შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება,როგორც სიგარეტი...


25-11-2015, 17:54
ავტორი zak
ნანახია 2 828

პირველი ნაპასი,ცხოვრება იწყება,
პირველი ჩასუნთქვა,პირველი ბიჯები,
მეორე ნაპასი ინტერესს აღგვიძრავს,
ინტერეს ახლის და ჯერ გაუსინჯველის,
მესამე ნაპასი,თითქოს გარდატეხა,
მოულოდნელი ქცევა და ფიქრები,
აშლილი ვნებები,ლომკისგან კანკალი,
ამ ყოფის მთავარ აზრს თანდათან მისწვდები,
მეოთხე ნაპასი,თითქოს ბანალური,
ინტერესს ჰკარგავს ძველიც და ახალიც,
ვარდისფერ სათვალეს თვალებზე დაგვაფშვნის,
მეხუთე ნაპასი,ნამდვილი მარაზმი,
მეექვსე ნაპასზე ცოტა ხნით ვისვენებთ,
ფილტვები ნიკოტინით ისედაც აღვსილა,
მეშვიდე ნაპასზე ცრემლები გვაწვება,
შავი ბოლი კი გულს მძმედ აწვება,
ბოლოს წინაა შემდეგი ნაპასი,
ცხოვრება სითბოთი სიმშვიდით ნახატი,
ნეგატივს ცხოვრება წამებში გაგაცლის,
მალბორო მარტოობას არასდროს დაგვაცლის,

დავიდოვია თუ მხოლოდ ასტრა,
საფერფლე ყველას მოელის,რა ვქნათ,
უფლისწული ხარ თუ მაწანწალა,
მიწა იყავი და მიწას წახვალ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent