შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #11


29-04-2016, 04:04
ავტორი ჯია
ნანახია 4 137

ოთახი კვამლით იყო გაბურული, მოსაწევის სუნი ვიცანი და გაკვირვებული მივაშტერდი ემას. არასდროს შემიმჩნევია დაბოლილი ან კაიფში.
-შემოდი, რას გაშეშდი მაგ კარებში. -სიცილით მითხრა ემამ და საწოლზე დაჰკრა ხელი, იმის ნიშნად რომ იქ დავმჯდარიყავი.
-ჰმ, შენ რა ცუდი გოგო ყოფილხარ. -ეშმაკური ღიმილით მივუახლოვდი და მის წინ დავჯექი.
-მოწევ? კარგი ჰაშიშია. -მკითხა და გამომიწოდა.
-აბა რას ვიზამ. -წამში გამოვართვი და ღრმა ნაპასი დავარტყი, რამოდენიმე წამი ფილტვებში გავიჩერე და ნეტარებით გამოვუშვი კვამლი. -6 თვეა არ გავკარებივარ, მომნატრებია. -ზურგზე გადავწექი და ისევ დავარტყი ორი ნაპასი. თავის ტკივილმა გამიარა, მოვეშვი და ავმსუბუქდი.
-მითხარი აბა რა მოიფიქრე. -მითხრა ემამ და ახალი ღერის შეკეთება დაიწყო.
-მოკლედ. -წამოვჯექი და კომფორტულად მოვკალათდი. -მასთან უნდა დაიწყო მუშაობა. ვითომ მაგრად გჭირდება სამსახური, არ გაამხილო რომ მდიდარი ხარ. მასთან უფრო ახლოს იქნები და მის გაცნოვასაც შეძლებ. -წარბები ავუთამაშე და პასუხს სულგანაბული დაველოდე.
-კარგი აზრია ვითომ? -ცოტა ეჭვით მკითხა და ჰაშიშს მოუკიდა.
-კარგი კი არა იდეალური ვარიანტია!! ნუ, ჩემი აზრით. -მხრები ავიჩეჩე და მის გვერდით გადავცოცდი. -აბა მაშინ მიდი და უთხარი ყველაფერი რასაც გრძნობ. -ხელიდან ავაცალე მოსაწევი და კიდევ რამდენიმე ნაპასი ამოვარტყი.
-კარგი, ხვალ მივალ და ვიკითხავ ვაკანსია თუ აქვთ.
-რომც არ ჰქონდეთ, თავი შეაცოდე. უეჭველი გამოგიძებნის საქმეს. -თვალი ჩავუკარი და ბალიშებში ჩავწექი. -საოცრად დამაბოლა. -თვალები მიმენაბა.
ემაც მომიწვა და ტელეფონში რაღაც სიმღერა ჩართო.
"ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ...
ისეთი სახლი მინდა გაჩუქო, შენ რომ იცხოვრებ...
ისეთი შუქი მინდა აგინთო, შენ რომ გაგათბობს...
ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს, მე რომ მოგიტან...”
-მაგრად მისწორდება ჩარკვიანი. -მითხრა და თვალები დახუჭა ემამ.
-პირველად ვუსმენ.
-არ მეგონა თუ არსებობდა ადამიანი ვინც ჩარკვიანს არ უსმენს. -თავი წამოყო გაოცებულმა. -არც დეისაძე იცი? არც მაჩაიძე? ნინო ქათამაძე? ქეთათო?
-არც ერთი.. მთელი ცხოვრებაა ელექტრონულ მუსიკას ვუსმენ და 80/90იანი წლების უცხოური მუსიკაც მომწონს.
-ეს არ მოგეწონა?
-კი, ძალიან.
-კიდევ უფრო კარგებს მოგასმენინებ და შეგაყვარებ. -მითხრა და ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა.
-მაგარი სიტყვები აქვს. -ვთქვი და წავიღიღინე. -”მე მოოგიტან წყალს.”
ალბათ დიდი ხანი ვიწექით ისე გაუნძრევლად და ვუსმენდით ჩარკვიანს. თითოეულ სიტყვაში ვიძირებოდი, თითოეული სიტყვა აღწევდა ჩემს გულამდე და მიძვრებოდა სულში.
-ჩარკვიანი ყოფილა გენია! -ვთქვი ჩემდაუნებურად.
-მეფეა.. სულამდე აღწევენ მისი სიმღერები. -ხმამაღლა თქვა ემამ ჩემი სიტყვები და გადმომხედა. -მაგრად მომშივდა, პიცა არ გინდა? შევუკვეთოთ.
-აუ, კი. ჩემთვის მარგარიტა უთხარი, ხორცს არ ვჭამ.
-ვეგეტარიანელი ხარ? -თვალები ლამის გადმოცვივდა გაოცებისგან.
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
-ცხოვრება არ წარმომიდგენია ხორცის გარეშე. -მითხრა, შემდეგ კი ნომერი აკრიფა და პიცა შეუკვეთა. -მალე მოიტანენ.
-იმ სიმღერას რა ქვია? -ვუთხარი და სიტყვების გახსენება ვცადე. -”ამდენ ფიქრს, ამდენ დარდს გული ისევ აიტანს და შენთან დავრჩები..”
-”ვერასდროს” -წამში გამცა პასუხი ემამ. -მერე დეისაძესაც გაგაცნობ, ეგეც ძალიან მაგარია. ჩარკვიანი ცოცხალი რომ იყოს, ერთად ალბათ საოცრებებს შექმნიდნენ.
-მომწონს შენი გემოვნება და მომასმენინე ყველაფერი. -გავუღიმე და წამოვდექი. -წამო ყავა დავლიოთ.
-ერთიც მოვწიოთ და ჩავიდეთ.
კიდევ მოვწიეთ და სამზარეულოში ჩავედით. ორივე პიჟამოებით ვიყავით, თვალები ჩაგვიწითლდა ამდენი მოწევისგან, ლაშამ რომ გვნახოს, ალბათ ერთმანეთზე მიგვაწყობს.
-ლიაჩკა, მერის უთხარი ყავა გაგვიკეთოს რა. -უთხრა ემამ ლიანას. -ჩვენ მისაღებში ვიქნებით.
-კარგით, ქალბატონო ემა.
-აი, ეს ქალბატონო მოაშორე მეთქი რამდენჯერ გითხრა ლიაკო რა. -მივიდა და ლოყებზე წაეთამაშა. -ხო იცი როგორ მიყვარხარ? -გაუღიმა და მოეხვია.
-ლაშა სად არის? -ვკითხე ემაზე მიხუტებულ ქალს.
-დილით გავიდა და მალე დაბრუნდება.

მისაღებში დივანზე გადავწექი, ემა კი სავარძელში მოთავსდა.
-იმედია, არავინ მოყვება ლაშას.
-დაი*იდე. -ხელი აიქნია უდარდელად ემამ. -ჩემგან მიჩვეულები არიან.
-ხო, მაგრამ ჩემგან არა.
-ოოო, ახლა მაგაზე უნდა ინერვიულო?
-არც ვნერვიულობ, მაგრამ ტეხავს.
უცებ სახლის კარი გაიღო და დაცვა შემოვიდა პიცის ორი ყუთით. ემა გიჟივით წამოფრინდა და ყუთები ხელიდან გამოსტაცა კაცს.
-მმმ.. პეპერონიი.. -იტალიური აქცენტით თქვა და სუნი ღრმად შეისუნთქა. ამ დროს მერიმაც მოგვიტანა ყავა. -მერი, კოკა-კოლაც გამოგვიტანე რა. -უთხრა გოგონას და ჩემი მარგარიტა გამომიწოდა. წამოვჯექი და გამოვართვი, ემა გვერდით მომიჯდა. ყუთები მუხლებზე დავიდეთ და გემრიელად შევექეცით.
-შენ გოგოები არ მოგწონს ხომ? -გამომხედა, პირი პიცით ჰქონდა გამოტენილი და ძლივს ლაპარაკობდა. ასე მგელივით იცის მოსაწევმა მოშივება, რას ვიზამთ.
-რავი, არ მიფიქრია არასდროს. ალბათ არა, თორემ აქამდე მივხვდებოდი. -მხრები ავიჩეჩე და მესამე ნაჭერს დავსწვდი.
-გინდა ჩემთან სცადო? -წარბები ამითამაშა სასაცილოდ. უცებ სერიოზულად მივიღე და გაოცებულმა გავხედე, მაგრამ სახეზე დაეტყო, რომ ღადაობდა.
-დარტყმული ხარ. -ვუთხარი და ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-დამეგობრებულხართ. -უცებ გაისმა ლაშას ბოხი ხმა და ორივემ შემოსასვლელისლემ მივატრიალეთ თავი.
-შეჭამ ჩვენთან ერთად პიცას? -ვკითხე ზრდილობისთვის და ყუთი გავუწოდე.
-ისეთი სახით მთავაზობ, მაგ ცოდვაში ფეხს როგორ ჩავდგამ. -გაეცინა ლაშას და გვერდით მოგვიჯდა. თვალებში არ ვუყურებდი, არ მინდოდა რამე შეემჩნია.
-საღამოს რას აპირებ? - ჰკითხა ემამ.
-რას მთავაზობ? -გაუღიმა ლაშამ.
-ბილიარდი ვითამაშოთ და შემოვიერთოთ ჩვენს ჯგუფში კირაც. -თვალი ჩაუკრა და ისევ პიცას დასწვდა.
-კარგი აზრია. -დაეთანხმა ლაშაც. -რა გჭირთ, ხალხნო, ერთი თვე შიმშილობდით? -გაოცებულმა დახედა ნახევრად ცარიელ ყუთებს.
-გვიყვარს პიცა. -გავეღრიჯე და თავი ბეჭზე ჩამოვადე. უცებ გამახსენდა გუშინდელი უხერხული მომენტი და სხარტად მოვშორდი ისევ.
-გამოვიცვლი და მეოთხეზე ვიქნები, მალე ამოდით. -დაგვიბარა ლაშამ და ოთახში ავიდა.
-ბილირდის თამაში რომ არ ვიცი? -ვუთხარი ემას და ყუთი მაგიდაზე გადავდე. -ვეღარ ვსუნთქავ. -ოდნავ გამობერილ მუცელზე დავისვი ხელი.
-გასწავლით რა პრობლემაა.. -მანაც გადადო ყუთი და დივანს მიეყრდნო. -ახლა მოვკვდები, მძიმედ ვარ.
-ბევრი ვჭამეთ. -გამეცინა მე და წამოვდექი. -ჩვენც გამოვიცვალოთ.
-ოქეი, მეოთხეზე შევხვდებით ერთმანეთს. -ორი თითი მის თვალებთან მიიტანა, შრმდეგ კი ჩემსკენ გამოიშვირა და ორჯერ გაიმეორე იგივე. სიცილით ავირბინე კიბეები და ჩემი გარდერობის ოთახში შევედი სპორტულების ასარჩევად.

-მზად ხარ დამარცხებისთვის? -ხელში კია აიღო ემამ და მეორე ლაშას გაუწოდა.
-ვერ მოესწრები. -თვალი ჩაუკრა ლაშამ, მე კი ემას გამოწოდებული მესამე კია ავიღე.
-კირა, მოკლედ მისმინე.... -მითხრა ემამ და ცარცი წაუსვა ჯოხს თავზე. ლაშაც და ემაც ორივე ერთად მიხსნიდა თითები როგორ უნდა დამეწყო სწორად მაგიდაზე, როგორ დამემიზნებინა, სად დამერტყა და ა.შ., მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე. ჩემი დარტყმული ბურთები ისე დახტუნავდნენ მაგიდაზე, გეგონებოდათ ბილიარდს კი არა პინგ-პონგს ვთამაშობდი.
ლაშას მოთმინება ეწურებოდა მგონი, ისე მოვუშალე ნერვები. მოვიდა და ზურგიდან ამეკრო, ერთი ხელი კიაზე ჩაკიდებულ ჩემს ხელს დაადო, მეორეთი კი ჩემი მეორე ხელი დამადებინა სწორად მაგიდაზე. შემდეგ ერთდროულად გადავიხარეთ და ბურთის დასარტყმელი პოზიცია მივიღეთ. თან მიხსნიდა რა და როგორ, მაგრამ მე აღარაფერი მესმოდა. სუნთქვა შემეკრა და ჩემს გულის ცემას მთელი სხეულით ვგრძნობდი. თვალი გამიშტერდა ბურთზე და გაშეშებული ვუყურებდი.
-კირა, დაარტყი რას ელოდები.. -გავიგონე ემას ხმა.
-კირა, გესმის? -ლაშას ხმამ უფრო გამომარკვია და უცებ გავსწორდი.
-მე..მე ვერ ვისწავლი ვერასდროს. -ამოვიბლულუნე დაბნეულმა. -ჯობია თქვენ ითამაშოთ მე გიყირებთ. -ვთქვი გულამოვარსნილმა და სწრაფად გავეცალე ლაშას, კია თავის ადგილას ჩავარჭვე და ბართან მივედი, ცოტა უნდა დამელია.
-რა დაემართა? -გაკვირვებულმა იკითხა ემამ.
-არ ვიცი. -მხრები აიჩეჩა ლაშამ და გამომხედა.
-ემა, დალევ რამეს?
-ცოტა ჯეკი დამისხი. -მითხრა და ბურთების პირამიდა გააკეთა. -ჰაჰ, მამა, მოემზადე.

გავერთე მათ ყურებაში, თან ერთმანეთის დამარცხებებს იხსენებდნენ და ძალიან ბევრი მაცინეს. მე და ემა ცოტ-ცოტას ვსვამდით. თამაშის შემდეგ კი დივანზე გადავინაცვლეთ და იქ გავაგრძელეთ საუბარი.
-არ მინდა, რომ წახვიდე. -უთხრა ემამ.
-კარგი რა, შვილო. ეგრე რომ მეუბნები, სულ ცუდად მაქვს დაცდილი.
-კარგი, კარგი. არაფერს ვამბობ, მალე ჩამოდი. -უთხრა და ჩაეხუტა.
-შენ არ ჩამეხუტები? -მითხრა და მეორე ხელი გაამზადა ჩემზე მოსახვევად. უბრალოდ გავუღიმე და ცოტა უხერხულად მივეტუზე. -ჩემი გოგოები. -გაეღიმა და სათითაოდ შუბლებზე გვაკოცა.

ლაშა დილით ადრე წავიდა, წინა ღამით დაგვემშვიდობა, არ მინდა გაგაღვიძოთო. მე რომ გავიღვიძე, ემაც არ იყო სახლში. უსაქმოდ რომ არ ვყოფილიყავი, ლაშას დატოვებული წიგნებიდან ერთ-ერთი ავარჩიე და ლითხვა დავიწყე.
”ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაირებოდეს... ოღონდ უნებურად, როგორც დევნილი... ან მდევარი.. - და როცა მოვა, როდესაც მოვა, და შემოგხედავს,რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს - დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი...
ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე - მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ... და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ.. ო, მაშინ... თვალებით ყევლაფერის თქმა უნდა შეძლოს... ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა... სახის ჩრდილებიც, - ყველაფერს აქვს თავის ჩრდილი - შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს.. ხელისგული - ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ... მერე ფრთხილად ჩამიაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ - მაშინვე მიხდებით ნამდვილი ქალი თუა - ანდა საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ - რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვის ქალის ხელისგული... და თუ უყვარხარ, თუ უყვარხარ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზი ხელი...”

რა მაგარი სიტყვებია! ვკითხულობდი დოჩანაშვილის ”სამოსელი პირველს” და ვფიქრობდი ჩემს თავზე.. და საერთოდ კიდევ ერთხელ დავფიქრდი ცხოვრებაზე. საოცარი წიგნია.. ვგრძნობ, როგორ მიყვარდება წიგნები. ისინი ბევრ ფიქრს მაიძულებენ, რაც აშკარად დადებითად ისახება ჩემზე. ადამიანის დაფასება ვისწავლე რაც მთავარია და მივხვდი, რომ ცხოვრების თითოეულ წამს უნდა გავუფრთხილდეთ. ალბათ მართლა არსებობს სადმე ის ადგილი, სადაც ყველაფერი სხვანაირად არის.
არ ვიცი რამდენი ხანი დამჭირდა წიგნის ბოლომდე წასაკითხად, მაგრამ აშკარად დიდი დრო გავიდა. კითხვის დროს მიღებული სიამოვნების კიდევ უფრო კარგად შესაგრძნობად თვალები დავხუჭე და თავში კიდევ ერთი ციტატა ამომიტივტივდა: ” დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.”

უკვე უნდა ჩამძინებოდა, როდრსაც ოთახში ემა შემომიხტა.
-დავიწყე, ებბისთან მუშაობა დავიწყე. -ამოხტა საწოლზე და ბედნიერებისგან ხტუნვა დაიწყო. -ადექი მალე, კლუბში მივდივართ. უნდა ავღნიშნოთ! -ხელზე დამექაჩა და წამომაჯინა.
-გილოცავ. -სიცილით მოვხვიე ხელები და ჩავეხუტე. -რა უნდა აკეთო?
-მიმტანი ვიქნები. მიდი, მალე წამოხტი ჩაიცვი, მეც გამოვიცვლი უცებ და ნახევარ საათში მანქანასთან გელოდები.
-დრაგები იქნება? -მივაძახე კარებიდან გასულს.
-რა თქმა უნდა! -გავიგონე სასურველი პასუხი და ცეკვა-ცეკვით გავედი გარდერობის ოთახში.



კირა კირა რატომღაც მიყვარს იცი?ძალიან მომწონს კირა....განსხვავებულია და ამოუცნობი არიცი რას იზამს...მისი ცვლიბება ისეთი კარგია
მაგრამ სულ ნუ დაჯარგავ ძველ კირას რა რაღაც დაუტოვე რაც ძველს გაგვახსენებს...
კარგი იქნებოდა იქაური "სასტავი"გიოც გამოგრჩინა რა ხდება იქ მაინტერსებსსს
--------------------
romantikosi mwerali

 


№2  offline წევრი მოლურჯო

ვგიჟდები
საინტერესოა ძალიან ეს ისტორია
--------------------
მარიამი

 


№3  offline მოდერი ჯია

დიდი მადლობაა ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent