხვევისთვის აქ დაგელოდებიო.

სანდრომ სწრაფად აირბინა სამი სართული და ზარი ხელის კანკალით დარეკა. ვინ გაურებდა კარს თუარა გრძელ ცხვირა ლიკა. სანდრო გაღიმებული დგა და ლიკას დანახვაზე ისევ შეკრა წარბები. მიხვდა რომ ახლა ვარდები კიარა მთელი საყვავილე ,რომ წამოეღო ნაისთვის მაინც ვერ შეურიგდებოდა.
მოიკრიბა ძალები და ლიაკს შეეკითხა.

- ნია სახლშია?
- კი. არ შემოხვიდე! ნიას ვკითხავ უნდა თუ არა რომ შემოხვიდე.
- მიდი კითხე..
- (ორი წუთის მერე... შემოდი!)

ნია დივანზე იწვა და ნაყინს ჭამდა. სანდრომ თაიგული დივანზე დადო თითონ კი ფეხებთან მიუჯდა ნიას.

- ლამაზია.. თაიგული.
- მიხარია რომ მოგწონს. - ლიკას გახედა და უთხრა: იქნებ გახვიდე სხვა ოთახში? - ლიკამ ნიას გახედა და ნიამაც თავი დუაკრა.
- ნია.. გთხოვ შემირიგდი რა. დავილაპარაკოთ.. მე უკეთ აგიხსნი ვიდრე ეს დიდ ცხვირა.
- რაუნდა ამიხსნა? ყველაფერი კარგად გავიგე და როგორ იყო ისე მითხრა ლიკამაც.
- ხოდა მაპატიე.. მე მარტო შენ მიყვარხარ.. რო არ მიყვარდე აქ არ მოვიდოდი.. ბავშვს გააჩენს ის და წავა.. მარტო ბავშვი გვეყოლება საერთო. მაპატიე რა.

*სანდრომ ნიას წელზე მოხვია ხელები და თავი მუცელზე დაადო. თან კოცნიდა. ნიამ ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა. სანდროს თავზე აკოცა.
- მე უკვე გაპატიე. ეხლა წადი გთხოვ. მერე დავილაპარაკოთ.
- კარგი. - შუბლზე აკოცა ნაის და წავიდა.

***
თათია და მარინა გარეთ სეირნობდნენ. თათიას ნაყინი მოუნდა და მაღაზიაში შევიდა. მარინა პარკში იჯდა სკამზე და თათიას ელოდებოდა. გზაზე რომ გადადიოდა თათია მანქანამ უცებ შემოუხვია გზაზე.. თათიას შიშისგან ნაყინები გაუვარდა ხელიდან.. მალეე იგრძნო ვიღაცამ ძლიერად ,რომ ჩასჭიდა ხელები და სწრაფად გასწია მისკენ. გულში ჩაიკრა. თათიას თვალები მაგრად ჰქონდა დაჭერილი და როცა თვალები გაახილა.. ვიღაც მწვანეთვალება ბიჭის ყავდა ჩაკრული თათია. სერიოზული სახით უყურებდნენ ერთმანეთს და შემდეგ ბიჭმა გაუღიმა. თათიასაც გაეღიმა.. ბიჭმა ხელი გაუშვა.. თათიამ მადლობა გადაუხადა და წამოსვლა დააპირა მაგრამ ბიჭმა ისევ ჩაჰკიდა ხელი და პარკამდე მიაცილა.. ბიჭმა თავიდანვე შეატყო ,რომ თათია ორსუალდ იყო , დიიდ მუცელი არ ქონდა თათიას ჯერ ოთხი თვის იყო მაგრამ პატარა მუცელი მაინც ეტყობოდა სარაფანში. ერთმანეთს გაეცნენ , თათიამ კიდევ მოუხადა მადლობა და მარინასთან მივიდა. არაფერი უთქვამს მარინასთვის , რომ არ ენერვიულა.

***
სახლში რომ მივიდნენ სანდრო დივანზე იწვა ძაღლთან ერთად და ყურსასმენებში მუსიკებს უსმენდა. თან ეწეოდა. სიანთლე ჩამქრალი ქონდა ყველგან.
მარინამ სიანთლე ,რომ აანთო ცოტა შეეშინდა სანდროსი. თან გაუკვირდა ასე ადრე რომ დახვდა სახლში.
მარინა მივიდა სანდროსთან და ნახა რომ სანდროს ეძინა. სიგარეტი კი ხელში ქონდა დარჩენილი.. მარინამ სიგარეტი გამოაძრო და მთლაინი კოლოფიც გადაუგდო.

- კიდევ კარგი დროზე მოვედით .. გადამიწვავდა სახლს.

თათიას ძალიან ეშინოდა ძაღლის.. ეს ძაღლმაც იგრძნო და თათიას უყეფდა. თათია ცალკე ყვიროდა. სანდროს გაეღვიძა ხმაურზე და ძაღლი დააწყნარა. გარეთ გაიყვანა თითონ კი ოთახში ავიდა.

- პროდუქტები ამოალაგე პარკებიდან. დაველაპარაები და მოვალ კარგი? (მარინა)
- კარგი.

*მარინა სანდროს აყვა ოთახში და დალაპარაკება სცადა.

- მომიყევი რამოხდა. კიდე ნაის ეჩხუბე?
- არა.. მემგონი შემირიგდება.
- აბა ასე რატომ ხარ?
- როგორ ვარ?
- მოწყენილი. ხოიცი , კარგად გიცნობ.
- ჰო.. მოწყენილი ვარ.. - სანდრომ დედამისს მუხლებზე დაადო თავი. მარინას ამაზე ძალიან არაფერი გაკვირვებია ცხოვრებაში. არასოდეს არ გამოუხატავს სანდროს ასეთი სითბო დედისადმი უკვე წლებია.
- ჩემი სულელი ბიჭი ხარ.

თათიამ ყველაფერი მიალაგა და თავის ოთახში შევიდა. სანამ თავის ოთახში შევიდოდა სანდროს ოთახი უნდა გაევლო. კარი ოდნავ ღია იყო და თათიამაც შეიხედა. ასეთ სიტუაციას არ ელოდებოდა და გაეღიმა. სანდრომ წამით ამოხედა და ისევ თავი დაადო დედამისს.
თათიამ კარი მიკეტა და თავის ოთახში შევიდა. საწოლზე წამოწვა და თვალებ იდახუჭა თუ არა მაშინვე ის მწვანე თვალები დაუდგა თვალწინ. ვეღარ იძინებდა ისეთი აღელვებული იყო. ეღიმებოდა თვალდახუჭულს.
მწვანე თვალებზე ფიქრები ,რომ გაფანტა ისევ ჰეტეროქრომიანი თვალები დაუდგა თვალწინ.. სანდროს სხვდასხვა ფერის თვალები...


(მაინტერესებს თქვენი აზრი.)



ძალიან კარგი გოგო ხარ

 


№2  offline წევრი isterichka123

Kargia gagrdzele

 


№3 სტუმარი MariamOo

Au dzaan dzaan magari xar

 


№4  offline წევრი khatuna

თაკო ხანდოლიშვილი
ძალიან კარგი გოგო ხარ

love

isterichka123
Kargia gagrdzele

მადლობა <3

MariamOo
Au dzaan dzaan magari xar

მადლობა <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent